შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (20 - დასასრული)


5-05-2015, 03:57
ნანახია 4 831

ადამიანის ცხოვრებაში ბევრი ისეთი მომენტია, რომელსაც სულ ტყუილად კარგავს უსაქმურობაში, რაღაცის დარდში, ან უბრალოდ ისეთ რამეზე ფიქრში, რასაც არ ეშველება. ყველაზე მეტად, ის წუთები მეჩვენა დაკარგულად, ლაზარეს გარეშე რომ გავატარე... და განა ცოტა იყო ეს წუთები?! არა, სულაც არა... წუთები, რომელიც შეადგენდა საათებს, საათები - დღეებს, დღეები კვირებს, კვირები - თვეს.
მახრჩობდა თითოეული წამი, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში იარსება.
მჭამდა მანძილი ჩვენ შორის, რომელსაც ვერაფერს ვშველოდი დიდი სურვილის მიუხედავად. მაგრამ, ალბათ, არ ვცდილობდი კარგად, რადგან ჩემზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული/
სისულელე იყო ფანჯრის რაფაზე ჯდომა, ისე, როგორც ჯერ კიდევ მამაჩემთან რომ ვცხოვრობდი, მაშინ მჩვეოდა და ოცნება, თუ ფიქრი, თუ რაცაა...
ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ და კივილ-წივილით იკლებდნენ ყველაფერს. ამას მხოლოდ მათი ხმით ვგრძნობდი, სხვა მხრივ ვერაფერს განვიცდიდი... ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, რა იყო ჩემი და ლაზარეს კამათის მიზეზი, ამას მისი გერმანიაში წასვლაც დაემატა და ისე გამოვიდა, რომ ხუთი თვეა ერთმანეთს არც კი დავლაპარაკებივართ. მართლაც სისულელეა, არა?! პატარა, სულელი ბავშვებივით ვიქცეოდით ორივე, რაღაცაზე რომ გაიბუტებიან და მერე ტკბილეულით რომ შემოირიგებენ ხოლმე. ოღონდ ჩვენ იმ შემთხვევაში ვიყავით, ტკბილეულიც რომ არ შველოდა ამას. ღამეები გამითენებია მიზეზებზე ფიქრში, მაგრამ კიდევ არ მქონდა კითხვაზე პასუხი: „რატომ?“
იმ დღის შემდეგ, რაც ეკა მოვიდა ჩვენთან და განაცხადა, რომ კანადაში მიდიოდა, იქ კი ბავშვს ვერ წაიყვანდა, ოთხ წელზე მეტი იყო გასული. ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მოუკითხავს შვილი, არ იცოდა როგორ და როგორი იყო. დედას, რა თქმა უნდა, მე მეძახდა შიო. ეკას შესახებ არც კი იცოდა რამე...
ჰო, იმას ვამბობდი, რომ ეკას წასვლიდან ოთხი წლისა და რამდენიმე თვის თავზე, სახლში გამოგვეცხადა ქალბატონი. ისე გავბრაზდი, ცოტა დამაკლდა გარეთ რომ არ გამეგდო. როგორ შეძლო და ამ ყველაფრის მერე დაბრუნდა?! უემოციო სახით გამოგვიცხადა, რომ შვილის დაბრუნება უნდოდა, ბარგი ჩამილაგეთ ბავშვის და მიმყავსო. არ დამავიწყდება ლაზარეს სახე... მეგონა, რომ დაუფიქრებლად გამოასალმებდა სიცოცხლეს. თუმცა, მალევე შეეცვალა გამომეტყველება. ისეთი სიცივე ჩაუდგა თვალებში, ზაფხულის მიუხედავად, მეც კი დამაყარა ეკალმა. შიომ ოთახში შემოირბინა, გაიოცა უცხო ქალის დანახვა, მერე ჩემთან მოვიდა და ნახატიანი ფურცელი მომცა. ქალის, კაცისა და სამი ბავშვის გამოსახულება იყო, შესაბამისად: ჩემი, ლაზარესი, შიოსი, ბარბარესი და ჩემი და დადეშელის საერთო შვილის - მართასი.
მწველი იყო შეგრძნება, რომელიც იმის გაფიქრებამ გამოიწვია, თუ როგორი იქნებოდა დღე შიოს გარეშე, ეკას რომ წაეყვანა.
-გამარჯობა, შიო. - ეკა ჩვენთან ახლოს გაჩერდა, ოდნავ მოიხარა წელში და ბავშვს დააკვირდა. სულ ცოტათი უთრთოდა ხელები, გამიკვირდა მასში დედობრივმა გრძნობამ გამოიღვიძა თუ სინდისის ქენჯნა ჰქონდა უბრალოდ?!
-მე დედაშენი ვარ. - განაგრძობდა ეკა.
სისხლმა თავში ამასხა, მძიმედ გადავაგორე ნერწყვი. არვიცი როგორ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, ყელში რომ არ წავწვდომოდი იმ არაადამიანს და არ მიმეხრჩო. ზიზღით დამებრიცა ტუჩები. ზიზღის და ფურთხის ღირსი იყო, სხვის არაფრის და მით უმეტეს, ანგელოზი შვილის!
დიდი, წყლიანი ლურჯი თვალები შემომანათა შიომ, ვერ გაერკვია რას ამბობდა მისთვის უცნობი ქალი. ძლივს მოვახერხე გაღიმება. ხელში ავიყვანე და ბავშვების ოთახში შევიყვანე. ბარბარე მაგიდასთან იჯდა და ხატავდა, 3 წლის მართა კი ბარბის გაწეწვით იყო დაკავებული. გული გამითბო მათმა ერთად ნახვამ. არავითარ შემთხვევაში დავუშვებდი ეკას რომ შიო წაეყვანა, მიუხედავად იმისა, ის რომ იყო ბავშვის ბიოლოგიური დედა და არა - მე.
მისაღებში დაბრუნებულს სანახაობა დამიხვდა, ეკას ლაზარესთვის ჩაეჭიდა ხელი და თვალებში უყურებდა. ორივე დუმდა. ასმაგად გამიმძაფრდა ზიზღის გრძნობა.
წყობილებიდან გამოვდიოდი ნელ-ნელა...
ლამის გაწევ-გამოწევა დაიწყო ჩემსა და ეკას შორის, ბავშვის წაყვანა-არ წაყვანაზე. ბოლოს დადეშელმა გააგდო. აფექტის მდგომარეობაში ჩავვარდი, ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა და რას ვაკეთებდი. ყველაფერი გაორმაგებულად მესმოდა, გამოსახულებასაც გაორმაგებულს ვხედავდი.
სახლში შემოსული ლაზარეს დანახვაზე ნაგროვებმა ემოციებმა თავისი გაიტანეს და ეკას ლანძღვას მოვყევი. არა და არ რომ არ გავჩუმდი, მერე ლაზარემ მიღრიალა „გეყოს, საკმარისია“-ო და ეს პიკი აღმოჩნდა. მეგონა, რომ მას იცავდა, თანაც, გამახსენდა მათი რამდენიმეწუთის წინანდელი სიახლოვე და მეგონა, რომ ჩემ წინააღმდეგ მოქმედებდნენ ორივე.
სუნთქვა გამიხშირდა და პირი გამიშრა.
ახლა ვიაზრებ, რომ არაფერი იყო ლაზარეს ბრალი და წონასწორობა დაკარგული ვეღარ ვიაზრებდი რას ვამბობდი, მაგრამ რაც მოხდა მოხდა... ჩემი ნათქვამის შემდეგ : „მას იცავ, არა?! კარგი, შეგიძლია მასთან წაბრძანდე“ - დადეშელი ბავშვების ოთახში შევიდა, რამდენიმე წუთში გამობრუნდა, მერე ჩვენს ოთახში შევიდა, ბოლოს კი სახლიდან გავიდა. ახლაც, ერთი თვის შემდეგ, არვიცი სად წავიდა, ან რატომ... მაგრამ ფაქტია, რომ წავიდა, რამდენიმე დღეში კი გავიგე რომ ჰამბურგში წასულა სამსახურიდან, ისე, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით.
ამან სულ მთლად შემშალა, ჯერ ისედაც ყოველ წამს ველოდებოდი, რომ ეკა მოვიდოდა და ისევ მოითხოვდა ბავშვის წაყვანას.
წავიდა და წავიდა. თითქმის ერთი თვეა, რაც ჰამბურგშია და ამ ხნის მანძილზე არცერთი სიტყვა გვითქვამს ერთმნეთისთვის. ვიცი, რომ დამნაშავე მე ვარ და დადეშელი იმ სიტყვებს არ იმსახურებდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვშველი სინანულით...
კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. სწრაფად ჩამოვხტი რაფიდან და გასაღებად წავედი. კარებში გაღიმებული სალომა იდგა თავის სანდროსთან ერთად. სახლში შემოვიპატიჟე, სანდრო ჩემს შვილებს შეუერთდა მხიარულებაში. მალე მამაჩემიც მოვიდა ჩემს პატარა ძმასთან ერთად.
ყველანი ერთად კი შიოსა და ბარბარეს მეხუთე დაბადების დღეს ავღნიშნავდით.
ბედნიერი ვიყავი, რადგან მხიარულობდნენ ჩემი შვილები და უხაროდათ ცხოვრება, მაგრამ მაინც მაწვა გულზე მძიმე ლოდი, სახელად „ლაზარე დადეშელი“.
ვერასდრის წარმოვიდგენდი, რომ ერთ თვიანი განშორება ბოლოს მომიღებდა. ამ საერთო ბედნიერებას რომ ლაზარე აკლდა, ჩემი ქმარი და შვილების მამა - ეს ყველაზე მტკივნეული იყო. ვცდილობდი არაფერი შემმჩნეოდა, მაგრამ ეს არც თუ ისე კარგად გამომდიოდა.
მახრჩობდა ცრემლები და ლაზარეს მონატრება.
ერთი სული ჰქონდათ ბავშვებს, როდის ჩააქრობდნენ ტორტზე ანთებულ სანთლებს. ჩვენც,ბევრი აღარ ვალოდინეთ და სუფრას შემოვუსხედით.
ვითომ ჩვენც ვსვამთ სასმელსო, წვენებით იჭყიპებოდნენ ბავშვები. ბევრს იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ.
ვეღარ მოითმინეს პატარებმა. ფარდები ჩამოვაფარეთ, რომ დაბნელებულიყო ოთახში და შუქიც გამოვრთეთ. კარზე ზარის ხმა იყო, არ მიმიქცევია ყურადღება ვინ წავიდა გასაღებად.
სამზარეულოში გავედი და ტორტზე სანთლები ავანთე.
-შვილების დაბადების დღეს გილოცავ, ჯუნ! - მომესმა ყველაზე ტკბილი და მონატრებული ხმა ზურგს უკან. მერე მისი ჩახუტება რომ ვიგრძენი, მეგონა გული წამივიდოდა სიხარულისგან. არ მჯეროდა, რომ მოვიდა...
-არ გელოდი. - ძლივს მოვუყარე თავი სიტყვებს.
-ამ დღეს ვერ გამოვტოვებდი. ყველაფრის დათმობად მიღირდა თქვენი ბედნიერი სახეების ნახვა დღეს. - მიღიმოდა ლაზარე და სახეზე მეფერებოდა.
ცრემლები თუ აქამდე „ულაზარეობის“ იყო, ახლა მისით გაიჟღინდა.
ტორტი სალომემ და დედაჩემმა მიუტანეს შიოს და ბარბარეს. ყველანი შემოესიენ მას. ერთად აპირებდნენ სანთლების ჩაქრობას: შიო, ბარბარე, მართა, სანდრო და საბა. სურვილი ჩაიფიქრეთო რომ უთხრეს, კარგად გავიგონე ბარბარეს ბუტბუტი „მამიკო მოვიდესო“.
დაბადების დღის სურვილი ასრულებული იყო, შეეძლო სხვა რამ ჩაეფიქრებინა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ „მამიკო მოვიდა“.
„რა ლამაზი დღეა“ იმღერეს ერთხმად, მერე სანთლები ჩააქვრეს და წივილ-კივილი მორთეს. ამ ყველაფერს კი სამზარეულოს ჯარებიდან ვუყურებდით მე და ლაზარე, ის ჩემ უკან იდგა, ნიკაპი ჩემს თავზე ჩამოედო და ხელები მუცელთან გაებანტა.
-ნახე, რა შევქმენით ერთად!
____________________
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ბოლომდე მიერთგულეთ და ჩემთან ერთად იტანჯებოდით ისტორიის განვითარების პერიოდში. ძალიან მიყვარხართ, რადგან თქვენი მხარდაჭერის დამსახურებად ვთვლი ამ მოთხრობის დაწყებას და დასრულებას რომ მოვაბი თავი.
დაისვენეთ აწი, შვებულება გაქვს ჩემგან.
გისურვებთ ყველაფერს კარგს.
გეცოცხლოთ ჩემი ჭორფლების რაოდენობის (309) ბედნიერი წლის განმავლობაში.



№1  offline წევრი casas

ძალიაან კაარგი იყოო..მეე პირადაად ძალიაან ვისიაამოოვნეე..ზუსტაად სწოორრ დროოსს დაამთაავრეე და ზუუსტაად..ჩემიი აზრიით მეტი გააგრძეელეებაა გაწელაავდა ძაალიაან. winked ველოდებიით შეენს შეემდეეგ ისტორიაას love

 


№2  offline წევრი nonka

ოჰჰ როგორ მომეწონააა...ცრემლებიც კი მომადგა..ყოჩაღ მაგარი იყო

 


№3  offline წევრი veroo

დღეს ვკითხულობ შენს ისტორიებს და აღფრთოვანდი კიდე დაწერე კიდე გაგვახარე ხალხი ❤სასწაულად მომეწონა ეს ისტორია საოცრად რეალური იყო მომხიბლა თხრობამ სიმძაფრემ ყველაფერმა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent