ნაყიდი სილამაზე [დასასრული]
-მოიცა, ახლა რა უნდა ვქნათ?! რა დროს წასვლაა შაკო! -აუ სანდრო ხო იცი არა ჩემზე, რო იყოს დამოკიდებული ფეხსაც არ გავადგამდი, მაგრამ ვახტანგმა მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. -ხო მაგრამ, იქნებ ცოტა მოგვიანებით წახვიდე. -ასე მითხრა კვირის ბოლოს უნდა ჩამოხვიდეო... -ე... ეგ რა წესია ახლა! -ალექსანდრე, მნიშვნელოვანი საქმე, რომ არ იყოს ხომ არ დაიბარებდნენ. _ გვერდით ჩამოუჯდა ევა. - ცოტა ხანი მოვითმინოთ, რა საჩქაროა. შაკო, რომ დაბრუნდება ქორწილიც მაშინ გადავიხადოთ. -რას ამბობ ევა?! თქვენ ხო არ გაგიჟდით?! მე ხუთი თვე იქ უნდა ვიყო, რა ქორწილის გადადება!.. _ფეხზე წამოხტა შაკო. -შაკო, მე მეჯვარის გარეშე ქორწილი არ გამიგია! -მერე მე კი არ უნდა მელოდოთ, რომ... -ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ერთი ხელის მოწერას? ჩვენ ისედაც ერთად ვართ. უბრალოდ ფორმალური მხარის მოგვარება გვინდოდა. -ხო მაგრამ ევა, მერე შენთვისაც რთული იქნება... -რა მოხდა მერე, ღიპუცა პატარძალი გვეყოლება. _სიცილით დაკრა მუცელზე ხელი. -არა არა და არა!! ჩემს გამო რო გადადოთ ქორწილი იცოდეთ.... -შაკო მორჩი ბუზღუნს რა! -რა ბუზღუნს სანდრო! ისედაც ამდენი ხანი ემზადებოდით, სახლიც შეარჩიეთ და _ ამაზე ევამაც და ალექსანდრემაც სიცილი დაიწყეს. -რა გაცინებთ? -შენი აზრით იმ სახლში ქორწილის გარეშე ვერ გადავალთ? -მოკლედ, გადწყდა. როცა დაგვიბრუნდები ქორწილსაც მაშინ გადავიხდით _თბილად გაუღიმა ევამ -ეხლა შენ ის გვითხარი როდის აპირებ წასვლას? -შაბათს. -აჰა, ანუ ზეგ. ხოდა ყველა ერთად გაგაცილებთ. -არ არის საჭირო... -შაკო, როდის მერე გახდი ასეთი მორიდებული? _გაეცინა ალექსანდრეს. -მორიდებული არა ისა... _ხელი აიქნია. - ეს ისე ვთქვი თორე... აბა რა წამიყვანს აეროპორტში მარტო, ან თქვენ რატომ უნდა გადაიხადოთ ქორწილი უჩემოდ? _ მეგობარს გაეკრიჭა. -მასხარა ხარ! _დივანზე წამოწოლილ მეგობარს ბალიში გაუქნია. _____ საწოლზე ვიჯექი და გონებაში უამრავ რამეს ვხარშავდი. რა თქმა უნდა ყველა ფიქრი ჩემს პატარას უკავშირდებოდა. -რაზე ფიქრობ? _აბაზანიდან გამოვიდა ალექსანდრე და სწრაფად შემოწვა საწოლში. -ბავშვზე. -რაო მერე მამას ბიჭმა. _ მუცელზე მაკოცა -ალექსანდრე ბავშვი სულ რაღაც ხუთ თვეში გაჩნდება, ჩვენ სახელიც კი არ გვაქვს შერჩეული. -ხოო... ხუთ თვეში სახელს ნამდვილად ვერ მოვიფიქრებთ. _ ნიკაპი მოისრისა და თვალი ჩემსკენ გამოაპარა. -ჰა ჰა, ვიხუმრეთ ხო? _ გაბრაზებულმა შევუბღვირე. -ხო კარგი, რა იყო, რა საჭიროა ყველაფერზე გაბრაზება. _ჩაიცინა და გამობურცულ ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. _ჩემი გემრიელი გოგო. _ ხელები შემომხვია და გულზე მიმიხუტა. -ალექსანდრე, მე აქ რაზე გელაპარაკები და შენ კიდევ საერთოდ არ მაქცევ ყურადღებას. _ მისი მკლავებიდან გამოძრომა ვცადე. -მე? მე არ გაქცევ ყურადღებას? _ შეიცხადა. - ცნობისთვის, მე უკვე მაქვს მოფიქრებული სახელი. -მართლა? მერე აქამდე რატო არ მითხარი. -მე კონსტანტინე მომწონს. კოსტა. -ჰმ... კოსტა _მეც გავიმეორე სახელი. -მომწონს. _კმაყოფილმა გავუღიმე, ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და მის მკლავებში უფრო მოხერხებულად მოვკალათდი. ____ დილით ზანტად გავახილე თვალები. ნელა წამოვჯექი საწოლზე. ალექსანდრე ოთახში არ იყო. ის იყო ადგომა დავაპირე, რომ ოთახის კარი გაიღო და ალექსანდრე შემოვიდა პატარა ტორტით ხელში. -ღმერთს სიმღერის ნიჭით არ დავუჯილდოებივარ, ამიტომ განწყობას არ გაგიფუჭებ. _თავი მოიქექა და გამიცინა. - გილოცავ დაბადების დღეს, დედიკო!_ ნაზად მაკოცა შუბლზე. თვალებგაფართოებული ვუყურებდი. ამის შემხედვარემ სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ხმამაღლა გადავიკისკისე. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ალექსანდრეს ჩავეხუტე. ნუ სწრაფად რა... რამდენად სწრაფად მოძრაობის საშუალებასაც მაძლევდა ჩემი მუცელი... -ვაიმე რა მაგარი! _ აჟიტირებული ვყვიროდი. -სანთლებს არ ჩააქრობ? _გამიღიმა -მოიცა ჯერ სურვილი უნდა ჩევიფიქრო. _ თვალები დავხუჭე. ჩემს სურვილებს თავს ძლივს ვუყრიდი, იმდენი იყო. საკუთარ თავზე მეცინებოდა. ფიქრი ალექსანდრეს კოცნამ შემაწყვეტინა. -მოიცა, ხელს მიშლი... _ სიცილი დავიწყე. -რას ფიქრობ ამდენი ხანი. _კიდევ ერთხელ მაკოცა. -მოიცადე... - სწრაფად ჩავიფიქრე სურვილი, რაც რა თქმა უნდა ჩემს პატარას უკავშირდებოდა და სულის შებერვით ჩავაქრე სანთლები. -ახლა საჩუქარი... -რა საჩუქარი? _გამეცინა. -ყველაზე დიდი საჩუქარი სულ რაღაც ხუთ თვეში მოევლინება ქვეყანას. _ ხელები შემოვხვიე და მის ტუჩებს დავწვდი. -მოიცადე. _წამით მომშორდა, სწრაფად გამოაღო ოთახის კარი და იქვე დადებული დიდი თეთრი ვარდების თაიგულით შემობრუნდა უკან. -ესეც შენ. _ხმაურით მაკოცა ლოყაზე -რა ლამაზია. _ თაიგული გაჭირვებით მოვიქციე ერთ ხელში მეორე კი ალექსანდრეს შემოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე. -მადლობა. __ მოგვიანებით ანაც შემოგვიერთდა. ყურებამდე გაღიმებული შემოვარდა სახლში. ხელში უზარმაზარი დათუნია ეჭირა. მშვენივრად იცის, რომ ბავშვობიდან ვგიჟდები რბილ სათამაშოებზე. ალექსანდრემ მითხრა, რომ ბიჭებიც მოვიდოდნენ. საერთოდ არ ვიყავი მზად დღევანდელი დღისთვის. კიდევ კარგი, რომ ანა მყავდა გვერდით და ყველაფერში მეხმარებოდა. მალე შაკო, ლაშა, ერეკლე, გვანცა, ტასო და მაიაც მოვიდნენ. გოგონები მაშინვე სამზარეულოში შემოვიდნენ და ერთად დავიწყეთ სუფრის გაშლა. -მ... რა სუნებია? _ ორ წუთში სამზარეულოში შაკომაც შემოყო თავი. -ანუკის გაუმარჯოს. -ანა და არა ანუკი! _ შეუბღვირა. -უი ხო, ბოდიში ანუკი. _თვალი ჩაუკრა და ჩემსკენ მოტრიალდა. -გილოცავ ევაჩკა. დიიიდი გოგო გაიზარდე. _სიცილით გადამეხვია. -მადლობა შაკო. -შაკო მოდი დაგვეხმარე. _ ალექსანდრემ დაუძახა. -ეს ხომ კაცს არ მოასვენებს რა! _უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნდა და სამზარეულოდან გავიდა. -ვაიმე ამ ბიჭის დაჭკვიანებას ოდესმე ვეღირსები? _ჩაიფხუკუნა მაიამ. -ევა _ალექსანდრემ დამიძახა. -სადმე მიდიხარ? _ მის ტანზე ქურთუკი რომ დავინახე გამიკვირდა. -კი, ხათუნამ დამირეკა და მითხრა მოდი ევას, რომ უყვარს ის ტორტი გამოვაცხე და წაუღეო. _ჩაიცინა. -რატომ წუხდებოდა. რა საჭირო იყო. -არ იცნობდე მაინც შენს დედამთილს. _თვალი ჩამიკრა. -მოკლედ მე წავალ და მალე მოვალ. შენ კიდევ ცოტა ხნით დაჯექი. _სკამზე დამსვა. -გოგონებო ამას ყურადღება მიაქციეთ. _ჩემზე ანიშნა ყველას. -ბევრი არ იხტუნაოს. _გამიცინა და სახლიდან გავიდა. ერთ ადგილას დამჯდარი ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი. გოგოები კი სამზარეულოში არ მიშვებდნენ. მეც ფეხზე წამოვდექი და მაგიდის ჩემებურად გაფორმება დავიწყე. როცა მოვრჩი კმაყოფილმა შევავლე თვალი ჩემს ნახელავს. -ვა.. ყოჩაღ ევა. _ ღიმილით შემაქო ლაშამ. -ევაჩკა, რაღაც უნდა გკითხო. _წინ ამესვეტა შაკო. -მიდი აბა ჰე, გადმოაფრქვიე შენი სიბრძნე. _ გამოაჯავრა ლაშამ და ოთახში მობაჯბაჯე ტასოს აედევნა. -გისმენ შაკო. -იმ შენს დაქალს ... _თავით სამზარეულოსკენ მანიშნა. -ანა? -ხო ანას. შეყვარებული ყავს? _ეშმაკურად აათამაშა წარბები. -აარა. _სიცილი დავიწყე. -ძალიან კარგი _ ნიკაპი მოისრისა. -ოხ შაკო, შაკო. იცოდე არაფერი შეგეშალოს თორე... -როგორ გეკადრება ევაჩკა... _ხელები ჰაერში ასწია. ჩუმად ჩავიცინე და სამზარეულოში შევედი. -მეც დაგეხმარებით. _ ანასთან და მაიათან მივედი. -არ არის საჭირო, მივხედავთ ჩვენ. მიდი შენ დაჯექი, ისედაც მთელი დღეა ფეხზე დგახარ. -დავიღალე ამდენი წოლით და ჯდომით ანა. მეც მინდა რამე გავაკეთო _ მაისურის მკლავები ავიკაპიწე და კარგი საქმიანი ქალივით მოვემზადე. -გაგიჟდი? სანდრო მოგვკლავს თუ გაიგო რო ამდენი ხანი ფეხზე დგახარ. _ჩუმად ჩაიფხუკუნა მაიამ. -სანდროს ესმის ყველაფერი! _ზურგსუკან ალექსანდრეს მკაცრი ხმა გაისმა. მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტით და სამივე ერთდროულად მივტრიალდით კართან მდგომი მამაკაცისკენ. -უი, მოხვედი? _სასაცილოდ გავეკრიჭე. ჩემი ჭკუით სიტუაციის განმუხტვა ვცადე. -კი, მოვედი! _ კოპებშეკრული მომაჩერდა. მეც მეტი არაფრის თქმა აღარ ვაცადე. სწრაფად მივედი მასთან, კისერზე ჩამოვეკიდე და თბილი ტუჩები ყელზე მივაწებე. ვიგრძენი როგორ გააცახცახა ჩემი შეხებისას და კმაყოფილმა ჩუმად ჩავიხითხითე. -ჩემით მანიპულირება კარგად გამოგდის. და ხომ იცი, რომ მაგისთვის დაისჯები. _გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა და წელზე მომხვია ხელები. -მეც მიყვარხარ. _ეშმაკურად გავუცინე. -ტორტი სადაა? _ წამოიძახა მაიამ. -შაკო „ათვალიერებს“ _ გაიცინა და შუბლზე მაკოცა. საკმაოდ გვიანი იყო, როცა დავიშალეთ. გოგონები ყველაფრის დალაგებაში დამეხმარნენ და შემდეგ დაგვემშვიდობნენ. მართალია მე ბევრი არაფერი გამიკეთებია მაგრამ მაინც ძალიან დავიღალე. თვალები თავისით მეხუჭებოდა. როგორც კი თავი ბალიშზე დავდე მაშინვე ჩამეძინა. ___ დილით მეც ძალიან მინდოდა შაკოს გასაცილებლად წასვლა, მაგრამ თავს ცოტათი შეუძლოდ ვგრძნობდი და ალექსანდრემ კატეგორიულად ამიკრძალა საწოლიდან ადგომა. ჩემი თავი ხათუნას ჩააბარა. თვითონ კი კოცნით დამემშვიდობა. რა თქმა უნდა მე ასე უბრალოდ არ გავჩერებულვარ, მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე და საკმაოდ დიდ ხანს ველაპარაკე შაკოს. ხათუნასთან საუბარში ძალიან გავერთე. ქალი ალექსანდრეს ბავშვობის ამბებს მიყვებოდა. მეც მთელი გულისყურით ვუსმენდი. ბევრ მომენტზე ლამის სიცილით გავიგუდე. თურმე ბავშვობაში „აუღებელი ციხესიმაგრე“ ყოფილა ვაჟბატონი. ნუ რა თქმა უნდა ბიჭებთან ერთად. იმედი მაქვს ჩვენი შვილი ყველაფერში მამას არ დაემსგავსება. ___ მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში კიდევ უფრო ჭირვეული გახდა, გამუდმებით ყველაფერზე ბუზღუნებდა და ხშირად უმიზეზოდაც ეკამათებოდა ალექსანდრეს. მამაკაციც ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად უძლებდა. თითქმის ყოველ ღამე უხდებოდა გოგონას თხოვნების შესრულება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით აკეთებდა. ყოველნაირად ცდილობდა, რომ ევა ზედმეტად არ გადღლილიყო და არაფერზე ენერვიულა. მეცხრე თვეში ძალიან გულჩვილი გახდა. სულ უმნიშვნელო დეტალებზეც კი ტირილს იწყებდა. ალექსანდრე საშინლად ღიზიანდებოდა ქალის ცრემლების დანახვისას, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა არაფერი შეემჩნია და გოგონას ყველაფერში დახმარებოდა. კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა. იქედან კი რძით სავსე ჭიქით ხელში აივანზე გავიდა. ბობის რძე ჩაუსხა თავის ჯამში და კვლავ უკან დაბრუნდა. ალექსანდრე თვალმოუშორებლივ აკვირდებოდა მის თითოეულ მოქმედებას. -ევა ფრთხილად! _ ამხელა მუცლით ისე დაქროდა ოთახიდან ოთახში, რომ ალექსანდრეს გულს უხეთქავდა. მამაკაციც შეწუხებული სახით გამუდმებით წინ და უკან დაზდევდა. -ფრთხილად ვარ. ცოტა აჩქარებული სიარული არაფერს დამაკლებს._გაუცინა. -ვფიქრობ უკვე უნდა ამჩნევდე შენი მუცლის ზომას. _ოდნავ დაკრა მუცელზე წკიპუტი. -შაკოს არ დაურეკავს? -კი დარეკა. ორ კვირაში ჩამოდის. -ვაიმე რა კარგია. _გახარებულმა შეჰყვირა. -შემოგითვალა ჩემს გარეშე ნუ გააჩენსო _ამაზე ორივემ სიცილი დაიწყო. ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ დივანზე და ტელევიზორს უყურებდნენ. ალექსანდრე რიტმულად ათამაშებდა ევას მუცელზე თითებს. კარზე ზარის ხმის გაგონებისას სწრაფად წამოდგა გოგონა ფეხზე. -ევა ნელა, სად გეჩქარება. -გვანცაა. დავურეკე და ვთხოვე მოსულიყო. რაღაცეების ყიდვა მინდა და ვთხოვე გამომყოლოდა. _სწრაფად გააღო კარი. -როგორ ხარ? -კარგად. მოდი. -სანდრო ერეკლე ქვემოთ გელოდება. _ალექსანდრეს მიუბრუნდა -ხო, კარგი. მეც წავალ და აბა ჭკუით _გოგონებს გაუცინა. -სად მიდიხარ? _წამში მოიწყინა -ევა გუშინ ხომ ვილაპარაკეთ, რომ დღეს აუცილებლად უნდა წავსულიყავი. მე და ერეკლეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ასე მალე დაგავიწყდა? _გაიცინა.-თანაც თქვენც აპირებთ სადღაც წასვლას. -არ დამვიწყებია. _მხრები აიჩეჩა. რამოდენიმე წამი კბილს კბილზე აჭერდა და თავის შეკავებას ცდილობდა მაგრამ ბოლოს ჩუმად ასლუკუნდა. სახეზე ხელები აიფარა და ტუჩაბზუებული სავარძელში ჩაეშვა. -კარგი რა ევა! ახლა რაღა გატირებს?! _ კოპებშეკრულმა შეხედა. ხელის ზურგით შეიმშრალა ცრემლები და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა. -როდის მოხვალ... -მოდი ჩემთან შე სულელო. _ სიცილით მოხვია მკლავები და შუბლზე აკოცა. -არ მინდა მარტო ყოფნა _მის მკლავებში თავჩარგულმა ამოისლუკუნა. -მარტო არ რჩები. გვანცაც ხომ აქაა. -მე შენთან მინდა. არ შეიძლება შენ, რომ არ წახვიდე? -ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდა დარჩენა, მაგრამ მართლა არ გამოვა. აუცილებლად უნდა წავიდე. თანაც თქვენც ხომ უნდა წახვიდეთ. -კარგი. _ გაბრაზებულმა ამოიბუზღუნა და მისი მკლავებიდან თავის დახსნა სცადა. -მოდი აქ! _ უფრო მაგრად მოხვია ხელები და გამობურცულ ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.- მალე მოვალ. _ კიდევ ერთელ აკოცა, ფეხზე წამოდგა და სახლიდან გავიდა. დარჩა ასე გაბრუებული! იცის უკვე როგორც უნდა დაამუნჯოს! -სულ ასე მტოვებს ხოლმე. _ნამტირალევი ხმით ამოიბუზღუნა. გვანცა სიცილს ძლივს იკავებდა. ___ ორი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა. ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო სახლიდან გასვლას ვერიდებოდი. იქედან გამომდინარე რომ პატარას დღე-დღეზე ველოდებოდით, ზედმეტად გარისკვა არ მინდოდა ამიტომ ბოლო პერიოდი თითქმის სულ სახლში ვიყავი. ახლაც ასეა. დღეს შაკო ჩამოდიოდა, მაგრამ მე დანარჩენებთან ერთად წასვლას ვერ ვახერხებდი. ამიტომ მე, ანა და გვანცა სახლში ველოდებოდით. მათ მოსვლამდე უამრავი თემის განხილვა მოვასწარით.... უი ხო, კინაღამ დამავიწყდა! ერთ-ერთი მთავარი სიახლე. ერეკლე და გვანცა მეორე ბავშვს ელოდებოდნენ. გვანცა სულ რაღაც ერთი თვის იყო. უნდა გენახათ ტასო რა აჟიტირებული ელოდებოდა პარატა დაიკოს თუ ძამიკოს. გამუდმებით მუცელზე ეკვროდა და დედამისს სულ იმას ეკითხებოდა პატარას როდის მიუყვანდნენ. სახლის კარი ელვისუსწრაფესად გაიღო და ყურებამდე გაღიმებული შაკო შემოვარდა. -შაკო! _ხმამაღლა შევყვირეთ. _ისიც მაშინვე გაშლილი ხელებით წამოვიდა და თბილად გადაგვეხვია. -გვანცუ, რაო მუშაობთ ხო თქვენ. შენი ამბავი რო გავიგე მთელი აეროპორტი მე მიყურებდა ისეთი ამბები დავატრიალე იქ. -უკვე წარმომიდგენია _გაიცინა გვანცამ. -ვა.. ამას უყურე რა გაბერილა. _ სიცილით მიმიკრა გულზე. -ეს მართლა მე მელოდებოდა ტო? _ ხმამაღლა გაიცინა და ოდნავ მიმკრა მუცელზე მუშტი. -რა ქნას არ უნდა შენს გარეშე დაბადება _ გამეცინა -კოსტა! რავა ხარ ბიჯო? _ სიცილით ელაპარაკებოდა ჩემს მუცელს. -რაო რა გითხრა როგორ ვარო? _გამოაჯავრა ლაშამ. -აუ ლაშუკი შენ დამშვიდდი რა! რა არის ტო რით ვერ უნახეთ ამას ერთი კაი გოგო. ეგება იმას მაინც დაემშვიდებინა ეს განერვიულებული ყმაწვილი _ბიჭებს გადახედა. -ვცდილობთ მაგრამ, არაა ეგ ადვილი საქმე. _ჩაიფხუკუნა ერეკლემ -არა რა, შენ ისევ საავადმყოფოში უნდა შემოგიგზავნო ვინმე კაი გოგო, გულის მძიმე დაავადებით თორე შენი საშველი არ იქნება _ ხმამაღლა გაიცინა და მოხერხებულად აიცილა ლაშას მოქნეული ხელი. -ანუკი როგორ ხარ? _ ახლა ანასკენ მიტრიალდა. მაგრად მოხვია ხელი და გადაეხვია. ანა ერთიანად გაოცებული და თვალებგაფართოებული მიყუჟულიყო შაკოს მკლავებში. ბოლოს როცა გონს მოვიდა ფრთხილად მოიცილა მამაკაცი. მათი შემხედვარე ყველანი ჩუმად ვფხუკუნებდით. სახეზე ჭარხლის ფერი ედო. გვერდით ამომიდგა და ოდნავ გამკრა მხარი, რომ გავჩერებულიყავი. -თქვენი ჯვრისწერის საქმეები როგორაა? -ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. -მერე რას ელოდებოდით ამდენი ხანი? -რას არა, ვის! _შეუბღვირა ალექსანდრემ. -ხოდა მე უკვე აქ ვარ, ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია მაგ ყველაფრის მოგვარება. -მოვახერხებთ რამეს. _ჩემს გვერდით ჩამოჯდა ალექსანდრე და გულზე მიმიხუტა. -ჯერ არსად გვეჩქარება. -რას ქვია კაცო არ გეჩქარება! შენ არ გეჩქარება მე მეჩქარება! ამერიკიდან იმის გამო ჩამოვედი ასე ნაჩქარევად რო შენს „ჯერ არსად მეჩქარება“-ს ვუსმინო? -ნამეტანი ნაჩქარევად ჩამობრძანდი. _ჩაიცინა ლაშამ. -არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა ლაშუკი. -შაკო თუ ავდექი ფეხზე, მე შენ გაჩვენებ ლაშუკის! _ თვალები დაუბრიალა ლაშამ. -შაკო მართალია, მგონი არ ღირს ამ საქმის გადადება. _თქვა ერეკლემ -მოკლედ, სანდრო კვირის ბოლოსთვის რას იტყვით? _ალექსანდრემ მზერა ჩემზე გადმოიტანა. -შენ რას იტყვი? -არ ვიცი. -მხრები ავიჩეჩე. - იყოს კვირის ბოლოს. _გავუღიმე. -მაშინ იყოს კვირის ბოლოს. . -ხოდა ძალიან კარგი. ____ ჯვრისწერის დღეს ძალიან ღელავდა. მართალია სანერვიულო არაფერი იყო მაგრამ, ქალების ამბავი ხომ იცით. თანაც ორსული ქალების. ყველაფრის გაბუქება, რომ უყვართ. გოგონები დილიდან თავს დასტრიალებდნენ და ათასნაირად აწყობდნენ. ძალიან ლამაზი, სადა, გრძელი თეთრი კაბა ეცვა. თანაც მუცელიც ისე ლამაზად ქონდა კაბაში გამოკვეთილი, რომ თვალს ვერავინ აშორებდა. ტაძარში საოცარი სიმშვიდე იყო. ენით აუღწერელ სიხარულს განიცდიდნენ ამ წუთას. ბედნიერებისგან გაბადრული სახეებით შესცქეროდნენ ერთმანეთს. ალექსანდრე თვალს ვერ აშორებდა გოგონას. გაბრწყინებული სახით ხან ევას ხან კიდევ მის გამობურცულ მუცელს აკვირდებოდა. ევამ რამოდენიმეჯერ მკვეთრად იგრძნო როგორ გამოძრავდა პატარა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოუსვენარი გახდა მაგრამ ახლა, სულ სხვა ემოციებით იმუხტებოდა. თავს უბედნიერეს ქალად გრძნობდა. გრძნობდა, რომ მისთვის ამ უბედნიერეს დღეს თავისი პატარაც გვერდით ყავდა და რაც მთავარია ამას ბავშვიც აგრძნობინებდა. ჯვრისწერამ მართლაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. ყველანი უზომოდ ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ. -ყველაზე მაგარი წყვილი ხართ! _ ეკლესიიდან გამოსულებს აღფრთოვანებული მაია ორივეს მაგრად გადაეხვია. -მადლობა. _თბილად გაუღიმა ევამ -ევა, ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი, რო თვალი ვერ მოგწყვიტე. უნდა ვაღიარო ასეთი ღიპუცა უფრო კარგი ხარ. მე თუ მკითხავ სულ ასე უნდა იყო _ სიცილი დაიწყო მაიამ. -ნუ ღელავ მაიკო, ვიმუშავებთ მაგაზე. _თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ ყურებამდე გაღიმებულ ბიძაშვილს და აჭარხალებულ ევას მაგრად აკოცა ლოყაზე. ბიჭები ალექსანდრეს ეხვეოდნენ და ულოცავდნენ. გოგონები კი ევას არ აძლევდნენ სულის მოთქმის საშუალებას. -ჰე ახლა, რას ვდგავართ ხალხო აქ! _წამოიყვირა შაკომ. -წავედით ახლა დროზე. -ევა ფრთხილად ჩადი კიბეზე. _ ხელი მოხვია ანამ. -ანა, ეს შემინახე რა. _ თავსაფარი მოიხსნა და მეგობარს გაუწოდა. მუცელში მცირე ბიძგებს ისევ გრძნობდა. რიტმულად ისვამდა ხელს მუცელზე, თითქოს ამით ცდილობდა გაცელქებული პატარას დამშვიდებას. -ხომ არ გაწუხებს? -არა, უბრალოდ დღეს განსაკუთრებით აქტიურობს _ გაიცინა. -გრძნობს დედიკოს ბედნიერებას პატარა კაცი. _სიცილით ჩამოკრა მუცელზე თითი. -აბა რა. _ თვითონაც გაეცინა. - ჭკვიანი ბიჭია. -იმედია მამამისს არ დაემსგავსება _სიცილით გადაეხვია ლაშა. -გილოცავ. -მადლობა. _თბილად გაუღიმა. -ხალხო წავედით დროზე! _კიდევ ერთხელ შეჰყვირა შაკომ და ყველანი მანქანებისკენ დაიძრნენ. ევა მომღიმარი ალექსანდრესკენ წავიდა, ორი ნაბიჯიც არ ქონდა გადადგმული რომ.... -ვაი!! _ბოლო ხმაზე იყვირა და ორივე ხელი მუცელზე იტაცა _მტკივა!! -ევა რა გჭირს?! _ შეშინებულმა შემოხვია ცოლს ხელები. -მტკივა სანდრო! მტკივა!! _ ალექსანდრეს ხელს ჩაებღაუჭა მთელი ძალით. -მგონი მშობიარობა ეწყება! _წამოიყვირა დამფრთხალმა ანამ. ალექსანდრე წამით ერთ ადგილას გაშეშდა. თითქოს მოძრაობის უნარი მთლად დაკარგაო, მაგრამ ევას კიდევ ერთმა ხმამაღალმა შეკივლებამ წამში გამოაფხიზლა. -ერეკლე ჩქარა მანქანა!... -მზადაა... _სიტყვის დამთავრება არ აცალა ისე გაუღო მანქანის კარი. სწრაფად აიტაცა ქალი ხელში და ფრთხილად დააწვინა მანქანაში. -მტკივა!! _განწირული ხმით ყვიროდა. -ცოტაც, ცოტაც გაუძელი! _გოგონას ოფლით დაცვარულ სახეზე ეფერებოდა. თვითონაც ძალიან ეშინოდა. -მალე მივალთ... ერეკლე ჩქარა!! -ევა დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე. _ სულს ძლივს ითქვამდა ანა. -ალექსანდრე მტკივა!! ძალიან მტკივა!! _ ტკივილისგან სახე სულ მთლად დაჭიმული ქონდა. -არ შემიძლია..!! _ ევას თითოეული ხმამაღალი ამოძახილი საშინლად ხვდებოდა გულზე. -ცოტაც მოითმინე ევა, ცოტაც. _ ფრთხილად უსვამდა შუბლზე ხელს. -ერეკლე ჩქარა!! _ მანქანას გიჟივით მიაქროლებდა ერეკლე. საავადმყოფოს ჰოლში ნერვიულად დააბიჯებდა. როგორც კი ექთანი გამოვიდა მაშინვე თხოვა, რომ თვითონაც დასწრებოდა მშობიარობას. უნდოდა ამ მომენტში ევას გვერდით ყოფილიყო. ორივეს ერთად გაეგო მათი პატარას ხმა, ერთად შეევლოთ ბავშვისთვის თვალი. სამშობიარო ბლოკში შესულს, ფერწასული ევა დახვდა. ქალს მკვდრის ფერი ედო სახეზე. მისი დანახვისას, შეეცადა ოდნავ მაინც გაეღიამ მაგრამ ტკივილის მორიგმა ტალღამ იმდენად მძლავრად შეუტია, რომ ბოლო ხმაზე აკივლდა. ალექსანდრე წამში გაჩნდა მის გვერდით და მაგრად ჩასჭიდა ხელი. ნაზად აკოცა ოფლით დაცვარულ შუბლზე. გული გამალებით უცემდა. -ცოტაც, ცოტაც გაუძელი ძვირფასო. სულ ცოტაც _ მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა ქალი მის ხელს. სახე ტკივილისგან დამანჭვოდა და უკანასკნელი ძალების მოკრებას ცდილობდა. რამოდენიმე წუთიც და სამშობიარო ბლოკი პატარას ტირილმა მოიცვა. ___ მაგრად დავხუჭე თვალები და შევეცადე უკანასკნელი ძალებით გავმკლავებოდი ტკივილს. როგორც კი პატარას ტირილის ხმა გავიგე, მთელი გული უდიდესი სითბოთი ამევსო. გაჭირვებით დავაშორე თვალები ერთმანეთს. ალექსანდრეს თბილი ტუჩების შეგრძნებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიზმარში არ ვიყავი. -ჩვენი კოსტა. _ყურთან ჩამჩურჩულა და კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე. რამოდენიმე წამში ჩემი პატარა უკვე ხელში მეჭირა. ისეთი ციცქნა და დაუცველი იყო, მეშინოდა მისთვის რამე არ დამეშავებინდა. საოცარი სიფრთხილით ვებყრობოდი. ფრთხილად დავუკოცნე სახით თითოეული ნაკვთი. პატარას სხეულიდან წამოსული სითბო მთელ სულში მეღვრებოდა. თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი. სახე ბედნიერების ცრემლებმა დამისველა. ფრთხილად მომხვია ალექსანდრემ ხელი და ნაზად მაკოცა ლოყაზე, მერე კი პატარასკენ დაიხარა და მოცუცქნულ სახეზე ოდნავ შეახო ტუჩები. ასეთი რიტმით ჩემი გული არასდროს აძგერებულა. მეგონა სადაცაა საგულედან ამოხტებოდა და ცეკვას დაიწყებდა. ____ ერთი კვირა გავიდა რაც საავადმყოფოში ვარ. ექიმის თქმით ზეგ უკვე სახლში წასვლას შევძლებდი. სიხარულისგან ტანზე ეკლები მაყრიდა, როცა წარმოვიდგენდი როგორ მოვუვლიდი ჩემს პატარას. ამ ერთი კვირის განმავლობაში იშვიათად ვახერხებდი მის ნახვას, რაც ძალიან არ მომწონდა. ალექსანდრე სულ ჩემთნ იყო. ღამითაც კი აქ რჩებოდა და უამრავ რამეზე მესაუბრებოდა, რომ წამითაც არ მეგრძნო მოწყენილობა. რა თქმა უნდა ყველას გაუკვირდება ეს. აბა ვინ მისცემდა ღამით ჩემთან დარჩენის უფლებას, მაგრამ ვაჟბატონმა ესეც მოაგვარა, რითაც უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. -როდის შემომიყვანებენ? _უკვე მეათედ ვსვამდი ერთი და იგივე შეკითხვას. -მოყავთ. _ ტაში შემოკრა ალექსანდრემ. პალატის კარი გაიღო და ექთნის ხელში აფართხალებული პატარა ვაჟკაციც გამოჩნდა. ფრთხილად მოვხვიე ხლები და გულზე მივიხუტე. -რაო დე. _ ნაზად ვაკოცე შუბლზე. - იცი როგორ მომენატრე დედიკო? -რა საყვარელია. _ალექსანდრეს თვალებში ბედნიერების ჭინკები დახტოდნენ. -დედიკოს ბიჭი. _ ჩუმად ჩავიცინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე. -რომ გაიზრდება მერე იქნება მამიკოს. _გაიცინა. მოცუცქნულ ცხვირზე ოდნავ ჩამოკრა თითი და გახურებული ტუჩები საფეთქელთან მომაკრო.... დასასრული. ________ იმედია ძალიან არ ავჩქარდი. უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირდა წერა. იმდენი რამე მიტრიალებს თავში, რომ საწერად თითქმის ვერ ვიცლიდი. თუ მოვიცლიდი მაშინ, ძალიათ „ვექაჩებოდი“ მუზებს. (ვიცინი) ამიტო ვარჩიე, რო აღარ გამეწელა და მალე დამესრულებინა. ვიცი უკეთესიც შეიძლებოდა, რომ გამოსულიყო, მაგრამ, უბრალოდ მართლა ვერ მოვახერხებდი კიდევ გაგრძელებას. უუუუდიდესი მადლობა ამ ისტორიის ყველა მკითხველს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ სტიმულს მაძლევდა თქვენი შეფასებების კითხვა. ყველაზე კარგები ხართ! ყველაზე მაგრები ხართ! <3 პ.ს. რაც შეეხება ახალ ისტორიას, თავში რაღაც აზრები კი მიჟუჟუნებს, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა გამომივა ან საერთოდ თუ გამოვა რამე. ყოველ შემთხვევაში ვიცი თუ რამე ახლის წერას დავიწყებ, სანამ არ დავასრულებ მანამდე არ ავტვირთავ და მანამდე არ დავიწყებ ახალი ისტორიის წერას სანამ ამ ავად სახსენებელ გამოცდებს არ მოვითავებ (ვიცინი) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.