შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთაშესხმული ანგელოზი - 1


4-05-2015, 16:16
ავტორი D-roni
ნანახია 6 533

სალამი სასტავს ... მოკლედ პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ კომენტარი დატოვოთ რომელშიც თქვენი აზრები ეწერება ... რადგან ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული და მუზაა ... ვცდილობ ყოველ დღე დავდო ახალი თავი და ჯერ ჯერობით რაც წერა დავიწყე არ დამიგვიანებია არასდროს მგონი ... 1 ხელ ისიც მეორე დღის დილას დავდე არადა წესით ღამე უნდა დამედო ... ახლაც ყოველ დღე ვდებ ... მინდა უბრალოდ ვიგრძნო მხარში დგომა და ის რომ თქვენ ბოლომდე გამომყვებით ... ძალიან მიყვარხართ მე თქვენ აი ძალიან ...



***

დილას დიდ ხანს ვნებივრობდი საწოლში იმიტომ რომ სასწავლებელ დამთავრებული ვიყავი აბა გენაცვალეთ ... მაგრამ სამსახურის შოვნა ჩემთვის ძალიან ძნელია ამიტომ ვცდილობ პატარა დანაზოგი შევაგროვო რომ რამე წამოვიწყო ქეთისთან ერთად თუ რა თქმა უნდა რამე არ შეიცვალა ... საღამოს 7 საათამდე მეძინა ... ბებომ ერთხელ კი გამაღვიძა მაგრამ უკან გავისტუმრე ... დღეს შუა ღამამდე მიწევს დარჩენა ბარში და არც დავიძინო ? ხომ ჩამომეძინა იქ მერე ... და დავრჩი სამსახურის გარეშე ?! არაა ... ჯობს ისევ მორფეოსთან დავრჩე ცოტა ხნით ჩემს სეხნიასაც როგორ ვუყვარვარ ? არც მიშვებს ხოლმე უყვარს ჩემთან ერთად კინოების ყურება ჩვენ რომ სიზმრებს ვუწოდებთ ...
კარგი ვიცი ძალიან მაკლია ჰაჰაჰა ...
ხო კარგით კარგით რა გაყვირებთ მივდივარ უკვე უნდა ჩავიცვა ...
უიმეე რა უჟმურები ხართ ...
ჩემსავე ფიქრებზე გამეცინა და გარდერობთან მივედი ...
მეც მქონდეს ახლა ერთი დიდი გარდერობი ზაფხულის ახალი კოლექციით აღსავსე რა ...
მაგრამ რაც მაქვს ამითაც დიდათ ყმაყოფილი ვარ ღმერთის ...
ღიმილით გადავისახე პირჯვარი დილის ლოცვა წავიკითხე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე ...
-მმმ - გაურკვეველი ჯიშის ბგერები ამოვუშვი პირიდან და ფიქრი დავიწყე ... საჩვენებლი თითი ნიკაპთან მივიტანე და თვალები გადავატრიალე ... სადღაც უსასრულობას გავუსწორე ... ვითომ მე ტანსაცმელს ვარჩევ ...
ეჰ ნატა შენი საშველი არ იქნება რა ...
უბრალო შორტი ჩავიცვი ... ოღონდ გუშინდელისავით შემოხეული არა ჩვეულებრივი ჯინსის შორტია ... კედები და მაიკა შევუხამე გაშლილი ტოპისავით ზემოდან წარწერებით ... თმა ავიწიე სათვალე გავიკეთე და ჩანთას ხელი დავავლე ჯერ ქეთისთან ავდიოდი და მერე უნდა გავსულიყავით ერთად ბარში ...
-კარი გამირე შვილო ნახევარი საათია ზარს ვრეკავ ...
-ალბათ შეამჩნევდი რომ გაფუჩებულია დაკაკუნებაზე არ გიფიქრია ? - ირონიულად ჩაიცინა დაქალმა და კარი გამიღო ...
-ეგ ენა რომ არ გქონდეს ...
-რა მეშველებოდა ...
-რომ გქონდეს ხო ...
-რას ამბობ ...
დაამთავრა ჩემი სათქმელი და კისკისით შემიყვანა სახლში ...
დედამისს მივესალმე და ოთახში შევუძრწეთ ...
სადღაც 10 ისკენ უკვე სამსახურის შესასვლელთან ვიდექით ...
-იცი გუშინ რომ ვმღეროდი ვინ მოვიდა ბარში ?
-ვინ ?
-აი ის მანქანით რომ გამიტაანა კინაღამ ...
-თუ შენ რომ შეუვარდი ბორბელბში ?
-ნუ ხო კარგი ... ხო და სხვათა შორის მაგის დანახვისას გაჩერდნენ ის აყლაყებიც ...
-არაა !
-კიი !
-ეგ იყო ?!
-ხოოო ...
ტუჩი მოვიკვნიტე და დაქალს გავუცინე ...
-მეღადავები გოგო ? უუუუუუსიმპატიურესი ბიჭია !
-რას მეუბნებიი ...
-კრისტალს გებაზრები შენ თავს ვფიიც
-ნუ მფიც მაგ კრისტალზე ფლიიზ ...
-პრავდა ?
-და და პრავდა ...
-აჰჰჰა ჩვენ რუსულში ...
სულ სიცილ კისკისით შევედით ბარში ...
ამჯერად ბარში მოგვიწია თავიდანვე დადგომა იმ იმედით ვცოცხლობდი შეგვცვლიან და სამზარეულოში შეგვაგდებენ თქო მაგრამ ვინ მოგვცა ჩვენ მაგის ბედნიერება ეჰ ...
უკვე 12 იყო დაწყებული და იმდენად ვიყავი დაღლილი ფეხზე ძლივს ვიდექი ... ქეთიმ რომ მომაწოდა პატარა ჭიქა არყით და მანიშნა გადაკარიო თვალები გამიფართოვდა ...
-მე და სმა ? - წარბი ზემოთ ავუწიე და თვალები დავუბრიალე ...
-ნუ მიჟუჟუნებ მაგ ცისფერ თვალებს შენი ტაკოების ჭირიმე რაა ... გადაკარი ცოტა ენერგიაზე მოხვალ მიდი არც მე მომწონს მაგრამ მიწევს მიდი მიდი ...
სულ ძალით ჩამასხა ის რამდნეიმე გრამი რაც დავლიე ...
თავიდან ძალიან მოვდუნდი მაგრამ მერე ? ...
იცოცხლეე მოვედი ეენერგიაზე კი არა ჰიპერ აქტიური მეგონა საკუთარი თავი ...
ისეთი სიცოცხლით სავსე გავხდი წამებში აქეთ ველოდი კლიენტებს მოიხოდეთ ხალხო რამე დალიეთთქო ...
ქეთი ამ ჩემს ცვლილებაზე იცინოდა და მემუქრებოდა ხვალ დილას მაგრად დაგცინებო ...
მე კიდე ვფიქრობდი ეს ყველა ვარიანტში დამცინებსთქო და ბარემ ავიშვებთქო ...
ნუ აშვებას მე ტანცაობას ვეძახი ...
დნცკ დნცკ რა ხო აზრზე ხართ ...
"ამის სიმთვრალის აღწერაში ავტორის გავილეშე მგონი აჰაჰა კარგი ხო "
ხო და რას ვამბობდი ...
მგონი ვერაფერსაც ვერ ვამბობდი ...
ოპა ოპა შემოვიდა გვიკადრა გემრიელმა ?
გემრიელი გუშინდელის მერე დღეს შევარქვი ჰეჰეჰე ...
ოჰო ოჰო ... ლამაზმანიც მოგვიყვანია ...
რატო ვერ მოვიყვანთ გენაცვალე გარეგნობა არ გვიწყობს ხელს თუ ? ...
საქმეს მაშინვე დავუბრუნდი როგორც კი შევნიშნე როგორ მითხრა დააკვირდით მითხრა და არა მთხოვა :
-ორი ორმაგი ვისკი ...
ან გამარჯობა თქვი ან თუ შეიძლება შე კაი ადამიანო უიმეე ...
-ნატა მთვარეზე მო*სმაც ხომ არ გინდა ? - ყურში ჩამჩურჩულა სიცილით ქეთიმ ...
ამან ეხლა ეს გაიგო და მე ვფიქრობდი ხმა მაღლა თუ მიმიხვდა ? ...
-ნუ გაიტეხე თავი მე მიგიხვდი აჰაჰა - ისევ გაიცინა და ხელით მიბიძგა კლიენტი გელოდებაო ...
-ინებეთ - არც კი შემიხედავს ისე მივბრუნდი უკან ...
-ნატაა ... ნატა ... - გამოვარდა ჩემი სახელის ძახილით ჩემი უფროსი ...
-ხო ლენკა აქ ვარ ...
-მიდი გეხვეწები იმღერე რაა ...
-რა ? მე ? შანსი არრაა ლენკა !
-დამატებით გასამრჯელოს გადაგიხდი !
-ეგ რა შუაშია მე ... მე უბრალოდ არ შემიძლია ...
-გთხოვ ...
მიუხედავად იმისა რომ რემიქსია ჩემი ძლიერი და დამუშავებული ხმის გამო კარგად ვუღებდი "მუღამსაც" და ნოტებსაც ...
ზოგი ცეკვავდა ზოგი სვავდა ზოგი მღეროდა ...
და მეც ღიმილით ვაყოლებდი ტანს სიმღერას ...
ერთ-ერთის ლაპარაკი მესმოდა რომელიც მეორეს ეუბნებოდა ფონოგრამას გავს ისე მღერისო ...
ამას კომპლიმენტად მივიღებ ... შევიფერე და სიმღერა გავაგრძელე ...
რომ მოვრჩი ცოტა ხნით ჩამოვედი დასასვენებლად ...
-ლენკა ...
-კარგი რა ნატა ...
-ჰო კარგი მხოლოდ ერთხელ !
-ოთხჯერ !
-ორჯერ !
-სამჯერ !
-მოსულა ...
ვუთხარი ღიმილით და მიკროფონისკენ წავედი მირჩევნია ვიმღერო და ჩემი საყარელი საქმე ვაკეთო ვიდრე აქ ვიდგე და ვემსახურო კლიენტებს .
"Ella Henderson - Ghost (Oliver Nelson Remix)" - ჩაირთო და მეც დავიწყე სიმღერა ...
"Justin Timberlake - Suit & Tie (Oliver Nelson Remix)" ამ სიმღერით დავუბრუნდი მიკროფონს ... თავისი რეპიანა მე ვმღეროდი ...
ყელი მაგინებდა იმის გამო რომ ორი წუთის ინტერვალი არ გავაკეთე დასვენებისთვის ...
მართალია შინაგანად მიჭირდა ამ სიმღერის შესრულება მაგრამ ცოცხალი თავით არ ვიმჩნევდი ... არ მინდოდა ვინმეს როდესმე ჩემი სუსტი მხარე დაენახა ხო და მეც ჯიუტად ვითმენდი და ვიღიმოდი ...
სიმღერის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ორი წუთი ჩამოვმჯდარიყავი ჰაერზე ლენკასგან ნებართვა ავიღე და კარისკენ წავედი ...
ცოტა ხანი ჰაერზე დავყავი და ბარს დავუბრუნდი ...
ვფიქრობ და მაინც ვერ ვფიქრობ რა სიმღერა შევასრულე მაგრამ მგონი მოვიფიქრე !
"John Newman - Love Me Again"
ენერგიული , კარგი სამღერი და რაღაც დადებითად დამუხტული ...
მიყვარს ...
მისამღერზე უკანალს ისე სასაცილოდ ვიქნევდი "მოხდენილად ოღონდ" !
ქეთი თვალებს მიბრიალებდა ყველა შენ გიყურებსო მაგრამ ამ სიმღერის დროს ვერ ვჩერდები და რა ჩემი ბრალია ? ...
მისამღერის დროს ხელები ზემოთ ავწიე და თეძოები გავიქნიე ... ბოლოს ქეთიმ ვეღარ მოითმინა ჩემთან ამოვიდა სცენაზე და ცეკვაში ამყვა ...
"მევიტეხეთ ყველიფერი" თანაც რამფერი ცეკვა ვიცით ? უჰ ნუ იტყვით ...
მართლა მართლა ოღონდ არ გეღადავებით ...
ხალხიც აგვყვა და ცეკვავდა ...
ბევრმა სცადა სცენაზე ამოსვლა მაგრამ რატომღაც ის "ჩემი" გემრიელი და ძა"ლ"ზეც ზეგზოალური ახალგაზრდა აფერხებდათ ...
რატომ ეშინია მისი ყველას ? ...
რავიცი რავიცი ...
სიმღერას რომ მოვრჩი ყველას ტაშიც დავიმსახურე ...
ლენკამ ისე შემაქო სახეზე ბოლოს შევიწვი იმდენად გავწითლდი ...
ასე მემართება არადა ისეთი არაფერი მიქნია ... ვიმღერე და გავაკეთე ის რაც ასე ძალიან მიყვარს ...
-შემდეგში ცოტა გრძელი შორტები და ყელიადე მაიკა ჩაიცვი თორემ ამოგიხტნენ სცენაზე - გადაიხარხარა ქეთიმ და თავში წამორტყმაც დაიმსახურა ...
-კოჭებამდე კაბით ვივლი ყელამდე რომ იყოს და ხელები მთლიანად დაფარული რომ ქონდეს ბარემ ...
-ამ სიცხეში კი კაი იქნება ჰააჰ
ვხარხარებდით და თან ვმუშაობდით ...
ლენკამ შეგვაქო ასეთი მონდომებული და მხიარული "სასტავი" არ მყოლია და ხალხსაც ძალიან მოსწონხართო ...
ქეთიმ კი უთხრა კაი რაღაც : რატო არ მოვეწონებით გენაცვალეო ...
ამაზე სიცილი აგვიტყდა და ლენკაც ავიყოლიეთ ...
საპირფარეშოში გავედი ... იქიდან გამოსული კი რაღაც მკვივ სხეულს შევაკსდი ...
-ფრთხილად ! - მომესმა ბოხი ხმა ... და ამავ დროულად ძალიან ნაცნობი ...
ჯანდაბა ჯანდაბა ... მაინც და მაინც ამის წინ უნდა ვიარო ასე აცეტებულმა ?! რა სირცხვილია რა დონის ქაჯი ვგონივარ წარმომიდგენია ...
-ბოდიში ... - ამოვიჩურჩულე და ის ის იყო უნდა გავმცდარიყავი მაჯაში ხელი ჩამავლო და თავის სხეულზე ამიკრა - ხელები გაწიეთ რას აკეთებთ ! - შევუბღვირე და თვალები დავუბრიალ-დავუჟუჟუნე ... თავი ვინ გონია ასე რომ იქცევა !
-მშვიდად პატარავ მშვიდად ... - ხელები დამშვიდების ნიშნად შემიშვა მაგრამ კედელზე მაინც ამაყუდა მტევნევი ჰაერში ნაზად მოუსვა დამშვიდების ნიშნად და თმაზე წამეთამაშა სახეზე ჩამოვარდინილი ერთი ღერი თმა მზრუნველად გადამიწია ყურს უკან ... რას აკეთებს ღმერთო ახლა ჩამეძინება ... ვდნები როცა ვინმე თმაზე მეხება და ეს არა ამ ქვეყნიური არსება რომ მეხება ხო საერთოდ ვდნები და ვლღვები ...

უეცრად სიმღერა "აბობოქრებული ზღვა" გამახსენდა მაგას "ტრულაილა" მოოყვა და წარმოვიდგინე როგორ ვმღერი აქ ისეთი სიცილი ამიტყდა ისეთი მამა ზეციერი ვერ დამაწყნარებდა მგონი ...
გაჩერდი ნატა გაჩერდი !
სულელურად გაკრეჭილი გამოვუძვერი და წინ ავესვეტე ...
-აღარასდროს ... აღარასდროს გაბედოთ ... და არ შემეხოთ ! - ამოვიჩურჩულე და წელში ამაყად გავსწორდი ...
ცალ ყბად ჩაიცინა და ცხვირზე ორი თითი მომიჭირა ...
ამას არ ესმის ? აღარასდროს შემეხოთქო ?!
"ამას მე რას მეუბნები იმას უთხარი" დამცინა მეორე მემ და გაქრა ...
ისე მომეშალა ახლა ნერვები სიამოვნებით მივიდოდი და გავუერთიანებდი იმ საშინლად სიმპატიურ თავ ყბას და ღრანჭს !
"კი კი იმასთან რომ მიხვიდე და შეეხო ვის რას გაუერთიანებ მაგასაც დაგანახებ მადლობა თქვი მართლა თუ არ ჩაადნი ხელებში"
რას მერჩის ჩემი ალტერ ეგო ? ყველას ასეთი ბოროტი მეორე მე გყავთ ?
უიმეე ...
ხელი ავიქნიე და რომ მივხვდი რამდენი ხანი ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული მაშინვე წავედი ქეთისთან ...
-მე ლენკამ გამათავისუფლა უკვე და აბა შენ იცი ერთ საათში შენც გათავისუფლებს ხომ არ დაგელოდო ?
-არა ქეთ მიდი შენ წადი და მე წავალ ჩემით - ვაკოცე და საქმეს მივხედე ...
ერთი სააათი ისე მალე გავიდა ...
ქეთის გარეშე თანაც ისეთ მოწყენილობაში რომ ...
გასწრებაზე ვიყავი არიქა ...
5 წუთი აკლია 1 საათის გასვლას ...
აი წამებსაც კი ვითვლი ...
ვაჟბატონი ბარის წინ ზის და თავის ლამაზმანდ ელაპარაკება ...
შეიძლება ითქვას უსმენს ...
ის ქალი იმდენს ლაპარაკობს კაცს ყურები გამოულაყა ...
ბოლოს ქალი ადგა და წავიდა ...
ერიჰააა გავიდა 1 საათი ...
-ლენკა წავედი მეე ...
-შე გოგო 1 წუთი არ გადააცილო ...
-უკვე 27 წამია რაც გადავაცილე - თვალი სიცილით ჩავუკარი და ბარი დავტოვე ...
-ჩაჯექი მე გაგიყვან ...
ყურს ნაცნობი ხმა რომ მოხვდა კინაღამ მუხლები მომეკვეთა ...
ამას რა გონია ახლა ჩავუჯდები და გავყვები ? ...
ჩემი ფიქრები საერთოდ საწინააღმდეგო იყო იმის რაც მინდოდა მაგრამ ტავმოყვარეობას და პრინციპებს არ გადავაბიჯებდი !
ეს ტაქსიც ახლა ამოწყდა ...
ოჰ ! ოჰ ! ოჰ !
ერთი მანქანა ჩინკირინკი უნდა ვიყიდო რაა ... მე რომ ჩავეტიო და ქეთი მეტი რათ მინდა !!!
-ჰა ახლა იდგები აქ და დაელოდები როდის გამოვარდება რომელიმე მანიაკი და შეგათრევს ბუჩქებში თუ ჩაჯდები და ესტუმრები ძილს ?!
გაიჟღერა ირონიულმა ხმამ და მთლად მომალბო ...
ძილიო ? რაო ? სადო ?
აბა საწოლი ? აბა ბალიში ...
ხო კარგი ჯანდაბას ჩავჯდები !
-მისამართი ?
გადაწყვეტილება არ მქონდა მიღებული ბოლომდე რომ მაფეთა ...
-სამედიცინო მეტროსთან ...
მანქანაში ჩავუჯექი და თავი საზურგეს მივადე ...
თვალები კი მაშინვე ვჭყიტე როცა მივხვდი რომ ეს გზა სულ არ ჰგავდა იმ გზას რითაც მე სახლში დავდიოდი ...
"ეხლა კი მაგრად დამერხა"
გავიფიქრე და თვალი სერიოზული სახით მჯდარ გემრიელს და ზეგზოალურს გავუშტერე რომელიც საერთოდ არ აპირებდა ვითარების ახნსას ჩემთვის ...
ეს ის გზა არ არის ... ეს ის გზა არ არის ...
გონება რიტმულად გაფუჭებული რადიოსავით იმეორებდა ერთი და იგივეს და მეც მაგიჟებდა ...


კომენტარები ... !!! ... მიყვარხართ ძალიან ძალიან ... უი ხო ფოტოზე ნატა და მისი მომავალი "ცხოვების მეგზური" არიან ...



№1  offline წევრი ხატული♥

აუ ძაან კაია და მალე დადე რაა შემდეგი თავი დღეში 2 ზეც არ ვიტყოდი უარს არ მყოფნიის wink love

 


№2  offline წევრი Tamuna♥∆♥

ვგიჟდებიშენზე და შენს ისტორიებზე <3

 


№3 სტუმარი Aly Chiman

Hello there,

My name is Aly and I would like to know if you would have any interest to have your website here at 4love.ge promoted as a resource on our blog alychidesign.com ?

We are in the midst of updating our broken link resources to include current and up to date resources for our readers. Our resource links are manually approved allowing us to mark a link as a do-follow link as well
.
If you may be interested please in being included as a resource on our blog, please let me know.

Thanks,
Aly

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent