შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპატიური უფროსი (13)


30-04-2015, 21:40
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 196

-გილოცავთ! ძლიერი ორგანიზმი ქონია!! ბევრი ვერ უძლებს ამგვარ ოპერაციებს!! ტყვია გულში ქონდა მოხვედრილი, ამიტომ ცოტა გართულებები მოყვა, თუმცა ამჯერად ყველაფერი სტაბილურადაა...
ექიმმა დაამთავრა თუ არა ლაპარალი, შვებით ამოვისუნთქე, სიხარულის ცრემლეი წამსკდა, არამარტო მე, ყველას ვინც იქ ვიყავით, სიხარულისგან ვტიროდით....
-ნახვა როდის შეიძლება?
სული მოვითქვი და ძლივს ამოვილაპარაკე ეს სამი სიტყვა...
-ნახვა უკვე შესაძლებელია ოღონდ მხოლოდ ერთი ადამიანის და ისიც ცოტა ხნით...
ბავშვებს, თვალებით ყველამ მანიშნა პირველი მე შევსულიყავი, თავი მორჩილად დავუქნიე და ექიმ გავყევი...
პალატაში შესვლა და ჩემი ცუდად გახდომა ერთი იყო.. პირველად ვნახე, ზუკა ესეთ მდგომარეობაში, განუძრევლად იწვა და ტკივილისგან ოხრავდა...
ნელა მივედი და საწოლთან დავჯექი. გაუპარსავ ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი, მონატრებული კანი შევიგრძენი და სურნელმა, სასიამოვნოდ ამწვა ცხვირი...
კვლავ ცრემლები..
რატო აფუჭებს ყოველთვის ესეთ სასიამოვნო მომენტებს... ხარ საყვარელ ადამიანთან ერთად წკპ და ნიაღვარივით მოდის ცრემლები....
თავი გულზე დავადე და უფრო მწარედ ავტირდი...
-სალო.... გთხოვ ნუ ტირი..
ექოსავით გაისმა ზუკას მისუსტებული ხმა ოთახში, რომელიც ჩემთვის უფრო იავნანას ტოლფასი იყო...
-ზუკა... როგორ შემაშინე... ხო კარგად ხარ? რამე ხო არ გტკივა? წავალ ექიმს დავუძახებ გაგსინჯავს... ბავშვებიც აქ არიან შენი ნახვა უნდათ...
-მოიცა, მოიცა სალო ამოისუნთქე.... არავინ არ მინდა ჩემთან იყავი გთხოვ...
ეცადე გაეცინა, თუმცა ის ღიმილი რაც მან მაჩუქა მისთვის ალბათ, სიკვდილის ტოლფასია...
უბრალოდ გამეღიმა მის ამ საქციელზე და ჩემ ადგილს დავუბრუნდი... ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ხმას არცერთი არ ვიღებდით...
-როგორ მომენატრე... შენი ლამაზი თვალები... ტუჩები და ლოყები რომლებიც მხოლოდ მე მეკუთვნის.... შენ სიცოცხლეს ვფიცავარ ის არაკაცი თუ ვაცოცხლო....
-გთხოვ არ გინდა შეეშვი საკადრისი მიიღო უკვე, დაიჭირეს და განზრახ მკვლელობის მუხლით 26 წელი მიუსაჯეს...
-ეგ მხოლოდ მკვლელობისთვის და მოტაცებისთვის??
-.....
-სალომე გეკითხები...
-მოტაცებაზე არაფერი უთქვამს ისეთი რაც მას ავნებდა, თქვა რომ ჩემი ნებით წავყევი და მხოლოდ
1 წელი დაუმატეს, ანუ ის ოცდამეექვსე წელი....
-მითუმეტეს არ ვაცოცხლებ.... სალომე..
-ოჰ ბატონ ზუკას გაუღვიძია..
დიალოგი ექიმმა შეგვაწყვეტია რომელიც გასასინჯად შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ექთან გოგოსთან ერთად, ისე მე თუ მკითხავთ, ის გოგო ექთნის მაგივრად ბორდელიდან გამოქცეულს გავდა, მოკლე ტყავის კაბით, 7სმ შპილკებით და ღრმაზე ღრმა დეკოლტეთი..
ზუკას ძალიან ცუდად დაუწყო ყურება, რაზეც ეგრევე ავიჭერი და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამეგებინებინა იმ ა*ვარკასთვის რომ ზუკა დაკავებული იყო...
ნუ დიდი ფიქრიც არ დამჭირვებია...
-საყვარელო, გარეთგავალ და ბექას შემოვუშვებ...
ზუკა მიმიხვდა ჩანაფიქრის და მხოლოდ თავი დამიქნია..
იმ გოგოა რომ გავხედე, სახეზე ისეთი უკმაყოფილება ეხატა, მივხვდი რომ ჩემმა გეგმამ გაჭრა, გახარებულმა გამოვიხურე კარები და ბავშვებისკენ წავედი..
-ვა სალო გვიკადრე? მოშორდი სატრფოს?
ჩვეული რეპლიკებით შემეგება თოკო, თუმცა ჩემი საქციელით ისეთი გახარებული ვიყავი ყურადღება არ მიმიქცევია..
-კარგად ხარ? რაღაც პასუხი ვერ მივიღე ჩემ როგორც შენ იტყვი "უაზრო რეპლიკაზე"
-ძაან მაგრა ვარ არაფერი მიჭირს.. უი ბიჭებო ყველა, სანდრო,გიო, დემეტრე, ბექა და თოკო, ზუკას თქვენი ნახვა უნდა შემოვიდნენო...
ხუთივე ახმახი ერთმანეთის უკან დაეწყვნენ და პალატისკენ წავიდნენ... გოგოებმა გავხედეთ და სიცილი ძლივს შევიკავეთ....




---ბიჭებთან---
პალატაში ჩემთვის წყნარად ვიწექი, როცა ხუთი აყლაყი შემოვარდა ერთი მეორის მიყოლებით...
-როგორ ხარ შე*ემა?
-აუ აქ მაინც რო მიატოვო ბილწსიტყვაობა გიო არ შეგიძლია..
იმდენად გახარებული ვიყავი მათი ნახვით, ჩხუბის მაგივრად, ჩემდა გასაკვირად რბილად ვუთხარი...
-კაი მორჩით ეხლა, რაზე დაგვიბარე აბა...
საუბარში დემეტრე ჩაერთო და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა...
-მოკლედ აქედან გამწერენ ზეგ და სალოს მინდა რაღაც სურპრიზი მოვუწყო, ოღონდ უნდა მომაფიქრებინოთ რამე, იდიოტობები არა!! გიო შენ გასაგონად.....
-კაი ხო....
ოთახში სამარისებული სიჩუმრ ჩამოვარდა, ყველა ჩაფიქრებილი იჯდა, მხოლოდ მე ვცქმუტავდი და ვერ ვისვენებდი იმ მოუხერხებელ საწოლში....
-აუ რით ვერ მოისვენე შე*ემა ვაა..
-აუ ბექა შემეშვი რა ძმურად ისედაც ვერაფერი მოვიფიქრე რა უნდა გსვაკეთო....
-მე ვიცი
გახარებული გიო ფეხზე წამოხტა და ცეკვა დაიწყო...




---გოგოებთან----
-აუ ზუკას ზეგ გამოწერენ კაკრას მის დაბადების დღეზე და რამე სურპრიზი მომაფიქრებიეთ რა...
დოდხნიანი დუმილი ჩემმა მუდარის ნარევმა ხმამ დაარღვია...
-მე ვიცი... ეხლა მაგაზე ვფიქრობდი...
ისე ხმამაღლა წამოიძახა ეკამ, მთელმა საავადმყოფომ შემოგვხედა..
-დაჯექი გოგო ხო არ გაუბერე?
როგორც იქნა დავსვი და დაველოდე, მის კიდევ ერთხელ "ბრძნულ" იდეას...
უნდავაღიარო მართლა ბრძნული იდეა იყო.
-ყოჩაღ ეკა! ჯერ ესეთი კარგი რამ არ გითქვამს...
-ტყულა დაცინით ამ გოგოს, მშვენუერი ტვინი აქვს...
სიცილით დაამატა თაკომ და თვალზე მომდგარი სიცილის ცრემლი მოიშორა...
ორი დღეც მალე გავიდა, ზუკა საავადმყოფოდან გამოწერეს, ნუ წესით... მე სულ სურპრიზის საკითხებზე დავბივარ, ბუჭებს ვთხოვე საღამომდე შეეჩერებინათ, რაზეფ ჩემდა გასაკვირად სიამოვნებით დამთანხმდნენ...
-აუ ეკა ნახე რა სუფრაზე ხო ყველაფერუ დეცს? ძლივს ვიშოვე ნორმალური რესტორანი..
-დაწყნარდი სალომე.. ყველაფერი კარგადაა
-აუ თიკა! თიკა! თიკა სად ხარ? არ გესმია რო გეძახი?
-რა გჭირს სალო, ბექას ველაპარაკრბოდი ერთ საათში აქ იქნებიან..
-კიდე კაი... სტუმრები? სტუმრები სად არიან?
-მოვიდნებ სალომე უკვე და შემოვლენ უკვე, წადი შენ გამოიცვალე.....
დაქოქილი შევვარდი ტვალეტში... ჩავიცვი მოკლე, წელზე მომჯდარი ლურჯი კაბა, ოდნავი დეკოლტეთი და უკან წელამდე სულ ბადით დაფარულო, ფეხზე შავი მაღლები ამოვიცვი თმა გავიშალე და მქრთალი მაკიაჟი გავიკეთე..
-სალო მოვიდნენ სად ხარ??
-მოვდივარ ეკა ეხლავე...
კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი და გარეთ გავედი...
დარბაზი უკვე სავსე იყო, ზოგი ნაცნობი და ზოგიც უცნობი ადამიანებით...
ყველა მოვიკითხე და ჩემი ადგილისკენ წავედი, სადაც ჯერ კიდევ 5 ადგილი იყო თავისუფალი...
და...
აი ის ხუთი ადგილის პატრონიც მოვიდა...
-ყველაფერი ისეა როგორც გვთხოვე...
ყურში მიჩურჩულა ბექამ და თავისი ადგილი დაიკავა თაკოს გვერდზე...
-რა ხდება აქ?
ჩვენკენ გაკვირვებული ზუკა წამოვიდა, რომელიც ცალი ხელით სიგარეტს ეწეოდა ცალით კი ყავარჯენს ეყრდნობოდა..
-დაბადების დღეზ გილოცავ ზუკა! მიყვარხარ..
გადავეხვიე და მთელ დარბაზში გამაყრუებელი ტაში გაისმა.....
-მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე...
-მორჩით ხვევნა კოცნას და ყურადღება მომაქციეთ..
ყველამ სცენისკენ გავიხედეთ და მიკროფონ მომარჯვებული ბექა დაგვხვდა...
-ბოდიშით მხიარულების შეწყვეტისთვის თუმცა, უფრო სასიხარულო აბავი უნდა გაცნობოთ, ეს მარტო მე ვიცი... რამდენიმე დღის წინ მე და თაკომ გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა სვანეთში.. თუმცა რაღაც პრობლემების გამო ვერ მოხერხდა, ეხლა კი პირდაპირ ამ დარბაზიდან წავალთ ყველა და დავესწრებით ჯვრიკ
სწერას, შემდეგ კი ისევ აქ მოვალთ... მოკლედ
თაკო
კვლავ გთხოვ..
გამომყვები ცოლად?
-კი ბექა... კი გამოგყვები...
-ავიშალეთ ყველა....
ერთი კიდე ჩასძახა და ხელში აყვანილი გაიყვანა თაკო დარბაზიდან...
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჯვარიც დაიწერეს და დარბაზშიც დავბრუნდით... კაი "შეზარხოშებული" იყო ზუკა სცენაზე რომ ავიდა და ლაპარაკი დაიწყო...
-რამდენიმე დღის წინ არც ისე სახარბიელო რამ დამემართა, ეხლა დაკონკრეტებას აზრი არ აქვს, თუმცა რომ არა ერთი ადამიანი მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.. ოპერაციის დაწყებამდე, უკვე ნარკოზში მყოფს, მკაფიოდ ჩამესმა ექიმის სიტყვები..
"ყველაფერი შენზეა დამოკიდებული იბრძოლე... იბრძოლე, მხოლოდ იმ გოგოსთვის, რომელიც გარეთ გელოდება და ტირის..."
გონის დაკარგვამდეც, მანამ სანამ საავადმყოფოში მიმიყვანდნენ, იმ გოგოს ვუთხარი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მხოლოდ იმისთვის ვიბრძოლებდი გადადარჩენად, რომ საიდანღაც იქ ზემოდამ მისთვის არ მეყურებინა როგორ დადის შავებში ჩაცმული და ყოველდღე ამოდუს ჩემს საფლავზე..
მემგონი თემას გადავუხვიე, ეხლა მთავარი რისთვისაც აქ ამოვედი და ამხელა სიტყვა ვთქვი..
სალომე გიორგობიანი! ცოლად გამომყვები?



№1  offline წევრი S.likuna

ooo radros gawkviteeee dzaaan magariaaa maleee dadeeeee

 


№2  offline წევრი cancara

ეხლა ეს რო არ დატანხმდეს გაგპუტავ გოგო

 


№3  offline წევრი კუსა ♥

აუუ ძალიაან მაგარიაა !! <3

 


№4  offline წევრი Niacule

ვააახხ რამაგარი თავი იყო ❤❤❤

 


№5  offline წევრი NataShka()()()

dzalian magari taviaa :* dadee maleee moutmeblad veli:(( :*:**** :D
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№6  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ველი ახალ თავს ძაან მაგარი ისტორიაა

 


№7  offline წევრი ninee

magaroia da arr daagvianoo gaagrdzee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent