შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (17)


30-04-2015, 01:04
ნანახია 4 342

- შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩაანს. - დადეშელის ღიღინი მაღვიძებს. ზანტად ვახელ თვალებს და ვხედავ, რომ ფანჯარასთან დგას, ფარდიდან იჭყიტება და იღიმის, მეც გამეღიმა. საბანი დაგავიძვრე, მინდოდა მასთან მივსულიყავი.
-არ შეიძლებაო შენი ფეხზე ადგომა, დაგავიწყდა?! - მკაცრად გადმომხედა დადეშელმა. სწრაფად მოვიდა ლოგინთან და ადგომის საშუალება არ მომცა.
გაიცანით, ეს ჩემი შეყვარებული (რა უცნაურად ჟღერს - შეყ-ვა-რე-ბუ-ლი. ჰმ) ლაზარე დადეშელია: მკაცრი, პრინციპული, მზრუნველი, მოსიყვარულე, საყვარელი...
რაც საავადმყოფოდან გამომწერეს მის მერე დამიწესა შეზღუდვები ვაჟბატონმა. რა თქმა უნდა, სამსახურში წასვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. საჭმლის გაკეთებას მე არ მაცდიდა და სახლის დალაგებას. იცოცხლეთთქო, დამიხვავა თავისი წიგნები საწოლთან და ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ მიბარებდა, რომ ამდენი და ამდენი ფურცელი წაკითხული გქონდეს იცოდეო. მერე მუცელზე მკოცნიდა, შემდეგ სახეზე და ტუჩებს ბოლოსთვის მოიტოვებდა ხოლმე.
ბედნიერების ჟრუანტელი ისე დამივლიდა, რომ ხანდახან სუნთქვაც მეკვროდა.
-დღეს სამსახურში არ მივდივარ. - ლოგინზე ჩამოჯდა დადეშელი და თითებზე წამეთამაშა.
-არადა სახლის დალაგებას ვაპრებდი. - ამოვიფრუტუნე უკმაყოფილოდ.
-რაო, რაო? - თვალებმოჭუტულმა გამომხედა. ტუჩები მოვიკვნიტე, არ მეგონა ისე ხმამახლა თუ ვთქვი, რომ მან გაიგონა. უდარდელად გავიღიმე, თითქოს არაფერი მეთქვას და ფეხზე წამოვდექი, მაინც არ გამიშვა ხელი, ჩვენს ხელებს დავხედე და ბედნიერების კიდევ ერთი ნაპერწკალი გაღვივდა გულში.
-მშია, დადეშელო. - სიცილით ვუთხარი, რადგან ისევ არ აპირებდა ჩემ გაშვებას, მით უმეტეს ეტყობოდა, რომ ჩემი ადგომის იდეა არ მოეწონა.
-დაუბრუნდი შენს სამფლობელოს და მე მოგართმევ საჭმელს, ქალბატობო! - სიცილით წამოდგა და წინ ამესვეტა.
-ნწ, ჯუნას უნდა, რომ თვითონ მოამზადოს საჭმელი, თორემ დადეშელის გაკეთებული უგემური საჭმელები არ მოსწონს. - ჯერ საცოდავი სახით ავხედე, მაგრამ მისი ვითომ ნაწყენი და გაბრაზებული, მაგრამ ამავდროულად ძლივს შეკავებული სიცილიანი სახე რომ დავინახე, მეც გულიანად გამეცინა.
-აბა გაიმეორე, თუ არ გეშინია. - სიმკაცრეს „ინარჩუნებდა“ დადეშელი.
-ჰო, ჰო, სულაც არ მომწონს შენი გაკეთებული უგემური საჭმელები. - ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით.
-სამაგიეროდ, მე მომწონს შენი გემრიელი ტუჩები. - ოდნავ გაეღიმა და მაკოცა.
ისევ ის უთარიღო დღეები და დაუვიწყარი შეგრძნებები.
-ამოდის მზეეე, განათებს შეეენ. - ღიღინით გავიდა სამზარეულოში ლაზარე, თან ხელი ჰქონდა ჩემზე გადახვეული და წამათრია, ფაქტობრივად.
სკამი გამოსწია და მიბიძგა დავმჯდარიყავი. ღიმილით ვუსმენდი მის ტრაბახს იმის შესახებ, რომ სულაც არ ამზადებს ცუდ კერძებს და პირიქით, ჩემი გაკეთებული საჭმელებია უგემური და არა თავისი.
ბევრი ხლაფორთის შემდეგ, როგორც იქნა, მოახერხა და სოკოს რავიოლის მაგვარი რაღაც დადო მაგიდაზე, თანაც ისეთი სიამაყით უყურებდა თავის შედევრს, რომ სულ რომ არაფრად ვარგებულიყო, რა მათქმევინებდა ცუდია-თქო. არა, მართლა კარგი იყო.
მერე სახლი უნდა დავალაგო-მეთქი და თავი გაიგიჟა. ამჯერად დივანზე ჯდომამ და იქიდან ყურებამ მომიწია. ისე გულმოდგინედ წმენდდა ფანჯრებს, რომ შემშურდა კიდეც.
ტელეფონმა დაურეკა, თავის ოთახში ჰქონდა და შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა მისაღებში, კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა.
-ეკამ დამირეკა, თანახმა ვარ განქორწინების საბუთებზე ხელის მოწერის, ოღონდ საავადმყოფოში თუ გამყვები ახლა კონსულტაციაზეო. - ვერ გავიგე, თავისთვის ჩაილაპარაკა ეს, თუ მე მითხრა. არ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ გავუღიმე.
ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო ის, რომ ისინი ოფიციალურად დაშორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გულის მიჩქმალულ კუნჭულში ისევ არსებობდა ის საღი აზრი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ბავშვის უმამოდ გაზრდა ცუდი აზრია. მართალია, ჩემი შვილი გაბრიელთან არ გაიზრდებოდა, მაგრამ ეს განსხვავდებოდა ლაზარესა და ეკას სიტუაციისგან, ისინი ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს უნდა დაშორდნენ, ჩვენ კი არც კი ვიცნობდით ერთმანეთს, ორი მთვრალი ადამიანი ავყევით ვნებებს და ეს იყო.
ჯანდაბაში მოვისროლე ის ჯერ კიდევ მბჟუტავი სიმართლე, ამდენი ხანი რომ არ ჩამქვრალიყო და თავს უფლება მივეცი სიხარულისა. სიხარულის და დადეშელთან ერთად ყოფნის.
ბოლოს და ბოლოს,მეც ხომ უნდა ვიყო ოდესღაც ბედნიერი?!
ერთხანს გაქვავებული იდგა შუა ოთახში, მერე თავი გააქნია, შემომხედა და ალბათ ჩემს პასუხს დაელოდა. თავი დავუქნიე მხოლოდ.
ცოტა ხანში უკვე მარტო ვიყავი სახლში ჩემს ფიქრებთან ერთად, როცა მამაჩემის ზარმა რეალობაში დამაბრუნა. ძალიან მომენატრე და შენი ნახვა მინდაო... ბინის მისამართი ჩავაწერინე და სანამ მოვიდოდა, ნერვიულობისგან ლამის თითები დავიმტვრიე. მართალია, ასე თუ ისე, გოგინაშვილებთან შეხვედრის დროს და მერე, გამოვასწორეთ არეული ურთიერთობა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამოვსებული ის დიდი სიცარიელე ჩვენ შორის, მისმა საქციელმა რომ გაგვიჩინა.
სამზარეულოს დალაგებას მოვრჩი და მალევე მოვიდა. ასე მეგონა საუკუნის უნახავი მყავდა და რაღაც სენსაცია მოხდა-მეთქი, ისე გამიხარდა მისი ნახვა. გულში რომ ჩამიკრა, დიდი ხანი აღარც გავუშვივარ. ძლიერად მეხუტებოდა და გაურკვეველ რაღაცებს ბუტბუტებდა, შიგადაშიგ გავიგებდი ხოლმე „ჩემო გოგო“-ო, რომ ამბობდა. ჯერ იმ ამბავმა გამახარა, რომ დადეშელი და ეკა საბოლოოდ დაშორდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი მამაჩემის ნახვამ. ღმერთი სამობითააო და კიდევ ველოდი რაღაცას, მაგრამ არ ვიცოდი რატომ, ან რას, უბრალოდ ველოდი, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა.
ვერცერთი ვიღებდით ხმას. ზვავივით ჩამოწოლილიყო სიჩუმე და ერთმანეთამდე მისაღწევ გზას კეტავდა.
-ძალიან მინდა, რომ მაპატიო, შეძლებისდაგვარად... - როდისღაცა დაარღვია სიჩუმე ზურამ. არადა ნაპატირბი მქონდა... შეძლებისდაგვარად.
-თამუნა როგორაა? - თემა შევცვალე.
-როგორ იქნება, ჩვეულებრივ.
კარზე ზარის ხმა გაისმა. არ მეგონა დადეშელი ასე მალე თუ მობრუნდებოდა, ალბათ რამე დარჩა-მეთქი გავიფიქრე და კარის გასაღებას წავედი.
ჯერ ვერ ვიჯერებდი, რომ ის, ვინც ჩემ წინ იდგა ნამდვილი იყო და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამიანი თვალების ფახურის შემდეგ, გამოსახულება არ გაქვრა, მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლაც რეალობა იყო. მეგონა გავგიჟდი, ჰალუცინაციები დამეწყო და ტირილი ამივარდა. არ მინდოდა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო და ხელს რომ გავწევდი მისკენ, მასში არ გაევლო ჩემს ხელს. მინდოდა შევხებოდი, მინდოდა მეგრძნო და დარჩენილიყო... დარჩენილიყო და არასდროს, არასდროს წასულიყო ჩემგან!
ისტერიკა. საშინელი ისტერიკა დამემართა. სულს ვერ ვითქვამდი და მართლაც შემეშინდა, რომ გავიგუდებოდი. ისტერიკის პიკი იყო ხელი რომ შემაშველა და მის გულს მივადე თავი.
ყველაზე ტკბილი, რაც კი მთელი 19 წლის მანშილზე მიგრძვნია. ყველაზე დაუვიწყარი, ყველაზე შესანიშნავი, ყველაზე დაუჯერებელი და მაინც - რეალობა! ეს ყველაფერი სიმართლე იყო, არაფერი მელანდებოდა, შესაბამისად, არც გავგიჟებულვარ და ის მართლაც მოვიდა... ყველაზე ტკბილი ამ ქვეყნად - დედა! 3 წლის უნახავი დედა...
მისი შეხება იყო რაღაც... პარალელურ სამყაროში გადასროლის მსგავსი. მილიონჯერ გარდავიცვალე რამდენიმე წამში და მილიონჯერ გამაცოცხლა მისმა თბილმა ჩახუტებამ, მხურვალე კოცნამ და ყველაზე გულწრფელმა ცრემლმა, რაც კი ოდესმე მინახავს.
კიდევ ვერ ვიაზრებდი ბოლომდე იმას, რომ მე მის ხელს ვეხებოდი, რომ ძლიერად მქონდა ჩაბღუჯული და შემეძელობა დამეკოცნა უამრავჯერ, რადგან ეს არ გაქრებოდა, არ წავიდოდა ისე, როგორვ 3 წლის წინ წავიდა და ოცნებად მქონდა ქცეული მისი ნახვა...
თურმე, ოცნებები ხდება.
უთარიღო დღეები და დაუვიწყარი შეგრძნებები. უკვე რამდენი დაგროვდა ასეთი - ვინ მოთვლის?!
ჩემს ტირილზე მამაჩემი გამოვარდა ოთახიდან... კარგად ვერა, თუმცა მაინც მოვკარი თვალი მის სახეს დედაჩემის დანახვისას. გაქვავდა და მკვდრის ფერი დაედო. ხელები აუკანკალდა, ეს კი ნამდვილად კარგად დავინახე. თუმცა, ვერ ვხედავდი დედაჩემი სახეს, რადგან მის მკერდზე მედო თავი, მას კი ჩემს თავზე ჰქონდა ნიკაპი ჩამოდებული.
მერე რომ თმაც დამისველდა და კანზეც ვიგრძენი სისველე, მივხვდი - ის ტიროდა. მერე სხეულიც ათრთოლდა. ვიცოდი დედაჩემს რომ მამაჩემი უყვარდა და მათი დაშორება სულაც არ იყო დედაჩემის ინიციატივა. და ის, რომ კვლავ ისეთი მძაფრი იყო მისი ზურასადმი სიყვარული - ამას ჩემი სველი თმითა და მისი გასკდომამდე აჩქარებული და აძგერებული გულით ვხვდებოდი.
არვიცი რამდენი ხანი გავიდა, სანამ აზრზე მოვიდოდა რომელიმე ჩვენგანი... შენელებულ კადრებში მიმდინარეობდა თითქოს ყველაფერი...
სახლში შემოვიდა დედაჩემი. ზურამ რაღაც ჩაიბუტბუტა და გარეთ გავიდა. ვერ გაუძლო...
რაც ძალი და ღონე მქონდა რამდენიმე წამში ამოვწურე - ისე ძლიერად ვუჭერდი დედაჩემს ხელებს.
გათიშული მქონდა გონება. ვერ ვაანალიზებდი მომხდარს. უბრალოდ ერთი რას იყო ვიცოდი, რომ არცერთი წამი არ უნდა დამეკარგა... ვეფერებოდი დედაჩემს ლამაზ სახეზე, ვუკოცნიდი ნაკვთებს, რომელთაც 3 წელი არ შევხებივარ და მიკვირდა, როგორ გავძელი ამდენი ხანი...
ერთმანეთის მოსიყვარულებით რომ გული ვიჯერეთ, მერე შეამჩნია ჩემი გაბერილი მუცელი. დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, რაც სალომეს დაბადების დღის შემდეგ მოხდა. თავიდან კი ჰქონდა მკაცრი სახე, მაგრამ ბოლოს ატირდა, ოღონდ შენ და შენი შვილი მყავდეთ კარგად და მაგაზე როგორ უნდა გავბრაზდეო?!
ბოლოს იმასაც გადავწყვით, თუ საიდან გაიგო ჩემი საცხოვრებელი. სალომეს დაკავშირებია რამდენიმე დღის წინ, ჩამოვდივარ და არ მინდა ჯუნამ გაიგოს, სიურპრიზი მინდა იყოს ჩვენი შეხვედრაო. სალომეს უთქვამს, რომ ზურასთან არ ცხოვრობსო და ჩემი ბინის მისამართი მისცა.
-აღარც კი მახსოვს, შვილო, თბილისი მგონი. რას მოვაგნებდი ამ კორპუსს, შენი მეგობარი რომ არა. - ცრემლი მოიწმინდა და გულწრფელი ღიმილით გაბრწყინებული სახე შემომანათა.
-ჩემი მეგობარი?! - გამიკვირდა.
-ჰო, სალომე დამხვდა აეროპორტში და აქაც მან მომიყვანა.
-ახლა სადაა? - შევიცხადე.
-ორსულად ვარ და თქვენი შეხვედრის სცენას რომ ვუყურო, გული წამივაო, ამიტომ არ ამოვიდა. - სიცილით მომახსენა დედაჩემმა.
-რაო, რა თქვი? - ბოლო ხმაზე ვიკივლე. - ორსულად ვარო?! - უკვე სალომეს ნომერს ვკრეფდი ტელეფონზე. რა ცუდი გოგოა, ჩემთვის არ უნდა ეთქვა, კიმაგრამ?!
ჯერ გული მოვიოხე მისი ლანძღვით, თანაც მეცინებოდა, მერე კი მივულოცე. დამასწრო - შენი შვილის ნათლია უნდა ვიყო მე, ამიტომ არც იოცნებო, რომ ჩემის მონათვლა მოგიწევსო - ტელეფონში მისი ბედნიერებისგან გაჟღენთილი ხმა მესმოდა.
ხომ ვთქვი, ღმერთი სამობითაა და რაღაც კიდევ მოხდება-მეთქი? მესამე კიარა, მეოთხე არ მიემატა კიდე?
1.დადეშელისა და ეკას განორწინება.
2.მამაჩემის სტუმრობა.
3.დედაჩემის სტუმრობა.
4.სალომეს ორსულობა.
და ეს ყველაფერი ერთად - ჩემი ბედნიერების საბაბი.
დაუვიწყარი წუთები, ან საათები და დღეები. იყოს თვეც, ან სულაც - წლები! დაე, იყოს წლები!

***
დედაჩემს არაფრით დავანებე სხვაგან წასვლა, ამდენი ხანი ველოდი მის დაბრუნებას და ახლა გავუშვებდი?! ჩემს ოთახში შემოვისახლე და ახლა მეორე კონტროლიორი მყავს: დადეშელი და დედაჩემი, ორივე ერთმანეთზე უარესები და მე საცოდავი მათ ხელში.
ორსულობის 7 თვე და დარჩენილი 2 თვე.
გაბრიელს ვნახულობდი ხოლმე, ან პარკში შევხვდებოდი და ვსეირნობდით, რადგან მესმოდა მისი - უნდოდა შვილთან ყოფნა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კარგი მეგობრებიც ვიქნებით. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ ხდება, რომ დადეშელი არ ეჭვიანობს გაბრიელზე. ალბათ კიდევ უფრო იმიტომ ხვდება სიტუაციის არსს, რომ თვითონაც ნახულობს ხოლმე ეკას. ეს ორი კი ექიმის რჩევის გამო - ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ბავშვის ჯანმრთელობისთვისაა კარგიო.
ხოდა ჩვენც ვსეირნობთ ხოლმე:
მე და რიჟვაძე.
დადეშელი და ეკა.
საბა და სალომე.
მე, დადეშელი, რიჟვაძე, საბა და სალომე. - ჰო, ჰო, ნუ გიკვირთ.
და მაინც, ყველაზე ხშირად მე და დადეშელი.

მამაჩემი მოდის ხოლმე ჩემ სანახავად. დედაჩემი კი რომ გაიგებს ზურა აპირებს მოსვლას, ხან რის საყიდლად წასვლას მოიმიზეზებს, ხან რის. კი მიმტკიცებს არ მიყვარს მამაშენიო, მაგრამ მე ხომ ვიცი არა, რომ მატყუებს?!

***
-ჯუნა. - დილით გაბრიელის ზარის ხმა მაღვიძებს.
მაისის ბოლო რიცხვებია. საკმაოდ თბილი ამინდები და ამაღლებული განწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
-ჰო. - ვბუტბუტებ მე.
-წინასწარ გაფრთხილებ, რომ ჩემი ბრალი არაა. გუშინ სალომე იყო ჩვენთან სტუმრად, ხომ იცი, ეგ თუ დალევას დაიწყებს, ვეღარ გააჩერებ მერე.- იცინის, მასთან ერთად მეც. - მერე სიმთვრალეში რომ ბევრს ტლიკინებს - ეგეც მოგეხსენება. გუშინ კი „შემთხვევით“ ახსენა „გაბრიელის შვილი“, დედაჩემი გადაირია, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ სალომემ უთხრა შვილი რომ მეყოლება. მთელი ღამე არ მოგვასვენა დედაჩემმა, გამაცანით ის გოგო, ვენაცვალე იმას, მეორე შვილიშვილს რომ მჩუქნისო. - აქ ისე გაეცინა, შემეშინა კიდეც არ გაიხრჩოს-მეთქი. - მოკლედ, ამდენი იმიტომ ვიაპარაკე, რომ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე მეტად რთული მისიის შესასრულებლად: ჩემს მშობლებს შენი გაცნობა უნდათ.
ამოვიოხრე, მაგრამ როგორ არ იკითხავთ?! ამოვაყოლე მთელი გული და სული. ესღა მაკლდა რა. ახლა იმათ უხსენი, რომ ეს შემთხვევით მოხდა და რომ ჩვენ არანაირი სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვს და მით უმეტეს, არც გვექნება.
***
-დადეშელო, საღამოს გაბრიელის მშობლების გასაცნობად მივდივარ. - უკმაყოფილო სახით ვამცნე სიახლე.
ცალი წარბი ასწია მხოლოდ.
-სალომეს წამოსცდა, რომ რიჟვაძეს შვილი ეყოლება და... - განვუმარტე.
-აჰა. არაა პრობლემა. - ცხვირზე დამკრა წკიპურტი. - მთავარია კარგად მოიქცე.
-ძირს ნაყარი არაფერი ვჭამო, თუ მატარებელი რომ გაჩერდება მერე ჩამოვიდე?
სინქრონულად ავხარხარდით. დედაჩემი შემოვიდა ოთახში, ჩვენ დანახვაზე თავი გადააქნია ღიმილით და გავიდა. მალევე გვიხმო სამზარეულოში. არა, დედის ხელით გაკეთებული საჭმელი სულ სხვაა, სულაც რომ არ ამზადებდეს გადასარევ კერძებს.
ჭამას რომ მოვრჩი, დიდი ცერემონიითა და ამბებით დავუკოცნე ხელები სათითაოდ. ეცინებოდა და ეტირებოდა ერთდროულად.
საღამოს რიჟვაძესთან წავედი. თვითონ მომაკითხა მანქანით და წამიყვანა. მთელი გზა მამზადებდა თავის მშობლებთან შესახვედრად. მიხსნიდა თუ როგორი ხასიათი აქვთ და ბოლო, როდესაც მანქანიდა გადმოვედით, დაამატა:
-მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევ, რომ ნერვებს გიშლიან და ერთუ სული გაქვს წახვიდე. - სიცილით დაამატა.
მართალი აღმოჩნდა გაბრიელი, ცუდი ხალხი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც მაღიზიანებდნენ რაღაცნაირად. ჯერ მხოლოდ იმიტო, რომ თითქმის ერთი საათი ვუხსნიდით მე და გაბრიელი მათ ჩვენი ურთიერთობის არსს. ბოლოს, როგორც იქნა, გაიგეს.
-შვილო, მეორე შვილიშვილი იქნება ეს პაწაწინა ჩემთვის. გაბრიელს და ჰყავს, იტალიაში ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ თუ ვნახულობ მის შვილს. გასაგებია, რომ თქვენ ერთად არ ხართ, მაგრამ იქნებ მოხვიდე ხოლმე ბავშვი რომ დაიბადება და თვეში ერთხელ მაინც გვანახო? ნუ წაგვართმევ ამ ბედნიერებას. - მგონი ტიროდა ქალი, თვალები კი ჰქონდა აცრემლებული... შემეცოდაკი არა, ლამის მე შევთავაზე გავყვები გაბრიელს ცოლად და თქვენთან ვიცხოვრებ-მეთქი.
არა, ნამდვვილად არ იყო ცუდი ხალხი. ნუ, რაც არ უნდა იყოს, ჩემი შვილის ბებია-ბაბუა არიან.
-მადლობა, რომ უარი არ მითხარი იმ ამბებზე. - ისე თქვა გაბრიელმა „იმ ამბებზეო“, თითქოს ავადმოსახსენიებელი ყოფილიყოს. - კარგი, აბა ღამემშვიდობისა. - გადამკოცნა და დამემშვიდობა.
საათს რომ დავხედე სახლში შესვლის წინ, თვალები შუბლზე ამივიდა. 12 საათამდე მათთან ვიყავი საღამოს მისული?!
მეგონა კარები დაკეტილი ექნებოდათ, მაგრამ სახელური რომ ჩამოვწიე უპრობლემოდ გაიღო. შეიძლება დაიძინეს უკვე და ამიტომ დატოვეს კარი ღია-თქო, ვიფიქრე. ჩაბნელებული იყო სახლი. ქურთუკი გავიხადე და მისაღებში შევედი.
სიხარულისგან კივილ-წივილი ავტეხე შუა ოთახში ტორტი და მასზე ანთებული 20 სანთელი რომ დავინახე, ტორტს კი შუაგულში ჯუნა ეწერა. ბედნიერებისგან ავტირდი კიდეც. მალევე ამოძვრნენ დივნის უკნიდან დედაჩემი, მამაჩემი, დადეშელი, სალომე და საბა. „რა ლამაზი დღეა“ მიმღერეს. ყველას სათითაოდ ვეხუტებოდი და მადლობას ვუხდიდი ამ მშვენიერი დახვედრისთვის. არც კი მახსოვდა 20 წლის თუ ვხდებოდი, ამათ კი სიურპრიზი მომიწყვეს.
-საჩუქრების არჩევაში არასდროს ვიყავი ორიგინალური. იმედი მაქვს ეს მოგეწონება. - ჩემს ზურგს უკნიდან მომესმა დადეშელის ხმა, მალევე ვიგრძენი მისი ჩახუტება და სურნელი. ხელი გამოსწია ჩემ წინ. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ხელის გულზე გულის ფორმის პატარა ყუთი ედო, შიგ კი ბეჭედი.
-დადეშელო, ეს... - ძლივს ამოვთქვი, მაგრამ გწინადადების აგრძელების უნარი აღარ შემწევდა.
-არ მომეწონა უცოლოს სტატუსით ყოფნა და გადავწყვიტე ისევ დავქორწინდე. - სიცილით გამარკვია ვითარებაში.
გულმა ისეთი ძლიერი დარტყმა შეასრულა, მეგონა გამაძლიერებლები ჰქონდა შეერთებული, მისი ხმა რომ გავიგე. დადეშელისკენ შევბრუნდი და შევხედე... ვერ ვმეტყველებდი, ალბათ ჩემს გრძნობებსა და ემოციებს სახეზე ან თვალებში დაინახავდა, მე კი ნამდვილად ვხედავდი მის გულწრფელობას და ჩემდამი სიყვარულს თავის ზღვისფერ თვალებში...
მე დადეშელის ცოლი?!
წარმოუდგენელია!

______________________
სულმოუთქმელად ველი შეფასებას.



№1  offline წევრი nuki-nuka

ძალიან მაგარიაა love

 


№2  offline წევრი Mkitxveli

მთლიანობაში კარგი იყო და მომეწონა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent