ღმერთმა შენი თავი მაჩუქა (თავი 6)
-დროზეეეეეეეე (ტელეფონში ჩამყვირა ნუკიმ) -ხო კაი გამოვდივარ უკვე, რა იყო სულ რაღაც 20 წუთი დავაგვიანე(სიცილით ვუთხარი) -რუსა აბაშიძე, იცოდე თუ 5 წუთში აქ არ გაჩნდები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ(თქვა და გათიშა) დღეს სკოლაში ვბრუნდები და ძალიან მეშინია. როგორი რეაქცია ექნება ხალხს ჩემ დანახვაზე? არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდა ან რამე მასეთი. სკოლის კარები შევაღე და შევედი. წამით ყველა გაჩერდა და მე მომაშტერდნენ, მე კი თავი ამაყად ავწიე და კლასისკენ გავემართე. გაკვეთილებმა სწაფად ჩაიარეს. სკოლიდან გამოვედი და ნელი ნაბიჯით წავედი სახლისკენ ამ დროს კი გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა: -ხო გეგა (მე) -რას შვები რუსა? (გეგა) -რავი აბა სახლში მივდივარ შენ? (მე) -მისმინე, დღეს საღამოს გცალია? ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო (გეგა) -კაი ოღონდ ნუკისაც წამოვიყვან (მე) -კაი არაა პრობლემა (გეგა) -და რომელზე? -ესე 7ისკენ გამოგივლი და მზად დამხვდი (გეგა) -კაი (მე) ტელეფონი გავთიშე და ნუკის დავურეკე. ისიც რა თქმა უნდა თანახმაა წამოსვლაზე და საღამოს ჩემთან ამოვა. სახლში შევედი და ცარიელ სივრცეს მოვავლე თვალი. არაფერია უსულო ნივთების გარდა, ადრე სახლში შემოსვლისას ჩემი და ზურგზე მახტებოდა, ამაზე კი მამა გულიანად იცინოდა. ახლა კი არაფერია, საერთოდ არაფერი. არავინ იცინის და არავინ მეგებება შესასვლელში, არავინ მიმზადებს სადილს და არავინ მაძალებს მეცადინეობას. ჩანთა კუთხეში მივაგდე და აბაზანაში შევედი. 1 საათი ვიდექი დუშის ქვეშ, რაც ძალიან მესიამოვნა. შემდეგ გამოვედი და ჩაცმა დავიწყე, მალე ნუკიც მოვიდა და ერთად დაველოდეთ გეგას, მანაც არ დააყოვნა და მალე მოვიდა. ჩვენ დაბლა ჩავედით, იქ კი მანქანაზე აყუდებული გეგა დაგვხვდა. -აბა წავედით? (ღიმილით გვკითხა მე და ნუკის) -აჰამ (ღიმილითვე დავუქნიე თავი და მანქანაში ჩავჯექი) 10 წუთი ვიარეთ შემდეგ კი გეგამ მანქანა ბართან შეაჩერა და გვანიშნა გადადითო. ძალიან მყუდრო ბარია, ხალხიც არ ირევა ბევრი და მუსიკას ძალიან ხმამაღლა არ უკრავენ. ერთ-ერთ მაგიდასთან 4 ბიჭი იჯდა. ყველა ძალიან სიმპატიური იყო. -რუსა, ნუკი გაიცანით ეს ნიკაა, ეს ლევანი, ეს დათოა, ხოლო ეს რატია. -სასიამოვნოა (მე და ნუკიმ ერთდროულად ვთქვით და მერე ამაზე გაგვეცინა) -ესეიგი შენ ხარ ის განსაკუთრებული ჩვენს ბიჭს ტვინი რომ აურია? (ლევანი) -ასე გამოდის (სიცილით ვუთხარი) -ვაა ანუ სასწაულებს ახდენ? რა მაგარია (სიცილით თქვა რატიმ) -რატომ, გეგას ჩემამდეც ბევრი გოგო ყოლია (მე) -მაგრამ შენამდე არავინ ყვარებია (ლაპარაკში ჩაერთო დათო) ძალიან მესიამოვნა მისი ნათქვამი და დებილივით გამეღიმა. აი მუსიკაც დაიწყო და გეგამ მე შემომხედა და თვალებით მანიშნა ვიცეკვოთო, მეც თანხმობოს ნიშნად გავუღიმე და ფეხზე ავდექი. გეგამ ხელები მაგრად მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა: -სიცოცხლეზე მეტად… (გეგა) -მიყვარხარ (სიტყვა აღარ დავამთავრებინე) -ვიცეკვოთ? (ღიმილით კითხა რატიმ ნუკის) -არა, მადლობა (ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი) -ძალიან რომ გთხოვო? (რატი) -მაინც არა უნდა გითხრა(ნუკი) -კარგიიი, მაშინ ასე ვქნათ(თქვა და ნუკი საცეკვაოდ "წაათრია") -რას აკეთებ იდიოტო? ხელი გამიშვიიიიიი (ნუკი) -მაკოცე და გაგიშვებ(თქვა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა) -იოცნებე იდიოტო(ნუკი) -არ მაიძულო ოცნება ახლავე ავიხდინო(თქვა და ეშმაკურად გაიღიმა) -არც იფიქრო (თქვა და ფართხალი დაიწყო, მაგრამ რატიმ უფრო მაგრად მოხვია ხელები) -ნუ ფართხალებ და მეცეკვე, არ მოკვდები (რატი) -ღმერთო რა იდიოტია (თქვა და რატის ცეკვაში აყვა) ჩვენ კი მათ კინკლაობას ვუყურებდით და სიცილით ვიგუდებოდით. -გინდა გავიპაროთ? (გეგა) -სად? და ამათ რა ვუყოთ? (ერთად მივაყარე კითხვებიგეგას) -ოო სად ეგ მე ვიცი და ესენი დავიკიდოთ (გეგა) -გეგა უხერხულია (ჩურჩულით ვუთხარი და ბიჭებს გავხედე) -ოოო დაიკიდე რა, წამო მაგარ ადგილს გაჩვენებ (გეგა) -აუუუ კაი ხოოო (წუწუნით ვუთხარი) ჩუმად დავტოვეთ ბარი და გეგას მანქანაში ჩავსხედით. დიდ ხანს ვიყავით გზაში და ბოლოს გეგამ მანქანა გააჩერა. -გადადი(გეგა) მე მანქანიდან გადავედი და გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. ჩემ წინ მთელი თბილისი გადაიშალა. ის ისედაც ძალიან ლამაზია ახლა კი ლამპიონები მატებდნენ მეტ სილამაზეს და ელფერს. გეგას ხელს ჩემი ხელი შევაგებე. არავინ იყო ჩვენ გარდა. გეგამ წელზე ხელი მომხვია და ვიდექით და ვტკებოდით თბილისის ხედით. არც მე ვიღებდი ხმას არც გეგა, უსიტყვოდაც გვესმოდა ერთმანეთის. ასე სიტყვის უთქმელად მაინც ამჟღავნებდა სიყვარულს. ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე:-რატომ? (მე) -რა რატომ? (დაიბნა გეგა) -რატომ გიყვარვარ? (მე) -ეგ რო ვიცოდე რაღა მიჭირს(სიცილით თქვა და ხელი უფრო მაგრად მომხვია) -მე არ მეცინება(ვთქვი და გავიბუტე) -რუსა სიყვარულის საიდუმლოც ხომ ამაშია, არასდროს იცი რომელი გადარეული შეგიყვარდება, უბრალოდ გიყვარს, უმიზეზოდ და რამდენიც არ უნდა იჭყლიტო მაგ კითხვით ტვინი პასუხს ვერასდროს მიიღებ, სწორედ ამიტომ გიყვარვარ შენ, თორემ ზუსტად ვიცი რომ ჩემნაირი ნარკომანი არ შეგიყვარდებოდა(გეგა) -ყოფილი (დავამატე) -რა ყოფილი? (გეგა) -ყოფილი ნარკომანი (ვუთხარი ღიმილით) -კაი წამო ცივა უკვე (თქვა და მანქანისკენ წავიდა) ნუკის ნაამბობი: -აუუ ისინი სად წავიდნენ რააა? (ბუზღუნით ჩავილაპარაკე და წვენი მოვსვი) -კაი ტოო რა იყოო, შეყვარებულები გაიპარნენ მეტი ხო არაფერი მომხდარა(რატი) -იმ ქალბატონმა აქ მარტო დამტოვა (მე) -ჩვენ ვერ გვხედავ? (იკითხა რატიმ "წყენით") -შეგიძლია სახლში წამიყვანო? (მე) -კი რაზეა ლაპარაკი, წამო(რატი) -კაი მადლობა (ვთქვი ღიმილით) -ბიჭებო მე ნუკი უნდა წავიყვანო და ხვალ გნახავთ(მიუბრუნდა რატი ბიჭებს) -კაი ბრატ (ლევანი) ბარიდან გამოვედით და ავტოსადგომისკენ გავემართეთ. მანქანაში ჩავჯექით და სწრაფად მოვწყდით ადგილს. გზაში არც ერთი ვიღებდით ხმას ისე მივედით სახლამდე. -კარგი რატი, მადლობა(ვთქვი და მანქანიდან გადავედი) -რამე თუ დაგჭირდება მითხარი არაა პრობლემა) -კაი მადლობა (ვთქვი და სადარბაზოსკენ წავედი) კიბეები სწრაფად ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი. შევამჩნიე რატის მანქანა რომელიც ჯერ ისევ იქ იდგა. მალევე გადამავიწყდა და დასაძინებლად მოვემზადე. ხოლო როცა შუქი ჩავაქრე რატიც წავიდა. ლოგინზე ზურგით დავწექი და მესიჯი მომივიდა, უცნობი ნომერი იყო. "ტკბილი ძილი" "რომელი ხარ" "ლევანი" "ჩემი ნომერი საიდან?" "დაიძინე ნუკი დაიძინე" რა იდიოტიაა გავიფიქრე და ტელეფონი დავდე. რუსას ნაამბობი: გეგამ სახლში დამტოვა თვითონ კი წავიდა, მაგრამ წასვლის წინ მხურვალე კოცნა დამიტოვა. მე დავწექი და ფიქრი დავიწყე ისევ და ისევ გეგაზე. ის ასე უცებ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თავი შემაყვარა. აი ახლა გავიგე სიყვარულის გემო. ადრე შეყვარებულ გოგოებს რომ ვხედავდი მეცინებოდა და ვამბობდი რამ დააბრმავათქო თან დავაყოლებდი მე ისე არავის შევიყვარებ რომ ჩემი ცხოვრება გახდესთქო, მაგრამ ფაქტია შემიყვარდა. ის უბრალოდ ჩემშია და თითოეული უჯრედი მისით სუნთქავს. მის ერთ შეხებაზეც მბურძგლავს და ვხურდები. ვხედავ გეგას თვალებში სითბოს და სიყვარულს, რაც გულს მითბობს. და ღიმილი? ღიმილითაც რომ სიყვარულს ამჟღავნებს აი მაგაზე საერთოდ ვიკეცები. მისი ერთი შემოხედვა და მე ჩემ თავს აღარ ვეკუთნი. ის არის ჩემი წყარო უდაბნოში. მე მისით ვარსებობ და ჩემი ცხოვრება გეგა სანიკიძის გარეშე წარმოუდგენელიაა!!!!!! გეგას ნაამბობი: რუსა სახლში დავტოვე და ბარში წავედი 1 ჭიქის დასალევად. დავჯექი და უკნიდან ვიღაცების ჩურჩული მომესმა: -ვაიმეე გოგო ნახეე გეგა სანიკიძეეე, დღესვე თუ არ დავუწვე ნახე(ის გოგო) მე ამაზე უსიამოვნოდ ჩამეღიმა, რადგან ვიცოდი არაფერი გამოუვიდოდა და დრო ტყუილად უნდა დაეკარგა, მაგრამ ცოტას ვიხალისებ. თავში გამიელვა ეშმაკურმა გეგმამ. -დაკავებულია? (ის გოგო) -არა, დაჯექი(მე) -მე ნატუკა მქვია (ნატუკა) -გეგა(მე) -აჰაჰა ვიცი(ნატუკა) -ვაა საიდან? (მე) -მთელი თბილისი გიცნობს და არც მე ვარ გამონაკლისი(ნატუკა) -აა ხო, კაი გავალ და 5 წუთში მოვალ (მე) მის პასუხს აღარ დაველოდე ისე შევედი საპირფარეშოში, სწრაფად ავკრიფე ლევანის ნომერი -გისმენთ(მოისმა აშკარად ნამძინარევი ლევანის ხმა) -აუ ბიჭო მისმინე, 5 წუთში დამირეკე და ვითომ რაღაც საქმეზე დამიბარე (მე) -აუ მოიცა რააა(ლევანი) -კაიი ტოო, მიდი რაა (მე) -ხო კაი, კაი(ლევანი) -კაი ზუსტად 5 წუთში დარეკე(მე) ტელეფონი გავუთიშე და ნატუკასთან დავბრუნდი. -აუ იცი რა ვიფიქრე, ჩემთან ხო არ წავსულიყავით? (მე) -რავიი კაი წავიდეთ(ნატუკა) -ძაან კაი, თორე მკლავს მათი დაგემოვნების სურვილი(ვთქვი და მის სილიკონით გაბერულ მკერდს მივაჩერდი. ფუუ რა საშინელებაა როგორ ეტყობა რომ ხელოვნურია) -აჰაჰაჰჰაჰა კაი მაშინ წავედით(ნატუკა) აი ხალხო ბო* ის მაგალითი. ამ დროს კი დარეკა ლევანმა. -აუ ბოდიში რა ძმაკაცს ჩემი დახმარება დასჭირდა და უნდა დავეხმაროო (მე) -ნუ რას ვიზამთ(აშკარა უკმაყოფილება გამოისახა ნატუკას სახეზე) -კაი აბა კარგად (მე) -აჰა ეს ჩემი ნომერია და რო მოიცლი დამირეკე(ნატუკა) -კაი (მე)ნომერი გამოვართვიბდა მისი თანდასწრებით ნაგავში მოვისროლე. ნატუკა ამაზე გაცხარდა? აი წითელ წიწაკაზე უფრო წითელი იყო. მე კი ნასიამოვნებმა მალე დავტოვე ბარი. აბა ამას რა ეგონა ჩემს რუსას ვუღალატებდი? ნურას უკაცრავად. რუსაზე ფიქრში ძალიან მომინდა მისთვის დამერეკა, ტელეფონი ამოვიღე და რუსას ნომერი ავკრიფე. -ალიო (მოისმა რუსას ჩურჩული) -აუ გეძინა? (ვკითხე და თავი დამნაშავედ ვიგრძენი) -კი, რამე მოხდა გეგა? ხომ კარგად ხარ? (რუსა) -კი უბრალოდ იმისთვის დაგირეკე რომ მეთქვა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ(გეგა) -მეც მიყვარხარ(რუსა) -კაი მიდი დაიძინე(მე) -კაიი (რუსა) რუსას ნაამბობი: ვერ არის ეს ბიჭი რაა, მაგრამ უნდა მივეჩვიო რომ გადარეული შემიყვარდა. გავიფიქრე და ჩემივე ფიქრზე გამეცინა, შემდეგ კი ნასიამოვნებს მალევე შევიბრუნე ძილი. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში. ვიცი დიდი ხანია არ დამიდია და ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან დაკავებული ვარ. ისე რას გიხსნით კითზულობდეთ მაინც. აუუ დამანახეთ რო კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.