ცხოვრების გემო (15)
სახლში რომ დაბრუნდნენ საათი ღამის 3 საათს უჩვენებდა,ღონემიხდილი გადმოვიდა დადიანი მანქანიდან და სახლში ფეხაკრეფით შევიდა,უგულავას დახედა ბარგი გადმოქონდა მანქანიდან,ღმად ამოისუნთქა და სააბაზანოს მიაშურა,იცოდა ქმარი იქ აღარ დახვდებოდა და ამას მოთმინებით შეეგუა,გაყინულ საწოლში შეწვა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.დილით აფორიაქებული თამრიკო შევიდა მასთან -მერი, სადაა დათო? -არვიცი,რა ხდება?-თვალები მოიფშვნიტა და თმები უკან გადაიყარა -რას ქვია არიცი?-დოინჯი შემოირტყა -მე მისი ძიძა ხომ არ ვარ?-გაეღიმა გამწარებულს,მაგრამ არაფერი შეიმჩნია -ძიძა არა მერი,მისი ცოლი ხარ და უნდა იცოდე სად დაბოდიალობს შენი ქმარი -მაპატიეთ ქალბატონო თამრიკო,მაგრამ არ ვარ ვალდებული ამ დილა უთენია თქვენი საყვედურები ვისმინო-თავაზიანად უპასუხა და სააბაზანოში შევარდა,მოემზადა და უნივერსიტეტში წავიდა განა არ ნერვიულობდა? გული გამალებით უძგერდა იმის წარმოდგენისას, რომ შესაძლოა დათოს რამე დამართვნოდა,მაგრამ იცოდა მისი ხასიათი და არ აწუხებდა ზედმეტად.შესასვლელში ეკა და ნატუკა შეეგებნენ,დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს მონატრებული მეგობრები. -გოგო, მოყევი აბა რა ხდება დაწვრილებით-თვალებს აფახუნებდა ნატუკა მერის გაეცინა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა დაქალებს,ისინიც გაფაციცებით უსმენდნენ. -ეკა,ლევანი ისევ იმ აზრზეა? -არვიცი მერი,მაგ თემაზე აღარ გვილაპარაკია -მინდა ვნახო და დაველაპარაკო-ტუჩი მოიკვნიტა -კარგი იქნებოდა,ხომ იცი ლევანს როგორც უყვარხარ,გული დასწყდა უბრალოდ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისგან დამოუკიდებლად რომ მიიღე. ლექციების შემდეგ გადაწყვიტა მარიკასთან წასულიყო და ელენე ენახა.გახარებულმა ელენემ დის დანახვისას ემოცია ვერ დამალა და სიხარულისგან ზედ შეახტა -ნენე,ჩემო პატარა,როგორ მომენატრე იცი?-ლოყები ჩაუკოცნა დიდხანს იყო დასთან,ტკბებოდა მასთან ყოფნით,ხოლო როცა მარიკა მოვიდა იქ გაჩერება აღარ შეეძლო და წამოვიდა.როგორ უნდა უგულავასთვის დაერეკა და ეკითხა სად იყო,მაგრამ ვერ ბედავდა,ხომ დაპირდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა? ხოდა ვალდებულია სიტყვა შეასრულოს.არაფრის თავი არ ქონდა,ოთახში ჩაიკეტა და თავისი საყვარელი წიგნი გადმოიღო თაროდან "ტრიუმფალურ თაღს" უკვე მერამდენედ კითხულობდა,მაგრამ არასდროს ბეზრდებოდა. უკვე გვიანი იყო დააახლოებით 12 საათი მისმა ტელეფონმა რომ დარეკა -გისმენ დათო-ტელეფონს სწრაფად ეცა -როგორ ხარ? რატო არ გძინავს ამ დროს? მე რა გაგაფრთხილე? -რა დამაძინებდა? სად ხარ?-ემოციებმა სძლია და ცრემლები ვეღარ შეიკავა სასურველი ხმის გაგონებისას -მე ხომ დაგპირდი მერი? რადგან დაგპირდი ყველაფერი კარგად იქნება,ეხლა დაიძინე და არ იტირო იცოდე,ხმაზე გეტყობა რო ტირი,ჩემი ხომ გჯერა? -მჯერა დათო,მჯერა,მაგრამ ასე ყოფნაც არ შემიძლია,ვნერვიულობ არ გესმის?-სრუტუნებდა -მესმის მერი,მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო,მიყვარხარ და იცოდე აღარ იტირო,დაგირეკავ დილით გათიშა და მერის გულიც გაჩერდა,გული საშინლად სტკიოდა გვერდზე რომ არ ეწვა და მის სიახლოვეს ვერ გრძნობდა.მისი ბალიში ჩაბღუჯა და ხმამაღლა დაიწყო ქვითინი. -დაურეკე? რაო?-ლუდის ქილა მიაწოდა კასპერამ და დივანზე მოწყვეტით დაეშვა -ტირის ბიჭო,ნერვიულობს რა ვქნა აღარ ვიცი,გული მტკივა -აბა რა გეგონა ? იასნია ინერვიულებს,არ იცის სად ხარ, რას აკეთებ.უყვარხარ ძმაო გოგოს -ხოდა მინდა რო მალე მოვაგვარო ეს დედამოტ*ნული საქმე და მერისთან ვიყო-თავზე ხელი მოისვა და ლუდი მოსვა -ნიკა სადაა? -ნინჩოსთანაა,ვერ ვტოვებო ხო იცი ორსულადაა და -ეგეც მაგრად ატრ*კებს რა -მოვა სად წავა,ხო იცი ჩვენი ძმაა და არ დატყდება.რაო რამდენი უნდა შარაშიძეს?-ხელები გაასავსავა და ნერვიულად გაიცინა -მთლიანი ფული უნდა შეჩ*ემა,მაგარი ს*რია,სად გავჩითოთ ეგ მაყუთი? -მაგის დედას შევ*ცი მე! რა ტვინი მოტ*ნა რა,იმ საქმეზე რო წავედით ხო უნდა გაგვერასხოდებინა ბიჭო? -ხო იცი რა დედამოტ*ნულია? თავს არ დაგვანებებს,ორი გზაა ან უნდა დავემორჩილოთ ან კიდევ ხომ იცი რაც-მაგიდაზე დადებულ იარაღს დახედა კასპერამ შარაშიძე კაზინოების მფლობელი იყო,რომელმაც კასპერას უგულავას და ნიკას ფული ასესხა,რომელიც თამაშის დროს წააგეს,თანხის ნახევარი დაუბრუნეს რაღაც პატარა ძარცვით დანარჩენი კი ვალად ქონდათ დარჩენილი,მიუხედავად იმისა,რომ უგულავა ფულიანი ტიპი იყო თავის ბინძურ საქმეში ოჯახს არასოდეს რევდა. ღამე კასპერასთან გაათიეს,მთელი ღამე მერიზე ფიქრობდა,როგორ უნდოდა მასთან ერთად ყოფნა,მაგრამ დროებით შეუძლებელი იყო. დილით ადრიანად წამოფრინდა დადიანი და ტელეფონს ეცა ხომ არ დამირეკაო,მაგრამ არანაირი ზარი არიყო მისგან,სამზარეულოში გასულს აფხორილი თამრიკო დახვდა -კიდევ არ მოსულა?-შუბლზე ხელი შემოირტყა -არა,წუხელ დამირეკა რაღაც საქმე ქონდა,არ ინერვიულოთო -ისევ დაიწყო,ჯანადაბა! მეგონა ცოლს მოიყვანდა და ცოტას მაინც დაჭკვიანდებოდა,მაგრამ ამას ხომ არაფერი შველის!-ქოთქოთებდა თამრიკო კიდევ ერთხელ იგრძნო დადიანმა თავი მარიონეტად,ჩანთა აიღო და უნივერსიტეტში წავიდა -შენი აზრით რა პრობლემა აქვს?-ბოლო მერხზე ისხდნენ სამივე აუდიტორიაში და არცერთს არ ქონდა ბატონი გივის ლექციის მოსმენის თავი -არვიცი ეკა,არც არაფერს მეუბნება-გულზე ხელები დაიკრიფა და სკამს მიეყრდნო -რისი იმედი გქონდა შენ კიდევ? არიცოდი რომ მიყვებოდი ვინ იყო? ან ეგ როგორ შეგიყვარდა არ მესმის რა-იბღინძებოდა ნატუკა და საყვედურებით ავსებდა ისედაც განერვიულებულ დადიანს -ნატუკა მოკეტე! ვერ ხედავ რა დღეშია? კიდევ შენი უაზრობების მოსმენა უნდა?-უჩქმიტა ეკამ ატლიკინებულს -კაი დაანებე თავი, ილაპარაკოს-ხელი აიქნია მერიმ -კაი შენ კიდევ დადე რა ეგ ტელეფონი, თუ დაგირეკა ისედაც გაიგებ ზარს! -აუ ნერვებს მიშლით უკვე თან ძალიან!-თვალები დაუბრიალა გოგონებს -კარგი ხო ბოდიში,დღეს გამოდი რა ჩემთან,თან ლევანსაც დაელაპარაკები-გაუღიმა ეკამ კარგი აზრი იყო,ამდენი ხნის შემდეგ მოენატრა თავისი მეგობრები და ის ადგილები სადაც ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე. ნინჩოს დაურეკა და მოიკითხა,აინტერესებდა როგორ მიდიოდა მისი ორსულობა,ძალიან დაუმეგობრდა სოფელში ყოფნის დროს. 8 საათისთვის გადაწყვიტა ეკასთან ასვლა,ხომ დაპირდა რომ დაურეკავდა? მაგრამ არ ჩანდა,ნერვიულობამ პიკს რომ მიაღწია მხოლოდ მაშინ ინება ვაჟბატონმა დარეკვა -დათო როგორც იქნა დამირეკე-გამწარებული ეცა ტელეფონს -როგორ ხარ მერი? -კარგად ვარ,შენ სად ხარ? ხომ კარგად ხარ? მომენატრე დათო-ისევ გადმოსცვივდა ცრემლები საშინლად ენატრებოდა და უნდოდა მთელ ხმაზე ეღრიალა -ისევ ტირი,მერი მე რა გითხარი? -შენ გგონია ადვილია? დედაშენი უამრავ კითხვას მისვამს,უკვე აღარ ვიცი რა ვუპასუხო,არვიცი სად ხარ რას აკეთებ და საერთოდ ცოცხალი ხარ თუ არა და კიდევ მთხოვ არ ვინერვიულო? -დაწყნარდი ეხლა და ნუ ხარ პანიკებში,არც ჩემთვის არაა ადვილი ასე ყოფნა,მაგრამ საჭიროა გესმის? ცოტაც მოითმინე და აი ნახავ ყველაფერი მოგვარდება,მიყვარხარ და აღარ იტირო. აღარ იტორო ადვილი სათქმელი იყო,მაგრამ გული რომ ვერ იტევდა ამდენს? მონატრება რომ სულს უწამლავდა დადიანს რა ექნა ვითომც არაფერიო ისე გაეგრძელებინა ცხოვრება? სარკეში ჩაიხედა და მაშინ მიხვდა,რომ ამდენი ნერვიულობა არა მხოლოდ მის ფსიქიკაზე არამედ მის გარეგნობაზეც ძალიან მოქმედებდა,კიდევ უფრო მეტად გამხდარიყო და თვალები ჩაშავებოდა,თუმცა ისეთი ლამაზი იყო ეს მაინც ვერაფერს აკლებდა. გარდერობიდან შავი მოკლე კაბა გადმოიღო,დაბალძირიანი შავი ნაიკები ამოიცვა,ტყავის მოკლე,თხელი ქურთუკი მოიცვა და ეკასთან წავიდა. -ვ,ა ნახეთ ვინ მოვიდაა?-გახარებულმა ახარა მეგობრებს მისი მოსვლის ამბავი -ვა,ვა დაკარგული მერიემი,სად ხარ გოგო შენ ? ასე უნდა მეგობრების დავიწყება?-ხელი მოხვია სანდრომ და მისაღებში შეიყვანა.ლევანიც იქ იყო და კიდევ თავისი უამავი მეგობარი და კურსელი -არ ვიცოდი დღეს თუ წვეულება გქონდა ეკა-ძალით გაიღიმა და უჩქმიტა დაქალს -ეგ რომ მეთქვა აღარ მოხვიდოდი,დეპრესიონერა გახდი ამ ბოლო დროს-თვალი ჩაუკრა და სასმელი მიაწოდა ერთი წიქა მარტინი გადაკრა და ლევანთან მივიდა -როგორ ხარ ლევან?-ჩაახველა და გაუღიმა მონატრებულ მეგობარს -ნორმალურად,შენ?-ისევ დისტანციას ინარჩუნებდა სამხარაძე -ისევ გაბრაზებული ხარ?-სახიდან ღიმილი გაუქრა დადიანს -არა მერი -მე კიდევ მგონია,რომ ისევ მიბრაზდები,კარგი რა ლევან,ხომ იცი როგორ მიყვარხარ და გაფასებ,ძმად გთვლი და გული მტკივა ასე ცივად რომ მექცევი -ცივად არ გექცევი,უბრალოდ ასეთი ვარ -არ ხარ ასეთი ლევან,სად გაქრა ის ლევანი სულ რომ მიღიმოდა და მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო? -მერი მომისმინე,პატარები არ ვართ რომ ბუტიაობა დავიწყო,ადრე მართლა ვიყავი გაბრაზებული,მაგრამ ახლა გამიარა,ასე რომ დამშვიდდი მერის ძალიან გაუხარდა ამის მოსმენა,მაგრად მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა -ანუ ისევ ვმეგობრობთ?-თვალები გაუბრწყინდა დადიანს -რა თქმა უნდა -საპასუხოდ ლევანმაც გაუღიმა და მოეხვია მონატრებულ მერიემს დროს მხიარულად ატარებდა.ცოტა დალია და მონატრებულ მეგობრებთანაც იჭორავა,ყველა ნაწყენი იყო საიდუმლო ქორწილის გამო,მაგრამ წყენამ მალევე გადაუარა ყველას.მერი ყველას უყვარდა სამეგობრო წრეში,განსაკუთრებით კი ლევანს,მას ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებუება ქონდა დადიანთან,ზოგი იმასაც კი იძახდა რომ მათი ურთიერთობა მეგობრობასაც კი სცდებოდა,მაგრამ მსგავსი არაფერი უგრძნობინებია ლევანს.მერისაც ძმად მიაჩნდა ლევანი და ვინც რამე გადაკრულს იტყოდა მათზე ისეთს პასუხს გასცემდა სამუდამოდ ადუმებდა. უკვე კარგად შეზარხოშებული იყო მერი დათომ, რომ დაურეკა -გისმენ-აშკარად ეტყობოდა ხმაზე სიმთვრალე -მთვრალი ხარ? -მეე? არაა-გადაიხარხარა -მერი სად ხარ? -ეკასთან ვარ,რა ხდება? გადაწყვიტე სახლში დაბრუნდება?-ცინიზმს არ წყვეტდა, სასმელი ათამამაებდა -მთვრალი ხარ? 15 წუთში მანდ ვიქნები და გამოდი! -ვინ იყო?-კითხა არანაკლებ შეზარხოშებულმა ეკამ -ინება ბიჭმა მოსვლა-ისევ გადაიხარხარა 15 წუთში უკვე ეკას კარებთან იდგა უგულავა,აშკარად ეტყობოდა გაბრაზება,მერის ხელი დაავლო და მანქანაში ჩასვა -ეგ დაგიბარე მე შენ?-საჭეს ხელი დასცხო და ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა -მაინცდამაინც უნდა გავილეშო,რომ მოხვიდე ჩემთან? -მერი საერთოდ არ მეცინება -არც მე არ მეცინება! მესმის რომ რაღაც საქმე გაქვს,მაგრამ ხომ შეგიძლია სახლში მოხვიდე? 10 წუთით მაინც მნახო?-სიცილი ტირილში გადაეზარდა -ვიცი,რომ ძნელია მერი,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,დამპირდი რომ ესე აღარ დათვრები კარგი?-მისი სახე ხელებში მოიქცია -თუ ამ ღამეს ჩემთან ერთად გაატარებ მაგ შემთხვევაში დაგპირდები-თამამად განაცხადა და სავარძელს მიეყრდნო -ჩემი უჭკუო გოგო-გაეცინა უგულავას,ნიკაპზე მოკიდა ხელი და ლოყაზე ხმაურით აკოცა,შემდეგ კი სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს.ჩაძინებული დადიანი ფრთხილად შეიყვანა ოთახში,საწოლში ჩააწვინა,სახე დაუკოცნა და ისევ გაუჩინარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.