შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 28)


5-05-2015, 01:51
ავტორი llella
ნანახია 5 695

მძინარეს ჩემს წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი, რასაც შემდეგ ვიღაცის სხეულზე აკრობა მოჰყვა, იმ დონეზე ვიყავი დაღლილობისგან გათიშული რომ არ გავქანებულვარ, ისევ ტკბილად გავაგრძელე ძილი.
დილაობით ას კილოგრამიანი ტვირთის სიმძიმე შეგრძნება შემიწირავს მე, გადმობრუნება დავაპირე მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყვე, ვიღაცის ძლიერ ხელებს მაგრად ვყავდი აკრული გულ-მკერდზე, ისე მაგრად ვყავდი მიკრული ჯაჭვად ქცეულ მკლავს რომ ცოტაც და გავიგუდებოდი, შემოხვეულ ხელს დავხედე და მისი მოცილება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-დემეტრე გამიშვი...-ამოვიოხრე და მის ხელს დავეჯაჯგუნე.
-ჰმმმ...
-აუუ გამიშვი რააა.
-..........
-გავიგუდე ბიჭო, აეგდე!!!
-დავიძინოთ!-გასცა ბრძანება და ჩემს თმაში თავი ჩარგო.
-არ მეძინება მე, გადი და დაიძინე შენს ოთახში! არ გაქ ადამიანო ოთახი?!
-მე შენთან მინდა-ამოიჩურჩულა და მხარზე მაკოცა.
-მე ადგომა მინდა... გამიშვი რაა-ხვეწნაზე გადავედი, მაგრამ ამანაც არ გაჭრა, ისევ დავეჯაჯგუნე მის ძლიერ მკლავებს მაგრამ არაფერი არ გამომივიდა.
უცებ ხელი შემიშვა, მეგონა მეშველა თქო, მაგრამ უარეს დღეში აღმოვჩნდი, დემეტრემ მისკენ მიმაბრუნა და ზემოდან მომექცა, მის ვნებისაგან ანთებულ თვალებს წავაწყდი, რომლებშიც ჭინკები დახტოდნენ, ტუჩის კუთხეში ნელა და ნაზად მაკოცა.
-პატარავ დაწყნარდი და ნუ ფართხალებ, ისეც ძლივს ვიკავებ თავს რომ რამე სისულელე არ გავაკეთო, შენი ზედმეტად მიმზიდველი და ნაკლებად დაფარული სხეულის ხილვისას, ნუ შეგრძნებისასაც!!!-გამომიცხადა უტიფრად და თვალებში ჩამაშტერდა.
-.............-მე არაფერი არ მიპასუხია ან რა უნდა მეპასუხა, მისი სიტყვების გააზრებაზე გულზე რომ არ წამივიდა მადლობა უნდა ვთქვა.
-ნუ იბნევი-ირონიულად გაიღიმადა სახე ახლოს მოწია, ლოყები ამიხურდა, მას როგორც ყოველთის ეს არ გამოპარვია-მომწონს შენი აწითლებული ლოყები.
-ბოროტი ხარ!-ვითომდა გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე და მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ რას გააწყობ თვით „ტანკთან“?! ვერც ვერაფერს, ხოდა მეც არაფერი არ გამომივიდა.
-ეგ ბოროტია ეხა რო გაგხალავს!-ღიმილით დამიქნია საჩვენებელი თითი გაბრაზების ნიშნად.
-გამიშვი რაა...-ჩემს ხმაში უკვე შიშის ნოტები შეიმჩნეოდა, ან როგორ არ უნდა შეგეშინდეს, მგელი მიდგას ცხვირწინ რომელიც მართლაც რომ შეჭმას მიპირებს.
წამის მეასედში ერთი ხელი წელზე შემიცურა, მისკენ მიმწია და დაეწაფა ჩემს ტუჩებს, მეც ავყევი ან და გავაწყობდი მის წინააღმდეგ რამეს?! არა... და არც კი ვცდილობდი რამის შეცვლას, მისი ალერსი მსიამოვნებდა სასტიკად, ყველა იმ ადგილას სადაც ის მეხებოდა ცეცხლი მეკიდა, და დემეტრეს დანთებულ ხანძარს სახანძროც კი ვერ ჩააქრობდა.
მის ალერსში ჩაძირულს აღარ მინდოდა უკან დაბრუნება, ბოლოს როგორც იქნა მოვედი გონს და დემეტრეს გულ-მკერდზე ხელები მივადე, მანაც მიმიხვდა, ძნელად მაგრამ მაინც მოაშორა მისი დიდი და წითელი ტუჩები ჩემსას და თვალებში ჩამხედა.
-ყოველდღიურ ჩვევად მექცა დილით შენი დაგემოვნება-ვნებიანად ამოილაპარაკა, მისი ისედაც ბოხი ხმა კიდევ უფრო დაბოხებოდა.
-მე კიდევ გულის გახეთქვა...-ამოვიჩურჩულე გაუაზრებლად.
-და გულის გახეთქვა რატომ?!-ღიმილით მკითხა.
-ყოველ დილით „ჩემზე“ მწოლიარე ას კილოგრამიანი სხეული მაღვიძებს და შენი აზრით არ უნდა შემეშინდეს?!-ინტერესით ავწიე წარბები.
-ეგ ერთადერთი როგორც შენ ამბობ ას კილოიანი სხეული მე ვარ და სხვა არავინ, ვერავინ ვერ შეგეხება ისე როგორც მე გეხები, ვერავინ ვერ შეგხედავს ისე როგორც მე შეგხედავ და ვერავისთვის ვერ იქნები ისეთი სასურველი და ახლო როგორც ჩემთვის ხარ!-მკაცრად განმიმარტა სიტუაცია და ახლოს მოიწია, ისევ შეეხო მისი ტუჩები ჩემსას, ისევ ის დამაბნეველი გრძნობა, რომელსაც წყობიდან გამოვყავარ.
-შენი ოთახის მდებარეობაში უნდა გაგარკვიო-დაბნეულობა შევეცადე დამემალა.
-რატომ?!-გაიცინა და ყელში ნაზად მაკოცა.
-რატომ და ჩემს ოთახში გძინავს უკვე მესამე დღეა, ოთახიც გაქვს შენ ცნობისთვის.
-მერე რაა, მე აქ მომწონს! შენთან ჩახუტებულს ძილი მიყვარს!
-შენ კი მოგწონს აქ...-გავიცინე და ხელები მის მხრებზე შემოვაწყვე-მაგრამ ზუსტად მაგ ჩახუტებით მგუდავ ადამიანო.
-პატარავ დაიმახსოვრე,მხოლოდ მე მოგიწვები გვერდით და მხოლოდ მე გგაგუდავ ჩახუტებით!-სახე დაუსერიოზულდა ისევე როგორც ხმა.
-ვიცი...-გავუღიმე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე, იქნებ ცოტა მოლბეს თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე რაა.
-პატარავ მისმინე...-გვერდით გადაწვა, სხვა მიმართულებით გაიხედა და მერე ისევ მე მომიბრუნდა.

დემეტრეს ნაამბობი:

ჩემს ოთახში შევედი დასაინებლად, დაღლილობისგან ფეხზე ძლისვ ვიდექი, ამიტომაც ტკბილი ძილისთვის თამუნას ოთახს მივაკითხე, კარები ნელა შევაღე ისე რომ ხმაური არ გამომეწვია და თამუნას არ გაღვიძებოდა. საყვარლად ეძინა, როგორც ყოველთვის, მასთან ახლოს მივედი, ჩავიმუხლე და შუბლზე ვაკოცე.
-ჩემი გოგო! ჩემი პატარა გოგო! იცი... ეხლაც კი ვერ ვიჯერებ რომ ჩემსას გიწოდებ, რაღაცნაირად არ მჯერა ამის, არ მჯერა რომ ჩემი შეყვარება შეძელი, რომ დაინახე ჩემში კარგი და შემიყვარე, მარტო ამისთვის შეიძლება გიჟდებოდეს ადამიანი შენზე-გავიცინე და თმა გადავუწიე-არავის არ გავხარ, ყველასგან განსხვავებული ხარ და ამიტომაც აგირჩიე შენ!!! ჯერ პატარა ხარ რომ გაიგო ყველაფერი, გაიგო თუ რად მიჯდებოდა შენსგან შორს ყოფნა ამ ორი წლის განმავლობაში. ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ! ცხოვრება სხვა თვალით დამანახე, ყოველ დღეს მიფერადებ შენი ბავშვური საქციელებით და გაბუტვებით, ბავშვი ხარ, პატარა, საყვარელი ბავშვი რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, მე კიდევ შენი მფარველი ვიქნები, მფარველი რომელიც მუდამ დაგიცავს!!!-ისევ დავიხარე და შუბლზე ვაკოცე, საბანი გადავწიე და გვერდით მივუწექი, ხელები მაგრად შემოვხვიე, ჩემსკენ მოვწიე და დავიძინე.
უკვე ჩვევად და ოჯახურ წესად ქცეული პროცედურების შემდეგ მინდოდა თამუნას დავლაპარაკებოდი. ის ფაქტი რომ მან მე დამიმალა ჯაბას ზარი ჭკუიდან გადავყავდი.
-პატარავ მისმინე...-გვერდით გადავედი, გავიხედე ფანჯარაში თითქოსდა იქ ვხედავდი საშველს ან მინაწერს, მერე მას მივუბრუნდი და შევეცადე ბრაზის გარეშე მესაუბრა.
-ხო-თბილად გამიღიმა და მწვანე თვალები შემომანათა.
-უჩამ ტელეფონზე დაურეკესო...
-ხო ვიღაც მირეკავდა-არ მაცადა წინადადების დასრულება.
-მერე მე რატო არ მითხარი?!
-რა რატომ არ გითხარი?!
-რომ ვიღაც დებილი გირეკავდა ტელეფონზე-არა ეს ბრაზი დამღუპავს.
-რავიცი... ვიფიქრე უმნიშვნელოა და ტყუილად აღარ ვეტყვი თქო.
-არასწორად გიფიქრია, ის რაც გეხება შენ მეხება მეც!!! უნდა გეთქვა!
-..........
-მისმინე, არ მინდა გეწყინოს, უბრალოდ არ მომწონს როცა რაღაცას მიმალავენ, მითუმეტეს შენ!!!
-ესეთ უმნიშვნელო რამეზე მეჩხუბები?!-გაბუტული ხმით ამოილაპარაკა და აცრემლებული თვალებით გამომხედა
მივხვდი რომ ამ წუთას ვაშავებდი მაგრამ სხვანაერად ვერ მოვიქცეოდი, ხომ ვერ ვეტყოდი თამუნას რომ ჯაბა ბარათელი ბოლო დონის ნაბი***რია, რომელსაც არანაერი ღირებულება არ გააჩნია დ მისგან თავი შორს დაიკავე თქო!!!
-ეს სულაც არაა უმნიშვნელო პატარავ! და არ გეჩხუბები, უბრალოდ მინდა რომ იცოდე, არასოდეს არაფერი არ დამიმალო, რაც არ უნდა იყოს!
-არც შენ-ისიც ცოტა მოლბა და გამიღიმა.
-არც მე-მეც გავუღიმე.
-მპირდები?-აცრემლებული თვალებით გამომხედა.
-გპირდები!
-მაშინ მეც გპირდები-გამიღიმა, ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-ვიღაცას ჩემი ჩახუტება აღიზიანებდა-წარბი ავუწიე და ლოყაზე მოვეფერე.
-არ აღიზიანებს, უბრალოდ... აი როგორ გითხრა, მაგ შენს ჯაჭვებად ქცეულ ხელებს ცოტა თუ მოუშვებ და ეგრეც არ შემომეხვევი ღამით მადლობელი დაგრჩები-თან მელაპარაკებოდა და თან გულ-მკერდზე მახატავდა რაღაც ფიგურას. მისი ყოველი შეხების მერე მისი დასაკუთრების სურვილუ უფრო მეტი ხდებოა, მე კი არ მინდოდა ჩემი სიჩქარით შემეშინებინა და გული მეტკინა მისთვის.
ფეხზე წმოვარდა უცებ და აბაზანისკენ აიღო გეზო.
-თამუნა სად მიდიხარ?! ვინ მოგცა ადგომის უფლება?!
-არ მინდა მე მთელი დღის საწოლში გატარება „ბოროტთან“ ერთად.
-მოვა ახლა ეგ ბოროტი და ნახავ რასაც გიზამს-მეც ფეხზე წამოვდექი, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.

თამუნას ნაამბობი:

აბაზანიდან გამოსულს დემეტრე ოთახში აღარ დამხვდა. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი სადაც ბიჭებს მოეყარათ თავი.
-დილამშვიდობის-მივესალმე უჩას და ლექსოს.
-დილამშვიდობის თამუ-გამიღიმა უჩამ და გამომხედა-გოგო რა მიკვირს იცი?!
-რა?!-დემეტრემ მანიშნა ჩემთან დაჯექიო, მეც მივედი, მაგრამ მომხვია ხელი დამასზე ამაკრო.
-ამდენი ხანი როგორ გძინავს ტო?!
-რავიცი აბა, ვიღლები და ალბათ მაგიტომ-დემეტრეს გავხედე რომელსაც სახეზე ღიმილი აეკრა.
-ბიჭები ჩამოვლენ 2-3 დღეში-გამოაცხადა ახალი ამბავი ლექსო.
-საიდან იცი?!-კითა დემეტრემ და მაგიდაზე დადებულ ლუდის ბოთლს დასწვდა.
-დღეს დავურეკე, რას შობით ამდენხანს თქო , ამ დრომდე მე სამჯერ ავუხსნიდი გოგოს სიყვარულს და თქვენ რა ვერ მოაბით თავი ვერაფერს თქო. და იცი რა მიპასუხა კოკამ?!-გაიცინა და დემეტრეს გახედა.
-რა?!-ინტერესით იკითხა უჩამ.
-ერთმა ბრედ პიტმა აუხსნა სიყვარული მის გოგოსო და ეხა მეორე შეიპყრო სიყვარულის ძალამო.
-მოიცა კოკამ თუ გითხრა... ანუ...
-დაჩი შეყვარებულია?!-გაიცინა უჩამ და ტელეფონს დასწვდა.
-ხო შენი ძმა ყვავილების საყიდლად ყოფილა გასული, ნუ რაღაცას ხო უკეთებდნენ ბესოს სატრფოს, ხოდა ქუჩაში უნახას , გვერით ჩაუარა თურმე, ესეც უკან გაყოლია, მისულა სახლამდე, მეორე დღეს დახვდენია და რავიცი კიდე რაა-გაიცინა ლექსომ.
-მოიცა ეხა მაგას რა ვეღადაო-მაცდურად აათამაშა უჩამ წარბები და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო.
-აუ ეს მარტო აღადავე რაა-დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია დემეტრემ და აცერცეტებულ ძმაკაცს გახედა.
-დაჩიკო, დაჩიკო გესმის ჩემი?!-უპასუხ თუ არა უფროსმა წერეთელმა მაშინვე მიახალა, მე კიდევ ამათი საუბრის შემყურე ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი.
-რა გინდა ბიჭო, მეძინა ოოო.
-ოოოჰ, გეძინებოდა ძმობილო ღამეებს ათენებ იმ გოგოს სადარბაზოსთან და...-გადაიხარარა უჩამ
-აი მანდ რო ჩამოვალ შენ ცოცხალი თუ დაგტოვო-დაემუქრ დაჩი.
-დედააა, რაარი რავა ყველა მე მკლავთ ტო რა უბედურებაა, ჩემს სიკვდილზე ფასდაკლებაა მგონი ისეთი მოთხოვნადია-გადაიხარხარა და სიცილისგან ატკიებულ მუცელზე ხელები აიფარა.
-ნუ უსმენ შენ ამას, მაგარია ძმაო, მიაწექი მაგ საქმეს ბოლომდე-გაამხნევა ლექსომ ძმაკაცი.
-იასნა, აუ იცი რა ლამაზია?! აი ძაან ლამაზი და საყვარელია-მისი ემოციები მობილურითაც კი იგრძნობოდა.
-კაი მიდი შენ მაგ საქმეს მიხედე ხელს აღარ შეგიშლით-დაიცინ დემეტრემ, მობილური გათიშა, მასზე აკრულს უფრო მაგრად მომხვია ხელები და თავზე მაკოცა, მე კი პატარა ბავშვივით გავიტრუნე მის მკლავებში.

- - - - -
გამარჯობა ბავშვებო love ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ love



№1  offline წევრი Pekito -))

მაგარიაა ადმინ, ძალიან მიყვაარხაააარ <3 ესე გააგრძელეე
--------------------
ნათია

 


№2  offline წევრი -tiko))

Mmmm ... umagresiaaa... maleeee
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი lamazmani

აუ აი ძაან მაგარი გოგო ხარ ყოველდღე რომ დებ ძაან მაგარია მომწონს ძაან love

 


№4  offline წევრი llella

lamazmani
აუ აი ძაან მაგარი გოგო ხარ ყოველდღე რომ დებ ძაან მაგარია მომწონს ძაან love

madlobaa <3 <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent