ეშმაკი და ანგელოზი-მესამე თავი
მალე კლასში მასწავლებელიც შემოვიდა და ზარიც დაირეკა, ყველანი მერხებს მივუსხედით და წიგნები გადავშალეთ. მე ამ ამბის გამო სახეგაბრწყინებული ვიჯექი და ფიქრებში დავფრინავდი. -ვიღაც კარგ ხასიათზეაოო. მასწავლებელმა ეშმაკურად გადმომხედა და თბილად გამიღიმა. მე საპასუხოდ გავიკრიჭე და თითები მერხზე ავათამაშე. უცებ გვერდიდან მწველმა მზერამ დამტანჯა და გავიხედე. ის ისეთი სახით მიყურებდა ალბათ ჩემი მომღიმარი სახე აღიზიანებდა მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე რვეულს მივუბრუნდი და ხატვა დავიწყე.ძლივს გახოხდა 6 გაკვეთილი და დადგა ჩემთვის ყველაზე სასიხარულო მომენტი.კლასიდნა მთელი სისწრაფიდ გავქანდი კიბეები ჩქარა ჩავირბინე და ეზოში გავედი, იქ კი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი დემეტრე დავინახე, მანქანაზე იყო მოყრდნობილი და სიგარას აბოლებდა. -დემეე. მთელი ხმით დავიყვირე და მისკენ გავქანდი. -ელისაბედ. მანაც მთელი ხმით დაიყვირა და ხელები გაშალა, მეც არ დავაყოვნე და მთელი ძალით ჩავეკონე მონატრებულ დეიდაშვილს.ასე ჩახუტებულები ვიყავით კარგახანი, დემე ხან ჰაერში მაბზრიალებდა ხან კიდე ლოყევს მიკოცნიდა. ახლა კი დადგა მარიამის ჯერიც, ისიც ძლიერად გაექანა და ჩაეხუტა ჩემს დემეს.ბევრი მოკითხვების და პროშნების მერე მანქანაში ჩავსხედით, მანქანა კაფესთან გაჩერდა და ჩვენც გადმოვხტით, მაგიდებიი დავიკავეთ და კოქტეილი შევუკვეთეთ. -ჩემო პრინცესებო ნეტა იცოდეთ როგორ მენატრებოდით.დემემ ორივე მოგვაქცია მის მკლავებში და თმები აგვიჩეჩა. -ჩვენც დემეე. ორივემ ერთხმად მივუგეთ და მაგრა მოვეხვიეთ. -აბა ჰეთ მომიყევით რა ხდება აქით და რავი დაფქვით ყველაფერი. -რავი კარგად ვართ, ერთი ეს უნდა გენახა საერთოდ რო არ გაუცინია ამ წელიწადში შენი ხმის გაგონებაზე ჰაერში აფრინდა.მარიმ თვალი ჩამიკრა და წვენი მოწრუპა. -მართლა?? რატო არ იცინი ხოლმე ჩემო გოგო შენ ხომ სიცილი არაამქვეყნიურად გიხდება.დემემ გაბრაზებული სახით გადმომხედა და ლოკონებზე წამეთამაშა. -რავი აბა რა გამაცინებს. ნაღვლიანად ჩავიბურტყუნე და თავი დაბლა დავხარე. -რას ქვია რა გაგაცინებს, შენს თავს შეხედე ახალგაზრდა, საყვარელი და ლამაზი გოგო მყავხარ რადროს შენი შავები და გლოვებია.საყვედურით მითხრა დემემ თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც გაეღიმა. -აბა რა სულ შავებით დადის ბებია ლანასავით.უკნიდან ზუკა მოგვეპარა და დემეს ხელი მხარზე დაუტყაპუნა. -როგორ ხარ ძმა. დემე ზუკას გადაეხვია და სკამზე ჩამოჯდა. -რავი არამიშავს შენ?ზუკა სკამზე კონფორტულად მოთავსდა და ლუდი შეუკვეთა. -კარგად. -ხოდა რას ვამბობდით, ასე არ შეიძლება ცოტა უნდა გავახალისოთ ეს ქალბატონი.მარი თემას დაუბრუნდა და უეცრად სახე გაუშრა კაფეში შემოსული გიო რომ დაინახა. -კი მაგრამ რომ არ შემიძლია. აწყლიანებული თვალებით ავხედე ყველას და ტუჩები სატირლად მოვამზადე. -რასქვია არ შეგიძლია ჩვენ აქ რისთვის ვართ.ზუკამ ხელინიკაპ ქვეშ ამომიდო და თავი მაღლა ამაწვინა. -მართალია ზუკა შენ ამას შეძლებ და ამაში ჩვენ დაგეხმარებით.დემემ მხარი აუბა და ლოყაზე მიბწკინა. -მართლა?. ახლა უკვე ცრემლებისგან თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი. -ხოო მართლა მართლაა.დემემ ცრემლებო მომწმინდა და გულში ძლიერად ჩამიკრა. -რამდენი ხნით რჩები?.თემა შევცვალე და ღრმად ჩავისუნთქე. -სამუდამოდ. -რაა? ანუ სუ სუ აქ უნდა იყო? ჩვენთან?.გაბრწყინებულმა ავხედე და პასუხის მოლოდნიში თვალებში ინტერესით ჩავაჩერდი. -ხოო სულ სულ აქ უნდა დავრჩე.მანაც არ დააყოვნა და სასიხარულო პასუხით გამათბო. -მიყვარხარ დემე მიყვარხარრრ. ხმამაღლა წამოვიყვირე და თავი მის ყელში ჩავრგე შემდეგ კი მწარედ ავქვითინდი. -მეც მეცც ახლა კი ნუღარ ტირიხარ.დემემ თავზე მაკოცა და ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია. -მე და ელისაბედი საპირფარეშოში გავალთ.მარიმ უცებ ხელი დამტაცა და საპირფაეშოსკენ გამათრია. -რაოყო გოგოო?.გაოცებულმა ვკითხე მარის და პასუხის მოლოდინში კინაღამ კარგად გამოვიძინე. -აქაა.მარტო ეს თქვა და ფეხების ბაკუნი დაიწყო. -ვინ? -ვინ და ის გიოო.ახლა იქით-აქეთ ტრიალი დაიწყო და ხელებს კანტუზიანივით აქნევდა. -მერე რა?. -რა მერე რაა, გუშინ არ იცი რეები დამიწყო?.ნერვებმოშლილი ცოფებს ყრიდა და მუშტებს კრავდა. -რაა? რამე მოხვდა და მე არ მითხარი?.გაბრაზებულმა ავხედე და თითის ქნევით ვუსაყვედურე. -ხოო მოხვდა. მე და ალეკო რომ დაგვინახა მოვიდა და მაგასთან არ დაგინახოო თორე კოჭებს დაგიხვრიტავო, არადა მხოლოდ გაკვეთილებს ვანიშნინებდი.მარიმ საწყლად ჩაილაპარაკა და ბრჩხილების კვნეტა დაიწყო. -კარგი ეხლა დაწყნარდი და გარეთ გავიდეთ თორებ ჩვენები რაღაცას იეჭვებენ.მარი ძლივს დავაწყნარე და გარეთ გავიყვანე, როცა გიორგი შეგვეფეთა. -გამარჯობათ გოგოებოო.სიტყვა გარმონივით გაწელა და მარის თვალი ჩაუკრა. -გამარჯობა გიო. ცოტა მკაცრად ვუთხარი და მარის ხელი დავავლე. -აქ რას აკეთებთ?.ინტერესით გვკითხა და მაგიდასთან მჯდარ დემეს და ზუკას გადახედა. -კოქტეილს მივირთმევთ. შევეცადე მთელი სიმკაცრე ჩამექსოვა სიტყვებში. -ეს ბიჭები ვინ არიან?. მარისთვის თვალი არც კი მოუშორებია ისე უხამსად ათვალიერებდა. -ელისაბედ მარი წავედით. დემეს ხმა შემომესმა და გულში მადლობა გადავუხადე. გიოს უცებ დავემშვიდობე და ბიჭებთან მივედით. -ვინ იყო?ზუკამ მკაცრად გადმოგვხედა და გიოს თვალი მოავლო. -ჩვენი კლასელი სხვა არავინ,უბრალოდ ჩვენი კლასელი სხვა არაფერი იფიქროთ. მარი ისე დაიბნა ვერც კი გაიაზრა რა თქვა. -ხო შენთვის აჯობებს უბრალოდ კლასელი იყოს.კოპებშეკრულმა უსაყვედურა ზუკამ მარის და ფეხზე ადგა. -კაი ბიჭო შეაშინა ბავშვი. გინდ კლასელზე მეტი იყოს მერე რა. დემეც ფეხზე წამოდგა და ზუკას მხარზე ხელი დაჰკრა. -შენ რაღაც ამერიკულ სტილზე გადახვედი და ერთი კაი ლექცია არ გაწყენდა.ნიშნის მოგებით გადახედა დემეს ზუკამ და მარის ხელი გადახვია. -იქაც არ მაკლდა ლექციები და ახლა შენც დამიმატე რაა. დემემ თავი უკან გადააქნია და გასასვლელისკენ დაიძრა. 10 წუთში ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებში გავნაწილდით. სახლში რომ მივედით დაღამებული იყო და მეცადინების თავი არ მქონდა ამიტომ საღამურები ჩავიცვი და პირდაპირ ლოგინში შევწექი, რგორც ყოველთვის მშობლებს დავემშვიდბე და ჩავიძინე. დილას ადრე გავიღვიზე და ღიღინით ჩავირბინე კიბეები ყველას წარმატებული დღე ვუსურვე და ვისაუზმე. -მარი არ დგება?. გაკვირვებულმა ვიკითხე რადგან მარი ჩემზე ადრე იღვიძებდა ხოლმე. -ასე თქვა მეორე გაკვეთილზე წავალო.(ზუკა) -ხოო მერე მე რატო არ მითხრა ნეტა?.ჩემთვის ჩავიბუტბუტე და საათს დავხედე.-ვაიმეე ვაგვიანებბბ. ხმამაღლა წამოვიყვირე ყველას დავემშვიდობე და გარეთ გავვარდი. დროის უქონლობის გამო გადავწყვიტე ავტობუსს დავლოდებოდი დდა საცდელში დავდექი. მალე მოვიდა ისიც და კისრისტეხვით ავვარდი იმისდა მიუხედავად რომ საშინელი სივიწროვე იყო ძლივსძლივობით დავიკავე ჩემი ადგილი და ფანჯარას ავეკარი.როგორც იტყვიან ცალ ფეხზე ვიდექი მაგრამ ვის ანაღვლებდა, ბიჭები გადათხლაშულები ისხდნენ სკამებზე და გოგონების ქვედა ხედით ტკბებოდნენ.“ღმერთო ოღონდ აქედან ცოცხალი ჩამაღწევინე მეტი არ მინდა არაფერი“ ჩემთვის ამოვიფრუტუნე და თვალები გადავატრიალე. ჩემს ჩასვლამდე 5 გაჩერება იყო დარჩენილი და თავს ვლანძღავდი ჩვენ მძღოლს რომ არ გამოვყევი. ჩახუთულობისგან ისე ვიყავი გაბრუებული თვალები დავხუჭე და ფანჯარას მივადე თუმცა ვიღაცის ცხელ სუნთქვამ გამომარკვია და ჩემს წინ ასვეტილი ეშმაკის მოციქული რომ დავინახე თვალები ვჭყიტე და ღმერთს გადარჩენა შევთხოვე. ავტობუსში ისეთი მდგომარეობა იყო ვერც კი შეტრიალდებდი თუ ჩასვლა არ გინდოდა, მეც ბევრი მცდელობების შედეგად დავნებდი და გაშეშებული ვიდექი დანიელის წინ. -ნუ ფართხალებ!.ძალიან მკაცრმა ხმამ გაიჟღერა ყურთან და სული გამიყინა. -უნდა ჩავიდე.ხმაწასულმა ძლივს ვთქვი და ხელები შეძლებისდაგვარად ერთმანეთში ავხლართე. -ვხედავ!.მკაცრი ტონი ისევ არ მოაშორა მის ხმას და თითები აატკაცუნა. -გამატარე!.ხმადაბლა ჩავიბურტყუნე და ფართხალი დავიწყე.საპასუხოდ მას არაფერი უთქვამს გვერდით მიტრიალდა და ჩასვლა დააპირა, მე ხან ვის ვეჯახებოდი ხან ვის და გატარებას ვთხოვდი მაგრამ შენც არ მომიკვდე ერთ ყურში შეუშვეს და მეორეში გამოუშვეს. უკვე ვხედავდი როგორ იხურებოდა კარი როცა ვიღაცამ ხელი მკლავში დამავლო და ავტობუსიდან უპრობლემოდ ჩამომიყვანა. -მადლობა. ჩემს წინ მდგარ ეშმაკის მოციქულს მადლობა მოვუხადე და მზერა მის თვალებზე გადავიტანე. -ისეთი საცოდავი იყავი მეც კი შემეცოდე და ამიტომ ჩამოგათრიე სხვა არაფერი იფიქრო!. მკაცრად გამოსცრა ეშმაკს კბილებიდან და ხელი გამიშვა შემდეგ კი გზას გაუყვა მაგრამ არა სკოლისკენ რაღაც ტუპიკისკენ შეუხვია და თვალს მოეფარა, მეც ჯერ კიდევ გაკვირვებული მივდიოდი კლასში და ბავშვებს უღიმღალოდ ვესაუბრებოდი. -მარი სადაა?.გვერდით ქეთი მომიჯდა და მხარზე თავი ჩამოდო. -მეორე გაკვეთილზე მოვა.ჩემთვის ჩავიბუტბუტე და თავი მერხზე დავდე. -შენ რა გჭირს?. როცა ნინიმ ჩემი ქცევა შენიშნა კითხვა არ დააყოვნა. -არაფერი უბრალოდ მეძინება.ტყუილში მოვიკოჭლებ თუმცა ეხლა მგონი გამომივიდა. -ოო შე ძილისგუდა ერთხელაც იქნებადა ძილში გაგვეპარები.სიცილით ჩაილაპარაკა ქეთიმ და მხარი მხარზე გამკრა. -ო კაით რაა. ბუზღუნით ვთქვი და თავი გადავატრიალე. -დასხედით ბავშვებო.კლასში მათემატიკის მასწავლებელი შემოვიდა და თავისი ადგილი დაიკავა თუმცა უკან ეშმმაკის მოციქული არ მოყოლია რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია.“არაუშავს ალბათ შუა გაკვეტილზე შემოაღებს კარს და ნერვებს მომიშლის“ გულში თითქოს ჩემს თავს ვაიმედებდი და ვამხნევებდი თუმცა არც შუა გაკვეთილზე შემოუღია კარი. მისი არ ყოფნის გამო თავს კონფორტულად ვგრძნობდი და გაკვეთილზე დაძაბული აღარ ვიჯექი, მაგრამ რაღაც მღრღნიდა შიგნიდან თითქოს მკლავდა. მის ყყოველდღიურ ხილვას მათემატიკის გაკვეთილზე ისე ვიყავი მიჩვეული ჩემში დიდი კვალი დატოვა. მისმა ცივმა გამოხედვამ, შავმა თვალებმა და ნაკვთებმა თითქოს მომხიბლა და თავი შემაჩვია, მაგრამ რატომ ვფიქრობდი ასე არ მესნოდა ის ხომ გულქვა და ყინულივით ცივია. ჩემს თავს გაცოფებული ვეკითხებოდი იმას თუ რატომ ვგრძნობდი ასე თავს მაგრამ პასუხსმაინც ვერ ვპოულობდი. ამ ფიქრებში ვიყავი როცა ზარის ხმამ გამომაფხიზლა და თავში სისულელემ გამიელვა. დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და მისი ძებნა დავიწყე, ჯერ კარიდორში ვეძებდი მაგრამ ვერ ვპოულობდი მის კლასშიც შევიხედე თუმცა არ დამხვდა ბოლოს ბუფეტში ჩავედი და იქაც არ იყო. მისი არ ყოფნის გამო ისე ვნერვიულობდი რაღაც უაზრო აზრები მომდიოდა თავში მეგონა თითქოს იმ ტუპიკში იჩხუბა და წარმოვიდგინე როგორ მიათრევდენ დასისხლიანებულ დანიელს საავადმყოფოსკენ, მაგრამ დავფიქრდი და გავაანალიზე რა სისულელეებსაც ვაკეთებდი და ჩამეღიმა, მერე გადავწყვიტე კლასში დავბრუებულიყავი როცა ნაცნობი ბარიტონი მოწვდა ყურს და ამის გაგონებისგან იქვე გავშრი. -მე მეძებ?. „ღმერთო საიდან ხვდება ეს დეგენერატი მაგას რომ ვეძებ“ გულში გავიელვე და მისკენ შევტრიალდი. ის ისევ იმ ზერით მიყურებდა მე რომ მაკანკალებდა და შიშის ზარს მცემდა. -ა..არა.. მისი ხმის გაგონებისას არ ვიცოდი რა მემართებოდა ადგილზე ბრინჯივით ვიბნევი და სულ ერთიანად ვკანკალებ. ამ სიტყვას ძლივს მოვაბი თავი და გაშტერებული ჩავაჩერდი მის კუპრივით თვალებს. -მაშინ რატომ მიყურებ ასე? არ ელოდი ამ შეკითხვას?. ირონიულად ჩაილაპარაკა და აგდებული მზერით მომავლო თვალი. -მმე.. მე შენ არ გეძებდი. შევეცადე ტონი გამემკაცრებინა თუმცა არ გამომივიდა და სულ ერთიანად ავკანკალდი. -ოო კარგი რაა ტყული არ გამოგდის. ისევ ის ირონიული ღიმილი და დამცინავი მზერა. „ღმერთო დამეხმარე“ გულში უფანს დახმარება ვთხოვე და ყელში მომდგარი ბურთი ძლივს გადავყლაპე. -თავი გამანებეე. საწყლად ვუთხარი და აცრემლებული თავლებით ავხედე. ამ მომენტში უსუსურ ბავშვს ვგავდი რომელიც დახმარებას ითხოვდა და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა. -ნწ..თავი გააქნია და ცალყბად ჩაიღიმა, ეტყობოდა როგორ ერთობოდა ჩემით და მეც მის გასართობ საშვალებას უფრო დამცინავს ვხდიდი. -გთხოვ. ამ სიტყვას დიდი რაოდენობით მუდარა ჩავაქსოვე და თითების მტვრევა დავიწყე. -დანიელლ რა ხდება ბიჭო? პირველ გაკვეთილზე რატო არ იყავი?. გვერდიდან ერეკლეს ხმა მომესმა და ღმერთს მადლობა შევწირე ის რომ მოვიდა. -შენ ელისაბედი ხო? რაიყო ბიჭო თავი გაანებე ამ ბავშვს. ლევანი ეშმაკის მოციქულთან მივიდა და მხრებში ძლიერ დაჰკრა. -მე ერეკლე მქვია ამას ლევანი ხოლო ამ გამოქლიავებულს დანიელი. გამოქლიავებულიო რომ თქვა მეგონა ის ეშმაკი ერეკლეს თავს წააცლიდა ისეთი თვალებით გადახედა. -ჩემი სახელი უკვე იცით. თბილი მზერით გადავხედე მიჭებს და მორცხვად გავუღიმე. -რა კარგი ღიმილი გაქვს. ლევანმა თვალი ჩამიკრა და თბილად გამიღიმა. -მადლობა, თქვენც. კომპლიმენტის სახით ვუთხარი და უფრო გავიღიმე. -აა ბოვში რაკარგად ხვდება ყველაფერს.სიცილით ჩაილაპარაკა ლევანლა და სიბრაზისგან აალებულ ეშმაკს ხელი დაუტყაპუნა. -ვცდილობ. სიცილით ვუთხარი და თბილად გადავხედე. -შენ მომწონხარ. ძალიან კარგი გოგო ხარ.ერეკლემ მეგობრულად გადმომხედა და მხარზე ხელი დამადო. -შენ ხომ ხარ ეხლა ჩვენი ახალი დაიკო აბა გვითხარი ამ ქოთნის პიმპილმა რამე ხო არ დაგიშავა.ლევანმა ცოტა უცნაური შეკითხვა დამისვა და გამიკვირადა. ამ კითხვის მერე როცა ეშმაკს გავხედე მეგონა მთელ სკოლას დალეწავდა და ბიჭებს საერთოდ ამოწყვიტავდა დედაბუდიანა. -ზედმეტები ხომ არ მოგდის ლევან!.საშინლად მკაცრი ტონით უთხრა ეშმაკმა და თვალები საშინლად დააბრიალა. -კაი რაიყო პილპილ ანგელოზივით გოგოს ისეთი სახე ქონდა სანამ მოვიდოდით მეგონა იქვე მოკვდებოდა, შენ არ გეწყინოს სესტრა.თვალის ჩაკვრით გადმომხედა და მერე ეშმაკს გადახედა. -ეგ შენი საქმე არაა და გირჩევნია ახლავე გაჩუმდე სანამ ცოცხალი ხარ!. კბილებში სიმწრისგან გამოსცრა და ძარღვები დაებერა. -კაი ტო რაიყო რა ყველაფერზე ფეთქდები ეგ რა წესია.ერეკლემ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. -შენ ჩემი აფეთქება ბოლომდე არ გინახავს!. ისეთი სიმკაცრიდ საუბრობდა სული მეყინებოდა. -ფუ შე მკვახე.ლევანმა სახე მომანჭა და თავი სასაცილოდ გადააქნია. -ელისაბედ ელისაბედ სად ხარ? იცი რამდენი გეძებეეე.მარი ქოშინით მომიახლოვდა და ჩემს გვერდით მყოფი ბიჭები რომ დაინახა გაკვირვებული მზერა მომანათა. -კარგით ბიჭებო უნდა წავიდე ნახვამდის.თბილად გავუღიმე და თავი დაბლა დავხარე ეშმაკის მზერა რომ არ დამენახარ. -კარგად სესტრაა.ლევანმა თავზე ხელი გადამისვა და თვალი ჩამიკრა. -ამათთან რა გინდოდა?.ქეთიმ და ნინიმ გაოცებულმა მკითხე როცა საკლასო ოთახის კუთხეში მიმიწყვდიეს. -ის ეშმაკი შემხვდა და ლაპარაკი დამიწყო მერე ბიჭები მოვიდნენ და ისე კარგად შემხვდნენ რომ რავი. დამნაშავესავით ვუთხარი გოგონებს და თავი დაბლა დავხარე. -იმ ეშმაკიო თუ რასაც ეძახი რამე ისეთი ხომ არ უთქვამს?.მარი დაჟინებით ჩამაჩერდა და მკაცრად მიყურებდა. -არაფერი, ახლა შეიძლება მერხთან დავბრუნდე? ქართული უნდა წავიკითხო.მომანჭული სახით ავხედე გოგონებს და ისე ვკითხე. -კაი მიდი ჩემო გოგო, ხო იცი თუ რამეადა მითხარი მერე კი იმ ნაბი*ვარს ცხვირს მივუნაყავ.მუშტისქნევით მითხრა მარიმ და ლოყაზე მაკოცა. ერთი კვირის განმავლობაში დანიელს ჩემთვის ხმაც არ გაუცია, მუდამ იმ ზუზღიანი თვალებით მიყურებდა და ყოველთვის მაშინებდა. ერეკლეს გიოს და ლევანს ძალიან შევეჩვიე, ისინი სულ ჩემს გვერდით იქვნენ და ჩმს გამხიარულებას ცდილობდნენ, ისინი ისე კარგად მექცეოდნენ რომ რავი, მათ გარეშე გატარებულ დღეებს ჭკუიდან გადავყავდი რის გამოც გოგონები მაინც ეჭვიანობდნენ თუმცა ეჭვიანობა რა შუაშია ერთმანეთს ისე ექცეოდნენ რომ გონებაში უკვე დავაწყვილე. მარი ნუ რათქმაუნდა გიოსთან ქეთი ლევანთან ხოხლო ერეკლე ნინისთან, მაგრამ როცა სიტყვას შეყვარებულს ვახსენებდი ყველანი უცნაურად იჭყანებოდნენ და რა სიყვარულიო ჯავრს ჩემზე იყრიდნენ.ხუთშაბათ დღეს მათემატიკის გაკვეთილი ბოლო გვქონდა ამიტომ იმედიანად ვიყავი რომ ბატონი ეშმაკი გაკვეთილზე არ შემოვიდოდა მაგრამ საქმე ხომ მე მეხება, გოგოს რომელსაც ბედი არ აქვს დავინახე როგორ შემოვიდა საკლასო ოთახში და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.როგორც ყოველთვის თვალი არ მოუშორებია ისევ ისეთი დამამცირებელი მზერით მიყურებდა ამის გამო კი ჭკუიდან გადავდიოდი,მერე რაღაცაზე ხმაურობდა და მასწავლებელმა კლასიდან გაუშვა აი მაშინ კი შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ როცა კარისკენ გავიხედე სარკმლიდან მოჩანდა მისი მზერა რომელიც ჩემსკენ იყო მომართული და ისევ დავიძაბე. როგორც იქნა ზარი მალევე დაირეკა და თავქუდმოგლეჯილი გავეცალე სკოლას, მე და მარი გოგონებს დავემშვიდობეთ და სახლისკენ მივაშურეთ. დღე უაზროდ გადიოდა სახლში მარტო მე და მარი ვიყავით ის კი ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და ვიღაც ძველ დაქალს ელაპარაკებოდა. ჩვენები სახლში გვიან დაბრუნდნენ და მეც დაძინება გადავწყვიტე მშობლებს დავემშვიდობე და თვალები დავხუჭე. თვალის დახუჭვა და იმ წამსვე ჩაძინება ერთი იყო მაგრამ მერე ვინანე რატომ დავიძინეთქო როცა ამდენი ხნის მერე პირველი კოშმარი დამესიზმრა.თითქოს დედ-მამა დახმარებას მთხოვდნენ მე კი მათ ვუყურებდი და ვიცინოდი, ხო ვიცინოდი იმის მაგივრად რომ ხელი გამეწოდა და დავხმარებოდი. რომ გავიღვიძე ყვირილი მოვრთე და ტირილი დავიწყე, ჩემს ამ რეაქციაზე ყველანი შემოცვივდნენ ოთახში და მე მომვარდნენ. -რა მოგივიდა ელისაბედ?.მამიდაჩემი საწოლზე ჩამოჯდა და გულში ჩამიკრა, მაგრამ მე ტირილს მაინც ვერ ვწყვეტდი. -ვერ დავეხმარე ვერაა.ხელი არ გავუწოდე, ჩემს გამო დაიღუპენ ჩემს გამო,ვერ ვუშველე.ატირებული სულ ამას ვყვიროდი და თავზე ხელებს ვირტყავდი. -ელისაბედ გთხოვ ნუ ტირიხარ შენი ბრალი არაფერი არაა.ზუკა მამხნევებდა და თავზე ხელებს მისვავდა. -არა შენ არ გესმის ისინი დახმარებას მთხოვდნენ მე კიდევ.. მე..მე..ვერ ვეხმარებოდი... ისეთ დღეში ვიყავი ძლივს მომასულიერეს და გამამხნევეს. ტირილში და ქვითინში გავათანე მთელი ღამე თუმცა დილას მაინც წავედი სკოლაში რადგან ისედაც ბევრი არები მქონდა და არ მინდოდა ექსტერნზე გასვლა. მე რათქმაუნდა საშინელ ხასიათზე ვიყავი და სკოლა კი არა არავის დანახვა არ მინდოდა. ჩემი თავი მძულდა სიზმარში მათ ხელი რომ არ გავუწოდე და რომ არ დავეხმარე.თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და სიკვდილი მინდებოდა თუმცა ამის საშვალებას ვინ მოგცემდა.როგორც იქნა საკლასო ოთახში შევედი და მერხზე მოვთავსდი. კლასში ისევ დანიელი იყო თუმცა მე მისთვის არც კი შემიხედავს ახლა მისი გამოხტომების თავი ნამდვილად არ მქონდა. რადგან ის ჩემს კლასში იყო ეს იმას ნიშნავდა რომ ახლა მათემატიკის გაკვეთილი გვქონდა ამიტომ წიგნი უხეშად ამოვიღე და მაგიდაზე ძლიერად დავახეთქე. მალე შემოვიდა მასწავლებელი და სია ამოიკითხა. მე მას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი რადგან იმდენად ცუდად ვიყავი რომ ნამდვილად არ შემეძლო მასწავლებლისთვის მესმინა,ისედაც ერთი სული მქონდა სახლში როდის წავსულიყავი. გაკვეთილზე ერთ ადგილას ძლივს ვჩერდებოდი და ხან ფეხს ვაკანკალებდი ხან კიდევ თითებს ვათამაშებდი დრო რომ გამეყვანა და საბოლოოდ რომ არ გავგიჯებულიყავი. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ რომ ხდება ეხლაც ასე მოხვდა მასწავლებელმა დაფასთან გამიყვანა და მაგალითი გამაკეთებინა. მეც უღიმღამოდ დავიწყე ამოცანის ამოხსნა და საშინლად ვბრაზდებოდი ახლა აქ რომ ვიდექი იმიტომ რომ საერთოდ არ მქონდა სურვილი აქ ვყოფილიყავი.თავში ბაგაბუგს ვგრძნობდი თითქოს ვიღაც ჩაქუჩს მირტყავდა, ამას კი ჭკუიდან გადავყავდი ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხელი და როგორ გახშირდა ჩემი გულისცემა, ცივმა ოფლმა დაიწყო სახეზე დენა, თითქოს ძალა აღარ მქონდა ვმდგარიყავი და ფეხებში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. -ელისაბედ კარგად ხარ?.მასწავლებლის ხმა დახშულად გაისმა და საშინლად მომხვდა ყურთან, მის ხმაზე მისკენ შევტრიალდი და ძლიერად წავბარბაცდი, რომ არა ეშმაკი ალბათ ძირს ვიქნებოდი გაშხლართული, მან დაცემისგან მიხსნა და ხელში ამიტაცა, ბოლოს რაც მახსოვს საშინელი წუილის ხმა იყო მეტი არაფერი. თითქოს გონება რამდენიმე წამით წამივიდა რადგან უმალვე გამოვფხიზლდი გავიგე როგორ მოვიდა მარი ჩემთან და ეშმაკს ჩემი თავი გამოგლიჯა. -მას გავიყვან.ჩემთან მოსულმა მარიმ ხელი დამტაცა და ბარბაცით გამიყვანა გოგონების საპირფარეშოსკენ.-ელისაბედ კარგად ხარ?.მარიმ მე ძირს დამაჯინა და სახეზე წყალი შემასხა. -არ... არ ვიცი. აქოშინებულმა ვთქვი და თვალები ძლიერად ვჭყიტე.. -დაწყნარდი ელის გთხოვ.. მარის შეშინებული ხმა გავიგონე და უფრო ავნერვიულდი. -აღარ შემიძლია მარი აქ არ უნდა ვიყო. ახლა მკვდარი უნდა ვიყო. მე უნდა ვიყო მკვდარი და არა ჩემი მშობლები.იმდენად ვიყავი ანერვიულებული არ ვიცოდი რეებს ვლაპარაკობდი. -რეებს ბოდიალობ გოგო შენ ხო ხარ ჯანმრთელად? რა მკვდარი უნდა იყო სულ გააფრინე?.მარი საყვედურით მელაპარაკებოდა თუმცა ნერვიულ ხმას მაინც არ კარგავდა. -კი მაგრამ...ბავშვივით ამოვიხვნეშე. -არავითარი მაგრამ ჩემო საყვარელო ეხლა ადექი თავი დაიმშვიდე და კლასში წამოდი. -კარგი ოღონდ ჯერ მაცადე დამშვიდება მინდა.ღრმად ჩავისუნთქე თვალები ძლიერად დავხუჭე და მარის ხელები ჩავჭიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.