შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (15, დასასრული)


9-05-2015, 14:44
ავტორი MyLove
ნანახია 4 100

არ იცის, არც ახსოვს როდის დაიბადა, როდის გაახილა პირველად თვალი და როდის თქვა პირველი სიტყვა, თუმცა ერთ რამეში გამეტებით იყო დარწმუნებული, მისი ცხოვრება, სიცოცხლე და არსებობა მაშინ დაიწყო, როცა ანაბელი გამოჩნდა მასში, სხვა ფორმით, სხვა ასპექტით. კალანდაძე იყო მისი ცხოვრების სათავე, დასაწყისი ყველა ტკივილი და ყველა სიამოვნება. როგორც მდინარე იღებს სათავეს რომელიმე მწვერვალიდან, ისე იღებს ანაბელი მასში ყოველი გრძნობის აღმომფხვრელ სათავეს. დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ადამიანზე უკეთესი არავინ გააჩნია დედამიწაზე. ან როგორ უნდა გააჩნდეს, როცა მხოლოდ მას მოაქვს ის ბედნიერება მისთვის, რის მოტანასაც ვერავინ ვერ ახერხებს. ყველას უფიქრია მომავალზე აშკარელის გარდა, რადგან მატათას მომავალიც და აწმყოც ანაბელი იყო, ამას გააზრება კი არა გულში გავლება უნდოდა.
იმ ხუთ წელზე საუბარს არც ერთი აპირებდა. ამ დროს მათთვის ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა. მთელი გულით ურჩევნიათ იფიქრონ აწმყოზე, რადგან ეს უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. დაბეჯითებით შეუძლია თქვას ანაბელმა, რომ ეს ადამიანი ზედმეტად მოქმედებს მის ნერვულ სისტემასა და გულზე. მისი უხამსი კომენტარი ყოველ დღე, უკვე აღარც აღიზიანებს, პირიქით ეს სიამოვნებასაც კი ანიჭებს, თუმცა არ იმჩნევს.
ყველაზე მეტად ის ახარებს, აშკარელი მის ჩაცმულობაზე რომ არ აკეთებს აქცენტს და ისტერიკებს არ უმართავს მოკლე კაბების გამო, ჩაცმულობაში ნადმვილად თავისუფალია, თუ შიშველი არ გადაწყვეტს ქუჩაში ბოდიალს. ერთმანეთს იმაზე კარგად უგებენ ხოლმე, ვიდრე წარმოგიდგენიათ. კუბიკ-რუბიკივით არიან, მათი ერთმანეთთან შეწყობა რთულია, თუმცა დაშორება ადვილი. ძლივს ძლივობით შემოირიგებს აშკარელი გაბუტულს, მაგრამ მერე ისეთ რამეს ეტყვის, ყველაფერი წყალში ეყრება. თუმცა უნდა აღიაროს, შემორიგებისს პროცესი უბადლოდ სასიამოვნოა.
ლანასთან სწრაფად მოაგვარა ურთიერთობა. გოგონასთვის ყველაფრის ახსნა-განმარტება არ დასჭირვებია, პირიქით ამ გადაწყვეტილებით ლანაც კმაყოფილი იყო. როგორც ჩანს, ადრე უხერხულ სიტუაციაში მყოფი, ვერ ახერხებდა აშკარელისთვის სიტუაციის ახსნას, თან მატათა ისედაც ცუდ დღეში იყო და მისი საქციელით სანერვიულოს ვეღარ მიუმატებდა.
ანაბელის მშობლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა დაამყარა. ჯემალი დარწმუნებულიც კი იყო იმაში, რომ ბიჭს ყოველთვის უყვარდა მისი ქალიშვილი, უბრალოდ ის ტკივილი ვერ აპატია რაც კალანდაძემ გადაიტანა. ნანიც საოცრად თბილად ექცეოდა და ცდილობდა ის საშინელება, რაც რამდენიმე წლის წინ გაუკეთა თავისი საქციელებით გამოესყიდა. მატათაც ხვდებოდა, ანაბელისთვის წარსულის გახსნება დიდ ტკივილს რომ მოუტანდა, ამიტომ თვითონაც ცდილობდა ნელ-ნელა ყველაფერი დაევიწყებინა.
იმ დღის ინციდენტს არც ერთი იხსენებს. მაშინ მართლა დუდას ძმის ცოლისთვის უნდა შეერჩია ბეჭედი, თან ანაბელის რეაქციაც აინტერესებდა. ამდენს არ მოელოდა. ისე გაბრაზებული დადიოდა გოგონა მთელი თვის განმავლობაში, მისი შემორიგება დაფარული ხერხებით ძლივს შეძლო აშკარელმა. ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ რაღაც ორიგინალური უნდოდა მოეფიქრებინა, რომელიც ბანალურიც არ იქნებოდა.
თან მისი ნერვების შლისთვის დროსაც არ უშვებდა ხელიდან. ისეთი საყვარელი იყო, აწითლებულ-გაბუშტული, კოცნის სურვილი უორმაგდებოდა. ამ ადამიანისდამი უდიდესი, უსაზღვრო სიყვარული აკავშირებდა, რომელიც ვნებითა და მასთან ყოფნის სურვილით იყო გაჯერებული. ვერც ერთი დღე ვერ წარმოედგინა მის გარეშე, ან თუ წარმოიდგენდა, მის ცხოვრებას ერთ გრაფიკულად შესრულებულ ნახატს მიამსგავსებდა.


_ბელს, გამობრძანდი გარეთ თუ შეიძლება, -დაახლოებით ღამის ხუთი საათი იქნებოდა, მის ბინასთან მისულმა ტელეფონზე რომ დაურეკა.
_რატომ არ გძინავს?-გოგონას ხმაზე ეტყობოდა, შუა ძილში რომ იყო.
_ჩამოდი, თორემ ამოგაკითხე და დაგითიე მაგ საწოლში ერთი ამბები. -ეშმაკურად ჩაილაპარაკა და გოგონა მიახვედრა სათქმელს.
_ღამეც მაგნაირებზე როგორ ფიქრობ? -ბუზღუნით ჩაილაპრაკა კალანდაძემ და მატათა გუმანით მიხვდა რომ საწოლიდან წამოდგა.
_ღამე უნდა იფიქრო ასეთებზე, აბა დღე რა მუღამი აქვს? -ხითხითით ჩაილაპარაკა და ორი ბილეთი, ლონდონის მიმართულებით ხელში შეათამაშა.
_ჩამოვდივარ, ხო.-ბუზღუნით გაუთიშა მობილური და კიბეებზე ჩამომავალი ანაბელი რომ დაინახა ბილეთები გულის ჯიბეში ჩაიკეცა.
_ჩემი ბუზზზზღუ!-ფართოდ გაშალა ხელები მატათამ და ღიმილით მიიხუტა ნახევრად მძინარე სხეული გულზე.
_ბუზღუ იქნება, ამ ძილის ანაზღაურებას რომ მოგთხოვს,-თბილად გაუწყრა გოგონა და მანაც მოხვია წელზე ხელი.
ასე თბილად რომ ჩაეხუტები ადამიანს, როგორ უნდა დაგეძინოს? გინდა რომ სულ ეხუტო, ეხუტო და ეხუტო! თან თვალები გქონდეს დახუჭული და სამყაროს დინებას იყო გამოთიშული. როგორ გინდა, გულში ჩაეკონო და სამუდამოდ ტკბილ იარად დააჩნდე. როგორ გინდა, ჩახუტება მსოფლიოს ყველაზე თბილ მოვლენად მოავლინო ქვეყანას.

_წამო მანქანაში ჩავჯდეთ, -ცალი ხელით მანქანის კარი გააღო, ცალით ანაბელს უბიძგა მასში ჩამჯდარიყო.
_არ ცივა გარეთ, -თქვა და ცისფერი ხალათი ტანზე შემოიტმასნა.
მანქანას მოუარა აშკარელმა და თვითონაც ჩაჯდა სავარძელში, მძღოლის მხარეს. მანქანა რომ დაქოქა, სწორედ მაშინ გაიფიქრა ანაბელმა, რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა მატათას ღამის ხუთ საათზე.
_სად.. სად მივდივართ?-გაკვირვებულმა დააღო პირი.
_აეროპორტში, -მშვიდად უთხრა გზაზე მიჩერებულმა.
_რა გვინდა აეროპორტში? -ვერაფრის გააზრებასა და გაანალიზებას ვერ ახერხებდა, ცისფერ თვალებს კი თანდათან ქაჩავდა.
_მგონი, შენი ოცნება იყო ლონდონში წასვლა რამდენიმე დღით, ან კვირით.. ხო და მეც გისრულებ ოცნებას!-ღიმილით გადმოხედა საცოლეს და თვალი ჩაუკრა.
_რა? შენ გააფრინე, ამხელა კაცმა? - გაკვირვებისგან პირი იმხელაზე გააღო, არ გაგიკვირდებოდათ, ბუზი კი არა, ძერა რომ შეჰფრენოდა მასში. _მე ღამის ტანსაცმლის ამარა ვარ, მატათა!არც პასპორტი მაქვს თან, არც პირადობა.. რეგისტრაცია როგორღა უნდა გავიარო? -ქოთქოთს არ ეშვებოდა გოგონა.
_ყველაფერი ერთი კვირით ადრე მოვაგვარე, ცოლო! -თვალი ჩაუკრა და ხელზე ხელი ჩაავლო.
კალანდაძე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. ეს მის თავს ხდებოდა, თან ამ სიტუაციაში? ამას ნამდვილად ვერ დაიჯერებდა. ლონდონი მისი აუხდენელი ოცნება იყო, რომელზე დარდიც გულიდან კარგი ხნის წინ ამოიგდო, ისედაც იცოდა, არ აუხდებოდა და ტყუილად არ იტანჯავდა თავს.. მაგრამ ახლა, ღამის ხუთ საათზე, მატათასთან ერთად, პიჟამების ამარა იჯდა მის მანქანაში და მიდიოდა აეროპორტში. მერე კი იქედან ლონდონში, არა, მგონი სიზმარშია.
ხელზე რამდენჯერმე იჩმიტა, რომ რეალობაში დაბრუნებულიყო, თუმცა დაბრუნება სულ არ ჭირდებოდა, ის ისედაც რეალობაში იყო.
_მატათა, რამეს მატყუებ?-ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდა რეალობის დაჯერებას და სანამ აეროპორტამდე არ მივიდნენ, მანამდე არც დაიჯერებდა.
ყველა გაკვირვებული შესცქეროდა ღამის სამოსში გამოწყობილ ანაბელს, ეს უკანასკნელიც ათასი სალანძღავი სიტყვით ამკობდა მატათას ამ შერცხვენისთვის, თანაც ამდენ ხალხში.
_მოსაკლავი ხარ, რომ გეთქვა რა მოხდებოდა? ყველას დასაცინი მაინც არ ვიქნებოდი, -გაბრაზებული ეჩურჩულებოდა , როცა ექსკავატორზე ადიოდნენ.
ჩასხდომა მალევე გამოცხადდა და თვითმფრინავშიც კომფორტულად მოათავსეს ეს ორი გვერდი- გვერდ.
_პიჟამებით მგზავრობას სხვა მუღამი აქვს მაინც, -დასცინოდა აშკარელი მის გვერდით ატუზულ გოგონას, რომელიც წყრომით უყურებდა.
_დაიწყნარე ნერვები, უზრდელო! -ენა გადმოუყო გოგონამ.
_ახლა თუ არ შეგრცხვება რომ გაკოცებ, ამდენ ხალხში!-წარბები მაღლა აზიდა და თავი ახლოს მიუტანა.
საპასუხოდ, კალანდაძემ უკან გადასწია კისერი, თუმცა ამან უარესი შედეგი გამოიღო და მონატრებულ ტუჩებს გაშმაგებით დააკვდა აშკარელი.
მონდომებით, ვნებიანად უკოცნიდა ორივე ბაგეს და მათთან მოწყვეტას არც დააპირებდა ანაბელს რომ არ ეკრა ხელი. კბილებით გამოემშვიდობა ქვედა ტუჩს და დაკმაყოფილებულმა აკოცა ლოყაზე გოგონას.
_ჩემი გემრიელი ცოლი.. -გამოაჯავრა ანაბელი და ტუჩები მოკუმა მის სახეზე რომ არ გასცინებოდა.


ყველაზე მაგარი სანახაობა იყო ლონონის ქუჩები. უამრავი ავტომობილი ირეოდა გზაში, ხალხიც განსხვავებული იყო, განსხვავებული მანერებით დადიოდნენ. ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევდნენ. ლონდონის ცა შავი ღრუბლებით დაფარულიყო და ჰაერსაც ეტყობოდა ტენი, რომლის ჩასუნთქვა ასე სასიამოვნო იყო.
კიდევ კარგი, აშკარელს მისთვისაც წამოუღია ტანსაცმელები და გოგონას აეროპორტში რომ ჩამოფრინდნენ, აქ მაინც მისცა სამოსის ჩაცმის უფლება, თორემ კალანდაძე ჭკუიდან აიწეოდა, კიდევ ნახევრად შიშველს თუ მოუწევდა სიარული ქუჩაში. თუმცა მას ხომ „მშვენიერი“ „მოდური“ ხალათი ეცვა, როგორც მატათა ეუბნებოდა.
მიუხედავად დაღლილობისა, მაინც დიდი ენერგიითა და მოწადინებით ათვალიერებდა ქუჩებს და სიხარულისგან მეცხრე ცამდე იყო ასული.
ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ შეძლებდა „ტაუერ ბრიჯზე“ გაივლას და იქიდან მდინარე თემზას დინების ყურებას. ულამაზესი სანახაობა იყო!
ღიმილით დაათვალიერა „ბიგ ბენი“, ცდილობდა არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დაეტოვებინა უყურადღებოდ.
„ლონდონის თვალზე“, უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე მოხვედრა კი მისთვის ემოციების პიკი იყო! კენწეროდან უყურებდა მთელს ქალაქს, ერთმანეთში გადაკლაკნილ ქუჩებს, რომლებზეც უამრავი, სხვადასხვა ფერის მანქანა ირეოდა. ეს მისთვის ნამდვილად ბედნიერება იყო!
_მასეთი თვალებით ნუ უყურებ ამ ქუჩებს, თორემ ვეჭვიანობ და მეორედ მე გადავწვავ ლონდონს! -მობუსხულმა, უყურადღებოდ დარჩენილმა ამოიბუზღუნა მატათამ.
_შენ სულ გვერდით მყევხარ, ლონდონი კი რამდენიმე დღით. მაცადე ახლა! -ღიმილით უთხრა ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
_მასე ხომ? - წელზე ხელი მოხვია და იქვე მდგარ ტაქსში ჩააგდო, _ხმა! -როცა ანაბელმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაშინვე მიადო ტუჩებზე ხელი.


სასტუმროსკენ ისე გააქანა აზრზე მოსვლა არ დააცადა. საკუთარ ნომერში სწრაფად შეცუნცულა და მიკეტილ კარებზე ააკრა ფარატინა სხეული.
_ესე იგი, ლონდონი უფრო გიყვარს ხომ? -ტუჩები ყურებთან ახლოს მიუტანა .
_რა თქმა უნდა, მაგრამ მგონი შენი ტუჩები უკეთესია.-მადისაღმძვრელად გაილოკა ქვედა ტუჩი და წარბები აათამაშა.
_ხო? -მარჯვენა ხელი მისი თეძოსკენ ჩააცურა და უხეშად მოუჭირა.
_აჰამ. -ღიმილით დაუქნია თავი და ამჯერად კოცნის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.
_ჩემი ვნებიანი ქალი,-სწრაფად გადააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა. ღიმილით დაუკოცნა ორივე ლოყა, შემდეგ კი ტუჩებზე გადავიდა.


დაახლოებით, სამი კვირა გავიდა ამ ინციდენტის შემდეგ და ანაბელი საოცრად შეიცვალა. ყველაფერზე ჯუჯღუნებდა, ხან რას ითხოვდა, ხან რას.
_ანაბელ, გამაგებინე, ვაშლი გინდა თუ ბანანი?-რეტდასხმულმა ჰკითხა გოგონას და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
_არც ერთი მათე, ახლა ცერეცო მინდა, ან ქინძი!-თითქოს გონება გაეხსნა ისეთი ხმით ჩაილაპრაკა და გაიღიმა.
_აქ სად გიშოვო ცერეცო ან ქინძი გოგო? -თვალები გაკვირვებისგან გადმოკარკლა აშკარელმა.
_აუ მინდა,-პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო და თავი ხელებში ჩარგო.
_კარგი რა ბელს, -გვერდით მიუჯდა ცოლს აშკარელი და აცრემლებული თვალები სათითაოდ დაუკოცნა.
_მმ..მინდა,-სლუკუნებდა და ნიანგის ცრემლებს ყრიდა თვალებიდან.
_ბელ, ბელ, -გოგონა ხელში აიტაცა მატათამ და იმდენი ხანი ატრიალა სანამ თვითონაც არ დაეხვა თავბრუ.
_დამსვი, სულელო! -კისკისს ვერ წყვეტდა ანაბელი.
_ჩემი ორსული ცოლი!
ეს სულელები ახლაღა მიხვდნენ ანაბელის კაპრიზების მიზეზს და მეც გულზე მომეშვა!

დასასრული.
მეცამეტე თვე (15, დასასრული)
მეცამეტე თვე (15, დასასრული)


მამას პრინცესა, ოთხი წლის ასაკში!
მეცამეტე თვე (15, დასასრული)





________________________________________________
ვაიმე, მოვრჩი მგონი!
მინდოდა რაღაც საფიქრალი დამეტოვებინა თქვენთვის!
პ.ს სულ სულ მალე დავბრუნდები ლექსოსა და ტაისიას უკუღმართი ქორწინების მეორე ნაწილით!
მადლობა! მადლობა! მადლობა!
ყველას დიდი მადლობა გვერდით დგომისთვიიიის!
შემიჯამეთ ისტორია love



№1  offline წევრი lamazmani

აუ ძაან საყვა love love love რელი ისტორია იყო ძაან მაგრაი ძაან მომეწონა უნიჭიერესი ხარ ძაან მაგარი გოგო ხარ ესეთ მაგარ ისტორიებს რომ წერ აუ მომენატრება ეს ისტორია განსაკუთრებით მატათა ძაან მაგარი სურპრიზი გაუკეთა ძაან მომეწონა მაგარი ისტოია იყო ძაყვარელი თბილი ძაან მაგარი იყო კარგი დასასრული ქონდა ველი შენს ახალ ისტორიას ძაან გამიხარდა ლექსოს და ტაისიას ისტოიის მეორე ნაწილს რომ დებ წარმატებები მალე დაბრუნდი love love love love love love

 


№2  offline წევრი grifini

ვაიმეეეეეეე ჩემმა ბუტიამ დაამთავრე მეცამეტე თვე crying არ მჯერა ! no ეჰ...ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყო ნუ შენ იცი როგორ ვგიჟდები შენზეც და ამ ისტორიაზეც საყვარელო და იმედია მალე დაბრუნდები ჩემი ისტორიით !!! wink

 


№3  offline წევრი ely and baby

ურაააააა,მაგარი იყო ძალიან.შემდეგ ისტორიას როდის იწყებ? love

 


№4  offline წევრი BadBadgirl ^^

davicko exla ! dges davicke kitxva da es iko shoki ! tamamad shemidzlia vtkva rom chemi sakvareli istoriebis siashi ertert mtavar pozicias ikavebs !^^ zogadad grdznobebis gamoxatva ar gamomdis da arvici ramdenad davcer imas rac am istoriam magrdznobina magram piki iko, kvela sixarulze ise michkardeboda guli rom ravici, monagoni iko peplebi da dinozavrebi ;dd iko momentebi vitire kidevac ;dd ramagaria eseti sikvaruli! erti matata rogor ar unda gkavddes adamians(((( xoda shenc dzaalian magarixar! carmatebebi!!!! ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Annee

გამაგიჟე.. საოცრება ხარ-მეთქი ვთქვი და კიდევ ვიმეორებ! !! კარგი ფინალი ქონდა. ^_^ რომწწავიკითხე უკუღმართი ქორწინების მე2 ნაწილის დაწერას აპირებდი, ხტუნვა დავიწყე: დდ გელი გელი მოგელიი: დდ

 


№6  offline წევრი NaaT

რა კარგი იყო.. სამწუხაროდ აქამდე კომენტარს ვერ ვწერდი მაგრამ ახლა უსინდისობა იქნება რომ არ გითხრა რომ კარგი გოგო ხარ ძალიან <33 თავები დავაგროვე და მერე ერთიანად ისეთი გემრიელი წასაკითხი იყო.... ^^ მოკლედ კარგი ხარ შენც და მათე და ბელი ხომ მიყვარს უკვე <33

 


№7  offline წევრი DaaDaa

აიაი ვსო რა რაღა გითხრა.ჩემი იზარი იმდენჯერ გამოვთქვი ამ ისტორიაზე რომ...მაგრამ აზრევი არ მელევა.
ლიკა შეენ ხარ უზომოდ ნიჭიერი და უდიიდესი ფანტაზიის ნაყოფი
მოველოდი მე შენგან ესეთ ძლიერ ისტორიას მიუხედავად იმისა რას ამბობდი თვითონ შენ (გაიხსენე)
ესენი მომენატრებიან მაგრამ ჩემი ლექსო ბრუნდება და რაღა მამკლამს :დდდდდ
მაგარზე მაგარი გოგო ხარ!

 


№8  offline მოდერი MyLove

უღრმესი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის და იმისთვისაც რომ ლექსო და ტაისია გახსოვთ! love მიყვარხართ ძალიან!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№9  offline წევრი NataShka()()()

ერთიანად მთლიანი ისტორიის წაკითხვა გაცილებით სჯობს <3 :DD ფანტასტიური იყო მომეწონაა საშინლად <3 love
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის არგი იყო ძალიან.

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargebi aroan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent