შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები!! ( 14 თავი)


9-05-2015, 10:43
ნანახია 4 342

#14
ჩემი მუცელი ნელ-ნელა იბერებოდა, ბევრს ვჭამდი და ალექსანდრე სულ დამცინოდა.
-გოგო, შენ კიდე ჭამ.
-აუუუ...
-გამაკოტრებ შენ მე..
მერებუმიზეზოდ ტირილი ამივარდა..
-ვაიმე, რატომ ტირი? (გაფითრებული სახით გამომხედა)
-აააააჰაააა.
უფრო ხმამაღლა დავიწყე ტირილი.
-ვაიმე გადამრევ გოგო, რატომ ტირი??
მერე დავწყნარდი როგორღაც.
-რა გატირებდა?
-არ ვიცი.
-გადამრევ შენ მე.
-...
-ისე როგორ გაიზარდა ხო?
მუცელზე ხელი დამადო.
-ვაიმე.
წანოიყვირა.
-რა იყო ბიჭო.
-მოძრაობს.
-კაი ეგ რა მითხარი?
-მართლა.
-იმოძრავებს აბა რას იზამს სულელო.
-ხო?
-ხო, აბა ეგრე კი არ იქნება.
-გტკივა რომ მოძრაობს?
-არა.
-თუ გეტკინა მითხარი.
-რო გითხრა რა მერე?
-რომ დაიბადება მერე ტაკოებში ვცემ.
გაიცინა.
-ვერ ცემ. (დავეჯღანე)
-რატომ ვითომ?
-იმიტომ, რომ დედიკო დაიცავს.
-ოხ.
-აუუ...
-რა იყო?
-ნაყინი მინდა.....
-ეხლა?
-ხო ეხლა.
-რომელი...
-შოკოლადის..
-კაი წავალ და მოგიტან ეხლავე..
წავიდა. მაგრან მერე მარწყვის ნაყინი მომინდა. დავურეკე.
-ხო სალი!
-აუ, შოკოლადის აღარ მინდა...
-აბა რისი გინდა...
-მარწყვის...
-კაი, ესეიგი მარწყვი..
და ტელეფონი გათიშა....
მერე ისევ დავრეკე...
-ეხლა რისი გინდა?
-ბანანის...
-კარგი...
გათიშა..
მერე ვანილის მომინდა..
მაგრამ უცბად კარზე ზარი გაისმა.
კარი გავაღე და ალექსანდრე ორი პარკით ხელში გამომეცხადა... შემოვიდა.. ორივე მაგიდაზე დადო და თვითონ დაღლილი სახით დაჯდა..
-მიდი ნახე. ( ალექსანდრე)
მივედი პარკები გავხსენი და რას ვხედავ.. ყველანაირი საოჯახო ნაყინი დევს, თან ყველა საკმაოდ დიდია..
-ვაიმეეეეე... როგორ გამიხარდაააააა... (მე)
-ხო, ეგენი შენ, ჭამე რამდენიც გინდა.
მეც სასწრაფოდ ყველანაირი გადმოვიღე და გემრიელად მივირთვი, მე და პატარამ მოვილხინეთ ნაყინით.
მე უკვე მეშვიდე თვეში ვარ, მაგრამ სქესი არ ვიცით, სურპრიზად ვტოვებთ, მაგრამ სახელები შერეულია.. გოგო - მარიამი, ბიჭი -მათე.
ნინიმ ერთი თვის წინ გააჩინა ბიჭი - გიორგი დაარქვეს, ისეთი საყვარელია რო რავიცი..

ხო, მართლა დედამთილთან მოვლბი. ბოლოსდაბოლოს მალე შვილიშვილს ვაჩუქებდი, ყოველ დღე ჩვენთან მოდის და ხილი მოაქ.. მერე ალექსანდრეს ასწავლის რომ უნდა მომეხმაროს, მარტო ქალმა არ უნდა გაზარდოს ბავშვიო, კაცმაც უნდა შეიტანოს წვრილი ბავშვის გაზრდაშიო..
ალექსანდრეც თანახმაა. რაც მახარებს.. კაია ორივე ერთად მოვუვლით მას...


დრო მალე გადიოდა.. უკვე მეცხრე თვეში ვარ, ხვალ ალექსანდრეს დაბადების დღეა. ყველა ვემზადებით მის აღსანიშნავად, დარბაზი დაჯავშნილია ხალხიც დაპატიჟებული. მე ვარდისფერი გრძელი კაბა ავარჩიე, მაღალი ქუსლები არ ჩამიცვამს, ვერ დავდივარ მაღლებზე.. ალექსანდრე ბურთს მეძახის, დაგორავ ბურთივითო. გავემზადეთ და წავედით წვეულებაზე.. ყველაფერი კარგად მიდიოდა და უეცრად მუცელი ამტკივდა... გვერდზე ალექსანდრე მეჯდა.. მაჯაზე ხელი ისე მოვუჭირე ჩემზე მეტად მან დაიყვირა.. ყველა გაჩუმდა და ჩვენ შემოგვხედეს.. მე ვეღარ მოვითმინე და ვიკივლე..
-დაიწყო..
-რაა? (ალექსანდრე)
-მშობიარობა.
-რა მშობიარობა...
-ვაიმე ალექსანდრე!!
-ვაიმე. კი არა დროზე მანქანა.
როგორც იქნა მიხვდა. .
მე მანქანაში ჩამსვეს და გამაქანეს სამშობიაროში.. მთელი სტუმრები მანქანებით მოგვყვებოდნენ, სამშობიაროსთან კოლონად მივედით, ყველა ჩვენ გვიყურებდა.. მე მაშინვე პალატაში გამაქანეს....


ალექსანდრე:
-ვაიმე, როგორ ვნერვიულობ.
-დაწყნარდი ბიჭო. ყველაფერი კარგად იქნება. (საბა)
-აუ, ვიცი მაგრამ მაინც ვნერვიულობ რაა.
-ნუ ეგ ბუნებრივია გამოცდილებიდან გეუბნები..


ისე ვნერვიულობდი რო რავიცი, ასე მეგონა მალე გული წამივიდოდა.. მალე საბედნიეროდ ექიმიც გამოვიდა ბედნიერი სახით..
-ალექსანდრე ჯავახიშვილი რომელია?
-მე ვარ.
ხმის კანკალით მივუბრუნდი.
-გილოცავთ, გოგოა, 54 სანტიმეტრი და 3.300 კილო.
-ვაიმეეე..
ეს ვიკივლე და ყველა მომვარდა მილიცვა მილოცვაზე მომდიოდა..
ანუ გოგო, ჩემი მარიამი..ნეტა როდის ვნახავ.
-ექიმო, როდის შეიძლება ვნახო?
-ხვალ, 2საათისან 5საათამდეა ნახვის დრო.
-კარგით.
ნუ ეს ამბავი რა თქმა უნდა აღვნიშნეთ...

სალიტასთან.

ტკივილბი გაუსაძლისი იყო.. ძალიან მტკიოდა მეც ვყვიროდი ბოლო დონემდე.. ასე მეგონა მარტო ჩემი ხმა ისმოდა. ექთანმა ხელი მომკიდა. მაწყნარებდა.
-ნუ გეშინია ჩემო ლამაზო, მალე პატარას ჩაიხუტებ და ეგ დაგავიწყდება.
-მეც ცოტა დავწყნარდი.
მალე გაჩნდავკიდეც..
-ვინაა?
ვიკითხე დაღლილი ხმით.
-გოგო, 54 სანტიმეტრი და 3.300კილო..
-მანახებთ?
-ეხლავე.
მალე პატარაც მომიყვანეს.. გაკონილი იყო.
ვაიმე ისეთი თეთრი იყო.. არც წარბები ქონდა არც წამწამები.
ისეთი დაუცველი და პატარა იყო.. რომ მომიყვანეს ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა, მისი სითბო ვიგრძენი.. მივხვდი რომ ამაზე მეტად არავინ არ მიყვარდა.. ჩემი ცხოვრების აზრი ის იყო.
-ვაიმე რას გავს.
გამეცინა.
მერე პალატაში შემიყვანეს და მითხრეს.
-შენ დაიძინე, დაისვენე პატარას ხვალ მოგიყვანთო.
მეც ტკბილად ჩამეძინა..

მეორე დღეს დილით გავიღვიძე, ჩემი პატარას მოლოდინში მოვიწყინე, მალე ექთანიც შემოვიდა.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-ელოდები როდის მოიყვანენ ხო?
-ხო.
-მალე მოიყვანენ.
გამიღიმა და გავიდა.
ნახევარი საათი კიდევ ველოდებოდი.
ამ დროის მანძილზე ტელეფონზე რეკვები არ წყდებოდა ყველა მილოცავდა..
პირველმა ალექსანდრემ დარეკა.
-დედიკოო როგორ ხარ?
-კარგად მამიკო შენ?
-ცუდად.
-რატომ?
-ჩემი გოგოების ნახვა მინდა და არ მიშვებენ ორ საათამდე არაო.
-მოიცა შენ რა აქ ხარ?
-ხო, მიმღებში ვარ, ექთანს ვკერავ რო შემომიშვას.
-ჯერ დილიდ ცხრა საათია და ვინ შემოგიშვებს.
-აუუუ..
-რა შტერი ხარ.
-რო მინდა თქვენი ნახვა?
-მოითმინე.
-ვერ ვითმენ..
-გაძლებ როგორმე.
-ოჰ, შენ რა გენაღვლება მანდ გყავს.
-არ მყავს აქ. (მოწყენით ვუთხარი)
-აბა სადაა?
-ექიმებს ყავს, ალბათ სინჯავენ. ექთანმა მალე მოვიყვანთო.
-აჰაა კაი. როგორც კი მოგიყვანენ დარეკე და მითხარი როგორია.
-კარგი.
მერე მამაჩემმაც დარეკა, ძმებმაც მომილოცეს და აკე ყველა ჩემიანმა დამირეკა, მიხაროდა მათი თბილი მილოცვა.
მალე კარი გაიღო და პრინცესა მომიყვანეს.
-დედიკოო ჩვენც მოვედით, ძალიან მშია დედიკო.
ეს თქვა ექიმმა და გაიღიმა.
-როგორ ვაჭამო?
ამიხსნა და პალატიდან გავიდა. მე და ჩემი გოგო დავრჩით მარტო. მერე ალექსანდრეს დავურეკე.
-მამიკო, მე დედაიკოსთან ვარ.
-მართლა?
-ხო, აქაა ეხლა ხელში მყავს.
-ვაიმე, ეხლა მანდ მინდაა.
-მეც მინდა აქ რომ იყოო.
-მიყვარხართ ორივე.
-ჩვენც.
-როგორია?
-პარარაა, თეთრი, პატარა ცხვირი, ლოყები, ხელები, სულ ძინავს და რა ფერის თვალი აქ არ ვიცი. არ ტირის ჩუმია.
-ჩემი გოგოო, თმები აქ?
-ცოტა აქ, ბუსუსები აქ.
-ვაიმე, ჩემი წიწილა.
-ხოო.
-რას ვარქმევთ? მარიამს ხო?
-ხო, რა თქმა უნდა.
-კარგი მიდი მიხედე.მე ორზე მოვალ და გნახავთ.
-კარგი, მიყვარხარ.
-მეც.
ერთი სული მქონდა როდის გვნახავდა.

მალე ორი საათიც მოვიდა, სულ კარს ვუყურებდი, ჩემი ალექსანდრე როდის მოვიდოდა. მალე კარიც გაიღო.
-სალი.
მოვიდა და მაკოცა.
-სადაა სადაა?
-იქ.
მე იქვე მდგარ პატარა საწოლისკენ გავახედე. ალექსანდრე წყნარი ნაბიჯებით მივიდა, ნელა გადახადა ნაჭერი რაც ეფარა და ჩახედა, მერე აღფრთოვანებული სახით გამომხედა.
-რა პატარაა.
-ხო. გინდა აიყვანო?
-აუ, კი, მაგრამ...
-მაგრამ რა?
-მეშინია რამე არ ვატკინო.
-ნუ გეშინია.
ავიყვენ პატარა და ალექსანდრეს ავუხსენი როგორ დაეჭირა. დავაჭერინე მაგრამ მაინც მოუხერხებლად ეჭირა. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა მარიამს.. მერე მე გამომხედავდა და მიღიმოდა.
-სულ ძინავს?
-ხო.
-რო შია როგორ ხვდები.
-წრუკუნებს ხოლმე.
-ხო?
-ხო.
-ნახეე გაიცინა.
-ხო, ეგრე შვრება.
-ვაიმე ღრძილები გამოუჩნდა.
-ხოო.
ორივეს გაგვეცინა. მერე მარიამმა წრუკუნი დაიწყო.
-რატო წრუკუნებს? ვატკინე რამე ხო?
გაფითრდა ალექსანდრე.
-არა შია უბრალოდ.
-ააა.
ბავშვი გამოვართვი და ვაჭმევდი.
-რა ლამაზი ხარ. (ალექსანდრე)
გამეღიმა.
მერე სულ ჩვენთან იყოს, ხუთ საათამდე.



№1  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგრაია მარა უნამუსო სად იყავი აქამდე wink რატო დაიგვიანე აუ ეს ალექსანდრე ძაან მომწონს ძაან საყვარელია ძაან მომწონს მალე დადე და იცოდე ნუ აგვიანებ რა თორე გავგიჟდები love love love

 


№2 სტუმარი natia yurashvili

აუუ აღარ გააგრდზელებბ დზააანნნ მომეწონა მაგარია დადე რა გთხოვვვ ველოდებიი მართალია დოდიზნისწინდადე მარა გთხოვ გააგრდზელე რაა <3

 


№3 სტუმარი Nini tediashvili

Aumale gaagrdzeleraa imediaa armorchaxoo gamogvexmaure da malegaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent