შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 8)


8-05-2015, 01:01
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 242

*** (დამიანე)
როდესაც ბარში დავინახე ანაბელი და ემილი, მაგრად 'გამიტყდა', მაგრამ ანაბელთან არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, რატომ? იმიტომ რომ მე მისთვის არაფერი ვარ, ხოლო დემეტრემ მეეჭვება ლაითად გაუტაროს ეს ყველაფერი ემილის, ან შეიძლება გაუტაროს, მე რომ იგივე უფლებები მქონდეს ანაბელთან ალბათ ამის გამო სერიოზულად ვიჩხუბებდი, მაგრამ ახლა უბრალოდ თბილად გასაუბრება მომიწევდა, დამრიგებლურსა და რჩევას შორის, რაც უფრო მაღიზიანებდა, დილით სასწრაფოდ მივედი ანაბელთან, უკვე არც ერთი წამის მოთმენა აღარ შემეძლო, კარზე რამოდენიმეჯერ სწრაფად დავრეკე ზარი, კედელს მივეყუდე და დაველოდე როდის გამოვიდოდა, კიდევ ერთხელ გავწიე ხელი ზარისკენ, მაგრამ კარის ხმა გავიგე, მოწყვეტით ჩამოვაგდე ხელი, კარს მიღმა თმა გაბურძგნული გოგონა იდგა, დიდი ნაქსოვი ჯემპრი, სხვადასხვა ფერის მაღალ ყელიანი წინდებით და ხელში ლეკვით, მთელი ჩემი ბრაზი ანაბელის ასეთმა სასაცილო ჩაცმულობამ გაფანტა და ძლივს შევიკავე თავი რომ არ ავხარხარებულიყავი.
-დიდი ხანი უნდა იდგე მანდ? შემოდი.
-მარტო ხარ?
-ჰო, მარტო ვცხოვრობ’თ.
-თ? ვინეები?
-მე, ანაბელი და ემილი.
-აჰ, გასაგებია.
სახლში შევედი, პატარა მაგიდასთან დავჯექი, ანაბელმა ყავა შემომთავაზა, დავთანხმდი, მისი ხელით მომზადებული ყავაც კი მაინტერესებდა, მალევე მოიტანა და ჩემს წინ დაჯდა, მუხლებზე ლეკვი დაისვა და მოფერება დაუწყო..
-მოკლედ აქ საკამათო შემართებით მოვედი.
-ოჰოო, რამ გადაგაფიქრებინათ?
-სარკეში ჩაიხედე დღეს?
-ა ჰოო, სასაცილო ვარ, მართალია, წავალ ჩავიცმევ.
-არა იყავი, ასეც ლამაზი ხარ.
-მადლობა, მაგრამ რატომ მოხვედი საკამათო შემართებით?
-შენი გუშინდელი საქციელი, მინდა გითხრა, რომ საშინლად არ მომეწონა.
-რა არ მოგეწონა?
-ღამით კლუბში.
-აჰა, გართობის უფლება მაქვს მგონი და ეს შენ არ უნდა გკითხო.
-რა თქმა უნდა, მე არანაირი უფლება არ მაქვს შენ ცხოვრებაში ჩარევის, უბრალოდ შენ თვითონ დაინახე რა შეიძლებოდა მომხდარიყო ერეკლე იქ, რომ არ ყოფილიყო.
-ყველაფერს ზედმეტად რთულად ხომ არ იღებ?
-არა.
-ჩემგან რა გინდა?
-ასეთ ადგილებში წასვლამდე უბრალოდ გამაფრთილე, წამოგყვები, შენთან ერთად გავერთობი შეძლებისდაგვარად, თუ საჭირო გახდება ვიცანცარებ კიდეც, მთავარი რაცაა მეცოდინება რომ დაცული ხარ?
-ასე რატომ ზრუნავ ჩემზე?
-ასე ვთვლი საჭიროდ ანაბელ, რთული გასაგებია?
-ცოტათი, იცავდე უმიზეზოდ იმ გოგოს რომელთანაც არაფერი გაკავშირებს.
-არაფერ შუაშია აქ კავშირები, მინდა დაგიცვა და მორჩა!
-გავითვალისწინებ მომავალში.
ცოტა ხნის მანძილზე სიჩუმემ დაისადგურა, ეს სიმყუდროვე ჩემმა ტელეფონის ხმამ დაარღვია.
-ხო ეკე..
-....
-დამელოდე, მოვდივარ.
მალევე მომიწია ანაბელის სახლიდან წასვლა, ახლა მისი გაბურძგნული თმების ყურება ყველაფერს მერჩია, მაგრამ ძმაკაცს ვჭირდებოდი, ამიტომაც ყველანაირი სიამოვნება უნდა დამევიწყებინა.
***
(ანაბელის დღიური)
ძალიან უცნაურად იქცევა დამიანე, ერთი საქციელით მაფიქრებინებს რომ ვუყვარვარ, მეორე საქციელით საერთოდ მაუცხოვებს მასთან, ჩემთან ურთიერთობას გაურბის თუ პირიქით ვეღარ გავიგე, ისედაც არა სტაბილური პიროვნება ვარ, დამიანემ კი სულ ამრია. მომწონს მისი არეულ დარეული საქციელები, სიმკაცრე და სითბო, ძალიან მცირე დოზით მაგრამ მაინც სითბო.. მაგრამ ასე თუ გააგრძელებს, მე შემიყვარდება და მგონი მე მომიწევს სიყვარულის ახსნაც, მაგრამ არ ვაპირებ, დიდი იმედი მაქვს რომ არ მომიწევს.
*** (დემეტრე)
დამიანემ და ეკემ მომიყვა წინა ღამის შესახებ, ლამის კედლების ღრღნა დავიწყე ბრაზისგან, შეხვედრა დავუნიშნე ემილის. ჩემს საიდუმლო ადგილას მომიწია მისი წაყვანა, ჩემთვის ყველაზე მშვიდი ადგილი იყო ეს, ადრე აქვე ტარდებოდა ბაიკერების შეჯიბრებები, ახლა სხვაგან გადაიტანეს, მაგრამ აქ არავის შეუმჩნევია ის ლამაზი ბორცვი და ტბა რომელიც მე აღმოვაჩინე, მას შემდეგ ყოველ კვირას მოვდივარ და ვუვლი ამ ადგილს, განმარტოვებისთვის საუკეთესო ადგილია, ახლა კი პირველად მივდიოდი სხვასთან ერთად ჩემს ადგილას, ემილის უნივერსიტეტში გავუარე, ბაიკით მივიყვანე ჩემს საყვარელ ადგილს, ჩემს წინ დავსვი, ცოტა ხანი ვუყურე, აშკარად დაეტყო ბრაზი და უხერხულობა ერთად.
-გისმენ.
-რას მისმენ?
-რა გინდოდა გუშინ იმ ბარში?
-რას ქვია რა მინდოდა? საყვარელი მეტალ ბენდის ლაივზე ვიყავი, რა პრობლემაა?
-მე ვარ პრობლემა.
-ეგ უკვე ჩემი საქმე არაა.
-მეორედ ვერ წახვალ.
-წავალ და ამას შენ არ გაკითხებ.
-მომისმინე გოგო!- ჩემ და უნებურად დავუყვირე მე, ყელში გამობერილი არტერია ვიგრძენი, ოდნავ დამშვიდება ვცადე და ისევ გავაგრძელე საუბარი.- მეორედ მანდ ჩემს გარეშე ვერ წახვალ, თორე.... თორე არ ვიცი რას გიზამ.
-ვინ ხარ შენ ასეთი?
-შენი მომავალი.
-ამბიციური ხარ აშკარად..
-ამბიციური არა, ხო იცი მაინც ჩემი გახდები და არ უნდა აქ ზედმეტი ლაპარაკი.
-მეეჭვება.
უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს, კისერში ხელი მოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე, ცდილობდა ჩემგან გათავისუფლებას, ხელს მირტყამდა, მაგრამ ვერ შეძლო, მოვეშორებინე, ბოლოს ჩემით დავნებდი, მთელი ძალით გამარტყა სახეში ხელი..
-კარგი ვიცი, რომ მოგეწონა, არ უნდა აქ თავის დაფასებები.
-გაეთრიე!
ბორცვიდან ზემოთ გაიქცა, მაგრამ როდესაც გააცნობიერა უკან ვერაფრით დაბრუნდებოდა, გაბრაზებულზე ჩემს ბაიკს დაარტყა წიხლი, მიეყრდნო და დამელოდა, არ მინდოდა წასვლა მაგრამ სადაცაა მიწაში ჩამდებდა, რა ეწყინა ერთი კოცნით ვერ ვხვდები, მაგრამ საყვარლად კი ბუზღუნბდა, მეც ავედი, ჩაფხუტი გავიკეთე ბაიკზე დავჯექით და მთელი სიჩქარით გავაქროლე ბაიკი, როგორც უკვე ვთქვი ძველი რბოლები აქ ტარდებოდა და რამოდენიმე ტრიუკის ჩვენებაც გადავწყვიტე. ბაიკით დრიფტის შემდეგ, სიმაღლეზე ხტომა გადავწყვიტე, როდესაც ბაიკი სიმაღლიდან გადასახტომ მომენტზე იყო ვიგრძენი როგორ მომეხვია მთელი ძალით, ეს შიშის მოხვევა იყო თუ არა, არ ვიცი მაგრამ მე კი ძალიანნ მესიამოვნა, ცოტა ძლიერად მოგვიხდა მიწაზე დაჯდომა მაგრამ ამას ემილის კივილი მოყვა, ადრენალინის მოზღვავება იგრძნობოდა მასში, მაგრამ სხვა ტრიუკებს ვეღარ გავაკეთებდი მასთან ერთად, მომწონდა ემილისთან ერთად ჩადენილი სიგიჟეები, მაგრამ ამავდროულად მევალებოდა მისი დაცვა, საკუთარ თავთან მქონდა ეს პირობა დადებული და ვერ შევუქმნიდი საფრთხეს ზედმეტი სიგიჟით, მიწაზე დაშვების შემდეგ ქალაქისკენ წავედი მთელი სიჩქარით...
*** (ემილი)
ოხ როგორ ვარ გაცოფებული, მაგრამ ამავდროულად ბედნიერი! ჯერ ასე არასდროს ვყოფილვარ, არა როგორ მისცა მის თავს იმის უფლება რომ ჩემთვის ეკოცნა? ან საერთოდ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? მოდის აქ ერთი დღის გაცნობილი ბიჭი და მბრძანებლობს, მისი გავხდები არა ის. მოინდომა აქ... ოხ როგორ მეშლება ნერვები ამ ყველაფერზე, მაგრამ ბედნიერი ვარ, ერთ დროს ოცნებაში დასახული ბიჭის პოვნის გამო, იმედიც მაქვს რომ იმედებს არ გამიცრუებს, მაგრამ მისი კოცნა ისე გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის რომ არ ვიცი.. მოკლედ რაა.. საშინლად გაბრაზებული დემეტრეზე, საინტერესოა როგორ აპირებს ამ ყველაფრის ‘გამოსყიდვას’ ან საერთოდ აპირებს თუ არა.

---
ველით შეფასებას.



№1  offline წევრი masu

Aiii dzaan magaria <3

 


№2  offline წევრი schizophrenic

masu
Aiii dzaan magaria <3

ReaDer))
ძაალიან კარგია <3 მალე გააგრძელე <3

მადლობა love

 


№3  offline წევრი Winchester

ოოოოო ძაან მაგარიაა ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent