შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი (მეორე ნაწილი)


10-05-2015, 16:19
ავტორი salomee
ნანახია 4 363

-არ მჯერა რო ამდენი წლის მერე ისევ შეხვდით! - აღშფოთებული იყო ანო.
-რა აზრი აქვს?? ცოლი ყავს და შვილიც. და არ ვაპირებ ცოლ-შვილიანი ადამიანი მიყვარდეს! - სახეზე ხელები ავიფარე მე.
-შენ როგორ ხარ? - ფრთხილად მკითხა სალომემ.
-მე? მე საერთოდ არ ვარ. ბოლო რვა წელია ხშირად მაქვს ასეთი სიტუაცია, როცა უბრალოდ არ ვარ. ვიღვიძებ, მივდივარ სამსახურში, ვზივარ, ვჭამ, ვკითხულობ, ვუსმენ, ვწერ, მაგრამ არ ვარ... აი მაგალითად, დღეს არ ვარ. არც ვიცი როდის დავბრუნდები. თითქოს ვერაფერს ვგრძნობ...
-არ შეიძლება ასე რა! - შეწუხდნენ ჩემი გოგოები.
-მგონია, რომ სხვისი შეყვარება არ შემიძლია. მგონია სხვას ვერ ვაკოცებ. ვერ შევეხები საერთოდ. მან შეძლო. მე ვერ ვიქნები მასსავით ძლიერი. ჩემში კიდევაა ემოციები...იმ წარმოსახვითი სიყვარულიდან.
-წარმოსახვითი სიყვარული ცხრა წელი არ გრძელდება კატო. - ამოიოხრა სალომემ და თავზე ხელი გადამისვა.
-ხომ შეიძლება აღარ მიყვარდეს და აღარ მენატრებოდეს? - ბოლოს ვეღარ გავუძელი მე და სწრაფად გავვარდი სააბაზანოში.

***
ვიცოდი მოვიდოდა. ოღონდ მოვიდოდა არა ჩემთან, უკვე თავის ოჯახთან ერთად. არ ვიცი, როგორ ვუძლებდი ამდენს.
კარზე დააკაკუნეს. ღრმად ამოვისუნთქე და ჩემს თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რაც შემეძლო წყნარად გავძახე მობრძანდით-მეთქი და მხრებში გავსწორდი. კარი გაიღო და სანდრო, ანა და ანდრეა შემოვიდნენ.
ანდრეას ვუყურებდი და თითქოს სხვანაირი სიცოცხლე მოქონდა. რაღაცას მახსენებდა. დიდი ხნის წინათ დაკარგულს და ძვირფასს.
-გამარჯობა. - მომესალმა ანა.
-გამარჯობა. - გავუღიმე მეც.
-აღარც სიცხეები აქვს, არც ახველებს და არაფერი საერთოდ. მგონი მორჩა. - თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი ნაკაშიძემ.
-ხო, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. ალბათ ცოტა წამლებს კიდევ გამოვუწერ. - ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და ანდრეასკენ წავედი, რომ გამესინჯა. - რა ძლიერი ბიჭი ხარ! - გავუღიმე ანდრეას. - მართალია ყველაფერი დაუწყნარდა, მაგრამ რომ არ შეუბრუნდეს გამოგიწერთ კიდევ რაღაცებს.
-როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. - თავაზიანად მითხრა ანამ. რა კარგი გოგოა. სხვანაირს არც მოიყვანდა სანდრო ნაკაშიძე. ამის გაფიქრებაზე რაღაც საოცრად მეტკინა. უცებ გამოვწერე რაც საჭირო იყო და ანას გავუწოდე.
-ნახვამდის და დიდი მადლობა. - დამემშვიდობა სანდროს ცოლი და კარისკენ წავიდა. ნაკაშიძე არ განძრეულა. ისევ ამღვრეული მიყურებდა. - სანდრო, აღარ მოდიხარ? - კარიდან დაუძახა. ნაკაშიძემ ერთხელ კიდევ მომავლო მზერა, მერე ნახვამდისო და ისიც კარისკენ წავიდა.
***
-რას შვრები კატუსი? - გადამკოცნა დაჩიმ.
-ეხლა მოვდივარ სამსახურიდან. - უღიმღამოდ ვუპასუხე მე. - შენ?
-რავი. შენ ცოლად აღარ უნდა გამომყვე? - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ნატროშვილმა.
-რა კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ. - გავუღიმე მეც.
-შენ წარმოიდგინე და საერთოდ არ ვხუმრობ. - სახე აელეწა დაჩის.
-კაი წავედი რა, ძაან დაღლილი ვარ.

-დეე, მოვედი. - შემოსასვლელიდან გავძახე ლიკას, რომელიც სავარაუდოდ ტელეფონზე დაქალს ელაპარაკებოდა.
-მოდი დე. - მიპასუხა და ისევ ტელეფონზე გააგრძელა საუბარი. - ხო ნატა, ვერ წამოვალ რა. ვერ დავტოვებ მარტო კატოს. კაი. გკონით.
-სად არ მიდიხარ ლიკა? - გავბრაზდი მე.
-არსად დე, გოგოები მიდიან რესტორანში და.
-ეხლა შენ ადგები, რამე ლამაზ კაბას ჩაიცვამ და წახვალ, გასაგებია?!
-კატო, არ მინდა მარტო დაგტოვო. - თავის აზრზე რჩებოდა დედაჩემი.
-რატო 5 წლის ვარ? - უფრო ვბრაზდებოდი მე.
-არა. შენ არ ერთობი კატო, არსად არ დადიხარ! ჩააკვდი ჯერ სწავლას და მერე სამსახურს! შეყვარებულიც კი არ გყავს 26 წლის გოგოს! და როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი ნორმალურია?!! ყოველდღე გიყურებ და არ ვიცი რა გავაკეთო. უბრალოდ არსებობ! შენს ცხოვრება ნორმალური გგონია?! რაც იმ ბიჭს დაშორდი, ვერ გცნობ. და როცა ასეთი ცოცხალ-მკვდარი შვილი მყავს სახლში, მე წავიდე და გავერთო?! - ყვიროდა ლიკა.
-უბრალოდ წადი, კარგი? - მშვიდად ვთქვი მე და დედაჩემს მზერა ავარიდე. - ჩემი ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ შენც ყველაფერზე უნდა თქვა უარი, გაიგე?
-ვერა, ვერ გავიგე და ვერც გავიგებ, ყოველ წუთს რატომ ინგრევ ცხოვრებას.
-არ ვინგრევ. - ძალაგამოცლილმა ვუთხარი და ჩავეხუტე. - მინდა რომ წახვიდე. დაურეკე ნატას და უთხარი რომ მიდიხარ.
-კარგი. - დამთანხმდა ბოლოს. - შეჭამ?
-არა მეძინება. წავალ დავწვები. - ძლივს გავუღიმე და ჩემი ოთახისკენ გავლასლასდი.


***
-ლიკა გაგიჟებულია. გოგო შენ დედაშენი მაინც არ გეცოდება?
-რა გინდა ანო?! - მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები.
-დღეს მივდივართ კლუბში და მორჩა. - კატეგორიულად მითხრა ჩემმა დაქალმა.
-რა კლუბი?! გადაირიე? ეხლა იქ მაყურებინე საოცარი მოძრაობების მქონე ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ვინ და რა უნდათ და დამაყრუე.
-არ მაინტერესებს! მოდიხარ და ვსო.
-ვაი. - ამოვიოხრე მე და ტელეფონი გავთიშე. ეს გოგო არ შეიცვლება რა.
სამსახურის მერე სახლში გავიარე. ჯინსი უცებ ამოვიცვი და ჩემი იასამნისფერი ზედა ვერაფრით ვიპოვე. მთელი კარადა გადმოვალაგე და უცებ რაღაცამ გამკრა. ჩემი მიკიმაუსებიანი ზედა. როგორ ეცინებოდა სანდროს ამ ზედაზე. რატომღაც ჩაცმა მომინდა, ხოდა მეც ავდექი და ჩავიცვი.
ლიკას ისე უხაროდა რომ მივდიოდი, ჭკუაზე არ იყო. წარმოიდგინეთ დედა, რომელსაც უხარია, რომ შვილი კლუბში მიდის. რა უცნაურია, გაგიჟება შეიძლება:)
კლუბში შევედი და გამობრუნება მომინდა. ეხლა რომ წავსულიყავი, ანო არ მაცოცხლებდა. მალე ვიპოვე ჩემი გოგოების მაგიდა.
-რას შვრებით? - გადავკოცნე ანო და სალომე და მოცეკვავე ხალხს გავხედე. - ეს ბანკეტის კაბებით ცეკვა ძაან უსწორდებათ? - გამეცინა მე.
-ვაიმე კატო, უკან არ გაიხედო. - სახე დაძაბა სალომემ.
-რატო? ვინ არი?
-სანდრო, ოთო და მაგათი ძმაკაცები. - სანდროს მერე არავინ გამიგია. სახეზე მიტკლისფერი დამედო და ნერვიულად ამიკანკალდა ფეხი.
-აუ, რა გოგოები! - ოთოს ხმა მომესმა ზურგს უკან და სიკვდილი ვინატრე. ოთომ გადაგვკოცნა და ჩვენს მაგიდასთან გელოდებითო.
-იმედია ეხლა ნერვებს არ მომიშლი და არ აჩვენებ სანდროს, რომ კიდე სიგიჟემდე გიყვარს. - გადმომჩურჩულა ანომ. მეც თამამად წამოვდექი. კიდევ კარგი ნაკაშიძის გვერდით არ მომიწია დაჯდომა, თორე გულიც დამარტყამდა.
-რას შვრებით, მოყევით ეხლა. - ენერგიულად გვთხოვა ოთომ.
-რავიცი ოთო. ნინი როგორ არი?
-მეორეს ველოდებით.
-ვაიმეე, რა მაგარია! - გადაირია ანო.
ვგრძნობდი სანდრო თვალს არ მაშორებდა. მოცეკვავეებს გავხედე ისევ. ვიღაც ბიჭმა თვალი ჩამიკრა. მეც უცებ ცეკვა მომინდა. ავდექი. სალომემ ხელზე დამქაჩა სად მიდიხარო. საცეკვაოდ-მეთქი მოკლედ ვუპასუხე და გოგოების გადმოკარკლული თვალები დავაიგნორე.
წამებში ყინულივით ცივი ხელი შემეხო მკლავზე. გამაჟრიალა. სწრაფად მივტრიალდი. ზუსტად ვიცოდი ვინც იყო და მისი დანახვა არ გამკვირვებია.
-უნდა ვილაპარაკოთ. - ჩამჩურჩლა ყურში და თავისკენ დამქაჩა.
-მელაპარაკე მერე. - ცეკვა შევწყვიტე და ჩემს მკლევებზე მოჭერილ მის ხელებს დავხედე.
-აქ არა. - მოკლედ მომიჭრა და გასასვლელისკენ წამიყვანა. - ყველა გინდა რო მაცემინო?!
-ვინ ყველა? - გამიკვირდა მე.
-ყველა. - წარბი აწია და გადმომხედა.
-სანდრო რა გინდა? - მოუთმენლად ვკითხე. მზერა ჩემს ზედაზე გადაიტანა და გაეღიმა.
-ეს ზედა.
მერე გამახსენდა ჩემი მიკიმაუსებიანი ზედა და სახეზე ცეცხლი მომეკიდა.
ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამეხუტა. რამდენი ხანი წარმოვიდგენდი ამ ჩახუტებაზე ღმერთო.
-ძალიან მენატრებოდი.
მინდოდა მეთქვა მეც-მეთქი, მაგრამ მერე ნაკაშიძის ოჯახი გამახსენდა და სწრაფად მოვიშორე.
-ეხლა არაფერს არ აქვს აზრი სანდრო. შენ ცოლი გყავს და შვილიც.- ძლივს ვთქვი და თვალები ამემღვრა.
-რა? - თავიდან გაოცებულმა გამომხედა, მერე სიცილი აუტყდა. 8 წელიწადში გაგიჟებაც მოუსწრია))))) - ანა ჩემი ბიძაშვილის გიორგის ცოლია და ანდრეა მათი შვილი. გიორგი მივლინებაშია წასული და მე ვხედავ ანას და ანდრეას.
გამეხარდა. ეგოისტურად. ალბათ, ახლა მარტო რომ ვყოფილიყავი, ხტუნვას დავიწყებდი სიხარულისგან. ამის ნაცვლად
-გვიანია სანდრო. ძალიან გვიანი.
კლუბში შევბრუნდი. ჩემს ჩანთას ხელი მოვკიდე, ყველას დავემშვიდობე და სახლში წავედი. ამდენის გაძლება უკვე შეუძლებელი იყო.


***
დიდი მადლობა ყველას!



№1  offline წევრი 4-ever

მართლა კაია ყოჩაღ მაგრამ ესე არ დაასრულო, ერთად დატოვე :-* საღოლ

 


№2  offline წევრი yvavi

აუჰ.
კაი რაა.
რა პატარა იყო.

 


№3  offline წევრი salomee

4-ever
მართლა კაია ყოჩაღ მაგრამ ესე არ დაასრულო, ერთად დატოვე :-* საღოლ

yvavi
აუჰ.
კაი რაა.
რა პატარა იყო.

მადლობა გოგოებოო,რომ კითხულობთ! 12ის მერე დავდებ დასასრულსს

 


№4  offline წევრი ninee

kaiaaa daa gaagrdzrlee :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent