შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (II თავი)


13-05-2015, 16:53
ავტორი N7
ნანახია 3 910

ელენემ ოპერაცია მოათავა, პირბადე და თავსაბურავი სწრაფად ჩამოიძრო და დაცვარულ შუბლზე ხელის გული დაისვა. წარმატებით დასრულდა ყველაფერი. როგორც ყოველთვის, ახლაც მადლობა შესწირა უფალს და საოპერაციოდან გასვლამდე ექთანს მიუტრიალდა.
–მიხედე. რომ გაიღვიძებს, ყველა საჭირო წამალი მიეცი, არ დააკლო! – ნიშნისმოგებით გააფრთხილა და გავიდა.
არ უყვარდა ეს ექთანი და უკვე ფიქრობდა მის მოხსნაზე, მაგრამ მთლადაც ვერ წირავდა. თავიდან, როცა მუშაობა დაიწყო, ისიც ასე იყო. დაბნეულს ავიწყდებოდა ხოლმე რაღაცეები, მაგრამ თავისი შეცდომები უმნიშვნელო იყო, იმ გოგონასი კიდე ფრიად მნიშვნელოვანი.
რამოდენიმე ადამიანი მოსაცდელში ცქმუტავდა. ელენემ შეამჩნია თუ არა ისინი, მათკენ წავიდა.
–თქვენ ქალბატონ დიანასთან ბრძანდებით? – ჰკითხა მოულოდნელად. თავები ასწიეს და გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
–არა, ჩვენ მშობიარე ქალს ველოდებით, – თქვა ერთ–ერთმა და სხვებმაც მხარი აუბეს.
–გასაგებია, – თავი დაუქნია და თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
როგორც ჩანდა, ამ უბედურ ქალს, არავინ ჰყავდა. მარტო მოვიდა, რომ ჩასჭიდებოდა სიკვდილს და მარტომ მოახერხა მასთან გამარჯვება, რასაც ბევრი ვერ ახერხებს. მეტასტაზები ისევე უკვალოდ გაქრნენ თირკმელიდან, როგორც მოვიდნენ. ელენემ უთანაგრძნო. მარტოობა მისთვის არ იყო უცხო. ჯერ კიდევ პატარა იყო, მამამ რომ მიატოვათ და დედამ თავის გადასარჩენად ღამის სათევ სამსახურს მიმართა. პროფესიით ისიც ექიმი იყო, თავის დროზე წარმატებულიც კი, მაგრამ მერე ისევ მამამისის წყალობით დაემხო თავზე ყველაფერი. ხან დღეც ვერ ახერხებდა მოსვლას სახლში დედა, ამიტომ დამოუკიდებელ ცხოვრებას შეეკრა ელენე. მაშინ მიხვდა, რომ ყველაფერს შრომა სჭირდებოდა და იშრომა კიდეც, რამაც ისეთ ქალად გახადა, როგორიც დღეს არის. იმ ქალბატონს კი, დიანას, არ გაუმართლა. ცხოვრებამ, ალბათ, ხელი აიღო მასზე.
რამოდენიმე საბუთი მოიყვანა წესრიში ელენემ. პაციენტის ოპერაცია და წარმატებაც გააფორმა, გამოიცვალა და გადაწყვიტა, რომ სანამ სახლში წავიდოდა, დიანასთვის შეეარა.
ქალს უკვე გაეღვიძა. კარის ხმაზე თავი არ მოუტრიალებია, ისევ ფანჯრისკენ იყურებოდა.
–როგორ ხარ? – შეეცადა მისი ყურადღება მიეპყრო.
–არაფერი განსხვავებული, არაფერი შეცვლილა, – თქვა ქალმა და ისევ გააგრძელა ფანჯარაში ყურება. – მადლობა, – დააყოლა და გაჩუმდა.
–რამე გტკივათ, გაწუხებთ? – დაღონდა ელენე.
–კი, მაგრამ მისი წამალი არ არსებობს, – ისე, სასხვათაშორისოდ და თითქოს თავისთვის, ჩაილაპარაკა ქალმა.
ელენე დაიბნა.
–არ ვიცი...
–მაპატიეთ, ჩემი პრობლემა ჩემი პრობლემაა, – გააწყვეტინა ქალმა,– თქვენ ვერაფრით დამეხმარებით, გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ დამტოვოთ მარტო.
–კი, დაგეხმარებით. – ჯიბრით უთხრა ელენემ, – თუ საუბარს მოინდომებთ, ექთანს სთხოვეთ და დამირეკავს. თავს ნუ დაიტანჯავთ. კარგად იყავით! – უთხრა და პალატიდან გავიდა.
დამძიმდა. ისეთი სევდიანი იყო ქალის ხმა და იმდენის მთქმელი მისი სიტყვები, გაოცდა ელენე. აქამდე ჯერ არასდროს მოესმინა ასეთი ხმით წარმოთქმული სიტყვები. არა, პრობლემა მის ტემბრში არ იყო, პრობლემა იმაში იყო, რომ მასავით არავინ საუბრობდა, მასავით თითოეულ სიტყვას გულს ვერ აყოლებდა სხვა.
ტასოს გაუარა, მაშოს წამოსაყვანად. არ ჰქონდა ახლა ბევრი ლაპარაკისა და მოსმენის თავი, მაგრამ არაფრით არ დანებდა ტასო, გინდა თუ არა შემოდიო, – ემუდარებოდა. იმდენი ეხვეწა გოგონამ, რომ უარი ვეღარ უთხრა და შევიდა. თანაც პლიუს ამას, ისე ერთობოდა მაშო საბასთან, რომ ვერ გაიმეტა დადუმებულ სახლში წაეყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ მაშო მეხუთე წელში იყო და საბა ჯერ მხოლოდ ორის, კარგად გაუგეს ერთმანეთს და უსიტყვოდაც ძალიან კარგად გაერთნენ.
–გადამრია, როგორი მხიარული და საყვარელი ბავშვია! – აღტაცებულმა წამოიძახა ტასომ.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ელენემ.
–რატომ ხარ ასეთ ხასიათზე, ცუდად ჩაიარა ოპერაციამ? – დაღონდა გოგო.
–არა, ანასტასია, უბრალოდ გადავიღალე.. – მკლავები მაგიდაზე დააწყო და თავი მაჯებში ჩამალა.
–მხოლოდ გადაღლა? – ეჭვით შეხედა ტასომ.
–არა მხოლოდ, მაგრამ ახლა არ მაქვს თავი რა.. ყავა შეგიძლია დამალევინო? – თავი აწია და მუდარით შეხედა, რაც აშკარად არ იყო საჭირო.
–რა თქმა უნდა, – გაუღიმა ტასომ და სამზარეულოში გავიდა.
ელენემ გამხიარებულ ბავშვებს გადახედა, რომლებიც მანქანებს აჯახებდნენ ერთმანეთს და შემდეგ იცინოდნენ.
ყავის ფინჯნით, ნელი ნაბიჯებით შემოვიდა ტასო ოთახში.
–ძალიან, ძალიან საყვარელი ბავშვია მაშო, – გაეღიმა გოგონას და ყავის ფინჯანი წინ დაუდგა.
–მაინც და მაინც დემეტრე გადარია, – ნაძალადევად გაიღიმა ელენემაც.
–მაგის გამო? – შეწუხდა ტასო.
–არა.. ბოლო დროს თავზე საყრელად მაქვს პრობლემები, მასაც და ერთმანეთს ვერ ვეთავსებით, – ამოიხვნეშა ელენემ. – ვის არ ჰქონია პრობლემა, მესმის, მაგრამ ძალიან ამეტებს ყველაფერს. ცდილობს, არც მას არ უნდა რომ ასე იყოს, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა. კომპანიაში პრობლემები, სახლში პრობლემები, მერე რა, რომ კაცია, არც ვამტყუნებ, მაგრამ არ შემიძლია. ისე მივეჯაჭვე ძველ დემეტრეს, რომ ახალს ვერ ვეგუები. დღითი დღე ვკარგავ და იმის გაფიქრებაც მზარავს, რომ მალე ყველაფერი გაცამტვერდება, – შიშით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები. ტასოს, როგორც ელენემ, ტანი დაეხორკლა, ჟრუანტელმა დაუარა.
–ყველაფერი მოგვარდება, ელე, ნუ ნერვიულობ რა, – უთხრა ძალიან თბილი ღიმილით ტასომ.
–შენ თუ გჯერა მაგის? – გაეცინა ელენეს. სიცილშიც კი ემჩნეოდა სტრესი.
–მობილიზდი, ელენე, ქალი ხარ უკვე და გაუგე დემეტრეს. კაცია ხო, ყველას ერთნაირად არ შეუძლია ნერვული დატვირთვის ატანა, – დასერიოზულდა გოგო, – ფიზიკურ სტრესს კიდევ უძლებს მამაკაცი, მაგრამ ფსიქოლოგიურად მხარდაჭერა ჭირდება. მესმის, რომ შენც გინდა მისი თანადგომა, მაგრამ აბა სცადე და გაუგე, ნახე როგორ დაგიახლოვდეს.
–რამდენჯერაც ვეცადე, რომ მისი პრობლემა მეთავა, მივხვდი, რომ უფრო დამშორდა.
–იჩხუბეთ? – შეძრწუნდა ელენე.
–ვიკამათეთ და წავიდა, ტასო, ასე უბრალოდ, ადგა და წავიდა, – ყელში მომდგარი ბურთი ძლივს გადააგორა და სახეზე მოკვლეული კენტი, მარტოხელა ცრემლი განდევნა.
–ელე, ნუ ნერვიულობ რა... – გულწრფელად თანაუგრძნო ტასომ. – რატიც ხანდახან ისეთი აუტანელია, მაგრამ რომ არ გამეგო მისთვის, დავრჩებოდი ალბათ ბავშვით ხელში ქუჩაში.
მაშო ატირდა. ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად ვერ გაიყეს მაშომ და საბამ სათამაშო. მაშოს ესმოდა, რომ არ უნდა დაეკარებინა ხელი პატარასთვის, მაგრამ საბა მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა და თმებში წვდა გოგონას. ერთი დაიკივლა და თმის ღერები საბას ხელში შერჩა. რაღა დააწყნარებდა მაშოს. მისი შემყურე საბაც ატირდა. ძლივს დაამშვიდეს ბავშვები, შეარიგეს და ელენემ სახლში წამოიყვანა და.
კარი ისევ დაკეტილი დაუხვდა. გულში თითქოს რაღაცამ გაწიწკნა. უკვე ასეთი გვიანი იყო და დემეტრე ისევ გარეთ დაბოდიალობდა. სამსახურში საქმე არ ქონდა, ასე რომ ყოფილიყო, მთელ დღეს იქ გაატარებდა და ბოლო დონემდე დააკვდებოდა საბუთებს. ყველაფრის ბოლომდე მიყვანა უყვარდა მამაკაცს და, ალბათ, ეს უკანასკნელი იყო მიზეზი იმის, რომ ასე გაგიჟებით უყვარდა ელენეს და ამდენ ხანს გაძლო მასთან. 12 წელს ეხუმრებით?
–მაშო, გშია? – კითხა ელენემ, რომელსაც ხმა ჩახლეჩვოდა.
–არა, მაწამა ტასო დეიდამ, – თავი დაიქნია მაშომ დასარწმუნებლად.
–რატო ეჩხუბე საბას, მაშიკო, ხომ იცი, რომ პატარაა? – უთხრა თბილად და მის ჩამოყრილ კულულებს წაეთამაშა.
–ბიჭია და არ დამითმო გოგოს სათამაშო. ცუდი ბიჭია საბა, – ტუჩები გაბურცა და წინ წამოწია, ხელები კი გადააჯვარედინა.
–პატარაა ის, მაშო, – მის დარწმუნებას ეცადა ელენე.
–მერე რა, პატარა როა, ყველაფერი ეპატიება? – თქვა და ელენეს კალთიდან ჩამოხტა, გაბუტვის მიზნით.
–კარგი რა, მაშო, მეც ნუ გამებუტები რა, – გულახდილი მოწყენილობით თქვა ელენემ.
–არ გაგებუტები თუ ხვალ მთაწმინდაზე წამიყვან, – ეშმაკურად ჩაიღიმა პატარამ და თითი ნიშნისმოგებით აწია ჰაერში.
ელენეს გაეცინა.
–შე პატარო ეშმაკო, მოდი აქ, – ახლოს მიიყვანა და იმდენი აწვალა, იმდენი, სანამ არ აკივლდა.
ბოლოს დაღლილს გამოუცვალა, დააწვინა და თვითონ კი მისაღებში დაბრუნდა.
ტელეფონი მოძებნა და დემეტრეს დაურეკა. პირველად არ აიღო, მეორედაც არ აიღო და მესამედ, როგორც იქნა, მოისმა მისი ხმა.
–რა ხდება, ელენე, – გაბეზრებულად ჩაილაპარაკა მამაკაცმა. დაღლილი ჩანდა.
–არ მოდიხარ სახლში? – ნერვიულობისგან ტუჩზე იკბინა ელენემ.
–კარები ჩაკეტე, ნუ დამელოდები, – უთხრა მამაკაცმა და კავშირი მანამ გაწყვიტა, სანამ ელენე კიდევ ეტყოდა რამეს.
სავარძელში ჩაეშვა. სახლში უკუნითი სიბნელე გამეფებულიყო. მაშოს ეძინა, სხვა კი არავინ იყო სახლში, ამიტომ მისცა თავს უფლება, რომ მთელი დღის ნანახი ცრემლებისთვის მიეცა გასაქანი და იმათმაც უმალ მოძებნეს გზა გოგონას თეთრ ლოყებზე.
ბევრი იტირა და ვერც მიხვდა ისე ჩაეძინა.
______________________________________________________________________________
–ვინ იყო? – იკითხა ქალმა და საბანი გადაიფარა, შიშველი სხეულის დასაფარად.
დემეტრემ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა. წამოდგა და ტანსაცმელი მოძებნა.
–დემე, სად მიდიხარ? – იკითხა ანერვიულებულმა ქალმა.
–იქ, სადაც ახლა უნდა ვიყო, – მოკლედ უპასუხა ქალის წიკვინს და ოთახიდან გავიდა.
ვერ იტანდა საკუთარ თავს. გამოფხიზლებულს უკვე აღარ ესმოდა თუ რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს. ისეთი ქალი, როგორიც ელენე იყო, სახლში ყავდა და ის კიდე ვიღაც კახპას უგორდებოდა საწოლში, მთელი ქალაქის ნატარებს. თორმეტი წლის განმავლობაში რომ არავინ გაუკარებია, ელენეს გარდა, ამ ბოლო წელს გადაირია მაინც და მაინც. მაშინ, როცა ელენეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი თანადგომა. წელს დანიშნეს ელენე მთავარ ექიმად და იმდენ ოპერაციას, რასაც ის აკეთებდა, თუნდაც დღეში, დიდი გამბედაობა და დიდი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა დახმარების ხელი არსაიდან არ იყო მისკენ მიმართული.
ყოველთვის, როცა წვებოდა დემეტრე ელენეს გვერდით, ყოველთვის, როცა მის გემრიელ ბაგეებს ეხებოდა, ყოველთვის როცა მას ეხუტებოდა და მის თბილ თითებს ეთამაშებოდა, ყოველთვის ქენჯნიდა სინდისი, ასე როგორ დაეცა ვერ ხვდებოდა. ასე რამ გადარია, ვერც იმას ხვდებოდა.
_____________________________________________________________________
კარის ხმაურმა გააღვიძა მისაღებში ჩაძინებული ელენე. გაკვირვებულმა წამოწია თავი და როდესაც საყვარელი ადამიანის ლანდი შენიშნა, გულმა საოცრად დაუწყო ცემა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ.
–ელენე, – გაიგო მასთან ახლოს ნაჩურჩულები, მისთვის ასეთი საყვარელი ხმის ტემბრიდან წარმოთქმული სიტყვები და ჩაეღიმა.
დემეტრე უშუქოდ, უკუნით სიბნელეშიც გრძნობდა,რომ ელენე იქ იყო და თანაც არ ეძინა.
–მიყვარხარ, ელენე, – გაიგო კიდევ ერთხელ გოგონამ და კინაღამ დადნა.
_______________________________________________________________________
მოკლედ, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ მხარში დამიდექით!იმედია იმედებს არ გაგიცრუვებთ.
ისევ ველი თქვენს მხარდაჭერას, საყვარლებო თქვენ!



№1  offline წევრი ფსიქო.13

ra qnas,kacia)
elenes gaagebine es ambavi
amati dashoreba minda cota xnit
sxvisi ar vici da me minda ragacnairad
es elenec,ragacnairia ra...
ise chemi sexniaa da ar awyenino :3
ravi,kargia.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი N7

psychopath_013
ra qnas,kacia)
elenes gaagebine es ambavi
amati dashoreba minda cota xnit
sxvisi ar vici da me minda ragacnairad
es elenec,ragacnairia ra...
ise chemi sexniaa da ar awyenino :3
ravi,kargia.

ჰმ მადლობ wink რავიცი ვნახოთ რას იზავს ჩემი მუზა lol
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი lamazmani

ისე კარგია მარა ელენე ამ ამბავს რო გაიგებს დიდი ხნნით არ დააშორო რა ისე ძაან მომწონს ველი ახალ თავს love

 


№4  offline წევრი N7

lamazmani
ისე კარგია მარა ელენე ამ ამბავს რო გაიგებს დიდი ხნნით არ დააშორო რა ისე ძაან მომწონს ველი ახალ თავს love

დიდი მადლობააა❤❤იქნებ არც შორდებიან, მეც არ ვიცი ჯერ
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent