უთარიღო დღეები (19)
- ნუ იქცევი პატარა ბავშვივით. - თავშეკავებული სიბრაზე იგრძნობოდა მის ხმაში. -არ მინდა, რომ წახვიდე. - უკვე მერამდენედ გავიმეორე ერთი და იგივე ფრაზა. საშინელება იქნებოდა მის გარეშე გატარებული ორი კვირა. -ეს აუცილებელია, ჯუნ. - წარმოსახვით,გაურკვეველ ფიგურებს ხაზავდა თითით ჩემს სახეზე და იღიმოდა. -არ მინდა იმ სახლში უშენოდ. - ჯიუტი ბავშვივით გავიძახოდი, თან ვცდილობდი არ ავტირებულიყავი.. -მალე გავა ეს დრო. - სახე დამიჭირა და თვალებში ჩამხედა. ბობოქრობდნენ ზღვის ტალღები. ხელი გავაშვებინე და ზურგი ვაქციე, არ მინდოდა დაენახა, რომ ვტიროდი. საბნის კუთხე ჩავბღუჯე და კბილები მოვუჭირე. მხარზე ვიგრძენი მისი ტუჩები. მერე კისერზე მაკოცა... -ცრემლები და გულის აჩუყებები არ გვინდა ახლა. - ჩაიცინა. - მალე დავბრუნდები-მეთქი, ხომ გითხარი არა?! -ეგ შენი „მალე“ მთელი ორი კვირაა. - გაგულისებულმა წამოვიძახე და მხარი ავიქნიე, რომ მომშორებოდა. ბარბარე ატირდა. ლაზარე ადგა და ხელში აიყვანა. ლოგინის წინ დადგა მერე, ისე, რომ მე მხედავდნენ. პაწაწინა ცხვირზე ეთამაშებოდა დადეშელი. ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა სახეზე, მართლაც რა უნდა უნდოდეს ადამიანს მეტი ამ ცხოვრებისგან თუ არა საყვარელი ადამიანების გვერდით ყოლა და მათი კარგად ყოფნა?! -ბარბი, დედაშენი მაბრაზებს და უთხარი გაჩუმდეს სანამ დროა. - სიცილით ელაპარაკებოდა ბარბარეს. -მე კი არ ვაბრაზებ, დე, თვითონ მაბრაზებს. ლოგინზე ჩამოჯდა ლაზარე, მუხლებზე დაიწვინა ბავშვი, ისე რომ ფეხები მისკენ ჰქონდა და შიშველი ფეხის გულები დაუკოცნა. მეცინებოდა მათ დანახვაზე. ბარბარე ორი თვის იყო და ვერ რეაგირებდა შესაბამისად. რომ აღარ მოასვენა, გაბრაზებულმა გამოვსტაცე და გულზე დავიწვინე. -ისე, რა მაგარია, ე, 3 ბავშვი რომ მყავს. - გადაიხარხარა ლაზარემ. -ბავშვი შენ თვითონ ხარ! - ენა გამოვუყავი. -თუ ბავშვი არ ხარ, რატომ მიიღე შენ თავზე? - თვალი ჩამიკრა.- და ეტყობა ვინცაა, მე თუ შენ, ატარტარებ ენას. -რატომ მივიღე ჩემ თავზე? აბა ვინ იგულისხმე მესამე? კიდევ გყავს შვილი და მე არ ვიცი?- ვცდილობდი სერიოზული გამომეტყველება შემენარჩუნებინა, მაგრამ დადეშელს ისე გაეცინა, რომ მეც ვეღარ შევიკავე თავი. ბარბარე ატირდა. აბა რა იქნებოდა, ისე ვხარხარებდით, რომ... შეეშინდა ბავშვს. ლაზარე საღამოს მიდიოდა ბათუმში. რამდენიმე თანამშრომელი მიჰყავდათ იურიდიული კომპანიიდან, გადამზადებისთვის, ტრენინგები ექნებოდათ. ბავშვთან ერთად მე ვერ წავიდოდი იქ და ის კი ერთ საღამოში ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას ვერ მოასწრებდა, ამიტომ ვერ ვნახავდი ორი კვირა. წინასწარ მიფუჭდება განწყობა და მერე რა იქნება?! მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი. ლაზარე სამსახურში იყო წასული და ხასიათის გამომკეთებელიც არავინ მყავდა. ბარბარე მოთენთილი იყო სიცხის გამო, ძირითადად სძინავდა, ან ჭუჭყუნებდა. დედაჩემი ვიღაც ნათესავი გარდაეცვალა და რაჭაში იყო წასული. ნაქირავები ბინა თითქმის დაცლილი გვქონდა, ლაზარეს სახლში გადავდიოდით. მით უმეტეს არ მინდოდა იქ მარტო ყოფნა. არადა ხვალინდელი დღის იქ გატარება მომიწევდა. ცივ ყავას ვაკეთებდი, ტელეფონმა რომ დარეკა. გაბრიელი იყო.. -გისმენ. -როგრო ხარ, ჯუნა? ბავშვი როგორაა? -კარგად ვართ, რავი. შენ? -ნორმალურად. რას იტყვი, მალე რომ მოვიდე და ცოთა ხნით წამოვიყვანო ბარბარე? -მმ..ლაზარეს რომ სახლში არ დახვდეს გაგიჟდება, ორი კვირა ვერ ნახავს და... საღამოს მე თვითონ მოვიყვან, კარგი? -სიტყვა სიტყვაა. გელოდებით. ___ ლოგინზე ვიჯექი ოთახში, თან ბარბარეს ვაჭმევდი და ლაზარეს ვუყურებდი, რომელიც ჩემოდანს ალაგებდა. შევთანხმდით, რომ მის ჩამოსვლამდე არ გამავიდოდი ახალ სახლში, თანაც დედაჩემიც არ იყო ჩემთან. ბარგის ჩალაგებას მორჩა, ბავშო გამომართვა და ისე ძლიერად ჩაიკრა გულში, შემეშინდა არ გაჭყლიტოს-მეთქი. ცოტა ხანში თანამშრომელმა დაურეკა, რომ უკვე კორპუსის წინ იყო და ელოდებოდა. სადარბაზოში ვიყავით ძლიერად რომ ჩავეხუტე ლაზარეს, არ მინდოდა მისი თანამშრომლის წინ ავტირებულიყავი. ხომ ვიცოდი, რომ ორი კვირა მართლაც მალე გავიდოდა, მაგრამ ბავშვობიდან გამოყოლილი შიში იმისა, რომ საყვარელი ადამიანი მიდის ჩემიდან და ან საერთოდ აღარ, ან გვიან ნრუნდება - არ მასვენებდა. მეგონა, რომ დადეშელიც მიდიოდა... -კარგი რა, ნუღარ ტირი. შენ თუ ასე იყავი, აღარ წავალ მაშინ. - თავზე ვაკოცა და მიმიხუტა. -არა, აღარ ვტირი, ვსო. - ძალით გაღიმებულმა ავხედე.- უნდა წახვიდე შენ. - თუ დაგჭირდები, აუცილებლად მითხარი და ჩამოვალ, კარგი? - თვალებში ჩამხედა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. მერე ბარბარეს მიეფერა და წავიდა. -დე, აბა შენ იცი, შენ უნდა გამაძლებინო. ხომ მპირდები?! - ხმადაბლა ველაპარაკებოდი შვილს და თან კიბეებზე ავდიოდი. გამოვუცვალე და რიჟვაძესთან წავედით. ჯერ კიდევ არ დაბნელებულიყო. მგონი ნორმალურად არც კი დავუნახივართ, ისე გამომტაცა გაბრიელმა ბარბი ხელიდან და ჰაერში დაატრიალა. მერე დიდხანს უყურა სახეგაბადრულმა, კოცნა და ათამაშებდა. -ეს ვინ მოსულან! - კივილით გამოვიდა ეზოში რიჟვაძის დედა, ჯერ მე გადამკოცნა, მერე ისიც ბავშვს ეცა. გამართო მათმა ყურებამ, მაგრამ მანამდე არ შეეშვნენ, სანამ არ აატირეს. ატირებით ადვილად აატირეს, მაგრამ რომ ვეღარ გააჩუმეს, მერე კი მომიყვანეს მე. სახლში შევედით. სუფრა გაეშალა ნანას. დედაჩემი ყოველ ათ წუთში მირეკავდა და ბარბარეს ამბავს კითხულობდა, რამდენიმე დღე იყო არ ენახა და ლამის ტელეფონში გამოხტა. შიგადაშიგ ლაზარეს ამბავს ვკითხულობდი, ბოლოს დამირეკა და კარგად ვიმგზავრეთო. სახლში წასვლა მინდოდა, მაგრამ ახლა ნანას და გაბრიელს ვერ გამოვწიწკნიდი ბავშვს ხელიდან. გვიანობამდე დავრჩი მათთან. მერე რიჟვაძემ წაგვიყვანა მანქანით, მათთან დარჩენაც შემომთავაზეს, რომ გაიგეს მარტო ვიქნებოდი სახლში, მაგრამ ვიუარე. სისულელე იყო, რატომ უნდა დავრჩენილიყავი იქ?! სექტემბერი იყო და საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცივი იყო ლაზარეს ადგილი საწოლში. როგორც ვწვებოდი ისე პოზაშუ ვიღვიძებდი დილით, რომ ვიცოდი იქ ქმარი არ დამხვდებოდა... საღამოობით რომ რეკავდა ლაზარე, დაწვრილებით მაყოლებდა თუ როგორ ჩაიარა დღემ , რა ხდებოდა და რას აკეთებდა ბარბარე. ყველა მის მქედებას ზედმიწევნით მახსნევინებდა ხომლმე... *** ლაზარეს ბათუმში წასვლიდან ერთი კვირა იყო გასული, საღამოს კარზე ზარმა რომ დარეკა და მეც გაკვირვებული წავედი მის გასაღებად, რადგან ნამდვილად არავის ველოდი. ეკა იყო, ხელში ბავშვის ხელის კალიასკა ეკავა, მეორე ხელში კი შიო ჰყავდა. გაოცებისგან სიტყვის დაძვრა ვერ მოვახერხე. ისიც არაფერს ამბობდა. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მაგრამ მერე გამოვფხიზლდი, ეკა სახლში რომ შემოვიდა. -მოხდა რამე?! - ვერაფერი მოვიფიქრე ამის გარდა. -კანადაში მივდივარ, ბავშვის იქ წამყვანი მე არ ვარ, ამიტომ თქვენ გიტოვებთ. - ისეთი ეფექტური ხმით თქვა, რომ ადგილზე გავშეშდი, კინაღამ გადავყლაპე ენა გაოგნებულმა და + გახარებულმა. არცერთი წამით მიფიქრია ის, რომ შიო ჩემთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა, რადგან ის ლაზარეს შვილი იყო და როგორც მან მიიღო ბარბარე საკუთარი შვილივით, ისე უნდა მიმეღო მეც. განსაკუთრებით იმ ფაქტმა მოახდინა ჩემზე გავლენა, რომ ორივე ერთ დღეს დაიბადნენ, ტყუპებადაც კი აღვიქვამდი მათ.... ახლა კი ნამდვილად გაიზრდებიან ტყუპი და-ძმანივით. მოზღვავებული სიხარულისგან თავბრუხვევა ვიგრძენი. არამარტო სიხარულისგან, ტკივილისგანაც... ტკივილოსგან იმიტომ, რომ შეეძლე გოგოს, რომელიც ლაზარეს უყვარდა, წასულიყო სხვაგან და ბავშვს მოშორებოდა... როგორ უნდა შეძლოს მის გარეშე ცხოვრება, როდესაც ჯერ 9 თვე ატარა მუცლით და მერე ორი თვეა ზრდის?! განა ეს ცოტაა, რომ ბავშვი შეგიყვარდეს? მით უმეტესს, რომ სხვისი კი არა საკუთარია... სუნთქვა გამიხშირდა. ისე მაღიზიანებდა მისი დანახვა, თავს ძლივს ვიკავებდი უშვერი სიტყვებით რომ არ გამელანძღა. სიბრაზის ზენიტში ვიყავი ასული... -კარგი, შეგიძლია წახვიდე... - მე თვითონაც არ ვიცი, როგორ შევძელი ამ სიტყვების მშვიდად თქმა. შიო გამოვართვი, გულზე მივიხუტე და კარისკენ წავედი. არც კი აკოცა შვილს წასვლის წინ, უემოციო სახით შეგვავლო თვალი და გავიდა. რამდენჯერმე ჩავისუნთქე ღრმად. ვერ ვთოკავდი თავს, მეშინოდა, რომ ბავშს რამეს დავუშავებდი. ბარბარეს საწოლში ჩავაწვინე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. მთელი ტანი მიცახცახებდა, ვერა და ვერ ვწყნარდებოდი. დამამშვიდებელიც დავლიე, მაგრამ შედეგი არ ჰქონია... არ ვიცოდი რა მექნება, დამერეკა თუ არა ლაზარესთვის. რომ მეთქვა ეკამ შიო მოიყვანა-მეთქი, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ტრენინგებს გააცდენდა, ეს კი სულაც არ იყო კარგი. ვცდილობდი ხელი შემეწყო მისი პროფესიული წინსვლისთვის და ამით ვამართლებდი ჩემს გადაწყვეტილებას. ბავშვებს დავხედე. შიოსა და ბარბარეს ხელები ერთმანეთის ხელზე ედოთ. უნებურად გამეღიმა და მთელი სხეული გამითბა. უკვე ერთ მთლიანობად მყავდნენ წარმოდგენილი, ტყუპ და-ძმად, რომელსაც არც მე გავარჩევდი ბიოლოგიური შვილისგან და არც ლაზარე, ორივე ერთი იქნებოდნენ ჩვენთვის და ჩვენ გვექნებოდა დიდი და ბედნიერი ოჯახი. გამაკანკალა ბედნიერებისგან. დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე, რომ რაც შეეძლო მალე ჩამოსულიყო, საღამოს ჩამოვდივარო, მითხრა. არც მას დავურეკავდი, მაგრამ ორივე ბავშვს მარტო ვერ მივხედავდი. ლამის გავგიჟდი იმ პირველი ემოციისგან, ბარბარესა და შიოს ერთდროუად ატირებისგან რომ იყო გამოწვეული. დაბნეული ხან ერთს დავხედავდი, ხან მეორეს და ვერ გადამეწყვიტა რა მექნა. ბოლოს მაინც შიოს ვაჭამე პირველად, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ბიოლოგიურ მამასთანაა, მაინც მქონა სიბრალულისმაგვარ გრძნობა, ძნელია გაიაზრო ის, რომ დედამ მიგატოვა და სხვაგან წავიდა... მერე იმაზეც დავფიქრდი, არ ექნებოდა-თქო ეკას შიოს რჩენის თავი და ამიტომ წავიდა კანადაში, რომ სამსახური ეშოვა, მაგრამ საწინააღმდეგო აზრი ეგრევე წამოიჭრა ჩემს გონებაში. შორს რომ არ წავსულიყავი, მე ვიყავი ეკას საპირისპირო მაგალითი. გამა მე მქონდა საშუალება ბავშვის გაზრდისა?! მაგრამ ამისთვის ვმუშაობდი ძიძად, ვარიგებდი ბუკლეტებს, თავი დავანებე სწავლას... განა მას არ შეეძლო რამე მოემოქმედებინა?! მით უმეტეს, რომ მისმა მშობლებმა იცოსნენ ორსულად რომ იყო ადრე. ჩემ შემთხვევაში კი სრულიად წარმოუდგენელი იყო ეს. სხვისი განსჯა ხომ მარტივია, არა?! ეკას გამართლებაც ვცადე, მაგრამ არანაირად არ გამომივიდა. მაინც არ უნდა მიეტოვებინა ანგელოზივით შვილი. ბავშვი, რომელიც ძალიან ჰგავდა მამას და მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ღირდა სიცოცხლე, სხვა რომ არაფერი. ბავშვის საწოლი ერთი მქონდა მხოლოდ. იმ დღეს ვერ გავიდოდი მეორის საყიდლად, ამიტომ საწოლის კედლებზე რომ თავი არ მიეჭირათ ბავშვებს, ბავშვების რბილი გადასაფარებელი ჩავუფინე. ცხოვრების მინიმუმ 10 წლიანი გახანგრძლივება იყო მათი ყურება, თუ როგორ სუნთქავდნენ სინქრონულად და მშვიდად. *** -დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები. - სახლში მოსულ ლაზარეს მოსალმებასაც არ ვაცდი და კარებში ვდგები, რომ შიგნიშ არ შევიდეს. -რაო? - წარბებს სწევს ზევით და კედელს ეყრდნობა. -დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები-მეთქი. - მუდარით სავსე მზედით ვუყურებ და ყელი მაქვს გამოღადვრაზე, ისე ვიწელავდი ყელს. -რა მოხდა ასეთი? - მოთმინების ფიალა ევსებოდა მას. -ცუდი არაფერი, მაგრამ ... უბრალოდ დამპირდი რა! - მძიმედ გადავაგორე ნერწყვი. -კარგი.. გპირდები. გული გახეთქვაზე მქონდა. მართლა ძალიან გაბრაზდებოდა, რომმ ერთი კვირა შიო ჩემთან იყო და მას არაფერი ვუთხარი, მართალიც იქნებოდა, მაგრამ... ბავშვის ორი საწოლი რომ დაინახა ოთახში, გაკვორვებულმა მე შემომხედა. არაფერი ვუთხარი სპეციალურად, ჯერ ერთს ჩახედა - ბარბარე იწვა იქ , მეორეში შიო რომ დაუხვდა, დავინახე როგორ შეტოკდა. ემოციათა მრავალფეროვნება იგრძნობოდა მის მზერაში. -ეკამ მოიყვანა რამდენიმე დღის წინ, თვითონ კი წავიდა... - საჭიროდ ჩავთვალე მაინც მეთქვა თუ რა ხდებოდა. საწოლიდან ამოიყვანა ბავშვი და დააკვირდა. თვალებს არ უჯერებდა ალბათ. მერე სიხარულის ცრემლი რომ შევნიშნე მის თვალზე, მივხვდი, ამაზე კარგი აღარაფერი იქნებოდა მისთვის... საწოლზე გადაწვა და შიო გულზე დაიწვინა. -ჩემი ვაჟკაცი... სულ ჩვენთან იქნება? - ჯერ კიდევ არ იჯერებდა, ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით გადმომხედა და გამიღიმა... სიხარულისგან ბობოქრობდნენ ზღვის ტალღები. სიყვარულის ჭინკები დახტოდნენ ზღვის ტალღებზე... ბედნიერი იყო ლაზარე, და რაღა თქმა უნდა, მასთან ერთად მეც! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.