შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (18)


2-05-2015, 01:42
ნანახია 3 970

დადეშელი ქმრის ამპლუაში? ეს იყო რაღაც საოცრება და წარმოუდგენელი. სრულიან შეიცვალა-მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ნაწილობრივ მართლაც შეიცვალა და ყველაზე კარგი ის იყო, რომ უკეთესობისკენ. ასმაგად მზრუნველი გახდა. ხანდახან ნერვებიც კი მეშლებოდა მის ამგვარ საქციელზე: ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, არ გადაიღალო... გამაზარმაცა ცალკე დედაჩემმა და ცალკე - ქმარმა. მეცინება ამაზე, მე დადეშელის ცოლი და ის ჩემი ქმარი?! ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რას ნიშნავს მერქვას „გათხოვილი ქალი“, მას ჩემი „ქმარი“, ველოდებოდეთ „შვილს“, მართალია არა ჩემსა და დადეშელისას, მაგრამ მაინც და გვქონდეს „ოჯახი“.
ხანდახან ისე თბილად და სიყვარულით მოიხსენიებდა ხოლმე ბავშვს, მეგონა შეიძლება ჩემზე მეტადაც კი უყვარს-მეთქი. როგორ შეიძლებოდა ასე ძლიერ ჰყვარებოდა?! ჯერ ერთი, რომ მისი შვილი არაა და მერე მეორე, რომ დაბადებული არც კია რომ იცნობდეს...
მეც ძალიან მიყვარდა მისი და ეკას შვილი. სულ რამდენჯერმე შევხვდი ეკას. არვიცი რა იყო მათი დაშორების მიზეზი. არასდეროს გვისაუბრია მე და დადეშელს ამაზე და არც ვაპირებდი დაძალებას, თუ თვითონ არ ექნებოდა სურვილი, რადგან არც ისე დიდი იყო ინტერესი ამის ცოდნისა.
მახარებდა ის ფაქტი, რომ ჩემი კომპლექსები, რომლებიც მრავლად მქონდა და რიგ შემთხვევებში კი ძალიან მძაფრად იჩენდნენ ხოლმე თავს, დავძლიე. თუმცა ხანდახან მაინც „წამომივლიდა“. რატომ შევუყვარდი დადეშელს? რა იყო ჩემს პიროვნებაში ისეთი, რამაც მოხიბლა? და მით უმეტეს, რომ დაშორდა ცოლს, როდესაც მე რომ დადეშელი გავიცანი იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ნაჩხუბარი იყო მასთან და დიდი შანსი იყო იმისა, რომ შერიგდებოდნენ... თანაც, შვილი ეყოლებათ მალე.
თითქმის რვა თვის ორსული ვიყავი და მომიწია გოგინაშვილების ოჯახიდან წამოსვლა. ფული კი კარგი იყო, თანაც ძალიან საჭირო, მაგრამ რიჟვაძის თქმის არ იყოს ჯერ შენს შვილს მიხედე და მერე სხვისასო.
კალაპოტში ჩადგა ყველაფერი. არასდროს, ჩემი 20 წლიანი ცხოვრების მანძილზე ისე არ ყოფილა ყველაფერი, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ყველა ის, ვინც მიყვარდა ჩემ გვერდით იყო: ქმარი, მშობლები, შვილი, მეგობარი - სალომე და დადეშელის შვილი.
დადეშელმა რომ ჩემს დაბადების დღეზე ცოლობა მთხოვა, მე რა თქმა უნდა, დავთქნხმდი, მაგრამ მერე გაჯიუტდა სანამ შვილი გვეყოლება მანამდე რა მოიცდისო და ჯვრის წერის თარიღად 3 ივნისი დავთქვით.
ახლა სარკის წინ ვდგავარ თეთრ მუხლებამდე კაბაში გამოწყობილი და უაზროდ ვუღიმი ხან ჩემს ანარეკლს, ხან სალომეს, რომელიც ჩემზე მეტად გახარებული დგას შუა ოთაში. იმის შიშით, რომ კაბა არ დაეკუჭოს არც ჯდება და არც რამეს ეხება.
-რა მაგარია რა, ერთ თვეში ბავშვი გეყოლებათ. მაგრამ მე როდის მეყოლება?! - მოღუშული სახით დაიხედა მუცელზე, რომელიც ჯერ ოდნავადაც კი არ გაზრდოდა.
-მასე მეგონა მეც, მაგრამ ისე მალე გავიდა დრო... თითქოს გუშინ იყო ის დღე, რომ გავიგე ორსულად ვიყავი. - გამეღიმა მოგონებებში გადაშვებულს. გამახსენდა რუსთაველზე რომ ვიჯექი და სხვა ორსული გოგოს დანახვით რომ გამიჩნდა ეჭვები.
კარებზე დააკაკუნეს. მალევე შემოყო თავი დადეშელმა. სმოკინგი ეცვა. მაგრამ უხდებოდა კიარა.. ენა გადავყლაპე ლამის, ისე მაგრად გამოიყურებოდა. თანაც მუქი ლურჯი იყო - თავისი თვალების ფერი და რომ ჩამეხუტა, მეგონა ზღვაში ვიძირებოდი.
-ულამაზესი ხარ. - ჩამჩურჩულა და საფეთქელზე მაკოცა.
-აჭარბებ, დადეშელო. – სიცილით ავხედე.
-სიცილი კი უფრო გალამაზებს. - ახლა ცხივრზე მაკოცა.
-ნუ მატყუებ-მეთქი.
-ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს მე!
-ეხლა მოიცადეთ რა, ჩემი თანდასწრებით მაინც ნუ აქებ ასე! - სიცილით ჩაერთო სალომე.
-ყველაზე ლამაზია და... - აჰყვა დადეშელიც.
-ჰმ, აღარ ვიქნები მისი მეჯვარე და ნახეთ მერე, რომ ვერ დაიწერთ ჯვარს. - ვითომ გაბრაზდა ურიდია, ცხვირი აბზიკა და განზე გაიხედა.
-გაბრაზდეს, თუ გაბრაზდება. მაინც ყველაზე ლამაზი ხარ. - მოგუდულად ჩაიცინა და მხარზე მაკოცა.
-მორჩი ახლა ამ სისულელეების ლაპარაკს და წავიდეთ ეკლესიაში. - თვალები დაგვიბრიალა სალომემ და ოთახიდან გავარდა. სიცილით გავყევით ჩვენც.
მალე უკვე ეკლესიაში ვიყავით: მე, ჩემი ქმარი, მეჯვარე - სალომე და დადეშელის მეჯვარე - მისი ძმაკაცი ვატო, ჩემი მშობლები და დადეშელის მშობლები, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი და სპეციალურად ჩვენი ჯვრისწერისთვის ჩამოვიდნენ ესპანეთიდან. კარგი ხალხია, უდავოდ.
თითქმის ერთი საათი გაგრძელდა ჯვრისწერის რიტუალი. მერე სურათები გადავიღეთ. შევამჩნიე მამაჩემს ტელეფონზე რომ დაურეკეს. განზე გადგა და უპასუხა. თვალები რომ აუცრემლიანდა, შემეშინდა რა ხდება-მეთქი. სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და მთელი ძალით მომხვია მკლავები. გაკვირვებული ვიყავი...
-და ან ძმა გეყოლება, ჩემო გოგო. - ტიროდა კაცი... არასდროს მინახავს მამაჩემის ცრემლები, ახლა კი ტიროდა, ნამდვილად ტიროდა! ეს იყო ბედნიერების ცრემლები... მეც გადმომედო მისი განწყობა და ავტირდი იმიტომ, რომ, როგორც ზურამ თქვა ძმა ან და მეყოლება და იმიტომ, რომ ასე უსაზღვროდ ბედნიერს ვხედავ მამაჩემს.
თურმე ოცნებები ხდება. ისეთებიც ერთ დროს რომ წარმოუდგენელი იყო... მამაჩემსაც მიეცა ის ბედნიერების კიდევ ერთი საბაბი და თამუნა... მიუხედავად იმისა, რომ თამუნა ყოველთვის ცუდად მექცეოდა, მაინც გამახარა იმ ფაქტმა, რომ მას შვილი ეყოლება. მასაც აუხდა ოცნება. ბოლოსდაბოლოს ქალისთვის „დედობა“ რომ აზრის და მნიშვნელობის მატარებელია, ისე არაფერი არაა ამქვეყნად ღირებული და ძვირფასი. დაე, ჰქონდეს მასაც ბედნიერების საშუალება, ისევე, როგორც მე!
საერთო მხიარულებამ რესტორანში გადაინაცვლა. ტრადიციული სუფრა იყო, ტრადიციული სადღეგრძელოებებითა და თრობით. ყველა იქ ვიყავით, მამაჩემის გარდა. ცოლთან წავიდა გახარებული.
-ქალბატონო ჯუნა, ინებებთ თქვენს ქმართან ერთად ცეკვას? - ჩემკენ გადმოიხარა დადეშელი და ისეთი სახითა და ხმის ტონით მითხრა, თითქოს მართლა ქალბატონს ელაპარაკებოდა.
-სულ პირველად რომ შეგხვდი, შენზე საშინელი ადამიანი ჩემი დედინაცვალუც კი არ მეგონა, არადა მასხარა ყოფილხარ სინამდვილეში. - სიცილით წამოვდექი ფეხზე და საცეკვაოდ წავედით.
ისეთი არაფერი, რომ ფურორი მოგვეხდინა. გასაცოდავებული ვალსი ვიცეკვეთ. ვაჟბატონს კი სცოდნია, მაგრამ მე არ მქონდა წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მეცეკვა და ხან ის მადგმდა ფეხს, ხან - მე.
-ყველაზე ლამაზი და მოუხერხებელი ცოლი მყავს. - სიცილით ჩაასწორა თავისი დილანდელი სიტყვები ლაზარემ და გულზე მიმიხუტა.

***
ისე სავსე იყო ყოველდღიურობა ბედნიერებით, რომ მეშინოდა ერთხელაც არ დამთავრებულიყო ეს, მაგრამ გადიოდა დღეები და ყველაფერი უკეთესობისკენ მიიწევდა.
იმხელა მუცელი გამეზარდა, რომ ჯერ ისედაც მძიმე წონიანს ახლა სულ მთლად მიჭირდა მოძრაობა. ფეხები მტკივდებოდა დიდი ხანი რომ ვჩერდეოდი ფეხზე და მიწევდა გამუდმებით წოლა. მით უმეტეს, ილისის ამ ცხელ დღეს, როგორია სახლში ყოფნა?! დადეშელის მიერ შერჩეული წიგნებიდან რომელიმეს წაკითხვას ვაპირებდი, მაგრამ ისე მოთენთილი ვიყავი სიცხისგან, რომ წიგნიც ვერ ავიღე ხელში საბოლოო ჯამში. თანაც მუცელი ამტკივდებოდა ხოლმე. ვეჭვობდი, რომ სამშობიარო ტკივილები მქონდა, მაგრამ თან არაფერს ვამბობდი.
-რა იყო, შვილო, ცუდად ხარ? - ოთახში შემოსვისთანავე შემატყო დედაჩემმა ცუდად ყოფნა. დედებს ხომ ვერაფერს გამოაპარებ რა!
-რავიცი, დედა,ვერ ვარ კარგად. - აღარც მე დამიმალავს.
-სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?- დაფეთებულმა ეგრევე ტელეფონისკენ წაიღო ხელი. არ დავარეკინე, არც ისე ცუდად ციყავი, რომ სასწრაფო გამომეძახებინა. თანაც დადეშელი მოვიდოდა და მერე უკეთ გავხდებოდი...
ტკივილი, მუცლის არეში, გამიყუჩდა კი არა, უფრო გამიმძაფრდა. არც ლაზარეს მოსვლამ მიშველა. დედაჩემს თუ გადავაფიქრებინე სასწრაფო დახმარების გამოჩახება, მას ვერაფერი მოვუხერხე და მალე უკვე ექიმი მსინჯავდა.
-საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. სავარაუდოდ, სამშოვიარო ტკივილებია. - თვალი მოგვავლო ოთახში მყოფთ. ძალინა არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?! სახლში ხომ არ გავაჩენდი ბავშვს?!
ასე სწრაფად არვიცი როგორ, მაგრამ თითქმის ერთ საათში უკვე სამშობიარო განყოფილებაში ვიყავი და წუთი-წუთში ველოდებოდი ბავშვის დაბადებას. საშინელება იყო პროცესი. გაუსაძლისი ტკივილი, კივილი და წივილი....
ბავშვი დაიბადა თუ არა, მეც ვიგრძენი შვება. გულზე რომ დამაწვინეს პაწაწინა წითელი არსება, თავი ყველაზე ბედნიერი ქალი და დედა მეგონა მთელს მსოფლიოში. ცრემლები წამომივიდა.
არ ყოფილა წუთები, ამის მსგავსი, ასეთი ამაღელვებელი, სასიხარულო, დაუვიწყარი, განუმეორებელი...
აზრი, რომ მე დედა გავხდი - წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ჯერ კიდევ ვერ ვიკავებდი თავს ტირილისგან... ვკოცნიდი პაწაწინა თავზე...
მერე წაიყვანეს უნდა ავწონოთ და დავბანოთო. მე პალატაში გადამიყვანეს. ერთი სული მქონდა როდის შემოიყვანდნენ ისევ. რამდენიმე წუთის უნახავი მყავდა და საშინლად მენატრებოდა უკვე. მის გულის ცემას რომ ვიხსენებდი,ჟრუანტელი მივლიდა და ბედნიერების ცრემლები მახრჩობდა.
პალატაში კიდევ ერთი გოგო შემოიყვანეს. არვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მასში ეკა ამოვიცანი. არაფერი მითქვამს მისთვის, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი ის იყო, თუ არა.
მალევე გააღეს პალატის კარი და ოთახში დადეშელი შემოვიდა. მარჯვენა ხელზე ვარდისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვი ეწვინა, მარცხენაზე კი ცისფერ ტანსაცმელებში. გულმა ჯერ ფეთქვა შეწყვიტა ამ სცენის დანახვაზე, მერე კი ძლიერად აძგერდა...
-გაიცანით, ეს ბარბარეა, ჩემი ანგელოზი გოგონა. - ვარდიფერტანსაცმლიანზე მიგვანიშნა ღიმილით. - ეს კი ჩემი ვაჟკაცი - შიო. - სიამაყით გამოგვიცხადა. ბედნიერების ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე. განუსაზღვრელ სიყვარულს ვხედავდი მის თვალებსადა და გამოხედვაში...
გაიცანით ეს ჩემი ოჯახია! ხალხი, რომელიც წარმოუდგენლად ძვირფასები არიან ჩემთვის. ჩემს შვილს ბარბარე
__________
დაგვიანებისთვის, შეცდომებისთვის და პატარა თავისთვის ბოდიშს გიხდით.
აუ, მგონია, რომ უაზრობებს ვწერ და მოგბეზრდათ კითხვა...



№1  offline წევრი ana-stasia

ეს რა ტელემუნდო იყო?...კაი არ გაბრაზდე ვხუმრობ,კარგი იყო მომეწონა,მართალია აკლდა რაღაც ,მაგრამ მაინც კარგი იყო...:*

 


№2  offline წევრი nuki-nuka

ძალიან ძალიან მაგარი იყო მართლა და არაფერი არ აკლდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent