გოგონა 10000$-ად (სრულად)
-როდიდან დავიწყო ძებნა? -ხვალიდან! რა სულელი კაცია შვილისთვის „საცოლეს“ ეძებს და მე მაგზავნის,ასეთი იდიოტიზმი პირველად მესმის,როგორ უნდა ვუპოვო მის ლოთ შვილს გოგო მე?! არა,იქნებ ვინმემ ამიხსნათ!! -ბატონო ალექსანდრე მართალია მე თქვენი მარჯვენა ხელი ვარ მაგრამ ეს მე არ მევალება! ან თვითონ ,რომ მოძებნოს არ შეიძლება? შევაპარე უფროს და დავინახე როგორ დაეძაბა ნაკვთები! -რომ გითხარი ანუ საჭიროა! დამიმარცვლა ბატონო ალექსანდრემ და განრისხებული თვალებით შემომხედა. -კარგით ასე ძალიან თუ გინდათ მოვძებნი! -ხო კიდევ არ უთხრა ვინ ხარ,რა ხარ და საიდან ხარ! -მოვატყუო? -ხო მოატყუე! მაიძულებს მოვატყუო,“ანგელოზი“ ვუპოვო,ეჰჰ რა შარში ვარ! მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით დ ა მ ე რ ხ ა! ეჰჰ,არადა ჯერ ახალგაზრდა ვარ! არარა,ერეკლე ეხლა ნამდვილად არარის ამის დრო! მართლა უნდა ვუპოვო ვინმე გოგო! თან 10000$ს ხო არ ეხუმრები... ქუჩაში მივდივარ და ვფიქრობ როგორ უნდა ვუპოვო გოგო ბატონ ალექსანდრეს ვაჟს... „ეს ძალიან დაბალია“ „ეს მაღალია“ „ამას ცუდი ფეხებიაქ“ „ამას ვულგარულად აცვია“ ეჰჰ,რა მეშველება... -ნუ მიყვირი! -ნუ გიყვირი ხო,წესიერად მოიქეცი და როგორც გინდა ფული იშოვე! -ფული როგორ ვიშოვო ჰაა? -არ მაინტერესებს როგორც გინდა ისე იშოვე! -მათხოვრობას მაიძულებ? -ბევრს ლაპარაკობ! -მეზიზღები,მეზიზღები მაკა! საერთოდ არ უნდა გეშვილებინე არ მჭირდები! -წესიერად მელაპარაკე! მაკო ჩემსკენ წამოვიდა და ხელი გამარტყა რა მწარეა! რა მწარეა ეს ცხოვრება.ცრემლებმა დაიწყეს ჩემს ლოყაზე სრიალი,გული მეკუმშება და ვგრძნობ,რომ არავინ არარის ჩემი მშველელი,მხოლოდ ღმერთი... ოთახში გაწბილებული შევვარდი რასაც ჩემი ერქვა ყველაფერი ავიღე და გამოვიტანე... -სად მიდიხარ? გავიგონე ქალის განწირული ყვირილი -იცოდე ანო აქ აღარ დაბრუნდები! მიღრიალა,მეც მთელი ძალ-ღონით გავიქეცი სახლის კარები მივაჯახუნე და გარეთ გამოვედი! თავისუფალი ვარ,ასეთი თავისუფლება არ მიგვრძნია! არანაირი მაკო,დამთავრდა... მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს სად წავიდე...ეჰჰ,წვიმაც იწყებს ბრრ! მცივა რაც არუნდა იყოს ჯერ მარტია... ქუჩაში მივდივარ,უბრალოდ ვსეირნობ ,წვიმას იწყებს თითქოს ცა ტირისო,ძლიერად წვიმს წვრილ წვრილი წვეთები ასველებს ჩემს სხეულს მე კი მივდივარ არვიცი სად! უკვე თმის ღერიდან ფეხის ფჩრხილამდე სველი ვარ,თავს ვაფარებ გზაზე გადავდივარ და თვლალებს მანქანის ფარების შუქი მჭრის მანქანა ჩერდება და იქიდან მამაკაცი გადმოდის... -რამე ხომ არ დაგიშავეთ? მეკითხება მამაკაცი და თვალებს მიფახულებს... დამიშავებდი წინ,რომ არ მეყურა! ვკიცხავ გონებაში და ვპასუხობ: -არა,არაფერი მადლობა... -სულ სველი ხართ -არაუშავს -არ შეიძლება გაცივდებით! -არა,არაუშავს -მითხარით სად მიდიხართ და მიგივანთ! -არა,არარის საჭირო ყველაფერი კარგად არის! -წამოდი მამაკაცმა მანქანის კარები გამიღო და მეც შიგ ჩავჯექი... მანქანა დაძრა,ეხლა შევხედე,თვალებში შემომხედა რა სიმპატიურია... -აბა სად მიდიხარ? -მნიშვნელობა არ აქვს სადაც გინდათ იქ გამიჩერეთ! -მითხარით სად მიდიხართ? -იცით,მეე... -გასაგებია წასასვლელი არ გაქვთ? -ხო,ეგრე გამოდის,სახლიდან წამოვედი... -კარგი რა გქვია... -ანო თქვენ? -ერეკლე დამიძახე მამაკაცს გავუღიმე... -ლამაზი ღიმილი გაქვთ... -მადლობა! ლოყები შემეფაკლა -მოკლედ,ჩემთან წამოდი და მყავს და გაგაცნობ... -არა როგორ შეგაწუხებთ! -რა შეწუხებაა თან გალუმპული ხარ! სირცხვილისგან არვიცოდი სად წავსულიყავი... -რამდენი წლის ხარ? -21 -სულ პატარა ხარ -თქვენ? -27-ის მოდი შენობით მელაპარაკე -კარგი... მამაკაცს თავი დავუქნიე და გავუღიმე ამათვალიერა და მანაც ღიმილით მიპასუხა... ♣♣♣ აცახცახებული გოგონა სახლში წაიყვანა,უყურებდა და ხვდებოდა რაიყო სილამაზე.გოგონას ლამაზი ნაკვთები,ზღვასავით ცისფერი თვალები და ტუჩები არავის არ დატოვებდა გულგრილს. -მუშაობ სადმე? -ვსწავლობ! -კარგია -თქვენ სად მუშაობთ... -დაან ძმა გყავს? ვითომც არაფერი ისე გადაიტანა ყურადღება სხვა კითხვაზე... -არმყავს წკრიალა ხმით უპასუხა და ქუჩაში დაიწყო ყურება.მანქანა დიდ და ლამაზ სახლთან გაჩერდა.ჯერ ერეკლე გადმოვიდა და შემდეგ ანოს გაუღო კარები.. -მობრძანდი... -იცით ჯობია წავიდე! -რატომ უნადა წახვიდე და მე შენ ხომ გითხარი,რომ შენობით მელაპარაკო -მაპატიე,მგონი არარის ნორმალური,რომ სახლში წამოგყვეთ მე ხომ თქვენთვის სრულიად უცხო ვარ! -ისიც საკმარისია რაც შენზე ვიცი და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში! -ძალიან დიდი მადლობა ოდესმე გადაგიხდი! -ოღონდ მომიყევი სახლიდან რატომ წამოხვედი... -ძალიან,ძალიან გრძელი ამბავია! -ბევრი დრო გვაქვს ეს თქვა და სახლის კარები გააღო.სახლი კი არა სასახლეა.გოგონა გახარებული ხმა გავიგე რომელიც სავარაუდოდ ძმას კისერზე ჩამოეკიდა -ერეკლე,ადრე დაბრუნდი... -ხო,ემილი დღეს არ მქონდა ბევრი საქმე! -ეს ვინ არის? გოგონამ თბილი ღიმილით გამიღიმა -ეს ჩვენი სტუმარია,გაიცანი ანო ეს ჩემი დაა ემილი.ემილი გაიცანი ეს ანოა! -სასიამოვნოა... -ჩემთვისაც! -ერეკლე დღეს ჩემი კლასელის დაბადებისდღეა ანოსაც წავიყვან! გახარებულმა გამოაცხადა ემილის და ანოს გადახედა. -თუ ანოს უნდა წადით! -წამოხვალ ანო? -კიმაგრამ მე ხომ არავის არ ვიცნობ. -არაუშვს,გაგაცნობ. -კარგი,რახან ასე მთხოვ -იპოვე ვინმე? -ბატონო,ალექსანდრე ჯერ არავინ! -კარგი ხომ იცი,რომ რაც უფრო მალე იზამ მით უფრო მალე მიიღებ შენს ფულს... ამას გონია ფულით ვიყიდები! არ მაინტერესებს ფული,ის მაინტერესებს ვინ იქნება ის საწყალი ვინც ამ კაცის კლანჭებში ჩავარდება.მალე მოვშორდე ამ საზიზღარ კაცს.არც ამის ფული მინდა და არც ამის სამსახური! რაც უფრო მალე ვიპოვი სხვა სამსახურს მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის -დიახ ბატონო ალექსანდრე დაგიკავშირდებით -მე გათხოვებ რამეს,თან ისეთი გამხდარი ხარ ყველა ჩემი ტანსაცმელი კარგად გექნება! -დიდი მადლობა ემილი,შენც ძალიან ლამაზი ხარ! -რამდენი წლის ხარ -21 -მე 16-ის სადმე სწავლობ? -უნივერსიტეტში,უნივერსიტეტის მერე მაკდონალდში ვმუშაობ -მართლა?! -ჰოო გოგონას გავუღიმე და კაბის მოზომვა დავიწყე.მოკლე შავი კაბა ჩემს ტანზე იყო გამოჭრილი. რაც მართალია,მართალია შავი ყოველთვის ელეგანტურია ფეხზე შავი ბალეტკები ჩავიცვი და სარკის წინ დავბზრიალდი.მეც არვიცი რა მინდოდა 16 წლის ბავშვებთან მაგრამ რაც არის არის! დავინახე როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე ანო და ემილი.ულამაზესები იყბნენ ანო ხო საერთოდ ძალიან ლამაზი იყო. აი ამწამს გამიელვა თავში ძალიან ცუდმა აზრმა. „იქნებ ანო გადმოდგება?!“ „არა,ერეკლე ამისთვის ვერ გაწირავ ამ გოგოს. შეხედე რა უცოდველია“ -ერეკლე ჩვენ მძღოლი წაგვიყვანს! -კარგი იცოდეთ 10 საათამდე დაბრუნდით! -არის სერ! ჩემმა დამ სასაცილოდ მიიდო ხელი შუბლზე და თვალი ჩამიკრა. არარა ეს გოგო არ შეიცვლება. კარგი კლასელები ყავდა ემილის,ყველას მოვეწონე. -გაიცანით ეს ჩემი ძმის შეყვარებულია! ამაყად წარუდგინა ყველას ჩემი თავი „რაო?! მომესმა ხომ,რა ძმის შეყვარებული მე და ერეკლე ეს ხომ წარმოუდგენელია“ -ემილი,რატომ ამბობს იმას თითქოს მე შენი ძმის შეყვარებული ვიყო? -რა არხარ? -არა ემილი! -მაპატიე გთხოვ,არაუშავს ეგონოთ! მაპატიე კარგი? გოგონა დამნაშავე თვალებით მიყურებდა. სასწრაფოდ რამე უნდა ვქნა,არა ერეკლე ამოიგდე ეგ ფიქრები თავიდან შენ ამბავშვს ვერ გაწირავ! ცხოვრებას ვერ დაუნგრევ.ნაძირალა ვერ იქნები. -ლუკა როგორ ხარ? -კარგად ძმა შენ -ნორმალურად,გამოდით რა ჩემთან სახლში,მარტო ვარ -კაი დავურეკავ ბიჭებს... ერთ საათში ყველა ჩემთან იყვნენ ლუკა,ნიკა,თაზო და ჯაბა. “Jack daniels” ვწრუპავდით და ვსაუბრობდით. -კაროჩე ბიზნესის დაწყება მინდა! -რაპრობლემაა ძმა აქ არვართ ყველა! -ხო მაგრამ უნდა მოვიფიქროთ რა ბიზნესი... -გააქ ფული რო ჩადო -კი საკმაოდ დამეხმარა -ჩვენც ჩავდებთ რა და ავაწყოთ რამე -ხო იცით რა რაც კი ნაშოვნი მაქვს ყველაფერი ჩემით! მამაჩემი,რომ არ გარდაცვლილიყო ყველაფერი მაგრა იქნებოდა -ერეკლე,მამაშენის კომპანია (ლუკა) -რა მამაჩემის კომპანია... (მე) -გამოვისყიდოთ...(ლუკა) -შანსი არარის არ მოგვყიდის ის ჩათლ*ხი კაცი (მე) -რატო არ მოგვყიდის? (ლუკა) -არიცი როგორია?! რამდენი ხანი გვევაჭრა -უნდა გამოვისყიდოთ რა 4ივემ! (ნიკა) -დაველაპარაკებით რა! (თაზო) -რამდენი გაქვთ რა ყველამ ბანკში! -მე მაქვს ასე 500000-მდე მამაჩემსაც აქვს და მომცემს! -მეც ეგრე მექნება... -არანაირი თანხა არარის პრობლემა! -ბიჭებო თქვენ რომ არ მყავდეთ,მაგარი დარხეული მექნება! 10 საათი იყო ყველა,რომ დაიშალა სახლში ისევ მძღოლმა წაგვიყვანა...ემილი რომ დაწვა ქვემოთ ჩავედი,რომ ერეკლეს დავლაპარაკებოდი! -გამარჯობა ერეკლე -გამარჯობა! -მადლობა ყველაფრისთვის! -არაფრის ანო -ხვალ წავალ! -რატომ,დარჩი ჯერ -არა სირცხვილია -კარგი რა ჩათვალე,რომ შენს სახლში ხარ -ძალიან დიდი მადლობა მაგრამ იცოდი აუცილებლად გადაგიხდი! -სისულელეებს ნუ იძახი! -მადლობა ანო მივიდა და ერეკლეს ლოყაზე აკოცა,რაზეც ამ უკანასკნელს გააჟრჟოლა. -როგორი დრო გაატარეთ! -კარგი,მშვენიერი -ძალიან კარგი -კარგი წავალ დავიძინებ ხვალ ადრე უნდა ავდგე -ტკბილი ძილი! ♣♣ ძალიან მალე მოგიშორებ ბატონო ალექსანდრე! ჩემი თავით გმაყოფილი ვისახავ გეგმებს და ვიცი,რომ ყველაფერი გამომივა.ჩემი მშობლების სულს ვფიცავარ ყველაფერს გავაკეთებ იმ კომპანიისთვის! ანო? რა ანო?! რატომ ვფიქრობ ანოზე?! ანო ერთი გამოუცდელი გოგოა! „აღიარე ერეკლე რომ მოგწონს“ ,ლამაზია მაგრამ საჩემო არარის! ჩემი თავი გავკიცხე ანოზე ფიქრით .რომ იყო გართული და ისევ ბიზნესსზე გავაკეთე მობილიზება. ♣♣♣ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.ლუკა რეკავდა -ველაპარაკე იმ კაცს -მერე? -მერე ის რომ 2მილიონიო -მერე? -მერე ის რომ 20000$ გვაკლდება და არვიცი რა ვქნა -ვისესხოთ ან ბანკიდან ან ვინმეს ვთხოვოთ... -ყველას დავურეკე ვისაც კიშეიძლებოდა მთელი თბილისი ავაწრიალე მაგრამ არადა არა! -ამის დედა! 20000$ რაღა გახდა როცა ამდენი შევაგროვეეთ! -შენს უფროს,რომ თხოვო? -ჩემს უფროს? -ხოო... -ლუკა დაგირეკავ! ♣♣♣ -გამარჯობათ,ბატონო ალექსანდრე? -გამარჯობა ერეკლე... -გოგო გიშოვეთ ოღონდ ერთი პირობით... უნივერსიტეტში ლექციები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი ყველაფერს. უნივერსიტეტიდან გამოსული გარეთ ერეკლე დამხვდა ძალიან გამიკვირდა რა უნდოდა. -გამარჯობა,ანო -გამარჯობა! -როგორ ხარ?? -კარგად... -აქ რა გინდა??? -სადღაც უნდა წაგიყვანო! -მეე? კი მაგრამ,რომ ვმუშაობ?? -არაუშავს,ერთი დღეე გააცდენ -გადმოდი...მითხრა და მანქანის კარები გამოაღო -აქ რა გვინდა? -შედი! ისეთი მკაცრი იყო ერეკლე,რომ შეგეშინდებოდა მაღაზიებში მომიყვანა,მაღაზია სავსე იყო ლამაზი ტანსაცმლით. -გამარჯობათ,ლამაზი კაბები და ფეხსაცმელები გვინდა! უთხრა კონკულსანტს და მეც მას გავყევი... 3 კაბა შევარჩიე შავი,ლურჯი და ვარდისფერი.სამივე ერთმანეთზე ლამაზი იყო.რათქმაუნდა,ფეხსაცმელებიც სათანადო.მართალია არვიცოდი სად ან ვისთან მივყავდი მაგრამ ეს პროცესი ჩემთვის უცხო იყო. -წავედით! -სად წავედით? -ჯერ სახლში,მერე მე ვიცი სადაც! -ერეკლე შეგიძლია ამიხსნა რახდება... -ანო,ძალიან გთხოვ ბევრი კითხვების გარეშე! ერეკლე აღტაცებას მიეცა როცა ანო დაინახა.გოგონა ისეთი ლამაზი იყო,რომ გულგრილს არავის არ დატოვებდა! უხმაუროდ დატოვეს სახლი.ორივე ჩუმად ისხდა მანქანაში.ერეკლე ხანდახან გააპარებდა ანოსკენ თვალს. -მაინც ვერ მივხვდი სად მიგყავარ! გოგონამ ვეღარ მოითმინა და ერეკლესკენ გაბრუნდა ერეკლემ დაამუხრუჭა და ანოს გადახედა -შეგიძლია გაჩუმდე ფუ ამის დედაც! -რამეს ვითხოვ? რატომ ან სად მიგყავარ? გოგონა უკვე ცრემლებს ყრიდა გოგონასთან მივიდა და ცრემლები მოწმინდა. -ძალიან გთხოვ მაპატიე ანო! ძალიან მალე უკან დაგაბრუნებ! -რაა?? -არ მესმის -უბრალოდ შემპირდი,რომ მაპატიებ გოგონას სახე ხელებს შორის მოიქცია და შუბლზე აკოცა. -გთხოვ შემპირდი მამაკაცის ხმაში მწუხარება იგრძნობოდა -გპირდები! -ჩაჯექი მანქანაში... მანქანა ძალიან დიდ სახლთან გაჩერდა.ნია ცახცახებდა,არიცოდა რატომ მაგრამ ნერვიულობდა. რაიცოდა რისთვის გაწირა ერეკლემ?! -გადმოდი... აცახცახებული გადმოვიდა გოგონა და ერეკლეს გვერდით ამოუდგა.მაინც ვერ მიხვდა რა ხდებოდა. -ესეიგი ეს არის ჩემი სარძლო? ოთახში შემოვიდა გახარებული ალექსანდრე ძალიან კარგი დღეს ნიშნობა იქნება! -რაა? უცბად წამოიძახა ანომ.მისი გონება მხოლოდ იმას ხარშავდა გონება ,რომ ვიღაცის ცოლი უნდა ყოფილიყო,აი თუ რატომ სთხოვა ერეკლემ პატიება.ერეკლეს შეხედა ,მამაკაცის თვალებში საშინელი ბრაზი,ზიზღი და მწუხარება იყო. -წამოდი ერეკლე...ჩემი შვილიც გამოვა და ერთმანეთს დაელაპარაკებიან ვუთხარი ყველაფერი -გამარჯობა! -გამარჯობა დაფეთებული ვუთხარი ჩემსკენ წამოსულ მამაკაცს... -მამაჩემს ყურადღებას ნუ მიაქცევ,ყველას თავის ნებაზე ატრიალებს მათშორიც მეც და ამიტომ ხარ აქ! -რატომ უნდა ვიყო შენი ცოლი? ამოვიტირე და სავარძელში ჩავჯექი -იმიტომ რომ მას უნდა! -მეე? მე რატომ არ მეკითხებით,რატომ მინგრევთ ცხოვრებას? -ნუღელავ ეს ყველაფერი დროებითია... -აი შენი 2000$ მართლა ძალიან კარგად შეასრულე დავალება,ასეთ კარგ გოგოს არ ველოდი -შეიძლება რაღაც გკითხოთ ბატონო ალექსანდრე... -მკითხე! -რატომ იყო ეს ყველაფერი ასეთი სასწრაფო. -„გადადებული საქმე ეშმაკისაა“ „მეშენ განახებ გადადებულ საქმეს“ გავიფიქრე და ოთახიდან გამოვედი... -ერეკლე გაგაცილებ! მითხრა ალექსანდრემ და კარებისკენ წამოვიდა... ბოლოჯერ შევხედე,გული ჩამწყდა,ლაჩარი ვარ ჩემს თავს ამას არასდროს არ ვაპატიებ! არ დაგტოვებ ამ საზიზღარ კაცთან ანო! დღეები,დღეებს მიყვებოდა.ანოს მონატრება კი გაუსაძლისი გახდა.სამსახურიდანაც წამოვიდა,მამამისის კომპანიაც გამოისყიდა,ეხლა ისღა დარჩა,რომ ცხოვრებით დატკბეს მაგრამ რა უშლის ხელს? ანო! როგორ ენატრება ეს პატარა გოგო.როგორ მალე დაიკავა მის გულში ადგილი.როგორ უნდა ზედ აიკროს მისი ფარატინა სხეული და ის თვალები დაუკოცნოს. დილას ისევე როგორც ადრე,საშინელ ხასიათზე გაიღვიძა.რომ ისაუზმა ახალ ამბებს გადავხედავო ტელევიზორში კი ისეთი რაღაც გაიგო ყურებს არ უჯერებდა... როგორ მინდოდა ჩემი ქორწილი ბედნიერებით სავსე ყოფილიყო მაგრამ რას ვიზამთ. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ შემდეგ კი. ალექსანდრემ მოსაწყენი წვეულება გამართა.როგორ მძულს ეს კაცი. მჯერა,რომ ერეკლე აქედან წამიყვანს. მაგრამ ნუთუ შემიძლია ვაპატიო ის რაც მან გამიკეთა?! მაგრამ მე ხომ მას პირობა მივეცი. არვიცი რავქნა...ყოველდღე ატყუებს გიორგი მამამის,რომ ერთად გვძინავს მაგრამ თითსაც არმაკარებს.ყოველდღე მთვრალი ბრუნდება.ხელში ლამაზი,ქერა გოგონას სურათი უკავია და ტირის.მივხვდი რატომაც არის ასე.ალბათ მამამისმა არ მიცა ნება ბედნიერი ყოფილიყო.არამგონია დედამიწაზე ამკაცზე საზიზღარი არსება დაიარებოდეს.თავის შვილსაც კი ცხოვრებას უმწარებს და არ აძლევს ბედნიერების უფლებას. ♣♣♣ მზიანი დილა გათენდა,მეც ჩემ ბედ შეგუებული ავდექი და ფარდა გადავწიე,რომ მზის სხივებს სივრცე გაენათებინათ..გიორგი პერანგს იკრავდა თან ტუმბოზე დადებულ ფოტოს დასცქეროდა.ისეთი ნაღვლიანი და ცრემლიანი თვალებით უყურებდა რომ ნებისმიერს აეტირებოდა -დილამშვიდობისა! -არამგონია მშვიდობიანი იყოს მაგრამ დილა მშვიდობისა -გიორგი! შეიძლება რაღაც გკითხო? -გისმენ ანო. -ის გოგონა ვინ არის? -ვის გულისხმობ?? უცაბად ჩავირბინე კიბეები და იმ ოთახისკენ წავედი საიდანაც მოახლის ყვირილი გამოდიოდა -ბატონი ალექსანდრე -რამოუვიდა ალექსანდრეს უკვე გიორგიმაც დაიწყო ყვირილი -ის..გარდაიცვალა -რაა? -რატომ? -არვიცით.მაგრამ წერილი იდო მის თავთან და თქვენს მოსვლამდე არ გავხსენით! რას ელოდებით გახსენით! „ალბათ ამწერილს,რომ წაიკითხავთ უკვე აღარ ვიქნები ცოცხალი.გუშინ ღამით საშინლად ვიყავი.ვიცოდი,რომ დილა აღარ გამითენდებოდა.ისედაც კარგად ვიცოდი,რომ ცოტა დრო მქონდა დარჩენილი.ავთვისებიანი სიმსიმნე მქონდა.ახლა,როცა უკვე გარდავიცვალე და სხვა ქვეყანაში წავედი იმედი მაქვს მაპატიებთ ჩემს შეცდომებს.გუშინ ღამით ძალიან ბევრი ვიფიქრე,მამაოსთანაც ვიყავი.არ მინდოდა წუთისოფელი ცოდვებით სავსე დამეტოვებინა.მაპატიე,გიორგი.ვიცი,რომ საშინელებაა ის რაც მე გაგიკეთე.ნინო არ მომკვდარა ეს მე მოვიტყუე.ლონდონშია.იპოვე! რაც შეეხება ანოს გთხოვ მაპატიე,რომ ცხოვრება დაგინგრიე ყველაფერი ჩემი ბრალია ამიტომ ვთვლი იმას,რომ ქონება შენც გერგება.ანდერძი ადვოკატს აქვთმაპატიეთ და მომეცით საშვალება წყნარად წავიდე იქ სადაც მარადისობა იწყება.“ წერილის კითხვა დაამთავრა გიორგიმ თუ არა ცრემლები მომაწვა.ღმერთო ჩემო ეს ჩემი ცხოვრებაა?! ახლა რამოხდება თავისუფალი ვარ? რატომ დამიტოვა მე ანდერძის ნახევარი.სანამ მე ამის გარკვევას ვცდილობდი.გიორგის არეცოდა რა ექნა -ყველას შეატყობინეთ? -დიახ,ტელევიზიითაც გადაცემენ... -დაურეკეთ ადვოკატს.ნოდარ (ალექსანდრეს მარჯვენა ხელი) შენ გავალებ ყველაფერს... -კარგით ბატონო გიორგი... -ანო წამოდი! მითხრა და მანქანისკენ გამიძღვა -სად მივდივართ?? -უნდა დაგშორდე.მერე მამაჩემის ბოლო სურვილიც ავასრულოთ -ხომ მაგრამ მე არ ვიმსახურებ ამ ფულს! -ანო კარგად მესმის რაც იყო შენთვის ეს დრო ამიტომ გთხოვ.მე ფული არც მაკლია.ახლა მხოლოდ ნინოზე ვფიქრობ! -ლონდონი დიდია როგორ უნდა იპოვო? -მთავარია ცოცხალია დანარჩენს მოევლება... -დიდი მადლობა გიორგი.გიორგის გავუღიმე. -ანო შენ ძალიან კარგი გოგო ხარ! ბედნიერებას გისურვებ! ♣♣♣ 3წლის შემდეგ -ანო,დროზე გაგვიანდება! -მმმ...პასუხის ნიშნად ამოვიზმუილე და ჩემს მეგობარს ბალიში ვესროლე... -ანოო! დღეს შენი პირველი გასაუბრებაა! -მჰჰ,ვდგები! -მაინცდამაინც ცივი წყალი გადაგასხა? -კარგი ხო ვდგები! ნახევრად მძინარე ავდექი და სააბაზანოსკენ წავედი. -ეგრე კედელს მიეჯახები! სიცილით მითხრა ნატამ და მანიშნა აქეთო... ბოლოს გამოვფხიზლდი.ლამაზი შავი კაბა და ზემოდან ნაცრისფერი პიჯაკი ჩავიცვი.სუსტი მაკიაჟი და ტუჩებზე ოდნავ ბლესკი.თმები ავიწიე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე. -ძალიან ლამაზი ხარ ანო! აღფრთოვანებულმა მითხრა ნატამ და ლოყაზე ხმაურით მაკოცა... -მადლობა,ნატ! -დღეს ავღნიშნოთ შენი სამსახური? -ჯერ ამიყვანონ და მერე თუ გინდა მთელი ღამე ვიქეიფოთ -დავიმახსოვრებ მე მაგას! სიცილით მითხრა ნატამ და სამზარეულოში გავიდა... -წავედიიი გავძახე სამზარეულოში მყოფ ნატას და სახლის კარები გამოვიხურე ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორ წავიდა ჩემი ცხოვრება.ჩვეულებრივად.უნივერსიტეტი დავასრულე და ახლა თქვენ წინ ეკონომისტი ანო შენგელიაა! დღეს კი გასაუბრებაზე მივდივარ ერთერთ კომპანიაში რომელიც ღვინის ექსპორტ-იმპორტშია ჩაბმული.მენეჯერი წასვლას აპირებს და მე უნდა შევცვალო. ისე მიხარია თან ვნერვიულობ! რაც შეეხება ერეკლეს არც გამოჩენილა.და ასე ვთქვათ დავივიწყე. ვის ვატყუებ ყოველდღე მახსოვს! ყოველდღე ვფიქრობ მასზე.ყოველ ღამე ძილის წინ. მანქანა კომპანიის წინ გავაჩერე და ამაყად ავედი კიბეებზე.მიმღებში მყოფ გოგონას მივესალმე და ავუხსენი მოსული რისთვისაც ვიყავი ისიც გამიძღვა დირექტორის კაბინეტისკენ. -მიბრძანდით დირექტორი მზად არის გაგესაუბროთ! საპასუხოდ გოგონას გავუღიმე და კარები გავაღე არვიცი ვინწერს ჩემი ცხოვრების სცენარს მაგრამ იუმორის გრძნობა ,რომ აქვს ეტყობა სიზმარში ვარ ხო?! აი ეხლა გაიღვიძებ ანო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდება... ჩემსს თავზე მეცინება! ეს ნამდვილად ერეკლეა.ზუსტად მახსოვს მისი ყოველი ნაკვთი მისი მამაკაცური სახე,თვალები.როგორ შეიცვალა და დაიხვეწა.როგორც კი შემომხედა იქვე გაქვავდა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ თუ არა გულმა ორმაგად ძლიერად და სწრაფად დაიწყო ძგერა.ღმერთო როგორი სიმპატიური და მამაკაცურია! რამდენი ხარნია არ მინახავს 3 წელი! ისევ ერეკლემ დაარღვია სიჩუმე -შეენ?... -გამარჯობა...ჩუმად ვუთხარი და თავი დავხარე „რატო ხარ ესე მორცხვი ანო?!“ ჩემი თავი დავტუქსე ერეკლე ფეხზე ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.ჩვენ შორის მანძილი შეამცირა და ჩამეხუტა.აი ასე უბრალოდ ადგა და გულში ჩამიკრა.ჩემი სურნელი შეისრუტა. -სად იყავი ანო? -შენ ხომ შემპირდი? რაც კი გამბედაობა მქონდა მოვიკრიბე და ვუთხარი -მაპატიე! ვიცი არაკაცი ვარ,ლაჩარი ვარ ყველანაირ სიტყვას მივიღებ მითხარი რაც გინდა ის მითხარი.ოღონდ არასდროს არ დამტოვო... -ერეკლე მეე...ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი...ერეკლემ გულზე მიმიხუტა მთელი ძალით მეკვროდა. -ერეკლე რატომ მიმატოვე? -მაპატიე გთხოვ მაპატიე! ანო შემომხედე გთხოვ! ჩემი სახე მის ხელებს შორის მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა -ვიცი არარის ადვილი ,რომ მაპატიო მაგრამ ყოველი ის წამი,წუთი და საერთოდ დრო რაც მე შენს გარეშე გავატარე შემიძლია ვთქვა,რომ ჯოჯოხეთი იყო.არვიცი რატომ არმოვედი ალბათ გაგიშვი.ისედაც ბევრი გტანჯე -არა მე არ მიტანჯია! ყველაფერი კარგად იყო... -მიხარია თუ ესე იყო.რაც არუნდა იყოს მე ამას ჩემს თავს არ ვაპატიებ,რომ ესე დაგსაჯე.ვაღიარებ,რომ ყველაზე არაკაცურად მოვიქეცი.თუ კიდევ დაგრჩენია რაიმე გრძნობა ჩემს მიმართ გთხოვ ანო ძალიან გთხოვ,რომ მაპატიო იმიტომ რომ მე შენს გარეეშე უბრალოდ არ შემიძლია. ♣♣♣ -ერეკლე აქ სამსახურისთვის ვარ! და ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა... ნიშნის მოგებით გადავხედე ერეკლეს და იქვე სკამზე დავჯექი -კარგი როგორც გინდა მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ აგცდება! -ერეკლე -გისმენ ანო! -აღარ მინდა წარსულის გახსენება.უბრალოდ დავივიწყოთ რაც იყო ვითომ არც ვიცნობთ ერთმანეთს! -არ მესმის შენი -რაარგესმის მე შენ არ მიცნობ მე უბრალოდ გასაუბრებაზე მოვედი! -ჭკუიდან რატომ გადაგყავარ ანო?! უკვე გაბრაზებული ღრიალებდა ერეკლე -აა მე გადამყავხარ ჭკუიდან? აბა რას ელოდი ერეკლე მოვიდოდი და მუხლებში ჩაგივარდებოდი? -ხომ გთხოვ,რომ მაპატიო გავიგე,რომ ნაძირალასავით მოვიქეცი! -ეს არ იყო მხოლოდ არაკაცური საქციელი.ფულზე გამყიდე! მაგრამ შენ რაუნდა გელაპარაკო მე ვიყავი პატარა და გამოუცდელი! -რას მთავაზობ? -ან საქმიანი ურთიერთობა ან შემიძლია ცხოვრება ისე გავაგრძელო თითქოს არც გიცნობ! -კარგი ჰოო! თანახმა ვარ გამარჯვებული სახით გავხედე და ფეხი ფეხზე გადავიდე... ცოტა ხანი ვისაუბრეთ.რაღაცეები მკითხა მეც ვპასუხობდი.შეკითხვები,რომ ამოიწურა ბოლოს მითხრა: -ხვალ 9საათზე აქ იყავი -კარგი ბატონო ერეკლე -ანო! -რაიყო? -ფორმალურობა,რომ საჭირო არაა ეხლა ეგ ამახსნევინე! -ნახვამდის ხვალ 9ისთვის აქ ვარ! სკამიდან ავდექი და კაკუნით წავედი კარებისკენ... გარეთ,რომ გამოვედი მერე ვიგრძენი რაც მოხდა...ღმერთო ერეკლე! არ მჯერა.უფრო სიმპატიურია ვიდრე იყო.მხოლოდ ამ მომენტისთვის ღირდა ყველაფერი.ჰაერი კარგად ჩავისუნთქ და მანქანისკენ წავედი.სახლში,რომ მივედი ნატა იქ არ დამხვდა.მეც მოშიებული ვიყავი და გადავწყვიტე,რომ რაიმე გამეკეთებინა.ბოლოს ჩემი საყვარელი პიცა გამოვაცხე და სალათ-ოლივია გავაკეთე.კიდევ პატარ-პატარა სალათები დღეს ხომ ჩემი სამსახური უნდა აგვეღნიშნა... ♣♣♣ -ყველაფერს ვფიცავარ ისეთი შეცვლილია ძლივს ვიცანი! -შეცვლაში რას გულისხმობ ვიზუალს? -ყველანაირად,რომ ნახო როგორი ლამაზია.საშინლად შეიცვალა აღარ არის ის პატარა გამოუცდელი გოგო უცხოებს,რომ ენდობა -რაგითხრა? (ლუკა) -ის,რომ მოლოდ საქმიანი ურთიერთობაა უნდა.. -არაუშავს გადაუვლის (ჯაბა) -აბა რას იზამს! ჩვენი ძალი უნდა იყოს (ნიკა) -ძაანკარგ ხასიათზე ვარ (ერეკლე) -იქნები, შენი გოგო იპოვე და! -თან როგორი! -გიყვარს?? -უკვე მეგონა,რომ აღარ მიყვარდა მაგრამ დღეს რომ დავინახე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა... -ვაიმე ამას რა ეშველება (ნიკა) -არ უნდა გაგვაცნო სარძლო? -ხვალ ხო მოდიხართ და გაგაცნობთ რა კომპანიაში... ♣♣♣ უკვე მესამე ჭიქაზე ვიყავი.ბიჭები დამცინოდნენ ეს დაგვითრებაო... -აბა კარგი უფროსი გყავს? უფროსის გახსენებაზე ჭიქა კინაღამ ხელიდან გაუვარდა... -კი კარგი უფროსია! -თურამეა აქ ვართ! სიცილით მითხრა ნიკამ რაზეც ნატამ თვალები დაუუბრიალა (ნატა&ნიკა შეყვარებულები არიან) მე ნიკა,ნატა,თიკო,სალი,გიორგი და ნუცა დიდხანს „ვქეიფობდით“ ბოლოს დატოვეს ჩემი სახლი და დავრჩი მარტო ჩემს გრძნობებთან და ფიქრებთან. აივანზე გავედი და სკამზე ჩამოვჯექი ვუყურებდი მთვარეს და ვიხსენებდი ჩემს ყოველ დღეს. ყველაფერი თავიდან გავიხსენე.ბავშთა ახლში გატარებული წლებიც მახსოვს.ისიც როგორ ამიყვანა შვილად მაკომ.ბუნდოვნად მაგრამ მაინც მახსოვს.როგორ გავთხოვდი უცნობზე და აი აქ ვარ! აქ ვზივარ და მთვარეს ვუყვები ყველაფერს.თან ერეკლეზე ვფიქრობ.მიყვარს როგორ მიყვარს ყველაფრის მიხედვით მაინც მიყვარს.ყველანაირ გრძნობაზე მეტია ეს სიყვარული რასაც მის მიმართ ვგრძნობ.თვალებზე ცრემლებმა დაიწყეს დენა.მლაშე სითხე იღვრებოდა ჩემს ლოყებზე.უკვე შემცივდა და შიგნით შევედი.საათზე დავიხედე ჯერ მხოლოდ 10 საათი იყო. ცოტა ხანი დაძინება გადავწყვიტე.საშინელმა კარების ბრახუნმა გამაღვიძა.ჯერ მეგონა,რომ მესიზმრებოდა მაგრამ რომ არ შეწყდა ავდექი საათს დავხედე ღამის პირველი საათი იყო. „ვინ არის ამ შუაღამეს“ გაბრაზებულმა გავიფიქრე და კარები გავაღე.იქ კი ერეკლე დამხვდა.ისეთი ვნებიანი თვალებით მიყურებდა აბა მიდი და არაკოცო. -აქ რა გინდა ერეკლე? დამაჯერებლად ვუთხარი და მაისური შევისწორე.. -ყველა სტუმარს ესე ხვდები? ხელით გამწია და ოთახში შემოვიდა... მთელ სახეზე გავწითლდი ახლა მივხვდი რა მდგომარეობაში ვიყავი.. -კითხვაზე არ გიპასუხია! -ანუ აქ რა მინდა?? ერეკლე მომიახლოვდა და კედელთან მიმწვდია წელზე ხელი შემომხვია და ტუჩებზე დამეძგერა.ისეთი სინაზით და ვნებით მკოცნიდა,რომ განაბული ველოდებოდი მის მოქმედებას.არც ის წყეული ქორწილი და არც ჩემი გაბრაზება აღარ მახსოვდა.სიამაყე ჯანდაბაში მოვისროლე და მეც კოცნაში ავყევი... -ჩემი ვნებიანი გოგო...ტუჩებთან დამჩურცულა და კოცნა გააგრძელა მეც თმაში ხელი შევუცურე და ზედ ავეკარი... ♣♣♣ გონებაში განგაშის ზარი მაშინ შემოკრა როცა უკვე მაისურის ქვეშ შემიცურა ერეკლემ ხელი.ხელი უხეშად ვკარი და მაისრუ გავისწორე... -ერეკლე... -ხო ვიცი,რომ საქმიანი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. -მერე?? -მერე ჩვენც საქმიანი სექსი გვექნებოდა... -ნუ სულელობ რა რაღაცეებს... -ხომ იცი რომ ბოლოს მაინც ჩემი იქნები.. -წინ დაჯექი უფრო მალე მიხვალ! ნიშნის მოგებით ვუთხარი ერეკლეს და ჩემს ოთახში წავბოდიალდი... -აქ გძინავს?? მითხრა ერეკლემ და ოთახისკენ გაიშვირა ხელი -არ წასულხარ?? -დღეს შენთან ვრჩები,ჩემი და მის მეგობართან არის წასული და მარტო უნდა ვიყო სახლში -ერეკლე?! რა მოწიე? -არაფერი არ მომიწევია... -აბა მთვრალი არ ხარ და სიცხე თუ გაქვს მითხარი და მოქცემ წამალს... -რაარის იმაში ცუდი,რომ აქ დავრჩე? -არც არაფერიარარის კარგი! რომელი დირეკტორი რჩება მენეჯერთან ღამით? -ნუ მეთამაშები რა ანო... -მე არ გეთამაშები... სამზარეულოში ვიყავი წყალს ვსვავდი როცა უკნიდან შეხება ვიგრძენი.ხელები წელზე შემომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო... -ჩემი ტკბილი ანო...ყურში სასიამოვნოდ ჩამესმოდა მისი განაბული ვტკბებოდი მისი სურნელით.შემოვბრუნდი და თავი ჩავრგე მის ყელში.თითქოს დაკარგულ 3 წელს ვინაზღაურებდი. -მიყვარხარ! მაგიჟებ ანო ყურთან მიჩურჩულა და კისერში სველი კოცნა დამიტოვა... -ერეკლე..მეე... -შჩ...აქ სიტყვები ზედმეტია! ერეკლემ ხელში ამიყვანა და კოცნით საძინებლისკენ გამიყვანა.ტანსაცმელი შემომაძარცვა და სხეული დამიკოცნა.ვნებიანად მიკოცნიდა ტუჩებს მეც ვყვებოდი და ხელს ვუცურებდი თმაში. ♣♣♣ დილას,რომ შენი საყვარელი ადამიანის კოცნა გაგაღვიძებს ეს ყველაფერს სჯობს! -დილამშვიდობისა... -დილამშვიდობის! მივუგე ერეკლეს და გულზე ავეკარი... -როგორ ხარ? -ასეთი ბედნიერი ალბათ არასდროს არ ვყოფილვარ! -მიხარია,რომ ეს მესმის... -ერეკლე რაღაცას გთხოვ კაი?! -მთხოვე ჩემო სიცოცხლე! -წარსული დავივიწყოთ! -მე მეგონა უკვე დავივიწყეთ... ესმითხრა და ტუჩებზე დამაცხრა... -მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ ერეკლე! იმ დღიდან შემიყვარდი წვიმაში,რომ შემხვდი! -რაღაცას გკითხსავ კაი.. -მკითხე პრინცესა! -ჩემს მერე სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ გქონია? -არა,სერიოზული არავისთან! -მე მელოდებოდი? სიცილით ვუთხარი და ახლა მე ვაკოცე ტუჩებში... -ხო ისე რომელი საათია ანო?? -აუუ 9 ხდება... -არადა კარგი სამსახური გქონდა! -დამპალოო! უფროსს ვიცნობ იქნებ ჩამიწყოს... -უფროსს ძაან შია! თუ აჭმევს იფიქრებს მაგაზეც -მეზარება ადგომა... -კარგი მაშინ იდეა მაქვს! -ბრძანეთ... -ერთად ვიღებთ შხაპს მერე ერთად ვაკეთებს საუზმეს,ვსაუზმობთ და ერთად მივდივართ ოფისში.. -მერე?? -ვამთარებთ სამუშაოს მივდივართ ჩემთან -ჰაჰა მაცდური შემოთავაზებაა! -მაშინ დავიწყოთ განხორციელება -მიყვარხარ! -ჩემი ტკბილი გოგო! ♣♣♣ -ანოო! შენ აქ ხარ?? -ემილი როგორ გაზრდილხარ! გოგონას მთელი ძალით ჩავეხუტე და სახე დავუკოცნე -რალამაზი ხარ ემი! -შეენც ულამაზესი ხარ! -აბა რას შვებით გოგოებო -ერეკლე,რატომ არ მითხარი თუ ანო იპოვე! -მაპატიე ეხლა ხო გეუბნები! -ანო დღეს ხო ჩვენთან დარჩები ერთად დავიძინოთ! -ოპ,ოპ ანო დღეს ჩემთან იძინებს დაგასწარიი -ერეკლეე! -რაიყო? სიცილით უთხრა ერეკლემ და ნიშნის მოგებით გადახედა ემილის ♣♣♣ -მიყვარხარ მითხრა და ტუჩები დამიკოცნა! -მე უფრო მიყვარხარ ერეკლე! -ანო,აქამდე სად იყავი? -მოდი რა არგვინდა ამაზე საუბარი! -უბრალოდ მაინტერესებს აქამდე რატომ არ მოხვედი -არვიცი,არვიცი მართლა არვიცი -არაუშავს მთავარია ეხლა აქ ხარ ჩემს გვერდით! -ანო ხო მართლა მაპატიე? საწყალი ხმით მეუბნება ერეკლე მეც სიცილით ვეთანხმები და ტუჩებზე ვაცხრები... -ჩემი დებილი ბიჭი... -ვინაა გოგო დებილი?? -შენ ხარ! სიცილით ვუთხარი ერეკლეს და თმები ავუჩეჩე ♣♣♣ ერეკლესთან გატარებული ყველა დღე უზომოდ ბედნიერი იყო.ყოველ დღე უფრო ვრწმუნდებოდი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე,რომ ერეკლეს ყველაფერი ვაპატიე! მიყვარს ვუყვარვარ.განა მეტი რა მჭირდება ბედნიერებისთვის?? ♣♣♣ -ანო მალე ჩაიცვი ეგ კაბა ყვირილით შემოდის ემილი ოთახში -რავქნა,დამეხმარე ძაან დიდია! -აუუ ძაან ლამაზი პატარძალი ხარ... ჩემს თავს სარკეში შევხედე და დავბზრიალდი -ცოლო მზად ხარ? დავინახე როგორ შემოვიდა ოთახში ერეკლე და ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა... -ჩვენ დაგეწევით სტუმრებს უთხრა და ტუჩებზე დამაცხრა -გააფრინე? დაგვაგვიანდება -ცოტა ხანი გთხოვ,სულ ცოტა ხანი მოგეფერები და წავიდეთ -ერეკლე მთელი ცხოვრება გვაქ! -შჩჩჩჩჩჩ.... -კაბა არ გამხადო თორე მოგკლავ! ძლივს ჩავისვი! -მაბრაზებ ცოლო! ეს მითხრა ერეკლემ და კაბა ერთი ხელის მოსმით მოისროლა ძირს 4 წლის შემდეგ -დაგასწარით დედიკოსთან მე ვწვები! სიცილით თქვა ერეკლემ და ტყუპებს გადახედა -აუუუ,დე უთხარი რა მამას რამეე! -ნუ ჩხუბობთ რაა აქ დასასვენებლად წამოვედით და არა საჩხუბრად! -დეე ერთად დავიძინოთ... ტკიპასავით მეკრობა ჩემი შვილი და ძლივს ვარჩევ იმას,რომ ის გიორგია და არა დემეტრე... -არა დე შენ და დემემ ერთად დაიძინეთ და მე და მამიკო ერთად... -რა წესიაა! შენ დამამიკოს სულ ერთად გძინავთ! გიორგი სასაცილოდ აჯვარედინებს ხელებს და ტუჩებს ბურცავს გაბრაზების ნიშნად. -აბა დედიკოს ნუ აბრაზებთ არ შეიძლება მისთვის ნერვიულობა! ტკბილი ხმით ამბობს ერეკლე და გულზე მიკრავს... -დეე,გვანცა,რომ გაჩნდება ხო დამაჭერინებ -აბა რაა დეე! -დეე მეც ხომ დამაჭერინებ?? ნიშნის მოგებით მეუბნება მეორე ტყუპი მეც დადებითი პასუხის ნიშნად თავს ვუქნევ და სამზარეულოში გავდივარ... დასასრული.... პ.ს მეტი აღარ გავწელე...მგონი შინაარსიანი და საინტერესო ისტორია გამოვიდა. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და კომენტარებს მიტოვებდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.