მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი XIV)
ეს მონაკვეთი წინა თავის დასასრული, რომლის დაწერაც, თურმე, გამომრჩენია... ჰოდა, ხალხო, ამხელა თავი დავწერე დამწვარი ხელით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვით, ინტერესი დაგვეკარგაო და მოკლედ, ახალი თავიც ორ მაისს დავამთხვიე (ჰოგვორტსის ბრძოლის დღეს). მართალია, რამდენიმე წუთით გადავაცდინე, მაგრამ... შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი. * მალფოის სახეზე აფორიაქებამ გადაჰკრა. ჯერ იმ კორიდორისკენ გაიხედა, საიდანაც სლიზერინელების ხმა მოისმოდა, შემდეგ კი სემს შეხედა, მიუგდო, სწრაფად გაეცალე აქაურობასო, ხელი ჰკრა ერთ-ერთი კორიდორის სიღრმისაკენ და თავისი არმიის წევრების შესახვედრად გაეშურა წუწუნით, უჩემოდ თავს ვერაფერს ართმევთო. *** გარეთ დათბა. აქა-იქ ყვავილები იშლებოდნენ, სასარგებლო მცენარეები ხარობდნენ და მტარვალი ტირიფიც კი ისწორებდა დამშრალ ტოტებს, რითაც გაზაფხულის მშვენიერ თბილ მზეს ესალმებოდა. "დამბლდორის არმიის" არც ერთი წევრი არ გაურიცხიათ სკოლიდან, თუმცა გრიფინდორი, რეივენქლო და ჰაფლეპაფი ორმოცდაათ-ორმოცდაათი ქულით დააჯარიმეს, ჰოგვორტსის დირექტორი კი - მოხნეს. ჰარი ტვინს იჭყ/ლეტდა დამბლდორზე ფიქრით. რატომ გადაარჩინა მან ჰარი და არმიის სხვა წევრები? რატომ დაიცვა? და ბოლო: თუ მას რაიმე გეგმა აქვს, რაშიც ჰარი სრულებით დარწმუნებული იყო, რატომ არ ანხორციელებს მას? დამბლდორის გაუჩინარებისთანავე ფაჯმა დირექტორად ამბრიჯი დანიშნა. ახლა ახალი დირექტორი ყოველგვარი პრობლემის გარეშე უწყობდა სტუდენტებს დაკითხვებს (რა თქმა უნდა, სიმართლის ელექსი/რის თანხლებით) და საბრალო ბავშვებს ისეთ სასჯელს უნიშნავდა, როგორიცაა "სისხლიანი ბატის ფრთები". როგორი საშინელი დირექტორიც არ უნდა ყოფილიყო დოლორეს ამბრიჯი, ეს სტუდენტებს ბ.უ.ა-ს გამოცდებისგან ვერ იხსნიდა. სანამ გამოცდებს ჩააბარებდნენ, ბავშვები გასაუბრებაზე უნდა მისულიყვნენ მომავალი პროფესიის თაობაზე. სემი საშუალო ზომის, კომფორტულ, მუქ-ყავისფერ სავარძელში მოკალათებულიყო. ჰაერი ლავანდასი და ახლადგაშლილი ვარდების სურნელებით გაჟღენთილიყო. სემის წინ სამინისტროს წარმომადგენელი დაეშვა. ეს ხანში შესული ქალბატონი იყო. წითური, ხუჭუჭა, ჭაღარაშერეული თმები უკან შეეკრა. თითქმის ფერდაკარგული დიდი ტუჩები ჰქონდა და ნათელი ცისფერი თვალები. მარცხენა ხელში პატარა ბლოკნოტი ეჭირა, მარჯვენაში კი - გრძელი ლურჯი ბატის ფრთა. - მის... - პეის, - უკარნახა სემმა. - მართალია, - თავი დაუკრა ქალმა, - მის პეის, რა პროფესიას გსურთ გაჰყვეთ სკოლის დამთავრების შემდეგ? - მინდა შხამ-წამლების ოსტატი გავხდე. - საინტერესოა, - ინტერესით წარმოთქვა ქალმა და ცოტა ხანს დადუმდა, - რას იღებთ ხოლმე ამ საგანში? - შესანიშნავს, - ამაყად უპასუხა სემმა. - ვაგრძელებთ, - ქალმა კოპები შეკრა და ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა, - დაასახელეთ სამი თვისება, რომელსაც ადამიანში აფასებთ. - სიმამაცე, ერთგულება და იუმორის გრძნობა, - დაუფიქრებლად უპასუხა სემმა. - რას მეტყვით ისეთ თვისებაზე, როგორიცაა გულწრფელობა? - გულწრფელობა იქაა, სადაც ერთგულება და ნდობაა, - დაარწმუნა სემმა, - თუ ადამიანი შენი ერთგულია, რა თქმა უნდა, არაფერს დაგიმალავს და ბოლომდე გაიხსნება. თუმცა ყველას აქვს თავისი საიდუმლო და არა მგონია, თითოეული მათგანმა მოინდომოს ფარდის ახდა, - ტუჩზე იკბინა სემმა და დაჟინებით ჩააშტერდა თავის თითებს, რომლებსაც დიდი მონდომებით იმტვრევდა ნერვიულობისგან. ის ენდობოდა თავის მეგობრებს, თუმცა მალფოიზე ვერ ეუბნებოდა. მას ისინი ვერ გაუგებდნენ; - ეს უტოპიაა და ასეთი ადამიანები არ არსებობენ... - კარგი, - თავი დაუკრა ქალმა და ბლოკნოტში კვლავ რაღაც ჩაინიშნა, - სპორტით თუ ხართ დაკავებული? - არა. - კარგი, - კვლავ გაიმეორა მან, - დამისახელეთ თქვენი სამი საყვარელი საგანი. - შხამ-წამლები, შელოცვები და ბნელი ძალებისგან თავდაცვა სანამ ეს ვარდისფერი გომ... - სემს თვალები შიშისგან გაუფართვოდა და ხელის გული პირზე აიფარა, თითქოს ამგვარი ჟესტით თავს შთაეგონებინა, რომ ამის თქმა არანაირად არ შეიძლებოდა. - შემდეგი, - ქალმა ან წაუყრუა ან იფიქრა, მომეყურაო, - რა არის მთავარი ცხოვრებაში: განათლება, ძალაუფლება თუ ურთიერთობა? და რატომ? - განათლება და ურთიერთობა. განათლება იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო უკეთესია პირველ რიგში, შენთვის. ურთიერთობა კი იმიტომ, რომ ადამიანს ეს ყოველდღიურად ესაჭიროება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან მაინც. - ძალაუფლება რატომ არა? - ძალაუფლება ისეთი რამაა, რაც ყველგან შეგხვდება, მაგრამ პირადად მე, არ მივილტვი მისკენ, - განმარტა სემმა. - ჰმ... - დაფიქრდა ქალი, - რომელი კლუბიდან ხართ? - გრიფინდორიდან. - ასეც ვიცოდი, - თავისთვის ჩაილაპარაკა მან და განაგრძო, - როგორი დამოკიდებულება გაქვთ "სიკვდილის მხვრელებთან" და მათ... ბატონთან? - ორ წამიანი პაუზის შემდეგ დაასრულა კითხვა ქალმა. - არ მესმის ამ კითხვის მიზანი, - დაიბნა სემი. - მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი მომავალი პროფესია ვიწინასწარმეტყველოთ, - მკაცრად მოუჭრა მან, - გამეცით პასუხი დასმულ კითხვაზე. - მე არ ვთვლი მას გმირად, - დამჯერი ბავშვის ტონით მიუგო სემმა, - ის უბრალოდ ძალაუფლების მარიონეტია, ისევე როგორც მისი დამქაშები. - ბოლო კითხვაც, მის პეის, - გააფრთხილა ქალმა. - გისმენთ. - სად შეიძინეთ ეს ძვირფასი სამკაული? - შეეხო ის თემის გარეთა საკითხს და ხარბი მზერა მალფოის ნაჩუქარ ყელსაბამს ჩაასო. მის თვალებში უცნაური ჰიპნოზისმაგვარი ცეცხლი აგიზგიზდა, რომელმაც სემი დაძაბულობისგან შებოჭა. - ეს საჩუქარია, - ნაკლები თავდაჯერებულობით უპასუხა მან და სამკაული ზედის უკან დამალა. - მეგობარმა მაჩუქა. - გასაგებია, - თავი დაუკრა მან. სიგიჟის ცეცხლი ნელ-ნელა ჩაქრა და ბოლოს, სულაც გაქრა მისი თვალებიდან. - მზად ვარ, ჩემი აზრი გამოვთქვა. - გისმენთ, - გამოცოცხლდა სემი და დაძაბულობის საცეცებიდან თავი დაიხსნა. - მის პეის, ცხოვრების უცნაური თეორია გაქვთ, მიზნების, ძალაუფლების, ბოროტების, სიკვდილის მხვრელების, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, - დაიწყო მან, - ვთვლი, რომ გრიფინდორში არ უნდა მომხვდარიყავით, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო აქტიურ საქმეს მოკიდებდით ხელს. მაგალითად, სამინისტროში მოეწყობოდით და უკანონოდ გამოყენებულ შელოცვებზე შეტყობინებებს, პირველ რიგში თქვენ მიიღებდით. მეხსიერების წამშლელის როლსაც მშვენივრად მოერგებოდით ან თუნდაც, ავრორის, მაგრამ ეს თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. - მეხსიერების წამშლელი? - სამინისტროს წევრები, რომლებიც მაგლებს მეხსიერებას უშლიან, თუ ისინი რაიმე ისეთს შეესწრნენ, რაც ჯადოქრულ სამყაროს ეხება, - განმარტა ქალმა, - ესეც ავრორებისნაირად საჭირო და დაცული ორგანიზაციაა. მაგრამ თუ არჩევანის შეცვლას არ აპირებთ, წარმატებების გისურვებთ. ქალმა სემს პერგამენტი გაუწოდა, სადაც დისციპლინების, პროფესიების და ქულების სია იყო: "სამანტა პეისი "შხამ-წამლების ოსტატი": შხამ-წამლები - შესანიშნავი ჰერბოლოგია - შესანიშნავი ბნელი ძალებისგან თავდაცვა - მოსალოდნელზე მაღალი "ბნელი ძალებისგან თავდაცვის პროფესია": ბნელი ძალებისგან თავდაცვა - შესანიშნავი ტრანსფიგურაცია - მოსალოდნელზე მაღალი მაგიის ისტორია - დამაკმაყოფილებელი შელოცვები - შესანიშნავი "მეხსიერების წამშლელი": ბნელი ძალებისგან თავდაცვა - შესანიშნავი შელოცვები - შესანიშნავი მაგლმცოდნეობა - დამაკმაყოფილებელი ტრანსფიგურაცია - მოსალოდნელზე მაღალი შხამ-წამლები - დამაკმაყოფილებელი დანარჩენი საგნები: სურვილისამებრ." - გასაუბრება დასრულებულია, მის პეის, - შეახსენა ქალმა თავისი არსებობის შესახებ. სემი სავარძლიდან წამოდგა და უხმოდ გავიდა ჰოლში, სადაც კიდევ ერთგვარი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა. - რა ქენი? - ოდნავი აღელვებით იკითხა მალფოიმ, როცა სემმა კარი მიხურა და მისი მოულოდნელად გასმული ხმისგან ადგილზე შეხტა. ბოლო დროს, მალფოი ხშირად აშინებდა ასე. დღეში რამდენჯერმე ეჯახებოდა, ისე ახლოს იყო მასთან, რომ ცხვირზე ცხვირით ეხებოდა. ასეთ დროს ჯორჯის ნაჩუქარი კრისტალი ხურდებოდა, წითლად ინთებოდა და დამწყვდეულივით იწევდა მალფოისკენ, და როცა მალფოი გზას აგრძელებდა, კრისტალიც იქითა მხარეს მიიწევდა და პატრონს დიდი მონდომებით ექაჩებოდა. - მითვალთვალებ? - ნერვიულად ჩაიფრუტუნა სემმა. - ოცნებები ხდება, - თავისი ფირმული ღიმილით გაიბადრა მალფოი და კაბინეტში შევიდა. "მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი არა", - გაიფიქრა სემმა. ის ხომ ყველაზე მეტად იმაზე ოცნებობდა, რომ მალფოის არსებობა შეეწყვიტა. ან იმაზე, რომ ეს ოცნება სემის გამხდარიყო... საერთო ოთახში შესვლისას, სემი ჰერმიონს გადაეყარა. - რა გამოცდებს აბარებ? - დაინტერესდა ჰერმიონი ზღურბლზე მდგარი და ოთახში ჯერ კიდევ არ შესული სემის ამბავით. - ჯერ არ გადამიწყვეტია. - მიახლოებით მაინც. - შხამ-წამლების, ბნელი ძალებისგან თავდაცვა, შელოცვები, მაგლთმცოდნეობა, ჰერბოლოგია, ტრანსფიგურაცია, - ნელა ჩამოთვალა სემმა პერგამენტზე მითითებული საგნები და ჰერმიონის წინ, პუფში მოკალათდა. - რა ბევრია, - გაეღიმა ჰერმიონს, - მეც ამ საგნებს და კიდევ ნუმეროლოგიას, ძველ რუნებს, ასტრონომიას, ჯადოსნური არსებების მოვლას და... მისნობას. - ისა... - ფერი წაუვიდა სემს, როცა ყველა საგანის ჩამონათვალი მოისმინა, - მაგარია. წარმატებები. - მადლობა, - თბილად გაუღიმა ჰერმიონმა, - გაიგე, როგორ კიოდა დღეს ამბრიჯი? - არა, - გაიოცა სემმა, - და რა მოხდა? - ვიღაცამ მღრღნელი შეუგდო ოთახში, - უპასუხა მან. - მაგარია! - სემთან ერთად, არსაიდან გაჩენილმა ჰარიმ და რონმა უნისონში შესძახეს. - სულაც არა, - შეეწინააღმდეგა ჰერმიონი, - ფიქრობს, რომ ეს ჰაგრიდის ნამოქმედარია! *** ასეთ ციებ-ცხელებაში გავიდა სამი კვირა. ამ დროის განმავლობაში ტყუპმა უისლებმა ძალზედ ეფექტურად დატოვეს ჰოგვორტსი. მათ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი სწავლის დამთავრება, არადა ისინი ხომ უკვე ბოლო კურსზე იყვნენ. მათ ფეიერვერკები მოაწყეს და ცოცხებით გაფრინდნენ ციხე-კოშკიდან. ასეთმა საქციელმა ამბრიჯი გულგრილი არ დატოვა და მათი სკოლიდან გარიცხვა მოითხოვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან უისლებმა საკუთარი ნებით დატოვეს იქაურობა. სემს გული მტკივნეულად შეეკუმშა... ნუთუ ასეთ უბედურ ნოტაზე დასრულდა მათი მეგობრობა?.. გამოცდების ჩაბარება დიდ დაბრაზში მიმდინარეობდა, ამიტომ გრძელი მაგიდები, მერხებით შეცვლას. - დაიწყეთ, - ბრძანა მაკგონაგელმა, როცა ყველამ ადგილი დაიკავა. სემი მაგიდას მიუახლოვდა და ბილეთი აიღო: ა) დამცავი შელოცვები, ბ) განმაიარაღებელი და პარალიზების შელოცვები: არსი და გამოყენება. ერთ საათში, სემის პერგამენტზე ცარელა, უხლებელი მილიმეტრიც კი არ მოიძებნებოდა. - ჩამაბარეთ, - თქვა დეკანმა და სტუდენტები ნელა დაიძრნენ სამასწავლებლო მაგიდისაკენ. ჰარის, ჰერმიონს და რონს ახლა შხამ-წამლების გამოცდა უნდა ჰქონოდათ, სემს კი წინ ყველაზე საინტერესო რამ ელოდა - პრაქტიკა. როგორც კი გოგონამ თავისი შესაძლებლობების წარდგენა დააპირა, რაც მას სურდა, რომ ამბრიჯს ენახა, "ლედი ვარდისფერებში" დარბაზიდან გაიპარა. პრაქტიკა დუელის ფორმით დარტებოდა: ერთი - უტევს და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს, მეორე - თავს იცავს. სემს ძალიან უხაროდა, რომ ამბრიჯი, როგორი დირექტორიც არ უნდა ყოფილიყო, ამ გამოცდას ვერ გააუქმებდა. - სამანტა პეისი, - გაიგო სემმა თავისი სახელი და გვარი, ჯადოსნური ჯოხი ჯიბიდან ამოიღო და დარბაზის ცენტრში გავიდა, - და დრაკო მალფოი. - ხომ გითხარი, ოცნებები ხდება-მეთქი, - დამცინავად წარმოთქვა, შანსი ხელიდან არ გაუშვა მალფოიმ დასაგესლად და სემის წინ დადგა. - მის პეის, - დაიწყო პროფესორმა ტოფტიმ, - განმაიარაღებელი, თუ შეიძლება. - რა თქმა უნდა, - თავი დაუკრა სემმა და მის თვალებში აზარტულმა ნაპერწკლებმა იფეთქეს, - ექსპელიარმუს! მალფოიმ შელოცვა აიცდინა. - პეტრიფიკუს ტოტალუს! - ესროლა შელოცვა სემმა. - პროტეგო! - საპასუხოდ შესძახა მალფოიმ და სემის შელოცვა კედელს მოახვედრა, - მაშინ შხამ-წამლების გაკვეთილზე... დამიცავი, არა? - რედუქტო! - შეჰყვირა სემმა იმედით, რომ "დუელი" ამ შელოცვით დასრულდებოდა, მაგრამ მალფოი მოსალოდნელზე კარგად იცილებდა შელოცვებს, - ვიხუმრე. იუმორის შესანიშნავი გრძნობა მაქვს. გაშეშდი! - ვერ ეღირსები, - ჩაიფრუტუნა ბიჭმა და შელოცვა დაუბრუნა, - იცი, მეც მაქვს იუმორის გრძნობა. - არა, არ ვიცი, - უხეშად უპასუხა სემმა. - იქნებ იმიტომ, რომ შენ ვერ ამჩნევ? - აბსტრაქტულად შენიშნა სლიზერინელმა. - და რას უნდა ვამჩნევდე რო? - მწარედ ჩაეღიმა გოგონას, - შენ ხომ არა, შემთხვევით? - ადგილები გავცვალეთ! - იყვირა პროფესორმა და სემმა ლურჯი ნაპერწკლების ულუფა მომენტალურად მიირთვა. - შეიძლება, - ივარაუდა მალფოიმ. სემს გული ისე სწრაფად და მაგრად უცემდა, რომ შეეშინდა კიდეც, მალფოიმ არ გაიგოსო. მას სძულდა სლიზერინელი, უფრო სწორედ კი, უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ ყველა ოცნება კი არ ხდება, როგორც დრაკო ირწმუნებოდა... - როდის აქეთ, მალფოი? - დამამცირებელი ხმით იკითხა სემმა. ამ მომენტში, გოგონას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მხოლოდ გამოცდის ადგილები კი არა, პიროვნული თვისებები და ხასიათებიც გაცვალეს. - ექსპელიარმუს! - იყვირა მალფოიმ, მაგრამ სემმა აიცდინა, - როდის აქეთ და ნუთუ შენთვის არ უსწავლებიათ ბავშვობაში? - რა არ უსწავლებიათ? - ვერ გაუგო სემმა. - ის, რომ თუ ბიჭი ნაწნავებზე გქაჩავს, - დამცინავად წარმოთქვა დრაკომ, - ესეიგი მოსწონხარ. პეტრიფიკუს ტოტალუს! აცდენა. - ესეიგი პოტერი მოგწონს? - მოჩვენებით გაიკვირვა სემმა და წაიკისკისა. - ნორმალური ხარ?! - აენთო სლიზერინელი. - გრეინჯერი? - არა. - უისლი? - არა. - ბო? - არა! - ბოროტად იღრიალა მოთმინება დაკარგულმა მალფოიმ. - მორჩა, ყოჩაღი ბავშვები ხართ, - გაისმა პროფესორის ხმა, - პრაქტიკა - შესანიშნავი. - აბა კი, დოულიშ! ასე ადვილად ვერ დამიჭერთ! - მოისმა გარედან მაღალი შეძახილი, რომელიც ლომის ღრიალს უფრო ჰგავდა. იმაში, რომ ეს ჰაგრიდი იყო, სემს ეჭვი არ შეჰპარვია, მაგრამ არ ეგონა, ასეთი ხმამაღალი ყვირილი თუ შეეძლო, რადგან ჰაგრიდი თავისი ქოხითურთ ციხე-კოშკიდან კარგა მოშორებით იმყოფებოდა. დიდ დარბაზში მაგიის ისტორიის მასწავლებელი, პროფესორი ბინსი ქოშინით შევარდა: - პროფესორო მაკგონაგელ, იქ... მაგრამ მინერვამ ყური არ ათხოვა, დარბაზიდან ისე გავიდა. - იმაზე ფიქრობ, რაზეც მე? - ჩაეღიმა მალფოის. - არ ვიცი, რაზე ფიქრობ, - გულწრფელად უპასუხა გოგონამ, - მაგრამ მე ცოტას კი გავისეირნებდი. - არც ისე ცუდი იდეაა, - შეაფასა მალფოიმ და წყვილი გრიფინდორის დეკანს გაჰყვა. როდესაც ბავშვები ჰაგრიდის ქოხს მიუახლოვდნენ, სემმა მეტყველების უნარი დაკარგა. სკოლის მეტყევე რამდენიმე ადამიანს წრეში მოექცია და უთვალავი რაოდენობის შელოცვებით უმასპინძლდებოდნენ. მიწაზე, მათ პირდაპირ, პროფესორი მაკგონაგელი უგონოდ იწვა, თვითკმაყოფილი ამბრიჯი კი, როგორც ამჟამინდელი პროექტის ხელმძღვანელი, ხმამაღლა ყვიროდა "დაიჭირეთ, დაიჭირეთ!", მაგრამ მისი დამქაშები სულ არ აპირებდნენ ნახევრად-გოლიათზე მუშტებით თავდასხმას, ამიტომ უკან დაიხიეს, ფეხი რაღაცას წამოჰკრეს და ერთმანეთზე დალაგდნენ. ჰაგრიდს დრო არ დაუკარგავს, თავისი ძაღლი მხარზე მოიგდო და იქაურობას სასწრაფოდ გაშორდა. გზად კიდევ რამდენიმე შელოცვა უთავაზეს, მაგრამ მეტყევეს არც ერთი არ მოხვედრია. - პროფესორო, - ხმადაბლა დაუძახა სემმა დეკანს, მის გვერდით მუხლებზე დაეშვა და პულსი გაუსინჯდა, - ცოცხალია. დამეხმარე. - რა? - აპილპილდა მალფოი. - ხო გინდოდა გასეირნება, - ბოროტად წაისისინა სემმა, - ჰოდა კეთილინებე და დამეხმარე. დამარცხებული დრაკო ძირს უგონოდ მწოლიარე დეკანს მიუახლოვდა, ფრთხილად ასწია და წელზე მოეხვია. სლიზერინელს რომ არ გასჭირვებოდა, სემი მეორე მხარეს ამოუდგა პროფესორს და ხელი მხრებზე მოხვია. საბედნიეროდ, ამბრიჯს ისინი არ შეუმჩნევია, რადგან ცდილობდა თავისი დამქაშები ფეხზე აეყენებინა. - მამაჩემი გაიგებს ამის შესახებ! - დაიმუქრა მალფოი. თუმცა ამ სიტყვებმა სემს სახეზე მხოლოდ ღიმილი მოავლინა. მალფოი ყოველთვის ცდილობდა, ხალხისთვის თავი უკვე ზრდასრულ ადამიანად მოეჩვენებინა, მაგრამ მისი ამგვარი მუქარები (თუ შეიძლება ამგვარ შეშინების მცდელობას ასე უხეშად ვუწოდოთ), ისე ბავშვურად და უსუსურად ჟღერდა, რომ სემი მიხვდა: მალფოი კიდევ კარგა ხანი არ გაიზრდება. *** - ვოლდემორმა უსი შეიპყრო, - განაცხადა კაბინეტში შევარდნილმა ჰარიმ. ჰერმიონის თვალებში სემმა მუნჯური შიში ამოიკითხა, რონი კი საგრძნობლად დაიძაბა, ყველა დროის უსაშინლესი ჯადოქრის სახელის გაგონებისას. ჰარიმ ხმა გაკმინდა, როცა იქვე მჯდომ სემს მოჰკრა თვალი და ნერწყვი გადაყლაპა. ჰერმიონმა შენიშნა ცვლილება და საჩქაროდ წამოიწყო: - ეგ არაფერი, ჰარი, ხომ იცი, სემის ნდობა შეიძლება! საქმეზე გადადი, - დააჩქარა გოგონამ, - საიდან... სად? - საიდუმლო დეპარტამენტში ჰყავს. ვნახე. როცა გამოცდაზე ჩამეძინა, - ახსნა ჰარიმ. - ჰარი, უსი უბრალოდ... - საფრთხეშია! - იღრიალა ჰარიმ. - იქნებ, არც არის, - გულგრილად თქვა რონმა. - რაზე ამბობ?.. - ჩაეძია მეგობრის ასეთი ცივი დამოკიდებულებით გაოგნებული ჰარი რონს. - ჰარი, ეს ხომ უბრალოდ სიზმრებია, - ყველაფრის მცოდნესავით თქვა გრეინჯერმა, - ხომ გეუბნებოდი. ამიტომაც სურდა დამბლდორს, რომ აზრების დაფარვა გესწავლა, ეგ სიზმრები რომ არ გენახა... - თუ გინდა, რომ თავი ისე დავიჭირო, თითქოს არაფერი მენახოს, უკვე იცი პასუხი, - იყვირა ჰარიმ, - ეს უბრალოდ სიზმრები არ არის - ეს რეალობაა. უსს უკვე აწამებენ! - იქნებ არა? - არ ნებდებოდა ჰერმიონი. - ვოლდემორს შეეძლო თქვენი კავშირის შესახებ შეეტყო. იქნებ ეს მას სურს, რომ შენ ასე გეგონოს? - ჰოდა უნდა გავარკვიოთ, - ჩაერია სემი, რაზეც ჰარის სამადლობელი ღიმილით დასაჩუქრდა. - იდეა მაქვს, - თქვა ჰარიმ და სამი აღელვებული წყვილი თვალი მიიპყრო, - ბუხარის დახმარებით დავუკავშირდები. - ყველა ბუხარს სამინისტრო ადევნებს თვალს, - შეახსენა სემმა. - მაგრამ ამბრიჯის ბუხარს - არა, - თქვა მან. - ჰარი, სულ შეიშალე?! - წამოიყვირა ჰერმიონმა, - დამბლდორმა დაგვიცვა, რათა სკოლაში დავრჩენილიყავით, შენ კი ისეთი რამის გაკეთება გსურს, რის შემდეგაც პირდაპირ გაგრიცხავენ! - პრინციპში სხვა ვარიანტი არც არის, - მხარი აუბა სემმა ჰარის, თუმცა გული ცუდს კი უგრძნობდა. ჰარიმ თბილად გაუღიმა და თავი ოდნავ დაუქნია. უცბად კაბინეტის კარმა გაიჭრაჭუნა და ზღურბლზე რამდენიმე ადამიანი გაჩნდა. - გამარჯობა, - მიესალმა ბავშვებს ჯინი, - ჰარის ხმა გავიგეთ და გადავწყვიტეთ, გვეკითხა, ჩვენი დახმარება ხომ არ გინდათ? კაბინეტში ლუნა ლავგუდიც შევიდა, რომელიც დიდი ყურადღებით ათვალიერებდა ჭერს. - არა, არ გვჭირდება, - მკვახედ უპასუხა ჰარიმ. - გვჭირდება, - იდაყვი გაჰკრა სემმა ჰარის და მისი გაკვირვებული მზერა დაიჭირა. - თუ უკვე გაქვს რაიმე გეგმა, იმოქმედე, - უთხრა ჰარიმ, - თუ არა და, მარტო წავალ საიდუმლო დეპარტამენტში. - რომელიმე ჩვენგანმა ამბრიჯი უნდა გაართოს და რაც შეიძლება შორს გაიყვანოს თავისი კაბინეტიდან, - რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ გააცნო გეგმა სემმა, - და კიდევ ერთმა თვალი უნდა ადევნოს, რომ არ დაბრუნდეს. - მე გავართობ, - დიდი ენთუზიაზმით განაცხადა რონმა, - ვეტყვი, რომ პივსი ტრანსფიგურაციის კაბინეტს ანგრევს. - მაშინ მე ვუთვალთვალებ, - თავი დაუკრა სემმა. - კარგი... კიდევ მოსწავლეებიც უნდა გავარიდოთ იქაურობას, - აიტაცა სემის აზრი ჰერმიონმა და განმარტა, - თორემ სლიზერინელები გამოგვიჭერენ. - მე და ლუნა კორიდორის თავში და ბოლოში დავდგებით, - სიტყვა ჩასვა ჯინიმ, - ვიტყვით, რომ ვიღაცამ მხუთავი აირი გაუშვა. - კარგი, - თავი დაუქნია ჰერმიონმა, - მაშინ მე და ჰარი უჩინმაჩინის მოსასხამით შევალთ კაბინეტში. - მადლობა, - უპასუხა მას ჰარიმ. - ხუთ წუთზე მეტს ვერ გავქაჩავთ, - გააფრთხილა სემმა, - ამიტომ იჩქარე, ჰარი. - მოსასხამს მოვიტან, - თქვა ჰარიმ და კაბინეტიდან გავარდა. რამდენიმე წუთში ბავშვები ამბრიჯის კაბინეტის მახლობლად შეიკრიბნენ. - დავიწყეთ? - იკითხა სემმა. მეგობრებმა, თანხმობის ნიშნად, თავები დაუკრეს. - რონ, შენ ამბრიჯს ართობ, ლუნა, ჯინი, თქვენ - მოსწავლეებს, სემ, თვალი ადევნე, რომ ხუთ წამში არ მოირბინოს, - ბრძანებები გასცა ჰერმიონმა, - ჰარი, მოსასხამი. ჰერმიონი და ჰარი გაქრნენ. რონი კაბინეტში შევიდა და რამდენიმე წამში იქიდან ბოროტი ხმით გამკივანი დირექტორი გამოვარდა: - ეს საზიზღარი პოლტერგეისტი! როგორ მომაბეზრა თავი! - ჩემი საქმე გაკეთებულია, - თვითკმაყოფილი ღიმილი მოეფინა რონს ჭორფლებით მიმოფანტულ სახეზე, როცა ამბრიჯი მხედველობიდან გაქრა. - ჩემი სვლაა, - გაიღიმა სემმა და ვარდისფერ საფრთხობელას გაეკიდა. - არ შეიძლება! - გაიგო მან ჯინის ყვირილი, როცა ვიღაცამ კორიდორის სიღრმისაკენ დააპირა ნაბიჯის გადადგმა, - ვიღაცამ მხუთავი აირი გაუშვა. მოსწავლეებისგან შემდგარმა ბრბომ ჯინის გამგმირავი მზერა ესროლეს და საწინააღმდეგო მხარეს გაუყვნენ. *** - აქ რა... - ხმადაბლა შეიგინა მალფოიმ და მონტეგიუს მიუახლოვდა, რომელმაც სემს ხელი ისე მაგრად გადაუტრიალა, რომ ლამის ხელი მოსტეხა, - ამას მე მივხედავ. - მომთხოვნად განაცხადა მალფოიმ და მონტეგიუს ხელი გააშვებინა. - თვითონაც კარგად გავუმკლავდებოდი, - უხეშად გააპროტესტა სლიზერინელმა. - ეჭვი მეპარება, - ტონში უპასუხა მალფოიმ, სემს ხელი მაჯაში ჩაავლო და იქითა მხარეს წაიყვანა, სადაც დანარჩენები შეგროვილიყვნენ. სლიზერინელებს თავიანთი ჯოხების წვერები მძევლებისთვის, კისრებზე მიებჯინათ. დრაკომ თითქმის ნაზად მოხვია ხელი სემს წელზე და თავისიანებს მიბაძა. ამგვარი შეხება სემმა ელექტრონულ ძაბვას შეადარა. - გამიშვი, - ხმამაღლა ჩასჩურჩულა სემმა. - ასეც კარგად ხარ, სნეიპ, - გაეღიმა მალფოის, - შენს გაშვებას სულ არ ვაპირებ. - მძულხარ, - კბილებში გამოსცრა სემმა. თან ღმერთებს შეეხვეწა, რომ არ დაუდგეს დღე, როცა ამ სიტყვის საწინააღმდეგო განუცხადოს სლიზერინელ პრინცს. - მეც, - ვალში არ დარჩა ბიჭი. - მის პეის, - მიმართა ამბრიჯმა სემს, - მოხარული ვარ, რომ შემოგვიერთდით. თქვენც იზიარებდით მისტერ პოტერის სურვილებს, ასეა? ვისთან გინდოდათ დაკავშირება, შეიძლება დავინტერესდე? - არა, არ შეიძლება, - მოუჭრა სემმა. - მაშინ თვითონ გამოვიცნობ, - ამპარტავნულად წარმოთქვა მან და გამანადგურებელი მზერა ესროლა სემს, - მისტერ პოტერ, დამბლდორთან გინდოდათ დაკავშირება? არ მეგონა, ასე შორს თუ შეტოპავდით, მაგრამ... - ეს მე არ მეგონა, ამ დონემდე თუ შეიშლებოდით და ადრინდელზე უარესად დაიწყებდით ბოდვას, - ჩურჩულით გამოეხმაურა სემი, რაც მალფოის არ გამოპარვია, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეცინა. - მიპასუხეთ, პოტერ, - აგრძელებდა დირექტორი, - სად იმალება დამბლდორი? - არ ვიცი, - უპასუხა ჰარიმ. - ისევ იტყუებით! - იწივლა ამბრიჯმა. - არა, არ ვიტყუები, - გარკვევით გამოკვეთა სიტყვები ბიჭმა. უცბად კარი გაიღო და კაბინეტში სნეიპი შევიდა. ის ამ ყველაფერს სავსებით მშვიდად უყურებდა. - მეძახდით? - სევერუს, გეთაყვა, სიმართლის ელექსი/რი მომითანეთ, თუ შეიძლება, - მოითხოვა მან. - ბოდიშს გიხდით, მაგრამ ბოლო მისტერ პოტერზე წავიდა, - აუხსნა სნეიპმა. - ახალი მოამზადეთ! - ხმამაღლა იყვირა ამბრიჯმა. - ახალს მომზადების ნახევარი წელი დასჭირდება, - უპასუხა მან. - მაშინ თავისუფალი ხართ. სნეიპმა თავი დაუკრა და როცა გასვლა დააპირა, ჰარიმ მიაძახა: - მათ მაწანწალა შეიპყრეს! - ამბრიჯს სახე მოებრიცა, - მათ ჰგონიათ, რომ მან იცის, სად არის დამალული ის! - ვინ ის? რა არის დამალული? - ვერ ხვდებოდა დოლორესი, - სევერუს, ხვდებით, რაზე ლაპარაკობს? - წარმოდგენა არ მაქვს, - თქვა მან ყინულივით ცივი ხმით და კაბინეტიდან გავიდა. - სად იმალება დამბლდორი? - კიდევ ერთხელ გაიმეორა ამბრიჯმა. - არ ვიცი, - უპასუხა პოტერმა ისე, თითქოს თითოეულ სიტყვას ხაზს უსვამდა, რათა პასუხის აზრს, როგორც იქნა, პროფესორის ტვინამდე დაეღწია. - მომიწევს სხვა მეთოდებს მივმართო, - გადაწყვიტა დირექტორმა, - გსმენიათ რაიმე კრუციატუსის წყევლის შესახებ? - არ გაბედავთ, - აენთო ჰერმიონი, - ეს აკრძალულია! - მაგრამ ვერავინ ვერ გაიგებს, - საზიზღარი ღიმილით მიუგო ამბრიჯმა, ჯოხი ამოიღო და ჰარის დაუმიზნა. - ხელი არ ახლო! - იყვირა სემმა და მალფოის მჭიდროდ შემომჭდარი ხელებიდან თავის გათავისუფლება სცადა, მაგრამ მონტეგიუს მიერ წეღანდელმა ჩატარებულმა ილეთმა, სემს უკანასკნელი ძალები გამოაცალა, - გამიშვი, მალფოი! - დაწყნარდი, გესმის? - ჩურჩულით სცადა გააფთრებული გოგონას დაწყნარება მალფოიმ, - უარესს აკეთებ. - იქნებ თქვენ ხართ მზად რაიმე მოგვიყვეთ, მის პეის? - იკითხა დირექტორმა. - არა. - ჰარი, მოუყევი, - მოულოდნელად დაიწყო გრეინჯერმა, - ეს ამად არ ღირს. - რაზე ამბობთ? - იკითხა ამბრიჯმა, - რაზე უნდა მომიყვეს? რა არ ღირს? - ჰარი, თუ არ მოუყვები, ყველაფერს ვიტყვი, - აგრძელებდა ჰერმიონი. - რაზე აქ ლაპარაკი?! - მოთმინების ფიალა აევსო პროფესორს. - დამბლდორის საიდუმლო იარაღზე, - დამაჯერებლად უპასუხა გოგონამ. - სად არის? - დაინტერესდა დირექტორი. - ტყეში, - უპასუხა ჰერმიონმა. - წამიყვანეთ, - მბრძანებლური ტონით წარმოთქვა ამბრიჯმა და წვრილი თვალები მშიერი სვავივით ჩაასო პოტერსა და გრეინჯერს. ჰერმიონმა თავი დაუკრა. "საინტერესოა, რა ჩაიფიქრა?" - გამოცნობას ცდილობდა სემი, რომელმაც იცოდა, რომ არანაირი იარაღი არ არსებობდა. - მისტერ მალფოი, - დაუძახა დირექტორმა, - აქ თქვენ ხართ ახლა მთავარი. - რა თქმა უნდა, პროფესორო, - შეიფერა მალფოიმ. ამბრიჯმა ჰარისა და ჰერმიონის წინამძღვრობით დატოვა კაბინეტი. - იქნებ ახლა მაინც გამიშვა? - ფრთხილად დაიწყო სემმა, - მოდი, ჩხუბი არ გვინდა, თორემ ნერვული უჯრედები არ ღდგება. - არა, - ჩაიფრუტუნა მალფოიმ, - ბევრი ნერვული უჯრედი მაქვს. - ბოდიში, - წასჩურჩულა სემმა. - რისთვის? - ვერ გაიაზრა მალფოიმ. - ამისთვის, - თქვა სემმა, მალფოის დაბნეულობით ისარგებლა, ჯოხი ხელიდან გამოსტაცა და პატრონისკენ შემართა, - მონტეგიუ, დამიბრუნე ჩემი ჯოხი! - შეიძლება ნერვული უჯრედების რაოდენობაზე შევცდი, - გაუღიმა დრაკომ. მონტეგიუმ სემს კუთვნილი ჯოხი ესროლა, რომელიც გოგონამ მეორე ხელით დაიჭირა. - გაათავისუფლეთ, - ბრძანა მან. - ჩვენ უფრო მეტნი ვართ, - ჩაიქირქილა პარკინსონმა, რომელიც სულ არ იღებდა სემს სერიოზულში. - რიცხვს რა მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე გონებამახვილებას ეხება, რომელიც შენ არ გაგაჩნია, შე უტვინო კობრა! - იფეთქა სემმა და მუქი-წითელი ყუთი გახსნა, რომელშიც უჩინმაჩინის ფხვნილი ეყარა. მთლიანი კაბინეტი მუქი ფერის ფხვნილით დაიფარა. - ექსპელიარმუს! - პეტრიფიკუს ტოტალუს! - პროტეგო! როცა კვამლი გაქრა, იატაკზე უგონო უორიგტონი, პარკინსონი, მილისენტი და მონტეგიუ იწვნენ. ჯინის, ნევილის, რონს და ლუნას ამაყად აეწიათ თავები და გამარჯვებულების გამომეტყველებით დაჰყურებდნენ დამარცხებულ მსხვერპლებს. - იქნებ დამიბრუნო ჯოხი? - იკითხა მალფოიმ და ყურადღეებით ჩაათვალიერა თავისი უგონო მდგომარეობაში მყოფი კურსელები. - ახალს შეიძენ. - ძველითაც კმაყოფილი ვარ, - მოჩვენებითი დარდით შეაცოდა თავი მალფოიმ. - სემ, წამოდი, - დაუძახა ჯინიმ, რომელმაც ბოლოჯერ ესროლა წყვილს გამანადგურებელი მზერა და მეგობრებთან ერთად კაბინეტიდან გავიდა. - ჰო... ახლავე... - თვალს არ აცილებდა სემი მალფოის, - მხოლოდ ერთი პირობით... - რა პირობით? - არ დაგვედევნები! - მოსულა, - უკმაყოფილოდ დათანხმდა მალფოი და სემს ჯოხი გამოართვა, - წარმატებები. სემს პასუხი აღარ გაუცია და კაბინეტიდან ტყვიასავით გავარდა. ბაშვები აკრძალული ტყისკენ გაემართნენ. - სად არის ამბრიჯი? - აღელდა სემი. - თავი დაითხოვა, - ხალისით უპასუხა ჰარიმ, - ახლა კენტავრების სკოლაში დაიწყებს მუშაობას. - საბრალო კენტავრები, - ჩაიხითხითა სემმა. - როგორ მივაღწევთ საიდუმლო დეპარტამენტამდე? - წამოიწყო ჯინიმ. - მივაღწევთ? არანაირი "მივაღწევთ"! - წამოიძახა პოტერმა, - მარტო წავალ. - ჯიუტო... - თავი გაიქნია მომღიმარე სემმა. - მეც წამოვალ, - გაიჭიმა ნევილი, - ნუთუ დამბლდორის არმია - ცარელა სიტყვებია? - მართალია, ჰარი, - არაამქვეყნიური ხმით დაადასტურა ლუნამ. - კარგი, - რამდენიმე წუთში დანებდა პოტერი, - მაგრამ როგორ მივიდეთ? - გავფრინდეთ, - შესთავაზა ლუნამ და სიცარიელისკენ მიანიშნა. თესტრალები... როცა ისინი ჰაერში აიჭრნენ, სემი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რატომ დაუბრუნა დრაკოს ჯოხი და ჯოხის დაბრუნებისას, რატომ არ ეცადა მალფოი მის შებოჭვას? "ეს რა გამიკეთე, მალფოი?.." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.