შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Good Girls, Love Bad Boys! 2


12-05-2015, 16:50
ავტორი niakonia6
ნანახია 4 944

2

- ბავშვებო იმის თქმა მინდოდა ხვალ სამსახურის გამო მიწევს ბათუმში ჩავიდე 2 კვირით, და თქვენ მარტო რჩებით ნელისთან. ქალს ისედაც მაღალი წნევები აქვს და ძალიან გთხოვთ არ გააბრაზოთ, თურამეა დამირეკეთ იცოდეთ...
მე დატანჯული სახით ვუსმენდი დედაჩემს,
შემდეგ ყველა გადაგვკოცნა, ასე თქვა დილით ადრე მივდივარ და კარგათ ვერ დავემშვიდობებითო.
ძლივს დაამთავრა!
მე ჩემს ოთახში ავირბინე და "Facebook" -ზე შევედი, მალევე მომწერა რუსკამ
- როგორ ხარ?
მეც არ დავიყოვნე და მივწერე
- კარგად შენ?
და ერთი გულის სმაილიც რ დავიშურე
- ძაან გტკივა?
მომწერა რუსკამ, სულ გადამავიწყდა რომ რუსკაც შეესწრო იმ საშინელ სცენას! - არა გოგო რა მტკივა
მივწერე სიცილის სმაილებით. არ მინდოდა რუსკას ენერვიულა
- არავის არუთხრა გოგო თორე ხოიცი მერე რა ამბებიც ატყდება!
- არა გაგიჟდი ვის უნდა ვუთხრა? კაი წავედი ხვალე სკოლაა და ადრე უნდა ავდგეთ
ამდენ ფიქრში სულ გადამავიწყდა სკოლა! მეც მალევე დავწექი დასაძინებლად...

***
დილით რო გავიღვიძე ჯერ აბაზანაში შევედი და სწრაფად გადავივლე. პირსახოც შემოხვეული გამოვედი. ზარის ხმა გავიგე, ტელეფონს დავხედე და რუსკა იყო.
- ჰოო
ვუთხარი ხალისიანად
- სად ხარ?
- აი ახლა გამოვედი სახლიდან.
ჩემი უნიჭო ტყუილი.
- კაი სწრაფად ჩაიცვი და მოდი თორე ექსტერნებს მერე მე ხომარ ჩაგიბარებ?
მეც გულიანად გამეცინა და კარგი თქო ვუპასუხე. შემდეგ სარკეში შევხედე ჩემს თავს ჩალურჯებული კიდევ იყო, მაგრამ ისე ძალიან აღარ მტკიოდა. რა მხეცია ეს ვირი. საწყალი მაგისი ცოლი, თუმცა ეგეთს ვინ გაყვება. გამეცინა ჩემს ხუმრობაზე და მერეღა გამახსენდა სკოლა, კარადა გამოვაღე და ამოვარჩიე ნაცრისფერი მაიკა მას კი "მონსტრების კორპორაციიდან" ის მწვანე ცალთვალა ტიპი ეხატა. და დახეული ჯინსები ამოვიცვი. ჩანთა მოვიკიდე და დაბლა ჩავედი.
- ელენე მოდი შვილო ჭამე ჯერ და მერე წადი
კარებთან ვიყავი უკვე და ნელის ხმამ შემაჩერა
- არ მინდა რა ხოიცი არმიყვარს დილით ჭამა!
- აი გადამრევს რა მე ეს გოგო
ჩაილაპარაკა ნელიმ და სზარეულოში გავიდა მე კიდე ასე სიცილ-სიცილით დავტოვე სახლი.
სკოლამდეც მივაღწიე. ჩემ ადგილს მივუჯექი და გვერდით როგორც ყოველთვის რუსკა მომიჯდა. გაკვეთილების მერე ბავშვები პარკში დავჯექით. მე რუსკა და კიდე ერთი ჩვენი დაქალი ნუცა. ასე ვიჯექით და ვიცინოდით.
- გოგოებო
ყვირილით და ხტუნაობით მოგგვარდა ჩვენი მეგობარი სალომე. სალი ჩვენზე ერთი წლით უფროსი იყო.
- გოგოებო.. ესეიგი ზეგ დაბადების დღე მაქვს, მაგრამ მშობლებს ანტალიაში მივყავარ და გადავწყვიტეთ დღეს აღვენიშნა. ჰოდა ჩემ ბიძას აქვს ერთი ძალიან მაგარი კლუბი და იქ ვიხდი. თქვენც უნდა მოხვიდეთ აუცილებლად. მისამართს ტელეფონებზე მოგწერთ..
- კაი მოვალთ!
- მაგარია! კაი წავედი მეჩქარება.
ყველა გადაგვკოცნა და წავიდა. დიდად არ მომწონდა ეს გოგო, მაგრამ წავალ. აბა ასეთ მოვლენას გამოვტოვებ?
სახლებში უცებ დავიშალეთ. მეც მალე შევედი სახლში და თეკლა და მისი დაქალი ლელა დამხვდა. მეზიზღებოდა ეგ გოგო! ჩემ ოთახში ისე შევედი არც კი მივსალმებულვარ. ჰაჰ ეგრე უნდა. ისე რადამიშავა? მაგრამ, ხო გქონიათ ეგეთი მომენტი ადამიანი უმიზეზოდ არ მოგწონდეს. ხოდა ეგ იყო ზუსტად. ჩემი კარადა გავაღე და ვფიქრობდი რომელი კაბა ჩამეცვა დღეს. ნუ დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, იმიტორო სულ 2 კაბა მქონდა. რავქნა არ მიყვარს კაბები, მითუმეტესს ასეთი სტილის. შავი კაბა ავარჩიე ზურგ ამოღებული და მუხლებამდე. ჩემ თავს რო შევხედე ლამის მეთვითონ მომინდა ჩემი თავის გატაცება. არა რა მართლა რა მეშველება?.. საათს დავხედე ჯერ მხოლოდ 4 იყო ის კი 9 ზე იწყება. ამიტომ ძილი გადავწყვიტე.... რო გავიღვიძე 8 ხდებოდა, სასწრაფოდ წამოვხტი. თმები გავიკეთე და დაბლა ჩავედი. სახლში არავინ არიყო, ნელი კი სარეცხს რეცხავდა, კიდევკაი ირაკლი არიყო, არუყვარს ასეთ ვიდზე როვარ ხოლმე. ისიც გამიხარდა თეკლა და მისი უჯიშო დაქალი რომ არ იყვნენ, ნელის ვუთხარი დღეს რუსკასთან ვრჩებითქო და კაიო.
გზაში რუსკასთან ავედი მასაც ლამაზი ლურჯი კაბა ეცვა, მის თვალებს ძალიან უხდებოდა. შემდეგ ნიკუშამ გამოგვიარა თავისი მანქანით და წავედით.
იქ რო შევედი ძალიან ხმამაღალი მუსიკა იყო. მე იქვე ბართან ჩამოვჯექი და კოქტეილი შევუკვეთე, რუსკა და ნიკა კი ცეკვავდნენ, ასე ღიმილით ვუყურებდი მათ როცა ჩემთან ვიღაც მაღალი ბიჭი მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა. მე სახეზე კარგად ვერ ვიცანი, ცეკვაზე დავთანხმდი
არვიცი ასე რატომ მოვიქეცი უბრალოდ მეც მომინდა გართობა, ცოტა ვიცეკვეთ მერე კი ის ჩემკენ მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა: "წამომყევი ორი წუთით გარეთ, რაღაც უნდა გითხრა"
მე ჯერ უარზე ვიყავი, მაგრამ დამაინტერესა და გავყევი.
გარეთ რომ გავყევი სინათლე იყო და რო დავინახე ვინ იყო პირი დავაღე... თემო არჩვაძე....
თემო ჩვენი უბნელი იყო, მაგრამ უკვე 5 წელია რაც არ გამოჩენილა. ჩემი ძმა ვერ იტანდა მაგ ტიპს, და ასევე ბექაც! ერთხელ როცა მე8 კლასელი ვიყავი, ვბრუნდებოდი სკოლიდან და საშინელი სცენა დამხვდა! ბექა და თემო ცემდნენ და ასისხლიანებდბენ ერთმანეთს! მაშინ დაახლოებით 17 წლისები იყვნენ....
ის უცებ ჩემკენ წამოიწია საკოცნელად მეკიდე უხეშად გავწიე
- რა უნდა გეთქვა?
გავხედე სწერვული სახით თითქოსდა ვერმივხვდი რაუნდა
- მოდი რა ჩემთან! ერთს გაკოცებ მარტო გპირდები!
ისევ სცადა ჩემთან მოახლოება, მაგრამ მე ისევ ვკარი ხელი
-- გამანებე რა თავი!
ეხა მეც დავუყვირე, მაგრამ მაინც აგრძელებდა
- ვერგაიგე შენ თუ ყრუ ხარ? გაანებე თავი!
ძალიან მშვიდი ხმით ამოილაპარაკა ვიღაცამ, შემდეგ კი მისი სახე რო დავინახე ბექა ამოვიცანი
- ვაა ბექუშ! შენ ხარ ტო?
- კი როგორც ხედავ!
- ამის დედა ვატირე ტო, საერთოდ არ შეცვლილხარ! მემეგონა ციხე გამოგასწორებდა ცოტას მაინც მარა არაა..
ისეთ თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს უნდა გენახათ, თითქოს კაცი ყავდეს მოკლულიო! თუმცა არც ეგ გამიკვირდება...
თემომ ხელი გამიშვა მერე რაღაცეები შესძახეს ერთმანეთს. თემომ როცა ხელი კრა მას ბექას სახე წამოენთო უცებ წავიდა მასთან დასარტყმელად, მაგრამ უცებ ვიღაც კაცი გამოვარდა და დაუყვირა :" აქ არ გინდათ" -ო შემდეგ კი თემოს საროჩკაზე ხელი მოკიდა და სადღაც "წაათრია"
მე კი ამ მანიაკთან დავრჩი ერთი-ერთზე . არცერთი ხმას არ ვიღებდით, ცოტახანში სიჩუმე კი მან დაარღვია
- იცი სხვა შენ ადგილას მადლობას იტყოდა!
- შენზე კარგად ვიცი როდის უნდა ვთქვა მადლობა!
არა რა დააჭირე მაგ ენას კბილი, მან თავისი მკვლელი მზერა მესროლა, შემდეგ კი ჩემკენ წამოიწია და კედელზე მიმანარცხა
- შენ რით ვერ დაიმახსოვრე რომ მაგ ენას ამოგაძრობ!
ჩემთან ძალიან ახლოს იყო, მის სუნთქვას ვგრძნობდი, არა არა ეს სიზმარია და ახლა გავიღვიძებ
- როდის უნდა მიხვდე რომ გოგოხარ და გითმენ, თორე უკვე მკვდარი იქნებოდი
როცა გაავანალიზე რო სიზმარი არიყო მეც შევეპასუხე
- შენ გოგოს პატივისცემა რო იცოდე ეგრე არ მოიქცეოდი!
არაფერი აღარ უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა? ყველაფერს მის თვალებში ვკითხულობდი
- წამოდი
ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ მივყავდი - რა სად მიგყავარ?
წამოვენთე მეც
- აქ არ დაგტოვებ! საშინელი სასტავია ეხა ამ წვეულებაზე და არ გირჩევ აქ დარჩენას
- შენზე უკთესები იქნებიან! გამიშვი ხელი!
დავუყვირე მეც
- ამის დ** შ****ი გაჩუმდი რა, შენ კი იმსახურებდი რო არ მოვსულიყავი მაშინ, ახლა გაჩუმდი და წამომყევი!
მეც დავემორჩილე მას, რო გავაანალიზე რო ერთ მანქანაში მედა ნადირაძე უნდა ვმჯდარიყავით გამაჟრიალია, საშინლად არ მინდოდა, მაგრამ უკვე ამდენ დალურჯებულს ფიზიკურად ვეღარ დავმალავდი. მას დიდი შავი მანქანა ყავდა. ვერ ვერკვევი მანქანებში მაგრამ შემიძლია რო ვთქვა უმაგრესი მანქანა იყო! მე კარები გამიღო უკან დაჯექიო, მეკიდე სულ წინ მიყვარს ჯდომა, მისი მოქმედება დავაიგნორე და წინ დავჯექი
- ვახჩემი ეს ვინაა
ამოილაპარაკა, მე კი ამაზე ჩამეცინა, როცა კარები შემოაღო სახე ისევ დავასერიოზულე. ხმას არცერთი არ ვიღებდით, სარკესკენ რომ გავიხედე შევნიშნე, რომ რომელიღაც მანქანა ჩვენ აგვედევნა, ეს ბექამაც რო შენიშნა მანქანა იქვე გააჩერა, ის ვიღაც გაჩერდა და გადმოვიდა.
იმან ბექას რაღაც უთხრა, სამწუხაროდ ვერ გავიგე რა, ბექა მივარდა მასთან და მუშტების დარტყმა დაუწყო, საშინელება იყო! მე ცალი თვალი დავხუჭე, მაგრამ ის შევნიშნე რომ იმ მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა და თოფი ამოიღო
- ფრთხილააად!
დავუყვირე მე ბექას, მაგრამ უკვე გვიანი იყო! მას მხარში გაარტყეს და წამიერად დაიწყო სისხლის ჩანჩქერი. მე გადმოვედი მანქანიდან და ბექასთან მივვარდი
- მე კარგად ვიქნები! შენ წადი სახლში
- სად წავიდე გაგიჟდი და ასეთ მდგომარეობაში მარტო სისხლისგან დაიცლები! წამოდი საავადმყოფოში
- არა!
სასტიკ უარზე იყო სისხლი კი არ წყვეტდა დინებას
- კარგი მაშინ
მე მივედი მასთან და მანქანაში დავსვი, მეთვითონ კი რულზე დავჯექი, მართალია ჯერ ვსწავლობდი ტარებას, მაგრამ რა მექნა? ბექას სახლი ვიცი სად არის, მალე მივიყვანე და მანქანა იქვე გავაჩერე..
- წამოდი
მანქანის კარი გავაღე და ის ჩემს მკლავზე დაეკიდა, ძლივს ავათრიე მე4 სართულამდე, კარის გასაღები ჯიბეში მაქვსო ძლივს ვიპოვე და კარი გავაღე, არა მყუდრო სახლი კი ჰქონდა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინე. უჰ, ძლივს. მოიცა ახლა რავქნა? სასწრაფოდ დავიწყე ბექას კარადაში ქექვა, იქ კი ჩანთა ვიპოვე პირველადი დახმარების. მე ამის აზზე არ ვიყავი ჯერ მაისური გავხადე, ისე ასე არ წარმომედგინა ბიჭის ტანსაცმლის გახდის სიტუაცია....
რა სიმპატიურია ეს მანიაკი, ჭრილობა წყლით მოვბანე, შემდეგ სპირტი წავუსვი რასაც მისი ყვირილი მოჰყვა და ჩემი ყურის ბარაბანის გასკდომა! კიდევკაი ტყვია არ დარჩენია მხარში თორე უფრო ეტკინებოდა, ბოლოს ბინტით შევუხვიე, და რო დავხედე უკვე ჩასძინებოდა,იქვე დაგდებული პლედი ავიღე და გადავაფარე, არა კაი და-ძმა სავით კი ვუვლი, მარა რავქნა ასეთ სიტუაციაში ვერ მივატოვებ რა დონის ცხოვრლიც არ უნდა იყოს
ჩემ კაბას რო დავხედე სულ სისხლიანი იყო, იქვე სკამზე გადაკიდული მაიკა რო დავინახე გავიხადე კაბა და ეგ ჩავიცვი, მოიცა და ახლა როგორ წავიდე? ამ შუაღამეს? მომიწევს აქ დარჩენა და გათენება, იქვე სკამზე დავჯექი
ისე აქ მარტო როგორ ცხოვრობს? კი შემეძლო ეხა ასე წავსულიყავი მაგრამ ვერ წავედი, ღამე ცუდათ რო გამხდარიყო? გავხედე ნერვიული სახით მას კი პატარა ბავშვივით ეძინა, აი მაშინ დავინახე პირველად მასში ადამიანი!......



გილოცავთ ყველას ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
ძალიან მიხარია ასეთი კაი კომენტარები რომ მხვდება! შემდეგ თავს ხვალ საღამოს დავდებ .



№1  offline წევრი kate :))

Gelodebi...

 


№2  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძლიან მაგარია :D :D <3 <3 <3 ძალიან მომწონს ^_^ იმედია მალე დადებ შემდეგს :D <3 არანაირი შენიშვნა არ გჩირდება იმდენად კარგად წერ <3 <3

 


№3  offline წევრი Winchester

აუუუ... ძაან მაგარიააა ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent