დააფასე საკუთარი თავი (7)
ჯერ ბუნდოვნად ჩამესმის ყვირილის ხმა,შემდეგ უფრო ახლოს მოდის,მაგრამ მაინც რაღაც უცნაურად ისმის.თითქოს ყურში წყალი მაქვს ჩაგუბებული..კი,კი ნამდვილად ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს.არ ვიცი როდის მოასწრო ამ თავმა ასე ატკიება,რომ მგონია მალე გამისკდება და ამას ემატება არაადამიანური ტკივილი ხელში.თვლების გახელისთანავე ნიკას წაშლილ სახეს ვხედავ,რომელიც მგონი გონზე მოსვლას მთხოვს,თან პარალელურად მაღლა იყურება და ვიღაცას ეჩხუბება მანქანაზე.ხოო,მგონი მანქანის მოყვანას ითხოვს.ამ ყვრილში და გადაძახილ-გადმოძახილში გონს მოვდივარ თითქოს.თუმცა მგონი ჯობდა ისევ ისე ვყოფილიყავი..ასე მძაფრად მაინც არ ვგრძნობდი ტკივილს.ჩემი საბოლოოდ გახელილი თვალები საოცრად აბედნიერებს ნიკას და გულში მიკრავს.ასევე გულში ჩაკრული ავყავარ ხელში და მანქანაში მსვამს ისე,რომ გვერდიდან არ მშორდება. თავი მის კალთაში მიდევს და აქეთ ვცდილობ მის დამშვიდებას.ხან ვუღიმი,ხან ვეუბნები,რომ კარგად ვიქნები,ხანაც ორივეს ერთად ვაკეთებ და როგორღაც გავდივართ ფონს მეც და ნიკუშაც.არადა ორივე ერთად ვტირით.ის მწმენდს ცრემლებს,მე-ვერა.საავადმყოფოშიც ისევე ხელშიაყვანილი შევყავარ და გვერდიდან არ მშორდება მანამ ექიმი არ სთხოვს გასვლას.თავს დავდებ შესაძლებელი,რომ ყოფილიყო ჩემ მაგიერ დარჩებოდა აქ და ჩემ მაგიერ აიტანდა ამ ტკივილს,მაგრამ რა ვქნათ,რომ "მაგივრობით" საქმე არ გამოდის.ისედც მტკივან ხელში სულ ოდნავ დამემატა ტკივილი ნემსი რომ შემირჭო ექთანმა და მერე გავითიშე. გაჭირვებით ვახელ თვალებს და ვუალაა!! საავადმყოფოში ვარ. არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა,მაგრამ მე აშკარად ვამჩნევ,რომ მე და საავადმყოფო მაგრად ჩავძმაკაცდით.უკვე მეორედ დავინახე მამა ასეთ მდგომარეობაში და მთელი შიგნეულობა ჩამეწვა.ამბობენ გოგოს ყოლა ჯობია მშვიდად მაინც ხარო,მაგრამ ეტყობა ლევანს რამე მშვიდად ყოფნის? ამხელა კაცია და თავისი მიზეზით არ ყოფილა საავადმყოფოში იმ სიხშირით,რა სიხშირითაც ჩემ გამო მოდის. ნიკას ელაპარაკება და მადლობას უხდის.მეც უნდა გადავუხადო მადლობა აუცილებლად.. თელავში გადმოსახლებიდან დაახლოებით 3-4 თვეში გავიცანი.ერთად მოვხვდით სუფრაზე.ორივე მამებს ვყავდით წაყვანილი და ვისხედით მოწმეებივით.იმას კიდე რა უჭირდა სვამდა მაინც და მე ვიყავი კარგ დღეში.იმ საღამოს მხოლოდ იმის ცოდნით შემოვიფარგლეთ,რომ მე მარიამი ვიყავი,ლევანის შვილი,ხოლო ის- ნიკა,დავითის შვილი. 1 კვირა არც იყო გასული კაფეში ავედი კლასელებთან ერთად.როგორც "ახალმოსახლეს" უარის თქმა მომერიდა და დავთანხმდი მოპატიჟებაზე.თან მაშინ ჯერ კიდევ ის პერიოდი იყო თეთრი შავი რომ მეგონა და პირიქით.იქ ასულმა ნიკა,რომ დავინახე უბრალო სალამს და გულთბილ ღიმილს დავჯერდი.ნახევარი საათის მისული ვიყავი ალბათ ვიღაც ბიჭმა რომ დაიკავა ჩემს გვერდით ადგილი.მანამდე გოგონების საუბრიდან მივხვდი,რომ აქედან არც ერთი არ იცნობდა გვერდზე მაგიდასთან მსხდომ ბიჭებს,მაგრამ მათი თვალების პაჭუნით ფრიად აღფრთოვანებულები იყვნენ.მომკალით და არც ერთი არ მომეწონა არც ვიზუალურად და არც საუბრის მანერით,ნუ რა თქმა უნდა,რაც მოვისმინე იმით თუ ვიმსჯელებდი.მაინც ხმა არ ამოვიღე მოეწონათ და მოეწონოთ,ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ-მეთქი ვიფიქრე.ხოდა რას ვამბობდი? ხოო,მომიჯდა ვიღაც ბიჭი გვერდზე და მივხვდი,რომ ჯერ ერთი გავწითლდი და მეორე საშინლად არ მესიამოვნა ჩემ მხარზე ჩამოდებული მისი ხელი. უხმოდ რომ ჩამოვაღებინე ორჯერ და მაინც გადამხვია ისევ,ეჭვი მაქვს უკვე ჯიბრით,ნიკა მოადგა ჩვენ მაგიდას.ჩემი ელეთ-მელეთი უნდა გენახათ მის დაჭიმულ ძარღვებზე,ვიფიქრე,ან მე მომკლავს,ან ამას-მეთქი,მაგრამ ნურას უკაცრავად! არც ერთი ქნა,არც მეორე. ძალიან მშვიდად ამაყენა და გულში ჩაკრული მიმიყვანა თავის მაგიდამდე.ასევე მშვიდად გააცნო ჩემი თავი იქ მსხდომ ბიჭებს და უხერხულობის მოსახსნელად ჩემთან საუბარი დაიწყო.მას შემდეგ ვაფასებ უზომოდ,მიყვარს სიგიჟემდე და არ მავიწყდება მისი განსაკუთრებული ჩახუტება.ვერ ვიტყვი,რომ ძმაკაცია,უფრო მეახლობლება.სიხარულისგან ვიბერები ხალხთან ერთად თავის ერთადერთ დად,რომ მომიხსენიებს ხოლმე.იმ მომენტში შეეძლო სულ არ მოსულიყო ჩემთან,არ ვიცნობდით ფაქტიურად ერთმანეთს,მაგრამ მაინც მოვიდა და სწორად მაგიტომ დაიმსახურა ჩემი ასეთი თბილი დამოკიდებულება. ----- იმ საღამოსვე წამოვედი სახლში.მე მამა დავარწმუნე,რომ სახლში უკეთ დავისვენებდი,ვიდრე საავადმყოფოში,მამამ კი-ექიმი. ოთახში რომ შევყავდი ბავშვობა გამახსენდა- მამას ხელში ვყავდი აყვანილი და მე ძილ-ბურანში მყოფი კისერზე ვეკონწიალებოდი. მერე, როგორც ბავშვობაში შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა.გაღვიძება იყო კატასტროფა.ხელი ისე მტკიოდა ცოტაცდა ტირილს დავიწყებდი.თან მე სულელი მგონი ზედ ვეწექი ამ ნატკენ ხელს.ძლივს წამოვიზლაზნე.შემოსასვლელში ჩაძინებული ლევანის დანახვამ ერთნაირად გამახარა და გულიც მატკინა.წარმომიდგენია რა არაკომფორტულად გრძნობდა თავს მთელი ღამე.ახლა გაღვიძებისთვისაც შემეცოდა,ხომ ვიცი მთელ ღამეს ჩემზე დარდში გაატარებდა. ჩემ ტელეფონს ძლივს მივაგენი და როგორც გამოვლასლასდი ოთახიდან ისევე შევლასლასდი.გამოტოვებული ზარები იყო n რაოდენობით.3 ლევანისგან და დანარჩენი კოსტასგან.რამოდენიმე მესიჯიც იყო,მაგრამ ეგ ვის ახსოვდა გონება მთლიანად კოსტაზე იყო გადართული..ჯერ ვიფიქრე მესიჯს დავწერ და ისე ავუხსნი,რაც მოხდა-მეთქი,მაგრამ ჯერ ერთი ტექსტს ვერ ვალაგებდი ვერაფრით და მეორე-მაინც დარეკავდა და მიწერილის ახსნა მომიწევდა.ისიც არ ვიცოდი ღირდა თუ არა სიმართლის თქმა.სისხლიანი კოტე რომ მახსენდება ცუდად ვხდები.არ მინდა ისევ იმ მდგომარეობაში ვნახო,როგორშიც ჩვენი გაცნობის დღეს იყო,ან უარესშიც შეიძლება არ ვიცი.ყოველ შემთხვევაში,ის მაინც ზუსტად ვიცი,რომ ტელეფონით ამ ამბავს ვერ ვეტყვი.თან მინდა ნიკასაც დაველაპარაკო და რჩევა ვთხოვო.მამას ვერ მოვუყვები ყველაფერს,უფრო სწორად კი მოვუყვები,მაგრამ არ ვიცი რა რეაქცია ექნება და მეშინია.იმედია მაგ მხრივაც დამაკვალიანებს ნიკუშა. რა ვქნა ვერ ვითმენ კოტეს რომ არ ველაპარაკო..ხოდა ვრეკავ.ვრეკავ და თან ვითვლი გასული ზარების რაოდენობას.ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს უცნაური ჩვევა და ზოგჯერ ისე ვარ გადართული დათვლაზე,რომ სულ მავიწყდება სად ვრეკავ.მეშვიდე ზარზე მიპასუხა.არადა, გათიშვას ვაპირებდი. ისეთი ხმით მიპასუხა არ გამჭირვებია იმის მიხვედრა,რომ გავაბრაზე. ეხ,იცოდეს რატომ არ ვპასუხობდი და ვნახავდი როგორ გაბრაზდებოდა. -გისმენ -კოსტა- ხმის დასაწმენდად ჩავახველე და უხერხულად გავიღიმე,თოთქოს დამინახავდა-როგორ ხარ? -კარგად,გმადლობ.-მისი პასუხით გაოცებულმა აღარ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.ძალაუნებურად მზერა გადახვეულ ხელზე გადავიტანე და თვალები ამიცრემლიანდა.-მე გამოტოვებული ზარები ვნახე და მაგიტომ გირეკავ.. -მივხვდი.კარგად გაერთე?-მის ხმაში შენიშნული ირონია პირდაპირ ტვინში მირტყამს! -ოოხ,კი. -კარგია! -კოსტა,იცი მე ბოლომდე არ დავრჩენილვარ,მალევე წამოვედი.-წამოვედი კი,სულ ჩემით მოვედი სახლამდე. -ეგეც კარგია. -არ გაინტერესებს რატომ არ გპასუხობდი?-ოპ,ოპ უკვე ტირილს ვიწყებ,რაც კატეგორიულად ავუკრძალე ჩემ თავს დარეკვამდე. -არა,ალბათ დაკავებული იყავი და ვერ მოიცალე ჩემთვის.-ეს და თავისი ირონია! ღმერთო,ოღონდ 2 წუთიც მოვითმენდე. -კაიი-უკვე საკმაოდ გაპარული ხმით ვცემ პასუხს და მაშინვე ვთიშავ. ყოჩაღ მე! ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვიწმენდ,თუმცა უშედეგოდ,წამის მეასედში ახალი ანაცვლებს.კიდევ და კიდევ და მეც ვტირი პატარა,დაჩაგრული ბავშვივით.გვერდზე ვტრიალდები და ცრემლიანი თვალებით ძლივს ვარჩევ კარის ჩარჩოზე აყუდებულ ლევანს.ზუსტად ვერ ვხედავ მის სახეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემზე არანაკლებ სტკივა მასაც,თუ უფრო მეტად არა.უცებ მომიწვა გვერდით და ძვლების ატკიებამდე ჩამეხუტა.მეც მეტი რა მინდოდა,ავბღავლდი ბოლო ხმაზე. -მაა,კოტეს ეწყინა..ვერ ვუპასუხე და გაბრაზდა..ჰგონია,რომ არ ვუპასუხე.არადა...შენ ხომ იცი მართლა ვერ ვუპასუხე..ჩემი ბრალი არ იყო, მა.-ასე ტირილში და ბურდღუნ-ბურდღუნში ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი. დღეს უკვე მეორედ ვიღვიძებ და მეორეჯერაც მწვავე ტკივილი მტანჯავს! მისაღებიდან მომავალი ხმების მრავალფეროვნებით თუ ვიმსჯელებთ სტუმრები მყავს.მეც რის ვაი-ვაგლახით ვიცვამ და შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული მივიწევ მისაღებისკენ.ნიკა,დავითი და ლევანი სხედან და თუ არ ვცდები ჩემზე საუბრობენ.რაღაც გამოცდებს ახსენებდნენ და ჩემ გარდა მგონი არც ერთს არ აქვს გამოცდები.გაგიკვირდებათ და ჩემ დანახვაზე არ შეუწყვეტიათ საუბარი. -მარიამ,როგორ ხარ? -კარგად ნიკუშ,შენ? -შენზე კარგად-სიცილით მიმანიშნა ხელზე და ისე გამომხედა ძნელი მისახვედრი არ იყო,რომ ყველაფერი მოსაყოლი მქონდა. -არ გეწინააღმდეგები,დარწმუნებული ვარ ჩემზე ბევრად უკეთ იქნები-მეც ღიმილით დავუბრუნე პასუხი და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად- მაა,მგონი ჭრილობა გამეხსნა.მთელი ღამე ზედ ვეწექი მგონი ამ ხელს და ნახე ცოტა სისხლიანია.-ახლოს მივედი და თვალებთან ავუფრიალე იდეაში თეთრი,მაგრამ უკვე ალაგ-ალაგ წითლად შეფერადებული დაბინტული ხელი.ისე გამონაქანაეს გზაშიღა მივხვდი,რომ უნდა შემეპარებინა და ასე პირდაპირ თქმა ცუდი იდეა იყო.ჩემ წუწუნზე "ნემსს აღარ გავიკეთებ რაა და იოდიც არ მინდაზე" უცებ გაეხსნათ შეკრული შუბლები და სიცილი ატეხეს. რა ვქნა,ბავშვობაშიც ასე ვიყავი რაღაცას,რომ ვიტკენდი იმაზე უფრო ვტიროდი იოდი,რომ არ მოეკარებინათ,ვიდრე იმაზე რომ ჭრილობა მტკიოდა. ------- ახლადდაბინტულ ხელს დავყურებ და მუჭებით ვიწმენდ ცრემლებს.ხომ ვთქვი ნემსი არ მინდა-მეთქი?! მაისურს დავწვდი და ჩაცმა დავიწყე.ხოო,დავიწყე და ღმერთმა უწყის როდის დავამთავრებ.თავზე ჩამოცმული მაისური ცხვირზე ჩამომიკონწიალდა და მანამ მე გავისწორებდი პალატის კარი ვიღაცამ შემოგლიჯა.ფაქტიურად ბიუსჰალტერის ამარა ვიყავი და მაშინვე წამოვწითლდი სახეზე.სწრაფად ჩამოვქაჩე მაისური და არც მეტი არც ნაკლები ბატონი კონსტანტინე შემრჩა ხელში.არ ვიცი საიდან გაიგო,ალბათ ლევანმა უთხრა და ასე უცებ მაგიტომ გაჩნა აქ.ტკივილი,შიში,სიხარული,გაოცება,სიყვარული და სხვა მრავალი გრძნობა იკითხებოდა მის თვალებში.ნელი სვლით მომიაოვდა,ძალით გამიღიმა და ფრთხილად გამისწორა მაისური. მისი აკანკალებული ხელების დანახხვაზე უფრო ამეტირა. -მე არ ვიცოდი..ლევანმა დამირეკა და მითხრა,რაც მოხდა..გვიან გავიგე და მაშინვე წამოვედი.დილით,რომ გელაპარაკე გეფიცები არაფრის აზრზე არ ვიყავი. -მჯერა,კოსტა..მართლა მჯერა.-ძლივს მოვახერხე ოდნავ გაღიმება და ისევ ზლუქუნი გავაგრძელე.ყველაზე დიდ ბედნიერებად მიმაჩნდა მისი ხელები ჩემ წელზე.ტუჩები შუბლზე ჰქონდა მოწებებული და დროგამოშვებით ბოდიშებს მიხდიდა.უცებ გავიაზრე წინ რა მელოდა და გულით ვინატრე არ ჩამოსულიყო.რამდენადაც ახლა მისი ჩემ გვერდით ყოფნა შვებას მგვრიდა,იმდენად მძაბავდა კიდეც. -კოსტა,ნიკუშა კიდევ აქაა? -კი,დავუძახო? -ხოო,რა.ოღონდ,მარტო დაველაპარაკები თუ შეიძლება.-მორიდებით ავხედე და შიშით დაველოდე მის რეაქციას. -კარგი,შემოვა ორ წუთში. ------ ისეთი გამწარებული გადი-გამოდის მგონი ამისთვისაც არ უნდა მეთქვა არაფერი. -ანუ ის ვიღაც კოტეს პონტში ჩალიჩობს რაღაცას? -ხო. -და შენც კოტეს პონტში მოგდგა? -ხო.ოღონდ,მე სულ არ ვახსოვდი.უბრალოდ გუშინ მიცნო იქ,ხო ხვდები? -და უბრალოდაც ხომ არ დაგჭრა შემთხვევით? შენ მართლა ცუდად ხომ არ ხარ გოგო? რას ქვია უბრალოდ გიცნო? ვინ არის შენ არ იცი? -არა. -სიმარ- მივხვდი რის თქმასაც აპირებდა და ხელის აწევით გავაჩუმე. -სიმართლეს ვამბობ! არ ვიცი ვინაა.ისიც კი არ მახსოვდა ნანახი თუ მყავდა.მაგრამ ამ ყველაფერს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა,კაი? ეს ყველაფერი უკვე მოხდა და მე იმაზე ვდარდობ ამას რა მოყვება.ძალიან მეშინია კოტესთვის სიმართლის თქმა,მაგრამ თან ვიცი ვერც დავუმალავ..არც და ვერც. -მოდი ესე ვქნათ: შენ ახლა ლევანს ეტყვი,რომ 1-2 დღით გინდა სიტუაციას გაერიდო და თბილისში წახვალ კოტესთან ერთად.მართლა რომ ჩაწყნარდება ყველაფერი,კოტესაც ეტყვი სიმართლეს და ჩამოხვალ კიდეც. მოსულა? -მოსულა. ------- ლევანის დათანხმება არ გამჭირვებია,მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა დათანხმების პროცესს-ყველა პალატაში იყო და გვისმენდა.კოსტამ როგორც კი გაიგო თბილისში წასვლის სურვილი გამოვთქვი,იდეით გამოვიდა "ჩემთან იყავი,მაია ცივ ნიავს არ მოგაკარებს და აი ლევანიც მშვიდად იქნებაო." პირველად ვინატრე მგონი,რომ მამაჩემი მკაცრი ყოფილიყო.არ ვიცი ამ ნიკას რაღა ეტაკა,მაგრამ ფაქტია მაგანაც უმალ აუბა მხარი ვაჟბატონს.ხოდა ახლა ვადგავარ თბილისის გზას და უხერხულობის,ნერვიულობისა და სირცხვილისგან აღარ ვიცი რა ვქნა. სახლში მისულებს ისეთი თბილად დაგვხვდნენ,ისეთი მეგობრულად მიმიღო მაიამ,გული ამიჩუყდა.უფროსი ზარიძე მორიგე იყო და შინ არ დაგვხვდა.ძალიან მეუხერხულებოდა ასე ადრე დასაძინებლად წასვლა,მაგრამ თავს ვეღარ ვიჭერდი,ხოდა გავუყევი აწ უკვე ჩემი ოთახის გზას. ----- დილა იყო იდეალური.ჩემით გამეღვიძა და მაშინვე ტელეფონს გადავწვდი იმის სანახავად დიდხანს ხომ არ ვინებივრე. 08:47 შესანიშნავი დროა.უცებ ჩავიცვი და სააბაზანოში გავედი.იქიდან გამოსული პირდაპირ უფროს ზარიძეს შევეჩეხე და მორცხვად გავუღიმე.ჯანმრთელობის და სწავლის ამბების გამოკითხვის შემდეგ ისევ ჩემ გზაზე გამიშვა. სამზარეულოში შესულს მხოლოდ კოტე დამხვდა ისიც საბუთებში თავჩარგული.ფეხის ხმაზე თავი წამოწია და როგორც კი დამინახა ჩემთან გაჩნდა.ისეთი ვნებიანად მაკოცა ხელში როგორ არ ჩავადნი ახლაც მიკვირს.ლოყებაწითლებული მოვშორდი და თავდახრილმა სივრცეს გავუღიმე.თავისი ხელით გამიწყო სუფრა და მასაუზმა.როგორც ჩანს ყველაზე გვიან ეს იწყებს სამსახურს და არჩქარობს ჯერ წასვლას.ტელეფონის ხმაზე ოთახში გავედი,მაგრამ უკვე გათიშული დამხვდა.მეგონა ლევნი იქნებოდა,თუმცა უცხო ნომერი აღმოჩნდა.ის-ის იყო გადარეკვას ვაპირებდი ხელახლა რომ ამღერდა. -დიახ -მარიამ?-ნაცნობი ხმის გაგონებისას ფეხებში ძალა წამერთვა და საწოლზე ჩამოვჯექი. -რა გინდა?- ოღონდ ასეთი ჩამწყდარი ხმა არ მქონდეს რაა! უსუსტესი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ ალბთ. -მე უბრალოდ ბოდიში უნდა მოგიხადო.არ მინდოდა მასე გამოსულიყო ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი და ბოდიშს გიხდი.-ხომ არ ვიცნობდი,ხომ სულ ერთხელ მყავდა ნანახი და მაინც დამეფიცება,რომ ეს იყო მსოფლიოში ყველაზე არაგულწრფელი ბოდიში რაც კი მომისმენია! მაშინვე გავუთიშე და როგორც კი ჩავთვალე,რომ კოსტა ვერაფერს შემატყობდა სამზარეულოში დავბრუნდი. არ ვიცი რამ მომიარა,მივედი და ძალიან,ძალიან მაგრად ჩავეხუტე! ------- მახსოვს ზუსტად 3 დღის წინაც ასე ხელების მტვრევით ვუცდიდი როდის დაბრუნდებოდა სამსახურიდან.მაშინ მოვუყევი რა მოხდა და ახლა შედეგებს ვიმკი.3 დღეა შორიდან მკითხულობს,თუ მიყურებს ტკივილიანი მზერით და ისიც სულ რამოდენიმე წამის განმავლობაში.აღარც მეხუტება,აღარც მკოცნის და აღარც იმ ღიმილით მიღიმის ასე რომ მიყვარს.ორჯერ ვცადე ინიციატივის გამოჩენა და ორივეჯერ მარტივად გამეცალა ახლო-მახლო ტერიტორიიდან.ვიცი თავს დამნაშავედ გრძნობს,ჰგონია მისი ბრალია და თავს ჩემთან მოახლოვების უფლებას არ აძლევს იმის შიშით,რომ რაღაც უფრო ცუდს დამმართებს.ხოდა,რაც გავაფუჭე უნდა გამოვასწორო. დაახლოებით ერთი საათია სახლში მოვიდა და თავის ოთახში შეიკეტა.მუხლების კანკალით მივუახლოვდი კარს და ნებართვის მიღებისთანავე შიგნით აღმოვჩნდი.ჩემმა დანახვამ ისევ სევდის ნაპერწკლები გაუჩინა თვალებში და მე ამ სიტუაციით ძალიან გაღიზიანებულმა კუშტად შევკარი წარბები.არ ვიცი სად მეყო ამდენი გამბედაობა,მაგრამ ფაქტია პირდაპირ მივედი და მთელი გრძნობით ვაკოცე.თავიდან მეგონა ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა,თუმცა ნურას უკაცრავად! ტყუილად არ ამბობენ,რომ ქალი ეშმაკი რამეა! კოცნაშიც ამყვა და კარგადაც ჩამიხუტა,მაგრამ როგორც კი გაიაზრა რას აკეთებდა,მაშინვე მომშორდა.მეც ჯიუტად უფრო მივუახლოვდი და ჯიქურ დავუწყე თვალებში ყურება. -შენი ასეთი ქცევით მაფიქრებინებ,რომ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა,არადა მგონი არააა ასე.ვიცი თავს დამნაშავედ გრძნობ და შენ სიცოცხლეს გეფიცები მირჩევნია ასჯერ მეტკინოს მე ისე,როგორც მაშინ მეტკინა,ვიდრე შენ ასეთ მდგომარეობაში გხედავდე.არ ვნანობ,რომ მაშინ თქვენ ჩხუბში ჩავერია,არ ვნანობ,რომ გიცნობ და შენთან ურთიერთობა მაქვს,არც იმას ვნანობ ჩემი თითქმის ყველა "პირველი" შენ რომ გიკავშირდება.შანსი რომ მქონდეს ისევ ისე მოვიქცეოდი,არაფერს არ შევცვლიდი.ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ის საღამო ოდნავ გადამესხვაფერებინა შენი ახლანდელი მდგომარეობაა.არ მინდა ასე იყო,არ შემიძლია უბრალოდ ასეთს გიყურო.მე მინდოდა ყველაფერი გცოდნოდა და შენგან არაფერი დამემალა და ძალიან გთხოვ გულწრფელობას ნუ მანანებინებ.სხვათაშორის არც იმ დღეს ჩამორთმეულ პირობას ვნანობ,რომელსაც მთელი გულით მჯერა რომ პირნათლად შეასრულებ.ეგეც შენი კეთილდღეობისთვის ჩამოგართვი,სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია. მინდა,რომ ძველი კოსტა დამიბრუნდეს,ჩემი კოსტა! -მაგიდაზე მიყრდნობილს ფეხებს შორის ვყავდი მოქცეული და გაოგნებული მიყურებდა.მისი სახე ხელებში მოვიქციე და ძალიან ნაზად შევეხე ტუჩებზე.ტუჩებიდან ცრემლიან თვალებზე გადავინაცვლე და სათითაოდ დავუკოცნე.მერე ტრადიციულად ჩამოვუსვი ლოყაზე ხელი და ისევ ტუჩებზე ნაზი ამბორით დავასრულე.გულაჩქარებული შუბლს შუბლზე ვადებ და სიკვდილმისჯილივით ვუცდი განაჩენს... _______ უდიდესი ბოდიში გრაფოს,რომელსაც ახალი თავის დადებას ყველაზე გვიან ორშაბათისთვის შევპირდი და არ შევუსრულე პირობა. :((და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ყველას იმისთვის,რომ კითხულობთ ♥ ხო კიდევ,ძალიან დიდი ბოდიში შეცდომებისთვის გადახედვას ვერ ვასწრებ :(( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.