შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 32)


14-05-2015, 02:20
ავტორი llella
ნანახია 5 630

როგორ მიყვარს ეს დღე. სკოლა მთავრდება, დღეს ბოლო დღეა.
არაჩვეულებრივი ზაფხული მელის წინ, ნუ მე მინდა რომ არაჩვეულებრივი იყოს და იმედი მაქვს რომ აიქნება კიდეც.
ცხოვრებაში არ ავმდგარვარ ადრე და დღეს სასწაული მოხდა, ადრიანად გავიღვიძე და ადგომა დავაპირე, მაგრამ დემეტრეს ძლიერ ხელებს მაგრად ვყავდი ჩახუტებული.
-დემეტრე, გაიღვიძე რაა, ადექი.
-დავიძინოთ!-გასცა ბრძანება და ცხვირი ჩემს თმებში უფრო კომფორტულად მოათავსა.
-აუ ადექი სკოლოაში მაგვიანდება.
-ბოლო დღეა და მაინც და მაინც დღეს გინდა მის დროზე მისვლა?!-არც კი გაქანებულა ისე მკითხა.
-აუ ადექი რაა. გავიგუდე ბიჭო!-უფრო მაგრად მიჭერდა, ცოტაც და გავიგუდებოდი.
-არ წახვიდე დღეს-იდეა წამოაყენა საწოლზე გაშოტილმა „ბოროტმა“
-კია მაცდური წინადადება,მაგრამ აი დღეს არ გავაცდენ-გავიცინე და წამოდგომა კიდევ ერთხელ ვცადე.
-ცოტახანი კიდე და ავდგეთ-თავი წამოწია და მხარზე მაკოცა, მთელ ტანში დამიარა ცხელმა ტალღამ.
-ავდგეთ-არა და არ ვთმობდი პოზიციებს, ისევ და ისევ ჩემსას ვაწვებოდი.
-კარგი კარგი, მიდი გაემზადე შენ და გაგიყვან მე-დამნებდა ბოლოს და გადაიწია.
-არიიის-გამარჯვებული სახით წამოვდექი საწოლიდან და აბაზანისაკენ ავიღე გეზი.
-ქვემოთ დაგელოდები-გამომძახა სანამ შევიდოდი აბაზანაში.
-კაი.
მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ჩავედი პირველ სართულზე, სადაც დემეტრე და ლექსო დამხვდნენ, რომლებიც ტელევიზორს უყურებდნენ.
-ჭამე და წავიდეთ-გამომძახა დემეტრემ და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა.
-არ მინდა არფერი, წავიდეთ.
-მიდი ჭამე თქო, მშიერი ხომ ვერ წახვალ!
-აუ არ მინდა ადექი წავედით თუ მიგყავარ, თუ არა და წავედი მე-გავიცინე და თითით კარებზე ვანიშნე.
-კაი კაი ნუ ბუზღუნებ-მანაც გამიცინა და ფეხზე წამოდგა.
გარეთ გავედით და ავტომობილისაკენ ავიღეთ გეზი.
-გამოგივლი და წავიდეთ სადმე, ავღნიშნოთ მაინც-გაიცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-რავიცი... კაი წავიდეთ.
-რამე ხდება?!-გამომხედა დაეჭვებულმა.
-რას გულისხმობ?
-რავიცი ხო წავიდეთ-ზე გეკითხები, რამე სხვა გეგმები გაქვს?!
-არა არაფერი... ისე თუ აკვირდები რომ სულელურ რაღაცებზე ბრაზდები?!
-რავიცი აბა-გამომხედა, გაიცინა გადმოიწია ჩემსკენ, ფრთხილად და ნაზად შემეხო ტუჩებზე.
-უუჟმურესი ადამიანი ხარ, ჯმუხი და ბოროტი-გაბუსულმა ამოვილაპარაკე.
-ულამზესი, მიმზიდველი და უსექსუალურესი ბავშვი ხარ-მისი ჭკუით ხურდა დამიბრუნდა და წინ გაიხედა.
ჩვენს ბოდიალში სკოლამდეც მივედით.
-წარმატებულ დღეს გისურვებ-გადასვლას ვაპირებდი როცა დემეტრეს ხმამ გამაჩერა.
-მადლობა, შენაც-გადავიწიე და ნაზად შევეხე ტუჩებით ქვედა ტუჩზე, ვიგრძენი როგორ გაეღიმა-წავედი მე.
დავემშვიდობე ჩემს „ბოროტს“ და ავტომობილიდან გადმოვედი, სკოლაში შესვლისთანავე იგრძნობოდა ბოლო დღის აურა, ლელუკაც ვნახე, ჩამოსულიყო, უფროსწოერად ჩამოუყვანიათ, ძნელი მისახვედრი არაა ვინ ჩამოიყვანდა ლელუკა და ღამის 3 საათზე ვინ დაადსგა თავზე, ნუ რათქმაუნდა ჩემმა უჭკვიანესმა ძმამ.
გაკვეთილებმა არაჩვეულებრივად ჩაიარეს, სხვაგვარდ წარმოუდგენელიცაა.
ბოლო დღე, არ ტარდება გაკვეთილები, აკეთებ რასაც გინდა და ა.შ.
გაკვეთილები არ იყო დამთავრებული ბიჭებმა აიჩემეს ბოლო გაკვეთილიდან წავიდეთ „ზაქარაშიო„ ბავშვებმიც რათქმაუნდა დავთანხმდით და მათთან ერთად წავედით.
ჯერ ვიფიქრე დავურეკავ დემეტრეს და ვეტყვი რომ მომაკითხე თქო, მაგრამ ლელუკამ გადამაფიქრებინა, ეს ბოლო დღე კლასელებთან ერთად გაატარე, მთელი ზაფხული გეყოლება დემეტრეო, მეც დავეთანხმე, მაგრამ მაინც ვერ გავუძელი და გასაფრთხილებლად მაინც დავურეკე.
-პატარვ დაგიმთავრდა გაკვეთილები?!
-კი დამიმთავრდა...
-კაი მოგაკითხავ მაშინ, დამელოდე, არ წახვიდე გამოვალ ეხლავე-არ მაცადა დამთავრება.
-არა მოიცა არ გამოხვიდე მისმინე.
-ხო რა ხდება?!
-რა და ბავშვები მივდივართ რესტორანში და გასაფრთხილებლად დაგირეკე.
-რა რესტორანში, ვინ და ვინ მიდიხართ?!
-„ზაქარაში„ კლასელები მივდივართ ვინ წავალთ-გამეცინა მის ეჭვიანობაზე.
-ხო კაი, ჭკვიანად იცოდე და რო დააპირებ გამოსვლას დამირეკე და მოგაკითხავ.
-კაი, აუცილებლად-მისი მზრუნველობა მიყვარდა სასტიკად, მისი ეჭვიანობაც...
-მიყვარხარ-მისი ზედმეტად ბოხი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მეც მიყვარხარ.
-ჩემი გოგო ხარ! აბა ჰე, მიდი გაერთე და რო მორჩები დამირეკე აუცილებლად და მოგაკითხავ.
დავემშვიდობე დემეტრეს და ბავშვებთან ერთად გავემართე „ზაქარაში„
მივედით, დავიკავეთ ჩვენი ადგილები და დაიწყო ქეიფი.
როგორც წესი ბიჭები ორ მეტრიან სადღეგრძელოებს ამბობდნენ და ყანწებს ბოლომდე ცლიდნენ, არც ჩვენ ჩამოვრჩით, მეც დავლიე, არასოდეს არ მქონია ცუდი სიმთვრალე, მხოლოდ 3 ჭიქა დავლიე, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვიყავი, ამის მიზეზიც კი მქონდა, მყავდა გვერდით ადამიანი რომელსაც ვუყვარდი და დამიცავდა, სკოლა დამთავრდა და არაჩვეულებრივი ზაფხული მელოდა წინ.
ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით, ბავშვენი ცეკვისაგან დაქანცულები ფეხზე ვეღარ იდგნენ, მე არ ავმდგარვარ, ჩემი კლასელის და უძალიანმაგრესი ადამიანის სანდროს ვუსმენდი,
მიყვარდა როცა ის საუბრობდა, არ ჰქონდა აზრი რაზე ან რამდენ ხანს, უბრალოდ იმიტომ მიყვარდა მისი საუბარი რომ არ გავდა სხვას მისი არცერთი სიტყვა, ყოველთვის განსხვავებული შეხედულება ჰქონდა, თითოეულ სიტყვას მთელ სულს ატანდა და ამიტომაც იმსახურებდა მსმენელთა სიჩუმეს და აღტაცებას.
ცეკვისაგან დაღლილი ლელუკა მომიჯდა გვერდით.
-ვაიმე დამისხი ერთი ეგ წვენი, საშინლად მწყურია.
-მოგწყურდება მე შენ გეტყვი, არ დამჯდარხარ და-გავიცინე და სკამზე მისვენებულ დაქალს წვენით სავსე ჭიქა მივაწოდე.
-აუ ფეხები მტკივა, შენ კიდე ადგილიდან არ გაქანებულხარ.
-ხო შენსავით თხა არ ვარ.
-ხო შენ გირჩევნია შენი სანდრინიოს ციტატებს უსმინო.
-ზუსტადაც-ღიმილით გავხედე სანდროს რომელიც ბიჭებთან ერთად სვამდა.
-აუ მაგან წიგნი გამოსცეს ბარემ-გადაიხარხარა ლელუკამ.
-გამოსცემს კიდევაც-დარწმუნებულმა წარმოვთქვი და ლელუკას გავხედე.
-არა ისე მართლა ძაან მაგარი ბიჭია, მაგარი ფრაზებით გვამკობს.
-მისი ყველა ფრაზა მიყვარს, სასწაული გრძნობით საუბრობს.
-და სასწაულადვე გადმოსცემს იმ გრძნობას რასაც თავდ განიცდის-ჩემი ფრაზა დაამთავრა ლელუკამ და რესტორანში შემოსულ ბიჭებს გახედა.
ლელუკამ რათქმაუნდა ისინი ვერ იცნო, მე კიდე როგორ ვერ ვიცნობდი ჩემი „ბოროტის“ გაბრაზების მიზეზს.
ხო, ჯაბა იყო, საძმაკცოსთან ერთად. შემოსვლისთანავე ჩვენსკენ გამოიხედა, მზერა ჩემზე შეაჩერა და კმაყოფილმა გაიღიმა, მე კიდე ვითომც არაფერი ისე გავატარე მისი რესტორანში შემოსვლა.
წამით გულმა რაღაც ცუდი მიწინასწარმეტყველა, შემეშინდა რაღაცის მაგრამ მეც ვერ გამეგო რისი.
არჩვეულებრივად ვერთობოდი, კიდევ 3 ჭიქა დავლიე, მე და ლელუკა ვიჯექით და ვლაპარაკობდით როცა ვიღაც მაღალი, სიმპატიური ბიჭი მოგვიახლოვდა.
-დამდებთ პატივს და იცეკვებთ ჩემთან ერთად პატარა ქალბატონო?!-მისი შავი თვალები შემომანათა და ხელი გამომიწოდა.
-იცით...
-კი კაცო როგორ არ დაგდებს პატივს-სიტყვის დამთავრება არ მაცადა ლელუკამ და ჩემს მაგივრად გასცა პასუხი, მაშინ როცა ვაპირებდი მისთვის მეთქვა რომ ვერ ვეცეკვებოდი და სულაც არ ვიყავი ამის ხასიათზე, ლელუკამ საპირისპირო გააკეთა.
ახალგაზრდამ გამომიწოდა ხელი, მეც ჩემი ხელი შევაგებე მისას და გავყევი.
ნელი სიმღერა ჩაირთო, ერთი ხელი წელზე შემიცურა მეორეში კი ჩემი ხელი მოიქცია, ნელა ავაყოლეთ ტანი მელოდიას.
ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მზერას რომელიც მთელს ზურგს მიწვავდა.
-ბაჩო ბოლქვაძე-უცებ გავიგონე ახალგაზრდა უცნობის ხმა, ავხედე ჩემზე მაღალ სხეულს და მის შავ თვალებს შევეჩეხე.
-თამუნა... თამუნა წილოსანი-უცებ დავიბენი, წელზე მაგრამ მომიჭირა ხელი და მისკენ მიმწია.
-ულამაზესი ხარ!!!-მის კომპლიმენტს არ მოველოდი ამიტომაც თავი სხვა მიმართულებით გავაბრუნე-ნუ მორცხვობ პატარა ქალბატონო-თბილად გამიღიმა, მე კიდევ თავი დავიწყევლე საერთოდ რომ გამოვყევი საცეკვაოდ, აქ რომ ჩემი „ბოროტი“ იყოს, ბატონი ბაჩო გადაადგილების უნარს დაკარგავდა-მაგრამ ეგ სიმორცხვეც რომ ძალიან გიხდება...-მეც ზრდილობისათვის გავუღიმე.
-ღიმილიც გიხდება-მისკენ უფრო ახლოს მიმწია, მე კიდევ სულაც არ მომწონდა მოცემული სიტუაცია.
-უნდა წავიდე...-მისი მოცილება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-რატო?! სიმღერა ჯერ არ დამთავრებულა, არც მე მომიცია იმის უფლება რომ დაჯდე.
-გამიშვი, ხომ ვიცეკვეთ, ახლა უნდა წავიდე-მინდოდა ადამიანური ნათქვამი გაეგო და მისი მოძრობა არ დამჭირვებოდა.
-არა! მე და შენ უნდა ვიცეკვოთ!-მის პოზიციებს არც ის თმობდა.
-აახვიე აქედან!-გავიგონე ბოხი და გაბრაზებული ხმა, რომელიც ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ არა ახლობელი.
მივბრუნდი და ხელთ ჯაბა ბარათელი შემრჩა, ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა და ჩვენ გვიყურებდა, ძარღვები დაბერვოდა და მამისმკვლელი თვალებით უყურებდა ბაჩოს.
-რაო?!-წაებლატავა ბაჩო გაცეცხლებულ ბარათელს.
-აახვიე-მეთქი!!!-ექოსავით გაისმა ჯაბას ხმა რესტორანში, ბაჩოც უმალ ჩამომშორდა და გაეცალა იქაურობას, მეც ვაპირებდი ბავშვებთან დაბრუნებას როცა ვიღაცის მკლავმა მისკენ მიმაბრუნა.
-მეცეკვები!
-არასწორი ინტონაციით წარმოთქვით, უნდა გეკითხათ-თავის დაღწევას ვცდილობდი და არც კი ვიცოდი რაზე ვლაპარაკობდი, საშინლად დავიბენი, როცა მის თვალებს წავაწყდი.
-სულაც არა! ეს კითხვა არც ყოფილა!-კმაყოფილმა გამიღიმა, ხელები კისერზე შემომაწყობინა, თვითონ კი წელზე შემიცურა ხელები, ძმაკაცებს გახედა, თავით ანიშნა ერთ-ერთ ბიჭს რაღაც, ისიც უმალ მომღერლებთან გაემართა.
გაისმა ჩემი საყვარელი ჯგუფის სიმღერის ჰანგებიც. ერთდროულად გამიხარდა და მეწყინა კიდეც.
გამოიდარებს,ისევ ჩაგიკრავ გულში
სიყვარულისგან იცი, არ მეძინა გუშინ
იმ ძველ შეცდომებს, აღარ გავიმეორებ
თვალს დავხუჭავ და ისევ ... გამოიდარებს ისევ,
გაჩუქებ ვარდებს წარსულს გავატან,
იცი,მე შენზე დარდებს ქარი წაიღებს
ღრუბელს,რომელიც გვჩრდილავს
მზე ამოვა და ისევ გამოიდარებს გამოიდარებს,
ისევ ჩაგიკრავ გულში სიყვარულისგან იცი,
არ მეძინა გუშინ იმ ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თვალს დავხუჭავ და ისევ გამოიდარებს.
ნელა ვცეკვავდით, მე კიდე წარმოვიდგინე რას მიზამდა ჩემი „ბოროტი“ ჯაბასთან ერთად რომ ვენახე და მერე წარმოვიდგინე ისიც თუ რას უზამდა მას.
-ვიცი რომ გიყვარს ¼-მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-ხო... ძალიან.
-მეც მიყვარს...
-კარგია-არ ვაცადე დამთავრება.
-არა...-გაეღიმა-სიმღერა არა, მე ის მიყვარს, ვინც ამ სიმღერის მოსმენისას მახსენდება.
-მასეც უნდა იყოს.
-რას გულისხმობ?!
-რას და სიმღერას უბრალოდ არ უნდა უსმენდე, ზოგი მასში პოულობს დიდ აზრს რომელსაც ცხოვრებისეულ წესად იყალიბებს, ზოგისთვის ის უბრალოდ დამამშვიდებელია, ზოგი უბრალოდ უსმენს და სიამოვნებას ღებულობს ამაში, აი ზოგი კი სიმღერებში მისთვის საყვარელ ადამიანს ან ნივთს ხატავს და თვით ეს სიმღერა ხდება იმ ადამიანის სახე-არც კი ვიცი რატომ ვეუბნებოდი ამ ყველაფერს მას, 2 წუთის წინ მისი მოშორება მინდოდა ახლა კი ვუხსნი თუ ვისთვის რას წარმოადგენს სიმღერა.
-ჭკვიანი გოგო ხარ!-გამიღიმა-თვალებს ნუ მარიდებ! ნუ მალავ შენს მწვანე თვალებს! შენი თვალები... ულამაზესი თვალები გაქვს...-თვალებში მიყურებდა. იცით, აი არ ვიცი როგორ აღგიწეროთ ის თუ რა დავინახე მის შავ თვალებში, მის ცხოვრებას წაიკითხავდით მის თვალებში, ყველაფერი აღიბეჭდებოდა მათში, არ ვიცი რატომ მაგრამ არ მეშინოდა მისი ისე როგორც ადრე, მაგრამ რაღაც დონეზე შიშს ისევ ვგრძნობდი,მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ მე დემეტრეს რეაქციის კი აღარ მეშინოდა, თუ რას იზამდა მას აქ რომ დაინახავდა, უბრალოდ მეშინოდა ჯაბა ბარათელის...
-წერეთელი რატომ არ გამოგყვა?! მარტო რატომ გამოგიშვა?!!!-გაბრაზებულმა მკითხა და პასუხს დაელოდა.
-კლასელები ვიკრიბებოდით და აღარ წამოსულა...-მეც დავიწყე თავის მართლება, „ვაიმე თამუნა გადამრევ მე შენ რაარი გოგო რას იბნევი ამ ჯაბასთან და დემეტრესთან რა უბედურებაა... სხვებს თვალებს თხრი და ამათთან 2 სიტყვაზე ერთად თავი ვერ მოგიყრია“ ჩემივე თავს ვუბრაზდებოდი.
-რა აზრი აქვს ვინ და ვინ იკრიბებოდით, შენთან ერთად უნდა ყოფილიყო! ის უნდა ყოფილიყო ახლა შენთან და არა მე!-ირონიულად გაიღიმა და თავი გააბრუნა იქეთ სადაც მისი სამეგობრო ეგულებოდა.
შევამჩნიე ნაიარევი კისერზე, რომელიც იმ დღინდელი ჩხუბის ანაბეჭდი იყო.
-რატომ იჩხუბეთ ?!-უცებ გაუაზრებლად ვკითხე.
-რა?! რაზე მეუბნები?!-გაკვირვებულმა გამომხედა.
-იმ დღეს რატომ იჩხუბეთ თქო?
-ჩვენ რაზე ვიჩხუბეთ ეგ შენ არ გეხება!-ვაიმე ესე რატო გავხართ ერთმანეთს...
-კარგი-მეც ნერვებმოშლილმა გავაბრუნე თავი და ლელუკას გავხედე, რომელიც ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე და ამავდროულად მოგვშტერებოდა მე და ბარათელს.
სიმღერას როგორც იქნა მოეღო ბოლო და მანაც ხელი შემიშვა.
-გმადლობთ, გავიმეორებთ!-გამიღიმა და ძმაკაცებისაკენ გაემართა, მე კიდე ბავშვებს დავუბრუნდი.
-ეს ვინღა იყო?! ბიჭი რა თვალებით გიყურებდა შენ უნდა გენახა.
-შენ არ იცი ეს ვინაა...
-და ვინაა?!
-ჯაბა... ჯაბა ბარათელი-ეს ვთქვი თუ არა ლელუკას სახის გამომეტყველება შეეცვალა.
-მოიცა... ეს ის ჯაბა ბარათელია?!-თითი ააფრიალა ცაში თითქოსდა იქ მისი სურათი ყოფილიყოს და მასზე მიმითითებდა.
-ხო ეგ ჯაბა ბარათელია.
-ტიტუუ, მოკლავს ჩემი სასიძო ამას, რო გაიგოს შეგეხო და გამოგელაპარაკა.
-სულაც არაა ცუდი პიროვნება, არაა ცუდი ადამიანი და არ მესმის დემეტრე რას ერჩის.
-უმიზეზოდ ადამიანი ადამიანს არ ერჩის და თან დემეტრე, ეტყობა დააშავა რაღაც ასე რო ვერ იტანებენ ბიჭები-იცავდა დემეტრეს ლელუკა.
-აუ დავიღალე და არ წავიდეთტ?!-შევთავაზე ლელუკას, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია-კაი დავურეკავ დემეტრეს და წაგვიყვანს.
-დავურეკე მე უკვე ლექსოს-გაიცინა.
-აუუ ეს ვინაა-გავიცინემეც და გარეთ გავედი დემეტრესთვის რომ დამერეკა.
-რას შვრები პატარავ?!
-დემეტრე მომაკითტხავ?!-მესიამოვნა მონატრებული ხმის გაგონება.
-გამოვდივარ-გამითიშა და მეც უკან დავბრუნდი.




- - - - - -
გამარჯობა ბავშვებო, იმედია მოგეწონებათ ახალი თავი love მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და ვისაც მოგწონთ.
მადლობა რომ წერთ კომენტარებს და მიზიარებთ თქვენს დამოკიდებულებას ისტორიასთან დაკავშირებით. love



№1  offline წევრი malikuna

კიი მომწონს ძაან

 


№2  offline წევრი -tiko))

Rayo agvianebb?:(
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი lamazmani

ვაიმე თამუნა ბარათელთან არ დააახლოვო თორე გავგიჟდდები დემეტრე ჯობია love

 


№4  offline წევრი anaa

დემეტრესთან დატოვე რა (

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

es tamuna debilia tu tavs isebilebs ?? armiyvars aseti gogoebi

 


ძგაფ.
ნანატრი თავი...
დახვეწილი, თითქმის იდიალური ისტორიაა (ჩემთვის)
ასე დიდი ხანია ისტორია არ მიგრძვნია...
არ ვიცი, ჩემი "დამამშვიდებელია" შენს მიერ დადებული ყოველი თავი...
თან მამშვიდებს, თან მაფორიქებს...
ლამის ვიღვერი წინადადებებში...
1/4-ის სიმღერაც კი ჩავრთე, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ეს ჯგუფი და რამდენიმე სიმღერა მონასმენიც კი მაქვს არ "ვგიჟდებოდი" (არც ახლა ვგიჟდები)
თამუნა მართალია (უფრო სწორად, შენ ხარ მართალი) სიმღერა აუცილებლად გახსენებს ვიღაცას ან რაღაცას მაინც... ვადაგასულ დღეებს, დაკარგულ ადამიანებს, სიყვარულს, სიძულვილს...
ან სრულიად უცხო ადამიანს, (და მის ნაწერს)...
ჰო, შენ მახსენდები, ამ ისტორიის "გმირები" მახსენდება და სხვანაირად არც ვუყურებ სიმღერის სიტყვებს, რომ შეიძლება მეც გამახსენოს ვიღაც ან რაღაც, რომ შეიძლება მეც ვიპოვო ამაში საკუთარი თავი,(პატარა "ნაგლეჯი" მაინც) მაგრამ არა! ეს სიმღერა შენია... (თამუნასია)
და მხოლოდ ასე შეიძლება ამის მოსმენა...
ხოლო საკუთარ თავს რაც შეეხება... მას შენ მახსენებ... ჰო, შენ! ყოველ ჯერზე როდესაც ამ ისტორიას ვკითხულობ...
არ დაიგვიანო.

 


№7  offline წევრი llella

შოკოლადიანი კრუასანი
ძგაფ.
ნანატრი თავი...
დახვეწილი, თითქმის იდიალური ისტორიაა (ჩემთვის)
ასე დიდი ხანია ისტორია არ მიგრძვნია...
არ ვიცი, ჩემი "დამამშვიდებელია" შენს მიერ დადებული ყოველი თავი...
თან მამშვიდებს, თან მაფორიქებს...
ლამის ვიღვერი წინადადებებში...
1/4-ის სიმღერაც კი ჩავრთე, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ეს ჯგუფი და რამდენიმე სიმღერა მონასმენიც კი მაქვს არ "ვგიჟდებოდი" (არც ახლა ვგიჟდები)
თამუნა მართალია (უფრო სწორად, შენ ხარ მართალი) სიმღერა აუცილებლად გახსენებს ვიღაცას ან რაღაცას მაინც... ვადაგასულ დღეებს, დაკარგულ ადამიანებს, სიყვარულს, სიძულვილს...
ან სრულიად უცხო ადამიანს, (და მის ნაწერს)...
ჰო, შენ მახსენდები, ამ ისტორიის "გმირები" მახსენდება და სხვანაირად არც ვუყურებ სიმღერის სიტყვებს, რომ შეიძლება მეც გამახსენოს ვიღაც ან რაღაც, რომ შეიძლება მეც ვიპოვო ამაში საკუთარი თავი,(პატარა "ნაგლეჯი" მაინც) მაგრამ არა! ეს სიმღერა შენია... (თამუნასია)
და მხოლოდ ასე შეიძლება ამის მოსმენა...
ხოლო საკუთარ თავს რაც შეეხება... მას შენ მახსენებ... ჰო, შენ! ყოველ ჯერზე როდესაც ამ ისტორიას ვკითხულობ...
არ დაიგვიანო.

vgijdebi shenze <3 yvelaze magari xar raa <3 gesmis chrmi grdznob imaves rasac me... mixaria shens komentars rom vnaxulob... xo sasaciloa da istorias ro elodebian ise velodebi me shens komentars, veli gverdshi dgomas... vici rom damidgebi gverdshi da amitomac velodebi... <3 usazgvrod tbili,ketili da gamgebiani adamiani xar <3 ar vcici vin xar, saidan, ramdrni wlis da a.sh. magram dzalian miyvarxar vinc xar <3

 


№8  offline წევრი masu

Dzaan kaia male dade

 


№9  offline წევრი სპენსერი

აუ ძალიან მომწონს კი გითახი ადრე რო რაღაც დამაკლდა მეთქი მარა ეხლა ძალიან კარგია love ძალიან არ გაწელო რა...დემეტრესთან დატოვე (( love მთლიანობაში კარგიაა

 


№10  offline წევრი Geek Girl

Male dade ra

 


№11  offline წევრი malikuna

რატო გვაწვალებ? 3დღე ძაან ნაგლობაა რაა ამდენი ველოდებით დადე რაა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent