შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 7)


12-05-2015, 06:16
ავტორი PARVENU
ნანახია 13 063

ვირუსი ავიკიდე ბავშვებო. თვალის და ფაქტიურად დაბრმავებული დავდივარ. ორი დღეა ცრემლები მომდის კაი მტირალა ბავშვივით და არც ტელეფონთან და მით უმეტეს კომპიუტერთან არ მაკარებენ. თვალების წვა, ერთკვირიანი უძლილობიის გამო მეგონა და სულ სხვა რამეში ყოფილს საქმე. ბოდიში დაპირებულუ თავი ადრს რომ ვერ დავდე. შეცდომებიც არ შეინჩნიოთ, და იმედია გავამართლებ თავენ იმედებს. მიყვარხართ ყველა.

888
ძილ-ბურანში მყოფს, ყრუ ტკივილი არ მაძლევდა მოსვენების უფლებას. უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე და დაბუჟებული სხეული გაჭირვებით წამოვზიდე. ის იყო წამოვიმართე, თავი მყარ ზედაპირს რომ მივახალე და სიმწრისგან შუბლზე წავივლე ხელები. ინერციის გამო ისე ვიკბინე ენაზე, კივილიც კი ვერ შევძელი და მდუღარე ცრემლები გადმომცვივდა ლიბრ გადაკრული თვალებიდან. ადგილზე მობუზულს ისეთი ისტერიული ტირილი ამივარდა, სლუკუნს ვერ ვიკავებდი. ისედაც უგუნებოდ გაღვიძებულს, კოპი და ნატკენი ენაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. სლოკინ ავარდნილს, ყრუდ ჩამესმა კარის გაღების ხმა, რასაც მძიმე ნაბიჯები მოჰყვა, მე კი იმის მაგივრად ჩავჩუმებულიყავი, კვლავ ზლუქუნი განვაგრძე. სხვა დროს ალბათ სირცხვილით მოვკვდებოდი, მაგრამ ახალ გაღვიძებულზე, მით უმეტეს ასეთ საშინელ ხასიათ აყოლილს, არაფერი მაინტერესებდა... თუნდაც ის, რომ საწოლის ქვეშ ვიწექი და წინა ღამით, სამარცხვინო ამბის მომსწრე... თუ მსმენელი გავხდი.
-შეიძლება გავიგო, ჩემი საწოლის ქვეშ რას აკეთებ?-გაწონასწორებული, მშვიდი ტონი გაისმა, მე კი უფრო მეტად მოვიბუზე.-ალავიძე, არ გესმის რას გელაპარაკები?!-ხმა აღიმაღლა.
გულ ამომჯდარი ტიმოთეს ნათქვამის გარდა, ყველაფერზე ვფიქრობდი. მეტალის მჟავე გემოს ვგრძნობდი ცრემლებთან ერთად პირში. შუბლი კვლავ მიბჟუოდა, ხელი კი ცეცხლ წაკიდებულივით განუწყვეტლივ მიხურდა. აქედან ინვალიდს წამიყვანდნენ თვის ბოლოს ალბათ.
-ბიძია, ლიკას ვერ ვპოულობ,-ყვირილით შემოვარდა გოგონა ოთახში და მეც ვეცადე ცოტათი დავწყნარებულიყავი.
ბუნდოვნად ვიგრძენი, როგორ დამისველდა ნატკენი იდაყვი და მარილ მოყრილივით, აუტანლად ამეწვა. ინსტიქტურად ავიხუტე გულზე ხელი და მუხლეში ჩავრგე თავი. გაუსაძლისი იყო ასეთი ტკივილის ატანა.
ბურანში წასულმა, ძლივს აღვიქვი მკლავში ჩავლებული ხელი და უნებურად დავყევი, საწოლის ქვეშიდან რომ გამომასრიალეს.
გაღიზიანებული შევიშმუშნე, ისედაც ცრემლებისგან ამწვარ ლოყაზე, მხურვალე თითები რომ გადამისვეს და უხილავი კომფორტის გრძნობა დამეუფლა, მტკიცე მკლავები უსურვაზივით რომ შემომეხვივნენ.
-რა ფეთიანი გოგოა! დღე არ გავა, რამე რომ არ დაიმხოს თავზე. მიკვირს, აქამდე როგორაა ცოცხალი,-გაღიზიანებული ბურტყუნი მესმოდა და ლოყით აღვიქვამდი, თითოეული სიტყვის თქმის დროს, გამოწვეულ დარტყმას ნეკნებში.-პატარა წურბელა... სისხლის მსმელი წურბელაა ნამდვილი!
ძლიერ მკლავებში მოქანავე, რომ არა თითოეული. ნაკვთის ტკივილი, გემრიელად შემოვცხებდი კუროს, ატრაქციონზე მჯდარივით რომ მაპორწიალებდა. კუჭი ცარიელი რომ არ მქონოდა, ალბათ ზედ გადავანთხევდი ყველაფერს. თვალების გახელაც მესიკვდილებოდა, მზერით რომ მიმენიშნებინა რამე, თითქოს ჩემ ჯინაზე არ წყვეტდნენ უკან ადევნებული ბავშვები კითხვების დასმას.
როგორც კი სხეულმა რბილი ზედაპირი აღიქვა, ერთიანად მოვდუნდი და ოთხად მოვიკუნტე. ვგრძნობდი როგორ მიხურდა შუბლი და წყლის რაოდენობაც იმატებდა თვალებში.
სახლში მინდოდა!.. დედასთან... და მამასთან!

888
-მეგონა აღარ გაიღვიძებდი!-ძლივს გავარჩიე სიტყვები და დამფრთხალი საწოლის საზურგეს ავეკარი, ფანჯარასთან ატუზულ მაღალ ფიგურაში, ტიმოთე... არა, კურო რომ ამოვიცანი.
ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა თავი. საზარელ კოშმარში, სადაც მთავარი გმირები მე და ბატონი კურო ვიყავით. თითქოს ის არ მეყოფოდა, რისი მომსწრეც გავხდი, ახლა სიზმრებშიც უნდა მწვეოდა სტუმრად... მისი "მრისხანების" ობიექტი კი არც მეტი, არც ნაკლები, მე ვიყავი. არა მრავალგზის "ნატანჯ-ნაგვემი" ანა... როგორც მისი აქტიურობიდან დავასკვენი, არამედ მე. ყველაფერი კი ისეთი ცხადი იყო, ისეთი ნათელი რომ... ჯერ კიდევ მეწვოდა საჯდომი.
-რა მოხდა?-ხმა ისე ჩამწყდომოდა, ნათქვამი ჩურჩულს უფრო წააგავდა.
-რა მომივიდა?
-რა მოხდა?!-კვლავ ზურგშექცევით იდგა, ხელები უკან გადაეჯვარედინებინა და ოდნავადაც არ ტოკავდა,-ეგ მე უფრო მაინტერესებს.-ჩემკენ შემობრუნდა, მოჭუტული თვალებით,-დილით, შევდივარ ჩემს კუთვნილ ოთახში და საწოლის ქვეშიდან ღნავილი მესმის. იქ კი, შენ, ამ პატარა ჭინკას გპოულობ, ცრემლებად რომ იღვრები. ერთიანად გაფითრებულს, გაყინულს და ხელ დასისხლიანებულს. მოგვიანებით, როგორც ვიგებ, სიცხე გქონია, ჭრილობა გაგმიზეზებია... მთელი რვა საათის ლოდინის შემდეგ კი ღმერთის წყალობით იღვიძებ და ისე მიყურებ, თითქოს მანიაკი ვიყო... ალავიძე, შეიძლება გავიგო, რა ჯანდაბა გჭირს?!-აშკარად ნერვებმა უმტყუვნა და აალებული თვალებით დამაშტერდა.
-სიცხე მაქვს... თურმე,-ამოვიჩურჩულე ხმაჩამწყდარმა და მხრები ავიჩეჩე.
ჩემმა უდარდელმა მზერამ, ეტყობა აშკარად გაამწრაა. ერთიანად აწითლებულმა, ღრმად ამოიგმინა და დასამშვიდებლად იარის ზელვა დაიწყო.
აბა, რა ეგონა გემოზე რომ მიტყლაშუნებდა ხელებს?! დარწმუნებული ვარ, ეხლაც მაჯდა ხუთი თითი და კარგა გვარიანად დამილურჯდებოდა უახლოეს მომავალში.
-საწოლის ქვეშ რას აკეთებდი?-სიმშვიდე შენარჩუნებული ტონით მკითხა.
ჯანდაბა!..
-იცით... მე...-სულ დავიბენი და ავირიე, რა მეპასუხა არ ვიცოდი და გამალებით ვფიქრობდი თავის გასამართლებელ მიზეზზე,-ჯვარი დავკარგე...-წამოვიძახე უცებ და შვებით ამოვისუნთქე.
გენიოსი ვარ!
-ჩემს ოთახში რა გინდოდა მერე?-ეჭვით დამაჩერდა, როდესაც კისერზე ჩამოკიდებულ ოქროს ცეპს და პატარა ჯვარს შევეხე.
-ვერსად ვიპოვე. მე კი მას სულ თან ვატარებ, მხოლოდ შხაპის მიღებისას ვიხსნი და ვიფიქრე... გასულ საღამოს ხომ...-კვლავ სიმხურვალემ დამიარა, როდესაც სააბაზანოს ინციდენტი გამახსენდა და ხერხემალში ოფლმა გამოჟონა.
-მერე?-უშფოთველად მკითხა, მეც ვეცადე მოგონებები დროებით სადმე შემეჩურთა.
-მერე... მერე შევედი. მანამდე ვაკაკუნებდი და რადგან არავინ გამიღო, ვიფიქრე არ არიანთქო.
-სად იპოვე?-ხელები გულზე დაიკრიფა, ზურგით კვლავ რაფას ეყრდნობოდა.
აშკარად არ ჯეროდა ჩემი.
-სააბაზანოში. იქ დამრჩენია, როცა... როცა თქვენ,-ენა ამება კვლავ.
-საწოლის ქვეშ რა გინდოდა, თუ სააბაზანოში იპოვე?-თავი დაკითხვაზე მეგონა. თან ისეთი გამჭოლი მზერით მიყურებდა, ტყუილსაც ძლივს ვახერხებდი.
-რომ გამოვდიოდი, ხალიჩას წამოვედე. წავიქეცი და ჯვარი საწოლის ქვეშ შემივარდა,-არა, აშკარად საოცარი უნარი მქონდა, ტუილების მოფიქრებაში.
რა ნიჭს კარგავ საქართველო!
-ვერაფერს იტყვი! მიზეზიც ამას ჰქვია,-სარკასტულად ჩაიქირქილა და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. მე კი უფრო ავეკარი საზურგეს.
-ლიკა!..-ხმაურიანად გაიღო კარი და გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე ამობობღდა საწოლზე პატარა სხეული და ძლიერად მომეკრო მკერდზე,-აღარ გახდე ცუდად რა!-ამოიჩურჩულა და ცრემლით სავსე, დიდრონი, მწვანე თვალებით ამომხედა.
-აღარ გავხდები,-დავპირდი და გულაჩუყებულმა ფუმფულა, რბილ თმებში ჩავრგე ცხვირი.
-კარგად ხარ?-მორიდებულმა ტონმა თავი წამომაწევინა.
ინტერესით შევათვალიერე კარებში უხერხულად ატუზული ტყუპები და ღიმილმა გამიპო ბაგე.
რაც არ უნდა საზიზღრები ყოფილიყვნენ და რაც არ უნდა მწარედ ჩაერტყათ ბურთი თავში, მაინც საოცრად მხიბლავდნენ ეს ბავშვები. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ცოფიანი ძაღლებივით არ იღრინებოდნენ და ასე საყვარლად ჰქონდათ ლოყები აწითლებული.
-კარგად ვარ,-დავუქნიე თავი და უფრო მოხერხებულად მივიწვინე იანა გულზე.-მადლობა, ბავშვებო.
-მალე ადგები, ხო?-ორჭოფობის მერე მკითხა მეორემ და ადგილზე ნერვიულად აქანავდა.
-ხვალ ფეხზე იქნება, არ ინერვიულოთ, არაფერი მოუვა თქვენ ძიძას,-ტიმოთემ გასცა ბიჭებს პასუხი და კარებისკენ გაემართა,-წამოდით, ვახშამი ამოუტანეთ ქალბატონ ლიკას,-ირონიული ღიმილით მომიბრუნდა და დაკვირვებით შემათვალიერა,-სრ მეგონა, ჩაკეტილ კარებში გავლა თუ შეგეძლო... ხო, კიდევ! ტუმბოზე, ანტიბიოტიკებთან ერთად სისხლჩაქცევის მალამოა... რა იცი, იქნებ დაგჭირდეს,-ცალყბად გაიღიმა და თვალებ აბრჭყვისლებულმა გაიხურა კარი.
-რაო?!-თვალებ გაფართოებულს აღმომხდა და ისე გამიცხელდა სხეული, ისე, ისე რომ... ლამის ცეცხლი წამეკიდა.
-რა მოხდა, ლიკა? რა გითხრა ბიძიამ?-ინტერესით ამომხედა დაბნეულმა ბავშვმა.
-რაო და... რაო და,-რეტდასხმული ავლუღლუღდი, პასუხი რომ გამეცა,-აწი ფრთხილად იყავი, თუ არ გინდა სულ ფეხზე მოგიწიოს დგომამო,-სახე მორყეულმა გავუღიმე და სირცხვილისგან კვლავ ამიხურდა სხეული.
თითქოს ცხადად ჩამესმა დარტყმის ხმა და ისევ აუტანლად ამეწვა მთელუ უკანალი.
ჯანდაბა! ყველაფერი გაიგო.

888
მეორე დილით, გაღვიძებულზე სასიხარულო ამბავი დამახვედრეს ბავშვებმა. ბატონი ტიმოთე ერთი კვირით გამოუძახებიათ ბატალიონში და სრული იდილია მქონდა სახლში. სულ გადამავიწყდა წინა დღეს მომხდარი, არხეინად დავდიოდი ოთახიდან ოთახში. თითქოს თავისუფლად სუნთქვა შევძელი. პირველად, მთელი აქ ყოფნის პერიოდში.
ბავშვები დღიდან-დღემდე უფრო ლმობიერები ხდებოდნენ და ვატყობდი, როგორ შემეჩვივნენ ნელ-ნელა. ტყუპები მუჯლუგუნის მაგივრად, ამჯერად ეზოში დაკრეფილი ხილით მანებივრებდნენ და უფრო ხშირდად მიღიმოდნენ. გულწრფელად და ლაღად, ყოველგვარი მაიმუნობის გარეშე.
სოფელიც ნელ-ნელა შეგვეჩვია. აქამდე გაკვირვებული, დაჟინებული მზერა, თბილმა, მეგობრულმა გამოხედვამ შეცვალა და ჩვენც ხშირი სტუმრები ვიყავით სტადიონის. სანამ ბავშვები თამაშით ირთობდნენ თავს, მე იქაურ მაცხოვრებლებს ვეცნობოდი და რამდენიმეს დავუახლოვდი კიდეც. ერთ-ერთი იყო ლადო. აი, ის ლადო, გაავებული ძაღლისგან რომ მიხსნა.
როგორც გავიგე აქ ცხოვრობდა დაბადებიდან. ქალაქის ხშირი სტუმარი იყო, მაგრამ აქაურობას მაინც ვერ ტოვებდა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მშობლიურ მიწას დაბრუნებია და უკვე ორი წელია რაც სოფლის გუბერნიაში მუშაობს. სასურველ სასიძოდაც ითვლება, როგორც იქაური ხალხის მზერიდან დავასკვენი.
მართლაც კარგი ბიჭი იყო ლადო. თავისი თბილი, უჩვეულოდ მზრუნველი მზერით საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე. უბრალოდ ერთი იყო-იმდენად იყო ჩემი გული გარშემო მყოფებისგან სითბოს მიღებას დაჩვეული, რომ საერთოდ არ აღვიძებდა ჩემში აი, იმ-"ზე" გრძნობას.
არადა, მართლაც კარგი ბიჭი იყო, ლადო.

888
ოთხშაბათი იყო... საღამო...
ეს ბოლო დღეები, უჩვეულოდ ზანტად მიყვებოდნენ ერთმანეთს. საათის მონოტონურ წიკწიკს დამსგავსებოდა დრო, მდორედ და უგერგილოდ რომ მიჰყვება დინებას.
დაღლილობას ვგრძნობდი. მთელი სხეული, უჩვეული სიმძიმეს მოეცვა. თავსაც უჩვეულოდ ვგრძნობდი. დანაკლისის, რაღსცის უკმარისობის გრძნობა არ მასვენებდა. რაღაც შიგნიდან მიღრღნიდს მუცელს.
ამინდიც ხასიათის შესაფერისი იყო:წვიმას და ჭექა-ქუხილს გაემართა ზეიმი.
ქარის წუილისა და წვიმის წვეთების წკაპუნისგან ყურთასმენა აღარ იყო.
ჩემდა ბედად, თბილი ლოგინიც ნელ-ნელა, სხეულის ტემპერატურასთან ერთად, ცივდებოდა.
მუცელში კი კვლავ მიტრიალებდა უჩვეულო სუბსტანცია!
-ლიკა, შეიძლება ამსაღამოს შენთან დავიძინო?-კარის ჭრიალთან ერთად, ქარის ზუზუნში ძლივს გავარჩიე ჩუმი, შიშნარევი ინტონაცია და როგორც კი იანა ამოვიცანი ბაც განათებაზე, საწოლიდან წამოვიწიე.
-მოდი, მოდი,-გავუღიმე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ვერ დაინახავდა და საწოლზე ამომძვრალი საბანში გავახვიე.-აქამდე რატო არ მითხარი, თუ გეშინოდა?
-შემრცხვა,-ამოიჩურჩულა პატარამ და დათუნია უფრო მიიკრა გულზე.
-სულელო, ჩემი არასდროს შეგრცხვეს,-გავუცინე და მივიხუტე,-ან მაგაში რაა სასირცხვილო. ბავშვებაში მეც მეშინოდა მარტო ძილის.
-ახლა არა?-ინტერესით ამომხედა.
-ახლა არა,-შუბლზე ვაკოცე და უფრო მივიკარი თბილი სხეული, გამაყრუებელმა ჭექა-ქუხილმა რომ შეაზანზარა ფანჯრები.-გინდა, ბიჭებსაც დავუძახოთ?-მომივიდა იდეა.
-დავუძახოთ,-წამოიძახა გახარებულმა და ჩემთან ერთად წამოხტა საწოლიდან.
ცოტა ხნის მერე, ოთხივე ერთად ვიყოფდით ორადგილიან საწოლს. შუაში მე და იანა ვიწექით, გვერდით კი ბიჭები. მართალია მათი დათანხმება თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ იანას შიშებმა, ყველაფერი მოაგვარეს.
მიუხედავად გარეთ მომკივანი მიტოვებული ქარის და სიცივისა, ოთახში საოცარი სითბოს, ოჯახის ტკბილი სურნელი ტრიალებდა. მუცელშიც ნელ-ნელა შესუსტდა უჩვეულო განცდა, მაგრამ ბოლომდე არ გამქრალა.
იანას ძმის მხარზე თავჩამოდებულს ჩაძინებოდა. მე და ტყუპები კი დიდ ხანს ვლაპარაკობდით. ნებისმიერ თემაზე. ათას სისულელეზე, რაც კი ენაზე მოგ ადგებოდა.
ძილი სამივეს რომ გვეწვია, ქარი უკვე ჩამდგარი იყო. საათის ციფერბლატი ორს აჩვენებდა.
გარეთ ისევ წვიმდა.
მუცელში კვლავ ის შეგრძნება დამბრუნებოდა, ოღონდ ამჯერად აღარ მიუცხოვია. თითქოს ნაცნობიც კი იყო...
ოთხშაბათი საღზმო იყო... უკვე ხუთშაბათი...
ბატონი ტიმოთეს წასვლიდან მეშვიდე დღე...

888
დილით უჩვეულო შეგრძნებამ გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე, ნანახისგან ბედნიერს გამეღიმა.
ერთი-ერთი ტყუპი და იანა, ერთმანეთს ისე ჩაკვროდნენ, კაცისშვილი ვერ დააშორებდათ ერთმანეთისგან. მეორე ტყუპი კი მე მომხვეოდა მთელი ძალით. ნაკვთები ერთიანად მოშვებოდა და პატარა ანგელოზს ამსგავსებდა.
მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რა იქნებოდა, როდესაც ძიძობას თავს დავანებებდი. როდესაც მათთან დაშორება მომიწევდა და... უცნაური ჩხვლეტა ვიგრძენი მკერდში.
თბილ, სუსტ სხეულს ძლიერად მოვხვიე მკლავები და თავი ბალიშში ჩავრგე.
არ მინდოდა ამაზე ფიქრი!

888
სახლში უჩვეულო ფუსფუსი იყო გამეფებული. ბავაშვები გახარებულები დარბოდნენ ეზოში და ცოტა ხნის წინ მოსულ ლადოს ფეხბურთს ეთამაშებოდნენ. მონდომებით ეჭიდავებოდნენ ორმეტრიან კაცს და სიცილით აყრუებდნენ იქაურობას. მეც ვერ შევიკავე თავი, როდესაც მიწაზე გაიშხლართნენ სამივენი და სიცილი ამიტყდა.
-ნახეთ, თქვენი ძვირფასი ლიკა როგორ დაგვცინის,-თვალები დააწვრილა ლადომ და სველ მინდორზე ბავშვებიანად წამოჯდა.
-სულ არ გაქვს ამხელა კაცს თავში ჭკუა,-ტუჩაბზუებულმა შევხედე და ჰამაკში მჯდარ, პლედში გახვეულ იანას ხელი დავუქნიე,-ვერ ხედავ? მიწა სველია. თქვენ კიდე გორაობთ მოჭრილი მორებივით.
-მე არ მაქ ხო თავში ჯკუა?-ავის მომასწავებლად დაიღრინა და ფეხზე წამოიმართა,-ახლა მოიცა!-წამოიძახა და ისე გამოემართა ჩემსკენ, გაქცევაც კი ვერ მოვისაზრე.
სიცილით დამავლო ხელი აკივლებულს და პირდაპირ ფანჯრიდან გადმომაფრიალა.
-ლადო, ახლავე გამიშვი ხელი!.. ლადო, განანებ იცოდე... ბავშვებო, დამეხმარეთ!...-გავკიოდი და ზურგში გამეტებით ვუშენდი მუშტებს.
-ხელი გაუშვი... თავი დაანებე,-სიცილით გამოუდგნენ ტყუპები ეზოში ჩემიანად მორბენალ ბიჭს.
-არ გავუშვებ! სახლში უნდა წავიყვანო და სულ იქ მეყოლება,-ესეც თავისას გაიძახოდა როხროხით, მოულოდნელად ადგილზე რომ გაშეშდა და მეც უღონოდ დავეკიდე მხარზე.
-რა...-ის იყო, თავდაყირა დაკიდებულს, ახსნა-განმარტება უნდა მომეთხოვა, ნაცნობი, ინტონაციურად მდიდარი ბარიტონი რომ გაისმა, აქამდე შეუმჩნეველი სიცივე რომ შეპარვოდა და დენდარტყმულივით წამოვწიე თავი.
-როგორც ვატყობ, უჩემოდ მშვენივრად ერთობით!
მიუხედავად საშინლად ცივი ტონისა, პირველივე ბგერამ, მუცელში გაჩენილი უსიამო შეგრძნება, მაინც წამში გააქრო!
აი, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი!



№1  offline წევრი NA NO

გამოჯანმრთელებაას გისურვეებ ელოოოო, ძალიაან კარგიი იყოოოო ეს ისტორიაააა ძალიაან კარგ ხასიათზე მაყენეებს დაა მოუთმენლად ველი შემდეგს love

 


№2  offline წევრი ტასიკო

რა მაგარიაა, მალე გამოკეთდი და დადე ახალი თავი ,,♥♥♥♥♥

 


№3  offline წევრი natnatia

მართლა ძალიან მაგრად წერ:) ბუნებრივად რაღაცნაირად, მარტივად, გასაგებად. უხვადაა იუმორიც.სტილი გაქ კაი რა.
ველოდები შემდეგს.
გამოჯანმრთელდი მალეე <3

 


№4  offline წევრი Anuuc^.^

აიი ყველაზე მეტად გაფასებ შენ,ვიცო რო ავად ხარ თვალები გტკივა და მაინც იგრძენი პასუხისმგებლობა და დაწერე,ძაან მიყვარხარ და ისტორიაზე ვგიჟდები რომ არ ვიცოდე ცუდად ხარ კი გეწუწუნებოდი მალე დადეთქო მაგრამ რადგან ციდად ხარ ვჩუმდები))
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№5  offline წევრი Annee

მიყვარხარ შენ და ეს ისტორიაც! :*:* მომწონს შენი წერის სტილი და შენებური იუმორი: *:*

 


№6  offline წევრი p♥♥h ^^

კაი რა ცოთა მოზრდილი ღავი მაინც დაგედოოოო
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№7  offline წევრი ხატული♥

ვუჰუუ :D მაგარი თავი იყო მაგრამ ნუ აგვიანებ რაა მალე დადე ხოლმეე wink მომწონს ეს ისტორიაა love

 


№8  offline წევრი Queen

ძაალიანნ მაგარიაა დაა გამოჯამრთელოებას გისურვებბ მალეე ♥♥♥

 


№9  offline წევრი Heartbeat

უფ კაი იყოოო ძააან ბრავოო ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№10  offline წევრი TOP

აი ძალიან მომწონს მალე დადე გთხოვ love

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

Ჩამოვიდა ბატონი ტიმო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent