შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 12


12-05-2015, 20:00
ავტორი ნათი_
ნანახია 2 839

ოთახში მადონა დამხვდა. ცარიელ ჭიქას შეხედა და მკითხა
-დალიე?-დავიბენი
-შენ საიდან იცი?
-ნინომ მითხრა. ბავშვის მამა მათეა, ხო ასეა?-გაკვირვებული მივაშტერდი.
-კარგი რა თეკლა, მე ფსიქოლოგი ვარ და თქვენ ორივე ჩემი პაციენტები ხართ. მითხარი წამალი დალიე?-წამით დავფიქრდი ისიც უნდა მომეტყუებინა თუ არა, მაგრამ მადონა ერთადერთი იყო ვისაც ვენდობოდი.
-არა, არ დავლიე, ამას ვერ გავაკეთებ.
-მათეს უნდა დაელაპარაკო.-ამოვიოხრე
-არ შემიძლია
-უნდა შეძლო, სხვა გზა არ გაქვს-საწოლზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავმალე
-ხო.. ხვალ... ხვალ დაველაპარაკები.
-ხვალ გიორგი მაგის უფლებას არ მოგცემს.
-მოვატყუებ, რომ აბები დავლიე.
-მის მოტყუებას დიდხანს ვერ შეძლებ.
-ვიცი მაგრამ... რამე უნდა მოვიფიქრო.
........
დილით ნინომ მომაკითხა
-როგორ ხარ?-მისი მოჩვენებითი მზრუნველობა არ მჭირდებოდა. ცარიელ ჭიქას შევხედე, რომ მალე ეკითხა ის რაც ნამდვილად აინტერესებდა და თავი დაენებებინა ჩემთვის.-წამალი დალიე?
-კი.
-რამდენი ხნის წინ?-საათს გავხედე, ცხრის ნახევარი იყო.
-დაახლოებით ათი წუთის წინ.
-კარგი, წამოდი პალატაში, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყო.
-არა, აქ დავრჩები.-ეჭვის თვალით შემომხედა.
-ისედაც ცუდად ვარ, თქვენი ყურადღება არ მჭირდება! აქ მინდა დარჩენა.-ავყვირდი, ამ დროს ოთახში სანიტარი შემოვარდა
-ქალბატონო ნინო, ნომერი თხუთმეტი შემოიყვანეს, გონება აქვს დაკარგული.
-რა მოუვიდა?-აფორიაქდა ნინო.
-ჯერ არ ვიცით, უნდა წამოხვიდეთ.
-კარგით, წავიდეთ.-ორივე ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. ნომერი თხუთმეტი.... ნომერი თხუთმეტი... ლანაა.. რა მოუვიდა?
ნინოს და სანიტარს გავყევი. პალატაში შევიდნენ და კარი დაკეტეს. კართან რამდენიმე ბიჭი იდგა, სავარაუდოდო ისინი ვინც ლანა აქამდე მოიყვანეს. მათ შორის მათეც იყო. ყველა გაკვირვებული მიყურებდა. ერთერთი სანიტარი გამოვიდა და განაცხადა:
-დარბაზში დაბრუნდით, აქ დგომას აზრი არ აქვს. პაციენტის მდგომარეობას შეგატყობინებთ.-ბიჭებიც დარბაზისკენ წავიდნენ, მეც მათ გავყევი მაგრამ როცა ბუფეტს მივუახლოვდი, ღრმად ჩავისუნთქე და მათეს დავუძახე. გაჩერდა და ჩემსკენ შემოტრიალდა. დანარჩენებმა გზა გააგრძელეს მაგრამ დარბაზში შესვლამდე ყველამ მოასწრო უკან გამოხედვა.
-შეიძლება ვილაპარაკოთ?-ბუფეტის კარი შევაღე, ამ დროს იქ არავინ იყო. უსიტყვოდ შემომყვა, სკამზე დაჯდა და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა?
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ?-მის წინ დავჯექი. ვფიქრობდი როგორ დამეწყო. პასუხის მოლოდინში რაღაც წერტილს მიაჩერდა. პირდაპირ თქმა ვარჩიე.
-მათე, ორსულად ვარ.-ელვისუსწრაფესად შემოიხედა ჩემსკენ.-ექიმს და გიორგის უნდათ რომ აბორტი გავიკეთო. გიორგიმ მითხრა რომ ბავშვის გაჩენის უფლებას არ მომცემს....-გაჩუმებული მომშტერებოდა, მგონი "ორსულად ვარ"ს შემდეგ აღარაფერი გაუგია-არაფერს იტყვი?
-....ბავშვი..ეს...ეს ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა.
-რას გულისხმობ?
-ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ბავშვის გაზრდას ვერ შევძლებთ. ეს ასეთი ადვილი ხო არ არის-როცა დაინახა ჩემი სახის ცვლილება მკითხა-შენ რა გინდა ბავშვის გაჩენა?-მისმა სიტყვებმა გამანადგურა, ცრემლები მომაწვა. საშინლად გავმწარდი
-მათე მე მინდა ამ ბავშვის გაჩენა. მისი მოშორება არ შემიძლია. ასეთი უგულო როგორ ხარ? ის ხომ შენი შვილიცაა?! მე შენ მამობას არ გთხოვ. თუ გინდა ბავშვს არაფერი ეცოდინება შენს შესახებ. მაგრამ ის ჩემი შვილია და მისი დაკარგვა არ მინდა. გთხოვ არ მისცე მათ უფლება რომ შვილი წამართვან.
-მე რა შემიძლია? თეკლა შენ ვერ იაზრებ. მშობლობა ასეთი ადვილი არ არის...-მათეც მათ მხარეს იყო და არც ხვეწნას და არც მოსმენას აღარ ვაპირებდი. ან რატომ ვიფიქრე რომ მისი იმედი შეიძლება მქონოდა.
-კარგი, წადი.
-რა?
-წადი.-ადგილიდან არ განძრეულა, მე კი მისთვის აღარაფრის ახსნა აღარ მინდოდა-ან მე წავალ.-ბუფეტიდან სასწრაფოდ გამოვედი. ვეღარ მოვითმინე, ცრემლები წამსკდა. ოთახში დავბრუნდი და საწოლზე მოწყვეტით გადავეშვი. "როგორ მეზიზღება! როგორ მეზიზღება! ყველაფერს აკეთებს ჩემს გასანადგურებლად. ადამიანი კი არა მონსტრია. ნამდვილი მონსტრი. გულითაც რომ უნდოდეს ჩემს შვილს არაფერს ვეტყვი მასზე. არც კი მივაკარებ. მიხვდება რა დაკარგა. მიხვდება და ინანებს! და თუნდაც არ ინანოს, არ მჭირდება მისი სისასული, არაფერი მჭირდება მისგან. ისიც არ მჭირდება! მე ჩემი შვილი მეყოლება!"



№1  offline წევრი malikuna

აუუ მათე აზრზე მოიყვანე რაა:// კარგი ისტორიაა მომწონს^_^

 


№2  offline წევრი nia^_^

მალეე რააა... ეგ ბიჭი შემომაკვდება.. ცოტა აზრზე მოიყვანეე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent