ეშმაკი და ანგელოზი მეოთხე თავი
ამ შემთხვევის შემდეგ კლასში დაბრუნების სურვილი საერთოდ არ მქონდა. მხოლოდ სახლში წასვლა, ფანჯრის რაფაზე ჩამიჯდომა და ყავის დალევა მინდოდა, თუმცა ძალები მოვიკრიბე და ფეხზე ძლიერად წამოვდექი. მარის ვანიშნე რომ მზად ვიყავი და ისიც გვერდით ამომიდგა ხელი ჩამჭიდა და კლასისკენ გამომყვა. როცა საკლასო ოთახში შევედი ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული დანიელის ჩათვლით, ის ისე მიყურებდა ეხლაც მიჭირს გააზრება, მისი გაყინული და ზიზღით სავსე მზერა თითქოს გაუჩინარდა და ახლა თბილი და მზრუნველი იერი ეკრო სახეზე. მარიმ სკამზე ბრთხილად ჩამომაჯინა და გვერდით მომიჯდა, რათქმაუნდა ირგვლივ ბავშვები შემომესივნენ და კითხულობდნენ თუ რა მჭირდა, თუმცა პასუხს ჩემს მაგივრად მარი ცემდა. -რამოხვდა ელისაბედ კარგად ხარ?.მასწავლებელი შეშინებული მოვიდა ჩემთან და ჩემი ამბით დაინტერესებული გაოგნებული სახით მიყურებდა. -კარგადაა. უბრალოდ ეს დილა მისთვის არც ისე კარგი იყო.მარი ძლივს პოულობდა ასახსნელ სიტყვებს რადგან ნერვიულობით კვდებოდა. -თუ რამე დაგჭირდა მოდი და მითხარი.(მასწავლებელი) -კარგით,მადლობთ. როგორც იქნა ხმაჩახშულმა რაღაც წამოვიბურტყუნე და თავი დაბლა დავხარე ჩემი ცრემლები რომ არ შეემჩნიათ. ზარი მალევე დაირეკა და ყველანი კლასიდან გავიდა ჩემი,მარის,ქეთის,ნინის,დანიელის და გიოს გარდა. -გოგო რამოგივიდა?.ქეთიმ ანერვიულებულმა გადმომხედა და ჩემი ხელი მის ხელში მოაცქია. -არავერი.ჩუმად ჩავიბუტბუტე და ცრემლები მოვიწმინდე. -როგორ თუ არაფერი, წეღან ისე ცუდად იყავი და ახლა მეუბნები არაფერი მომივიდაო?.ნინიმ ნაწყენი სახით გადმომხედა და ჩემს წინ მოთავსდა. -გოგო დილას საშინელი სიზმარი ესიზმრა.მარიმ გოგონებს მოკლედ და ჩუმად აუხსნა ყველაფერი დანიელს და გიოს რომ არ გაეგონათ. -ვაიმეეე კარგი რა ელისაბედ ყველაფრის ანე განცდა შეიძლება?.ნინიმ ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა დაიწუწუნა. -კი მაგრამ რა ვქნა არ ვიცი.იმ წუთას საერთოდ არ მანაღვლებდა დანიელი და გიო რას გაიგებდნენ და რას არა ამის გამო კი ჩვეულებრივად ვლაპარაკობდი თითქოს ისინი კლასში არ იყვნენ. -როგორ თუ არ იცი, წეღან რეებს ლაპარაკობდი გული შემიღონდა, მგონი გაგიჟდი ასე არ შეგიძლია ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა შეიგნო რომ ის უკვე წარსულში მოხვდა და ახლანდელი დროით უნდა იცხოვრო. მარი უკვე ყვირილზე გადავიდა და როცა ბიჭების გაოცებული სახე დაინახა სად შემძვრალიყო არ იცოდა. -მაგრამ რო არ შემიძლია. მეც გაბრაზებულმა წამოვიყვირე და თავი ხელებში ჩავრგე. -აი იცოდე დემეტრეს ვეტყვი ყველაფერს და ეგ ხო იცი არა მოგხედავს ერთი კარგად.მარი თითისქნევით დამემუქრა და ცალი წარბი მაღლა აწია. -კარგი რა ხიმ იცი არა დემეს ამბავი.უკმაყოფილოდ ჩავიწუწუნე და თავი გადავაქნიე. -დემეს ამბავი რომ ვიცი ზუსტად მაგიტომ უნდა დავურეკო და მერე ნახავ შენც.მარი თავისას არ წყვეტდა. -კარგი რა მარი რას მაშინებ პატარა ბავშვივით თითქოს რამეს ვიპარავდე, უბრალოდ რატომ არ გესმით რომ ეს ძალიან ძნელია.ნერვიულობისგან ხელები თავზე შემოვირტყი და ღრმად ჩავისუნთქე. -ზუსტადაც პატარა ბავშვი ხარ აბა რა ხარ.აი ეხლავე ვურეკავ. მარიმ ტელეფონი ამოიღო და დემეს მართლა დაურეკა.-დემე როგორ ხარ?.(მარი) -..........(დემე) -რავი კარგად მაგრამ ერთ ახალგაზრდას შენთან კონსულტაცია ესაჭიროება.(მარი) -..........(დემე) -კარგი მაშინ ხვალისთვის გელოდებით.მარიმ ტელეფონი რომ გათიშა მე შემომიტრიალდა.-ახლა რაღას იტყვი? აწი ნახავ დემეტრე როგორ მოგხედავს ქალბატონი ელისაბედ.მარიმ ნიშნისმოგებით გადმომხედა და წარბები აათამაშა. -ღმერთო რა დავაშავე.ფეხზე გაბრაზებული წამოვხტი და კლასიდან კისრისტეხვით გავვარდი. ამ დღემაც ძლივს განვლო და საღამოც მოახლოვდა, გოგონებმა გარეთ გასეირნება გადავწყვიტეთ და მოვემზადეთ. -ელისაბედ რას იცმევ?.მარიმ მეორე ოთახიდან მომაძახა და ჩემს ოთახში გამოტანტალდა. -აგე ამას.ოდნავ ღია ტანსაცმელი ვანახე და სარკეში ჩავიხედე. -ალილუია ძლივს რამე ფერადი ჩაიცვი. ხმამაღლა წაიღიღინა და ხტუნაობა დაიწყო. -კაი ეხლა თორე ჩაინგრა იატაკი.მხიარულად მივაძახე და თმა წინ გადმოვიწიე.-მე მზად ვარ წავიდეთ?. როცა თავის მოწესრიგებას მოვრჩი მარის მივუბრუნდი და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე. -ხო მეც მზად ვარ, წავიდეთ. მე და მარიმ კიბეები ჩავირბინეთ და გარეთ გავვარდით,იქ გოგონებიც შეგვხვდენ და მზესუმზირა ვიყიდეთ ემდეგ კი პარკში დავსხედით. -ვაიმე რა ბიჭები მოდიანოო.ქეთიმ შორიდან მომავალ ბიჭევს შეავლო თვალი და წარბები აათამაშა. -სად დაინახე ახლა ის ბიჭები ცხრა კილომეტრით შორს არიან.მარიმ ქეთის ხარხარით გადაულაპარაკა და მზესუმცირა ჩააკნატუნა. -არ დაგავიწყდეს თუ საქმე ბიჭს ეხება ეს არწივია არწივი.ნინიმ სასაცილოდ ჩაილაპარაკა და ქეთის თვალზე ხელი ააფარა. -ეე მოკეტე თორე ენას ამოგაძრობ მერე კი მაგ ენას ძაღლებს შევაჭმევ.ქეთიმ ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა. -ფუუ რა სასტიკი ხარრ, აღარ გაბედო და აღარ უყურე იმ მონსტრებზე ფილმებს თორე შენი მეშინია.მარი უცნაურად დაიჭყანადა ენა გადმოაგდო. -ესენი ლევანი, გიო და ერეკლე არ არიან?. დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ წამოვიყვირე და გოგონებს მოჭუტული თვალებით გადავხედე. -აუ ეს არწივი კი არა დურბინტია რაა. ნინიმ ტუჩგადმოგდებულმა ჩაილაპარაკა და თავი დამიკრა. -ვაი აქეთ რატო მოდიან?.მარიმ შეშინებულმა დაილაპარაკა და უკნიდან ამეკრო. -კაი რაიყოთ კი არ იკბინებიან.დამაიმედებლად ვუთხარი და გავიციე. -არა მართალი ხარ ეგენი პირდაპირ გჭამენ.მარიმ ხელზე იკბინა და სიმწრისგან წამოიყვირა. -გამარჯობათ გოგონებოო.ერეკლე ჩვენთან მოვიდა და გადამეხვია. -გამარჯობა.გოგონებმა ერთხმად ჩაილაპარაკეს და უსიამოვნოდ შეიშმუშნენ. -რავახარ სესტრა?ლევანმა ხელი გადამხვია და თავზე წამეთამაშა. -არამიშავს თქვენ?თავი მხარზე დავადე და ინტერესით ავხედე. -ნარმალნა, გავიგე დღეს ცუდად ყოფილხარ რა მოგივიდა?ერეკლემ არც ისე სასიამოვნო კითხვა დამისვა და კოპებშეკრულმა გადმომხედა. -ისეთი არაფერი როგორც მითხრეს პანიკური შეტევაო თუ რაღაც ესეთი მქონდა.უხერხულად შევიშმუშნე და ტუჩები წინ გავბზიკე. -უი რატო ნეტა? ეხლა ხო ხარ კაჟივით?.გიორგიმ მუშტი ბრთხულად ჩამარტყა მკლავზე და მხარი გამიხახუნა. -მთლად კაჟივით არა მაგრამ...სიტყვა არ მქონდა დამთავრებული ქეთი ჩაერია. -წიწილასავით ნაღდად არის. ქეთიმ მხიარულად გადაიკისკისა და თავი უკან გადაწია. -თქვენი მეოთხე ძმაკაცი სად დაკარგეთ?.ნინიმ სრულიად მოულოდნელი კითხვა დასვა და მერე პირზე ხელი აიფარა რომ მიხვდა რა წამოიყვირა. -დანიელს ბაბუა დაეღუპადა ეხლა ოჯახისწევრებთანაა.გიორგიმ სამწუხარო პასუხით დაგვამწუხრა და თავი ჩახარა. -მართლა? ძალიან ცუდია, წარმომიდგენია ახლა როგორ არიას, არადა მადლობის გადახდა მინდოდა ცუდად რომ გავხდი მან რომ დამიჭირა.დამწუხრებულმა ჩავილაპარაკე და მოვიღუშე. -წამო თუ გინდა ეხლა ნახე და იქნებ შენმა ნახვამ ცოტა გაახაროს.ერეკლემ სრულიად მოულოდნელად მითხრა და ამის გამო ძალიან დავიბენი. -ჩემმა დანახვამ რატომ უნდა გაახაროს?. სხვა კითხვა არ მომგონებია და ეს ვკითხე. -ანგელოზივით გოგო რრომ გეტყვის მადლობაო დახმარებისთვისო ასეთ ცუდ მდგომარეობაში რატომ არ უნდა გაუხარდეს.(ლევანი) -ეჭვი მეპარება.ჩემთვის ჩავიბურტყუნე და მშრალად გავიღიმე. -კაი რა ტო წამო თორე იცი რადღეშია ეხლა? რომ დაგანახა შეგეშინდება.(გიო) -მე მაგის დანახვისას სულ მეშინია.ვერც კი გავიაზრე რა ვთქვი და იქვე გავშრი. -ანუ მოდიხარ ხო?.ერეკლემ ეშმაკურად გამომხედა და თვალი ჩამიკრა. -კარგი. შეძლებისდაგვარად ხმამაღლა ვთქვი და ბიჭებს გავყევი.-თქვენ არ წამოხვალთ?.გოგონებს მივუბრუნდი და ინტერესით შევხედე. -ჩვენ? კარგი წამოვალთ.მარიმ რაღაც ჩაიბუტბუტა და გოგონებთან ერთად გამოგვყვა. მალე ნაცნობ ქუჩასთან შევუხვიეთ და იქვე სკამზე ჩამოვჯექით, მერე დანიელიც ჩამოვიდა და გვერდით მოგვიჯდა, მას მართლა ისეთი განადგურებული სახხე ქონდა ძალიან შემეცოდა და ერთიანად გამახსენდა ჩემი თავი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ამის გამო კი თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა. -გავიგე რომ ბაბუ დაგეღუპა, ვიზიარებ. ხმააკანკალებულმა ძლივს ვთქვი და ხელები ერთმანეთში ავხლართე. -მადლობ.დეანიელმა ცივად მიპასუხა და სიგარეტს მოუკიდა. -არა მადლობას მე უნდა გიხდიდე მაშინ რომ დამიჭირე,შეიძლებოდა ძირს დავარდნილიყავი და თავი რამეზე დამერტყა.სათქმელს თავი ძლივს მოვაბი და აწყლიანებული თვალებით ავხედე. -არაფერია. ყველა ასე მოიქცეოდა.ტონი საერთოდ არ შეცვალა და ერთ ადგილს უცნაურად მიაშტერდა. -აუ იცით გოგოებო თაზო ბაბუ რა კაცი იყო? ერთხელ ამასთან რო მივდიოდით სიგარეტი უნდა.....ლევანმა ამბის მოყოლა დაიწყო და დანიელმა გააწყვეტია. -არ არის საჭირო მაგ ამბის მოყოლა.მკაცრი ტონით უთხრა და თვალებმოჭუტულმა გადახედა. -კაი რაიყო ტო ცუდს კი არაფერს ვამბობ.ლევანი მასთავ ჭიდილს მაინც არ წყვეტდა. -მე არ მიდა ახლა ამაზე ლაპარაკი!.მკაცრად ჩაისისინა და მეორე სიგარეტს მოუკიდა. -ვიცი ახლა რასაც გრძნობ ეს ყველაზე საშინელი რამაა ამ ცხოვრებაში. არ ვიცი რატომ დავიწყე მისი დამშვიდება, ალბათ იმიტომ რომ მისი ასეთი სახის ყურება ჩემთვის აუტანელი იყო ამის გამო ვერ მოვითმინე, რომ გავიაზრე რაც ვთქვი ჩემს თავზე გავბრაზდი.“ვერ დააყენებ ერთ ადგილას მაგ შენ ენას?!“ ჩემს თავზე გაბრაზებულმა გულში გავიელვე და სახეზე წამოვწითლდი. -კარგი ერთი რა ზღაპრებს მიყვები, არ მჭირდება შენი სენტიმენტალური აზრები!. ეშმაკს კბილებს შორის გამოსცრა და საოცრად ზიზღიანი თვალებით გადმომხედა. -ზღაპრები რა შუაშია უბრალოდ შენს გამხნევებას ვცდილობდი. ნაწყენმა ჩავიბუტბუტე და თვალი თვალში გავუყარე. -კარგი რა შე პატარა ღლაპო რაღაც კინოში ნახე ალბათ მწუხარება და შენი ჭკუით მამხნევენ, შენ საერთოდ ვერ ხვდები რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა!. დიდი სიძულვილით და ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები და იქვე გამაშეშა. -აჰა ანუ მე არ ვიცი არა საყვერლი ადამიანის დაკარგავ რა არის და კინოში მაქვს ნანახი ხო.სიმწრისგან წარმოვთქვი ეს სიტყვები და ცრემლების ზღვა გადმოვუშვი. -ბოდიში მოუხადე ახლავე.ქეთი გამწარებული წამოხტა და ბოდიშის მოხდას აიძულებდა ეშმაკის მოციქულს.-გაანებე თავი ქეთი.მწარედ აქვითინებულმა ვტქვი და იმ ადგილიდან მთელი სისწრაფიდ მოვწყდი, გზაში მთელი ხმით ვტიროდი რადგან ასეთი რამის გაგონებისას კინაღამ გული გამიჩერდა, ამას ჯობდა ვინმეს მოვეკალი ვიდრე ეს სიტყვები მომესმინა, გულმა რაღაც აუტანელი ტკივილი იგრძნო და სიმწრისგან რაღაც ხმების გამოცემა დავიწყე თან კიდევ მკერდხე ხელს ვიბჯენდი ფეთქვა რომ მეგრძნო და დავრწმუნებულიყავი რომ არ მომკვდავრვარ.ამ სიტყვებმა ისე შემძრა და გამანადგურა რომ ფეხებში მთლიანად ძალა გამომეცალა და ამის გამოძირს დავეცი.მალე დავინახე როგორ მოვიდნენ გოგონები ჩემთან და აქოშინებული მაწყნარებდნენ. -ეს უკვე მეტისმეტია, მერემდენედ უნდა მატკინოს გული იმ ეშმაკის მოციქულმა!.ისე ვიყავი გაბრაზებული ხელებს ძირს ვურტყავდი და ბოლო ხმაზე ვტიროდი. -ელისაბედ შენ ახლა დაწყნარდი და იმ ნაბი*ვარს მერე მივხედავთ.ქეთი თავის ჭკუით მაწყნარებდა თუმცა მის ხსენებაზე უფრო ვბრზდებოდი. -ვაიმე ეგ სატანა როგორ მძულს.მარი ნერვებმოშლილი ცოფებს ყრიდა და გულში მიკრავდა. -ღმერთო რა გიჟივით გამოვარდი დაინახეთ?. იმ წუთას რატომღაც სიცილი დავიწყე არც კი ვიცოდი რას ვაკეთებდი ქუჩაში ძირს ვიწექი და დებილივით ვიცინოდი.უკვე იმდენი ვიტირე თითქოს ცრემლები დამიშრა და ავტომატურად სიცილზე გადავედი.გოგონები ჩემს რეაქციას გაოგნებულები შესცქეროდნენ და ძლივს მამშვიდებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.