შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,ანუ მოახლე [4]


4-05-2015, 20:20
ავტორი ნაცნობი
ნანახია 3 578

***
ირიჟრაჟა თუ არა, გიჟივით წამოვფრინდი ფეხზე. მთელი ღამე არ მძინებია, ლიკას მოგუდვის გეგმებს ვაწყოიბდი,გონებაში. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომელ კაბას ჩავიცვამდი. წითელი, გრძელი, ვალენტინოს, საოცარი ნაჭრის კაბა. 18ის რომ გავხდი მამამ მაჩუქა. სულ გიჟდებოდა გია კაბებზე და ძალიან უნდოდა, მისი ქალიშვილი ადამიანურად გამოწყობილი ყოფილიყო, მუდმივად. ვერ მივართვი ...
ჯერ მხოლოდ 3დღის დატოვებული მქონდა სახლი და უკვე ცუდად ვიყავი. მოვკარი თუ არა თვალი ჩემს სახლს, თვალები ამიწყლიანდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ მხოლოდ 6საათი იყო, ყველას ეძინებოდა, ამიტომ მხოლოდ მუდმივად ფხიზელ დაცვას გამოველაპარაკე და კაბით ხელში ისე დავტოვე იქაურობა, არც არავის გაუგია.
არ ვიცი, როლებში რატომ შევიჭერი და რატომ ვბრაზდებოდი ვიღაც ლიკას ტლიკინზე ასე ძალიან, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მე, ჩემი ვალენტინოს კაბით ხელდამშვენებულმა შევაბიჯე ნაკაშიძეების ციხე–სიმაგრეში და ოთამდე ისე მივედი, თვალში არავის გავჩხერივარ.
თავადაც არ ვიცი, როგორ გავატარე დრო საღამოს 7საათამდე. უაზროდ დავდიოდი ოთახში და ხან რას შევათამაშებდი ხელში, ხან – რას. ვერაფსდროს ვიტანდი ლოდინს და უქმად ყოფნას. არ შემეძლო უაზროდ ჯდომა. მუდმივად რაღაც მეკავა ხელში და რაღაცას აუცილებლად „ვჩალიჩობდი“. აქ კი არც წიგნი მქონდა, არც ლეპტოპი. სხვა გზა რომ არ დამრჩა, აივანზე მოვკალათდი და ფეხები კომფორტულად შემოვაწყვე ჩემს პირისპირ მდგარ სკამზე. ცოტა არ იყოს, ვეღელავდი. მამაჩემი რომ მოდულიყო?! ან, ვინმე მისი ნაცნობი?! ისე, აქ გიამ განმამწესა და თუ მოვიდოდა, საქმე მასვე ჩაუფლავდებოდა, მაგრამ მე ჩემს „კოლეგებზე“ ვღელავდი. ჩემი ვინაობა ყველას რომ გაეგო, ტყუილს არ მაპატიებდნენ. მე კი ეს გოგონები ისე მომწონდა, რომ სულ აღარ მინდოდა სახლში დაბრუნება:)
ფიქრებიდან ჩემს მობილურზე ატეხილმა განგაშმა გამომარკვვია და ეკრანზე ამომხტარ დეას დამაჭულ ფოტოს რომ ვკიდე თვალი, სიცილი ამიტყდა, ისტერიული.
–ანჩოუს, რას შვები? – ხმის ამოღება არ მაცადა, ისე მომახალა.
–არაფერ დეა, ხომ შემპირდი გამოვალ ხოლმეო?! როდის მოხვალ?! – მივაყარე კითხვები მე. როგორ მომნატრებია, ეს სისხლის მწოველი, პარაზიტი გოგო!
–გოგო, შენ ხომ ნაკაშიძეებთან ხარ?
–კი, რა ხდება? – გავიკვირვე მე.
–აუ, რა მაგარია! – იმხელა ხმაზე შეჰკივლა, ყურის ბარაბნებზე კონსულტაცია აუცილებლად დამჭირდებოდა. რამხელა ხმაზე იცოდა ლაპარაკი ამ გოგომ, გაგიხვრეტდა ყურებს.
–დეა, რა ხდება?
–მამაჩემს მოვყავარ დღეს, წვეულებაზე! – გაიწელა დაქალი და უარესი წივილ–კივილი მორთო. ამაზე კარგს, ალბათ ვერც ვერაფერს მეტყოდა. წეღან დეას ვლანძღავდი, რამხელა ხმაზე კივის თქო და ახლა მე დავიბღავლე იმხელა ხმაზე, რომ ნაკაშიძეების სამფლობელო ლამის თავზე დავიმხე.
–ყველაზე მეტად გამახარე, დეა! – განვაცხადე 1 საათიანი სიცილ–კისკისის შემდეგ.
–კარგი ხო, წავედი ახლა, საღამოს გნახავ. – ყურმილს აკოცა დეამ და სწრაფად გამითიშა.
ისე გამახარა, მეტი რომ არ შეიძლება. რა ჯობია, ამდენ უცხო ადამიანში დაქალს რომ აღმოაჩენ. ზუსტად ვიცოდი, ლიკას დანახვისას რა რეაქციაც ექნებოდა და ძალიან მინდოდა ხარხარი არ აეტეხა.
როლებში ისე შევიჭერი, რომ გეთქვათ სახლში გაბრუნებთო, ალბათ არც წავიდოდი.
7ის ნახევარზე, მე უკვე ჩემს კაბაში გამოკვანწული, გაჭიმული ვიდექი სარკის წინ და საკუთარ სილუეტს დაკვირვებით ვათვალიერებდი. არა რა, ყოჩაღ გია, გემოვნებას არ უჩივი. მიუხედავად იმისა, რომ კაბა ულამაზესი იყო, ამ ნაჭერში თავს მაინც საოცრად უკომფორტოდ ვგრძნობდი. ერთი სული მქონდა წვეულება დასრულებულიყო, რომ გამეხადა.
–ან, მზად ხარ? – ოთახში მაგდამ შემოყო თავი და დამინახა თუ არა, თვალებგაფართოებულმა მიკეტა კარი – ყველაზე ლამაზი რომ ხარ, ეგ უკვე გითხარი? – გამიღიმა და ჩემსკენ გამოემართა.
თვითონაც ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვაშორე. გრძელ, ატმისფერ კაბაში გამოწყობილი, სადა მაკიაჟითა და აწეული თმით. ხომ ვამბობ, შეუდარებელია ეს გოგო!
–ძალიან გიხდება, მაგდ! – გავიღიმე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
–რა ლამაზი კაბაა...– ხელი ჩამოუსვა ჩემს წითელ კაბას და კმაყოფილებისგან გაეღიმა.
–მოგწონს?
–ძალიან.
–გჩუქნი! – ფეხზე წამოვიჭერი მე და გახარებულმა შემოვკარი ხელი ხელს.
–არა, გადაირიე? – ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა მაგდა, რომ მთელი სახე აუწითლა. მე კიდევ ძალიან მინდოდა, ეს კაბა მისი ყოფილიყო და წარმოვიდგინე კიდეც, როგორ მოუხდებოდა.
–არ დამიწყო ახლა! – ხელი ავუქნიე მე – ჩემი გადასაწყვეტია, გაჩუქებ თუ არა!
–ანანო, კარგი, რა! – სახეზე ხელები აიფარა გოგონამ.
მე აღარაფერი მითქვამს, მაინც ვაჩუქებდი და იმიტომ.
–გავიდეთ? – გავუღიმე მაგდას და ფეხზე წამოვიჭერი.
–არა, შენ დარჩი!
–ვერ მივხვდი? – აზრზე ვერ მოვედი მე. რას ქვია დავრჩე, მთელი ორი დღე ამისთვის ვემზადებოდი და სად უნდა დავრჩე?!
–მომისმინე! – ხელები დაიკრიფა – ახლა მე გავალ, უკვე ყველა მოსულია და გოგონებიც ქვემოთ არიან. შენ ცოტა ხანი აქ იყურყუტებ და ზუსტად 15წუთში გამოხვალ, ხომ გაიგე?
–რატომ? – გადავირიე მე.
–კარგი რა, ან! – თვალები მობეზრებულად გადაატრიალა – ისეთი ლამაზი ხარ, აუცილებლად უნდა დააგვიანო. – განმიცხადა და საკუთარ სიტყვებზე აუტყდა ისტერიული სიცლი – ჩვენ ყველა ჩავალთ, შენ აქ დარჩები! ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ალექსანდრე გიჟივით დაგიწყებს ძებნას, ლიკა კიდევ გამარჯვებას იზეიმებს. ამ დროს გამობრძანდები და შენ ხომ აზრზე არ ხარ, ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენ! – სათქმელი სწრაფად ცამოარაკრაკა და კარისკენ წავიდა. ნახევარზე მეტი ვერ გავიგე, მაგრამ იმას მივხვდი, რომ უნდა დამეგვიანა.
15წუთი ისე გაიწელა, საუკუნედ მეჩვენა.
გახდა თუ არა 7საათი, გიჟივით გავვარდი ოთახიდან და უზარმაზარ, დახვეულ კიბეებზე დავეშვი. ზუსტად ვიცოდი, საოცრად უხერხულ სიტუაციაში რომ ჩავვარდებოდი ახლა. უველა პირველ სართულზე იყო შეკრებილი. ვის აღარ ნახავდით ... მთელი თბილისი აქ შეკრებილა. ოთახის კუთხეში, ჩემსკენ მომზირალი ლიკაც შევამჩნიე, თვალი ჩავუკარი და ღიმილით ჩავიარე უკანასკნელი კიბეც.
ზემზე მოშტერებული, ძალიან, ძალიან ბევრი თვალი და ჩემი უხერხული ღიმილი. ღმერთო, შენ მიშველე! სახლს რამდენჯერმე მოვავლე მზერა, თუმცა მამაჩემი ვერსად შევნიშნე და ოდნავ მომეშვა. მამაჩემი ვერა, მაგრამ მის ძმაკაცს, უკვე კარგად შეზარხოშებულ კახას მოვკარი თვალი და ტვინში სისხლი ჩამექცა. იმედია, არ შემიმჩნევს! მერე, ვეღარაფრის გააზრება ვეღარ მოვახერხე, ისე გამოექანა ჩემსკენ დეაკო და გულში ჩამიკრა. რომ იცოდეთ, რა ლამაზი იყო.
–რას გავხარ. – შევამკე კომპლიმენტით და ისტერიული სიცილი ამიტყდა.
–შენ ხომ მყავხარ, ადრიანა ლიმა! – წაისისინა დეამ და სიცილით ამიჩეჩა ჩემი ძლივს დაწყობილი თმა.
ორი წუთის წინ გაბატონებული სიჩუმე მუსიკის ხმამ დაარღვია. აი, ეს მომწონს! ჩვეულებრივი, სახალისო მუსიკები ჩაირთო ... კარგია, არ მომიწევდა იმის გაკეთება, რაც გიას წვეულებაზე ჩავიდინე და რის გამოც აქ აღმოვჩნდი.
–ის ვინ არის? – თითი კედელზე მიყუდებული, საოცრად გამოწყობილი ალექსანდრე ნაკაშიძისკენ გაიშვირა დეამ. უფ, რა ვიდზეა!
–თითს ნუ იშვერ, იდიოტო! – ლამის ხელები დავამტვრიე აწუწუნებულ დაქალს – ალექსანდრეა ეგ.
–არაა?!
–ნუ წივი, ადამიანო. – თვალები დავუბრიალე და კაბაზე ისე დავქაჩე, ლამის ჩავაძვრე.
–კარგი, ნუ დამამტვრიე თითები. – ლამის იტირა დეამ.
ეს წვეულება საერთოდ არ გავდა იმ უკანასკნელს, სადაც ბოლოს ვიყავი. აქ ხალხიც უფრო მხიალური, მომღიმარი ჩანდა. ერთობოდნენ, ცეკვავდნენ, ხალისობდნენ, სვამდნენ. თვალებში რამდენჯერმე შემეჩხირა ცინიკურად მომღიმარი, ჩემი „ბატონი“. ჩემდა გასაკვირად, ლიკა არ შემხვედრია. ხომ არ გაიქცეოდა, ალბათ უბრალოდ ეცადა გვერდით არ დამდგომოდა, ან , რა ვიცი ...
დეამ ვიღაცები გაიცნო და სცენაზე აიჭრა. როგორ აკლია, ამ გოგოს. ისე თამამად დაიწყო ცეკვა, მამამისი დეას მაგივრად მე მიბღვერდა, ჩამოიყვანე იქიდანო. რათქმაუნდა ვერაფერი მოვუხერხე.
ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ ...
–ბატონ კახა აბზიანიძეს იცნობ, ანანო? – გვერდით მაგდა ამომიდგა და მამაჩემის შეზარხოსებული ძმაკაცისკენ მიმითითა, თბილი მზერით რომ მიცქერდა ჰოლის ბოლოდან და ხელში ვისკის ჭიქას ათამაშებდა.
–რატომ მეკითხები? – სიტყვა ბანზე ავუგდე მე და ვიგრძენი, როგორ ჩამოცხა.
–რა ვიცი, ისე გუყურებს. – მხრები აიჩეჩა და მარცხენა მხრიდან კიდევ უფრო მომეკრო.
მე ვეღარაფრის გააზრება ვეღარ მოვასწარი, მხოლოდ სცენისკენ მიმავალი, მობანცალე კახა დავლანდე და ჩაკეცვამდე სულ ცოტა დამაკლდა. ისე მიიწევდა სცენისკენ, თვალს არ მაცილებდა. მიღიმოდა ძალიან თბილად და მამაშვილურად.
ოღნდ ეს არა! ოღონდ ახლა არ მოინდომოს ჩემთვის მამა–შვილური სიყვარულის ახსნა! ოღნდ ახლა არა!
–ყურადღებას ვითხობ! – მომესმა კარგად ნაცნობი ხმა და წამიერად დამიბნელდა თვალებში. შენი აღსასრულის დღე დადგა, ანანო სიხარულიძე. საცოდავი თვალებით ავხედე, სცენაზე წამოჭიმულ, ისევ და ისევ ჩემსკენ მომზირალ კახას – მინდა, ამ წვეულებაზე მყოფი, ყველაზე ლამაზი, თბილი და საყვარელი ადამიანის სადღეგრძელო დავლიო! – ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და უკან ისე გადაიხარა, ცოტაც და წელში გადატყდებოდა.
ყველამ მე გამომხედა,
მე გავწითლდი.
–ანანო, საიდან იცნობ? – სანამ კიდევ რაიმეს თქმას მოახერხებდა კახა, კითხვები მომაყარა მაგდამ და დაინტერესებული, ოდნავ შეშფოთებული მზერა მომანათა.
–მის შვილთან ვახლობლობ უბრალოდ, და ... – მოვიტყუე მე და საკუთარ თავზე ისე გავბრაზდი, მზად ვიყავი, დაუფიქრებლად გავქცეულიყავი აქედან.
–აა! – გამიცინა მაგდამ.
კახამ მიკროფონი ისევ მოიმარჯვა და ჩემზე მოშტერებულ საზოგადოებას მოავლო მზერა.
–მე შვილი არ მყავს და ეს გოგონა ქალშვილად მიმაჩნია, ჩემი გაზრდილია ... – ალუღლუღდა კახა. ვაი შენს თავს, სიხარულიძე!
–აბა, მის შვილთან ვმეგობრობო? ანანო, ხომ კარგად ხარ? – მზერა მომანათა მაგდამ და შევამჩნიე თუ არა მის თვალებში გამკრთალი იმედგაცრუების, წყენის ნაპერწკალი, კინაღამ გადავირიე. რა ჯანდაბა უნდა მეთქვა, ახლა?!
–შვილი როგორ არ ჰყავს, უბრალოდ ის ბიჭი წამალზე შეჯდა და კახა შვილად არ სცნობს. – ისეთი ტყუილი ვთქვი, მიწის გახეთქვა და ქვესკნელში გასეირნება ვინატრე.
საიდან ვიგონებდი, მსგავსს საოცრებებს?
ჩემი პასუხის მოსმენისას, მაგდას სახე სწრაფად დაულაგდა და ბედნიერი ამეკრო მარცხენა მხარეს.
მე ისევ კახას მოვაშტერდი.
ოღონდ ახლა გაჩმებულიყო, სცენიდან ჩასულიყო და ჩემთვის თავი დაენებებინა! მეტი არაფერი მინდოდა, ოღონდ ამ კაცს მოეკეტა. მადლობ, კახა ძია, რა საყვარელი ხარ!
–ეს სიმღერაც შენ გეძღვნება, ანანო! – მონოლოგი დაასრულა და სცენა ბანცალით დატოვა. სახლში რაღაც, ჩემთვის გაურკვეველი მუსიკის ჰანგები აჟღერდა. რა დროს მუსიკაა, ღმერთს მადლობა, მეტი რომ არაფერი წამოროშა და სულ არ გამიფუჭა ურთიერთობა ამ გოგონებთან.
დეას ჩემზე მეტად უნერვიულია, ფერგადასული მომიახლოვდა და ხელზე ისე ჩამომეკიდა, ცოტაც და წავიქცეოდი.
ამდენი ნერვიულობის შემდეგ, ჰაერი რომ არ ჩამეყლაპა, მართლა განვუტევებდი სულს ნაკაშიძეების სამფლობელოში.
პირველად რომ მოვედი აქ, მაგდამ უკანა კარიდან გამიყვანა უზარმაზარ, ყვავილებით მორთულ ეზოში. ის გასასვლელი ახლაც მშვენივრად მახსოვდა და დაუფიქრებლად გავექანე იქითკენ. ამდენი ნერვიულობის ატანა, უკვე აღარ შემეძლო. ოხ მამა, რას მიკეთებ!
სულ მალე, უზარმაზარ, ათანასნაირი ყვავილებით გადაპენტილ ეზოში აღმოვჩნდი. აღფრთოვანების თავიც კი არ მქონდა, ისე დავესვენე ბალახზე და თვალები მივნაბე. არა, მაინც რა დავაშავე ასეთი?! სამ თვეში ნერვიული სისტემა სერიოზულად დამიზიანდებოდა, ვატყობდი.
ბალახზე წამოწოლილი, ღმერთმა იცის მერამდენე ვარსკვლავზე ვიყავი, ცხელი ჰაერი რომ შემომეფრქვია და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, ისე გაგორდა ჩემს გვერდით, ორ მეტრიანი „ბატონი“. თვალებგაფართოებულმა გადავხედე ძირს გაგორებულ, ბედნიერი სახით მომღიმარ ალექსანდრეს და უნებურად გამეცინა.
მაინც რამ გააბედნიერა, ასე?
–გიხდება კაბა!
–მადლობ. – ვთქვი მოულოდნელი კომპლიმენტისგან ოდნავ დაბნეულმა.
–მოგწონს აქაურობა? – გამიღიმა ნაკაშიძემ და თვალებით ჩვენს უკან, ლამპიონებით განათებულ, ულამაზეს ყვავილებზე მიმანიშნა.
–ძალიან. – იმდენად გულახდილი პასუხი იყო, საკუთარ თავზე გამეცინა – მაგრამ მაინც მირჩევნია, ახლა ჩემს აივანზე ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე.
–რატომ, ყვავილები არ გიყვარს? – ისე გაიკვირვა, ოდნავ შევკრთი.
–როგორ არა, უბრალოდ აქ არ მინდა. – მხრები ავიჩეჩე მე.
არაფერი უთქვამს, როგორც ჩანს ჩემი განცხადება არ ესიამოვნა.
–იცი, ბავშვობაში საათობით შემეძლო ასე ჯდომა იმ იმედით, რომ ვარსკვლავი მოწყდებოდა და მე სურვილს ჩავიფიქრებდი. – ბავშვობის კადრები ამომიტივტივდა გონებაში და წამიერად ჩამიდგა თვალებში ნაღველი.
–მე კიდევ, ბავშვობაში აქ მოვიპარებოდი და ყვავილებს ბოლოს ვუღებდი. – სიცილი აუტყდა ნაკაშიძეს. ისე ხარხარებდა, გინდა არ გინდა, შენც რომ გაგეცინება – ეს მანამდე, სანამ უცხოეთში წავიდოდით. – სხმა დაუსერიოზულდა და ცას ახედა.
–გაგიჭირდა?
–ვერ წარმოიდგენ, ისე! – არ ვიცი, რატომ გადავწყვიტეთ ასეთი გულახდილი საუბარი და რატომ გადავედი „შენობით“ ფორმაზე – უცხო ხალხში ყოველთვის სთულია. – ქვემოდან ამომხედა ნაკაშიძემ.
–ვიცი, აი, სამი დღეა უცხო ხალხში ვარ და უკვე აღარ შემიძლია. – ამოვიოხრე მე.
ჩემს გულახდილობაზე და ბავშვურ საქციელებზე ალექსანდრეს ისე ეცინებოდა, ნაკვთებს ვეღარ იმორჩილებდა და ჩაბჟირებამდე მიდიოდა.
–ნუ დამცინი, ალექსანდრე! – გამეცინა მეც და ბალახზე წამოვჯექი.
–ბატონო ალექსანდე! – შემისწორა ნაკაშიძემ და ისიც წამოიწია. ზუსტად ვიცოდი, ჩემს გასაღიზიანებლად რომ ამბობდა ამას. ვერ მოგართვი, „ბატონო“.
–დღეს მე შენი მოახლე არ ვარ, სანდრო! – ბოლო სიტყვას ხაზი გავუსვი და საკუთარ თავზე გამეცინა. ალბათ სასმელი მოქმედებდა ამ ბიჭზე ასე დადებითად, თორემ სხვა შემთხვევაში, ამდენს ნამდვილად არ იცინებდა და ცინიკურ ღიმილს არცერთ შემთხვევაში არ ჩამოირეცხავდა სახიდან.
–სად ცხოვრობ, ანანო? – ორ წუთიანი დუმილი, ალექსანდრემ დაარღვია და თვალებდაწვრილებულმა გადმომხედა.
–მე ... მე ... ბახტრიონზე. – ამოვილუღლუღე და თავი სწრაფად გავატრიალე.
ნაკაშიძემ რაღაცის სათქმელად გახსნა პირი, მაგრამ არ დასცალდა.
–შეკვეთილი იქნა სიმღერა, რომელზეც უდიდესი თხოვნით, ალექსანდრე ნაკაშძე და ლიკა კოპალიანი იცეკვებენ! – გაისმა ხმა სახლიდან და ნაკაშიძემ ისეთი სახე მიიღო, შემეცოდა. თუ არ სიამოვნებს ლიკასთან ერთად ყოფნა, რას იკლავს აბა, თავს?
–ლიკას ხრიკები. – ჩაილაპარაკა თავისთვის და გვერდი იცვალა. ეტყობა, სახლში რომ ვერ მოკრა თვალი სატრფოს, ცეკვა შეუკვეთა იმ იმედით, რომ ნაკაშიძე იძულებული გახდებოდა მისულიყო. გადაირევი, რა!
ალექსანდრე არ განძრეულა.
განცხადება განმეორდა.
–ალექსანდრე, გეძახიან ... – ოდნავ დავიბენი მე და ისევ ისე, ბედნიერი სახით მომზირალ ჩემს „ბატონს“ გადავხედე.
–დაი*კიდე! – გამიცინა და ცხვირზე სასაცილოდ დამკრა საჩვენებელი თითი.
არა რა, ეს ბიჭი სულ მთვრალი უნდა იყოს.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ბავშვებო, ამ თავის დასრულებას დღეს ვერ ვახერხებ და ამ ორის დიალოგს შემდეგზე გავარძელებ.
დამენახეთ, ვინც კითხულობთ.



№1  offline წევრი Elensio

vafreeeeeen!!!!

 


№2  offline წევრი ხატული♥

უმაგრესია ვგიჟდებიიი love გეხვეწები მალე დადე რააა love request

 


№3  offline წევრი mgaloblishvili

კარგი ხარ კარგი...:*

 


№4  offline წევრი ruti

male.male .male dadee ♥♥

 


№5  offline წევრი kato

კარგიაა...ოგონდ მალე გააგრძელე ხო....

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime es ra sayvareli bichia ❤️ male dade ra

 


№7  offline წევრი Tini Gadrani

Dzaan kargia!! ❤❤❤❤❤

 


№8  offline წევრი S.likuna

vaimeeee malee dadee raaa dzaaan kargii xaar da magari istoriaaaa dzaan dzaaaan ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent