შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 23)


30-04-2015, 01:02
ავტორი llella
ნანახია 6 332

მთელი ამ ხნის განმავლობაში თამუნაზე ფიქრები არ მშორებოდა, არც მინდოდა რომ არ მეფიქრა, როცა ვიაზრებდი და ვხდებოდი რომ ის ჩემი იყო, რომ იცოდა თუ როგორ მიყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, ჩემდაუნებურად გახარებულს ღიმილი გადამივლიდა სახეზე, რაც უჩას როგორც ყოველთვის არ გამოპარვია.
-წერეთელი, რა გაცინებს... კაი შტერი გოგოსავეთ იცინი შენ ძმობას ვფიცავარ-გადაიხარარა და გამომხედა.
-მაგარ ხასიათზე ვარ!!!
-რაღაც მოხდა!-დაასკვნა მისი ჩიტისოდენა ტვინით- მეც არ მიკვირს ტო! ბარათელი ვახსენე და მარტო გალანძღე, პირდაპირ არ გავარდნილხარ და მოსაკლავად არ წასულხარ!!!
-ხო ისე ეგრე თუ ვიმსჯელებთ მართალი ხარ!
-მიდი მოყევი რა ხდება-გაიცინა და ინტერესით შემომხედა.
-თამუნას ვუთხარი ყველაფერი!-გავიცინე.
-რა ყველაფერი უთხარი ბიჭო?! მოიცა... მოიცა შენ რაა?!!!!-გაკვირვებულმა შემომხედა და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-ხო! ვუთხარი რო მიყვარს! ნუ იტოკში არც კი ვაპირებდი მაგრამ ესე გამოვიდა რაა... მანვე მაიძულა რომ ყველაფერი მეთქვა.
-და მან?!
-რა მან?
-მან რა გიპასუხა დებილო...
-შენი აზრით?!
-კარგად გამოგლანძღავდა და ერთს კარგად მოგდებდა ყბაში-გადაიხარხარა უჩამ.
-არა-გამეცინა მის პასუხზე.
-აბა?! მოიცა არ უყვირია და არ გიჩუბიათ?!
-ნუ ჩხუბით როგორ არა, ჩხუბითვე დავიწყეთ, წყობიდან გამომიყვადა...-უჩას მოვუყევი ყველაფერი, გაკვირვებული მისმენდა, დრო და დრო ამოიოხრებდა „სააღოლ ძმაო“-ს და ისევ მონდომებით მისმენდა.
-გეღირსა შენც და ჩვენც რაა!-გადაიხარხარა და მხარზე ხელი დამკრა-მოგილოცე ძმაო!
-ბიჭო აი უბრალოდ ახლაც არ მჯერა რო მე მეკუთვნის!-ნერვიულად გადავისვი თავზე ხელი და გავიღიმე.
-გგონია მე მჯერა რო სოფო ჩემია?!-მანაც გაიცინა.
-აი მაგარი ბედნიერი ვარ!
-მეც ეგრე ვარ...-გადაიხარხარა-რო ვუფიქრდები რა ვქენი, მეცინება და მგონია რო სიზმარი ვნახე და ის მიტრიალებს თავში.
-ისე დედამისს სააღოლ რაა... შენ რო თქვი ვუთხარი თქვენი სასიძო ვარო, მეგონა იტყოდი ცოცხით გამოეკიდაო, ან რაღაცა ჩამარტყა თავშიო-მეც გავიცინე,
-ბიჭო... შენ იცინე და მეც ეგრე მეგონა... მარა გამიგო ტო!-გახარებული და კმაყოფილი საუბრობდა.
ათას სისულელეზე ვისაუბრეთ, დრო როგორ გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ.
-არ წავიდეთ?!-წამოვაყენე იდეა.
-რავი, წავიდეთ კაი ხანია აქ ვართ!-დამეთანხმა უჩაც.
გამოვედით ბარიდან და წავედით სახლში.

თამუნას ნაამბობი:

არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, სახელს ვერ ვუძებნი იმას რასაც დემეტრეს მიმართ განვიცდი, რაღაც განსხვავებულია, სასწაულია, რაც არასდროს გამომიცდია, არასდროს მიგრძვნია... მიყვარს! არც კი ვიცი ამას სიყვარული თუ ქვია, რაღაც არაამქვეყნიური გრძნობაა! როცა ხვდები, რომ არსევბობს ვიღაც ვისაც სჭირდები, ვისაც ენატრები, ვინც შენთის ყველაფერზეა წამსვლელი, უსაზღვროდ ბედნიერი ხარ!!! უბრალოდ... უბრალოდ დემეტრე ჩემთვის ყველაფერია... უფლის მადლობელი ვარ ესეთი საჩქრისთვის, საჩქრისთის რომელსაც ჩემი „ ბოროტი“ ქვია.
მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, არც იყო საჭირო რამის თქმა... თითქოს და სიჩუმე ამბობდა იმას რასაც თითოეული ჩვენგანი გულში ინახავდა. სახლთან მივედით, დემეტრემ გამაჩერა და მისკენ მიმაბრუნა.
-ადი შენ!
-შენ არ მოდიხარ?!-ვკითხე ნაწყენმა.
-მოვალ მეც მალე, საქმე მაქვს!-ხმა აღარ ამომიღია, ლოყაზე ვაკოცე და კიბეებს ავუყევი, სახლის კარები შევაღე, სახლში არავინ არ დამხვდა, ეტყობა წასულია ლექსო საქმეზე. მარტოს ყოფნა არ მინდოდა სასტიკად, ჩემში დაგროვილი ემოციები აუცილებლად ვინმესთის უნდა გამეზიარებინა, ამიტო გადავწყვიტე ლელუკასთან დარეკვა. მაგრამ ჯერ ჩემს დებილ ძმას დავურეკე.
-ხო თამუ.
-ლექსო სად ხარ?!
-საქმეზე ვარ გასული და მოვალ მალე.
-ლელუაკსთან ერთად ხარ?!
-არა. რა ხდება თამუნა?! ლელუკას რამე ჭირს?! სადაა?!-კითხვები მომაყარა და პასუხს დაელოდა.
-კაი ლექსო კაი დაწყნარდი ძამიკო რაიყო-გადავიხარხარე მის ბავშვურ საქციელზე.
-გოგო სადაა თქო!
-რავიცი მე შტერი ხარ რაა.. მეთქი მასთანაა და მაგიტო გკითხე არ დამირეკია მისთვის.
-უუუუუჰჰჰ... შეტევას მიმაღებინებ მე შენ ერთ დღეს!
-მე თუ მოგკლავ თორე...-გავიცინე.
-ზუსტადაც! კაი ჭკვიანად და რო ნახავ უთხარი დაირეკოს.
-ოოჰ არ დაგეკარგოს სადმე არა.
-მაგრად გცემ რო გნახავ.
-მეც მიყვარხარ!-ლექსოს გავუთიშე, დივანზე დავემხე და ლელუკას დავურეკე.
-გოგო სად ხარ?!-მის ამოღება არ ვაცადე ისე მივახალე პირდაპირ.
-სახლში ვარ, შენ სად ხარ?! პარკის მერე აღარ მინახიხარ, დამერეკა უნდა მარა ლექსომ არ დამარეკინა...
-მოიცა მაგან რა... ანუ...
-თამუნა რა ხდება?!
-რა არ ლელუკ რა არ...
-2 წუთში შენთან ვარ-გაიცინა და გამითიშა.
ლელუკა ზუსტად დათქმულ დროში მოვიდა, შემოვიდა თუ არა სავარლში ჩაემხო და წყალი მოითოვა, სულს ძლივს ითქვამდა.
-მიდი მოყევი.
-სული მოითქვი ჯერ და მოგიყვები.
-მიდი გოგო შენ მოყევი- ლელუაკს ყველაფერი მოვუყევუ, გოგო გამოშტერებული სახით მიყურებდა, წყალს სინქრონში სვამდა და წამით გავიფიქრე, ამან ასე თუ გააგრძლა გაიბერება და გასკდება თქო.
-შოკში ვარ!-იმწამსვე გამოაცხადა ყველაფრის მოყოლა დავამთავრე თუ არა.
-კაი ერთი, მეც!!!
-აუ ნახე რა სიძე მყავს რაა, შემოევლოს ჩემი თავი-კმაყოფილმა გაიქნია ხელი და მუხლზე კაი მოხუცი ქალივით დაირტყა ხელი.
-აუ შენ რა ყავხარ ლექსოს რააა.
-თვით ბრილიანტი.
-ოოოჰ კი აბა რაა-გავიცინეთ ორივემ. ლელუკა წამით დაწყნარდა, მეც გავჩერდი და მას გავხედე.
-ლელუ მაგარი გახარებული ვარ... აი არც კი ვიცი რით დავახასიათო ის გრძნობდა რითაც მთელი სხეული სავსე მაქვს...
-სიყვარული ქვია მაგას-გაიცინა.
-მე კიდე ეგ სიტყვა არ მყოფნის... ვერ იტევს ეგ სიტყვა იმ გრძნობას რასაც მისდამი განვიცდი...
-შენ და ესეთი თუ იქნებოდი რას ვიფიქრებდი...-გაიცინა, მე კიდე კალთაში თავი ჩავუდე, უცებ სახეზე ხელები ავიფარე, თითქოსდა მინდოდა წამით მოვწყვეტილიყავი რეალობას.
-უი გოგო ლექსომ დამირეკოსო.
-რა უნდოდა არ უთქვამს?!
-რავი გოგო სხვა ვნახე და ავუხსნა უნდა სიტუაციაო-დავასერიოზულე სახე, ისევე როგორც ხმა და მის რეაქციას დაველოდე.
-თამუნა ნუ მაიმუნობ-ვითომ გაბრაზდა მაგრამ მე ხომ შვამჩნიე როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება და მზად იყო იქვე ეტირა.
-არ ვმაიმუნობ ლელუკა, სერიოზულად გეუბნები...-ისევ სერიოზული სახით განვარგძობდი საუბარს და გულში სიცილით ვკვდებოდი.
ლელუკა უცებ წამოვარდა ფეხზე, სხვა ოთახში გავიდა და ლექსოს დაურეკა.

ლექსოს ნაამბობი:

ქალაქში ვიყავი გასული საქმეე, როცა ტელეფონზე დამირეკეს, დავხედე და როცა ლელუკას სახელი წავიკითე წამის მეასედში ვუპასუხე მობილურს.
-პატარავ მომენატრე!-ხმის ამოღება არ ვაცადე.
-ლექსო...-როცა მისი სმა გავიგონე დავიძაბე, ხმაზე ეტყობოდა რომ ან უნდა ეტირა, ან უკვე იტირა.
-ლელუკა რა გჭირს?!
-ლექსო მართალია რაც თამუნამ მითხრა?!
-რა გითრა გოგო თამუნამ?! აუ მოვკლავ მაგას?! რა გითხრა?!
-ლექსოს სხვა უყვარსო, არ იცის შენ როგორ გითხრას და ამიტომ გთოხვს რო დაურეკოო... მართალია?!
-ლელუკა სულ გაგიჟდი?! რა სხვა მიყვარს ტო! რა სხვა ვნახე, სულ გაუბერა მაგან!!!-გავიცინე და ხმა დავათბე.
-ანუ მომატყუა?! მე კიდე... მე კიდე მეგონა რომ...
-ლელუკ ხო იცი რო შენს გარდა სხვა არავინ მინდა?!
-ვიცი...
-ხო იცი რო მიყვარხარ?!
-ეგეც ვიცი-ხმა მხიარული გაუხდა.
-ხოდა დავხუროთ ეგ თემა! საბოლოოდ დავხუროთ და ამასთან დაკავშირებით მეტი გამეორება არ დამჭირდეს!!!
-..........
-გესმის რას გეუბნები?!
-ხო... მესმის...
-ხოდა ვსო!!! ჩემთვის ერთადერთი ხარ და ჩაიბეჭდე ეგ თავში!!! მაგას კიდე რო მოვალ მე მოვუვლი.
-მიყვარარ!
-მეც პატარავ! კაი წავედი მე, ჩვენთან ხო ხარ?!
-კი.
-ხოდა არ წახვიდე ჯერ, იყავი მოვალ მალე მეც.
-კაი.
ტელეფონი გავუთიშე და ღიმილით გავაქნიე თავი უკმაყოფილობის ნიშნად. რა სულელია, დაიჯერა რომ შემიძლია სხვა მიყვარდეს, სხვას შვხედო როცა არსებობს ის!!!



- - - - -
გამარჯობა love ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ...

P.S. აიიიი ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველანი...



№1  offline წევრი Niacule

პირველივარ, ვატყობ პატარა თავიაა >_< ნუკაი წავედდი წავიკითხო ;დდდ<3333333333

 


№2  offline წევრი masu

Dzaan magaria <3 ese gaagrdzele

 


№3  offline წევრი cancara

Hei gogoni didi tqvebi dade

 


№4  offline წევრი qaosia

Miyvarxar admin.. Fani var am love stories_^^
--------------------
ქაოსი

 


№5  offline წევრი -tiko))

Vvvvaimeee... vgijdebi ukve am istoriazeew... kaqi gogo qaaall
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი Pekito -))

კაიაა მაგრამ ცოტა დიდი თავებიიი
--------------------
ნათია

 


№7  offline წევრი neneele

სულ გავიწტდება როო დიდი თავები უნდა დადოო :დ მომწოონს ძაან ეს ისტორიაა ^_^

 


№8  offline წევრი llella

neneele
სულ გავიწტდება როო დიდი თავები უნდა დადოო :დ მომწოონს ძაან ეს ისტორიაა ^_^

daviwyebit ar maviwydeba ubralod fizikurad mets ver vwer...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent