შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი (დასასრული)


11-05-2015, 00:05
ავტორი salomee
ნანახია 4 427

-სანდრო შემეშვი! - ვეხვეწებოდი ნაკაშიძეს, რომელიც სამსახურიდან გამოსულს კუდში მომყვებოდა.
-ნწ. - თავი გააქნია მან.
-რა გინდა მაინც ვერ გავიგე?
-შენ. - მოკლედ გამცა პასუხი.
-ოხხ. - მისი პირდაპირობით გავოცდი მე.
-რა ქენი ისე, აიღე ოქროს მედალი?
-შენ იყავი. - თვალები დავიწვრილე და ის დღე გამახსენდა ფიზიკის მასწავლებელზე რომ ვჯუჯღუნებდი. და მეორე დღეს, სულ შემთხვევით, რომ მაყოლებდა ის ქალი ათიანს.
-აბა შენ დაჩი გეგონა, ნატროშვილი? - დამპლურად გამიღიმა. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ტელეფონმა დაურეკა.
-ხო. ღადაობ??? მოვალ შე**მა. - მერე მე მომიბრუნდა. - წავედი. ჭკვიანად. - სწრაფად, მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე და წავიდა.


***
კაბინეტში ვიჯექი და ახალ პაციენტს ველოდებოდი. კარზე დააკაკუნეს და წამებში სანდრო ნაკაშიძე ამესვეტა წინ.
-პაციენტს ველოდები და სანდრო გთხოვ წადი. - ანერვიულებულმა ვთხოვე და წყალი მოვსვი.
-მე ვარ პაციენტი. - სრული სერიოზულობით განმიცხადა და ჩემს წინ სკამზე დაჯდა.
-მე პედიატრი ვარ სანდრო, და არა 28 წლის ადამიანების ექიმი.
-შენი სიყვარულით ვარ ავად და მიმკურნალე რა. - თვალებში მიყურებდა და ნაკვთი არ უტოკტებოდა სახეზე. მე თვალები ცრემლებით ამევსო. ფეხზე ავდექი და ფანჯარას დავეყრდენი.
-მთელი დღეები ვაკვირდები საკუთარ თავს უშენოდ, და მიკვირს, რანაირად შემიძლია გადაგიტანო. სიყვარულიდან ისე უცბად აღმოვჩნდი სიცარიელეში, რომ გონზე როცა მოვედი, არც ერთი ემოცია აღარ მქონდა... არც გრძნობები, არც განცდები. ასე გამოფიტულმა და ცარიელმა გავაგრძელე არსებობა. ნელ-ნელა ვეგუებოდი უშენობას... იცი ყველაზე საშინელი შეგრძნება რა იყო? დილით მობილურს რომ დავხედავდი იმ იმედით, რომ შენი ერთი მესიჯი მაინც დამხვდებოდა, მაგრამ აქაც სიცარიელე...ახლა აღარ ვდებ ტელეფონს ბალიშის ქვეშ და ვიღაცისგან მოსულ მესიჯსაც ისევე გულგრილად ვხსნი. - ბოლო სიტყვებზე ისტერიული ტირილი ამიტყდა და სახეზე ავიფარე ხელები. წამებში მოვიდა ჩემთან და ხელები სახიდან ჩამომაღებინა.
-როგორ ძალიან მიყვარხარ და როგორ ვერასოდეს მოვიტანე შენამდე ჩემი სიყვარული. ალბათ იმიტომ, რომ ბუნებაში არსებული ათასობით სიყვარულიდან, არის ერთი, რომელიც მხოლოდ გულით უნდა ატარო და არასოდეს თქვა. - მეხუტებოდა და მონოტონურად მკოცნიდა თავზე. მაინც, როდის მოვასწარი მისი ასე შეყვარება?!
-იცოდი, რომ გეჩვეოდი და მაინც, არ გამაფრთხილე დასასრულისთვის. - ძლივს ვთქვი და მთელი ძალით მოვუჭირე ხელები მაისურზე.
-მიყვარხარ. - ყურის ქვეშ მაკოცა ნაკაშიძემ.
-გემუდარები წადი. ძალიან ცუდად ვარ. წადი, გთხოვ. არ შემიძლია ამ ყველაფრის გადატანა.
-კატო...
-გეხვეწები.. - ბოლოჯერ მაკოცა თავზე და კარისკენ წავიდა.
იმ დღეს სამსახურიდან გავთავისუფლდი.


***
-ერთი ადამიანისთვის მართლა ზედმეტია ეს ყველაფერი. - მის კალთაში დადებულ თავზე მეფერებოდა ანო.
-მე აღარ ვიცი უკვე რამდენს შევძლებ, რომ გავუძლო. მიმატოვა, აუხსნელად, დაუფიქრებლად და ასე უცებ ყველაფერი ვაპატიო?? ვერ შევძლებ. ხანდახან მგონია, უბრალოდ გული გამისკდება და ყველა დაისვენებს.
-ეგ აღარ თქვა! - მკაცრად მითხრა სალომემ და ყავის ჭიქა მომაწოდა.

***
მაისი იყო. 18 რიცხვი. ძალიან მაგარი ამინდი იყო და მეც პეკინიდან ფეხით გავისეირნე. ჩემს კორპუსთან შევუხვიე. იქვე ბევრ ბიჭს მოეყარა თავი. სიცილი მეცნო. ან რა დამავიწყებდა. წამის მეასედით შევხედეთ ერთმანეთს მე და სანდრომ. იოსებიძეზე როდიდან „აბირჟავებს“ საინტერესოა.
მე უკვე სადარბაზოში შევდიოდი, ნაცნობი ხმა რომ გავიგე. მივტრიალდი.
-კატო! - საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდა დაჩი ნატროშვილი. - მე რო შენ მიყვარხარ ამდენი წელია, ყველამ იცის. მინდა რო ცოლად გამომყვე. - დამიჩოქა მან. ყველა ჩვენ გვიყურებდა. თვალებით სანდროს ძებნა დავიწყე და მალევე ვიპოვე. ისე მიღიმოდა თავდაჯერებულად, აი ზუსტად რომ იცოდა, არას ვიტყოდი და ამავე დროს თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
ნაკაშიძის თავდაჯერებულმა ღიმილმა გადაწყვიტა ჩემი პასუხი.
-კი. - დავთანხმდი მე და ძლივს გავიღიმე.
-რააააა??? - გაოგნდა ნატროშვილი და უცებ წამოხტა. ისე მოვიდა ჩემმამდე და ისე სწრაფად მაკოცა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბეჭედი გამიკეთა და სახლში ადიო. კიდევ ერთხელ მაკოცა და მეც კიბეებისკენ გავიქეცი.
არა რაზე ვფიქრობდი, მართლა არ ვიცი. ერთადერთი, რაც იმ წამს მინდოდა იყო ის, რომ ნაკაშიძე გამემწარებინა.
საშინლად მომინდა სანდროს სახის ნახვა. ავდექი და სახლში ამოსვლიდან 20 წუთში, მაღაზიაში ჩავედი.
ბიჭებს გავხედე, მაგრამ ნაკაშიძე ვერსად დავინახე. მაღაზიაში შოკოლადები ვიყიდე და გამოვბრუნდი. სადარბაზოს კარები მძიმედ გავაღე და შევედი. უცებ ვიღაცამ ოდნავ ძლიერად ამაყუდა კედელზე.
-ნორმალური ხარ???!! - მიღრიალა მან.
-სრულიად.
-არა, შენ ჩემი გაგიჟება გინდა და აშკარად კარგად გამოგდის!! - წყობიდან გამოვიდა ის. - რა დაჩი ნატროშვილი??? გადაირიე?!!! - მე ხმას არ ვიღებდი. მერე დაწყნარდა.
-ახლა რომ ვუფიქრდები, მართლა არარეალურია, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. სხვაგვარად, არ შეიძლება ადამიანს რეალურად უყვარდეს ვინმე ასე ძალიან და მისგან მაინც შორს იჭერდეს თავს. - ჩუმად ვთქვი და თავი დავხარე.
ფრთხილად შემომხვია წელზე ხელი და მთელი ძალით ჩამეხუტა. - მენატრები.


18 მაისს, საღამოს 9ის ნახევარზე, კატო გელოვანის ავადმყოფური სიყვარულის მიზეზით, ალექსანდრე ნაკაშიძემ ცოლი მოიყვანა.

***
მე მჯერა მოულოდნელი ბედნიერების.
არ შეიძლება, ყველაფერს ბრძოლა ჭირდებოდეს, რაღაც თავისითაც მოდის,
თუკი ღირსი ხარ.
ერთხელაც მიხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა.
და ეს იქნება დასაწყისი.



***
იმედია მოგეწონებათ ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!



№1  offline წევრი ninee

dzaan kargii iyoo :-*

 


№2  offline წევრი salomee

ელე♥
მოოიცაა კაცოო დაასასრულს ვერ მიიივხვდიი??? კაატო მოოიყვანაა თუუ სხვაა??? თუუ სხვააა მიისამართიი დაწერეე :დ

Kato moiyvanaaa❤
ninee
dzaan kargii iyoo :-*

Didi madlobaaaa❤

 


№3  offline წევრი kurt cobain

ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა ჰ❤❤❤

 


№4  offline წევრი salomee

kurt cobain
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა ჰ❤❤❤

Didi madlobaaaa❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent