თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 10
სანამ ოთახიდან გამიყვანდნენ დავინახე როგორ მისცვივდნენ ლაშას ექიმები, მიუხედავად იმისა რომ ლაშას მიმართ საშინელ ზიზღს ვგრძნობდი, მაინც შემეცოდა, გულში დანაშაულის გრძნობამ გამიელვა, მივხვდი ეს მოსვენებას აღარ მომცემდა. თუმცა ისიც კარგად მესმოდა რომ შეცოდების ღირსი არ იყო, უბრალოდ მე არ ვიყავი საკმარისად ძლიერი. თვალის არიდება ვცადე მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა. მათეს სახეს შევეჩეხე. მაშინ მივხვდი, რომ იქამდე ვფიქრობდი მათეს მიმართაც იგივეს ვგრძნობდი, რასაც ლაშას მიმართ, მაგრამ შევცდი. მისი შეძულება არ შემეძლო, უბრალოდ იმადგაცრუებული ვიყავი, საშინელმა ტკივილმა დამიარა. ვერშეკავებული ცრემლები წამსკდა. გულის სიღრმეში მას დამნაშავედაც კი არ ვთვლიდი, ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი. მისი მზერა უცნაურ, ჩემთვის უცხო გრძნობას გამოხატავდა. ვერ ამომეხსნა რა იყო მაგრამ ის კი ვიცოდი რომ სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, მწვავდა, მანადგურებდა. თუ იქამდე დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, ახლა ის ჩემი გადარჩენის ერთადერთი იმედი იყო, იქაურობას უნდა მოვშორებოდი, შორს უნდა წავსულიყავი, რომ მისი დანახვა აღარ შემძლებოდა. ჩემით შევტრიალდი უკან და გასასვლელისკენ სწრაფად წავედი, თუმცა დაცვის წევრები ვერ მიხვდნენ, რომ არ ვაპირებდი დაუმორჩილებლობას და არც მოსმენა ისურვეს. ჯანჯღარით მიმათრიეს კარცელამდე. ერთმა საიმედოდ შემბოჭა, მეორემ კი ჩარაზული კარი მძიმედ გამოაღო, ოთახს თვალი მოვავლე, აღმოჩნდა რომ მასში შუქი მხოლოდ ღია კარიდან აღწევდა, კედლები ნაცრისფრად იყო შეღებილი, იატაკზე, ასეთივე ფერის, ლაქებიანი ლეიბი ეგდო, რომელიც სავარაუდოდ ოდესღაც თეთრი უნდა ყოფილიყო. კუთხეში ღია საპირფარეშო მდებარეობდა. ამ ყველაფერს დამატებული ნესტის სუნი, აი ამას წარმოადგენდა კარცელი. -შედი!-მკაცრი ტონით მიბრძანა დაცვამ. მე კი ეს ბრძანება საერთოდ არ მხიბლავდა, წინააღმდეგობის გაწევაზე დავიწყე ფიქრი მაგრამ არ მაცალა, ხელით ძლიერად მიბიძგა, იმდენად რომ კარცელის კედელს შევეხეთქე მერე კი უკან გადმოვვარდი. ჯერ ნორმალურად დაწყნარებული არ ვიყავი რომ ხელმეორედ გავმწარდი, წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი მაგრამ ჩაკეტვა მოასწრო. ყვირილი დავიწყე, კარს ფეხებს და მუშტებს ვუბრახუნებდი. ვაპირებდი ეს იქამდე არ შემეწყვიტა სანამ კარს არ გამიღებდნენ და იქიდან არ გამიყვანდნენ მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავაგრძელე. ოთახი ნესტის სუნით ყარდა. თავბრუ დამეხვა და გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. გავჩერდი. თვალები მოვისრისე და კედელს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი. უკვე ასე დგომაც მიჭირდა. იქვე, ფრთხილად ჩავიკეცე და იატაკზე მოვიკუნტე. ლეიბზე დაწოლა არც მიცდია. რომ ვხედავდი ეგეც კი გულს მირევდა. ყელი ამეწვა, ცრემლები მახრჩობდა. მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან ერთად. ჩემი გონება ქაოსმა მოიცვა. მე ყველა ერთად შემდგა ფეხებით და გადამთელეს ჩემი გრძნობის გამო. ჩემი საწყალი გრძნობა, აქამდე გულში წმინდად რომ ვინახავდი, ტალახში ამოსვარეს. თავიაანთი დამახინჯებული აზროვნებით გამიბინძურეს. დამნაშავედ, საზიზღარ გიჟად შემრაცხეს მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს. ამის შემდეგ რა იქნება? არ ვიცი. არაფრის დაგეგმვა არ შემიძლია. მე ვეღარ ვმართავ სიტუაციას, მხოლოდ დრო გვიჩვენეს რა მოხდება, მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მხოლოდ სასწაულის იმედად ყოფნა დამრჩენია. სასწულის რომელიც ყველაფერს გამოასწორებს. მაგრამ სასწაულები ხომ არ ხდება? დაძინებას ვცილობდი, მინდოდა ამ სამყაროს გამოვთიშოდი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა, მე ჩემს ფიქრებში დავიკარგე. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როდესაც ვიღაცამ კარი გააღო, სანამ აზრზე მოვედი, იატაკზე ლანგარი დადო, რომელზეც საჭმელი მოეთავსებინა და უკან გაბრუნდა, დავუძახე კარი არ დაკეტოთქო, წამოვხტი და მეც იქით გავიქეცი მაგრამ ჩემმა ხმამ უფრო ააჩქარა და სასწრაფოდ კარის ჩაკეტვას შეუდგა, (ვიცანი, სანიტარი იყო) სახელურს ვეჯაჯგურებოდი, ჯერ ვთხოვდი გამიღეთქო, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა, ამით გაღიზიანებული ყვირილზე გადავედი, პასუხად კი ნაბიჯების ხმა მივიღე, იქაურობას მშვიდად შორდებოდა, საშინლად გავბრაზდი, უკან დავიხიე, ლანგარი ხელში ავიღე და კარს შევახეთქე, სულ მოიწუწა, საჭმელში აზელილი დამსხვრეული ჭურჭელი იატაკზე მოიბზნა. ახლა ლეიბი უფრო სუფთად მეჩვენებოდა, როცა ჩემს სულიერ ტკივილს, ფიზიკურიც დაემატა, უფრო მიმზიდველიც კი გახდა, მუცელი მტკიოდა და წამოწოლა მჭირდებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მუცელი იქამდეც მტკიოდა, უბრალოდ მხოლოდ მაშინ მოვიცალე ამის შესამჩნევად. წუთისწინანდელმა გაბრაზებამ მალევე გადამიარა, უკვე ვამართლებდი კიდეც სანიტარს. "ის თავის საქმეს აკეთებს, რაც დაავალეს ის უნდა შეასრულოს" რა მაგის ბრალია მე რომ აქ ვარ გამოკეტილი" მაგრამ აღარც სანიტარზე მინდოდა ფიქრი და აღარც იმ უსამართლობაზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. ფიზიკურად, თავს ცუდად ვგრძნობდი და ეს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. მუცლის ტკივილი მიძლიერდებოდა, ვცდილობდი დამედგინა ამის მიზეზი "ცივ იატაკზე ვიწექი, ალბათ გავცევდი, ან მოვიწამლე... შეიძლება საერთოდ უჭმელობის ბრალია. რაც არ უნდა იყოს გამივლის, უბრალოდ ცოტა უნდა..." თითქოს ფიქრიც კი ძალას მაცლიდა და მასუსტებდა. თვალები დავხუჭე და ვცადე მოვდუნებულიყავი, არაფერზე აღარ მეფიქრა. ამაში თითქოს შვება ვიგრძენი. გონება სანახევროდ მქონდა დაკარგული, გარემოს აღქმა სრულად მიჭირდა, თუმცა ამას აღარც ვცდილობდი. დროის შეგრძნებაც დავკარგე, თითქოს გაბრუებული ვიყავი. გამოძრავების შიში მქონდა, ვიცოდი საშინელ ტკივილს ვიგრძნობდი. კარის გაღების ხმა ყრუდ ჩამესმა, ამას ლანგრის დადების ხმა მოჰყვა. გაუნძრევლად ვიწექი, ვიფიქრე დახმარებას ვთხოვთქო მაგრამ ამის თავიც აღარ მქონდა, კარის დაკეტვის ხმას დაველოდე მაგრამ დაიგვიანა, "ალბათ ელოდება როდის წამოვხტები და იმ ლანგარს თავში გავუქანებ. არაუშავრს, მიხვდება რომ არ ვაპირებ ადგომას და წავა". ნაბიჯების ხმა გავიგე, უფრო და უფრო ახლოვდებოდა, ისევ შეჩერდა, ცოტახანს გაჩერდა შემგედ კი მაჯაზე შეხება ვიგრძენი, პულსი გამისინჯა, უკან გაბრუნდა და ოთახიდან გაუსვლელად გასძახა ვიღაცას -დაუძახე სანიტრებს, სასწრაფოდ მოვიდნენ და თან საკაცეც წამოიღონ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.