შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (9)


13-05-2015, 20:48
ავტორი Anime
ნანახია 4 843

**************************
შუადღით დათასკენ გადავედი და დავუძახე.
-დაათ!-დავუყვირე ეზოდან.
პასუხი არავინ გამცა
-დააააააააააათააააააააა-დავიყვირე უფრო ხმამაღლა-ფანჯარა გაიღო და იქიდან ნამძინარევ სახიანმა დათად გადმოყო თავი. თვალები მოიფშვნიტა და ისე დამაცქერდა გეგონება რქები ან კუდი გამომსვლოდა.
-შენ რაა? არ გძინავს?-გადავიხარხარე
-ისეთი სახით მიყურებდი მეგონა რქები ამომივიდა მეთქი. კაროჩე, მოკლედ გეტყვი ყველაფერს: ჩემი ქმარი აქ არის,შენი გაცნობა უნდა და ერთი-ორ საათში ჩემ სახლში დაერჭე!-ვუთხარი და გამოვბრუნდი
-ეეეეეეეეე, მოიცა-დამიღრიალა-და რა შენი ქმარი?! რა გაცნობა?! დღეს არ უნდა წასულიყავით კაცო?-ახლოს მივედი
-უნდა წავსულიყავით მაგრამ ბებიაჩემი და პაპაჩემი ჩააბჟირდნენ დარჩითო ხოდა ჩვენც ვრჩებით.. ახლა რახან ვრჩებით იმან აიტეხა შენი მეგობარი უნდა გავიცნოო და ერთი სიტყვით რა დროსაც გითხარი გელოდები რა.. თუ ჩემი ძმა ხარ არ დამაღალატო!
-ხოო კაი ხოო...-თვალები გადაატრიალა და ფანჯარა მიხურა.
სახლში წავედი.. ეზოდანვე ვიგრძენი გემრიელი საჭმლის სუნი..-მგონი დღეს გავსუქდები..-ჩავილაპარაკე და სახლში შევედი.
ბებო ცალი ხელით ხაჭაპურს აცხობდა მეორე ხელით კი ხინკალს ხარშავდა.. ფანჯარასთან მივედი და უკანა ეზოს გავხედე.. იქ პაპა იდგა მწვადს წვავდა მაგრამ თვალში რაღა დამაკლდა.. ხოო, ლუკა.. ის არ ჩანდა...
-ბეე..-მივედი თამრიკოსთან-ხო არ იცი ლუკა სად წავიდა?
-რავა არ ვიცი შვილო-გაკვირვებულმა შემომხედა ბებომ-გარეთაა...
-რა უნდა გარეთ?
-რა უნდადა იი სასიკვდილე პაპაშენმა დეიჩემა დედალო უნდა დავკლაო ხოდა მერე იი შენი ქმარი გევარდა გარეთ მაგაზე არ შაგაწუხებთო და რევიცი ცდილობს ნენა ახლა რო დედალას წეაგდებინოს კისერი..
გადავიხარხარე.
-რაა აქ სასაცილო ბებია?
-არაფერი ბეე.. გავალ მე გარეთ..-მივბრუნდი მაგრამ ბებიაჩემის მორბილებულმა ხმამ გამაჩერა. მგონი ვიცი ეს ხმა რასაც ნიშნავს..
-ისე ბები არაა ი შენი ქმარი ურიგო ბიჭი.
-დაგევასა სიძე ბები?-კიდევ ერთხელ გავიცინი გულიანად და გარეთ გავედი.
ბებიაჩემი არ შემცდარა... დათა ნამდვილად ცდილობდა ‘’დედალოსთვის თავი წეეგდებინა’’... ჯიბიდან ჩემი ‘’აიფონი’’ ამოვაცურე და ჩუმად სურათი გადავუღე..
-გირჩევნია მანამ წაშალო სანამ მინახავს!-მითხრა მკაცრად, ისე რომ თავიც კი არ მოუბრუნებია.
-შენ რაა, მანიაკი ხარ?-ვკითხე გულრწფელად.. ეს ნამდვილად მაინტერესებდა.. მივედი და გვერდით დავუკექი,ბალახზე.
დანას საცოდავად უტრიალებდა კისერზე და თავის მოჭრას ვერ ბედავდა.
-ეს რაარის ეფერები?-ვუთხარი ირონიულად-ნუ ტანჯავ მაინც! ცოდოა!
-ახლა რომ დანა გეჭიროს და ერთი სუსტი ფრინველის სიცოცხლე შენს ხელში იყოს დამიჯერე შენც ასე მოიქცეოდი.
-ხოდა რას აიტეხე მე დავკლავო?
გაჩუმდა. თანაც ვერ ბედავდა უმწეო დედალოსთვის სიცოცხლის წართმევას.
-რა ფაფასუა ხარ! მომეცი აქ დანა!-ვუთხარი და დანა ხელიდან გამოვგლიჯე.
-არ მითხრა რომ შენ ახლა აპირებ დედალოს თავი შენი ხელით წააცალო.
-არ მითქვია რომ თითქმის აქ გავიზარდე? ერთხელ ჩემი მეზობელი სახლიდან გავიდა და მისი ძროხა მე ვამშობიარებ.. დამიჯერე არც ეს გამიჭირდება.
-იქნებ ჯობია თავის ადგილზე დავაბრუნოთ და დედალო სადმე მაღაზიაში ვიყიდოთ?-იდეა მომეწონა.. ბებო და პაპა ერთი ფრინველის ადგილზე დაბრუნებას ვერ გაიგებდნენ ჩვენ კი მის სიცოცხლეს გადავარჩენდით და მის მაგივრად უკვე გაპუტულ დედალოს ვიყიდდით.
-კარგი იდეაა!-ვუთხარი და წამოვხტი.
საწყალ დედალოს პარამეტრები სათითაოდ დავაფიქსირედ ორივემ ჩვენს ტტელეფონში და ახლა მაღაზიისაკენ მიმავალ გზას გავუდექით.
ბერი ადგილი მოვიარეთ, ბევრი დედალო ვნახეთ და ბოლოს ერთ-ერთი დაკლული და უკვე გაპუტული შევარჩიეთ..
სახლში სიცილით დავბრუნდით. ბედნიერები ვიყავით რომ გადავარჩინეთ ფრინველის სიცოცხლე და თანაც არ ჩავიჭერით ჩვენს პირველ ოინში..
-ბებიიი-დავუძხე ბედნიერმა-ჩვენ ერთად დავკალით და გავპუტეთ დედალო!-და ამაყად გავიშალე მხრებში.
-ყოჩახთ ბები-შემაქო ბებომ.
ცოტა ხანში დათაც მოვიდა.. დათა და ლუკა გავაცანი ერთმანეთს.. ბეეევრი, ძალიან ბეევრი ვჭამე... ერთად კარგად ვიმხიარულეთ...
ლუკამ და დათამ კარგად გაუგეს ერთმანეთს.. უკვა ‘’ძმაოთი’’ მიმართავდნენ... ხოდა მეც ჭკუაზე არ ვიყავი...
ასეთ მხიარულებაში ისე გავიდა დრო რომ ვერც კი გავიგე..
დაღამდა..
ზუსტად ისეთი მთვარე ამოვიდა მე რომ მიყვარს... დიდი,მრგვალი,ნათელი... აი ის-სავსე მთვარეს რომ ეძახიან.
ამინდიც ზუსტად ისეთი მე რომ ვგიჟდები...
ძალიან თბილი ჰაერი იყო.. ქარი საერთოდ არ ქროდა.. მაგრამ წვიმდა გადაუღებლად... ცას მალ მალე ელვა გაანათებდა და შავ ღრუბლებს მთლიანად გააბრწყინებდა..
ყოველთვის მიყვარდა ასეთი ამინდი... ჯერ ადამიანი არ შემხვედრია რომელსაც წვიმა, სეტყვა ან ჭექა-ქუხილი ყვარებოდა... დედამ ადრე მითხრა: შენ რომ დაიბადე ზუსტად ასეთი ამინდო იყოო ამიტომაც მსგავსი გარემოების სიყვარულსაც ამას აბრალებენ..
დათა სახლში წავიდა... ლუკამ დაიჟინა წვიმს და მანქანით უნდა გაგიყვანოო და წაიყვანა.
-თამო ნენა,-ოახში შემოვიდა ბებია.. ისევ მეცნო მისი დარბილებული ხმა და გამეცინა-ცალკე ოთახში გევუშალო იმ ბაღანას საწოლი თუ ერთ ოთახში დეიძინებთ?-მიითხრა ეჭვნარევი მზერით და ჩემს პასუხს მოთმინებით დაელოდა.
ისევ გამეცინა...
-არაა ბეე.. ცალკე გაუშალე...
-ეჰ..-ამოიხვნეშა-კაი ნენა.. როგორც გინდა..- და ოთახიდან გავიდა.
-ვერ ვიგებ ეს ქალი ჩემი და ლუკას გარიგებას ხომ არ ცდილობს?-ჩემს ფიქრებზე გამეცინა. რაღა დროს ჩვენი გარიგებაა, ჩვენ ხომ უკვე დაქორწინებულები ვართ.
მანქანა ეზოში შემოვიდა, კარი გაიღო და იქიდან ლუკა გადმოვიდა.
-თაკო-მალევე მომიკაკუნა კარზე მან-შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი!-ვუთხარი, ფანჯარას მოვცილდი და მივტრიალდი.
ახლოს მოვიდა. იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვა ჩემს სახეს ერწყმეოდა და მთლიანად მიხურებდა.
-ღვინოს სუნით ნამდვილად არ ხარ აყროლებული-გამიკვირდა ნამდვილად.
გულიანად გადაიხარხარა.
-როგორ გეტყობა რომ კარგად არ მიცნობ.
-საშუალება რომ მოგეცა კარგად გაგიცნობდი-გავიფიქრე მაგრამ არაფერი მითქვია.
-ჰმ.. ვიცი რაც გაიფიქრე.-მითხრა მან-მაგრამ ისე, რომ იცოდე მე ღვინოს არ ვსვავ...
-საინტერესოა.. არადა თითქოს სვავდი.. და თანაც..
-თანაც მთვრალსაც ვგავდი-დამისრულა მან.-როცა ჭიქაში ღვინოს მისხავენ მე ისე ვიქცევი თითქოს მართლაც ვსვავ, სინამდვილეში კი მას დაბლა მდგარ დოქში ვაქცევ.
გადავიკისკისე.
-გასაოცარია.
ამ დროს ბებო შემოვიდა.
-შენი ოთახი მზადაა ნენა-მორბილუბული ხმით უთხრა ლუკას.
-მოვდივარ ბებო.-უთხრა თამრიკოს და ოთახიდან გავიდა
დავწექი... ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი... გადაუღებლად წვიმდა... სწორედს ისე მე რომ მიყვარს...
მალევე ჩემი საყვარელი სიმღერა ‘’Wish You Were Here’’ გამახსენდა და სიმღერა მომინდა. რა დაულაგებელია ყველაფერი... სიმღერა მინდა მაგრამ გიტარა გვერდით არ მაქვს...
ის იყო გადაბრუნებას ვაპირებდი რომ კარები ტრუსიანმა ლუკამ შემოაღო და მითხრა:
-ჩემს ოთახში წყალი შემოვიდა, შეიძლება აქ დავიძინო?
_____________________________________________________________
ჰმ..ჰმ.. დამაინტრიგებელია არაა? აბა ჩამოყარეთ თქვენი აზრებიი<3



№1  offline წევრი mariamii))

კაიაა ძაააააააააააააააააააააან მალე დადე შემდეგიიიიიიიიიიიი

 


№2  offline წევრი tskriala

dzaan magariia :* da imedia malmale da did tavebs dagvidebs shedzlebisdagvarad :-)

 


№3  offline წევრი S.likuna

ahahaahha nolos gamecina ratoom ar vici male dadee dzaan kaia

 


№4  offline წევრი FLAWless

♡♡♡ male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent