მეცამეტე თვე (12)
ტკივილი? ვინ იცის, რა არის ტკივილი.. ამას ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს და გრძნობს, თუმცა ის ყველას ერთნაირად ანადგურებს. ყველაზე მახრჩობელა გრძნობაა, როცა ცხოვრების თანამგზავრად შერაცხულ ადამიანს პალატაში უგონოდ მწოლიარეს ხედავ. თვალწინ გადაგირბენს ყოველი ბედნიერი თუ უბედური წამი. ამ დროს, ყველაზე ტკივილიანი წამებიც კი გებედნიერება, მაშინ ხომ ერთად იყავით. შეცდომები? ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, სწორედ შეცდომები გვიბიძგებენ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვართ. ზოგჯერ გვაღიზიანებს საკუთარი ამორალური საქციელებიც კი, მაგრამ არაფერია დაუძლეველი, სადაც სიყვარულია. ამას, გაფუჭებული მაგნიტოფონივით ვიმეორებ, მთელი ჩემი ცხოვრებაა. გინდა.. ბევრი რამე გინდა, მაგრამ სურვილებს გვერდზე გადადებ, თუ ბედნიერს შეხედავ შენს საყვარელ ადამიანს, სულისა და სხეულის ნაწილს. ან თუ გეცოდინება, რომ ცოცხალია და სუნთქავს, ეს მაინც დაგაიმედებს. არასოდეს, არასოდეს უტირია, ბავშვობაშიც კი. ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს უგრძვნია დაკარგვის შიშით გამოწვეული ტკივილი. ახლა, როცა ყველა მოგონება, გრძნობა, დანაშაული, შიში ერთად მოაწვა, ორგანიზმმაც სხვანაირად განიცადა ეს ყველაფერი და ცრემლების სახით გამოდევნა შიგნიდან მწარე რეალობა, თითქოს რამით უშველოდა, მაგრამ არა.. ის თანაგიგრძნობს, თანაგრძნობა კი ყველაზე საუკეთესო თანადგომაა გაჭირვების დროს.. სულ რომ არაფერი, ხომ გრძნობ ვინმეს გვერდით ყოფნას.. მარტოობაც ხომ არ გიმატებს თავის წილ ტკივილს, ეს განუგეშებს. _შენ რომ რამე დაგემართოს, თავს არ ვიცოცხლებ.. შენ რომ ერთი ღერი თმა ჩამოგივარდეს, ნებისმიერის გამო, თუნდაც მე ვიყო, არ ვაცოცხლებ.. გევედრები, ახლა გამოიღვიძე, ახლა შემომხედე შენი ლამაზი თვალებით და მერე, თუ გიინდა მოვკვდები, -ჩახრეწილი ხმით ლაპარაკობდა, ეგონა გაიგებდა კალანდაძე მის ნათქვამს, იმ წამს ,არ ანაღვლებდა ის ფაქტი რომ ცრემლებად იღვრებოდა, _ვაბშე მ*იდია, ახლა ქალაჩუნასავით რომ ვტირი... არ მაინტერესებს... შენ გამო, ყველაფერზე ვარ წამსვლელი და ეს შენც კარგად იცი.. ჩემი ცუდად მოქცევა, შენზე ძალიან მოქმედებს... ჩემი 'გაქცევითაც' შენი ნაწილი წავიღე, ვიცი.. და ყველაზე მეტად მაგას ვნანობ. შენ ხომ იცი, როგორი იმპულსურიც ვარ? ხომ იცი, რომ შენ რომ სხვის გვერდით ხარ, ეგოისტი ვხდები... ეს ავადმყოფობაა, ვხვდები მაგას.. მაგრამ გულს არ შეუძლია... გონების დედაც, მაგან რა იცის, ეს ნახევარი მფეთქავი არსება რას გრძნობს.. იცი? შენ ჩემი გული ხარ.. მართლა, აი ჩემს ვენებში რომ სისხლი დადის, ისიც შენ ხარ.. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ, ისიც შენ ხარ და საერთოდ, ყველაფერი შენ ხარ.. ყველა ქვეყანა მძულს, სადაც შენ არ ხარ,, სამოთხეც კი მძულს, მაგრამ ვიცი, ეგეც შემიყვარდება, მაშინ როცა შენ წახვალ იქ... მაგრამ ადრეა.. ჯერ ძალიან ადრეა...... ჩაწითლებული , ლიბრგადაკრული თვალებიდან კარგად დაინახა, ნაზი ფარფატა თითი როგორ აამოძრავა და ამ თითით აამოძრავა სამყაროც, რომელიც მატათას ირგვლივ ბრუნავდა. ნელა, ასევე ნაზად გაახილა ლურჯ-მწვანე თვალები და პირველი რასაც შეხედა, ეს იყო აშკარელის ნამტირალევი სახე, ჩაწითლებული თვალები... არაფერი დატყობია სახეზე სიყვარულის გარდა.. გაცრეცილი, მაგრამ მაინც ძლიერი სიყვარული ეხატა სახეზე. ის სიყვარული, ამდენი რომ შეაძლებინა ორივეს.. დრო წინ და უკან რომ ატრიალა და მაინც ერთად რომ დარჩებიან ბოლოს, ეს ყველამ კარგად იცის! _აქ ხარ?-ერთადერთი კითხვა, რომელიც დასვა, იმის დასამტკიცებლად, რომ მოჩვენებები არ დაეწყო. _აქ ვარ და სულ აქ ვიქნები! შენ რაც არ უნდა მითხრა, მაინც აქ ვიქნები, გვერდზე მოგეწებები და აღარ გაგიშვებ, -აღტაცებული ელაპარაკებოდა აშკარელი და ხელზე მაგრად უჭერდა გაუხეშებულ ტორებს, თუმცა იმდენად არა რომ ტკენოდა. _შენ მასე მპირდებოდი, ხუთი წლის წინაც, -ცრემლების შეკავება არც კი უცდია, ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში სიამაყე შეენარჩუნებინა. _ხუთი წელი დიდი დროა შესაცვლელად... სიტყვების გასამაგრებლადაც,-მკაცრად შეკრა წარბები და თითებით მოეფერა გაყინულ ხელზე. _ხო, მაგრამ არც ისე დიდი დრო სიყვარულის დასავიწყებლად. _მე სულ მჯეროდა, რომ გიყვარდი.. მაგაში ეჭვი არასოდეს შემიტანია... _ყველაფერს სხვანაირად ამტკიცებ იცი? მე რომ გამეჩინა შეყვარებული რას იზამდი ძალიან მაინტერესებს,-ვეღარ მოითმინა საბოლოოდ და მაინც წაკბინა. უფრო სწორად, საკუთარი ინეტერესების დაკმაყოფილება სცადა. _ჯერ იმას მოვკლავდი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გზებით, გინდა ჩამოგითვალო? მუხლზე გადამტვრევა, კისრის მოგრეხა, კბილების სათითაოდ დაძრობა და ა.შ, ასევე მაზოხისტური გეგმებიც მექნებოდა, რამდენიმე!-გაბრაზებული ნესტოებიდან ორთქლს აფრქვევდა და ყურებიდან ბოლს უშვებდა. _და შენ თვლი, რომ რაც ჩამოთვალე არამაზოხისტურია?-წარბები სასაცილოდ აზიდა მაღლა ანაბელმა. _კი, არამაზოხისტურია, და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, შენ ვისაც ეკუთვნი და ვისაც არა.. _შენ რამდენი გეკუთვნის ვერ გავიგე!-გაკაპასდა კალანდაძე. _ერთი გოგო მეკუთვნოდა დაბადებიდან და სულ ასე იქნება,-გაბრაზებული დაბღვერილი ლაპარაკობდა, თუმცა მაინც იმხელა სითბო მოდიოდა მისი თითოეული სიტყვიდან, შეუძლებელია სითბო არ გეგრძნო. _აბა, ლანა? _ლანა.. ლანა ჩემი მეგობარია, რომელიც შეყვარებულის სტატუსს ატარებს. არც ერთს არ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ დაშორებულებიც კი არ ვართ, რადგან ერთად არც არასოდეს ვყოფილვართ. - მკაცრად ლაპარაკობდა და ხელებს იშველიებდა საუბრისას, თითქოს რაღაცის ახნსას ცდილობსო. _ნიკა სადაა? -აშკარელის გამწარებას არ ეშვებოდა, რაც საოცრად მოქმედებდა ამ უკანასკნელის ფსიქიკაზე. _რა დროს ნიკაა, გოგო? მე ვარ აქ!-ეგოისტობა ყელში აუბუყბუყდა და თვალები დააკვესა. _ეგოისტი ხარ!-ღიმილით უთხრა კალანდაძემ და ტუჩებზე ხელი აიფარა, ჩუმად რომ დაჭყანვოდა. _ზუსტადაც, შენი ღიმილის ეგოისტი ვარ, შენი სიტყვების ეგოისტი ვარ და ყველაფრის ეგოისტი ვარ რაც შენ გეხება.. რატო ვერ გაიგე, რომ მჭირდები? ამ დედაატირებულ სამყაროში, ცხოვრებისთვის მჭირდები.. -ჩურჩულით მიუახლოვდა და საკაცეზე გაშოტილს გვერდით მიუწვა. ემოციებმა პიკს მიაღწია. ამდენი ხნის მონატრება, დაგროვილი გრძნობები, ერთად მოეძალა და ადრენალინი შემოაწვა. გეგონებათ, სადღაც სიმაღლიდან გადმოაგდეს, ერთმანეთზე ჩახუტებულები. ხუთი წლის ნატვრა, ოცნება აუხდათ. სულ არ აინტერესებდათ ის,რომ ეს ყველაფერი საავადმყოფოში მოხდა. _როცა ჩემთან ხარ, არ ვიცი რა მჭირს, უბრალოდ , შენთან ერთად ყველგან წავალ... სამოთხეშიც, ჯოჯოხეთში, ყველგან.. როცა ჩემთან ხარ ასე მგონია, ფრთები მაქვს შესხმული და სადღაც ღრუბლებში დავფრინავ.. ყველაფერი ახლა ვიგრძენი, მხოლოდ ახლა ვიგრძენი ყველა მონატრება.. და იცი რა ძნელია, შენ რომ ჩემთან არ ხარ?.. აი, როგორც ბედუინი უდაბნოში, მზისგან იწვება, წყალი სწყურია, ჰაერი არ ჰყოფნის, მასე ვარ....-ეჩურჩულებოდა აშკარელი და დროდადრო უკოცნიდა შუბლს. _ნეტავ რას ვითხოვდი, შორს რომ მიდიოდი?-ჩამწყდარი ხმით ალაპარაკდა ანაბელი და კიდევ ერთი ცრემლი მოიწმინდა,_ყველა წუთი მახსოვს, როცა ჩემთან იყავი.. ყველა ღიმილი მახსენდება... და ვხვდებ ი რა უაზრო იყო ჩემი ცხოვრება შენს გარეშე.. არ ვიცი, ჩემნაირი სიყვარულით თუ ვინმეს უყვარს ადამიანი, მაგრამ მეც მიკვირს, ამდენს როგორ ვიტევ.. _ახლა უნდა გაკოცო! ************************* ბოდიში პატარა თავისთვის, დღეს ძლივს დავჯექი კომპიუტერთან.. არ ვიცი, რამდენად 'მიფასდება' რასაც ვწერ, მაგრამ რაც ჩემშია აუცილებლად უნდა გადმოვცე. კიდევ, კომენტარებში რომ იკითხეთ, შეყვარებული თუ ხარო ეგ ვერც მე გამიგია წესიერად, ჩემო კარგო. :დ აბა, ეს როგორ მოგეწონათ? შეიძლება ისე ვერ გაგაკვირვეთ ამ გადარბენაზე დაჯღაბნილით, მაგრამ გპირდებით, მთელი ღამე დავწერ და ხვალ დიდ თავს დავდებ.. პ.ს 3-4 თავიც და მოვრჩებით გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, ჩემო მუზებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.