შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 6)


5-05-2015, 03:49
ავტორი PARVENU
ნანახია 13 711

888
-ვაიმე, რა გვეშველება ეხლა?!-ამოვიჩურჩულე კედელზე აკრულმა და პირსახოცზე ჩაფრენილმა მთელი ძალით დავხუჭე თვალები.
-ორიენტაციიც ელემენტარული უნარი არ გაქ,-დამიღრინა "ბუზღუმ" და სასწრაფოდ გადაკეტა სააბაზანოს კარები, "მუზღუს" რომ არ შემოენგრია.
-ტომ, რას აკეთებ მანდ? რატო გაქ კარები ჩაკეტილი?-სახელურს დაეჯაჯგურა ქალი, მოგვიანებით კი კაკუნზე გადავიდა.
-შხაპს ვიღებ, ანა. რას უნდა ვაკეთებდე,-გაღიზიანებულმა გასძახა და თვალების ბრიალით გადმომხედა, მთვარის შუქზე ბუნდოვნად რომ ვარჩევდი.
-კი მაგრამ კარებს ჩაკეტვა რათ უნდოდა?-აწუწუნდა და კვლავ სახელურს დაეჯაჯგურა,-მეც შემოგიერთდები. დიდი ხანია საწოლს არ გავმცდარვართ,-გაინაზა ხმა და მაცდუნებელი ტონით აჩურჩულდა.
შერცხვენილმა მთელი ძალით მივიჭირე პირზე ხელი გული რომ არ ამრეოდა. კიდევ რომ გაეგრძელებინა, დარწმუნებული ვარ, ძვირადღირებული სუნამოებისა და ლოსიონების ნამსხვრევებს იატაკზე, ჩემი საჭმელიც შეუერთდებოდა.
-მარტო ბანაობა რომ მინდოდა, იმიტომ ჩავკეტე კარები, ანა,-ლამის ბოლი გამოეშვა ყურებიდან ბატონ ტიმოთეს, თუმცა წეღანდელი სიტყვების გამო სირცხვილი, ოდნავადაც არ ეტყობოდა.
-ამ ბოლო დროს რა ჭირი გეტაკა ვერ ვხვდები!-გამწარებულმა დაკრა ხელი კარს და როგორც კი გაჯახუნების ხმა გაისმა, შვებით ამოვისუნთქე.
-გადავრჩით!-ამოვიქშინე აცახცახებულმა. გული ისე მტკივნეულად მირტყამდა ნეკნებში, სუნთქვას ძლივს ვახერხებდი.
სიჩუმით გაკვირვებულმა გადავხედე "ბუზღუს" და მამაკაცის თვალებში დანახულმა ნაპერწკლებმა სუნთქვა შემიკრა. მიმიკა ერთიანად გაქვავებოდა, ყბები ისეთი ძალით ქონდა მოკუმული, რომ ცოტაც და ალბათ კბილებს ჩაიმტვრევდა. საფეთქელზე იარა კვლავ გამოკვეთოდა და რატომღაც ძალიან, ძალიან მინდოდა ადგილიდან აორთქლება.

-ბატონო უფროსო, კარგად არ გამოიყურებით,-ამოვიკნავლე და გამწარებული ავეკარი კედელს.
-როგორ შეგიძლია ასეთი ფეთხუმი იყო?!-დაიგრგვინა და ის იყო ჩემკენ უნდა გამოქანებულიყო, ნამსხვრევებზე რომ ასხლტა.
ინსტიქტურად ჩავავლე ხელი, თითქოს ამხელა ზორბა კაცს ცალი ხელით დავიჭერდი, ისიც მე მომეჭიდა და შუა სააბაზანოში ფიგურული სრიალის ოლიმპიადა მოვაწყვეთ. საბოლოოდ კი ისევ იატაკზე აღმოვჩნდით. შესაშური გამოცდილება დაგვიგროვდა ერთმანეთზე დაცემის!
-უფროსო...-დავიწყე მობოდიშების ჩემხელა ტექსტის თქმა, ქშენით რომ გამაწყვეტინა.
-ეხლავე ადექი და მომწყდი თავიდან!-კბილებს შორის გამოსცრა ნესტოებ დაბერილმა,-ხმა არ გაიღო!-ყვირილით შემაწყვეტინა, ჩემი დაღებული პირი რომ შენიშნა.-კიდევ ერთი სიტყვა... კიდევ ერთი და!..-ავის მომასწავებლად ასისინდა და მკლავებზე ჩაფრენილი ხელი გამიშვა.
ისე წამოვფრინდი ფეხზე, გააზრებაც ვერ მოვასწარი და კარებში ისეთი სისწრაფით გავქანდი ცეცხლ წაკიდებული რაკეტაც ვერ გამასწრებდა. სრიალ-სრიალით შევსრიალდი ჩემ ოთახში და აცახცახებული პირდაპირ ხალიჩაზე გავწექი.

888
დილით პატარა ხელების ტყაპუნმა გამაღვიძა და გაჭირვებით გავახილე დამძიმებული ქუთუთოები. სახეზე ღიმილმა გადამირბინა, როდესაც აბურძგნულ იანას ვკიდე თვალი და გაჭირვებით წამოვიზლაზნე ფეხზე.
იატაკზე წოლისგან სხეული ერთიანად გამშეშებოდა და ძვლებში მტეხდა. აბა რა მეგონა, როდესაც პირსახოც შემოხვეული, გაზუნზლული წიწილივით სველი რომ გავიშოტე ხალიჩაზე?! ახი იყო ჩემთვის. მით უმეტეს, როდესაც ამ ყველაფრის მიზეზი მახსენდებოდა.
ყურადღების გადასატანად ჩემ მსგავსად ჩავაცვი პატარა ქალსაც. ისე უხდებოდა ნაცრისფერი სპორტული შარვალი და თეთრი მაისური, ლამის კოცნით დამეხრჩო.
-მეც შენსავით მინდა თმები,-ამომხედა მორცხვად, როდესაც აქეთ-იქიდან ორ კოსას ვუკეთებდი.
-შეჭრა გინდა?-ვერ მივუხვდი ნათქვამს. თავი უსიამოდ მიბჟუოდა.
-ჰო... მერე სულ შენი მსგავსი ვიქნები,-ლაღი ღიმილით განმიმარტა ნათქვამი.
-ასე უფრო ლამაზი ხარ. არაა აუცილებელი მე დამემსგავსო. შენ, შენ უნდა იყო,-წავუფილოსოფოსე და ბუთქუნა ლოყაზე ვაკოცე,-თან რომც შეგაჭრა, შენი ბიძიკო დარჩენილ თმებსაც წამაცლის,-გადავიკისკისე და წინ ჩამოყრილი გრძელი ჩოლკა კვლავ ყურს უკან გადავიწიე.
არა, მაინც რამ მომაფიქრა წამოსვლის დღეს ბობ-კარეს შეჭრა?! კიდევ კარგი საბამ ჯერ არ იცის ამის შესახებ, თორე მართლა წამაცლიდა თავს.
ჩემი სტიქიიდან კარზე ჩუმმა კაკუნმა გამომიყვანა და გაკვირვებულმა დავხედე გოგონას... და ლამის ბუდიდან გადმომცვივდა თვალები, როდესაც ზღურბლზე ატუზულ ტყუპებს შევხედე, ხელებში ბუტერბროდიანი სინი რომ დაეჭირათ. გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი და ძლივს მოვისაზრე ბავშვები ოთახში შემეპატიჟებინა.
დედამიწის სამოთხეში მოვხვდი მგონი!
-აბა, ბიჭებო, როგორ გეძინათ?-შევეცადე გაკვირვება დამემალა და მტკივანი ხელის ფრიალით მივუახლოვდი საწოლთან უხერხულად ატუზულებს.
რა საყვარლები იყვნენ ეს ოხრები!
-კარგად,-ამოიბუტბუტა ერთ-ერთმა და სინი იქვე დადო, ხელები კი ზურგს უკან დამალა.
-ეს ჩვენ მოგვიტანეთ?-ეშმაკური ღიმილით შევხედე აწითლებულ ტყუპებს.
-გუშინდელის გამო... ჩვენ...-ალუღლუღდა მეორე და გული უსაზღვრო სითბოსგან შემეკუმშა. ცოტა მაკლდა ატირებამდე.
-მადლობა ბიჭებო!-ამოვიჩურჩულე და ჩუმად მჯდარ იანას გადავხედე,-ხედავ რა კარგი ძამიკოები გყოლია?!
-მე სულ მაბრაზებენ,-გაბუსხა ტუჩები გოგონამ, როდესაც სინი ტუმბოზე გადავდე.
-ნუ ატლიკინებ ენას,-თმაზე მოწიწკნა ერთ-ერთმა ძმამ.
-ნუ მპუტავ!-დაუბღვირა პატარა ქალმა და გამეტებით ჩაცხო ბალიში თავში.
-მოდი აქ, რა გიყო!-დაუღრინა უფროსმა და საწოლზე აფოფხებულს გამოუდგა.
-ბავშვებო, ნუ ჩხუბობთ... გაჩერდით... არ შეიძლება...-გავიძახოდი და ამჯერად სამ ბავშვს ერთად ვაშველებდი ჩემი გადაყვლეფილი ხელით.
ხმა ჩამიწყდა, როდესაც მთელი ძალით მოქნეულმა ბალიშმა ცხვირ-პირი ამიწვა და გაანჩხლებულმა დავხედე გაშეშებულებს.
რამდენიმე წუთის მერე ვერ გაარჩევდით ვინ ვის ურტყამდა ბალიშებს, ვინ ვის მოსდევდა და ვინ ვის ეკიდებოდა ფეხზე. მთელ ოთახს ჩვენი სიცილი აყრუებდა და მოურიდებლად გავკიოდით ბოლო ხმაზე.
-აქ რა ხდება?!-ადგილზე გავშეშდი, როდესაც სმენას მკაცრი ბარიტონი მისწვდა და უტიფარი ღიმილით ავხედე კარებში გაჯგიმულ მამაკაცს.
-ჩვენ უბრალოდ... ბალიშებს ვაფუებდით,-ავიჩეჩე მხრები და სახე დაჭყანულმა მოვავლე მზერა ბუმბულებით გადათეთრებულ ოთახს.
საიდან ამდენი ბუმბული ოთხ ბალიშს?!
-ბალიშებს აფუებდით, ხო?!-დაისისინა და ცეცხლის კვესებით მოგვავლო თვალი სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებულებს,-შენ, ალავიძე, ამათზე მეტი ჭკუა არ გაქვს!-შემაქო პატივცემულმა უფროსმა.
-ვიცი, ბოს!-სულერთიას გამომეტყველებით ავხედე ძარღვებ დაბერილს.
აშკარად ვიწვევდი.
-ასე ხომ?!-დააქნია თავი გამწარებულმა და გააფთრებულმა ლამის მზერით გამბურღა,-მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! ოთხივე მოწესრიგდებით და სანამ ოთახს პირვანდელ სახეს არ დაუბრუნებთ, მანამ არ მოიცვლით აქედან ფეხს!-ისეთი ტონით განგვიცხადა, შეწინააღმდეგება ვერ გავბედე და როგორც კი ბრახუნით გაგვცილდა, გაბრაზებულმა კარს გამოვუყავი ენა.
-ლიკა, რა ვქნათ?-მომეტუზა იანა,-ბიძია, ძალიან გავაბრაზეთ.
-ჯერ ეს დავალაგოთ და მერე ვიფიქროთ თქვენი ბუღას შემორიგებაზე,-ამოვიქშინე და ტანჯული გამომეტყველებით გადავხედე ერთიანად ბუმბულებში ჩამალულ ტყუპებს.
ფოტოაპარატი მჭირდებოდა ცოცხის მაგივრად აშკარად!

888
ლამის შუადღე იყო, როდესაც საბოლოოდ გავასუფთავეთ ბუმბულებისგან ოთახი და უკვე ალერგია მჭირდა. ბუნტ....ბის დანახვაზე. ერთმა ისე გვაწვალა, ლამის მთელი საათი დავსდევდით დასაჭერად. საბოლოოდ ქანც გაწყვეტილები, დაღლილები, მისავათებულები და სხვა მსგავსი სინონიმებით შემკულები ჩავლასლასდით პირველ სართულზე... და კვლავ უკან ავბრუნდით, როდესაც ერთმანეთზე ჩაფსკვნილ ბუზღუ-მუზღუს დუეტს ვკარით თვალი.
საჭმელიც ოთახში მივირთვით, რადგან ფაქტიურად მომსპარი გვქონდა სხვა გამოსავალი. დანაყრების შემდეგ კი მე დრო ვიხელთე და სანამ ბავშვები x-box-ით თამაშით ირთობდნენ თავს, მონატრებულ მეგობრებსა და მშობლებს დავურეკე.
შუბლი კი კვლავ მიხურდა!

888
ქალბატონი ანას სტუმრობამ ერთზე მეტ ხანს გაგრძელდა და უკვე გაუსაძლისად მეცოდებოდა დედამიწა, ასეთი ინდაური ადამიანის ტარება რომ უწევდა. თუმცა ინდაურს რას ვერჩოდი. მშვენიერი ფრინველი იყო. აი, ეს ანა კი... სრული კატასტროფა. სილამაზე ნამდვილად არ აკლდა. შვაგრემანი, ეშხიანი გოგო იყო, მაგრამ... ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც გარეგნობა და შინაგანი მდგომარეობა, ალთას და ბალთას იყვნენ გამოკიდებულები.
ერთი კვირა იყო რაც ამ გოგოს მოძრაობას ვუყურებდი სახლში და გულწრფელი ინტერესი მიპყრობდა გამეგო, თუ რა იზიდავდა იმ ბუღას ამ ინდაურში.
სანამ მე ამ ზოგადსაკაცობრიო თემაზე ვმსჯელობდი, ვბჭობდი და ა.შ. ჩემი ფეთხუმობის სტაჟი საგანგაშო ნიშნულს აღწევდა. უიღბლობასთან ერთად, თანდათან დაბნეულ თხას ვემსგავსებოდი და ამის გამო სულ ბოდიშების თქმა მიწევდა.
ბალიშების ომიდან მეორე დღე: "გაიქეცით! სამზარეულოში ლიკა ალავიძეა!"
ჩემი მზარეულობის ნიჭს გასაქანი მოუსპო ბატონმა ტიმოთემ, როდესაც მე ომლეტის კეთებისას მას მოვუსპე გაზქურა და მაცივარი.
მესამე დღე:"უთო უნდა გამორთო... თურმე!"
სახლი გაზქურასთან ერთად უფარდოდ დარჩა, როდესაც უთო ჩართული დამრჩა, მე კი მხოლოდ მაშინ ვინებე ქალბატონ ნონასთან სატელეფონო საუბრის გაწყვეტა, როდესაც ოთახში ისეთი კოცონი გაჩაღდა, გამოცდილ მეხანძრეს შეშურდებოდა.
მესამე დღე:"არასდროს არ ჩაყაროთ სარეცხ მანქანაში ბამბის თუ შალის ტანსაცმელი."
ამჯერად ჩემი უიღბლობა თვით სახლის მეპატრონეს გადასწვდა და ჩემი გამჩენი დავწყევლე, უთენია ღრიალით რომ შემომივარდა ოთახში უფროსი, ხუთი ზომით პატარა სვიტერით, თავზე სასაცილოდ რომ წამოცმოდა.
მეოთხე დღე... მეოთხე დღეს კი, ჩემმა უიღბლობამ ყოველგვარ ზღვარს რომ გადააჭარბა, უფროსმა გადაწყვიტა სპორტულ ჟინში მეპოვა ხსნაწ-ყოველ დილით, ექვს საათზე მამალივით დაგვყიოდა თავზე და მანამ არ გაჩერდებოდა, სანამ მე და ტყუპებს ქანც გაწყვეტილებს არ დაგვიგულებდა. აზიდვებისგან მკერდი მტკიოდა, ბუქნებისგან ფეხები და მუცლის ვარჯიშებისგან პრესი. ამ დროს სერიოზულად ვნატრობდი იანას ადგილას ყოფნას, რომელსაც მშვიდად ეძინა საწოლში თავის დათუნიასთსნ ერთად.
აი, როდესაც ტყუპებმა მომახსენეს, რომ ბატონი ტიმოთე თურმე ჯარში მსახურობდა... სულ არ გამკვირვებია.
ჩემი ბედნიერების ხანა დაიწყო, როდესაც ერთ კვირიანი ტანჯვის მერე ანას გამგზავრების შესახებ მომახსენეს. გაბადრული დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ხვალინდელი დღის გათენებას ვნატრობდი, როდესაც ვეღარ ვიხილავდი გაფხორილი ინდაურის სახეს. რა მახარებდა მე თვითონ არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო-სულ დავიწყებული მქონდა სხეულის გაუსაძლისი ტკივილი, სურდო რომ დამატებოდა ზედ.
ცემინებით გავანაწილე ბავშვები ბიჭების ოთახში და მათ დავავალე იანასთვის ზღაპრების მოყოლა. არ მინდოდა სურდო მათაც გადადებოდათ და მიუხედავად გოგონას უკმაყოფილო გამომეტყველებისა, ფრთხილად გამოვიხურე კარები. ცემინებით ჩავათავე კიბეები და თვალ ცრემლიანმა გადავჩხრიკე სამზარეულოს უჯრები, პირველადი დახმარების ყუთი რომ მეპოვა. ანტიბიოტიკები სასწრაფოდ გადავყლაპე და ნახევრად მძინარე ავუყევი კიბეებს. ლასლასით გადავკვეთე კოლიდორი და ხელების ცეცებით გამოვაღე ოთახის კარი. ხალათი არ გამიხდია, ისე შევწექი საწოლში და როგორც კი გახურებულმა სხეულმა გრილი მატერია იგრძნო, წამში მოთენთილობისგან თვალებზე ლოდი დამეკიდა.

888
სიზმარში სხეულზე ცეცხლი მეკიდა. მწველი ალი ნელ-ნელა მედებოდა მთელ ორგანიზმზე. მხრებიდან წელზე, წელიდან თეძოებზე და თეძოებიდან ფეხებზე ნაწილდებოდა. თუმცა ისეთი სასიამოვნო იყო, მოუხეშავი თითების შეხება, ლავა რომ გადმომსხმოდა, ადგილიდან არ დავი.... რა-ა?!
-როდიდან გახდი ასეთი დახვეწილი სუნამოებში?!-სარკასტულმა, ჩუმმა ბარიტონმა გაკვეთა ჰაერი და ალკოჰოლის სუნმა ცხვირი ამწვა, ყურის ნიჟარაზე რომ დამჩურჩულეს.
საბოლოოდ გამოფხიზლებულმა, გაოგნებისგან გაფართოებული, შესიებული თვალები ვჭყიტე და ნაპირზე ამოგდებული თევზივით დავაღე პირი, ზურგზე მხურვალე სხეული რომ მომეკრო.
-ან ხალათით როდიდან დაიწყე ძილი?! თუ სექსი ჩაცმულებმა გინდა ვცადოთ?!-აშკარად სასმლისგან ჩახლეჩილი ხმა, ჩურჩულს არ წყვეტდა და უხვად მანებივრებდა უხამსი კომენტარებით.
ადგილზე მიყინული, საბოლოოდ გავითიშე, როდესაც ჩემი სიფრიფანა ხალათი წამის მეასედში აცურდა მაღლა და წელზე დაიგორგლა.
-უკანალი უფრო დამგრგვალებია!-ხრინწიანად გაიცინა, ჩემ ყელში თავ ჩარგულმა და ის იყო კივილი უნდა ამეტეხა, როდესაც ისე გამეტებით მომცხეს, მარცხენა მხარე სულ დამიბუჟდა.
ისეთი მწარე და მოულოდნელი იყო დარტყმა, ხმა ვერ დავიმორჩილე და გაურკვეველი ბგერები აღმომხდა ყელიდან. ვიგრძენი, როგორ დაიჭიმა ჩემს ზურგზე მოკრული სხეული და აბჟუებულ საჯდომზე თითები მომიჭირა.
-ცოტა ხანში დავბრუნდები,-ხმა ჩახლეჩილმა ამოიხრიალა, ყურზე სველი ტუჩები შემახო და ოხვრით გაემართა სააბაზანოსკენ.
მკლავზე გამწარებულმა ვიჩქმიტე, იმაში დასადასტურებლად რომ ჯერ კიდევ კოშმარში ვიყავი, მაგრამ ამწვარმა მკლავმა და ჯერ კიდევ მტკივანმა უკანალმა მთელი ძალით მიმანარცხა რეალობას. წარმოდგენაც არ მინდოდა რა მოხდა... სად ვიყავი... ვისთან ერთად...
ასე არასდროს მინატრია დედამიწის ცენტრამდე ჩაქვესკნელება!
პანიკაში ჩავარდნილი წამოვხტი ფეხზე და აბნეული ბატივით, ხან ერთ კუთხეს ვეცი, ხან მეორეს. ისე ვნერვიულობდი და ისე მიცახცახებდა სხეული, ორიენტაციის უნარი დამეკარგა და ლამის მთელი წუთის განმავლობაში, ციბრუტივით ვარტყამდი წრეს ოთახს. ადგილზე გავქვავდი, როდესაც დერეფნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა და გულმა ისეთი სისწრაფით მიწყო ძგერა, ვეღარაფერს ვეღარ აღვიქვამდი. სმენა ერთიანად დამეხშო და ყელში უდაბნო გამიჩნდა. შენელებული კადრით დავინახე, როგორ ჩამოიწია კარის ურდული და იმის მაგივრად აივანზე გავვარდნილიყავი, პანიკაში ჩავარდნილი საწოლის ქვეშ შევგორდი.
-ტომ, საყვარელო! აქ ხარ?-გაისმა კარის ჭრიალთან ერთად, ჩუმი ხმა, მეც ერთი ასად მიწყო გულმა ფეთქვა.
მთელ მაჯაზე გამწარებულმა ვიკბინე, სააბაზანოს კარებიც რომ გაიღო და ჩემი ფსიქიკა საბოლოოდ გამოვიგლოვე.
თვალები გამეტებით დავხუჭე, მთვარის შუქზე ოდნავ შესამჩნევი მოძრაობა რომ არ შემენიშნა და ყვირილი ძლივს შევიკავე საწოლზე დავარდნილი სიმძიმის გამო, ფირფიტა თავზე რომ მომხვდა.
-ტომ, ერთი კვირა... როგორ გავძლო...-აშკარა იყო, ეიფორიაში ჩავარდნილი ქალი სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.
-ნუ გეშინია. ავანაზღაურებ,-ხრინწიანი ხმით უპასუხა და დაჭყანულმა ავიფარე ყურებზე ხელი, მწარე ტკაცანმა რომ გაკვეთა ჩახუთული ჰაერი.
მშვიდობით ტკბილო სიზმრებო და უშფოთველო ძილო!
მიუხედავად ჩემი გამწარებული მცდელობისა, რომ არაფერი გამეგო, მაინც წვდებოდა ჩემ სმენას გაანჩხლებული წყვილის გოდება თუ ბოდვა და ცოტა მაკლდა იატაკზე არ მეხლა თავი. ქალის გაბმული ყმუილი... სხვას ვერ დავარქმევ მოსმენილს, მაეჭვებდა რომ დილამდე ცოცხალი ვერ გაატანდა, მე კი ჩემ ტანჯულ გონებაში უკვე ვგლოვობდი გმირულად დაღუპულ ქალბატონ ანას და ჩემ ფაქიზ ფსიქიკას.
წყვილმა დაშოშმინება რომ იკადრა... თუ ტაიმაუტის აღება, მე უკვე ორმოციც მქონდა გადახდილი და წლის თავს ვუწევდი ორგანიზებას.
...და მაინც ვფიქრობ, რომ საწოლს აშკარად დაზეთვა ჭირდებოდა!
ჩემ უკანალს კი რამე მომშუშებელი მალამო!



№1  offline წევრი p♥♥h ^^

სიცილიი სიცილი სიცილიიიი wink wink wink wink რაღაც მსგავსიი მაგალითი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილიი lol crying რო ვერსადაც გარბიხარ და სმენასაც რომ ვერ იხშობ lol lol
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი Citizen

დარწმუნებული ვარ ძალიან კარგია მაგრამ არ წავიკთხავ სანამ ბოლო თავს არ დადებ. იმიტომ რომ კვირაში მაქსიმუმ 2 თავს ტვირთავ რაც ძალიან ძალიან ცოტაა.

 


№3  offline წევრი Unnamed

Kargia dzaan :D

 


№4  offline წევრი DiscoGirl

ვაიმეე საწყალი :(( ბოლო ნაწილში ანას ადგილზე ყოფნას უფრო ვინატრებდი ვიდრე ლიკასი. სიამოვნებას მაინც მივიღებდი :დდდ

 


№5  offline წევრი casas

ვაიმე რაამდეენი ვიცინეე ცუდაათ ვაარრ wink საოოცაარრიიი იისტორიააა,ყველაფერიი ერრთაად როომ აქქვს..საერთოოდდ შეენი წერიის სტილზეე ვგიჟდეებიი winked საწყაალიი ლიკაა wink wink wink

 


№6  offline წევრი ხატული♥

ვაიმე ბევრი ვიცინე wink და ის ვერ გავიგე ბუზღუს აერია ხო თავის საყვარელში wink მალე გააგრძელე ჰაჰა love

 


№7  offline წევრი Mkitxveli

თუ აღმოაჩინეს მანდ,საწოლის ქვეშ...ოპაა!

 


№8  offline წევრი Anuuc^.^

აი აქ უკვე მოსულიერება მჭირდება სოცილისგან:დდ ძალიან მაგარი იყო,მალე დადე არ დაიკარგო რაა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№9  offline წევრი roza1996

უმაგრესიააა wink wink. შენი ყველა ისტორია ძალიან კარგიააა და ძალიან მომწონს love. ველოდებიგაგრძელეეებაააას love რომელიც იმედინ მაქვს მალე იქნება winked

 


№10  offline წევრი EiLuL♥

ჰაიმეე ცუდად ვარრრ სიცილი ხველებაDი გადამივიდა და მერე ტირილში :დდ ამდენი არცერთ ისტორიაზე არ მიცინიაა ❤ მაგარი ხარ !!
--------------------
elene

 


№11  offline წევრი crazy baby

ვაიმე ცუდად ვარ პრიკოლი იყო რა wink lol lol lol

 


№12  offline წევრი Annee

ვაიმე რამდენი ვიცინე :დდდ ეს ბუზღუ-მუზღუ რა მაგარი იყო :დდ მაგარი ხარ, მაგრამ უფრო მაგარი იქნებოდი ხშირად რომ გვანებივრებდე ახალი თავებით :*:*

 


№13  offline მოდერი D-roni

მუცელი მტკივა ... ჰაჰაჰა ლოდინი ნამდვილად ღირს ... კარგი გოგო ხარ უძალიან მაგრესი ... აამას რომ ვკითხულობ ძალიან ბევრს ვიცინი ... ნუ მე ყველაფერზე ვიცინი მაგრამ ეს შენი და თამარას ისტორიები უკვე ძალიან მაცინებს ... კარგი გოგო ხარ და მე გელოდები love

 


№14  offline წევრი Shore

ვაიმე ცუდად ვაარ :დდდ რუსულის მასწმა გარედ გამაგდოო იმდენი ვიცინე :დდდ რა მანდამაინც გაკვეთილზე მოვინდომე მეც კითხვა :დდს უუფ მაგრამ კარგი იყოო :დდდ .....

 


№15  offline წევრი Only DrEAmer

ძაან მაგარი ხარრ :დდდდდდდდდდდდდ კინაღამ მოვკვდი სიცილით :დდდ

 


№16  offline წევრი NA NO

როდის გვაღირსეეებ შემდეგ თააააავს ?:(

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

Ლიკა რა არანორმალური გოგოო ხააარ

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე ცუდად. არ რა იყო ეს აჰაჰა ????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent