შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 10


7-05-2015, 22:24
ავტორი Lydia
ნანახია 2 298

გოგონა ოთახში სარკესთან ხალათით იჯდა და ნამტირალ სახეს მსუბუქი მაკიაჟით იწმენდდა,დიდხანს უყურებდა სარკეში თავის ანარეკლს,მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა კარზე ბრახუნი და ზარები ერთხმად ატყდა.
გოგონა ფეხზე ნელა წამოდგა და თავისი ოთახიდან გავიდა,დაინახა მუქი ფერის მოახლე ბონი როგორ აღებდა კარებს.
როდესაც კარები გაიღო და დაინახა ანნამ ორი მხიარული გოგონა,თვითონაც თვალები გაუნათდა და იმ წამსვე ქვემოთ დაეშვა.
-(ანნა) გოგოებო რა კარგია რომ მოხვედით.გადაეხვია დაქალებს
-(ანნა) ლიდია სად გაქრი დღეს?საშინელი ხუმრობა გამოგივიდა
-(ლიდია) ხო რავიცი.გაუგებრად იყურებოდა გოგონა თითქოს პიველად ესმოდა ყველაფერი.
-(ანნა) ძალიან ლამაზები ხართ ორივე
-(ელისონი) და შენ როგორც ყოველთვის ისევ მოუმზადებელი ხარ?
-(ანნა) ხო ასე გამოდის მოწყენილად გამოუშვა ბგერები პირიდან
-(ელისონი) კარგი,ჩვენ რომ არ დაგვაგვიანდეს წამში გაგამზადებით.
-(ლიდია) მომწონს ეს შემართება
-(ელისონი) ჩვენ გვინდა: მაკიაჟი,თმის ვარცხნილობა და ლამაზი კაბა,რომელიც იმედია გაქვს.
-(ანნა) კი მაქვს,მაგრამ არის საჭირო ასეთი მზადება,უბრალო წვეულებაა.
-(ლიდია) დღეს შენ ჩუმად უნდა იყო.
-(ელისონი) წავიდეთ შენს ოთახში.
გოგოები ხმაურით წავიდნენ ანნას ოთახში.დამიანი ეზოში იდგა და მანქანას უყურებდა თან ღრმად იყო ჩაფიქრებული,უკვე ორი დღეა არ მიუღია სისხლი,და მგონი არც აპირებდა მიღებას.ის საკუთარ თავს ებრძვის.იმედი აქვს მოერევა ამ საწადილს,მაგრამ ყოველ წუთში თვალთ უდგას ანნას სისხლი,რომელიც ახსენებს თავის მეორე მე-ს
..........................................
ანნას კაბა და მაკიაჟი მართლაც რომ არაჩვეულებრივი იყო.
-(ლიდია) აი ეს არის ხელოვნება.თქვა როდესაც ანნას ვარცხნილობა დაამთავრა.
-(ელისონი) და შენ გამოიყურები ისე როგორც დედოფალი
-(ანნა) მადლობა საყვარლებო.ანნამ სარკეში ჩაიხედა და გაიღიმა
გოგოებმა დაამთავრეს ანნას სამზადისი და გასასვლელისკენ გაეშურნენ.
-(ლიდია) დამიან აი ჩვენც დავბრუნდით,იმედია არ დავაგვიანეთ
გოგონამ როდესაც დამიანს შეხედა სისხლი გაეყინა სხეულში,არასდროს უნახავს მას ასეთი სიმპატიური,მითუმეტეს ის სმოკინგი საშინლად მიმზიდველს ხდიდა.
(დამიანი)ჯობია წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება.
-(ლიდია) თქვენ წადით,ჩვენ გამოგვივლიან ბიჭები.ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა ანნას
-(დამიანი) კარგი.მაშინ წავალთ
ბიჭმა მანქანის კარები გააღო და ჩასვა გოგონა.მშვენიერი ატმოსფერო იყო ჰელოუნისთვის.ფანჯრიდან დაძაბული იყურებოდა ანნა. რაღაც სახელად ,,დღეს რა იქნება'' გრძნობა იპყრობდა,ახლა ისევ სიმპატიურ და ცოტა დავაჟკაცებულ დამიანს გახედავდა და ჩაიცინებდა.
დამიანთან ერთად სკოლის დერეფანში მიდიოდა,ირგვლივ ყველა ქათინაურით ამკობდა დღევანდელი გოგონას ვიზუალს.
წარმოსადეგი ქაოსი ტრიალებდა სკოლის დარბაზში.ყველაფერი ნატურალურად გამოყურებოდა.მუსიკის მძაფრი ხმა ისმოდა.
-(ტაილერი) ანნა! უცნობის ხმა ისმოდა
დამიანი და ანნა ერთად შემოტრიალდნენ და დაინახეს ბიჭი ჩაპლინის ფორმაში.
-(ანნა) შენ ტაილერი ხარ მგონი ხო?
-(ტაილერი) კი მე ვარ,სამწუხაროა რომ აქამდე შორიდან ვიცნბდით ერთმანეთს
-(ანნა) არაუშავს ჯონი მესაუბრება ხოლმე შენზე.
-(ტაილერი) წამოდი შიგნით შევიდეთ და თუ წინააღმდეგი არ იქნები ვიცეკვოთ უკვე დიდიხანია დაიწყო წვეულება.
-(ანნა) კარგი,თანახმა ვარ.გოგონას დიდად არ ეპიტნავებოდა ცეკვა,მაგრამ დარწმუნებული იყო რომ დამიანთან მოიწყენდა
დამიანს ძარღვები დაეძაბა და სიბრაზისგან მუშტი შეკრა როცა ტაილერი ანნას მიაშტერდა თან საცეკვაოდაც დაპატიჟა.გოგონას არ შეუხედია ბიჭისთვის ისე გაჰყვა ტაილერს.
ახალგაზრდები ცენტრში მოქნილად წეკვავდნენ არც ანნა ჩამოუვარდებოდა მოქნილობაში.
-(ტაილერი) დალევ რამეს?
-(ანნა) არა,არ ვსვავ.
-(ტაილერი) კარგი რა,მხოლოდ დღეს,მხოლოდ ერთი ჭიქა.
-(ანნა) კარგი გნებდები.გაიცინა გოგონამ და ცეკვას არ წყეტდაა.
ბიჭმა ბარმენს ორი ჭიქა ტეკილა გამოართვა და ანნას ჭიქაში რაღაც უცნაური ვარდისფერი ფხვნილი ჩაყარა და კარგად შეანჯღრია.
-(ტაილერი) აი მეც მოვედი.ჭიქა გაუწოდა გოგონას და მანაც იმ წამსვე ბოლომდე დალია.
-(ანნა) ნელა წრუპვა არ მიყვარს.დაადასტურა გოგონამ.
უკვე დიდიხანი იყო რაც ცეკვავდენ,ეხლა გოგონამ მოზღვავებული ენერგია იგრძნო და გაუჩერებლად ცეკვავდა.
დამიანი ელისონმა წაიყვანა და ძალით ეცეკვებოდა თან გაურკვეველ ამბებს უყვებოდა.თვალთა ხედვიდან დაკარგა ანნა.
-(ტაილერი) გინდა უფრო წყნარ ადგილზე წავიდეთ?მომწინდა ეს ქაოსი.ხმამაღალი მუსიკის ფონზე გოგონას ყურში ჩასჩურჩულა.
-(ანნა) კიიი წავიდეთ.
ბიჭმა ხელი მოჰკიდა და დარბაზიდან გაიყვანა.სკოლასთან ახლოს ტყე იყო,ამიტომ გადაწყვიტა იქ წაეყვანა გოგონა.
ანნაც წინააღმდეგობას არ უწევდა ბიჭს და სიმღერ-სიმღერით მიჰყვებოდა უკან.
შუაგულ ტყეში იყვნენ როდესაც მიხვდა გოგონა თურმე რა შორს შეუტოპავთ.
-(ანნა) ტაილერ წავიდეთ აქედან,აქ რას ვაკეთებთ?
-(ტაილერი) დამიჯერე აქ უფრო კარგად გავერთობით.თქვა და გოგონა ხეზე მიაბჯინა.ველურივით უსვავდა ხელს აქეთ-იქით
-(ანნა) გამიშვი ტაილერ,რას აკეთებ.
-(ტაილერი) სულ ცივი ხარ,უნდა გაგათბო,არ უსვენებდა გოგონას და ლოყაზე უთათუნდებდა ხელებს
-(ანნა) ტაილერ გამიშვი დროზე
ტაილერი უფრო გამგელდა და აკოცა.გოგონა კი ცდილობდა გათავისუფლებულიყო მისგან.
ეხლა უფრო ძალიან მოეკიდა სიმთვრალე ვაჟს და თავს ვერ იმორჩილებდა
გოგონა მიწაზე დავარდა და ისიც ზევიდან დაეცა.ეს უფრო ესიამოვნა და ისევ მოფერება დაუწყო
გოგონა იმდენად მთვრალი იყო,რომ ვერ ეწინააღმდეგებოდა
-(ანნა) გთხოვ გამიშვი ტაილერ
-(ტაილერი) მართლა როგორ გაციებულხარ,მაგრამ ნუ გეშინია მე გაგათბობ.
ცუდად შტორმავდა ბიჭი გოგონას და საშველი რომ ვერ ნახა ყვირლი გადაწყვიტა.
-(ტაილერ) ვერავინ ვერ გაიგებს ჩემო პატარავ შენს ყვირილს საკმაოდ შორს ვართ.
დამიანმა ძლივს დააღწია ელისონს თავი და გარეთ გამოვიდა.ამდენი განსხავებული ხალხი განსხვავებული ფიქრებით ძალიან ღლიდა ამიტომ დარბაზს გამოეთიშა.ხელი შუბლზე მიიდო და მკვეთრათ სუნთქავდა.მაშინ ასწია როცა თავისი ვამპირული სმენით გაიგო ანნას ყვირილი და ისიც ტყეში შევარდა.ყურს უგდებდა რომელი მხრიდან ყვიროდა და იმ მხარეს მისდევდა.
როგორც იქნა ოპოვა.დაინახა როგორ შტორმავდა გოგონას ბიჭი და ეგრევე მივარდა მას.ცალი ხელით ასწია და ყელში დაუწყო მიჭერა.სუნთქვა უჭირდა ბიჭს.
-(ანნა) გთხოვ დასვი არ მოკლა.უკვე კაბა შემოხეული გოგონა ეხვეწებოა ბიჭს.
მანაც ხელი გაუშვა და მიწაზე დააგდო ბიჭი.
-(დამიანი) რა არაკაცივით იქცევი ბიჭო.გოგოსთან მაგარი ხარ? ადექი და მე შემებრძოლე თუ მაგარო ხარ.
-(ტაილერი) შენ მაგრად მოგივლი.ემუქრებოდა ბიჭი რომელსაც ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და ყელზე იჭერდა ხელს.
-(დამიანი) ჰაჰ როგორ შემაშინე ნა***ვარი ხარ, ადექი მეთქი.
-(ანნა) შეეშვი გთხოვ
ანნას გახედა ბიჭმა და როცა ასეთი შეშინებული დაინახა უფრო გამხეცდა საშინელი სიბრაზე იგრძნო და წიხლი გაარტყა სახეში ტაილერს და გათიშა.
-(დამიანი) წავედით აქედან.ხელი უხეშად მოკიდა და მიათრევდა გოგონას.
-(ანნა) როდემდე უნდა ხდებოდეს ესე?გაჩრდა გოგონა და აცრემლებული თვალებით მიმართა.
-(დამიანი) რაა? ვერ გავიგე რას გულისხმობ?
-(ანნა) მე წამოვყევი,ხო ჩემი ნებით წამოვყევი მას,დავიღაკლე მარტოობით,მეც მინდა მეგობარი ბიჭი მყავდეს და მეგობრებმა არ დამცინონ.დავიღალე შენთან ერთად სიარული.
-(დამიანი) რაა? ესეთი ნა***ვარი გირჩევნია გყავდეს გვერდით?
-(ანნა) თუნდაც,ყოველშემთხევაში აღარ ვიქნები სულელი გოგო რომელიც დაცვით დადის მთელი ცხოვრებაა და ჯერ კიდევ ქალიშვილია.
-(დამიანი) კარგი ეს შენი არჩევანია,იცოდე მეც ამაყი ვარ
-(ანნა) ხოო ჩემი არჩევანია.ტიროდა გოგო
ბიჭმა პიჯაკი შეისწორა გადახედა იქაურობას და იმ წამსვე წავიდა.
გოგონა დარჩა მარტო,მუხლებზე დაემხო და ტირილს არ წყვეტტდა.სკოლაში კი ისევ ერთობოდა ხალხი.
...............................................................................................................................
დამიანი სახლში შევარდა და თავის ოთახში ჩაიკეტა.სიმწარე სცვიოდა თვალებიდან.
-(დამიანი) დაუნო ! დაუნო! ლანძღავდა თავის თავს და წიგნებს აქეთ-იქით ისროდა
-ბრმა,უტვინო,კრეტინი,უჭკუო.როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ასეთი დებილი,როგორ ვიფიქრე რომ მე რამე გამომივიდოდა და მე ასეთი უსარგებლოს ანნა შემიყვარებდა,ამდენი წელი ველოდებოდი როდის მომაქცევდა ყურადღებას,მაგრამ მას მხოლოდ იმის გულისთვის ვუნდოდი რომ მეგობრების თვალში სპეტაკი გოგო არ გამოსილუყო.
-რატომ ვტრი?რატომ მდის ცრმლები?მე ხომ არაადამიანი ვარ,რატომ გამეყინა ხელები?რატომ ვხვდები ასეთი სუსტი?
დამიანი ხალიჩაზე იჯდა და თავის თავს ლანძღავდა,ამცირებდა და ყველაფრის სურვილს უკარგავდა.
......................................................................................................................

სკოლაში ისევ წვეულების ცეცხლი იყო ანთებული და ახალგაზრდები საშინლად ატაცებულები იყვნენ.ანნა ისევ შუატყეში იყო.ბიჭი ახლა გამოფხიზლებულიყო და ტანსაცმელს იფერთხავდა იქიდან გასვლა უნდოდათ ორივეს.
-(ტაილერი) ანნა მომისმინე.ბოდიშის ინტონაციით მიმართა.
-(ანნა) არ გინდა.თქვა და სკოლისკენ დაიწყო გასვლა
ნელ-ნელა მიაბიჯებდა გოგონა და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა,აფორიაქებული და გაურკვევლად გამოიყურებოდა.
გარშემო უზარმაზარი ცაცხვები იყო შემორტყმული და ფრინველების ხმა აყრუებდა ტყეს.დიდი ხანი დადიოდა გოგონა და მიხვდა რომ სწორ გზას გადაუხვია.ცივი ჰაერი ამოუშვა პირიდან და ხელები დაისრისა.აქეთ-იქით იყურებოდა დაბნეული
-(ანნა) ღმერთო ჩემო სად ვარ.ხელი თავზე წაიშინა.
ეს გზები მან კარგად იცოდა,მაგრამ ეხლა ნასვამი იყო თან ძალიან ბნელოდა ვერ ხედავდა არემარეს.
უეცრად ფეხი წამოკრა რაღაცას და ძირს დაეცა.იგრძნო ვიღაცის თბილი სხეული როგორ შეგრილებულა.
კარგად დააკვირდა სახეს და ეს მისი მეგობარი ელისონი აღმოჩნდა.უეცად იკივლა და უკან გადავარდა.
-(ანნა) ღმერთო ჩემო,ელისონ,ელისონ! გაჰკიოდა გოგონა და სახეში ურტყავდა ცივ სხეულს.
-(ანნა) მიშველეთ! ჰყვიროდა შუაგულ ტყეში.არ იცოდა რა ექნა.
ტყის მოპირდაპირე მხრიდან მანქანის შუქი დაინახა და მანქანისკენ გაიქცა.რატომღაც ის მანქანაც ზუსტად ანნასკენ მოდიოდა.ის კი ხელებს გაურკვევლდ უქნევდა ავტომობილის მძღოლს.
შავმა მერსედესმა გააჩერა და იქიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა,რომლის სახე არ სჩანდა მანქანის სინათლის ფონზე
-(ანნა) ბატონო გთხოვთ დამეხმარეთ,ჩემი მეგობარი უგონოდ გდია.ეხვეწებოდა გოგონა და ცდილობდა ეს უცნობი დაენახა.
-(უცნობი) კარგით,დაწყნარდით,დაგეხმარებით.ბიჭი ნელ-ნელა წამოიწია მაგრამ ისევ გაჩერდა.
-(უცნობი) მოდით თქვენ მანქანაში ჩაჯექით და მე ჩავსვავ თქვენს მეგობარს.
-(ანნა) არა,დაგეხმარები მის აყვანაში.
-(უცნობი) გთხოვთ მომენდეთ,ჩაჯექით მანქანაში.ნაზად მიუგო ბიჭმა.
-(ანნა) კარგით.გოგონამ იუცხოვა,მაგრამ სხვა გზა რომ არ ქონდა ჩაჯდა მანქანაში.
უცნობა როგორც კი დაინახა რომ გოგონა უკვე მანქანაში იჯდა,თვითონაც წამის მეასედში ჩაჯდა მანქანაში.ანნას მეგობარი კი მიატოვა.
უცბად დაქოქა მანქანა და გააქანა სადღაც.
-(ანნა)უკაცრავად ჩემი მეგობარ....
-(უცნობი) ხმა ჩაიგდე! გააწყვეტინა ბიჭმა და სილა გააწნა.
გოგო არ ელოდა ამას და ჯერ რეაქციაც არც ისე მწვავე იყო.
-(ანნა) ვინ ხარ?
-(უცნობი) გთხოვ ეხლა ნუ დაიწყებ: ვინ ხარ?,რა გინდა?,გამიშვი და ასე შემდეგ.იჯექი წყნარად თუ რათქმაუნდა არ გინდა სიცოცხლე ნაადრევად დაასრულო.
-(ანნა) ვინ გიბრძანა ჩემი მოტაცება?თუ შენი უფროსი ჯერ კიდე გაურკევლად არის პოლიტიკაში გეტყვი რომ მამაჩემი უკვე აღარ.....
-(უცნობი) გაჩუმდი მეთქი.უცნობი საშინლად გამხეცდა
-(ანნა) კარგი,მე უფრო მეტტს გადაგიხდი ვიდრე შენი უფროსი
-(უცნობი) რომ იცოდე არავის სჭირდება შენი ფული,და საერთოდ შენზე მეტი ფული მე მაქვს,ამიტომ შეწყვიტე ვაჭრობა.
-(ანნა) აბა რა ჯანდაბა გინდა?გოგონას სიმწრის ცეცხლი აენთო.
-(უცნობი) ჯერ არ ვიცი,რამე უფრო კარგი ტანჯვა ჩემო პატარა ანნავ.
-(უცნობი) მეგონა უფრო ჭკვიანი აღმოჩნდებოდი და წვეულებაზე არ წამოხვიდოდი მხოლოდ ერთი ზარის ზამო
-(ანნა) ააა ხო რა თქმა უნდა გამახსენდა,შენი ხმა მეცნო.შენ დამირეკე ხომ?
-(უცნობი) შენ ხომ ასეთი სუსტი ხარ.უცნობს დაუტკბა ხმა.
ანნამ დრო იხელთა,მოძრავი მანქანის კარები გააღო და გადახტა.მიწაზე ქვასავით გაგორდა.
უცნობბმა გააჩერა მანქანა და ელვის სისწრაფით ანნასთან მივარდა
-(უცნობი) საკმარისია ჯიუტო გოგო,მაინც ვერსად გაიქცევი.ბიჭმა ხელში აიყვანა გოგონა და მანქანისკენ წიყავანა..
ანნა თევზივით ფართხალებდა.
-(ანნა) ხელი გამიშვი იდიოტო.მილერი შემოტრიალდა და ჩხუბი დაიწყო,როგორც დამიანი ასწავლიდა პატარაობაში.
ბიჭი მიხვდა რომ ესე ვერაფერი გამოვიდოდა ამიტომ მანქანაზე მიარტყმევინა თავი და გათიშა.
.........................................................................................................................................................
უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც წვეულება დამთავრდა,ანნა კი არსად ჩანდა.გულნატკენი დამიანი მაინც გოგონაზე ფიქრობდა.
კედელს ხელს ურტყავდა, როცა ტელეფონმა დაიწყო წრიპინი.არ აპირებდა ბიჭი პასუხს,მაგრამ როდესაც უკვე მეხუთეთი რეკავდნენ თან განუწყვეტლივ იფიქრა პასუხი უკეთესი გამოსავალი იყო.
-(დამიანი) გისმენ!
-(ლიდია) დამიან მე ვარ.მითხარი რომ ანნა შენთან არის
-(დამიანი) არა ჩემთან არ არის.ბიჭიმა უხეშობა დაიწყო
-(ლიდია) ვერსად ვერ ვიპოვეთ ტელეფონი და მისი კაბის ნაგლეჯი კი ტყეში ვიპოვეთ
-(დამიანი) ტაილერი სად არის?
-(ლიდია) ტაილერი რა შუაშია?
-(დამიანი) ბოლოს მაგასთან ერთად იყო.
-(ლიდია) ტაილერი ანნას დედასთან ერთად ერთობოდა და შემდეგ სადღაც წავიდნენ.
-(ლიდია) ეგ კიდე არაფერია.ელისონი ვიპოვეთ უგონო მდგომარეობაში ტყეში.
-(დამიანი) რააა?ეხლა როგორ არის?
-(ლიდია) კარგად არის.საავადმყოფოში წავიყვანეთ და ექიმებმა თქვეს ალკოჰოლის გადაჭარბებამ გამოწვია ყველაფერიო
-(დამიანი) კარგი.მე ანნას მოვძებნი.
-(ლიდია) რომ იპოვი დამირეკე გთხოვ.ტელეფონი გათიშა დამიანმა და საწოლზე მიაგდო.უკან შემოტრიალდა თუ არა უცნობი ბიჭი დაინახა რომელმაც რაღაც გაურკვეველი შპრცი გაუკეთა,დააძინა და სადღაც წაიყვანა.

P.s ვიცი პატარა თავი არის, მაგრამ იაქტიურეთ და დიდ თავებს დაგიდებთ
თქვენი აზრით ვინ არის ის უცნობი ბიჭი და ის უცნობი ბავშვი (თავი 7) ფოტოზე? დამიფიქსირეთ თქვენი აზრები თორემ აღარ მაქ ისტორიის დადების სურვილი : (((((



№1  offline წევრი -tiko))

Pirvelii varrr... magaria male dadexolme rraaaaaa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი saliii

ramden xans gelodebodi da yochag girdalodini :* imedia agar daagvianeb

 


№3  offline წევრი † mariami †

გაგრძელე არ შეწყვიტო ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ feel ყველა თავი წაკითხული მაქვს და ველოდები შემდეგს მალე გაგრძელე smile fellow

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent