შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [8]


4-05-2015, 19:54
ავტორი Pessimist
ნანახია 3 629

ჩაბნელებულ ოთახს მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.ცოტნეს მკლავზე მედო თავი და ყველანაირ დეტალს ვაკვირდებოდი.აქამდე თუ ფანჯრებიდან შემოსული ხმა მაღიზიანებდა,ახლა პირიქით მსიამოვნებდა.გამვლელების კისკისი ჩემს გუნებაზეც აისახებოდა და მეც სულელივით მეღიმებოდა.
ცოტნეს თბილ მკლავს მოვშორდი და უაზროდ დავიწყე მისი შესწავლა.აქამდე არსებული მკაცრი იერი წამშივე დაიმსხვრა.იმდენად ბავშვური და საყვარელი იყო,რომ თვალს ვერ ვწყვეტდი.ისედაც ბუთხუზა ტუჩები უფრო მეტად ჰქონდა გამობურცული,მე კი დადებილებული ვუყურებდი მას.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მის ტუჩეზე კონტურების შემოტარება დავიწყე.ჩემმა გულმა იმ წამსვე დაიწყო რეაგირება და ისე ამიჩქარდა ასე მეგონა,რომ ამომვარდებოდა.გულთან ერთად ცოტნემაც მოახდინა რეაგირება და გაგუდული ხმით ამოიხრიალა.სანამ ბოლომდე გამოფხიზლდებოდა,დრო ვიხელთე და თვალები დავხუჭე.არ გამჭირვებია მსახიობობა,პროფესიიდან გამომდინარე.თვალები მაგრად დავხუჭე და ბალიშს ჩავებღაუჭე,რომ სიცილი არ დამეწყო.
-მომელანდა ვითომ?-დაბოხებული ხმით იკითხა ცოტნემ და ჩემს მხარეს გადმოიხედა.ბოლო ძალები მოვიკრიბე,რომ ხარხარი არ დამეწყო და შევიშმუშნე.იმდენად არტისტულად ვმქომედებდი,საკუთარ ქმედებაში მეთვითონვე შემეპარა ეჭვი.თვალები გავახილე და წამოვდექი.
-შენ თავს ელაპარაკებოდი?-ვითომ ხმაჩახლეჩილი ხმით ვიკითხე.
-არა,-დაბნეულმა მიპასუხა მან და ტუჩზე ხელი ოდნავ მიიდო.გულში მთელ ხმაზე ვხარხარებდი,მაგრამ სახის დალაგება მაიცნ შევძელი.-ეტყობა სიზმარი ვნახე და...
-წყალს მოუყევი.
-მეკაიფები?-დაბღვერილმა შემომხედა და ფეხზე წამოდგა.
-რავი კი.-ვუთხარი სიცილით და სამზარეულოშო გავვარდი.
მაგიდაზე ყავის ფინჯნები დავდგი და ღიღინი დავიწყე.ცხელ ფინჯანს ხელები შემოვხვიე და ფანჯარაში გავიხედე.ისევ ანალოგიური სიტუაცია იყო,სიმართლე რომ ვთქვათ სხვას არაფერს ველოდი.მზის ნათელ სხივებს ისევ ღრუბლები და ნისლი ფარავდა.ერთფეროვნებისაგან დაღლილმა ამოვიბუზღუნე და ყავა მოვსვი.
-გავისეირნოთ დღეს.-სამზარეულოში ცოტნემ შემოყო თავი.
-ჩაიცვი და გავიდეთ.
-მე მზად ვარ,იმედი მაქვს ქალურ მომზადებებს არ დაიწყებ!-მოჭუტული თვალებით შემომხედა მან.
-ქალი ვარ და აბა რას ვიზავ?
-ათ წუთში მისაღებში იქნები!-თითის ქნევით მითხრა მან და ხელიდან ფინჯანი ოსტატურად ამაცალა.
-შენი კუთვნილი ყავა დგას მაგიდაზე,თუ ხედავ.-ბუზღუნით ვუთხარი და სამზარეულო დავტოვე.

****
სახლის კარს ვკეტავდი,როდესაც ცოტნეს ხელები ვიგრძენი.ხელში ჩემი ქუდი ეჭირა და სულელივით მიღიმოდა.დაბღვერილმა შევხედე და დაველოდე,როდის მოიფიქრებდა რამის თქმას.
-ცივა.
-მერე?
-მერე ის,რომ ქუდი წამოგიღე.-მითხრა მან ღიმილით.
-დამაფარე მერე,სულელივით რომ იღიმი.-ენა გამოვუყავი და გავუღიმე.
-ენა რომ არ გქონდეს გაქრებოდი.-მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ხელი მომკიდა.
ბედნიერებისაგან გამეღიმა.მაგიჟებდა თითოეული მისი საქციელი,იმდენად გააზრებულად აკეთებდა ყველაფერს,ხან და ხან არარეალურობის შეგრძნება მეუფლებოდა.ინსტიქტურად ხელები მაგრად ჩავჭიდე და გავუღიმე.
ქუჩებში უაზროდ დავბოდიალობდით,ისედაც ფერმკრთალი ქალაქი,სულ უფრო მეტად გაფითრებული მეჩვენა.მწვანე ხიდზე გავჩერდი და ამღვრეულ ტემზას გადავხედე.
-გაგიჟდი?-განწირული ხმით იყვირა ცოტნემ და წამში აღმოვჩნდი მის მკლავებში.
-რას აკეთებ?-თითქმის კივილით ვუთხარი მას.
-ისე იყავი გადაწეული ასე მეგონა თავს იკლავდი!-გაბრაზებულმა მითხრა და მკერდზე მიმიხუტა.
-მემგონი ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვს ონიანო!-ხელი ოდნავ ვკარი და დაბღვერილმა შევხედე.
-გული გამიხეთქე.-ჩახლეჩილი ხმით მითხრა მან და მოციმციმე ვარსკვლავებს ახედა.
-ბოდიში.-თავდახრილმა ამოვილუღლუღე და სუსტი ხელები შემოვხვიე.
-მართალი ხარ,-გაჩუმდა და ჩაფიქრდა.-ყველაფრის მეშინია.საყვარელი ადამიანების დაკარგვის მითუმეტეს.
გაოგნებული ვუყურებდი და მის ნათქვამს ვიაზრებდი.არ ვიცი ვინ იგულისხმა საყვარელი ადამიანების დაკარგვაში,მაგრამ იმის გააზრება რომ მე ''საყვარელი ადამიანების'' კატეგორიაში გამააერთიანა ძალიან მესიამოვნა.
-რამის თქმა გინდა?-გაუბედავი ხმით ვკითხე და ხელი ოდნავ შევახე ლოყაზე.
-ორი წლის უკან...-სიტყვა გაწყვიტა და აკანკალებულმა სიგარეტს მოუკიდა.-ორი წლის უკან ჩემმა დამ თავი მოიკლა.შენ მართალი ხარ,ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს...
-ბოდიში...-ხმის კანკალით ვუთხარი და უფრო მეტად შემოვხვიე ხელები.
-შენ არაფერ შუაში ხარ.-მითხრა შედარებით მშვიდი ხმით და თავი ჩემს მხარზე დადო.-ყველაზე საშინელება იცი რა არის?არ მაქვს იმის უფლება,რომ ეკლესიაში მოვიხსენო.მან ყველაზე იძია შური ამით.-გაბზარული ხმით მითხრა მან და დაფერფრილი სიგარეტი მოისროლა.
-არ ვიცი უნდა გკითხო თუ არა ეს,მაგრამ...-ოდნავი პაუზა გავაკეთე,მაგრამ თვითონვე მიხვა ჩემს ფიქრებს.
-მიზეზი არ ვიცი ნატა,-ჩაწითლებული თვალებით ამომხედა.-მაგრამ ვხვდები,რომ რაღაც აკლდა.ალბათ სიყვარული,ზრუნვა...რაც არ უნდა სასაცილო იყოს,გარდატეხის ასაკვს ყველა ვერ გადის,მაგრამ დარწმუნებული ვარ მას უფრო მეტად სერიოზული მიზეზი ჰქონდა.ვერ ვამართლებ,ვერა...-დაძარღვული ხელები მოაჯირს მიაარტყა.
-იცი სადღაც მაქვს წაკითხული,რომ თვითმკვლელი ადამიანები სუიციდით საკუთარ სახლებში ბრუნდებიან.ალბათ ასეთი ადამიანები ზედმეტად მგრძობიარენი არიან დედამიწისთვის.
-დედამიწა.-ზიზღნარევი ხმით ამოილუღლუღა მან და მეორე ღერს მოუკიდა.
-მისი მეგობრები რას ამბობენ ცოტნე?
-არაფერს.ყველა ერთი და იგივე გაცვეთილი ფრაზებით საუბრობს,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ამ ამბავშვი ყველანი დამნაშავეები ვართ.
-არ ვიცი რა გითხრა ცოტნე.-გაუბედავად ვთქვი და მფეთქავ არტერიაზე ოდნავ შევეხე.
-იცი როგორ მოიკლა თავი?აქაც საშინელი გზა აირჩია.ბინძურ და ამღვრეულ მტკვარში დაასრულა ნათელი ცხოვრება.ამიტომ მეზიზღება წყალი.თითქოს ადამიანების სიცოცხლეს უდევს საფუძვლად,მაგრამ ადამიანებს არ ინდობს.
-ეს მისი არჩევანი იყო და რაც არ უნდა უცნაური იყოს ალბათ მას ეს მოსწონს.
ხელზე შევეხე და მისმა აჩქარებულმა პულსმა შემაშფოთა.ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთ ადამიანს ამხელა ტკივილი ექნებოდა გადატანილი.ახლა კარგად მესმის,რატომ ამომიდგა გვერდში,როდესაც მამა დავკარგე.თითქოს ერთი ტკივილი გავერთიანებდა...ვგრძნობდი,რომ კარგად ესმოდა ჩემი,მაგრამ ამდენად ახლოს თუ იყო ჩემს დარდთან ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ყველანაირი ფიქრი ამოვიგდე თავიდან და უფრო მეტად მოვეხვიე.ნოტიო ჰაერი მსუბუქად შევისუნთქე და მის ყელში ჩავმალე თავი.


***

დიდი მადლობა,რომ მოგწონთ და კითხულობთ.ძალიან მახარებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent