შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 26)


3-05-2015, 00:13
ავტორი llella
ნანახია 5 768

დემეტრეს ნაამბობი:


სასაცილოა, მაშინ როცა გგონია რომ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობ და ამით კმაყოფილი ხარ, როცა შენი ყოველდღიური ცხოვრება გაკმაყოფილებს და უცებ ხვდები რომ შენში რაღაც ახალი გრძნობა ჩნდება და ის ცხოვრება რითაც ადრე ცხოვრობდი სულაც აღარ გაკმაყოფილებს, გინდა მიაღწიო კიდევ უფრო მეტს, დაიპყრო მწვერვალები, მხოლოდ იმიტომ რომ ამ გრძნობის წამრომქმნელს დაანახო თუ როგორი ხარ, როგორი ძლიერი და მიზანსწრაფული... და მაინც ის ამას ვერ ამჩნევს... დასკვნა რაც მთლი ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე გამოვიტანე, რასაც 23 წლის განმავლობას მივხვდი ეს ისაა, რომ ადამიანებმა უნდა ვთქვათ ის რასაც ვფიქრობთ, რასაც ვგრძნობთ, ვუთხრათ ადამიანს ის რაც გვაქვს მისთვის სათქმელი, არავინაა უკვდავი რომ განუსაზღვრელი ვადით ცხოვრობდეს და ესეთ მომენტი კიდევ მიეცეს, უთხარით ერთმანეთს თუ როგორ გიყვართ, რომ არ შეგიძლიათ მის გარეშე, რომ თქვენი ცხოვრებაა და მისთის ყველაფერზე ხართ წამსვლელი! არააქვს აზრი გრძნობების გულში შენახვას ... არც თქვენი განსაცდელის მეგობრისთვის გაზიარება არაა გამოსავალი, ეს მხოლოდ წამიერ შვებას მოგგვრით. გადააბიჯეთ თქვენს „სანაქებო“ თავმოყვარეობას, ადექით და გამოუტყდით გრძნობებში ერთმანეთს, გამგები გაიგებს და ვინც ვერა ის თქვენი ღირსი არც ყოფილა... სიყვარული თვალებში იკითხებაო ამბობენ, მასეცაა ადამიანს შეუძლია არაფერი არ გითხრას მაგრამ მის თვალებში მთელი პოემა იკითხებოდეს!
სიბრაზეს ავყევი და რაც კი გულში მქონდა ჩამოდებული, ყველაფერი ვუთხარი თამუნას, სხვა დროს ჩემი სიბრაზის დაუმორჩილებლობის გამო ჩემივე თავს გავუწყრებოდი, მაგრამ არა ახლა, ჩემივე სიბრაზე რომ არა ახლა ის ჩემი არ იქნებოდა, ვერ გაიგებდა თუ როგორ მიყვარს და ა.შ. ამიტომ მიენდეთ გრძნობებს და ისე ნუ იზამთ ისე რომ ბრაზმა დაგასწროთ...

თამუნას ოთახიდან გამოსულმა, სამზარეულოში შვედი, წყალს ვისხამდი როცა კარებზე ზარი გაისმა, გამოვედი და კარები გავაღე, უჩა და ლექსო ერთმანეთზე გადახვეულები იდგნენ კარებთან.
-შემოგვიშვებ ბუჯო?!-გადაიხარხარა უჩამ.
-შემოდით, შემოდით-გამეცინა მათ მომღიმარ სახეებზე და გავიწიე რომ ორი უტვინო აყლაყი შემოსულიყო სახლში, დივანზე დაეხეთქნენ, მეც დავჯექი.
-რა გაცინებთ ბიჯო?!-გაკვირვებულმა ვკითხე მომღიმარ ბიჭებს.
-მთელი ღამე დავეხეტებოდით ქუჩებში-გაიცინა ლექსომ და ჩემთვის განკუთვნილ წყლით სავსე ჭიქას დასწვდა.
-დავიმხეთ ბათუმი თავზე, სად არ ვიყავით პროსტა-გადაიხარხარა უჩამაც.
-რა ქენით?!
-რავიცი მე, ჯერ მაგარი დავთვერით, მერე ლელუკას და სოფოს დავურეკეთ, ისინი ვნახეთ და...
-ასე ოცდაათჯერ ავუხსენით თითოს სიყვარული მგონი-არ დააცადა ლექსომ ძმაკაცს დამთავრება-თან რიგრიგობით რო ვუხსნიდით სიყვარულს ეგ იყო მაგარი-გადაიხარხარეს ორივემ.
-სუ გამოდებილდით ხო?!-უეცრად ლოგიკური კითხვა დამებადა.
-აუ ვინ ამბობს ტო დებილები ხართო-ხელი აიქნია უჩამ-ტიპი ვეღარ აზროვნებს და კიდე ჩვენ ვართ დებილები.
-შუა ქუჩაში უჩამ ვიცეკვოთო, მეც მეტი რა მინდოდა და „Black star”-ის სიმღრებზე ვცეკვავდით, იმდენი ვიცეკვეთ რო ფეხზე ვეღარ ვიდექით.
-აუ შენ ის უთხარი ვიღაც გოგოები რო გამოგვეკიდნენ-გადაიხარხარა უჩამ.
-რა ქნეს? კი არა და რა ქენით ისინი რო გამოგეკიდნენ?!
-რავიცი ბიჯო ერთი, მივედით ვღლაბუცობდით და ისე გამომიქანა ერთმა ჩანთა კინაღამ იქვე მომკლა ტო-სიცილს არ წყვეტდა ლექსო.
-ჩვენ რა ვიცოდით იუმორის გრძნობა თუ არ ქონდათ ვაახ-უდანაშაულოსავით აიჩეჩა მხრები უჩამ და ლექსოს ხელიდან წყლის ჭიქა გამოგლიჯა.
-აუ რა გეშველებათ თქვენ რაა-გამეცინა მეც და ერთი ჭიქა წყლისთვის მოჭიდავე ძმაკაცებს გადავხედე.
წამით დავსერიოზულდი და ლექსოს მივუბრუნდი.
-ლექსო...
-ჰოუ-არ წყვეტდა სიცილს.
-ბიჯო მისმინე სალაპარაკო მაქ-ჩემმა სერიოზულმა სახემ ლექსოსა და უჩას დაწყნარება გამოიწვია.
-რამე ხდება?!-გაკვირვებულმა მკითხა უჩამ.
-ნუ იტოკში... ბიჯო თამუნას ავუხსენი ყველაფერი რაა...
-რა ყველაფერი?!-გაკვირვებული ლექსო ვერ მიმიხვდა ნათქვამს.
-რადა ბიჯო რო მიყვარს რაა...-ნერვიულად გავიცინე და თავზე ხელი გადავისვი.
-ვაააახ სააღოლ, მაგარია ბიჭო გვაღირსე რაა-გაიცინა და მხარზე ხელი დამკრა-მოიცა და მან რაო?!
-იტოკში მასაც რაა...
-ვახ ვახ ვახ, მოგილოცე მაშინ ძმაო-გაიცინა და გადამეხვია.
-მე დაგავიწყდით თქვე პიდა***ებო-წამოიძახა უჩამ და ორივეს თავზე ადგვახტა.
-დედა რამისიმძიმე ხარ შე ძროხა-ამოიოხრა ლექსომ.
-ვინაა ბიჭო ძროხა, ვიქტორია სეკრეტი ამიყვანდა მოდელად პროსტა ხო ხვდები რაა...
-რა პროსტა?!-გამეცინა მის შედარებაზე.
-რადა ბიჭი ვარ და ვერ ამიყვანს, თორე ხო იცი არა... -თავის ქებით გააქნია თავი და ლექსოს მოქნეული ხელი რომ აეცილებინა ფეხზე წმოხტა.
-აუ შენ რა პიდა***სტი ხარ ტო.
-რაარი ტო მაინც და მაინც დაგიმტკიცო უნდა რო ნორმალური ვარ?!-გულუბრყვილოდ წამოიძახა უჩამ.
-გაეთრიე ბიჯო-გადაიხარხარა ლექსომ.
-მისმინე...-ისევ მივუბრუმდი ლექსოს-ეს ყველაფერი არაა რაც მინდა რომ გითხრა.
-რა ხდება?
-ბიჭო იტოკში თამუნას ხელი მინდა რომ გთხოვო...-ნერვიულობა შეიმჩნეოდა ჩემს ხმაში-ვიცი... ვიცი რომ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა მაგრამ მაინც მინდა რომ მისი ხელი გთხოვო.
-ეუფ დემეტრინიო-გაიცინა უჩამ-თვალსა და ხელს შუა გამეზარდე ბიჭოოოოოო-ტრაგიკულად წამოიყვირა და თექტრალურად ჩამოიხოკა ლოყები.
-ნუ მაიმუნობ ნიკოლავა!!!-გაბრაზებულმა გავხედე უჩას.
-არ ვმაიმუნობ, შენ ძმობას ვფიცავარ თუ ვმაიმუნობდე.
-მე რაღა ვთქვა ტო...-უცებ დაიწყო ლექსომ და გაიღიმა-ბედნიერებას გისურვებთ ძმაო და ხო კიდე მაინც ძმა ვარ...-გაიცინა-გაუფრთხილდი, აბა ეხა მუქარით შენ კაცი ვერ შეგაშინებს და...-გადაიხარხარა.
-ანუ ამ დებილს შენს დას ანდობ და დაჟე რო გაიზრდება ი პაწა, ცოლსაც მოიყვანს ეს შტერი?!-გადაიხარხარა უჩამ და „საყვარელი“ სიტყვებით დაგვახასიათა.
-მასე გამოდის კლოუნო-დაეთანხმა ლექსოც.
-სად მინახე ძმობს გაფიცებ წითელი ცხვირი და დიდი ბუჩქი თავზე?!-სერიოზული სახით დასვა კითხვა უჩამ და ლექსოს გახედა.
-ხო ვამბობ დებილია თქო-გაიცინა ლექსომ.
-ხო ხო კაი-დანებებით ამოიოხრა უჩამ-ისე ის სამი რემბო რას აჩალიჩებენ.
-ხო მართლა რა საქმეზე არიან?!-ვკითხე ბიჭებს.
-ბესოს საქმეზე, მგონი ერთი სარძლო კიდე შემოგვემატება-გაიცინა უჩამ.
-მოიცა ტო რას ამბობ?!
-რას და ჩვენი ბესიკი შეყვარებულია და იმ გოგოსთან წავიდა, სიყვარული უნდა აუხსნას ა.შ და ა.შ.
-მერედა ჩვენ ვერ გვითხრა?!-დამასწრო კითხვის დასმა ლექსომ.
-იმათმა ატეხეს ბიჯო, აწიე ერთი ადგილი და მიდი იმ გოგოსთანო, რას აწვალებ მასაც და შენ თავსაც რას იწვალებო, ნუ ჯერ ჩვენი ბესიკი უარზე იყო მარა ხო იცნობ არა შენს ძმას-მე გამომხედა უჩამ და დემეტრეზე მიმითითა-ხოდა წავიდნენ რაა.
-ნახე ბესოს რაა... რას გვიმლავდა თურმე, რო დაძვრებოდა დრო და დრო მეც არ მიკვირდა-გაიცინა ლექსომ.
-სააღო ჩემს ძმას-გავიცინე და კიბეებზე მომავალ თამუნას გავხედე.


თამუნას ნაამბობი:


ქვემოთ ჩასულს ლექსო, უჩა და დემეტრე დამხვდნენ რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ.

-რაფრა ხარ შე პაწა?-მკითხა უჩამ როცა დავჯექი და ლოყაზე მაკოცა.
-კარგად... თქვენ რაფრა ხართ?-მეც მას მივბაძე.
-ჩვენ მაგრად ვართ.
-აუ თამუ გვაჭამე რა რამე, მაგრად გვშია-მითხრა ლექსომ და კატის თვალებით გამომხედა.
-აუუუ როდის მოიყვან რაა ცოლს რო დამანებო ე თავი-მობეზრებულად წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში გავედი.
-ლელუკა რო გაიზრდება თამუ, მერე მოიყვანს-დამიყვირა უჩამ და გავიგონე როგორ ესროლეს ბალიში და როგორ შეამკეს „სასიყვარულო“ ფრაზებით.
სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვაღე, ისევ ცეზარზე, შემწვარ კარტოფილზე და პაფლოცკიზე შევაჩერე არჩევანი. გამოვალაგე საჭირო ინგრედიენტები და შევუდექი საჭმლის მომზადებას.
სალათის ფურცლებს ვჭრიდი, უცებ შევკრთი როცა მუცელზე მძიმე ხელების შეხება ვიგრძენი, ცხელი სუნთქვა მომაფრქვია მხარზე და მაკოცა.
-დემეტრე...
-ხო პატარავ.
-დემეტრე რას აკეთებ?!
-არეფრს არ ვაკეთებ-ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ისევ მაკოცა, მაგრამ ამჯერად ყელზე.
-დემეტრე შეწყვიტე!
-რატო თამუნა?!-ვითომც არაფერი, ისევ მისას აგრძელებდა.
-დემეტრე!!!-ვითო გავბრაზდი, მაგრამ ჩემი ხმა მე ძლივს გავიგონე.
-ხო...-არა ეს ბიჭი ჩემს ნერვებზე ცუდად თამაშობს.
-გეყოფა, საჭმელი უნდა გავაკეთო
-თამუნა რა გჭირს?!-გაბრაზებულმა აწია თავი და მისკენ მიმაბრუნა.
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს, უბრალოდ... მორჩი მაიმუნობას, საჭმელი უნდა გავაკეთო, თან ბიჭები იქ არიან და...
-მერე რაა?! იყვნენ არაფერს არ აშავებენ, არიან მათთვის ჩუმად-გაიღიმა და მისი დიდი და გავარვარებული ტუჩებით ნაზად შემეხო ჯერ ქვედა, მერე კი ზედა ტუჩზე-ვერ ვძღები შენით!-წელზე მძლავრად შემომხვია ხელი და ახლოს მიმწია, მეც ინსტინქტურად კისერზე შემოვაწყვე ხელები, მას ჩემს საქციელზე გაეღიმა-ცუდად მოქმედებ ჩემზე!
-ერთი მე მკითხე შენ როგორ მოქმედებ ჩემზე...-ამოვიბუზღუნე, ჩემს პასუხზე გაიცინა-ნუ დამცინი, მართლა გეუბნები.
-არ დაგცინი! მე არ ვიცი როგორ ვმოქმედებ შენზე, მაგრამ შენ რომ ჭკუიდან გადაგყავარ ეგ ფაქტია-ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს და უფრო მაგრად მიმიკრა გულ-მკერდზე.
-ოოოჰ გვრიტებო-უცებ ჩამოვიღე დემეტრეს მხრებიდან ხელები, როცა უჩას ხმა გავიგონე.
-ნიკოლავა !!!-დაუღრინა დემეტრემ, ხელზე ხელი მაგრად მომკიდა და მისკენ მიმწია.
-თქვენ არ იცით რა საყვარლები ხართ ერთად, ბაყ-ბაყ დევი და პრინცესა.
-ნიკოლავა წელში გადაგხსნი!!!
-აუუუ ეს რა უჟმურია ტო...-ამოიოხრა უჩამ და ხელი აიქნია-მშია მე.
-მერე და ჭამე ვინ გაკავებს-ისევ გაბრაზებული ლაპარაკობდა დემეტრე.
-გაეთრიე მერე შენ, რომ მოამზადოს ბავშვმა საჭმელი, რომელი პოვარი მე მნახე რაა, აცადე გააკეთოს საჭმელი და მერე რაც გინდათ ის ქენით-გადაიარხარა უჩამ , მე კიდე ძალიან შემრცხვა და დემეტრეს ამოვეფარე, მან ეს შეამჩნია და ღიმილით გამომხედა.
-მიდი მოამზადე რამე, ჩასკდნენ ესენი, მე მერეც მოგიხელთებ-ვნებანარევი ხმით ამოილაპარაკა, კიდევ ერთხელ შეახო მისი ტუჩემი ჩემსას-მიჭირს მოშორება-გამიღიმა და ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან. მე კიდევ გამოშტერებული ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვექანებოდი.
სიამოვნება, სირცხვილი, მოულოდნელობა ერთდდოულად დამესხნენ თავს, გაუაზრებლად გამეღიმა. ბოლოს როგორც იქნა დავუბრუნდი რეალობას და საჭმლის კეთება გავაგრძელე.
არა რაა სულ გადამრია ამ ბიჭმა!!!



- - - - -
გამარჯობათ ბავშვებოოო love იმედია მოგეწონებათ ახალი თავი love ვგიჟდები თქვენზე, თქვენ არ იცით როგორი გახარებული ვარ როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ, მადლობა ყველას რომ კითხულობთ და მოგწონთ ჩემი ისტორია love



№1  offline წევრი lika

pirveli var :D ragac pataratavi chans gazarde mrnanaba wasakitxat male shemomeleva vici

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaih ra sayvarlebi ariaan <33 male dadee da cota didebii

 


№3  offline წევრი masu

Tamuna da demetre momwona ese ertad <3 ese gaagrdzele dzaan magari iyo <3

 


№4  offline წევრი Geek Girl

Dzaan magaria. shen Chemi Favoriti avtori xar. da es istoriac pavoritia.....

 


№5  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია ძაან მაგარი გოგო ხარ მომწონს ძაან ველი ახალ თავს

 


№6  offline წევრი -tiko))

Moklet da konkretulat... agar vici ra vtqva ukve vagar vambob eeti da imaves tu ra kargi xar imito ro agar yofnis es erti aityva ahens martla kargobas :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№7  offline წევრი Boo

კომენტარებს არ ვწერდი ხოლმე მაგრამ სულ ვკითხულობ, უუუუმაგრესია! love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent