ველური [თავი V]
*** ხუთი წუთიც არ იყო გასული,რომ საწოლიდან წამოხტა და კარებში გავარდა. -ჰე,მზადა ხართ?-გაკრეჭილმა ჰკითხა,კარებში დამდგარ ბავშვებს. -შენ თვალებში ელამი ხო არ გაქვს?-დაეჭვებულმა ჰკითხა გიორგიმ და გულიანად გადაიხარხარა. -გადმოანთხია თავისი შხამი!-კბილებს შორის გამოსცრა ლიკამ და თვალი ირონიულად ჩაუკრა. -ხო,მორჩით ეხლა!სად მივდივართ?-სიტუაცია განმუხტა თინანომ. -ჩვენს წინ,რომ სახლია ან მანდ იქნებიან,ან არხზე!-დაასკვნა ბოლოს,-მოდით ჯერ არხზე წავიდეთ!-უთხრა თავის კანტურით. -როგორც შენ გვიბრძანებ!-სიცილით უთხრა ნიკამ. *** ბავშობიდან გიჟდებოდა სოფელზე,რა დროც არ უნდა ყოფილიყო სულ სოფელში უნდოდა. დედამისი ხშირად ეუბნებოდა,რომ ჯობდა მენახირე ყოფილიყო,ასე სოფელში მაინც იქნებიო-ეტყოდა,ხოლმე სიცილით.ეს უკანასკნელიც თავს სიცილით უქნევდა. როგორც იტყვიან სოფლისკენ ჰქონდა „მიზიდულობა“. ბავშობაში ისეთი ქაჯი იყო,მტრისას...თავის ბიძაშვილთან ერთად თამუნასთან,რომელსაც თათოს ეძახდა სულ ხეებზე დაძვრებოდა.ხეებზე თამაშობდნენ სახლობანას.იმ დროს,როდესაც მათი ტოლი გოგონები თოჯინებით და ბარბებით თამაშობდნენ,ისინი ხეებზე დაძვრებოდნენ მაიმუნებივით. ბავშობაში ლუკა (ლიკას ძმა) ვერასდროს მიმართავდა თამუნას სახელით,ამიტომ მარტივი გამოსავალი იპოვა და დაუწყო თათოს დაძახება.იმ დღიდან ყველასთვის თათო გახდა (ნუ უმეტესი ნაწილი თათოთი მიმართავდა). ქერეში კიდევ ორი ბიძაშვილი ყავს:ჯუბიკო და ნიკა.ლუკაზე ორივე არა ნაკლებად უყვარდა. 4-5 წლისები,რომ იყვნენ ნიკა და ჯუბიკო სულ აჩხუბებდნენ.დღემდე ახსოვს როგორ ეუბნებოდა თამუნას „გვერდში უტყი,გვერდშიო“,ჯუბიკო კი ლიკას ამხნევებდა და ეუბნებოდა,რომ თამუნასთვის ეკბინა.ეს ორი დებილიც იმას აკეთებდნენ რასაც ურჩევდნენ და ასე დალურჯებულ-დასახიჩრებულები აგრძელებდნენ ისევ თამაშს. უხაროდა მისი ბავშვობა. *** ქვებზე მთელი სისწრაფით მიაბიჯებდა და ხან,რომელს წამოჰკრავდა ფეხს ხან რომელს.უკან ადევნებული მეგობრები კი გაფაციცებით ათვალიერებდნენ სოფელს. -სოსო,ძი!-სიხარულისგან ხელში მოგროვილი ალუჩა ძირს დაყარა და 23 წლამდე ბიჭს ზედ შეახტა. -ლიკუშ!როდის ჩამოხვედი ჰა?-ბოხი ხმით ჰკითხა ბიჭმა და თმები აუჩეჩა. -ოოო,კაი რა!-ბუზღუნით გაისწორა თმები და ისევ გიჟივით გაიკრიჭა,-ეხლა ჩამავედი სოსო ძია და მეგობრები ჩამოვიყვანე,მოიცა გაგაცნობ,-ხელი იქვე მდგარ მეგობრებს დაუქნია,რომლებიც ბუჩქს მალინას აცლიდნენ.ისინიც სწრაფად გაჩნდნენ მასთან,-ეს ნიკაა,ეს გიოა და ეს თინანოა,-აღტაცებით გააცნო ბავშვები და ისევ მაგრად ჩაეხუტა. -სასიამოვნოა,-უთხრა სოსომ და სამივეს ხელი ჩამოართვა,-თათო და ბავშვები კაკლის ხესთან არიან,-თვალი ჩაუკრა და ურიკა ჭიშკარში შეაგორა. -გოგო,ეს შენი ბიძაა?-დაეჭვებულმა ჰკითხა თინანომ. -ნუ,ეგრე გამოდის,-სიცილით უთხრა და მხრები აიჩეჩა. აღმართს აუყვა თუ არა,დაინახა ჩრდილში მსხდარი ბავშვები და ხტუნვა-ცეკვით მათკენ აიღო გეზი. -თათოოო!-ბოლო ხმაზე დაიყვირა და მისკენ გამოქცეულ ბიძაშვილს ზედ შეაფრინდა. -როდის ჩამოეთრიე,შე სასიკვდილე?-შეტევაზე გადავიდა მოშორდა თუ არა. -ეხლა და მაშინვე შენსკენ გამოვიქეცი.-გაეკრიჭა და მეგობრებს უხმო,-ნახე ეს ციყვია სულ რომ გიყვებოდი ხოლმე,ეს გიორგია აი სირაქლემას,რომ ვეძახი ხოლმე,ეს კიდო ირემია ნიკა რა.-სიცილით უთხრა და ბავშვებისკენ აიღო გეზი.-როგორ გაზრდილხარ ქალაააუ.-გადაეხვია მეგობარს და იქვე მსხდარ ბავშვებს გაუღიმა. -რა ხდება თბილისში აბა?-ჰკითხა თათომ და გაუკრიჭა. -შენ იქ არ ცხოვრობ თუ მე რატომ მეკითხები?-სიცილით ჰკითხა და გვერდში უჩმიტა. -ვითამაშოთ რა,-წამოიყვირა რომელიღაცამ. -კაი,სიმართლე თუ მოქმედება გინდათ?-წარბები ეშმაკურად აათამაშა და თინანოს გადახედა,რომელიც უმალ წამოწითლდა. -ვითამაშოთ,-დაეთანხმა თათო,-მე ვიწყებ!ლიკუნა სიმართლე თუ მეორე? -ლიკუნა არა,ლიკუსა-ხელი აიქნია და თამუნას შეუბღვირა,ვერ იტანდა სახელს რომ უმახინჯებდნენ,-მეორე! -ნუ რა გითხრა?-ჩაფიქრებულმა მიიდო ნიკაპზე ხელი,აი ისე როგორც წერეთელმა. -წერეთელი,-ჩუმად ჩაიცინა ლიკამ და დაბღვერილ თამუნას გაეკრიჭა. -გვიმღერე!-ახლა თამუნა გაეკრიჭა. -აჰ,კაი ვიყროყინებ.-სიცილით უთხრა ლიკამ და სიმღერა დაიწყო. ეხლა თქვენ ელოდებით ალბათ,თუ როგორ კარგად იმღერა,როგორ სწყდებოდა მის ბაგეებს ნაზი ბგერები და როგორი დაშოკილები უსმენდნენ? ნუ,რას უკაცრავად!ისე ყროყინებდა,რომ გულიც გაგისკდებოდათ! ალბათ ეხლა იმას გაიხსენებთ ნათიასთან,რომ მღეროდა და მართლაც რომ მოგროვილ ხალხს ძალიან ესიამოვნა მათი სიმღერა.მაგრამ ლიკა უბრალოდ ჰყვებოდა თითქმის სულ ნათია მღეროდა ამიტომ მისი ხმა კარგად არც ისმოდა. -დედააააა,გაჩუმდი!-უცბად გააჩუმა თინანომ და ყურებიდან ხელები ჩამოიღო. -ეს ვინ არის ე?!-ახლა ნიკამ ჩამოიღო ყურებიდან ხელები. -ჩემი ჯერია ზაგვარლებო,-კმაყოფილმა ჩაიღიმა და ნიკას შეხედა,-ირემ მოქმედება თუ მოქმედება? -მოქმედება,-ჩაიცინა ნიკამ და ისე შეხედა. -იმღერე!-დაიწყო სიმღერა და რა დაიწყო? ყველა განაბული უსმენდა ნიკას ბოხ ხმას.ისე ნაზად აკვირდებოდა თითოეულ ბგერას,თითოეულ ჰანგს.ეფერებოდა იმ ტკბილ ჰანგებს. *** ორი კვირის შემდეგ დაადგნენ ისევ თბილისის გზას,კიდევ კარგი უნივერსიტეტში დასვენება ჰქონდათ,თორემ გაგიჟდებოდნენ. რამდენიმე საათში უკვე სახლში იყო და ნათიას ურეკავდა,რომელიც უკვე ძალიან მონატრებოდა. წყალი გადაივლო,გამოეწყო და ნათიასთან კაფეში გავარდა. ისე ეჩქარებოდა,რომ ქვა ვერ დაინახა და წამოჰკრა ფეხი.ერთი დაიკივლა და იქვე ცრემლების ღვარღვარით ჩამოჯდა.აქეთ-იქით მიმოიხედა,მაგრამ კაცის ჭაჭანება არ იყო. თავი მუხლებში ჩარგო და ტირილს უმატა.ფეხი ისე სტკიოდა,რომ თავს ვერ იკავებდა. -ჰეი,გოგონი დაგეხმარო?-გაიგონა ის ხმა,რომელსაც ერჩივნოდა სულ მოსტეხოდა ფეხი. თავი ნელა ასწია და მის თალებს შეეჩეხა. -ლიკა?!-გაკვირვება დაეტყო ნიკას ხმაში,-მოდი დაგეხმარები...რა მოგივიდა? ფეხი გტკივა? -ხოო...-ამოიკრუსუნა და მის მხარს დაეჭიდა.ნიკას სუნმა ისე გააბრუა ლამის მის ხელებში განუტევა სული. ხო ძაან არ დაგავგვიანე ;დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.