შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (7)


2-05-2015, 17:56
ავტორი MyLove
ნანახია 3 671

ჯემალმა როგორც კი კარი დაკეტა მაშინვე დატოვა ოთახი და წყვილი მარტო, ახლა მასაც სჭირდებოდა რაღაც-რაღაცეებზე დაფიქრება და განმარტოვება.
ანაბელი სუნთქვას ვერ არეგულირებდა. გული ტკიოდა, ცრემლები კი ამ ყველაფრის ზუსტი გამოვლინება იყო. მაგრად ებღაუჭებოდა მატათას მაისურს და ცრემლებს მასზე ფანტავდა. ღმერთს მადლობას უხდიდა აშკარელი მაინც რომ ჰყავდა გვერდით, ის მაინც რომ წმენდდა ცრემლებს. დედას... ნანის ვერაფრით პატიობდა ჩადენილს. მისმა "მზრუნველობამ" სამი კვირა ჯოჯოხეთში გაატარებინა. არ უნდოდა არაფერი ზედმეტის გაგონება, უბრალოდ ის ტკივილი რაც გულზე ჯანღად ეწვა როგორმე უნდა ამოენთხია. ნელ-ნელა ყველაფერი გაიაზრა, ოდნავ დაიმშვიდა სული და არსება და ამღვრეულ თვალებში შეხედა ბიჭს, რომელმაც აცრემლებული თვალებიდან ცრემლი მოსწმინდა და სათითაოდ დაუკოცნა ორივე.
დაავიწყდა სამყარო. ის ტკივილიც დაავიწყდა წუთის წინ გულს რომ უჭამდა და ბოლოს ნელ-ნელა უღებდა. დამშვიდდა, უფრო თავისუფლად და ლაღად დაიწყო სუნთქვა. მისი ტკივილგამაყუჩებელი იყო მატათა, მისი სულის ყველაზე დიდი ნაწილი. მხოლოდ მას შეეძლო მოეწმინდა ცრემლები, მხოლოდ მას ჰქონდა ჩახუტების და მოფერების უფლება. აკანკალებული ხელები ნაზად შეახო ოდნავ წვერშეფენილ ღაწვზე, სასიამოვნოდ გაკაწრა სათუთი ხელის გულები უხეშად, მაზოხისტურად ტკივილიც კი სიამოვნებდა მისგან რომ იყო მოყენებული.
_არ მინდა იმაზე ფიქრი, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, -სავარძელზე რომ დაჯდნენ თავი გულზე დაადო და ფეხები შემოკეცა.
_მაგაზე არც უნდა იფიქრო, იმიტომ რომ მე ვარ შენს გვერდით! -მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ, თუმცა მისი თითები ისევ თბილად დათარეშობდნენ ანაბელის თმებზე.
_არასოდეს ვიქნები ჩემი შვილისთვის ასეთი დედა! არასოდეს, -ბრაზიანად ჩაილაპარაკა თვალდახუჭულმა. _არ მინდა მისნაირი ვიყო! მართალია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია..
_შენი ბანკეტის საქმე როგორ იქნება? -ხვალინდელი დღე შეახსენა გოგონას.
_მინდა წასვლა, მაგრამ გუნება სულ არ მიწყობს ხელს.. რაღაც მბოჭავს, მეშინია. -აჩურჩულდა ჩუმად და უაზროდ დაიწყო აშკარელის თითებზე თამაში.
მართლა ეშინოდა, რაღაც მართლა ბოჭავდა. თითქოს წინასწარ გრძნობდა რაღაც მოახლოებულ საფრთხეს, უთუოდ ჯოჯოხეთში რომ უბიძგებდა გადაშვებას. უსიამოვნო გრძნობები ძალას აცლიდა, გულის რევის შეგრძნება კი უფრო და უფრო მატულობდა. მალევე გაფანტა ცუდი აზრები გონებიდან და მაგრად შემოხვია ხელები.
_აუცილებლად წამოხვალ.. შენ უნდა წამოხვიდე,ყველაზე ლამაზი უნდა იყო! მერე მე და შენ ერთად უნდა ვიცეკვოთ.. კიდევ მაგრად ჩაგეხუტო.. -მალევე დააწყო მომავალი დღის გეგმა მატათამ და გოგონას კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე. _ახლა კი უნდა წავიდე, -ღრმად ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. მას მალევე მიყვა ანაბელიც, რომელმაც კარამდე მიაცილა ბიჭი და მალევე შემობრუნდა სახლში.
როგორ დააკლდა იქაურობას რაღაც, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო.. ახლაც თითქოს უმნიშვნელოდ აკლდა რაღაც სურნელი ოთახებს, მაგრამ ეს ყველაფერი საოცრად ემნიშვნელებოდა გოგონას. დედა! მაინც როგორი სიტყვაა, რამხელა გრძნობა ეტევა მასში, რამხელა სითბო და სიყვარული.. და მაინც რამდენად შეუძლია ამ სიტყვას გული მოგიკლას გახსენებისას! ცრემლები ყელში მოაწვა.. გაიხსენა ის დრო, ბაღში ხელჩაკიდებულს რომ მიჰყავდა, სკოლის კრებიდან დაბრუნებული, ანაბელის ნიშნებით გახარებული,უამრავ ტკბილეულს რომ აკეთებდა.. რამ შეცვალა ასე? რატომ გაბოროტდა ასე? აღარც ყურადღებას აქცევდა ქმარ-შვილს, არც თბილას ექცეოდათ. თამამად შეეძლო ეთქვა რომ შეიცვალა!
იმ ღამეს მამასთან დაწვა. ახლა ისე სჭირდებოდათ ერთმანეთი როგორც არასდროს.

* * *
_მა, ანაბელ, -სახეზე თბილი ხელები იგრძნო და ზლაზვნით მოაცილა ქუთუთოები ერთმანეთს. _მატათამ დარეკა, სალონშია ჩაწერილი ათ საათზეო და ადექი!
_სალონში? ათზე? -ბუზღუნით დასვა კითხვები და თვალების ფშვნეტით გახედა საათს. ათის ნახევარი იყო. _ვერ მოვასწრებ! -უცებ გადმოსწია ფეხები თბილი საწოლიდან და სააბაზანოში შევარდა.
თხუთმეტ წუთში გადაივლო ტანზე წყალი და ტაქსი გამოიძახა. მამამისს მიაძახა მივდივარო და კარი ფეხის კვრით გაიხურა.
ზუსტ დროს მივიდა სალონში აქოშინებული. ღიმილით მიესალმა ქერა, თაფლისფერთვალება გოგონა და ხელსაწყოები მოიმარჯვა. თავზე დიდი კოსა დაიდგა, მაღლა აიწია. ვარდისფერი ტუჩსაცხი წაისვა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. თორმეტი სრულდებოდა, სახლში რომ მივარდა "მაგვიანდება"-ს ძახილით და კარები შეგლიჯა.
ყურადღება არ მიუქცევია მისაღებში მდგარი გაშტერებული სხეულისთვის ისე გაუშხუილა გვერდით მატათას. იქვე სკამზე გადაფენილი კრემისფერი კაბა ფრთხილად ააფრიალა და საწოლზე დადო. სხეულიდან სწრაფად გადაიძრო საგარეო ტანსაცმელი და ფრთხილად ჩაიცვა კაბა. ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, როგორც თვითონ ამბობს, "შეიკაკვა" და ქუსლების რაკუნით გავიდა მისაღებში.
აშკარელი როგორ ფორმაშიც დატოვა, ისეთ პოზაში იდგა, გეგონებოდათ ქანდაკებად იქცაო. გოგონას რომ შეხედა მის წინ უხერხულად აწურულს, მაშინ დარწმუნდა რომ მისი ცხოვრება არაფერი ყოფილა ანაბელამდე. ამ ადამიანისთვის ემეტებოდა მთელი ცხოვრება, დარწმუნებული იყო, რომ მის გარდა არავისი იქნებოდა, მხოლოდ მას ეყვარებოდა იმ სიყვარულით, არ არსებულს რეალურად რომ ანახებდა.. ყოველ მის დანახვაზე, გული ყელში რომ მოებჯინება და მუცელი სიამოვნებისგან ეტკინება, გული უჩვეულოდ დაუწყებს ძგერას, ეს იქნებოდა მისი სიყვარული! ყოველ გამოხედვაში დაარწმუნებდა მის უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულში!
ხმის ამოღება ვერ შეძლო მატათამ. რამდენჯერაც ეცადა პირის გაღება და სიტყვების წარმოთქმა, იმდენჯერ მექანიკურად დაეხურა პირი. სიტყვების პოვნა კი არა, გააზრებაც შეუძლებელი იყო! ხელის გასავსავებასაც კი ვერ ახერხებდა.. მართლაც რომ "დაატყვევა" კალანდაძემ და გატოკების საშუალება კი არა - შესაძლებლობა აღარ მისცა. ჯემალმა თავის ქნევით ჩაღიმა და იქაურობა დატოვა.. სიყვარულით გაჟღენთილი ოთახი, ახლა სულ ჩაიხუთა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა აშკარელი გოგონას, რომელიც ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
აცახცახებული ტორები, რომელიც საოცრად თბილი ჰქონდა ნაზად შეახო მის სრიალა კანს და მარტივი მოძრაობით ჩაიკრა ფარფატა სხეული გულში.
რა საოცარი გრძნობაა, არაჩვეულებრივი მომენტი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ! ისევ მეცამეტე თვე. მატათასა და ანაბელის მეცამეტე თვე, სადაც მხოლოდ მათ შეუძლიათ მოხვედრა.
_არც კი ვიცი, რა გითხრა! -ხმა აუთრთოლდა აშკარელს. _ულამაზესი ხარ!
_მადლობა. -დაიმორცხვა ლოყებშეფარკლულმა და თავი დახარა.
_წამო, წავიდეთ! -მხარი მიუშვირა, ხელკავი რომ გამოედო და ანაბელმაც სწრაფად შეუსრიალა წვრილი ხელი მკლავსა და წელს შორის.
* * *
თითქმის მთელი თბილისი მოიარა მთელმა კლასმა. ბოლოს, რესტორანშიც მივიდნენ. მიუხედავად იმ დაძაბული სიტუაციისა, რომელიც კლასში ჰქონდათ ბავშვებს მატათასა და ანაბელთან დაკავშირებით, მაინც უამრავი კომპლიმენტით შეამკეს ეს წყვილი!
ყველა ერთობოდა და თავისებურად "უბერავდა". ზოგი რას ცეკვავდა, ზოგი რას. ოთახში გაისმა წყნარი ჰანგების ხმა. ანაბელს ძალიან მოუნდა ცეკვა, გარემო მოათვალიერა, მაგრამ აშკარელი ვერსად დაინახა. გულდაწყვეტილმა შეხედა სცენაზე მოცეკვავე წყვილებს და თვალები დახარა.
უცებ მხარზე შეხება იგრძნო. ეგონა, მატათა იქნებოდა, თუმცა ნამიჭეიშვილი შერჩა, რომელიც ჩვეული სიეშმაკით იღიმოდა. უსიამოვნოდ მობურცა ტუჩები და შიშით მოავლო არე-მარეს თვალი, სადმე აშკარელი ხომ არ იდგა, თორემ ამ უბედურს აუცილებლად მოკლავდა.
_ვიცეკვოთ? -ხელი გამოუწოდა ბიჭმა.
_შენ აქ რა გინდა? -გაკვირვებულ_გაბრაზებულმა ჰკითხა ბიჭს ისე, რომ მისთვის ხელიც კი არ გაუწვდია.
_რა, არ შეიძლებოდა მოსვლა? -ირონიულად ჩაიღიმა, _ვინ დამიშლიდა?
_ცეცხლზე ნავთს ნუ ასხამ! -გამოსცრა ანაბელს კბილებს შორის. _და წადი აქედან სანამ მატათა მოსულა!
_მეცეკვე და წავალ! -ჯიუტად არ ნებდებოდა ნამიჭეიშვილი, _ნუ გეშინია, შენი პრინცი აქ მაინც არ არის!
_წახვალ!-ეს პასუხი თანხმობად მიიღო ბექამ და გოგონა საცეკვაოდ წამოაგდო ფეხზე.
სძულდა ყოველი ადგილი, რომელზეც ნამიჭეიშვილი ეხებოდა მისი ბინძური ხელებით. ერთი სული ჰქონდა, ეს წყეული მუსიკაც როდის დამთავრდებოდა, საუკუნესავით რომ გაიწელა.
_ჩემ შეყვარებულთან უნდა ვიცეკვო! -ზურგს უკან მოესმა აშკარელის ბრაზისგან ჩახლეწილი ხმა და შიშისგან შეხტა.
_როგორც გენებოთ!- ყველანაირი შეწინააღმდეგების გარეშე გაეცალათ ბექა, კიდევ კარგი და გოგონასაც შიში გაუქარწყლდა.
სწრაფად მოხვია წელზე ხელები გოგონას და მთელს სხეულზე ააკრო. ძლივს წყნარდებოდა, ნერვებაშლილი ღრმად სუნთქავდა თავის საკონტროლებლად, თორემ ლამისაა მიუბრუნდეს ბექას და თავ-ყბა გაუერთიანოს. სხეულისა და სულის დასამშვიდებლად გოგონას აცახცახებულ ყელში ჩარგო ცხვირი და თვალდახუჭულმა, კიდევ ერთხელ მოუჭირა წელზე ხელი.
_შეგეხო.. მაინც შეგეხო.. -აღშფოთებას ვერ მალავდა აშკარელი და მონოტონურად ერთსა და იმავეს გაიძახოდა.
იცოდა, ახლა როგორც უჭირდა თავის შეკავება მატათას.
თავიდანვე მიხვდა, რა ეჭვიანი და ეგოისტიც იყო აშკარელი. ეტყობოდა, არ უყვარდა, როცა იმას ეხებოდნენ რაც მისი იყო, პირადად მას ეკუთვნოდა.. ბექა კი, არ იცის როგორ გადაურჩა. მუსიკა ღვთის წყალობით, მშვიდობიანად ჩამთავრდა.
მატათა ადგილამდე მიჰყვა გოგონას, თვითონ კი დაუბარა რომ მალე დაბრუნდებოდა.
მთელი თხუთმეტი წუთი ეკლებზე იჯდა. ვერაფერს უდებდა გულს. ბოლოს გადაწყვიტა ჰაერზე გასულიყო, თავი ასე მაინც დაემშვიდებინა, მაგრამ გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა ყვირილი რომ მოესმა, თან ერთ-ერთის ხმა რომ ამოიცნო, ამაზე სულ გადაირია. გაფითრებული გავარდა ეზოში, სადაც მატათა და ბექა ჩხუბობდნენ. სუნთქვა შეეკრა, ბევრჯერ უნახავს გაბრაზებული აშკარელი, მაგრამ ასე? ადამიანს არ ჰგავდა.
_ხო გაგაფრთხილე? ხო გაგაფრთხილე არ შეხებოდი!-ღრიალს არ ეშვებოდა და მუშტებს ისევ გამეტებით ურტყამდა სახეში.
_ჰმ, შენ გგონია "თავისუფალ" გოგოს ასე ადვილად შევეშვები? -ირონიულ საუბარს თავს არ ანრბებდა ნამიჭეიშვილი.
_მათე, შეეშვი! -გახევებულმა ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა, ისიც წვალებით და ცრემლები წამოცვივდა. _გთხოვ.-ამოიქვითინა ბოლოს და ზურგზე მიეკრო.
თვალდახუჭული გაშორდა ბექას ხელებდასისხლიანებული და ზურგზე ტკიპასავით მიკრული გოგონა, შიშისგან რომ ათრთოლებულიყო, გულზე მიიკრა.
_ჩშ.. არ შემეძლო რომ არ მეცემა,-წყნარად უთხრა და შუბლზე აკოცა.
_შენ ყველა ასე უნდა ცემო, ვინც შემეხება? -გულიბრყვილოდ ჰკითხა ანაბელმა.
_ჰო, აბა?-უდარდელად დაიჩურჩულა აშკარელმა და ცხვირზე აკოცა, _ზოგს ვცემ, ზოგს კბილებს დავაცლი!
_მაზოხისტო!-მაინც ჩაეღიმა აშკარელის ღიმიალიან სახეზე და თავი გულზე დაადო.
_წამოდი!-თქვა უცებ მატათამ.
_რა? სად? -გაკვირვებულმა დააკვესა თვალები, თუმცა სანამ რამეს გაიაზრდებდა, უკვე აშკარელის მანქანაში იჯდა მის გვერდით და სადღაც მიდიოდა.
----------
ესეც მეშვიდე თავი!
აბა ვინ მიხვდება, რის გაკეთებას ვაპირებ? :დდდ
გუშინ პირველის ნახევრამდე ვწერე ეს თავი და სანამ ტვინმა არ შემახსენა "გედევიწვი ჩემი დაიაო" მანამდე არ გავუშვი ტელეფონი ხელიდან.
მადლობა კომენტარებისთვის!
პ.ს დღეს კიდევ დავდებ ახალ მე-8 თავს.. ვნახოთ როგორ გამახარებთ, თორემ მოგიწევთ ორშაბათამდე ლოდინი.
პ.ს.ს ცოტა წესიერად მითხარით რა რამე ამ ისტორიაზე, მოკლე-მოკლე კომენტარების გარდა, გულს უხარია მაინც. :)))
მეცამეტე თვე (7)
მეცამეტე თვე (7)



№1  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია აუ ეს მატათა ძაან მომწონს ძაან მაგაი ისტორიაა ველი ახალ თავს მალე დადე მაგარი გოგო ხარ love

 


№2  offline წევრი nukiiiiii

oxoxo ra tavi iyo:D ehh kai gogo xar ra ra giyott gemrieli rogorc xinkali:D exla dzalian minda da amitom:D momewona ki ara dzalian momewonaaa da velodebi dgesssss ar vidzineb male da xval olimpiadam mak tumca mainc shens gamo ar vidzineb da imediaa male dadeb shemiwyaleb:DD aba shen ici cxeli tavi gvindaaaaaaaa:DDDDDD

 


№3  offline მოდერი MyLove

myself
მე გეტყვი! wink
ესეიგი, როცა დავიწყე ამ ისტორიის კითხვა, ეგრევე მივხვდი, ამ მაიმუნ ბავშვს რაღაც "სხვანაირი" ექნება ჩაფიქრებული...
ხოდა, მართალი ვყოფილვარ! რა ამბები დაატრიალე?!
რა თქმა უნდა, "შენებურები"!
ვკითხულობ შენს ისტორიებს და ჯერ ერთი გრამატიკული შეცდომა ვერ აღმოვაჩინე!
ეტყობა ქართული გიყვარს! wink
ხო, გავაგრძელო...
ანაბელის დედა უნდა მოკლა წამებით, მაგრამ მაინც შემეცოდა. (ეჰ, რა ვუთხარი ჩემს გულს, თორე...)
მაგრამ უფრო ანაბელის მამა შემეცოდა, ეტყობა რომ მას გავს ანაბელი.
შენ კიდე! თვით საოცრება და მზის სხივი ხარ wink
ძალიან,ძალიან, (ბევრი ძალიან) მომწონს ისტორიაც და რა თქმა უნდა შენც!

nukiiiiii
oxoxo ra tavi iyo:D ehh kai gogo xar ra ra giyott gemrieli rogorc xinkali:D exla dzalian minda da amitom:D momewona ki ara dzalian momewonaaa da velodebi dgesssss ar vidzineb male da xval olimpiadam mak tumca mainc shens gamo ar vidzineb da imediaa male dadeb shemiwyaleb:DD aba shen ici cxeli tavi gvindaaaaaaaa:DDDDDD

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე! არ მჯერა... wassat ჩემო გოგონებო, ძალიან დიდი მადლობა ორივეს... ისე გამახარეთ ისე გამახარეთ თქვენი კომენტარებით.. აი მუზა მომიყვანეთ და კარებთან დამიგდეთ რასაც ჰქვია..
რა თქმა უნდა, ისეთი რაღაცეები მაქვს ჩაფიქრებული, თქვენ რომ ვერც კი წარმოიდგენთ.. გამახარა თქვენმა კომენტარებმააა love უყვარხართ ლუციიიის!!
lamazmani
ძაან მაგარია აუ ეს მატათა ძაან მომწონს ძაან მაგაი ისტორიაა ველი ახალ თავს მალე დადე მაგარი გოგო ხარ love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი Annee

მატათა ანაბელის მოტაცებას ხომ არ გეგმავს? არა რა ერთი მატათას ნაირი მეც მინდა . :/ რა ბიჭია, რა ბიჭიიი! :დდდ ისტორია მართლა უუუმაგრესია. შენ ხომ ვაფშე მაგარი ხარ! ^_^ კიდევ უფრო მაგარი იქნები თუ 12-ის მერე ერთ მსუყე თავს დაგვიდებ :*::** ლავ იუუ!!

 


№5  offline წევრი tveni

დედამისს ისეთი საშინელიც არაფერი გაუკეთებია რობასე უცებ შეძულებოდა ქმარს და შვილს და სახლიდან გაეშვათ.. რამდენიმე გრამატიკული შეცდომა იყო მაფრამ რო გადახედავ მიხვდები შენ თვითონ და გაასწორებ.. ვიშ იუ ლაქ <3 <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Matata rakacia :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent