შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,ანუ მოახლე [5]


6-05-2015, 17:06
ავტორი ნაცნობი
ნანახია 3 973

***
არც დაუპირებია ნაკაშიძეს წამოდგომა და სახლში შებრძანება. ძალიან მშვიდი, აუღელვებელი, ოდნავ მთვრალი მზერით მისჩერებოდა ციური სხეულებით მოჭედილ ცას. ვერც ცინიკურ ღიმილს შეამჩნევდით მის სახეზე და ვერც დამცინავ ნოტებს, მის ხმაში.
–შენ სულ მთვრალი უნდა იყო, ალექსანდრე. – დაუფარავად გამოვხატე საკუთარი მოსაზრება და ბატონი ნაკაშიძის გაწითლებამდე სიცილიც მივიღე საპასუხოდ.
გადაბჟირდა.
–რატომ, ფხიზელი არ მოგწონვარ? – წარბები სასაცილოდ აათამაშა და მთელი სხეულით შემობრუნდა ჩემსკენ.
–არა! – გავუღიმე მე და მისი გამბურღავი მზერის ასაცილებლად, თავი გავატრიალე.
რა იცის ხოლმე ეს მოშტერება და თვალებით შეჭმა, გადაირევი რა!
–შენს ოჯახზე მომიყევი! – მიბრძანა მოულოდნელად და ამბის მოსასმენად, უფრო კომფორტულად მოეწყო.
–მოსაყოლი არაფერია. – ისტერიკულად ვიკივლე მე.
–რატომ? – ჩემი ისტერიით ოდნავ გაკვირვებულმა შემომხედა და თვალები დააწყვრილა.
რა დავაშავე ასეთი, რა?
–იმიტომ!
–დამაკმაყოფილებელი პასუხია. – გაეცინა ალექსანდრეს და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაცურა – გინდა? – კოლოფი გამომიწოდა ნაკაშიძემ. თავი მსუბუქად დავუქნიე და ერთი ღერი ამოვაძვრინე. ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა, რომელსაც მოვიშორებდი, ძალიან დიდი სიამოვნებით.
–მე მაინც მგონია, რომ შენთვის ზედმეტია. – თვალებით ჩემს თითებს შორის გაჩრილ სიგარეტზე მიმანიშნა და გამიღიმა.
–მაგრამ აღიარე, რომ მიხდება! – თვალი ჩავუკარი მე და საკუთარ საქციელზე გამეცინა.
დანებების ნიშნად ხელები ზემოთ აწია და გადაიხარხარა. ისეთი სიცილი აქვს ამ ბიჭს, რომ შანსი არ არის შენც არ გაგაცინოს. რაღაცნაირი, ლაღი და გულწრფელი.
–და მაინც, რატომ არ მეუბნები არაფერს შენს ოჯახზე? – თვალები დააწვრილა ნაკაშიძემ.
–იმიტომ მეთქი, ხომ გითხარი? – გავოცდი მე.
–კარგი ახლა, სერიოზულად! – გაეცინა და ისეთი მზერა მომანათა, ცეცხლი წამეკიდა.
–არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
–არ გინდა, რამე მომატყუო, ხო? – ჩაეცინა და სახე გაატრიალა.
–ტყუილი რა შუაშია? – სხეული ერთიანად გამიხურდა.
–თავშია! – პოზიცია არ დათმო ალექსანდრემ.
მე ფეხზე წამოვიჭერი. სხეულში ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა და გონებამ შიშის ზარს შემოჰკრა. საიდან ასკვნის ეს ბიჭი, რომ მე რაღაცას ვიტყუები? როგორ შეუძლია ადამიანების ასე კარგად ამოცნობა?
–ვერ ვხვდები, რა გინდა, ალექსანდრე? – ოდნავ ავუწიე ტონს და გაღიზიანებული მზერა ვესროლე.
–მინდა ვიცოდე ვინ ხარ და რას წარმოადგენ! – წამოდგა ისიც და ისე მოულოდნელად ამესვეტა წინ, რომ უკან დახევა ვეღარ მოვასწარი და ყელზე ცხვირით გავეხახუნე. ეს ბიჭი შეგიწინავს შენ, სიხარულიძე!
–შენი მოახლე ვარ ალექსანდრე, შენი მო.ახ.ლე! – თვალი თვალში გავუყარე საოცრად გაღიზინებულმა და ბოლო სიტყვა გარკვევით დავუმარცვლე. მისი აკიაფებული თვალების წამიერი ჩაქრობა ვერაფრით ავხსენი. ოდნავ უკან დაიხია და ზურგი მაქცია. მე მკერდში რაღაც ჩამწყდა! იმდენად მთრგუნავდა საკუთარი ტყუილები, რომ საკუთარი თავის დახრჩობა მინდებოდა, ძალიან.
ზურგი მაქცია ნაკაშიძემ და კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოაძვრინა.
აზრი არ ჰქონდა აქ დარჩენას. ვთრგუნავდი საკუთარ თავს და ვაღიზიანებდი ამ ბიჭსაც, რომელიც არც ისეთი ცუდი ყოფილა, როგორც წარმომედგინა. ზურგი ვაქციე და სახლისკენ წავედი.მესიკვდილებოდა იქ შესვლა და უამრავ უცხო ადამიანში ტრიალი. კარი შევაღე თუ არა, კუთხეში აყუდებული, ხელებდაკრეფილი დეა მომხდა თვალში, აშკარად ძალიან საინტერესო დიალოგი რომ გაება ვიღაცასთან და ლაქლაქის შეწყვეტას არც გეგმავდა.
–დეა! – დავუძაღე ოდნავ შორიდან. შემომხედა და თვალები ისე დავუბრიალე, მგონი ცოტა შევაშინე. სწრაფად დაემშვიდობა მამაკაცს და კინწისკვრით გამოექანა შემსკენ. მე არაფერი მითქვამს, ულაპარაკოდ ჩავავლე მაჯაში ხელი და „ჩემი“ ოთახისკენ წავიყვანე კაბაში ფეხებახლართული დაქალი. სულ არ მეპრიანებოდა ახლა წვეულებაზე დარჩენა და უღიმღამო გართობა.
–რა ხდება? – გაოცებული მზერა მსტყორცნა და კიდევ უფრო გაკვირვებულმა მოათვალიერა ჩემი რეზიდენცია – რა საყვარელი ოთახია! – გაეცინა და საწოლზე ჩამოჯდა.
–სახლში მინდა! – ამოვიკნავლე ქანცგაწყვეტილმა და მარცხენა მხრიდან ავეკარი სამი დღის უნახავ დაქალს.
–ახლავე მომიყევი რა მოხდა!
–არაფერი, უბრალოდ აქ აღარ მინდა. – დავიწუწუნე და თავი მის თმაში ჩავრგე.
–კარგი რა, სახლში ასეთი ბიჭი რომ გყავს, აქ აღარ მინდაო როგორ უნდა თქვა. – გულწრფელად გაოცდა დეაკო.
–აი, ეგ ბიჭი, მგონი რაღაცებს ხვდება.
–კაი?! – ხელით დამეჯაჯგურა დაქალი – აბა, ვალენტინოს კაბით რომ გამოეჭიმე, რა გეგონა? მოახლეობაზე დებ თავს და დაგულაობ აქ, მამაშენის ნაყიდი ტანსაცმელებით.
–ტანსაცმელს რა მნიშვნელობა აქვს?
–აქვს, ანანო! – ხელები გაშალა დეამ – როგორ გგონია, რომელ მოახლეს აქვს საკმარისი ფული, რომ შესანიშნავი სამოსი შეიძინოს?
–ეს იმის საფუძველს არ აძლევს ალექსანდრეს, რომ ჩემში ეჭვი შეეპაროს. – თვალები ამემღვრა მე და სახე გავატრიალე – თან, გული მიკვდება ამ გოგონებს რომ ვატყუებ!
–აუფ, ამაზე დარდობ, შვილო? – თვალები დამიბრიალა დაქალმა – სამი თვე რომ გავა ეტყვი რა და გაგიგებენ. – უდარდელად აიჩეცა მხრები. ნუ ხო, დეას რა უჭირს, ის ხომ არ ამბობს 5სიტყვიან წინადადებაში 4ტყუილს?! მე კიდევ დრეს ისეთი რაღაცები ვთქვი, საკუთარ თავს ვერასდროს რომ ვერ ვაპატიებ – ან, იცი რა ქენი? – ფიქნებიდა დეამ გამომარკვია – უთხარი ამ გოგონებს, ყველაფერი!
–სისულელე! – თავი გაოცებულმა გავაქნიე.
–რატომ? – ისე გაიკვირვა, თითქოს რაღაც საოცრება ვუთხარი – ყველაფერი მოუყევი, რატომ ხარ აქ და გაგიგებენ, არც არავის ეტყვიან!
–შენ რა იცი?
–ყველა მათგანი გავიცანი უკვე, ანანო. – წამწამები აახამხამა – ძალიან კარგები არიან.
–არა, მაინც ვერაფერს ვიტყვი! – პოზიციას არაფრის დიდებით არ ვთმობდი მე – არ მინდა, რომ ჩემზე წარმოდგენა შეეცვალოთ.
–ნუ ბოდავ!
–არ ვბოდავ დეა! – ტონს ავუწიე ოდნავ გაღიზიანებულმა – ხომ იცი არა, ხალხის ფსიქოლოგია?! რომ გაიგებენ ვინ ვარ და აქ რა მინდა, ისე თავისუფლად ვეღარ იქნებიან, თავსაც ამარიდებენ და ვერც ისე ვიმეგობრებთ, როგორც ახლა ვმეგობრობთ!
–კარგი, კარგი, გნებდები! – გაეცინა დეას. არა, კიდევ სიცილის ხასიათზე როა?! მე აქ ვლაქლაქებ, ჭკუაზე არ ვარ და ქალბატონი კისკისებს – ან, სანდრო მომწონს, ძალიან.
–სანდრო?! – აზრზე ვერ მოვედი მე.
–ხო, ნაკაშიძე! – მხრები აიჩეჩა.
მე სიცილი ამიტყდა, ისტერიული. წამით წარმოვიდგინე ერთად ჩემი დეაკო და ბატონი ცინიკოსი.
–ე, რა გაცინებს? – იწყინა დეამ.
–კარგი ერთი, ნუ იბუტები! – ლოყები გავუწელე – მაგას ისეთი „ქალბატონი“ ლიკა ყავს, სხვა არავინ უნდა.
–სხვა არავინ რომ არ უნდა, იმიტომ გიყურებდა თვალებდაყვლეპილი? – ალექსანდრეს პაროდია გააკეთა დეამ და სიცილისგან ჭარხლისფერი მიმაღებინა – და იმიტომაც ემღვრეოდა ხო თვალები, რამდენჯერაც შენ გატასავდებოდი დარბაზის ცენტრში? იმიტომ გამოგყვა ხო, ბაღში რომ გახვედი და იმიტომაც არ შემოვიდა მაშინ, როცა მისი და ლიკას ცეკვა შეუკვეთეს! – ყველაფერი ზედმიწევნით ჩამომირაკრაკა დეამ და გაშტერებული დამტოვა. ყველაფერი ზედმიწევნით როგორ შეამჩნია, არ არის ნორმალური – არ მითხრა, რომ შენ არ მოგწონს! ისეთი ბიჭია, არ არსებობს, არ მოგეწონოს. – ისეთი დარწმუნებული იყო დეა საკუთარ სიტყვებში, ლამის მეც დამარწმუნა იმაში, რომ ნაკაშიძე მართნაც მომწონდა.
–რა სისულელეებს ამბობ?– გადავირიე მე.
–სიმართლეს რომ ვამბობ, არ უარყო ახლა!
–ნუ ბოდავ დეაკო! – გავბრაზდი მე. რამ გამაბრაზა, თვითონაც არ ვიცი – რაც არ უნდა იყოს, იმდენს ვიტყუები, ძალიანაც რომ მოვწონდე ჩემზე შთაბეჭდილება მაინც დაეკარგება სიმართლეს თუ გაიგებს!
–ანანო, თავს რატომ უდანაშაულებ? – გადაირია დეა – რა შენი ბრალია, გიამ თუ დასჯის ახალი მთოდები გამოიგონა?
–ჩემი ბრალი ისაა, რომ წუთში ათას სისულელეს ვამბობ და ისე ვიბნები, მეტი რომ არ შეიძლება. – სახეზე ხელები ავიფარე. მოზღვავებული ემოციებისგან, ცოტაც და გული გამისკდებოდა. ისეთი სისწრაფით მიცემდა, შემეშინდა. მე ქვემოთ აღარ ჩამოვალ მეთქი, დეას ვუთხარი და მანაც ჩემი მარტო დატოვება ამჯობინა. ზარ–ზეიმით დამემშვიდობა, დამპირდა, რომ ორ დღეში ისევ მომაკითხავდა და მომინახულებდა. დეა ჩემი თერაპიაა. სულ შეიძლია, რომ დამამშვიდოს, ნუ , თუ არ დამტუქსავს იმ შემტხვევაში. იმ დღეს ისე გადამღალა, ფიქრის უნარიც კი დამაკარგვინა და ვერც მივხვდი, ისე გადავეშვი შუა სიზმრებში.
* * *
დილით, გამიკვირდა არავინ რომ არ გამაღვიძა. დავაცილე თუ არა ქუთუთოები ერთმანეთს და საათს დავხედე, მიკრო ინფაქტი მივიღე:) 1 ხდებოდა, შუადღის. მაგდა რომ არ წამომადგა თავზე და წივილ–კივილით არ გამაღვიძა, ეს უკვე სენსაცია იყო. წინა დღის ნანერვიულები ვიყავი, დალეულიც ბლომად მქონდა და გადაღლილი თავი საწოლიდან ძლივს წამოვწიე. კიბეებზე ჩაზლაზნულს, სავარძელზე წამოსკუპებული, კმაყოფილი სახით მომღმარი მაგდა დავლანდე და თვალები კიდევ ერთხელ მოვისრისე.
–რატომ არ გამაღვიძე? – ვიკითხე გაოცებულმა და გარემო მოვათვალიერე, გუშინდელი „გულაობის“ არაფერი აღარ ეტყობოდა, ისეთი მოწკრიალებული იყო ყველაფერი.
–ქალბატონმა მაიამ, თქვენ გუშინ ჩვეულებრივი სტუმრები იყავით, დღეს დალაგების თავი არ გექნებოდათო და გუშინდელ დამხმარეებს დაასუფთავებინა ყველაფერი – სწრაფად ჩამომირაკრაკა მაგდამ და გამიღმა – თავად ესპანეთში გადაფრინდნენ! – დააყოლა ბოლოს და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
–ვინ გაფრინდა? – აზრზე ვერ მოვედი მე. ვინ გაფრინდა, რა გაფრინდა, ხომ არ გადაირია ეს გოგო?!
–ქალბატონი მაია და მისი მეუღლე!
–რატომ? – ვერაფრით ვერ მოვედი აზრზე.
–მოდი აქ, დაჯექი – ხელის გული რამდენჯერმე დაარტყა სავარძელს და დაჯექიო, თვალებით მანიშნა. იქამდე ძლივს მივლასლასდი და ზედ დავეხეთქე. ძალიანაც რომ მოენდომებინათ, აქედან ვეღარც ამწიწკნიდნენ – მაგათ ხომ ბიზნესი აქვთ იქ, ხო და ასე მიდიან ხოლმე, თვეში ერთხელ.
–რამდენი ხნით? – კმაყოფილმა გავიღმე მე იმ იმედით, რომ ბურთი და მოედანი ჩვენ დაგვრჩა!
–ორი კვირით! – წამწამები აახამხამა მაგდამ – ანუ, მარტო ჩვენ და ბატონი ალექსანდრე ვიქნებით სახლში. – ოხ, წაეყვანათ ეს ვაჟბატონიც, რა იქნებოდა?! ხომ დავისვენებდი ორი კვირა მისი ცინიკური მზერისგან?! თან, დღეს გამოფხიზლებული იქნებოდა და აიკრავდა ისევ, ირონიულ ღმილს გარუჯულ სახეზე.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის უფროსები აქ არ იყვნენ და მე მეგონა ხელს არ გავანძრევდი, მაგდამ ამაფორიაქა და ისევ ისე შეუდგა სახლის დასუფთავებას, როგორც აქამდე აკეთებდა. ჩემი ხრიკები, ჯდანდაბაში მოისროლა და რამდენიმე დასარეცხი თებშისკენ მიმანიშნა, თვალების ვრიალით.
სულ არ მქონდა ახლა დალაგების ნერვები, ისე მტკიოდა ჩემი გასიებული თავი. სხვა გზა არ დამიტოვა ამ გოგომ, თეფშები ხელში შემომაჩეჩა და თავადაც შეუდგა საქმეს. არ არის ნორმალური, ხომ შეუძლია, უბრალოდ მარტო ყოფნით ისარგებლოს?! ერთადერთი პლიუსი უფროსების არ ყოფნისა ის იყო, რომ ფორმა და „ქოშები“ არ ჩამიცვამს, ჩემი ხალათით შევუდექი სახლის დალაგებას.
თვალების გახელა მიჭირდა, ისე ვრეცხავდი თეფშებს. იმდენჯერ გავაგდე ხელიდან, რომ სათვალავი ამერია.
–დაგეძინა კიდევ ცოტა ხანი, 2–3 საათამდე, რა პრობლემა იყო?! – იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა „ბატონის“ ცინიკური ნოტებით გაჟღენთილი ხმის ტემბრი, რომ თითებში გაჭირვებით ჩაბღუჯულ ჭუეჭელს ხელი ინსტიქტურად გავუშვი და საშინელმა ლაწანმა გავგივყუა ყურები – როგორი მოუხერხებელი ხარ, ანანო! – კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ჩემსკენ გამოემართა სპპორტულებში გამოწყობილი, საოცრად ათლეტური პიროვნება, კერძოდ კი ჩემი აუტანელი „ბატონი“!
თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და ძირს მოპნეული შუშების ასაკრეფად დავიხარე.
–ხომ ვთქვი, შენ სულ მთვრალი უნდა იყო მეთქი! – გუშინდელი დიალოგი გამახსენდა მე და ისე ჩავილაპარაკე, რომ ნაკაშიძესაც გაეგო.
–წამოდი მერე, დავთვრეთ! – ცხვირწინ ამესვეტა ალექსანდრე და ცალყბად გამიღიმა.
–წამო! – დალეწილ ჭურჭეულს ხელი ვუშვი და სასაცილოდ წამოვიჭიმე.
ძალიან მალე, კმაყოფილი გამომეტყველებით მიმავალი ნაკაშიძის გვერდით წამოჭიმული მივემართებოდი ჩემი „ბატონის“ მანქანისკენ, უამრავი ვისკის ბოთლით ხელდამშვენებული. ღმერთმა იცის, სად მიაქანებდა სასიამოვნო სუნით გაჟღენთილ მანქანას 220 სიჩქარით. ფაქტი ერთი იყო, სულ ცოტაც და თავით გავამტვრევდი შუშას.
არ ვიცი, შეიძლება ეგონა, რომ მასთან ერთად გამოთრობაზე უარს ვიტყოდი, „საქმეს ვერ მნივატოვებთქო“ განვუცხადებდი, მაგრამ მე სულაც არ ვნანობდი იმას, რომ სამზარეულოში დაყრილი, დალეწილი ჭურჭელი ხელუხლებლად მივატოვე. როგორც ჩანს, ნაკაშიძეც ზედმეტად კმაყოფილი დარჩა ჩემი თანხმობით და ახლა ისეთი კმაყოფილი მართავდა მანქანას, რომ დაგენახათ, სიცილს ვერ შეიკავებდით!

_ _ _ _ _ _ _ _

ცოტა პატარაა, მაგრამ იმედია, ისიამოვნებთ



№1  offline წევრი ხატული♥

აუ რა ძაან პატარა იყო რაა sad მაგრამ არაუშავს მაინც მომეწონა ნუ აგვიანებ რაა მალე დადე love

 


№2  offline წევრი Elensio

auu, vgijdebi

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადე რააააა

 


№4  offline წევრი mariiii

დზ მაგარია მალე დადე რა :* :*

 


№5  offline წევრი Somebody

კაია ძააან უბრალოდ ცოტა დიდები და მალ-მალე დადე რა
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№6 სტუმარი Daldonidaldoni

კარგი ისტორიაა და გაგრძელება სადაა

 


№7 სტუმარი ნატო ჩიბინიძე

აუუუ რომ დაიწყებთ წერას დაასრულეთ ისტორია რაშეილება?მეც სულ ისეთი ისტორიები მომწონს ან თავი არაქვს და ან ბოლო.დაასრულეთ რა ყუ შესაძლებელოა ძალიან მაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent