შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 14


10-05-2015, 00:12
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 413

ბუნება მთელი თავისი ძალით უტევდა ჯადოქრულ სამყაროს. ისე გამეტებით წვიმდა გეგონებოდა საცაა ცა ჩამოიქცევაო. ხის ტოტები უხეშად ეხეთქებოდნე ფანჯრის მინებს. მათი ყოველი მსგასი ქმედება შიშის ზარს მცემდა. ეს ღამე ალბათ ყველაზე საშინელი იყო ჩემთვის, იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეს კიდევ გასტანდა. საწოლის კუთხეში მოვიკეცე.მთლიანად ავკანკალდი,ჩემი სხეული გათბობას ვერაფრით ახერხებდა .მალფოის გადავხედე მშვიდად იყო. მგონი არც არაფერი არ აწუხებდა, ჩემგან განსხვავებით.ბიჭმა ჩემი მზერა იგრძნო, მილულული თვალები ნელა გაახილა და ინტერესეთ დამიწყო ყურება.
-რაღაც ცუდად გამოიყურები-თავისი საფირმო ღიმილით მომმართა მალფოიმ.
-კკკაა..რგიიი ერრთი. არ მინდოდა ავკანკალებულიყავი, მაგრამ მაინც გამყიდა ხმამ.
_რაო ხო არ შეგცივდა? თუ შეგეშინდა?გამარჯვებულის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-მმოოო..კეტე იდიიი..ოტოო.-მალფოი კიდევ უფრო გააართო ჩემმა პასუხმა.
-ლააა..მიიი სააა გავიიი ყიინოო,შეენ კიიი..დეე დამცინი. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.ბიჭმა ერთ წერტილში დაიწყო ყურება. მერე უცებ მომიტრიალდა.
-ჩემთან გადმოდი.დასერიოზულდა მალფოი.
-არამგონია კარგი აზრი იყოს. უხეშად ვუპასუხე.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.თან ერთად თბილად ვიქნებით. ეშმაკურად გაიღიმა ბიჭმა.
-სისულელებს შეეშვი.
-მაშინ შენ კანკალი შეწყვიტე თორემ ვერ ვიძინებ.გაღიზიანდა ბიჭი.
მხარი ვიცვალე, რომ მისი სიფათი აღარ დამენახა,მაგრამ კანკალს მაინც ვერ ვწყვეტდი.კიდევ უფრო მეტად შემომიტია ყინვამ.ვგრძნობდი როგორ ვითოშებოდი ნელ-ნელა.დიდხანს ვიწრიალე საწოლში.ყველა ხერხით ვცადე გავმთბარიყავი,მაგრამ უშედეგოდ. ქარიშხალი კი არ ცხრებოდა. წვიმაც აშკარად არ აპირებდა შეჩერებას....მალფოი საწოლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა. დრო ვიხელთე და მის საწოლში მოვთავსდი, ისეთი თბილი იყო ძალითაც ვეღარ ამაგლეჯდა იქედან.
-სიურპრიზიც ასეთი უნდა,აბა შენთან არ გადმოვალო. -ეშმაკურად აუციმციმდა ბიჭს თვალები.
-და ვინ გითხრა რომ შენც აქ იძინებ. მალფოიმ ავად დააკვესა თვალები.
-მაგასაც ნახავ. მოვიდა და ურცხვად შემოძვარა საბნის ქვეშ.
-შენ რა გააფრინე? ვინმემ რომ დაგვინახოს?
-მე არ მადარდებს.უდარდელად აიქნია ხელი მალფოიმ და საწოლში გასწორდა. გადასვლა ნამდვილად არ მინდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დილით გაყინულს მიპოვიდნენ.
მალფოის სითბომ და სურნელმა თავბრუ დამახვია.ახლა ნამდვილად მივხვდი რატომ გიჟდებოდა მთელი სლიზერინის მდედრობითი სქესი მასზე.მგონი ეს ბიჭი მოსიარულე ამორტენზიაა. მალე ჩამეძინა.ძილში ვგრძნობდი,როგორ ნაზად მიმიზიდა თავისკენ, როგორ მეფერებოდა თმაზე და თავის ცხელ,რბილ ტუჩებს შუბლზე მადებდა.ჩემი გონება ეწინააღმდეგებოდა მის ქმედებას,მაგრამ სხეული უძლური იყო.ვცადე თავი დამეღწია,მაგრამ ბიჭი მაგრად ჩამბღაუჭებოდა და გაშვებასაც არ მიპირებდა...
დრაკო
საშინელი ღამე იყო,მაგრამ იმდენი საშინელება მინახავს, ჩემი არც თუ ისე ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე,რომ ეს აღელვებადაც კი არ ღირდა.იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი მასზე,საცოდავად მოკუნტულიყო საწოლის კიდეზე და ყინვასთან გამკლავებას ცდილიბდა.მე სიცივე არ მაწუხებდა,ამიტომ ჩემთან გაფმოსვლა შევთავაზე. ცივი უარი მივიღე.
...საპირფარეშოდან დაბრუნებულს გოგო ჩემს საწოლში დამხვდა,მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი.მალე ჩაეძინა.ნაზად მოვიზიდე ჩემსკენ და ჩავიხუტე.არ მინდოდა შესცივნოდა. პირველად ვიყავი მასთან ასე ახლოს.მის გულის ცემასაც კი ვგრძბობდი,მისი სუნთქვა ყელზე მელამუნებიდა და ჭკუიდან მშლიდა.ნეტა რას ვფიქრობდი საწოლში რომ ვიწვენდი.გოგო ნაზაად ცდილობდა ჩემი მკლავებიდან თავის დაძვრენას.მე კი, მისი ყოველი უსუსური მოძრაობისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მსგავსი გრძნობა არასოდეს მქონია,მგონი ზიბინი მართალი იყო.ეს პატარა,სუსტი არსება ნელ-ნელა მთლიანად ეპატრონებიდა ჩემს გულს.არც მე ვიყავი დიდად წინააღმდეგი.
..დილით მალფოისთან ჩახუტებულს გამეღვიძა.რაც აქ ჩამოვედი ასე მშვიდად და კარგად არ მძინებია.მალფოი ჩემზე კარგად მოქმედებდა.ღმერთო ჩემო,მალფოი ვინმეზე კარგად მოქმედებს?თან ჩემზე?მგონი რაღაცას ვურევ..
ბიჭს შევხედე.ძილშიც კი ცხვირი ჰქონდა აბზუებული,ქერა თმა სახეზე ჩამოყროდა და თვალებს უფარავდა,ნეტა ამას ყოველთვის ასე მშვიდად სძინავს?საწოლიდან ადგომა დავაპირე.მართალია ჯერ გაკვეთილების დაწყებამდე ადრე იყო, მაგრამ ოთახშიც ხომ უნდა შემევლო.წამოვიწიე თუ არა მალოიმ უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე.ესღა მაკლდა.მგონი მისგან თავის დაძვრენა არც ისე იოლი იქნება.კიდევ რამდენჯერმე გავიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ.ბიჭი იმაზე ძლიერი აღმონდა ვიდრე მეგონა.
-რატო ვერ ისვენებ?თვალები ჭყიტა ბიჭმა.
-იქნებ კეთილი ინებო და გამიშვა.
-არა იყოს.ასეც კარგად ვარ.ეეშმაკურად ჩაიღიმა ბიჭმა.
-მალფოი მაგვიანდება.
-დილის 6 საათზე სად გაგვიანდება?
-გამიშვი თორემ დაგარტყავ.
ბიჭმა პასუხად გაიცინა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო.-არ წახვიდე.
-სადაცაა მადამ პომფრი მოვა . მალფოიმ ნელა შემიშვა ხელი,ისე თითქოს გაშვება არ უნდოდა. სწრაფად წამოვხტი,პლედი მოვიხვიე და გრიფინდორის ოთახისკენ გავემართე.კარში ჩემი ფისო დამხვდა.ამ არეულობაში სულ მიმავიწყდა მისი არსებობა.გოგონების ოთახისკენ ავიღე გეზი.ჯინი უკვე ამდგარიყო და თავს იწესრიგებდა.ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.
-აბა რა ქენით?
-რა უნდა გვექნა?გავიკვირვე მე.
-ოფფ ვითომ ვერ ხვდები.
-ჯინერვა მგონი მე და შენ ყველაფერი გავარკვიეთ.მკაცრი ტონით მივმართე გოგოს.
-კარგი ჰოო.შენგან ხო ვერაფერს გაიგებს კაცი.
საუზმეზე ყველა გუშინდელ ღამეზე ლაპარაკობდა.
-ასეთ საშინელ ქარიშხალს ნამდვილად არ ველოდი.ლაპარაკი წამოიწყო ჰარიმ.
-ჩვენ კიდევ არაფერი.აბა ანას კითხე თან ქარიშხალი,თან მალფოის იდიოტი სიფათი.-რა ქნა მალფოიმ?საწოლის ქვეშ შეხვრა?აყროყინდა რონი.
-არა სხვათაშირის, ნერვიც კი არ შეტოკებია.რონმა წარბები მაღლა აზიდა და ჰარის გადახედა,ჩემმა ნათქვამმა იმდენად გააკვირვა რომ ჭამაც კი შეწყვიტა.
ლანჩამდე მინერვამ დამიბარა.ზოზინით მივდიოდი მისი კაბინეტისკენ.ნეტა ამჯერად რაღა უნდა?კარი ნელა შევაღე.მინერვა თავის ადგილას იჯდა.ასაკის მიუხედავად ეს ქალი ყოველთვის შეუდარებელი იყო.
-დაბრძანდით მის ბლექ.თბილად გამიღიმა ქალმა.
-მისტერ მალფოის მდგომარეობის გასაგებად დაგიბარეთ.როგორ არის?
-კარგად არის,მაგრამ სიცხე ისევ აქვს,ალბათ კვირიბ ბოლოს უკეთ იგრძნობს თავს.
-ძალაინ კარგი.ქარიშხალმა ხომ არ შეგაშინათ მის ბლექ?
-არა.საეთოდ არაფერი გამიგია.უაზროდ ვიცრუე.ქალმა გამიღიმა და მანიშნა წადიო.
დერეფანი ცარიელი იყო.ალბათ ყველა სასადილოდაა წასული.დერეფნის ბოლოს კუთხეში სლიზერინელი გოგონები შეკრებილიყვნენ და რაღაცაზე ცხარედ მსჯელობდნენ,როგორც კი მივუახლოვდი ყველა მათგანმა თავი ჩემსკენ მოატრიალა.მალფოის ახალი გოგო წაიჩურჩულა შავთმიანმა დაბალმა გოგომ,არ ვიცოდი ვინ იყო.“მალფოის გოგო?“ ეს რაღაც ახალი.გამჭოლი მზერა ვესროლე ფრაზის ავტორს.გოგო სირცხვილისგან გაწითლდა, არ იცოდა სად დამალულიყო.ძალიან კარგი ისწავლის ჭკუას.
შელოცვები მქონდა.სწრაფად შევედი კლასში ყველა ჩემი მეგობრის გვერდით ადგილი დაკავებული იყო.პირველად მომინდა მალფოი აქ ყოფილიყო.უკმაყოფილოდ დავებერტყე თავისუსფალ მერხზე და უაზრო მზერა მივაპყატი სივრცეს.ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა:ძველი სკოლა,მეგობრები მშობლები,ჩამოსვლის პირველი დღე...თითქოს ჩემი ქვეცნობიერიც გაურკვევლობაში იყო.რაც აქ ჩამოვედი ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ და რა მინდა.ფაქტია რომ შევიცვალე,მაგრამ რამ და რატომ შემცვალა არ ვიცი ადრე ასეთი ჩაკეტილი არ ვიყავი.ჩემ ერთადერთ მეგობრად კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,სხვებისთვის იდიოტი,ამპარტავანი და საძაგელი მალფოი მიმაჩნდა.ნეტავ რომელიმე მათგანს თუ მაინც ესმოდა მისი, მალფოი დამღასთან ერთად უზარმაზარ ტკივილს ატარებდა,რომელზეც ერთხელაც არ დაუწუწუნია. ისე მომინდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, ლამის შუა გაკვეთილიდან წამოვხტი ,მაგრამ თავი მოვთიკე და ფანჯრის მინაზე მოსრიალე წვიმის წვეთებს დავიწყე ყურება.......

პს ვინც კითხულობთ ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ან რამეს ხომ არ შეცვლიდით,ან როგორ განავითარებდით მოვლენებს.მადლობა დიდი :*



№1  offline წევრი Khaleesi

რა უნამუსოდ დიდი ინტერვალებით დებ? მაგრამ არაუშავს კარგი თავი იყო და მიპატიებია

 


№2  offline წევრი sa sa .)

ცოტა მაკლდა აფეთქებამდე :D კიდევ კარგი რომ დადე.... კარგი თავი იყო მაგრამ ასე აღარ გაწელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent