შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 12


9-05-2015, 22:17
ავტორი Lydia
ნანახია 2 153

გოგონა ისევ საწოლზე მოკუნტული იწვა.უკვე მზის სხვიები შემოდიოდა მის ფანჯრაში და იუწყებოდნენ ახალ დღეს.
ანნას გამოეღვიძა, ნამტირალევი თვალები მოისრისა და თავი მძიმედ წამოსწია.რაღაც ხმაური მოესმა გვერდითა ოთახიდან ამიტომ ფეხზე წამოდგა ამბის გასარკვევად,მაგრამ როდესაც წამოდგა ფეხებში სისუსტე იგრძნო,თითქოს მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში იყო.მუხლები ეკეცეობდა სიარულის დროს.როგორც იქნა ბორძიკით გავიდა გვერდითა ოთახისკენ.დამიანის ოთახში კარი ნახევრად შეხსნილი იყო და ხმაური გამოდიოდა.გოგონა მიუახლოვდა კარებს და ნაზად შეხსნა.მის თვალწინ უეცრად აზრების გარდაქმნა მოხდა როდესაც დამიანი დაინახა.
ინ ნაღვლიანი თვალები გაუპრწყინდა შემდეგ წამიერად ბეჭედს მიაპყრო მზერა და დამიანისკენ გავარდა.სიხარულისგან საშინლად ჩაეხუთა თითქოს გაჭ....ტვა სურდა.
-(ანნა) ვიცოდი,ვიცოდი რომ არ დამტოვებდი და დამიბრუნდებოდი.გოგონა თავდაჯერებული ლაპარაკობდა და დამიანს ეხუტებოდა.
ბიჭი უემოციოდ იდგა და ხმასაც არ იღებდა,არც კი სცადა თვითონაც ჩახუტებოდა გოგონანს.
ანნამ შენიშნა რომ ისე ვერ იყო საქმე,როგორც უნდა ყოფილიყო ამიტომ დამიანს მოსცილდა და უკან გამოიწია.
-(ანნა) რა გჭირს რატომ არ იღებ ხმას?
-(დამიანი) აზრი არ აქვს. უხეშად თქვა ბიჭმა.
-(ანნა) რას არ აქვს აზრი?
-(დამიანი) იმას რომ....ბიჭმა წაიბორძიკა სიტყვები,არ იცოდა ეთქვა თუ არ ეთქვა.მერე იქვე მდგომ მდივანს ფეხი კრა და სიტყვა განაგრძო.
-(დამიანი) იმას რომ მიყვარხარ.ვიცი ამ გრძნობის გამო შეიძლება თავიც დავიღუპა მაგრამ მიყვარხარ.ბიჭმა გოგონას ხელი დაიჭირა და ხელზე ეალერსებოდა.
-(ანნა) დამიან!..
-(დამიანი) არა ჯერ მე მომისმინე.
-(დამიანი) ჯერ პატარა იყავი,თოჯინებით თამაშობდი როცა ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელ ქარბორბალასავით შემოიჭერი და ჩემი გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი, რომელიც მანამდე უმწეო, „ნაიარევი“ და ბნელი იყო..! შენმა გამოჩენამ ბრძოლის უნარიანობა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, გამაბედნიერა და მომცა მიზეზი ღიმილისა.! „საუკუნის წინ“ ნაჭრილობევი იარა შემიხორცე და უფრთო ანგელოზად მაქციე. გათენება მიხაროდა, რადგან მინდოდა დილა შენით დაწყებულიყო და ფიქრში იმდენად მეტი იყავი, რომ ვერ ვიძინებდი. - გესმის, შენზე ფიქრით არ ვიძინებდი, რათა შენით დაწყებული დილა არ დამთავრებულიყო.! განთიადს შენზე ფიქრებით ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი მზის სხივი როდის შემოიჭრებოდა შენს ოთახში,შენზე ფიქრებში წუთებს ვითვლიდი როდესაც სკოლიდან უნდა გამომეყვანე მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, შენი ცქერით, როდის დავტკბებოდი,როდის შევჭამდით ერთად ნაყინს და მომიყვებოდი შენს თანაკლასელ ბიჭებზე რომლებიც გეპრანჭებოდნენ,ჩემი სამყარო გახდი და შენით ვცოცხლობდი. შენით ვსუნთქავდი ამ „დაბზარული“ გულით.! მე შენ არარსებული მომავალი გიწოდე,მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ადამიანის ცხოვრებაში, ჩნდება წამებით და წასვლისას წარუშლელ კვალს უტოვებს,მახსენდება შენი სიტყვები რომ მითხარი უკვე მომბერზრდიო.მე წავალ შენი ცხოვრებიდან,უკვე დიდი გოგო ხარ და ყველაფერს გაართმევ თავს,ვიცი მე არასდროს შემომხედავ როგოც ბიჭი ამიტომ ორივე რომ არ დავიტანჯოთ მე წავალ.
-(ანნა) იცი როგორ შემეშინდა შენი დაკარგვის?როგორ შემეშინდა რომ ვეღარასდროს ვნახავდი ამ ლამაზ თვალებს და ტუჩებს.ვეღარ გამიღიმები და დამიძახებდი პრინცესას.მინდა გითხრა რომ ამ დღევანდელმა ღამემ მიმახვედრა რომ შენს პრინცესას უყვარხარ და უშენოდ არ უნდა.დაპირდი რომ არასდროს დატოვებ მარტო.
გოგონა ამჯერად უფრო ძლიერ ჩაეხუტა ბიჭს.დამიანი გაკვირვებული იყურებოდა.შეიძლება ითქვას რომ სხვა პასუხს ელოდა მისგან,ცოტა ემოციების ქვეშ იყო,მაგრამ როდესაც დაინახა გოგოს აცრემლებული თვალები შუბლზე აკოცა და უფრო ძლიერად მიიხუტა გულზე.
ანნამ ბიჭს თითზე ისევ გაუკეთა ბეჭედი და ღიმილით უთხრა.
-(ანნა) ამას როცა მოიხსნი ჩავთვლი რომ აღარ გიყვარვარ
-(დამიანი) მაშინ მიმაკერე რადგან არასდროს გადაგიყვარებ.
-(ანნა) გთხოვ მითხარი გუშინდელ დღეზე ყველაფერი,ვინ იყო ის ბიჭი და რა უნდოდა ჩვენგან.
-(დამიანი) ამაზე დღეს ნუ ვილაპარაკებთ პრინცესავ გთხოვ.ბიჭმა კიდევ ერთხელ ჩაიხუტა გოგონა,ეგონა სიზმარში იყო და არასდროს გაიღვიძებდა.
-(ანნა) გთხოვ ხვალ საღამოს ვივახშმოთ,მე შენ ლიდია და ელისონი,დიდიხანია მეგობრებთან დრო არ გამიატრებია.
-(დამიანი) კარგი როგორც შენ გინდა.
.......................................................................................................
ანნამ წყალი გადაივლო და აბაზანიდან გამოდიოდა როცა მოახლე ბონი დაადგა თავს.
-(ანნა) ბონი? რა ხდება? შეიცხადა გოგონამ და პირსახოცი თმაზე შეისწორა.
-(ბონი) ერთი კვირით წასვლა მინდა ჩემს ოჯახთან თუ შეიძლება.მოწყენილად თვქვა ბონიმ.
-(ანნა) ბონი ხომ იცი როგორ მიყვარხარ და ოჯახის წევრად გთვილი,როცა გაგიხარდება მაშინ წადი და მოდი.ოღონდ სულ არ დაგვტვო.გოგონამ გაუიღიმა და მოეხვია.
-(ბონი) კარგი ჩემო გოგოვ.ბარგი მზად მაქვს და ტაქსით წავალ ავტობუსამდე.
-(ანნა) თვითფრინავით რატომ არ მიდიხარ?
-(ბონი) მაგდენი ფული არ მაქ.მოწყენილად თქვა ბონიმ
გოგონა თავის საწოლთან მივიდა და ჩანთიდან რაღაც ბლოკნოტი ამოიღო კალმით რაღაც დაწერა.მოხია და ბონის გადასცა.
-(ანნა) აი შენ ეს ფული და თვითფრინავით წადი,თან საჩუქრებიც წაუღე პატარებს.
-(ბონი) არა,ვერ გამოგართმევ ჩემო გოგოვ.
-(ანნა) თუ არ გამომართმევ დავხევ იცოდე.გოგონმ მკაცრად აუფრიალა ფურცელი და ხელში მიაწოდა.ბონიმაც მადლობა გადაუხადა და გავიდა ოთახიდან.
ანნამ პირსახოცი მოიძრო,ცოტა შეიმშრალა და ყავისფერი ატლასის პიჟამო ჩაიცვა.დამიანი ნელა მიაბიჯებდა ანნას ოთახისკენ.
-(დამიანი) პრინცესავ მე ცოტახანი უნდა გავიდე.თქვა და ანნას ტანწერწეტა სხეულს შეხედა.
-(ანნა) კარგი რა! ბონიც წავიდა და მარტო რა გავაკეთო ამხელა სახლში?
-(დამიან) კარგი დავრჩები და რომ დაგეძინება მერე წავალ.ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
ბიჭი გოგონას მიუახლოვდა და სველი თმა ხელებში მოიქცია.ძალიან ლამაზი ხარ
გოგონა რატომღაც უკან დაიწია,ბიჭი კი უფრო უახლოვდებოდა,ბოლოს გაბედა დამიანმა და აკოცა.გოგომ ცოტა დაიმორცხვა მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია.
-(დამიანი) არ მეგონა თუ ოდესმე შევძლებდი შენი ტუჩებით დატკობას
-(ანნა) მოხარული ვარ,გოგონამ გაიცინა და ბიჭის მკლავებიდან თავის დაძრომა გადაწყვიტა,მაგრამ ამაოდ.ბიჭს მჭიდროდ ყავდა დაჭერილი და არსად უშვებდა.გოგონა საწოლზე დაემხო და ბიჭიც მიჰყვა.
-(დამიანი) ეს ნაზი სხეული როგორ მაგიჟებს.უთხრა და მის ტუჩებს ისევ დაეწაფა.
დამიანი გადაწვდა საწოლის გვერდით მდგარ ნათურას და ჩააქრო.
....................................................................................................................................
უკვე დილა იყო როცა დამიანს თვალები დაჭყეტილი ქონდა და მძინარე ანნას თმაზე ეფერებოდა,გოგონაც შეიშმუშნა და სწრაფი რეაგირება მოახდინა დამიანსი შეხებაზე.
-(დამიანი) გაიღვიძე პრინცესავ თორემ დაგაგვიანდება სკოლაში.
-(ანნა) არ მინდაააა! ბუზღუნით წამოყო თავი და მერე ბალიში დაიფარა.
-(დამიანი) მე წავედი,საქმე მაქვს პატარა მანქანას დაგიტოვებ და იმით წადი სკოლაში.
-(ანნა) კარგი ხო.თქვა და დამიანის კოცნას,კოცნით უპასუხა.
ბიჭი წამოდგა უცბად გადაიცვა და ოთახიდან გავიდა.



№1  offline წევრი -tiko))

Pirveli vaaarrr... magaria da male dadeee sul veliii
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი † mariami †

Au magari xar ai dzan momewona kide kai damians araferi damarte tore chemi xelit mogklavdi :D gagrdzele da male dade moutmenlad velodebi

 


№3  offline წევრი Lydia

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ <3 :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent