შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [23 თავი]


28-04-2015, 23:07
ავტორი tamro
ნანახია 9 099

მას შემდეგ რაც ალექსანდრეს მშობლები გავიცანი ორი კვირა გავიდა. ხათუნა ყოველ დღე მირეკავდა და უამრავ რამეზე მესაუბრებოდა. ზოგჯერ ჩვენთანაც მოდიოდა ხოლმე. მასთან ყოფნა ძალიან მსიმოვნებდა. საოცრად თბილი და ყურადღებიანი ქალი იყო.
ბაკურიანში ახალი წლის გატარებას რაც შეეხება, როგორც კი ბიჭებმა გაიგეს ჩემი ორსულობის შესახებ არჩიეს, რომ წელს არ წავსულიყავით. ცოტა კი მეუხერხულებოდა ჩემს გამო, რომ არღვევდნენ ყოველწლიურ ტრადიაციას, მაგრამ მე თვითონაც ვხვდებოდი, რომ ახლა წასვლა გონივრული ნამდვილად არ იქნებოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ექიმთან კონსულტაციაზე თვეში ორჯერ მაინც მივდიოდი.
მე და ალექსამდრემ გადავწყვიტეთ, რომ დიდი ქორწილი არ გადაგვეხადა. მხოლოდ ახლო მეგობრები იქნებოდნენ. ვიფიქრე მოსამზადებლად ცოტა დრო მაინც მექნება მეთქი, მაგრამ ვინ გაცადა?! მხოლოდ ერთი თვე მაქვს ყველაფრისთვის. კიდევ კარგი ანა, და გვანცა მეხმარებოდნენ.
ალექსანდრემ ახალი სახლიც შეარჩია სადაც ქორწილის მერე გადავალთ. ძალიან მყუდრო სახლი იყო, თავისი ეზოთი და პატარა აუზით. ყველაფერი ჩვენი გემოვნებით მოვაწყეთ. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ბავშვის ოთახს ვუთმობდით. უამრავჯერ შევცვალეთ ოთახის დიზაინი. იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ ვიცოდით ბიჭი გვეყოლებოდა, თუ გოგო, ვერც ოთახის ფერებს ვარჩევდით და ვერც ავეჯს. ალექსანდრე გაიძახოდა გოგოაო, მე კიდე ბიჭია მეთქი.
*****
-ევა, წავედით თორემ დაგვაგვიანდება.
-მოვდივარ. _ სწრაფად ჩავედი კიბეზე.
-ნელა!
-ნელა დავდივარ.
-ლამის სირბილით ჩამოხვედი და მეუბნები ნელა დავდივარო! _თვალები დამიბრიალა. რაც ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო მას შემდეგ თითოეულ ნაბიჯს მიცვას. „ ნელა გაიარე, ფრთხილად დაჯექი, დაწექი, ადექი...“ კიდევ უამრავი რამ. რა თქმა უნდა მისი ასეთი ყურადღება ძალიან მსიამოვნებს მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოსდის ხოლმე და ძალიან მაბრაზებს. მერე ისევ კოცნით და ალერსით ცდილობს ჩემს შემორიგებას.
-ასე კარგია? _ირონიულად გავუღიმე და ტანის რხევით გავიარ-გამოვიარე მის წინ.
-კი. _ჩაიცინა. სწრაფად მომიქცია თავის მკლავებში და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
-დაგვაგვიანდება. _მისი ხელებიდან გამოვძვერი.
-თბილად ჩაიცვი. _ფრთხილად მომხვია წელზე ხელი და სახლიდან გავედით. დღეს ზაზას დაბადების დღე იყო და იქ მივდიოდით. მთელი ერთი კვირა ვარჩევდი საჩუქარს. ბოლოს ძლივს მოვახერხეთ ისეთი საჩუქრის შერჩევა, რაც ალექსანდრეს თქმით მამამისს ძალიან მოეწონებოდა.

სახლი სტუმრებით იყო სავსე. ზაზას მეგობრები, ნათესავები და ა.შ.
რა თქმა უნდა შაკო, ლაშა, ერეკლე, გვანცა და ტასუნაც იქ იყვნენ.
ალექსანდრემ ყველას გააცნო ჩემი თავი.
-ევა, დედიკო როგორ ხარ? _ მისვლისთანავე თბილად გადამეხვია ხათუნა.
-კარგად. თქვენ?
-მეც კარგად შვილო. როგორაა ჩვენი პატარა?
-მშვენივრად _გავუცინე - ამ ბოლო დროს ცოტა გააქტიურდა.
-აბა რა იქნება საყვარელო, უკვე მესამე თვეში ხარ. ექიმთან მისვლას როდის აპირებ?
-ახალი წლის შემდეგ ვარ დაბარებული.
-ხათუ, ცოტა ხნით ევა უნდა წაგართვა._ალექსანდრე დაგვადგა თავზე.- წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო. _ წელზე ხელი მომხვია და ხვეულთმიანი მომღიმარი გოგონასკენ წამიყვანა. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, თუ ვინ იყო ეს გოგონა. სულ მთლად გავწითლდი ალექსანდრეს ეშმაკურად მომღიმარ სახეს რომ გადავწყდი.
-სანდრო! _ წკრიალა ხმით წამოიყვირა გოგონამ და თბილად გადაეხვია. -როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-შაკოს ხელში კაცი არ მოიწყენს. _ გაიცინა და თავით იქვე მჯდომ შაკოზე ანიშნა.
-მაია გაიცანი, ჩემი საცოლე ევა იმნაძე. ევა, გაიცანი ჩემი ბ ი ძ ა შ ვ ი ლ ი მაია. _მკაფიოდ წარმოთქვა სიტყვა „ბიძაშვილი“ და ეშმაკურად გამიცინა.
-სასიამოვნოა _ გავუღიმე.
-ჩემთვისაც. ალექსანდრემ ბევრი რამ მიამბო შენზე. ასე ვთქვათ დაუსწრებლად გიცნობ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდოდა შენი გაცნობა. სანდრო ისეთი აჟიტირებული მიყვებოდა შენზე, რომ ერთი სული მქონდა როდის გნახვადი. _სწრაფად ჩამოარაკრაკა და თბილად გამიღიმა
-დარწმუნებული ვარ ერთმანეთს კარგად გაუგებთ.
-ქორწილის საქმეები როგორ მიდის?
-ძალიან კარგად.
-პატარა ქორწილის გადხდა გადაგიწყვეტიათ.
-ხო, მხოლოდ ახლო მეგობრები ვიქებით. _გავუღიმე.
-ჩემი დახმარება თუ დაგჭირდეს არ მოგერიდოს, აუცილებლად მითხარი. დიდი სიანოვნებით დაგეხმარები.
-მადლობა. _მაია მართლაც ძალიან სასიამოვნო და თბილი ადამიანი იყო. ერთმანეთსაც კარგად გავუგეთ. თანაც ასაკითაც ტოლები ვიყავით. უამრავ რამეზე ვისაუბრეთ, ბევრი საერთოც აღმოგვაჩნდა და ეს კიდევ უფრო გვიადვილებდა ურთიერთობას.
******
ახალი წლის ღამეს ყველა ჩვენთან შევიკრიბეთ. მეგობრები ერთად ვხდებოდით ახალ წელს.
-ხალხო ცოტა დაუჩქარეთ თორე მოვიდა უკვე ახალი წელი! _აივნიდან გამოვძახა შაკომ.
-შაკო ჯერ ადრეა, შემოდი რა. _გასძახა ერეკლემ.
-ძია მეც მინდა გალეთ. _ სახლში შემოსულ შაკოს წინ აესვეტა ტასუნა.
-ოო.. იცი რა უნდა ქნა გარეთ, რომ გაგიყვანო? _თვალი ჩაუკრა ბავშვს.
-ლა უნდა ვქნა?
-შენს ძიას მაგრად უნდა ჩაეხუტო. _ხელები გაშალა. ტასომაც მაშნვე შემოხვია თავისი პატარა ხელები.
-უფრო, უფრო მაგრად.
-გაგწკლიტო?
-ხო გამწკლიტე. _სიცილით ჩაილაპარაკა.
-აქლა ქო გამიყვან?
-კი, ოღონდ ახლა რა ქენი იცი? _ბავშვმა არ ცოდნის ნიშნად თავი გააქნია.
-ლაშა ბიძიასთან მიდი და...
-შაკო არ მომიყვანო მანდ! _ შეუბღვირა ლაშამ, რომელსაც მშვენივრად ესმოდა მათი საუბარი და იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ შაკო ბავშვს კარგს არაფერს დაავალებდა.
-ო... შენ რა გინდა! ჯერ რა იცი რას ვეუბნები ბავშვს, იქნებ შენც უნდა მოგეწონოს.
-ტასო ერთი წამოარტყი ბიძაშენს თავში.
-სულ გამიგიჟეს ბავშვი! _ ჩაილაპარაკა ერეკლემ.
-ზოგჯერ მიჭირს გარჩევა, ამათგან რომელია ბავშვი. _სიცილი დაიწყო გვანცამ.
-წარმომიდგენია ევა, თქვენი შვილი რო გაჩნდება რა დღეში ეყოლებათ. _მაიაც აყვა სიცილში.
-ოჰ! თქვენ იშოვეთ ხო სალაპარაკო. _ალექსანდრე შემოვიდა სამზარეულოში - რაო მა, დედიკოს ხო არ ვაბრაზებთ? _ოდნავ გამობურცულ მუცელზე თითები რიტმულად აათამაშა.
-დედიკოს უკვე მოშივდა. _ ტუჩები გავილოკე და ძეხვის პატარა ნაჭერი ჩავკბიჩე.
-სწრაფად! სწრაფად! ყველანი აივანზე. _ფეხზე წამოდგა ლაშა.
მე ანამ გვანცამ და მაიამ, როგორც კი სუფრის გწყობა დავასრულეთ, ბიჭებთან აივანზე გაავედით.
გარეთ გასულს ერთიანად დამიარა ცივმა ქარმა მთელ სხეულში. სიცივისგან გამაცახცახა.
-ათასჯერ გეუბნები თბილად ჩაიცვი მეთქი. _ხელები მომხვია და მკერდზე მიმიხუტა.
-არ მცივა. _მოვატყუე.
-ხო გეტყობა, როგორც კანკალებ. _ხელები უფრო მაგრად შემომხვია და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
-აბა ჰე ხალხო! ვიწყებთ უკუთვლას _წამოიყვირა შაკომ.
-ათი... ცხრა...რვა...შვიდი...ექვსი...ხუთი... ოთხი... სამი... ორი..ერთიი _ მაგრამ.... არაფერიც არ მოხდა. ყველანი შაკოს მივაჩერდით, რომელიც ჯერ კიდევ საათს დაჰყურებდა.
-უი, ჩემი საათი წინ ყოფილა _გაიკრიჭა
-ეე... შაკო! _ყველა ერთად ავხმაურდით. ზუსტად ამ დროს გაისმა აფეთქების ხმები და ცა სხვადასხვა ფერად განათდა.
-გილოცავთ! _წამოიყვირა შაკომ. თანდათნ ფეიერვერკები უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ყველა ერთმანეთს ვულოცავდით. ტასო სიხარულისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
-გილოცავ ახალ წელს დედიკო. _სიცილით დამკრა მუცელზე წკიპურტი.
-ჩვენც გილოცავთ მამიკო. _ხელები შემოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე.
*****
ორი კვირის შემდეგ კონსულტაციაზე ერთად წავედით. ორივე ძალიან ვღელავდით რადგან დღეს ბავშვის სქესი უნდა გაგვეგო.
ექიმის კაბინეტში ვიჯექი და მოუსვენრად ვცქმუტავდი ერთ ადგილას. ალექსანდრე მგონი ჩემზე მეტად ნერვიულობდა.
როგორც კი კაბინეტის კარი გაიღო, მაშინვე წამოვარდა ფეხზე.
-ბიჭია! _ომახიანად გამოგვიცხადა ექიმმა. ექიმის სიტყვების მოსმენისას ლამის ფრენა დამეწყო. სიხარულისგან სახეგაბადრულ ალექსანდრეს კისერზე ჩამოვეკიდე. თვითონაც მაგრად მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა.
*******
ღამით რაღაც ხმებმა გამოაღვიძა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როცა ხმა არ შეწყდა, თვალები ზანტად გაახილა. ევა საწოლზე წამომჯდარიყო და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. წამში გამოფხიზლდა თვითონაც.
-ევა რა მოხდა? ცუდად ხომ არ...
-მოიცა, ვფიქრობ. _გააჩუმა.
-რას ფიქრობ?
-რაღაც მინდა მაგრამ ვერ ვხვდები რა. არადა ძალიან მშია. _ტუჩები გაილოკა.
რამოდენიმე წამი ჩუმად იყვნენ. მერე კვლავ იმნაძე ალაპარაკდა.
-იცი რა მინდა?
-არა. _გაიცინა ალექსანდრემ.
-სალათი.
-რა სალათი? _წამში წამოდგა ფეხზე.
-არ ვიცი რამე სალათი. _ტუჩები გაილოკა და უშველებელი ნერწყვი გადაუშვა.
-კარგი, ახლავე. _ გოგონას შუბლზე აკოცა და სწრაფად გავარდა ოთახიდან.
სამზარეულოში შევიდა და სწრაფად გამოაღო მაცივარი. იქედან გამომდინარე, რომ ზუსტად არ იცოდა რა სალათი უნდოდა გოგონას, რაც კი ხელში მოყვა ცოტ-ცოტა ყველაფერი გადმოიღო თეფშზე. ლანგარზე დაალაგა და კვლავ ოთახში დაბრუნდა.
-მოგიტანე. _ ლანგარი მუხლებზე დაუდო და თვითონაც იქვე ჩამოუჯდა.
-ნწ. _უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი. -ეს არ მინდა.
-აბა რომელი გინდა. _ გაეცინა.
-სალათი არ მინდა.
-ხომ მითხარი სალათი მინდაო. _გაუკვირდა
-ხო, მაგრამ ახლა აღარ მინდა... _თვალები აუწყლიანდა.
-კარგი, კარგი მითხარი რა გინდა და მოგიტან. _სატირლად დაბრეცილ ტუჩებზე აკოცა.
-ტორტი. გუშინ ხათუნამ, რომ გამოგვიცხო ის ტორტი.
-კარგი, ახლავე. _ფეხზე წამოდგა და ლანგარიც თან გაიყოლა.
სწრაფად ჩამოჭრა ტორტის მოზრდილი ნაჭერი და წვენთან ერთად წაიღო ოთახში.
-ეს არ მეყოფა. _უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა და ალექსანდრეს მიაჩერდა.
-კარგი, შეჭამე და დაგიმატებ. _ჩუმად ჩაიფხუკუნა. ევამაც არ დააყოვნა და გემრიელად ააცმაცუნა პირი. თვალმოუშორებელი უყურებდა ალექსანდრე და სიცილს ძლივს იკავებდა. დარწმუნებული იყო, რომ ცოტა ხანში ისევ შეცვლიდა გადაწყვეტილებას და რამე „სასწაულს“ მოითხოვდა. თუმცა თვითონ არც ამაზეა წინააღმდეგი. დიდი სიამოვნებით შეუსრულებს ნებისმიერ სურვილს.
_______
წინა თავის გამო კიდევ ერთელ გიხდით ბოდიშს. მართლა არ ვიცი რატომ გამოვიდა ისე ცუდად.
იმედია ეს თავიც მოგეწონებათ. <3



№1  offline წევრი EiLuL♥

კარგიაა როგორც ყოველთვის ❤
--------------------
elene

 


№2  offline წევრი ტასიკო

როგორ ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა , ცუდი არაფერი მოხდეს კიდე თორე გადავირევი ,

 


№3  offline წევრი dakuna

ძალიან კარგი,მოტხრობაა,ძალიან მომწონს.იმედია მალე დადებ მომდევნო თავსა love smile

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Dzaliann dzalian momeconaa :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian dzalian mgari gogo xar shen

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent