შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [14]


12-05-2015, 00:56
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 170

- არა! არა და არა! - გამწარებული ყვიროდა ელენე.
- აუუ კაი რა, რისი გეშინია ტოო. - არც ლექსო აპირებდა თავის დანებებას.
- სუსტი გული მაქვს. - მოიმიზეზა. მათ შემყურე სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- კაი რა, ეგეთიც არ არის. თან პატარა ხომ არ ხარ, კიდე რომ გჯეროდეს ბუების? - სიცილით უთხრა.
- კაი ელენე, ერთი კინო და ეგაა რა. - ტატოც ჩაერთო და მომაჯადოვებლად გაიღიმა. არა, სად იპოვეს ამ სიმპაწუკებმა ერთმანეთი?! ჩემი დებილი გოგოც მაშინვე მოლბა და თავი დაუქნია დანებების ნუშნათ. ოო, დადნაო?! მოიცა ელენე, გავალთ იქით.
- იეეს!! მოკლედ "unborn"- ს ვუყურებთ. - წამოიძახა ლექსომ და ისეთი სახე მიიღო, რაღაც რომ მოგაფიქრდება უცბად, აი ეგეთი. - ტატსს, ძააან საშიში კინოა და ღამე ხომ ჩამეხუტები? - გაინაზა და ძმაკაცს კისერზე ჩამოეკიდა.
- აუუ ჩემი, მომაშორეთ ეს ვინაა ტო?! - შეწუხებულმა წამოიძახა.
- დაიწყო. - მობეზრებულად ამოვიხვნეშე და მისაღებისკენ წავედი. - ელენე, მოდი აქ. - გავძახე უტასთან მოლაპარაკე დაქალს. ისიც ჩემგან გაჩნდა და მალე სამზარეულოში გამოკეტილები აღმოვჩნდით.
- ესეიგი ტატო ხო? არა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი. არადა როგორ უყურებ, სადაცაა ჩაადნები ხელებში. - ხმადაბლა ვლაპარაკობდი და გაოგნებულ დაქალს შევცქეროდი.
- რ-რა? - ამოილუღლუღა ხმადაკარგულმა.
- ოო, მე მატყუებ ელე. ღრმა ბავშვობიდან მაინც არ გიცნობდე, თან "ისიც" არ ჩანს შენდამი გულგრილი. - დამაიმედებლად გავიღიმე. უცებ, სახე ჭარხლისფერი გაუხდა.
- აუუ, მართლა ეგრე ფიქრობ? - მკითხა გახარებულმა. ასეთი, ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებული, ჯერ არ მინახავს და ხელები მხრებზე შემოვხვიე.
- ჩემო სულელო, ეგრე ვფიქრობ კი არა, ეგრეც არის. - გავიცინე და აწითლებულ ლოყაზე ვაკოცე. უცებ კარები გიჟმა ლიზამ "შემოანგრია" და ასევე გიჟივით მიხურა.
- რაზე ჭორაობთ უჩემოდ? - ეჭვის თვალით შეგვათვალიერა.
- რაზე და ჩემო ლიზა, ჩვენი სულელი ელენიკო შეყვარებულია. - მხიარულად ამოვილაპარაკე და ისევ აჭარხლებულ ელენეს გავხედე.
- რაოო?! დაჯექით და მოყევით მალე! - გვიბრძანა გაღიმებულმა ლიზამ. ჩვენც დავემორჩილეთ.
- აბა შენ იცი ელენე, არ შემარცხვინო. - დავასრულე თუ არა ელენეს შესახებ ლაპარაკი, ხმამაღლა წამოიძახა ლიზამ.
- ქეთა შენ? - მოულოდნელად მომიბრუნდა ელენე.
- რა? - ვერ მივხვდი თავიდან რას მეკითხებოდა, მაგრამ მერე ჩავწვდი მის კითხვას და ელენესავით, არა, უფრო მეტად ავწითლდი.
- უტა შტერუკა. - სიცილით "ამიხსნა" კითხვა.
- ამმ, რავი. - ავბლუყუნდი.
- ოო, რას გვიმალავ. მშვენივრად ვიცით რომ ერთად ხართ. შენ ის მითხარი, გიყვარს? - მკითხა ლიზამ. დავდუმდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. მართლა არ ვიცოდი. ეს გრძნობა სიყვარული იყო თუ არა, არ ვიცოდი.
- არ ვიცი, მაგრამ მომწონს. - ამოვილუღლუღე და დარცხვენილმა ჩავხარე თავი. ლიზამ რაღაცის სათქმელად დააღო პირი, როცა ლექსოს ხმამ გააწყვეტინა:
- გოგოებო, ცოცხლები ხართ? მოდით დაიწყო ფილმი! - უცებ წამოვიჭერი ფეხზე და სწრაფად გავვარდი ოთახიდან.
ფილმი იყო ძალიან მაგარი! მე და უტა ერთად ვისხედით, ასევე გვერდი-გვერდ ისხდნენ ელენე და ტატო. ლიზა და ლექსოც, მაგრამ ისინი ჩვენ, მე და ელენეს, დაგვცინოდნენ. ბევრი "ვაიმეე! აა!" და სხვა შიშისგან წამოძახილის შემდეგ, ფილმი როფორც იქნა დასრულდა და ოთახებში გადავწყვიტეთ შესვლა.
- აუუ, ლიზაა, ჩემთან დაწექი რაა. - მუდარით სავსე თვალები შეანათა ელენემ დაქალს და ყელი გამოიგლიჯა.
- ვაიმე, არა. - ჯიუტად არ იცვლიდა აზრს ლიზა.
- რატომ? - არც ელენე ეშვებოდა.
- ხომ იცი არა, მარტო ძილი მიყვარს.
- აუ, ამ ერთხელ გაიჭირვე რა.
- მე რომ მოგიწვე გვერდით არ გინდა? - უეცრად ალაპარაკდა ტატო. ვაიმე, ელენეს სახე უნდა გენაცათ. გაწითლდა, გალურჯდა, გამწვანდა. ენა გადაყლაპა ბავშვმა. არა, გამიგიჟებს ეს ბიჭი ბავშვს, როგორც მე გამაგიჟა უტამ. ღიმილით ავხედე, ასევე მომღიმარ "ქმარს" და უფრო ავეკარი სხეულზე. ელენე ისევ დუმდა.
- დუმილი თანხმობის ნიშანიაო. - კმაყოფილმა ჩაიცინა და გოგონა ოთახისკენ წაიყვანა. იმდენად შოკირებული იყო ჩემი გოგო, ახლაც ვერაფრი თქვა და მხოლოდ ნაბიჯების გადადგმა მოახერხა. მეც მივადექი ჩემს ოთახს.
- გინდა მეც შენთან დავწვე. - წარბები ეშმაკურად აათამაშა უტამ.
- არა იყოს. - სიცილით ვუპასუხე და ოთახში შევიკეტე.
შუქი ჩავაქრე თუ არა, შიშმა ერთიანად მომიცვა. მაინცდამაინც ახლა მახსენდებოდა ფილმის ყველა საზარელი მომენტი. შიშისგან ვერც ვინძრეოდი. ბოლოს ვეღარ გავუძლე და ფეხზე აკანკალებული, ნელა წამოვჯექი. თვალი მოვავლე ბნელ ოთახს, რომელსაც მხოლოდ მთვარის, სუსტი სხივები ანათებდა. ასევე ნელა წამივდექი და გრძელი ბეტმენის მაიკა გავისწორე. უცებ გავჩნდი კართან და ფრთხილად გამოვაღე. ფეხისწვერებზე მივცუნცულდი უტას კარითან და გავშეშდი. "იქმებ არ ღირს?" გავიფიქრე. უკან ნელა მივიხედე და როდესაც ბნელი, ცივი და ცარიელი ოთახი დავლანდე, უმალ გადავიფიქრე და უტას თბილ, ძლიერ მკლავებში კონფორტულად მოკალათება ვამჯობინე. ძალიან ჩუმად ჩამოვწიე სახელური და ოთახში შევედი. ღმერთო, რა საყვარელია როცა ძინავს. უპრობლემოდ დავჯდებოდი მის თავთან და მთელი ღამე მძინარეს ვუყურებდი. კარი მივხურე და მივუახლოვდი. მის უნაკლო ნაკვეთებს უფრო მიმზიდველს ხდიდა მთვარის ვერცხლისფერი სინათლე. ხელი უნებურად გამექცა მისი არაამქვეყნიურად ლამაზ სახისკენ და ნაზაც ჩამოვუსვი ღაწვზე თითი. გამეღიმა, როდესაც სასიამოვნოდ გამაჟრიალა. თვალს ვერ ვწყვეტდი და უცებ, თვალები ჭყიტა და ეშმაკირმა ღიმილმა გაუპი ბაგენი. ოო, არა. სიბნელის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ დაინახა ჩემი აჭარხლებული სახე და აი, აქ დაიწყო ჩემი წამება.
- რაო ქეთა? უკვე მეორედ გამოგიჭირე ძილში რომ მაკვირდები. - ხომ ვთქვი, დაიწყო მეთქი.
- ა-არა, უბრალოდ... შემეშინდა და... - სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. "რას მოდიოდი ქეთა ჰა? მოინდომა უტას მკლავები. დაეტიე რა ერთ ადგილას!" საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
- მოდი აქ. - თბილად მითხრა და საბანი გადაწია. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, კიდევ რომ არ გააგრძელა ჩემი წამება. უცებ შევძვერი და ახურებულ სხეულს ავაკარი ჩემი გათოშილი ტანი. - ვაიმე, ქეთა ლოგინში იწექი თუ გარეთ?! - ხმამაღლა წამოიძახა.
- რატო? - ვერ მივუხვდი და გაკვურვებულმა ავხედე.
- ყინულივით ცივი ხარ და რაღა რატო! - ტონი გაბრაზებული გაუხდა, ძლიერი და ასევე ცხელი მკლავები ცივ მხრებზე მომხვია. თავი მკერდზე მივადე და ჰოპ, უცებ გავთბი კი არა დამცხა კიდეც. - რისი შეგეშინდა? - სიცილით მკითხა გამხიარულებულმა.
- ოო, დამცინებ. - ამოვილაპარაკე.
- ვაიმე, ქეთა არ მითხრა რომ კინოს გამო შეგეშინდა? - სიცილს ძლივს იკავებდა.
- აუუ, ნუ დამცინი რა. შემეშინდა და რა გავაკეთო? - ამოვიკნავლე და კიდევ რამე რომ ეთქვა დაუფირებლად ავტირდებოდი.
- ჩემო სულელო. რისი შეგეშინდა პატარავ, კარგი რა. - თავზე მკოცნიდა და ხმადაბლა ბუტბუტებდა. - რა გამიკეთე ასეთი? გამაგიჟე გესმის. მიყვარხარ ქეთა! - ბოლო სიტყვები ხმამაღლა მითხრა და უფრო ძლიერად ამიკრა გულ-მკერდზე. რა ვიგრძენი მაშინ, ნამდვილად რთული გადასაწყვეტია. გამიხარდა? ოო, არა, ეს მეტი იყო. დავფრინავდი, ღრუბლებში დავფრინავდი. კი, თამამად ვამბობ რომ მეც იმავეს ვგრძნობ მისდამი. დიახ, მე მიყვარს უტა მკლავაძე! ჩემთავს კი გამოვუტყდი, მაგრამ რეალურად ხმა ვერ ამოვიღე, ლაპარაკის უნარი დამაკარგვინა მისმა სიტყვებმა. არა, მთლად უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდი, ამიტომ თავი ავწიე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. არ ვიცი ეს რად ჩათვალა, მაგრამ თვალები ბედნიერებისგან გაუბრწყინდა. მის მკლავებში მალევე ჩამეძინა.

=_=_=_=

დილით გადასარევ განწყობაზე გამეღვიძა. თვალებს ვახელ თუ არა, უტას მომღიმარ სახეს ვაწყდები. მეც მეღიმება.
- აბა, როგორ გეძინა? - მზრუნველად მკითხა.
- მშვენივრად. - ვუპასუხე ბედნიერმა. - რომელი საათია?
- თერთმეტი დაიწყო. - უდარდელად მიპასუხა. ჰაჰ, მაგას რა ენაღვლებოდა, მაგრამ მე? ბავშვებს აქ რომ დავენახე, რას იფიქრებდნენ ღმერთო. უცებ ფეხზე წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი.
- რა იყო? - მკითხა გაკვირვებულმა და ლოგინზე წამოჯდა. მივტრიალდი, მაგრამ ვაი ამ მიტრიალებას, მის მშვენიერ სახეს, უნაკლო სხეულიც დაემატა. ჯანდაბა, ისევ დავკარგე ლაპარაკის უნარი.
- ქეთა. - მისმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
- მოსაწესრიგებელი ვარ. - მოკლედ მოვუჭერი და ოთახი მალე დავტოვე, თორემ მის მიმზიდველობას ვეღარ გავუძლებდი. ჩემს ოთახში შევვარდი და მაშინვე ვიგრძენი ცივი და ცარიელი ატმოსფერო. ლოგინზე ჩამოვჯექი და როგორც ყოველთვის, ჩავფიქრდი. "გუშინ აღიარე რომ უტა გიყვარს ქალბატონო" ოჰჰ, ქვეცნობიერს სალამი. გამოველაპარაკე მეორე მეს. ვაიმე, მგონი ვგიჟდები, საკუთარ თავს ვესაუბრები. უცებ წამოვხტი და აბაზანაში შევედი. ცივმა შხაპმა ოდნავ გონს მომიყვანა. პირსახოცშემოხვეული გავტანტალდი ოთახში და ვაი! უტა! არა, აქ რა უნდა?! მე? ასეთ მდგომარეობაში.
- ქეთა... - სიტყვა შუაზე გაუწყდა და ურცხვად დაიწყო ჩემი თვალიერება. ჰაჰა, გადასარევია. ვინატრე ავორთქლებულიყავი. გავწითლდი, გავმწვანდი, გავლურჯდი. თვალები მთელი ძალით დავხუჭე.
- უტა... გადი... - ამოვილაპარაკე თვალებდახუჭულმა. გავიგე კარის გაკეტვის ხმა და შვებით ამოვისუნთქე. ღმერთო, ახლა თვალებში როგორ შევხედო? კაი ქეთა, გრძელი პირსახოცია, წარმოიდგინე, კაბაში გამოწყობილი იყავი, სიგრძე მაინც მუხლებამდეა. ვიწყნარებდი თავს. მოვწესრიგდი და დამშეულმა დავტოვე ოთახი.

=_=_=_=

ბავშვებოოო! ესეც შემდეგი თავი ^_^ იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი llella

კარგი იყო გააგრძელე <3 მომწონს ძალიან, იმედია ახალი თავი საინტერესო იქნება <3 ^_^

 


№2  offline წევრი S.likuna

malee dadee kaia dzaan

 


№3  offline წევრი ხატული♥

მალე დადე რაა ძაან ველოდებიი მაგარი თავი იყო love

 


№4  offline წევრი შიკალატკა

Madlobaa kvelas ❤️ Vecdebi xval davdo❤️ Wlis boloa da gamocdebi gvewkeba, ris gamoc xshirad magviandeba dadeba :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent