შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 25)


2-05-2015, 00:11
ავტორი llella
ნანახია 6 371

თამუნას ნაამბობი:

დილით ისევ სიმძიმის გრძნობამ გამაღვიძა, ისევ ის 100 კილოგრამი ტვირთი. წამწამები ძნელად დავაშორე ერთმანეთს და შვეცადე წესიერად დამენახა ყველაფერი, ხელებით თვალების ზლეზვა დავიწყე, მაგრამ როცა გავაანალიზე რომ მხოლოდ ერთ თვალს ვიზელდი გაკვირვებულმა გავიხედე საწინააღმდეგო მიმართულებით.
-ააააააააააააააააა-გაოცებისა და შიშისგან ვიკივლე როცა ჩემს გვერდით მწოლე, წელს ზევით შიშველ დემეტრეს შევხედე, რომელსაც მაგრად მოეხვია ჩემთვის ხელები და გულზე მძლავრად ვყავდი მიკრული.
-რა გაყვირებს გოგო?!-დემეტრემ თავი სწრაფად წამოსწია და დამიყვირა.
-რა... რას აკეთებ აქ?!-ამოვიჩურჩულე შეშინებულმა.
-შენი აზრით რას უნდა ვაკეთბდე?! მძინავს... ნუ მეძინა მანამ სანამ კივილით არ გამაღვიძე-ხმაში ბრაზი ეტყობოდა და მამისმკვლელი თვალებით მომერებოდა.
-დებილი ხარ შენ?! რას ქვია გძინავს?!
-ძილი რას ნიშნავს არ იცი?-გაიცინა და თავი ახლოს მოწია.
-ნუ დამცინი-ამოვისლუკუნე შეშინებულმა.
-არ დაგცინი პატარავ...
მისი ნათქვამი „პატარავ“ რაღაცნაირად მოხვდა ჩემს სმენას, მესიამოვნა და ამავდროულად შემეშინდა კიდეც... მაგრამ, მეც არ ვიცი რისი.
-დემ... დემეტრე...-არ ვიცოდი რა მეთქვა დავიბენი.
-უნდა ვილაპარაკოთ!-თავი წამოწია და მისი შავი თვალებით ისე შემომხედა შიშისგან გამცრა...
-რაზე?!
-თავს ნუ ისულელებ წილოსანი!
-........-ხმა აღარ ამომიღია, ის კიდე წამოჯდა, ზემოდან დამხედა და მაგრამ მიმიკრო გულ-მკერდზე.
-ვიცი... ვიცი რომ დაბნეული ხარ! არ მინდა... არ მინდა რომ გაურკვევლობაში იყო... ვიყოთ! მიყვარხარ!!! იცი როგორც... აუ როგორ აგიხსნა ტო... იტოკში პირველად ზუსტად 2 წლის წინ გნახე, მაშინ 14 წლის იყავი, აი დავიფიცები და პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდი... არ ვიცი როგორ მაგრამ აი ესე უბრალოდ ძალიან მაგრად შემიყვარდი! იმის მერე კიდე... სულ შენზე ვფიქრობდი, ბიჭებმს იციან მარტო რა გადავიტანე, ჩემს თავს ვლანძღავდი რომ შეგიყვარე, თავს ვადანაშაულებდი ძმაკაცის და რომ შემიყვარდა, ჩემდაგასაკვირად ლექსომ გამიგო, არ ვიცი როგორ ან რატომ, მაგრამ ფაქტია გამიგო...მაგრამ იცი რაა... არასდროს არ მიცდია შენი გადაყვარება... ვიცოდი რომ არ ჰქონდა აზრი ცდას, მაინც არაფერი არ გამომივიდოდა, ტყუილად დროის ხარჯვა იქნებოდა!!!-მისი თითოეული სიტყვა შოკში მაგდებდა... სავსე ვიყავი დემეტრეთი, მიყვარდა ისე როგორც ჯერ არავის არავინ არ ჰყვარებია!-სიმართლეს გეტყვი, ჯერ არ ვაპირებდი შენთვის ამის თქმას, უბრალოდ შენმა სიტყვებმა წყობიდან გამიმიყვანეს!!!-მძიმედ ამოიოხრა და ნერვიულად გაიღიმა, მაგრად მომიკრა გულზე და უეცრად ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ისე მოულოდნელი იყო მისი საქციელი, რომ ვერაფრის გაანალიზება ვერ მოვასწარი, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე მაგრამ არც არაფერი არ გამომივიდა, რას გავაწყობდი ჩემი ზედმეტად ძლიერი „ბოროტის“ წინააღმდეგ.
-ნუ ფართხალებ!-გასცა ბრძანება და თვალებში ჩამხედა, ტუჩის კუთეში ჩატეხა და ისევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს ჩემდაუნებურად ავყევი კოცნაში, ჩემი საქციელით გათამამებულმა ერთი ხელი თმებში შემიცურა და თითები ჩემს თმებში ახლართა, მეორე ხელი კი წელზე მომხვია და წამის მეასედში მის მუხლებში „ჩამასკუპა“,მომთხოვნად მიკოცნოდა ჯერ ზედა მერე ქვედა ტუჩებს, რომ არა მისი ძლიერი მარწუხებად ქცეული მკლავები ლამაზად გავწვებოდი იატაკზე.
კოცნა გააცხოველა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, მაგრად ვყავდი მიკრული, ისე რომ განძრევის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, ხელი ფეხებზე აასრიალა, ჩემი თმებიდან ხელი გაინთავისუფლა და თეძოზე მომკიდა, მაგრად მიმიკრა სხეულზე, თითქოს და ეშინოდა რომ ჩემს თავს ვიღაც წაართმევდა.
-დე.. დემეტრე...-ამოვიჩრჩულე ხმაწართმეულმა და მხოლოდ მაშინ შვეძელი ჩასუნთქვა როცა ტუჩები ყელზე ჩააცურა-გაჩერდი.
-მიყვარხარ!!!
-..........-შოკში მყოფი ხმას ვერ ვიღებდი.
-შენი პირველი კოცნა იყო-კმაყოფილმა ჩაიმაპარაკა.
უცებ შეკრთა როცა ჩემი თვალიდან წამოსული ცრემლი შეამჩნია, ვიგრძნი როგორ დაეჭიმა ჩემზე შემოხვეული ხელი.
-თამუნა!!!
-.......
-რა გატირებს ?!
-.......-ხმას ვერ ვიღბდი.
-გოგო ჭკუიდან ნუ გადამიყვან!!! რა გატირებს თქო!!!-თანდათან უმატებდა ხმას.
-არ ვიცი-ნერვები მომეშალა ჩემივე თავზე, მისი მოტყუება რომ ვერ შევძელი, მართლა არ ვიცოდი რატომ ვტიროდი, ვერც ის გამეგო ეს ცრემლები იმედგაცრუების იყო თუ სიხარულის.
-რ... რა?! რა არ იცი გოგო, ნუ გადამრევ ტო, რა გატირებს?! გაწყენინე?! რამე არასწორად გავაკეთე? მითხარი რა გატირებს გოგო!!!
-არ ვიცი ადამიანო არა... არაფერი არ ვიცი... ვერ ვხვდები ჩემსგან რა გინდა, ხან თბილად მექცევი, ხან კიდე ის იქცევი, მგონია რომ ჩემი მოკვლა შგიძლია დაუფიქრებლად... ისე მექცეოდი რო... შენდამი ამ ხნის განმავლობასი მოლოდ შიშს და სიულვილს ვგრძნობდი მაგრამ...-ისევ დავწყევლე ჩემი „მოუსვლელში“ გადაკარგული ტყუილების მომგონების სპეცი თამუნა, ამწუთას მისი მოტყუება რომ არ შემეძლო-არ ვიცი, სერიოზულად არ ვიცი რას ვაკეთებთ... ან შენ, ანდა მე... დემეტრე მე.. მე უბრალოდ მეშინია გესმის...
-არაფრის!!! არაფრის არ შეგეშინდეს! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ პატარავ გესმის?!-მეც პატარა 5 წლის ბავშვივით თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად-ვერ გატკენ!!! არ გამომივა, უპირველესყოვლისა იმიტომ რომ მე არ ვაპატიებ ამას ჩემ თავს და მეორე...-წამით გაჩრდა გაიღიმა და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი-ნუ იტოკში მხოლოდ ერთი მიზეზია რაა... აბა შენი ძმის და ბიჭების მე არ მეშინია და...-გაიცინა და თვალებში ჩამხედა. ახლოს მიმწია, ხელი ჩამკიდა და ხელზე მაკოცა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მერე კი მისი მონოლოგი ისევ გააგრძელა.
-მისმინე ვიცი რომ საშინელი ხასიათი მაქვს, მე შემეძლო რო საერთოდ სხვა ამპულაში გამეცნო შენთის ჩემი თავი, მაგრამ მინდა რო ისეთს მიცნობდე როგორიც სინამდვილეში ვარ, მოჩხუბარს, ეჭვიანს, პრობლემების „მძებნს“, არ შემიძლია ყოველ წუთს გიმეორო რო მიყვარხარ და უშენოდ არ შემიძლია, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ და რომ უშენოდ არ შემიძლია!!!-მკაცრი ხმა ცუდად ხვდებოდა ჩემს ისეც დაძაბულ სმენას.
-.........
-აუ ნუ ხრა რა ჩუმად! ისეც შევიშალო უნდა ამხელა კაცი, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ პირველად ველაპარაკები გოგოს და საერთოდ პირველად ვკოცნი, მეშინია რამე არ შემეშალოს დ რამე არ გავაფუჭო-ნერვიულად ჩაიცინა-არაფერს არ მეტყვი?!
-თამუნა მითხარი!-თბილი ინტონაცია ჩაანაცვლა მბრძანებლურმა როცა ჩემი პასუხი ვერ მოისმინა.
გადამრევს ეს მე! გამეცი პასუხიო მეუბნება, როცა მას ვუზივარ კალთაში, ზედმეტად ღია საღამურებით და თვითონ ვაჟბატონი წელს ზემოთ შიშველია, როცა განძრევის საშუალებას არ მაძლევს და მეუბნება.... ბეუბნება რომ ვუყვარვარ. ამ წუთას ორჯერ ორი რამდენი იყო იმას ვერ ვაზროვნებ და ამან პასუხი გამეციო. ბოლოს როგორც იქნა მოვედი ჭკუაზე და შევეაცდე დაწყობილი წინადადება წარმომეთქვა.
-იცი...
-რა?!-წამით გავჩერდი, მან კიდევ ვერ მოითმინა და კითვა დამისვა, სულელი.
-შეიძლება სხვა სიტუაციაში ისტერიკები მომეწყო და რავიცი კიდე ათასი სისულელე გამეკეთებინა მაგრამ არა ახლა, ჯანდაბაში წასულა ეგ სანაქებო თავმოყვარეობა!-მის თვალებში კმაყოფილება იკითხებოდა, ტუჩის კუთხეში ჩატეხა და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ჩემზე შემოხვეული ხელი-მიყვარხარ! მიყვარხარ დემეტრე წერეთელო! მიყვარარ „ბოროტო“ არ ვიცი როგორ, რატომ, მაგრამ მიყვარხარ!ვიყო აბდალა ბავშვი რომელიც ვერაფერს ვერ აზროვნებს ამ მომენტში და სულელურად იქცევა, სამაგიეროდ ვიქნები ბედნიერი აბდალა ბავშვი, რომელიც სულელურად იქცევა... ან უნდა გაგიშვა და დაგკარგო, ანდა დაგიტოვო და გავუძლო მაგ შენს „სანაქებო“ თვისებებს-ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა, რაეზეც გამეღიმა-ვერ გაგიშვებ, ვერ გავძლებ უშენოდ...
-ამიტომაც მიყვარხარ! არავის რო არ გავხარ, საერთოდ არავის!!!-ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს.
-ავდგეთ რაა...-ჩუმად ამოვიჩურჩულე როცა დიდის სირთულით მოშორდა ჩემს როგორც თვითონ ამბობს „დაგემოვნებას“
-ავდგეთ-გამიღიმა და ხელი შემიშვა, უცებ გადამსვა მეორე მხარეს, ლოყაზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა და ითახიდან გავიდა, მეც ავდექი და პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, ჭკუაზე მოსასვლელად საუკეთესო საშუალება იყო ჩემთვის, ასე ნახევარი საათის შემდეგ მოვრჩი ნებივრობას, გამოვედი, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.
ქვემოთ ჩასულს ლექსო, უჩა და დემეტრე დამხვდნენ რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ.



- - - - - -
იმედია მოგეწონებათ <3 ვიცი რო პატარა თავია მაგრამ უნდა მაპატიოთ :D <3



№1  offline წევრი lika

pirvelivar..vaime rakargia.... genacvale yvelaze tbili adamiani xar

 


№2  offline წევრი llella

lika
pirvelivar..vaime rakargia.... genacvale yvelaze tbili adamiani xar

maaadloobaaaa ugrmesi <3 <3 rogor mixaria roca eset komentarebs vkitxulob tqven ar icit... ^_^ <3

 


№3  offline წევრი tveni

აუ ამპულა არა რა, ამპლუა... ეს ისე.. ;-) მომწონს

 


№4  offline წევრი მმარიამი

Ara xo ici avtor rom cvetshi magrad miyvarxarr <3 <3 momwons dzalian daa warmatebebs gisurveb <3 <3

 


№5  offline წევრი ruti

abdala bavshviii :)) gurulii xaar?? isee tamunastvis mshvenierii gvarii shegircheviaa :))) momwonsss kaia kaiii :))

 


№6  offline წევრი Pekito -))

Admin shen racarunda didi tavi dado aq komentarebs mainc naxav rom dzalian pataraa amitom magaze nu inerviuleb :-D
--------------------
ნათია

 


№7  offline წევრი masu

Au dzaan magaria <3

 


№8  offline წევრი Anna Anna

ძაან მაგარია მალე დადე რა <3 <3

 


№9  offline წევრი Geek Girl

უმაგრესია<3 და შენც ძალიან მაგარი გოგო ხარ!!!!!!!!!! ძალიან მომწონს ეს ისტორია მალე დადე რა..... <3

 


№10  offline წევრი lamazmani

ძაან მააგარია მომწონს მაგარი გოგო ხარ ველი ახალ თავს love

 


№11  offline წევრი -tiko))

Vaimeee... ai raga gitxra ar vici magram kai xar da mamkilit qaa :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent