შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 29)


6-05-2015, 01:48
ავტორი llella
ნანახია 6 704

ცოტახანი კიდევ ისაუბრეს ბიჭებმა.
-კაი წავედი მე სოფო უნდა ვნახო და მერე გნახავთ რაა.
-მეც წავალ ლელუკასთან-გაიღიმა ლექსომ-მომენატრა ტო!
-ხოდა აეგდე ახლა და წამო, შენ შენს და მე ჩემს სატრფოსთან-გიცინა უჩამ და ლექსო ფეხზე წამოაგდო.
-წავედით ჩვენ-წამოდგა ლექსოც და იქვე მიგდებულ მოსაცმელს დასწვდა.
-დაგირეკავთ მერე და ბულვარში გამოეთრიეთ-მიაძახა დემეტრემ კარებში გასულ ბიჭებს.
ბიჭები წავიდნენ და დავრჩით მხოლოდ მე და დემეტრე.
-გშია?!-ვკითხე ჩემზე მოჩერებულ „ბოროტს“
-კი-ღიმილით მიპასუხა.
-წავალ მოვამზადებ რამეს-ფეხზე წამოდგომა დავაპირე მაგრამ უკან დამაბრუნა.
-წამო წავიდეთ კაფეში და იქ მივირთვათ რამე, თან მარტოც გვეღირსება სადმე გასვლა მაგ დებილების გარეშე-გაიცინა და თავზე მაკოცა-წავიდეთ?
-წავიდეთ.
-ხოდა მიდი გაემზადე და გავიდეთ.
-5 წუთში მზად ვიქნები-კიბეებზე უცებ ავირბინე, მოვწესრიგდი, დახეული ჯინსები, კედები და კრემისფერი მაისური ჩავიცვი, მოვემზადე თუ არა ქვემოთ ჩავედი.
ქვემოთ ჩასულს სპორტული შარვალსა და უბრალო მაისურში გამოწყობილი დემეტრე დამხვდა, შავი მაჯის საათი კი საბოლოოდ უსვამდა ხაზს მის დახვეწილ გემოვნებას.
-წავედით?!-მკითხა ქვემოთ ჩასულს, მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სახლიდან გავედით.
ისევ ისე მივედით კაფემედ ვერც კი გავიგე. თავისუფალ ადგილას დავჯექით, დემეტრემ ოფიციანტს დაუძახა.
ახალგაზრდა ბიჭი მოგვიახლოვდა, გამომხედა და რაღაცნაირად გამიღიმა.
-რას ინებებთ?!-გვკითხა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია.
-ერთი კათხა ლუდი და არაქისი, თამუ შენ რას შეუკვეთავ?-ისე მკითხა დემეტრემაც რომ ახალგაზრდა ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია.
დედა რა სულელია, ახლა ამ ბიჭზე ეჭვიანობს...
-მე ატმის წვენი მინდა.
-ახლავე მოვიტან-თბილად გამიღიმა ახალგაზრდამ და გაგვშორდა.
მალევე დაბრუნდა უკან, დემეტრემ მისი სანაქებო მკვლელის მზერით შეხედა და სიგარეტს მოუკიდა.
-ბევრს ეწევი!
-რა?!-ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო ჩემი კითხვა და გამომხედა.
-ბევრს ეწევი თქო...
-გიშლის ჩემი მოწევა ხელს?!
-არა, უბრალოდ შენ თვითონ გავნებს.
-მე მხოლოდ ერთი რაღაც მომიღებს ბოლოს, უფროსწირად ვიღაც!-ღრმა ნაპასი დაარტყა და ღიმილით მომიბრუნდა-მხოლოდ შენ !-ისე მკაცრად წარმოთქვა თითქოსდა პულიმიოტი მეკავა ხელში იმ წუთას და მის მოკვლას ვაპირებდი.
-მე ვერ გავ...-რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ, ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა. ჩემი იყო, ავიღე ისევ ის ნომერი იყო მაშინ რომ ნერვები მომიშალა. დემეტრეს გავხედე, წამით მისი სიტყვები გამახსენდა „არასოდეს არაფერი არ დამიმალო, რაც არ უნდა იყოს!!!“ ისიც გამახსენდა როგორ წარმოთქვ ჩემმა „ბოროტმა“ ეს სიტყვები, ვიცოდი ახლა რომ მისთვის არ მეთქვა ისევ ის უცნობი რომ მირეკავდა, კარგად არ წავიდოდა ჩემი საქმე.
-დემეტრე...
-ხო პატარავ-თბილად გამიღიმა.
-ისაა... აი იმ დღეს რომ დამირეკა...
-მომეცი ტელეფონი-დამთავრება არ მაცადა, ტელეფონი გამომართვა, გამომართვა თქო რომ ვთქვა რბილად ნათქვამი გამოვა, მის საქციელს უფრო გამომგლიჯა შეესაბამება.

დემეტრეს ნაამბობი:

როცა თამუნამ მითხრა რომ ისევ ის ახვ***ი იყო, რა დამემართა მეც არ ვიცი.
იქედან გამომდინარე რომ მან არ იცოდა ჯაბა რომ ურეკავდა, სულ გადავდიოდი ჭკუიდან, ხომ ვერ მივიდოდი და ვეტყოდი რომ, ჯაბა ბარათელი არის ადამიანი რომელსაც ბავშვობიდავე ვერ ვიტან, რომ არის ჩემი მოსისხლე მტერი და ერთმანეთის გაქრობისთვის ყველაფერზე ვართ წამსვლელები, იმასაც ვერ ვეტყოდი რომ ასე მინიმუმ 20-ჯერ ვცადეთ ერთმანეთის მოკვლა... ბარათელი ისე უნდა გამქრალიყო თამუნას ცხოვრებიდან როგორც გამოჩნდა, გაუგებრად!
ტელეფონი გამოვართვი და მოშორებით გავედი.
-თამუნა როგორ ხარ?
-ის კარგადაა და შენ ძალიან მალე, ძალიან ცუდად გახდები!!!-რაც შემეძლო მშვიდად ვესაუბრებოდი.
-ვააახ წერეთელი შენ ხარ ტო?! მიდი გაიქეცი მიეცი ტელეფონი თამუნას, მას ვურეკავ მე, შენ ხო არა-ისევ ის ირონია, სულ არ შეცვლილა ეს ნაბი***რი, არა მე ვისზე რას ვამბობ რა...
-ბარათელი ახლა ტელეფონით არ დავიწყებ რამის ახსნას, უბრალოდ გაფრთხილებ, კიდევ ერთხელ დაურეკავ და გაგაქრობ!!!-ხმას ნელ-ნელა ვუწევდი და ვხვდებოდი რომ სიბრაზეც პიკს აღწევდა.
-რა პრობლემაა ტო, დავჯდეთ და გავიხსენოთ ძველი დრო-გაიცინა ირონიულად და ჩემს პასუხს დაელოდა.
-აუცილებლად გნახავ ბარათელი, არ იღელვო მაგაზე შენ, მაგ ძველ დროსაც გავიხსენებთ, თუ ჭკვიანად არ იქნები აუცილებლად გავიხსენებთ!!!-გაბრაზებულმა გავუთიშე ტელეფონი, კიდევ რომ გამეგრძელებინა ამ ახვა***ან ლაპარაკი პირდაპირ დავადგებოდი თავზე სადაც არ უნდა ყოფილიყო, ისევ დამშვიდება ვარჩიე მაგრამ მეც არ ვიცი ეს სიმშვიდე როდემდე გასტანდა.

თამუნას ნაამბობი:

წვენს ვსვამდი როცა დავინახე დემეტრე უკან რომ ბრუნდებოდა, შევატყვე რომ ძალიან გაბრაზებული იყო.
-ვინ იყო?!-ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე.
-არავინ!-მომიგდო პასუხი და ისევ სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან.
-არავის ელაპარაკებოდი და არავინ მოგიშალა ნერვები?-ნერვებმოშლილმა ვკითხე.
-ახლა შენც ნერვებს მიშლი!!!-გაბრაზებულმა მიპასუხა.
-.........-პასუხი არ გამიცია, მივხვდი რომ ძალიან იყო გაბრაზებული და მის გამოწვევას არ ვაპირებდი, მაგრამ მეწყინა, მისგან ესეთი ტონი ძალიან მეწყინა, თითქოსდა მე მოვუშალე ნერვები, ან მე ვიყავი რაიმეში დამნაშავე.
-თამუნა მოეშვი მაგ ბავშვურ „პრივიჩკებს“ და ნუ გაქვს ეგ ცხვირი ჩამოშვებული! ისეც ნერვები მაქვს მოშლილი.
-მერედა მე მოგიშალე?!-ირონიულად გავუღიმე.
-მოეშვი მაგ ბავშვურ „პრივიჩკებს“ თქო მგონი გარკვევით ვთქვი მე!!!
-არ მოვეშვები ამ ჩემს ეგრეთწოდებულ „პრივიჩკებს“ ბავშვი ვარ მე, ბავშვი და თუ არ მოგწონს რამე ადექი და წადი-არც მე დავაკელი.
-გოგო შენ სულ გაგიჟდი?!-ძარღვებდაბერილმა მკითა და თვალებში ჩამაშტერდა.
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?-ამ საუბარში ჩვენთან მოსული ოფიციანტიც კი ვერ შევამჩნიეთ, ისევ ისე მიღიმოდა, მეც მიშლის ეს ბიჭი უკვე ნერვებს.
-არა!-მკაცრად გასცა პასუხი დემეტრემ.
-და თქვენ პატარა ქალბატონო?!-მე მომიბრუნდა, არ ვიცი მგონი ეს ბიჭი ბრმაა, ან დებილია, „ ჩემი „ბოროტის“ თვალების ხილვის მერე ამდენს თუ გაქაჩავდა არ მეგონა...“ ჩემივე ფიქრებზე გამეცინა, პასუხის გაცემას ვაპირებდი მაგრამ დემეტრემ არ მომცა ამის საშუალება.
-ახლა აქედან აახვიე სამის დათვლაში!!!-დემეტრეს ხმის გაგონებისას, ეს ჩემი თითქოსდა უშიშარი ოფიციანტი ისე გაიცურცლა ვერც კი შევამჩნიე.
-ნაბი***რი-ღრმა ნაპასი დაარტყა და მე გამომხედა-გინდა წავიდეთ?!-მკითა როცა ჩემს სახეს შეხედა, მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-კაი გადავიხდი და წავიდეთ-შედარებით მშვიდად საუბრობდა, მაგრამ წუთისწინდელი ბრაზის ნოტები ჯერ კიდევ შერჩენოდა მის ხმაში.
დემეტრემ ოფიციანტს დაუძახა, ახლა სხვა მოვიდა, „ეტყობა იმან მოსვლა ვეღარ გაბედა, აბა რა ეგონა რო ბლატაობდა აქ“ გუნებაში ბოროტულად გავიცინე.
დემეტრე გადაიხადა, ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი ხელი შევაგებე მისას და ფეხზე წამოვდექი, ხელი გადამხვია და ბარიდან გავედით.
მანქანაში ჩავჯექით თუ არა მომიბრუნდა.
-მისმინე... მაპატიე.
-არაუშავს-არ ვაცადე დასრულება.
-როგორ არა უშავს, თანაც ძალიან მაგრად უშავს, უბრალოდ ხო ხვდები არა, იტოკში შენ ვერ აგიხსნი რაა...
-ხო მე ვერ გავიგებ იმიტო რო ბავშვი ვარ-ირონიულად გავუღიმე და თვალებში ჩავხედე.
-ბავშვი ხარ ტო ბავშვი, რას გეუბნები და რას მპასუხობ, ხომ იცი რომ რთული ხასიათი მაქვს.
-ზედმეტადაც!
-თამუნა ენა დაიმოკლე სანამ...
-სანამ რა?!-გაბრაზება უმაღლეს მწვერვალს აღწევდა და მალე ეგ სიბრაე ამ მწვერვალს დაიპყრობდა.
-გეყოფა!!!-დამიყვირა და მაჯაში ხელი ჩამავლო-გეყოფა გესმის! გაჩერდი, ვერ ხვდები რომ წყობიდან გამოგყავარ?! რა გინდა გამაგებინე! მე ვცდილობ ბოდიში მოგიხადო და შენ როგორ იქცევი.
-და რა აზრი აქვს შენი ბოდიშის მოხდას დემეტრე მითარი...-ყვირილმა თავისი ქნა და მლაშე სითხემ გაიკვლია გზა ჩემს ლოყებზე-მიყვირიხარ, მეჩხუბები, მერე ბოდიშს მიხდი, პატიებას მთხოვ და ისევ იგივეს იმეორებ... ვიცი... ვიცი რომ ცუდი ხასიათი გაქვს მაგრამ შენ არც კი ცდილობ რომ შეიცვალო, ცოტათი მაინც...-ამოვისლუკუნე და თავი დავხარე.
-ნუ ტირი... გთოვ მაპატიე რაა... ხომ იცი არა როგორ მიყვარარ, ჩემი სიცოცხლე ხარ ტო! ცხოვრების აზრი ხარ! შევიცვლები თქო ვერ დაგპირდები, ვარ ის რაც ვარ, უბრალოდ არ გამომივა შეცვლა.
-მერედა მე არც გთხოვ რომ გადაიქცე სხვა ადამიანა, მე უბრალოდ გთხოვ რომ ცოტათი შეიცვალო, მეტი არაფერი...-ვსლუკუნებდი და ისე ვლაპარაკობდი.
ხმა არ ამოუღია, თავი მაღლა ამაწევინა ცერა თითით ცრემლები მომწმინდა, თვალებში მიყურებდა უცებ რომ დაეწაფა ჩემს ბაგეებს, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე, დავიბენი, მაგრამ გონს მალევე მოვეგე და მეც ავყევი კოცნაში, ხელები კისერზე შემოვხვიე, უცებ მისკენ გადამწია და მუხლებზე „ჩამისკუპა“ ერთი ხელი წელზე შემომხვია და მისკენ მიმწია, მეორე კი თმებში შემიცურა, ვნებიანად და მომთხოვნად მკოცნოდა, მეც როგორც შემელო ვყვებოდი ალერსში, თითები მის თმებში ავხლართე, იმდენად დიდი იყო განცდილი სიამოვნება ცოტაც და დემეტრეს კალთაში ჩავესვენებოდი.
ბოლოს აზრზე მოვედი და მისი მოშორება ვცადე, ხელები მივადე გულ-მკერდზე და ამით ვანიშნე რომ უნდა გაჩერებულიყო, ძნელად მომშორდა, თითი გადამისვა აწითლებულ ტუჩებზე და ტუჩის კუთეში ჩატეხა, მე კიდევ შემრცხვა და თავი დავხარე.
-ჩემი მოცხვი ხარ! ჩემი პატარა მორცხვი გოგონა!!!-მოიწია და ტუჩის კუთეში ნაზად მაკოცა-მიყვარხარ პატარავ! ჩემი საოცრება ხარ! მხოლოდ ჩემი!!!
-მეც მიყვარარ-ამოვიჩურჩულე და მის კისერში თავი ჩავმალე, ასე ვიყავით ალბათ 10 წუთი.
-პატარავ მიდი გადადი, თორემ ისეც ლივს ვიკავებ თავს რომ სისულელე არ გავაკეთო-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
მეც დავუბრუნდი ჩემს ადგილს და დემეტრეს გავხედე როელიც არაამქვეყნიურად მიღიმოდა. სიმღერას ხმა ავუწიე, ჩემი საყვარელი ლიმღრა იყო „ჯგუფი 1/4 - მოგონებების ზღვაში“ როგორ მიყვარს ეს სიმღერა, შემიძლია მთელი დღე ვუსმინო და არ მომბეზრდება...
ემოციებისგან დაღლილმა თავი საქარე მინას მივადე და გადავეშვი ფიქრების სამყაროში.
„გამაგიჟებს, ისე იქცევა რომ თან ვჩხუბობთ და თან არა, ეს ჩხუბისშემდეგი ფინალები ხომ სულ ჭკუიდან მშლის, მის ხასიათს რაც შეეხება, ახსნაც კი არ შემიძლია როგორ შეუძლია ადამიანს ესეთი იყოს, ყველაფერზე ბრაზობდეს, ყვიროდეს და ჩხუბობდეს, მაგრამ რას გავაწყობთ, ჩემი „ბოროტი“ ესეთია, მე კიდევ ის ასეთი შევიყვარე და სიმართლე რომ ვთქვათ სულაც რ მინდა რომ შეიცვალოს!“



- - - - -
გამარჯობა იმედია ახალი თავი მოგეწონებათ.
ბავშვებო კომენტარებს აღარ ტოვებთ და მგონი ისტორიაც აღარ მოგწონთ



№1  offline წევრი † mariami †

me momwons kargia gagdzele veloebi axal tavs male dade.... Es „ჯგუფი 1/4 - მოგონებების ზღვაში“ magari iyo chemi sayvareli jgufia :D

 


№2  offline წევრი usazgvro

უუუ ძაან მაგრესია <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuh dzaan magaria ❤️❤️ male dade ra

 


№4  offline წევრი Pekito -))

Momwons kiara vafanateb
--------------------
ნათია

 


№5  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარია მომწონს love

 


№6  offline წევრი aannoo

ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება რო წავიკითხო :-D

 


№7  offline წევრი masu

აუუ ძაან მაგარაია <3

 


№8  offline წევრი Geek Girl

Umagresia.......

 


№9  offline წევრი -tiko))

Miyyyvaaarrrssss... vgijdeeeebiii.... am istoriaze ... Male gaagrdzele raa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№10  offline წევრი Geek Girl

Rato. Agar deb?

 


№11  offline წევრი ხატატულა

რატომ არ აგრძელებთ??? ძაან კარგი

 


№12  offline წევრი Pekito -))

Ratom agar agrdzeleeb ????
--------------------
ნათია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent