შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე 7


7-05-2015, 01:09
ავტორი skip beat
ნანახია 1 753

უკვე მერამდენე კრუგზე ვარ აღარ ვიცი, რაც მოვედი სახლში ერთი გოგოებს დავურეკე და იმის მერე ჩემ ოთახს ნერვიულად კრუგებს ვურტყავმ , მარცხენა ხელის ცერათი ტუჩებზე მაქ მიბჯენილი , იდაყვი მარჯვენა ხელით მიჭირავს და დავდივარ ესე ჩაფიქრებული , გოგოები თავიდან ,რო მოვიდნენ აბა რა მოხდაო მკითხეს და იმის მერე კარგა ხანია ესე ზიან და ელიან როდის მოვრჩები წინდაუკან სიარულს და რამეს ვიტყვი, თავიდან ორივე გაფაციცებულები მიყურებდნენ და ჩემ ყველა მოძრაობას თვალს ადევნებდნენ მერე სალომემ ხელი ჩაიქნია თავბრუ დამეხვაო და მობილურში ჩაძვრა , ეკამ სუ ახლახანს ფეხის ბაკუნი დაიწყო და ვხვდები რო მალე აფეთქდება
-ჰა შობე ეხლა !- დამიჯაჯღანა მოთმინება დაკარგულმა ეკამ
-რა ქნას?- მობილურს თვალი მოაშორა და გაოცებულმა იკითხა სალომემ , მეც სწრაფად შევაბრუნე თავი მისკენ
-ჩემი ლექტორის საყვარელი ფრაზაა-ლექტორის გახსენებაზე ოდნავ ჩაიცინა , მარა მალევე თავი გააქნია - მაგას რა მნიშვნელობა აქ დაგვაყენე საშველი და თქვი რა მოხდა
-კარგი , მოკლედ მოემზადეთ - გამაფთხილებლად გადავხედე ორივეს და ისინიც საინტერესოს მოლოდინში ადგილებზე უკეთესად მოთავსდნენ და მომაჩერდნენ - ალექსანდრემ მაკოცა- ვუთხარი და ხელებ გაშლილი დაველოდე მათ რეაქციას , თუმცა ტყუილად, არაფრის მთქმელი სახეებით მიყურებდნენ - გაიგეთ რა ვთქვი ?- ერთმანეთს გადახედეს მერე ისევ მე შემომხედეს
-კი ,მერე?- წარბაწევით მკითხა ეკამ
-დიდი ამბავი ერთმანეთს ხვდებით ოდესმე მოხდებოდა - მხრები აიჩეჩა სალომემ
-ეგ არ გამითვალისწინებია - დამნაშავესავით თავი ჩავხარე და ჩავიდუდღუნე ,ჯანდაბა რა დებილი ვარ ამაზე ერთხელ მაინც რატო არ ვიფიქრე
-მოიცა არ მითხრა რო ეხლა სილა გაარტყი და გამოიქეცი - გაფართოებული თვალებით მომაშტერდა ეკა
-არა მეც ვუპასუხე - თან კედელს მივადე შუბლი
-ოჰოო უკვე საინტერესოა -ფართოდ გაიკრიჭა სალომე
- ყველაზე ცუდი კი რა არი იცით- ისევ მათ მივუბრუნდი და სახე დავმანჭე- მომეწონა თან ძალიან
-ოპააააა, უყურე შენ ამას- ერთხმად შესძახეს ორივემ
- ნუთუ შენ ..
- არა არა არა არა - სათქმელი არ დავამთავრებინე სალომეს ,ისე დავიწყე ხელების და თავის ქნევა - გაგიჟდი ეგღა მაკლია
- დარწმუნებული ხაარ?- გამომცდელად , ცალთვალმოჭუტულმა გამომხედა ეკამ
-100%-იანი , ალექსანდრე არ მომწონს , უბრალოდ კარგი კოცნა სცოდნია და ვსო , ვის არ მოეწონება ესეთის კოცნა მარა რა რატო მაინცდამაინ ის , ხო ვერ ვიტან არა ? –ისედაც მოღრეცილი სახე სატირლად მოვბრიცე
- ხო მართალი ხარ ზოგმა იცის , ზოგმა არა ,აი მაგალითად შენი კატუკია – გამოვიდა სიტყვით სალომე და ისედაც გაღრეჭილი უარესად გაიღრიჭა, ჩემი ყოფილის გახსენებაზე, ამაზე ჩემი პირველი კოცნა და ის ცუდი შეგრძნება გამახსენდა რაც მან დამიტოვა და უსიამოვნოდ გამაჟრიალა
– შენი ჭირიმე მაგას ნუ მახსენებ რა – ხელის აქნევით ვუპასუხე და ცხვირი ავიბზუე
–ჰაჰაჰა – გადაბჟირდა ეკა – მაგის მერე წარმომიდგენია რა ნეტარება იქნება ალექსანდრესი – რო დაიწყეს ,და აღარ გაჩერებულან , ბალიშს დავავლე ხელი და სიცილით გავუქანე
–გეყოთ ეხლა პატივი ეცით ჩემ მოგონებებს – ვითომ ნაწყენმა ვუთხარი და მათ სახეზე უარესი სიცილი ამიტყდა ,
–კაი მერე რა მოხდა ?
–ნერე რავი დავინახე რო ამ ყველაფერს ორი პატარა ბიჭი შეესწრო ესე 5–7 წლისები და რა თქვეს ? პატარამ დედა რო უყურებს სერიალებს იქ შვებიან ეგრეო და დიდმა შენ პატარა ხარ ეგეთები რ იციო , მე შეყვარებული მყავს და იმას ვაკოცეო ,, მაგაზე ვიცინოდით მთელი გზა, რავი მგონი ნორმალურად ვიქცეოდი
–იმანაც არაფერი თქვა
–არა
–რანაირი ურთიერთობა გაქვთ არცეთი ააფერს ამბობთ– უკაყოფილოდ შეკრა წარბები სალომემ
ეკამ პირი დააღო რაღაცის სათქმელად ,მარა მერე თვალები დაჭყიტა და ფეხზე წამოხტა
–ვაიმე დამერხაა– დასტაცა ჩანთას და სალომეს ხელი და კარებისკენ გაქანდა
–მოიცა სად გარბიხარ – გაკვირვებული გავეკიდე
–მოგესმინა როცა გიტხარი ეხლა კი წავედი – ორივემ ჩამპროშნა და კარებთან გაშტერებული დამტოვეს . მალევე მხრები ავიჩეჩე და ჩუსტების ფრატუნით ტელევიზორს მივუჯექი, ეხლა მე მჭირდება რამე კაი გულისგადასყოლებელი რომ ის რაღაც აღარ გამახსენდეს, დისტანციონი მოვიმარჯვე და თითი ჩართვის რილაკს დავაჭირე ეგრევე ეკრანზე მოსიყვარულე წყვილის მიწებებული ტუჩები არ გამოხტა , თვალებ დაჭყეტილმა ეგრევე სხვა არხზე გადავრთე , ტელევიზიაც რო ჩემ წინააღმდეგაა , ამ შემდეგ არხზე ვიოღაც თუ რაღაც საშინელი არსება ჭყაოდა , ამას უკვე მეც ავყევი და შეშინებულმა ეგრევე გამოვრთე , დისტანციონი კი დივანზე მოვისროლე ,გონებაში გადავწყვიტე რო დღეს ტელევიზორს არ გავეკარებოდი და ხელში ნოუთბუქი დავიჭირე ,თუმცა დიდხანს არ დამჭირვებია , მალევე კარების ხმა გავიგე და გახარებული მამას ჩავეფსკვენი , დღის დარჩენილი ნაწილი მასთან და ქეთასთან ლაპარაკში გავატარე , აი ძილისწინ შემომიტია თუ შემომიტია ფიქრებმა , არც თავის ქნევამ , წრიალმა და საბნის ქნევამ მომაშორა ძილში ალექსანდრე, მისი ბაგეების შეგრძნება და თვალები ?
****
მეორე დღეს ალექსანდრესგან მესიჯი დამხვდა , გარკვეული დროის განმავლობაში ვერ გნახავ , საქართველოში არ ვიქნებიო ,რაზეც ვიფიქრე რაღაც იღბალი თუ ბედი მეც მაქთქო , ეხლა მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა და მერე ღამე ისევ მისი ზმანება , ასე ბედნიერმა გავლიე ეს ერთი კვირა , უნივერსიტეტი , სამსახური , მეგობრები , სახლი . სამსახურში ყველაფერი კარგად მიდიოდა , მოვერგე იქაურობას ,ბავშვებს უფრო დავუახლოვდი , ქალბატონებთან კი ჩვეულებრივ ვიყავი, ხანდახან თუ დაგვიცაცხანებდნენ ბევრი ლაპარაკის გამო , უფოსის შვილს რაც შეეხებოდა , ხმას არ იღებდა მარა ისეთი თვალებით შემომხედავდა გული მისკდებოდა , ისე მიბღვერდა თითქოს რამე დამეშავებინოს , ამ ბოლოდროს უფრო კარგად დავაკვირდი და მგონი მარტო მე კიარა და ყველასთან ეგრე იყო, ამაზე კი მარტო ლევანი ხალისობდა კარგად
-მოვიდა შენი ბუა - მოულოდნელად ჩამჩურჩულა საქმეში გართულს და ადგილზე შევხტი
-ვერახარ შენ - შევუბღვირე , მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა
- მე გაგაფრთხილე უბრალოდ - თავად ბუას რაც შეეხება უბრალოდ თავის დაკვრით მოგვესალმა და დედამისის ოთახში შევიდა
-მგონი გადავრჩით დღეს- ისევ ჩურჩულით მითხრა ლევანმა , მეც სიცილით დავეთანხმე დაჩვენკენ მომავალს გავხედე
-შენი სატრფოა მოსული - ჩემი ჭკუით ვახარე
-რაა სანდრო აქარი - ისიც უცებ დაფაცურდა
- სანდრო ვინღაა- უცხო სახელის გაგებაზე - გიგაზე ვთქვი მე
- ეე გოგო ეგ ვიღას ახსოვს - ხელი ჩაიქნია და უკან გაბრუნდა თეფშები დამავიწყდაო
- მალე ეცვლება გემოვნება - სიცილით ამიხსნა ლევანმა
-ფრთხილად შენც არ მოგადგეს- თვალი ჩავუკარი მან საპასუხოდ თვალები გადაატრიალა და ნელის დაძახებაზე საქმეს მივუბრუნდით

და აი დადგა ჩემი და ქეთას დაბადების დღე, ღამითვე მივულოცე დას და მოგვილოცეს დანარჩენებმაც, საჩუქრებიც მივიღე , ქეთამ გადმომცა დედის მოლოცვაც მარა მე საპასუხოდ დავიჭყანე , ადრე ცდილობდა დალაპარაკებას მაგრამ ახლა ჩემ სურვილს სცემს პატივს და აღარ მაწუხებს თურმე , ქეთა წუწუნებდა მანდ მინდაო თუმცა ჩამოსვლას ისევ ვერ მოახერხა და თავის უფროს წყევლიდა,დილით უკვე სხვა მეგობრების მოლოცვები მივიღე , უნივერსიტეტში არ წავსულვარ , სამსახური კი მქონდა მაგრამ უფროსმა თვითონ დამითხოვა დღეს შენი დღეა ისიამოვნეო , ხელფასზე პრობლემა არააო , ეს რო ქეთას ვუთხარი გამწარებული კიდე უარესად გასკდა ბოღმით და კიდე მეორე რიგი გამოლანძღა უფროსობა , საერთოდ დაბადების დღეების გადახდა არ მიყვარდა , ისევ იმავე მიზნით , მამის ასეთი წვალებით ნაშოვნის გადაყრა ერთი დღის სიამოვნებისთვის მენანებოდა , ადრე განსაკუთრებით, ახლა დამაძალა რას ქვიაო ,ძვლივს ცოტა ფეხზე დავდექი და დაბადებისდღეს როგორ არ ვიზეიმებთო , დავითანხმე სახლში ვიწრო წრეში აღგვეღნიშნა , წელს ლევანის და სოფის დამატებით მინდოდა მაგრამ ვერ ახერხებდნენ მოსვლას . ძირითადად გოგოები ტრიალებდნენ , სალომეს ვერ დავუკარგავ ძაან მაგარი ხელი აქ , სულ იმას ვეუბნებით გათხოვება არ გაგიჭირდებათქო , ისიც იცინის ისე თორე დამიწუნებენო , შუადღეს ტორტზე გავედით და იქედან სიცილით მომავალს როდესაც ტორტი უკვე სალომეს საოჯახო მანქანაში მქონდა დაბინავებული , წვრილმანების პარკებით ხელში ქუჩაში სიცილით მივდიოდით როცა თანამგზავრი გამიშეშდა თანამგზავრი და მეც ხელით გამაჩერა
– მარიამ ალექსანდრე
–ჰა?– მის მიერ თვალებით ნაჩვენებ მიმართულრბას რო გავაყოლე მართლა ალექსანდრე დავინახე ქუჩის მეორე მხარეს ,ვიღაცას ელაპარაკებოდა და გულიანად იცინოდა , თითქოს მიხვდა რო ვუყურებდი და მანაც გამომხედა , გამომხედა და ეგრევე პარკები ავიფარე სახეზე , სალომეს გადავუჩურჩულე მოვძუძგეთ თქო და შევბრუნდი
–ნეტა დამინახა?
– რავი თუ გავისწინებთ რო აქთ მოდის ..კი დაგინახა, ცოტახანში კი ვიღაცამ ძლიერად ჩამავლო მკლავში ხელი და შემაბრუნა , ვიღაცამ რა ალექსანდრემ
–ვერ ვიტან "ნივიჟუს" რომ მირტყავენ – უკმაყოფილო სახით მომშტერებოდა , მერე თითქოს ჩაფიქრდაო– პრინციპში შენ გარდა არც არავინ ბედავს
–მიხარია თუ პირველი ვარ , ეხლა კი გამიშვი – მის სიახლოვეზე ის მომენტი გამახსენდა რომლის დავიწყებას ეს ერთი კვირაა ასე ძლიერ ვცდილობდი და მეგონა გამომივიდა კიდევაც , მანამ სანამ მას სახეზე შევხედე და თვალები მისი ტუჩებისკენ გამექცა , ამის მერე კი თავბედი ვიწყევლე და თვალი მის უკან სივრცეს გავუშტერე , ამაზე მანაც უკან გაიხედა მერე ისევ მე სემომხედა და თავი სიცილითააქნია
–რა იყო უკეთესი რამ დაინახე?– ისევ ეს თვითკმაყოფილი ღიმილი
–კი მერე? საერთოდ რა გინდა რაზე გამაჩერე?– უკმაყოფილოდ ავხედე და მერე ისევ სადრაც ჯანდაბაში გავიხედე
–ქეთას არ უთხრა რო ჩამოედი– საოცრად მკაცრი სახით გამაფრთხილა და მეც ორივე წარბ აწევით ვკითხე
-რატო?
- სურპრიზი ,შეძლებ ენა გააჩერო?
- ვნახოთ ,ახლა კი კარგად - მივაყარე და დაფეთებული გამოვარდი მანქანისკენ, საოცარი სურვილი მქონდა მისგან შორს ვყოფილიყავი , მისი ხმა კი გავიგე მოიცა კიდე საქმე მაქო მარა აღარ მომისმენია ჩავხტი მანქანაში და სახლისკენ წავედით ,
მოლხენა რო დავიწყეთ ვისღა ახსოვდა იმდღის მოვლენები , ლუკას, ეკას შეყვარებულის მოყოლილ ამბებზე ვბჟირდებოდით სასმლისგან შეზარხოშებულები , ისევ ვიცინოდით როცა მობილურმა დარეკა და მეც ისე ვუპასუხე არც დამიხედავს
-ქეთა ეზოში ჩამო - მომესმა მისი ბოხი ხმა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent