შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 7)


7-05-2015, 00:37
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 217

*** (ერეკლე)
ჩემი ცხოვრების ჯერიც დადგა, ვინ ვარ მე?! ერეკლე ბერიძე.
რას ვაკეთებ? ვბრძოლობ, უფრო სწორად თავ-პირს ვიმტვრევ სიამოვნებისთვის.
რატომ? იმიტომ, რომ ამისთვის არავინ არ ‘გამსტროგავს’, მართალია აქეთ- იქეთ მოქნეული ბევრი მუშტისთვის გაგვიტარებია დრო პოლიციაში , მე, დამიანეს და დემეტრეს, მაგრამ არცერთ დაღვრილ სისხლის წვეთს არ ვნანობ, მერე რა რომ ზოგი სიკვდილამდე მიგვიყვანია? დაიმსახურეს და იმიტომ, უმიზეზოდ არავის ვცემთ.
ჩემი ცხოვრების ყველაზე მნივნელოვანი წლები რა თქმა უნდა დემეს და დამიანეს უკავშირდება, დაბადებიდან ერთად ვართ, ჩემთვის დედ-მამიშვილეზე ბევრს ნიშნავს ორივე.
გოგოები? ჯერჯერობით მხოლოდ დღიური გართობა, არაფერი სერიოზული, რადგანაც არ ვიცი როდის დამიჭერენ, ან როდის მომკლავენ, ვერ გავიმეტებ ქალს იმ ტანჯვისთვის რაც ჩემთან მოუწევს, იგივეს ფიქრობს დემეც, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვიღაცას აუცილებლად შევუყვარდებით და იგივე გრძნობით ვუპასუხებთ ჩვენც, რა თქმა უნდა ის თუ ‘ის’ იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით.. ჩვენ თავთან, ჩვენს გრძნობებთან ბრძოლას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს.
ადამიანები? არ მიყვარს სულიერი არსებების ეს ნაწილი, ყველაზე არა ადამიანურები ვართ, ან მე მესმის ცუდად ეს სიტყვა.
სხვა მნიშვნელოვანი ალბათ არაფერია ისეთი, უბრალოდ მთელი ჩემი ცხოვრება მოცულია მეტალ მუსიკით, საძმოთი, ჩხუბებით და ა.შ...
სიყვარული- საოცარი რამეა, ჩემნაირი ცხოველი არსებაც კი შეუძლია მოათვინიეროს, ვნებების ქარცეცხლში გახვიოს, თავბრუ დაახვიოს და ‘იდეალური’ მეწყვილე გახადოს. თუ ოდესმე შემიყვარდება, ვინატრებ რომ მისთვის ზუსტად ისეთი ვიყო როგორსაც ისურვებდა.
---
დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, დემე რაღაც საქმეებზე იყო, მე დღეს არ მქონდა რიგნი, ამიტომაც დამიანესთან ერთად წავედი მაგთი კლუბში, რომელიღაც ქართველი ბენდის კონცერტზე.. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაიწყო კონცერტი, ლოდინის გამო ჩემი გაღიზიანება პიკს აღწევდა, მაგრამ ახლა რინგზე არ ვიყავი და თავი უნდა შემეკავებინა უმიზეზო ჩხუბებიდან, ბართან ვიჯექით, ლუდს ვსვამდით, როდესაც სამი ნაცნობი სილუეტი შევამჩნიე, მაგრამ მათ შორის ანაბელის სახე გამოვარჩიე, დამიანეს შევხედე და აშკარად ნერვებიდან იყო აჭრილი, ალბათ იმიტომ რომ წინასწარ არ გააფრთხილეს ასეთ დაწესებულებაში წასვლასთან დაკავშირებით, მეგონა ადგებოდა და ანაბელთან მივიდოდა, მაგრამ ასე არ მოიქცა, ცოტა ხანში რაღაც საქმე მოიმიზეზა და ბარიდან გავიდა, არ გავყევი, რადგან ვიცოდი ეს შეიძლება ჩვენი წაკამათების მიზეზი გამხდარიყო, გაღიზიანებუზე ერთმანეთზე მორიდება გვიწევდა, რადგან უკვე ემოციებს ვეღარ ვზომავდით. დამიანეს წასვლის შემდეგ ანაბელის მაგიდასთან მჯდომ გოგოზე თვალი არ მომიშორებია, ვიცნობდი, მაგრამ აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია, რატომ არ ვიცი მაგრამ ასე იყო, ნაზი და ფარფატა ჩანდა ემილისთან და ანაბელთან განსხვავებით. სასმელს ვეძალებოდი, მისი ყურებაში ვიყავი გართული, როდესაც ვიღაც ბიჭი მივიდა მასთან, ჩემ და უნებურად ვიფიქრე, რომ მათთა ერთად იყო და თავი შევატრიალე, მაგრამ წამის მეასედებში აშკარად შევამჩნიე გოგოს დამწუხრებული სახე, ფეხზე წამოვდექი, ბოთლი მაგიდაზე დავდე და მათთან მისალმებლად მისვლა გადავწყვიტე, იმისთვის რომ გამეგო ვინ იყო და რა უნდოდა იმ ბიჭს. როგორც ყოველთვის არც ახლა შევმცდარვარ, ცეკვისთვის ‘ეპორწიალებოდა’ მას, ვერ ვხხვდები რომელი საცეკვაო მუსიკა ნახა აქ მაგრამ ასე იყო, გოგო კი თავიდან ვერ იშორებდა, ვეღარ მოვითმინე ბიჭისკენ მივტრიალდი, ბეჭზე ხელი დავარტყი.
-ვერ ხედავ, რომ უარზეა? მგონი ჯობს შეეშვა.
-შენ ვინ ჩემი *** ხარ რომ მიმითითებ რა გავაკეთო და რა არა?
-ამ გოგოს შეყვარებული ვარ.
სამივე გოგომ გაკვირვებული მზერა მესროლა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-შენ რომ კაცი იყო აქამდე მოხვიდოდი.- და ისევ ანაბელს მიუბრუნდა.
-გინდა კაცობა დაგიმტკიცო?
-როგორ აპირებ? ფრჩხილები ახალი გაქლიბული გაქვს ლამაზო? გამკაწრავ?
მოთმინების ფიალა გადამეწურა, საყელოში ხელი მოვკიდე და სახეში მუშტი დავარტყი, წონასწორობა დაკარგა მაგრამ მაინც შეძლო გასწორება, ეცადა გინებით მოვეგერიებინე, მაგრამ მეორე მუშტი მოხვდა სახეში, ყბა ოდნავ ჩაუწითლდა, ხელით მოისრისა, უკვე თვითონაც დასერიოზულდა, როდესაც მიხვდა არ ვხუმრობდი და ახლოს მდებარე სკამი აიღო ხელში, ეცადა ჩემთვის გადაეტეხა, სკამი დავიჭირე და კედელს შევახეთქე, მაგიდაზე დადებული ბოთლი ავიღე, უნდა გადამეტეხა და ვიღაცამ ხელი დამიკავა ჰაერში, გაცოფებულმა ზემოთ ავიხედე, დამიანე დავინახე თუ არა ხელი დავუშვი და იმ ბიჭს შევეშვი, სასწრაფოდ წამოდგა, კარისკენ წავიდა და ბოლოს მოგვაძახა.
-დღეს ღამის პირველზე, ყოფილ სტადიონზე გელოდები ! მიწასთან უნდა გაგასწორო.
-კარგი, ოღონდ მანამდე ჩხუბი ისწავლე. (ერეკლე)
ბიჭი სწრაფად გავიდა ბარიდან, ჩვენ გოგოებს მივუბრუნდით, ტაისია აშკარად დაბნეული იყო, იმ ორს კი რა აცინებდა ვერ ვხვდები.
-ძალიან დიდი მადლობა, რაც გაგიცანით მას შემდეგ სულ ჩვენი გადარჩენა გიწევთ. (ტაისია)
-თუ საჭირო იქნება კაცსაც მოვკლავთ. (ერეკლე)
-ჭკუა არ დაგიშლით ისე. (ანაბელი)
-შენ მოგხედავ მერე. (დამიანე)
-მეე? (ანაბელი)
- დიახ. (დამიანე)
-კარგი. (ანაბელი)
ბარიდან წავედით, უკვე ღამის თორმეტი საათი იყო, მაგრამ დაგვიანებას ვარჩიეთ უკვე წავსულიყავით იმ სტადიონზე, სიმართლე ვთქვა არ ველოდი იმ ბიჭის გამოჩენას, როდესაც მოვიდნენ, უკვე იმედი გვქონდა გადაწურული და წამოსვლას ვაპირებდით. ერთი ბიჭის ნაცვლად 6 პაცანა იდგა ჩვენს წინ, აქედან ორი ვიცანით, იმ თორნიკეს თუ თოკას ძმაკაცები იყო, რომლებმაც რაღაც წაუჩურჩულეს დანარჩენებს, ‘საქმიდან გავდივართ’ს მსგავსი და წავიდნენ. უკვე ოთხი იყო დარჩენილი, რაღაც პრეტენზიები წამოაყენეს, რა თქმა უნდა მართლები, რომ ყოფილიყვნენ მივცემდი ჩემი ცემის უფლებას, ისე რომ ხელს არ გავანძრევდი, მაგრამ არ იყვნენ მართალი, დაველოდე მაქ მოქმედებას, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მხოლოდ გაუბედავი ლაწირაკის გინება გავიგე, ვეღარ მოვითმინეთ ვერც მე და ვერც დამიანემ, თმაში მოვკიდე ხელი და საფეხბურთო მოედნის ძელზე ვარტყმევინე, უკვე ვეღარც აზროვნებდა, გაითიშა, ფეხები მოეკეცა და წაიქცა, ამას მისი ერთ-ერთი ძმაკაცი გამოექომაგა, რომელმაც დამიანესთან ვერაფერს გახდა ან უბრალოდ სამი ერთზე ბრძოლის უსამართლობა იგრძნო და ჩემზე დარტყმა გადაწყვიტა, დავტრიალდი და სახეში წიხლი დავარტყი გამოქანებულ ბიჭს, ეგრევე წაიქცა.. როდესაც ორივე მიწაზე დაეცა, დამიანესთვისაც მოვიცალე, ის კი გაჩერებას ვეღარ ხვდებოდა, მიწაზე დაგებულ ბიჭებს სახეში გამალებით ურტყამდა, მალევე გავიგეთ პოლიციის სირენა, მაგრამ ადგილიდან ‘ათესვა’ არც დაგვიპირებია, ჩვენით წავედით მანქანისკენ, ხელები გავუწოდეთ და ჩავჯექით. მალევე მივედით განყოფილებაში სადაც ჩვენი კარგად ნაცნობი გამომძიებელი ცოტნე დაგვხვდა.
-ოჰო, როგორ მომანატრეთ თავი, ასე უნდა ბიჯო დავიწყება? (ცოტნე)
-ხო ხედავ გაგიხსენეთ და მოვედით. (ერეკლე)
-მოგიყვანეთ. ისევ ჩვენ თუ მოგიყვანთ, თორემ თქვენით ხო არ იკადრებთ მოსვლას. ისე იდეა მაქვს, აწი ვინმეს რომ ცემთ თქვენი ფეხით მოდით, დაუზოგეთ სახელმწიფოს ბენზინის ფული. ახალი დევიზიც გვექნება მერე ნაკლები: ‘’ , მეტი ბენზინი, მუდმივი სტუმრები.’’ (ცოტნე)
-როგორც ჩანს იუმორზე გიმუშავია, მაგრამ მაინც მდარე ხარისხისაა. (დამიანე)
-შენს მოსაწონს ხომ ვერაფერს იტყვის ადამიანი. (ცოტნე)
-როგორ არა, ის მიხარია ხოლმე ‘’ თქვენი წასვლის დროა, გავიდა პატიმრობის დრო’’. (დამიანე)
-ეგეც დიდი მიღწევაა მგონი. (ცოტნე)
მალევე მორჩა უკვე დამეგობრებულმა დამიანემ და ცოტნემ კინკლაობა და დილამდე საკანში შეგვყარეს, უბრალოდ არ დაგვეძინებოდა, ამიტომაც ვისაუბრეთ დამიანეს სიყვარულზე, ნუ მისი თქმით მოწონებაზე, მაგრამ ჩემი აზრით ეს მოწონებაზე მეტი იყო. შემდეგ ვისაუბრეთ ტაისიაზე, მის მშვიდ და ცოტათი უცნაურ ბუნებაზე, შემდეგ კი დემეტრეს ძალად პაემანზე ვისაუბრეთ, ჩვენი სამივეს ცხოვრება ისე უკავშირდებოდა იმ სამ დაქალს, რომ თავადაც ვერ ვაცნობიერებდით ამას.


----
მესამე პერსონაჟიც გამოჩნდა, რომელს გამორჩევდით? საერთოდ რას ფიქრობთ ამ მოთხრობაზე?



№1  offline წევრი Khaleesi

მომწონს მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი kusa77

Kaii me nonwons... Demetree da emilii momwonss me yvelaze metad :) kaebii arian(y) au tavebi cota gazardee raa :(

 


№3  offline წევრი masu

მე სამივე ძაან მომწონს <3 ძაან მააგრია <3 გააგრძელე <3

 


№4  offline წევრი nino(g)

samive personago momwons.kargia kargi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent