ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 31)
თამუნას ნაამბობი: ისევ ცუდმა ხასიათმა შემომიტია... ეს ბოლო დროა დავმეგობრდით, ნუ რაც დემეტრე გავიცანი მას შემდეგ. ისევ უპასუხოდ დატოვებული კითხვები... ისევ უმიზეზოდ ატეხილი ჩხუბი... ისევ უმიზეზო ყვირილი... ისევ გაბრაზებული სახე და ხმა... ისევ... ისევ... და ისევ... ნეტა მას ეს ყველაფერი არ მობეზრდა?! დავიჯერო სულ ესეთია?! მაგრამ რა ვქნა ეს „ბოროტი“ რომ მიყვარს სიცოცხლეზე მეტად... ერთხელაც მოუწევს ყველაფრის ახსნა და ვერსად ვერ გაიქცევა ამ საუბარს! სიჩუმეს სიმღერისა და წვიმის წვეთების სინქრონული ხმა არღვევდა, ორივე ჩუმად ვიჯექით. მე ხმის ამოღებას ნამდვილად არ ვაპირებდი, აღარ მინდოდა ისევ გვეკამათა, არადა ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში. -რაზე ფიქრობ?!-უცებ დემეტრეს ხმა გავიგონე, გავხედე და მის მომღიმარ სახეს შევეჯახე. -რავიცი... არც არაფერზე... -და მაინც? რა არის ეგ არაფერი?!-ისე მეკითხებოდა არც კი მიყურებდა. -ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი... ჩემზე... შენზე... -ჩვენზე!!!-მკაცრად მომიჭრა და რაღაცნაირად გამიღიმა. -ხო ჩვენზე...-გამეცინა მის ბავშვურ საქციელზე, -და რას ფიქრობდი „ჩვენზე“ ?! -რავიცი აბა, ბევრია საფიქრალი, ძალიან ბევრი. -მაინც?! -რა არ-გამომხედა და გამიღიმა-ის თუ როგორ ვართ „ჩვენ“ ერთად, ის თუ როგორ ვუძლებთ ერთმანეთს, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ... -მაგრამ სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი! -მეც ეგ მინდოდა მეთქვა-გავუღიმე. რაღაცნაირად მესიამოვნა რომ მიმიხვდა აზრს, შეიძლება აქ გასახარებელი არც არაფერი იყო, მაგრამ მე მაინც გამიხარდა. ავტომობილი გადაიყვანა გზიდან და გააჩერა, მომიბრუნდა, მის დიდ მტევნებში მოიქცია ჩემი ერთიციდა ხელები, თვალებში ჩამხედა და გააგრძელა საუბარი. -პატარავ მისმინე! იცი რაა, სულ არ მაინტერესებს ვეწყობით თუ არა! ანუ ხასიათით, ან ქცევებით, მგონი მაგას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, აი ჩემთვის მაგას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და იცი რატომ?!-მეც უარის ნიშნად თავი გავაქანე-იმიტომ, რომ მიყვარხარ ისეთო როგორიც ხარ, ვიცი რომ მე უფრო ბევრი ნაკლი მაქვს ნუ შენთან შედარებით-გაიცინა და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი-აქ იცი რასაც ვგულისხმობ... მთავარია რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... არ ვიცი, იქნებ და ჩემი საქციელი საერთოდ სხვა რამეს ამბობს, მაგრამ იცოდე რომ ჩემზე მეტად არავის არ უყვარხარ, ვიცი რომ გაბნევ, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ ხომ იცი რომ ძალით არ ვიქცევი ასე... მე ამას ვუწოდებ სიყვარულს, როცა როგორც შენ ამბობ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთად ვართ და „ჩვენ“ გვქვია „ჩვენ“!!! -მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობ... -მაბედნიერებ, უბრალოდ მაბედნიერებ!!!-ნაზად შეახო მისი გავარვარებული ტუჩები ჩემსას, ნელა მომშორდა, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა-რომ არ შევეფერებით ერთმანეთს ამიტომაც ვართ საუკეთესო წყვილი დედამიწის ზურგზე!!! -მიყვარხარ!-ამოვიჩურჩულე და დავიხარე, ნაზად შევახე ტუჩემი კისერს, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა, ჩემდაუნებულად გამეღიმა. -გამიმეორე! -რა გავიმეორო?!-სერიოზულად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. -რადა რაც თქვი.... და ნუ რაც გააკეთე ეგაც!-მაცდურად გამიღიმა. -ნუ მაიმუნობ დემეტრე!!!-ვითომ დავტუქსე ჩემი „ბოროტი“ -მე ვმაიმუნობ გოგო?!-გაკვირვებულმა საჩვენებელი თითი მიიბჯინა გულ-მკერდზე-მე თუ შენ?! -მე არაფერსაც არ ვმაიმუნობ!!!-ცხვირი ავიბზუე და გავუცინე. -არა კაცო რას ლაპარაკობ სულ არ მაიმუნობ-გამიცინა მანაც, უცებ წელზე ხელი შემიცურა და მისკენ მიმწია-უკვე მერამდენეჯერ გიმეორებ რომ ამისათვის დაისჯები პატარა ქალბატონო.!!! -არაფერიც-ხელები მის კისერზე მოვათავსე და გავუცინე. -თამუნა ნუ მაიმუნობ თქო და ნუ მიწვევ! -მე გიწვევ?!-არ ვაპირებდი გაჩერებას, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ცუდად დამიმთავრდებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ დემეტრე არასდროს არ მავნებდა და არ მატკენდა გულს... მინდოდა მისთვის ნერვები მომეშალა და წყობიდან გამომეყვანა, რაც ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივად გამომდიოდა... „არა რააა ამ „ბოროტმა“ მეც ბოროტად გადამაქცია“ ჩემივე ფიქრებზე გამეცინა. -თამუნა ცუდ ჩიტს დაიჭერ!!! -მერედა მე ვნადირობ რომ ჩიტი დავიჭირო?!-ვითომ გავიკვირვე და გავუცინე. -ნუ მე გაგაფრთხილე...-ერთი ხელის მოსმით „ჩამისკუპა“ კალთაში, „ როგორ ახერხებს ესე სწრაფად ჩემს „გადაჯდომას“ მის მხარეს ვერა და ვერ ვხვდები...“ ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორეთი კი მისკენ მიმწია და გაშმაგებით დაცხრა ჩემს ტუჩებს... შემიწირავს მე ეს ერთ დღეს, მაგრამ როდის იქნება ეგ ერთი დღე არ ვიცი... ოსტატურად ინაცვლებდა ტუჩიდან ტუჩზე, ხელი მძლავრად ჰქონდა მოხვეული წელზე, ცოტაც და წელში გადავტყდებოდი, მეორე ხელი ჩემი თმებისგან გაინთავისუფლა და ფეხებზე გადაინაცვლა, ნაზად აასრიალა ხელი მარჯვენა ფეხზე, მეწვოდა ყველა ის ადგილი სადაც კი დემეტრე მეხებოდა. ძნელად, მაგრამ მაინც მოვეგე გონს, ხელები ჩემოვიღე მისი ბეჭებიდან და გულ-მკერდზე მივაბჯინე, ისიც მიმიხვდა მ, და მომაშორა მისი გავარვარებული ტუჩები. -ძალლიან გემრიელი ხარ! -............-ხმა არ ამომიღია ან რა უნდა მეთქვა, აზროვნების კი არა და მეტყველების უნარი საერთოდ დაკარგული მქონდა, ერთხელ კიდევ შეეხო მისი ტუჩემი ჩემსას. -ძალიან ბევრს ცუღლუტობ ამ ბოლო დროს და ცუდად დაამთავრებ-ერთი კოცნა დამიტოვა ყელზე-პატარავ, მიდი გადადი. თორე ხო ხვდები...-გაიცინა და ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე. მეც დავუბრუნდი ჩემს ადგილს, ისევ ვერ ვექანებოდი, მისი თითოეული შეხების გახსენებისას, სასიამოვნოდ მაჟრიალებდა. -წავიდეთ ბულვარში თუ სადმე სხვაგან ჯობია?-გამომხედა და ისე მკითხა. -წავიდეთ ბულვარში, მომენატრნენ ბავშვები, უჩას ხუმრობებიც კი მომენატრა-გამეცინა უჩას გახსენებაზე. -აუ უჩა რამ მოგანატრა ტო-გადაიხარხარა დემეტრემ-ვინმე სხვა გეთქვა მაინც დაგიჯერებდი, აი მაგალითად ლელუკა-სიცილს არ წყვეტდა დემეტრე. -ლელუკა არ მენატრება იმიტომ, რომ ყველა დღე ველაპარაკები, უი ხო რა გამახსენდა... -რა?! -რა და დაჩი, კოკა და ბესო არ აპირებენ გამოჩენას?-მართლა მაინტერესებდა სად და რაზე იყვნენ წასულები ბიჭები. -აუ ეგენი სულ დამავიწყდნენ-გაიცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა-დღეს ღამით ან ხვალ დილით ჩამოვლენ ეგენი, რაღაც საქმე ქონდათ და მაგიტო იყვნენ წასულები, თბილისში არიან. -ბესო რაღაცას ცუღლუტობს ხოო?!-მივუხვდი სიცილის მიზეზს. -მასეც შეიძლება ითქვას-მასაც გაეცინა. ამდენ ბოდიალში მივედით ბულვარში, გადმოვედით და ნაცნობი სახეებისაკენ გავემართეთ. -ვააახ ტო ვინ მოსულან-გადაიხარხარა სოფოზე აკრულმა უჩამ ჩვენი დანახვისთანავე-ბოროტი ბუა და ლამაზმანი-სიცილს არ წყვეტდა უჩა. -და აი ეს არსება გენატრებოდა?!-სიცილნარევი ხმით გადმომხედა დემეტრემ. -ვინაა ბიჭო შენი არსება ჰა?! და მოიცა თამუ გენატრტებოდი ცუნცულ?! -ნიკოლავა წელში გადაგხსნი ახლა თუ ავდექი!!!-შეუღრინა დემეტრემ. -აუ შენ რა უჟმური ხარ ტო. -აუ თქვენ სულ როგორ უნდა კამათობდეთ ვაახ-ჩაერია ლექსოც. -სოფო როგორახარ?!-სოფოს გავხედე რომელსაც უჩა შემოხვეოდა. -კარგად ვარ თამუნა , შენ როგორ ხარ?-თბილად გამიღიმა. ვაიმე მომკალით და სასწაული ენერგეტიკა აქვს ამ გოგოს, ისეთი კეთილი და საყვარელია რომ მგონი ან თვითონაა შტერი და ბრმა უჩა რო უყვარს ან უჩაა ზედმეტად იღბლიანი სოფო რომაა მის გვერდით... „ისე თამუნა შენ ვისზე რას ამბობ რაა... შენ ხო რას ამბობ სულ მთლად დაწყობილი შეყვარებული გყავს ან შენ ხარ კარგ ჭკუაზე...“ -რავიცი აბა... მეც არამიშავს, შენი ქალბატონი საითაა?!-მივუბრუნდი ლექსოს, რომელიც ლელუკას გარეშე იჯდა და ტელეფონს ყოველ 5 წუთში ერთხელ ამოწმებდა. -სოფელში წავიდა 1 სათის წინ. -და მე რატო არაფერი არ ვიცი ამის შესახებ?! -რავიცი ჩემი კარგო აღარ გცალია შენ ჩვენთვის-გადაიხარხარა ლექსომ და დემეტრეზე მანიშნა. -აუ თქვენ ჩაიჯ***თ თუ ჩაგაჯ***თ-გაბრაზებულმა გადახედა ბიჭებს დემეტრემ და თავზე მაკოცა. -არა რა თამუნა შენი იმედი მქონდა და შენაც მიცრუებ იმედს?!-შემომჩივლა უჩამ. -რას ერჩი დაანებე ადამიანს თავი, უყვართ ერთმანეთი და რა ქნან ახლა?!-დემეტრეს მხარი დაიკავა სოფომ და უჩას ახედა. -აუ ნახეთ ტო! გოგო შენ ჩემი ცხოვრება ხარ და მაგის პოზიციებს რა პონტში იკავებ ეეე-ვითომდა გაბრაზებულმა უპასუხა უჩამ შეყვარებულს. -არა ვთქვი ხო უკვე ეს გოგო რო ძაან მაგრა მომწონს-გადაიხარხარა და სოფოს თვალი ჩაუკრა. -არა არ გითქვამს-ჩაეკვეხა უჩა. -ხოდა ახლა გეუბნები, ძაან მაგარი გოგო გყავს და მაგას ვერ ვხვდები ამ მაგარ გოგოს შენთან რა უნდა-გაიცინა დემეტრემ და დაელოდა უჩას რეაქციას. -ახლა თუ ავდექი და გაგიგდე, მერე ნახე შენ-მოხუცივით დაუცაცხანა ნიკოლავამ და უფრო მაგრად ჩაეხუტა სოფოს. -მიდი ერთი ადექი და მაჩვენე რისი გამკეთებელიც ხარ-წააქეზა დემეტრემ უჩა, ისიც ფეხზე წამოდგა. -დაეყარეთ ეხა ორივემ-გასცა ბრძანება ლექსომ და ბიჭებიც დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. ცოტახანი კიდევ დავყავით ბულვარში შემდეგ კი სახლისაკენ ავიღეთ გეზი. ყველამ მისი ავტომობილისაკენ გაეშურა. უჩამ სოფო მიიყვანა სახლში და თვითონაც წავიდა სახლში, ჩვენც მალევე მივედით სახლში. -გშიათ თქვენ?-გავძახე სამზარეულოდან ბიჭებს. -მე არ მშია-გამომძახა ლექსომ. -მე მშია-ჩუმი ჩურჩული მისწვდა ჩემს სმენას, ამას კი ძლიერი ხელების შემოხვევა მოჰყვა-შენი თავი მშია-ვნებიანად მიჩურჩულა და ცხელი კოცნა დამიტოვა მხარზე. -გასუქდები შენ ეგრე-გავიცინე და მისი მოშორება ვცადე. -არ გავსუქდები არ ინერვიულო შენ მაგაზე-მასაც გაეცინა, სწრაფად მიმაბრუნა მისკენ და მის სხეულზე ამაკრო. -გეყოფა დემეტრე-ხმა გავიმკაცრე, მას კი თითქოსდა არ ესმოდა. -ნუ ხვანცალებ თამუნა!-გასცა ბრძანება და მეც გავჩერდი. გაშმაგებით დაეწაფა ჩემს ბაგეებს, მაგიდაზე შემომსვა და უფრო მაგრადა ამიკრო სხეულზე, ხელები ფეხებზე აასრიალა და კოცნა გაცხოველა. -დემეტრე გაჩერდი... გთხოვ....-შეშინებულმა ამოვიჩურჩულე, რაც მას არ გამოპარვია. ძნელად მომაცილა მისი გავარვარებული ტუჩემი და შუბლზე მაკოცა. -არასოდეს! გესმის?! არასოდეს არ შეგეშინდეს ჩემი! ვერ გავნებ... არ გამომივა, ჩემ თავს არ ვაპატიებ იმას რომ გავნო! დაიმახსოვრე!!!-მკაცრად საუბრობდა და მის თითოეულ სიტყვას თავში ვიბეჭდავდი. -წამოდი დავიძინოთ! -კი მაგრამ... -ხო დავიძინო“თ“ -ხომ გაქვს შენ შენი ოთახი. -მერე რაა?! -რადა იქ დაწექი!-ვცადე მკაცრი ხმა მქონოდა მაგრამ ვერაფრით ვერ მივაღწიე სასურველ შედეგს. -წამოდი, წამოდი-გაიცინა დემეტრემ და ჩემზე ხელგადახვეულმა კიბეებს აუყვა-რა გითხარი დაგავიწყდა შენ?1 -არა... მაგარ... -შენთან კარგად ვიძინებ, იცი რა კაი სიზმრებს ვნახულობ?! დღეს რო ვნახავ მოგიყვები აუცილებლად მერე-ლაპარაკ-ლაპარაკში მივედით ჩემს ოთახამდე. საღამურებს ხელი დავავლე და შევედი აბაზანაში, სწრაფად გადავიცვი და უკან გამოვბრუნდი, დემეტრე უკვე საწოლში დამხვდა. -აუ მოდი რაა მალე გავიყინე-დამინახა თუ არა მითხრა და ხელი მის გვერდით ცარიელ ადგილს გადაუსვა, მეც საწოლის მიმართულებით წავედი, შევწექი და საბანი გადავიფარე. -ოოო ეგრე საერთოდ ვერ გავთბები, მოიწიე. -დემეტრე გეყოფა გადაბრუნდი და დაიძინე. -გოგო გინდა თუ არა მთვრალმა, ან მაგრად რო გძინავს მაშინ უნდა დაგადგე?!-გაიცინა მე კიდევ ხმა ვეღარ ამოვიღე. საბანს დაექაჩა და გადამიწია, მისკენ მისკენ მიმაჩოჩა, ლამაზად გადამაფარ საბანი და ჩამეხუტა. მისი ეს საქციელები კი მაბნევს და ნერვებს მიშლის, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვარ, მისი თითოეული შეხება მისი თითოეული სიტყვა ძვირფასია ჩემთვის. და აი ესაა სიყვარული... - - - - - - - გამარჯობა ბავშვებო იმედია მოგეწონებათ ახალი თავი. არ ვაპირებდი დღეს ახალი თავის დადებას მაგრამ თქვენი კომენტარების წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე რომ დამედო. მადლობა რომ კითხოლობთ და მოგწონთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.