ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 7)
დემეტრეს სახეს რომ შევხედე, წინასწარ შემეცოდა ბესო. -მეგონა შენი ცემა არ დამჭირდებოდა ისე გაიგებდი ჩემს ნათქვამს, მაგრამ ეტყობა შევცდი!-გავიგე ჩემი „ბოროტის“ მშვიდი ხმა, მისი ისეც ბოხი ხმა უფრო დაბოხებოდა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. პირველად გამიხარდა „ბოროტის“ დანახვა. წამიერად ეცა დემეტრე ბესოს და ცემა დაუწყო. -გაგაფრთხილე არ დაგინახო მასთან ახლოს მისული თქო, შე ა***რო, ნაბი****ო, ძვლებში დაგამტვრევ შე არაკაცო- ღრიალებდა დემეტრე და გამეტებით ურტყამდა საცოდავ სხეულს, გამოშტერებული ვუყურებდი დემეტრეს და ხმას ვერ ვიღებდი, ბოლოს როგორც იქნა გონს მოვედი. -დემეტრე შეეშვი-დავუყვირე, მაგრამ ვითომც არაფერი. ისევ მის ცემას აგრძელებდა და „ლამაზი“ სიტყვებით ამკობდა საცოდავ სხეულს. -დემეტრე დაანებე თავი გთხოვ-ამოვიჩურჩულე და მხარზე შევეხე, უცებ შეკრთა, თავი დაანება ბესოს, მე შემომხედა და როცა ჩემი სახე დაინახა შეკრთა, ხელზე ხელი ძლიერად მომკიდა და ისევ ბესოს მიუბრუნდა. -ამის მერე, მასთან ახლოს რომ დაგინახო.... მოგკლავ!!!-განაჩემინით გაისმა ბოლო სიტყვა, მე მომიბრუნდა. -კარგად ხარ? -......... -თამუნა კარგად ხარ თქო?!-ხმას აუწია და გავიგონე როგორ შეერია შიშის ნოტები ხმაში. -......... -გოგო ნუ გადამრიე-წამში ჩამაფრინდა მკლავებში და ახლოს მიმწია- მიპასუხე რამე დაგიშავა? -არა... -ნამდვილად? არ მატყუებ?-გაბრაზებული მიყურებდა და ხელებს არ მიშვებდა. -არაფერი არ დაუშავებია-ამოვიჩურჩულე და ტირილი დავიწყე, რაც მას არ გამოპარვია. -შენ რაა... მოიცა ტირი?!!!!! -არა-ამოვისლუკუნე და ცრემლები მოვიწმინდე -დებილს ვგავარ? მითხარი რა გატირებს!!! -შემეშინდა-ამოვიჩურჩულე და ტირილს ვუმატე. -იმ ახ**რმა შეგაშინა?!!! დაწყნარდი, ვსო ვეღარ მოგეკარება!- ჩამეხუტა, მეც ინსტიქტურად მოვხვიე ხელები და თავი გულზე მივადე, ისიც არ მშორდებოდა, უფრო ძლიერად მიკრავდა გულში და წამით გავიფიქრე რომ ერთმანეთს შევერწყმებოდით. მალევე მოვეგე გონს და მივხვდი, რომ „ბოროტს“ ვეხუტებოდი, უცბათ მოვშორდი მის სხეულს, შემრცხვა ჩემი საქციელის და ლოყები ამიწითლდა, მის დიდ ხელებში მოიქცია ჩემი სახე, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და დაიჩურჩულა -ჩემი არა... ჩემი არ შეგრცხვეს!-ვიგრძენი როგორ იმატა სხეულში ტემპერატურამ -წამოდი შევიდეთ მოვიდოდნენ შენი ძმა და ლელა- დასჯილი ბავშვივით თავჩაღუნული უკან მივყვებოდი და რამოდენიმე წუთის წინ მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი, მაგრამ ჩემი ტვინი პროტესტს აცხადებდა და საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. ლექსოს ნაამბობი: ბავშვები წავიდნენ თუ არა იმწამსვე ლელუკასკენ ავიღე გეზი, კარები შევაღე, გაღვიძებული დამხვდა, საწოლზე იჯდა და ფეხები მაღლა აეწია, დამინახა თუ არა შეკრთა და სახეზე გაკვირვება დაეტყო. -როგორ ხარ?-კედელს ავეყუდე და პირდაპირ თვალებში შევხედე -კარგად...-ჩუმად გამცა პასუხი და თვალები ამარიდა. საწოლს მივუახლოვდი და ჩამოვჯექი. -რატო იტირე?! -....... -ლელა რატო იტირე თქო გკითხე მგონი და პასუხი გამეცი! -......... -აუუუუ ჩემი, გოგო მიპასუხე დროზე რატო იტირე თქო!!!-მის სიჩუმეს ჭკუიდან გადავყავდი. წამიერად აწია თავი მაღლა და მისი ჩაწითლებული თვალების ხილვისას სისხლი თავში მომაწვა და ჩემი თავი, ყველა ცნობილი სალანძღავი სიტყვით შევამკე, იმის გამო რომ კიდევ ერთხელ ვატირე ჩემი გოგო!!! -რა გიპასუხო ადამიანო რააა?!-დაიყვირა ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოდგა, მეც ავდექი და მის გაბრაზებულ სახეს შევხედე, რომელიც ისე მიყურებდა მე რომ მე არ ვყოფილიყავი ნამდვილად შემეშინდებოდა-ის რომ ნამდვილი იდიოტი ხარ?! ის რომ ნერვებს მიშლი შენი იდიოტური საქციელებით და უადგილო ეჭვიანობის სცენებით?! ვერაფერს ვერ ვხვდები, საერთოდ ვერაფერს! დავიღალე, შენ დამღალე, ქუჩაში გავლისაც კი მეშინია უკვე, ვერცერთ ჩემ მეგობარ ბიჭთან ერთად ვერ გამივლია ქუჩაში, ნაცნობ საპირისპირო სქესის ვერცერთ წარმომადგენელს ვერ მივსალმებივარ, გასართობად ვერ წავსულვარ ვერსად, იმიტომ რომ უცებ გამოჩნდები, ატეხ ჩხუბს, მოაწყობ თეატრს და ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიქნები და არა სხვა!!!- გაჩერდა და ჩუმად გააგრელა-ალექსანდრე დავიღალე! არ ვიცი რა გინდა ჩემსგან , არ ვიცი საერთოდ რა გინდა, რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში საერთოდ, არ გაქვს უფლება მაკონტროლებდე-ამოიჩურჩულა ხმაწართმეულმა. მე კიდევ უბრალოდ გამეღიმა, მივუახლოვდი, მან კიდევ უკან დაიწყო სვლა, მხოლოდ მაშინ გაჩერდა როცა კედელს შეეხო, ხელებს შუა მოვაქციე, თვალებში ჩავხედე და წყნარად დავიწყე საუბარი. -ნამდვილი იდიოტი ვარ, ნერვებს გიშლი, უადგილოდ ვვეჭვიანობ, დაგღალე, გაშინებ, ვტეხ ჩხუბს, ვაწყობ თეატრებს, ყველაფერში შენ გადანაშაულებ და სრულ არეულობას წარმოვქმნი შენში და ხო კიდე გაკონტროლებ!!!-წყნარად ვსაუბრობდი და თვალს არ ვაშორებდი მის შეშინებულ და გაურკვევლობაში მყოფ სახეს-ვაღიარებ, რომ ისე ვიქცევი როგორც შენ ამბობ მაგრამ რა ვქნა?!!! მითხარი... შენ მითხარი მე რა ვქნა?!!! ჩემი ბრალია ყველა მეორეზე რომ ვვეჭვიანობ?! ჩემი ბრალია რომ შენს გამო ვჩხუბობ?! ჩემი ბრალია რომ თეატრებს ვაწყობ?! ჩემი ბრალია რომ ნამდვილი იდიოტივით ვიქცევი?!-ხმას საგრნობლად ავუწიე და შევამჩნიე, რომ მისი შიშიც იზრდებოდა ჩემს მიმართ-შენ ხარ ყველაფრის თავი! შენ და არა მე! შენ შემაყვარე თავი! შენ გადამიყვანე ჭკუიდან! შენ მაქციე იმად რაც მანდ ჩამოთვალე!-ამის თქმა და მისი გაკვირვება ერთი იყო. -შენ... შენ რა.... მოიცა...-დაბნეული ლუღლუღებდა და ცდილობდა აზრიანი წინადადების შეკვრას. -ხო! მიყვარხარ! სიცოცხლეზე მეტად! ვაფშე ყველაზე მეტად მიყვარხარ! ჩემი გოგო ხარ გესმის! ჩემი და მეტი არავისი! მხოლოდ ჩემთვის გაჩნდი! და მხოლოდ მე დაგისაკუთრებ!-ხმის ამოღება არ დავაცადე ისე ვწვდი მის ბაგეებს, მისი სურნელით ფილტვები ავივსე და მხოლოდ ახლა შევიგრძენი ბოლომდე თუ როგორ მყვარებია ეს ერთიციდა გოგონა, გაგიჟებამდე, შეშლამდე და იმის იქეთაც. წინააღმდეგობის გაწევა სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, საბოლოოდ კი დანებება გადაწყვიტა და თვითონაც ამყვა. ძალა მოვიკრიბე და მოვწყდი მის მადიან ბაგეეგს. თვალებდაბინდულმა ჩავხედე მის სულ შეშლილ თვალებში. -ლელ ვიცი რო დაგაბნიე, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, მინდა რომ იცოდე მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად და შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი!!!-შუბლზე ვაკოცე და დაველოდე მის პასუხს. -მე... ლექსო მე... -ლელ შენ არაფერს არ გრძნობ? -მე...- შეჩერდა, მე კიდე ეს წამები საუკუნეებად გადამექცა-მეც მიყვარხარ ლექსო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ, აი შენ რო გიყვარვარ ისე მიყვარხარ მეც-ჩუმად ამოიჩურჩულა და თავი დახარა. ნიკაპზე მოვკიდე 2 თითი და თავი მაღლა ავაწევინე. -ჩემი ბედნიერება ხარ პატარავ!-მაგრად ჩავიხუტე-მხოლოდ ჩემთვის გაჩნდი!-დავიჩურჩულე და კიდევ ერთხელ დავაგემოვნე მისი ბაგეები-მიდი ეხა გაემზადე და წავიდეთ ბარში ბავშვები გველოდებიან. -კაი წავიდეთ, მოვწესრიგდები და წავიდეთ-გამიღიმა და აბაზანაში შევიდა. მეც გავედი ოთახიდან მეც უნდა მოვმზადებულიყავი. 15 წუთში ჩავედი პირველ სართულზე და ლელუკას დავუწყე ცდა, მანაც არ დააგვიანა და სახლიდან გავედით. -ისე ეგ კაბა რო არ ჩაგეცვა ისეც შეიძლებოდა-გადავხედე გაბრაზებულმა. -რატო, რას ერჩი ოოოო. -რა რას ვერჩი გოგო, მაგაზე მოკლე დავიჯერო ვერაფერი ნახე? -ოოოჰ, ვერა ვეძებე და ვერ ვიპოვე. -ენა გაქ დასამოკლებელი. -მეც მიყვარხარ-გამიღიმა და შემომხედა. -ადრე რომ ვინმეს ეთქვა გოგოს გამო ესეთ რაღაცეებს გააკეთებო, სიცილით მოვკვდებოდი და მერე იმას მოვკლავდი ვინც ამას იტყოდა.-მეც გავუღიმე და საფეთქელთამ ვაკოცე. ბარში მისულებს თამუნა და დემეტრე არ დაგვხვდნენ. -სად არიან?-ვკითხე ბიჭებს და ჩემზე მოხუტებულ თამუნას ჩუბლზე ვაკოცე. -გარეთ გავიდა თამუნა და ის დებილიც გაყვა- გაიცინა უჩამ და თვალი ჩამიკრა. თამუნას ნაამბობი: ბარში შესულებს ლელუკა და ლექსო მოსულები დაგვხვდნენ. მოიცათ... მოიცათ.... რატოა ლელუკა ლექსოე აწეპებული?! და რატო არ ჩხუბობენ?!!! -ახსნით რაშია საქმე თუ წავიდე მარჩიელთან-მისვლისთანავე ვაჯახე საყვარლად მომზერალ წყვილს. -რაშია საქმე და ამ პაწას პატრონი ყავს-ყველას დაასწრა უჩამ და ლელუკაზე მიმითითა რომელიც თვალებს მარიდებდა-ამას კიდე საპატრომებელი- მერე დემეტრეზე გადაიტანა საჩვენებელი თითი და გაიცინა. -თქვენ რაა... მოიცა ერთად ხართ?-გაკვირვება და სიხარული ერთდროულად მეჯახა და კაცმა არ იცის როგორი სახე მივიღე. -სწორად გაიგე-გადაიხარხარა ბესომაც. -მერედა მე ამ დებილებთან ერთად უნდა ვგებულობდე, დაჟე ამათ მერე?!-ვითო გავბრაზდი -მოიცა ეხა თამუ რას გვერჩი ჰაა?! არა ეხა ცოტა დებილები რო ვართ ვაღიარებთ, მარა სიმპაწიაგა პაცანები ვართ და სულ შეურაცყოფაზე ნუ გადმოხვალ-ისევ ხუმრობდა უჩა. -მივალთ სახლში-დავუქნიე თითი ერთმანეთზე აკრულ წყვილს. -კაი რაა დაი რა დამიშინე ტოო ბავშვი-გაიცინა ლექსომ და ლელუკაას შუბლზე აკოცა. - - - - - გამარჯობა ბავშვებო. ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ (და ხო რათქმაუნდა იმედია "გეყოფათ" ) მადლობა ყველას რომ აქტიურობთ და გამოთქვამთ თქვენს აზრს, როგორიც არ უნდა იყოს... P.S. ბავშვებო წინა თავში თითქმის ყველამ დაწერეთ რო რაარიო რა ცოტას დებო და რაღაც, სერიოზულად ძალიან მინდა რომ დიდი თავები დავდო, მაგრამ რაც გამომდის ესაა და მეც გამიგეთ, კანიდან ვერ გამოვძვრები და რაღაც სასწაულს ვერ ვიზამ... ხო მეც ვცადე ერთი და წავიკითხე ჩემი ისტორიის ერთი თავი და სულაც არ ვუნდები 1 წუთს, ეგეთი მაგარი მკითხველიც არ ვარ და თქვენი არ ვიცი და ხო კიდევ დიდი მადლობა "მმარიამს" კეთილი სურვილებისთვის და გვერდში დგომისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.