შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [15]


14-05-2015, 17:47
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 660

დილით, ხო კარგი, შუადღით 1-ზე გამეღვიძა. ხვალ მივდიოდით, არა! არ მინდა ამ ადგილს რომ მოვშორდე. ჩემი ნება რომ იყოს, აქ გადმოვსახლდებოდი. ღმერთო, როგორ მიყვარს აქაურობა! მიუხედავად მძიმე მოგონებებისა, ამ ადგილზე ვაფრენ! პირდაპირი მნიშვნელობით! დიახ, აქ რომ ჩამოვდივარ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთაშესხმული დავფრინავ ღრუბლებში. თუმცა, ვის არ ექნება ასეთი შეგრძნება, როდესაც დღისით ტყის სილამაზე მონუსხავს, დაატყვევებს და მის არსებობას მოიცვავს, ხოლო ღამით, ოო, ღამოთ აქ სხვა სამყაროა, თითქოს მზე ჩავიდა თუ არა, ადგილმდებარეობა შეიცვალე. ტყეს იმდენად კარგად ვეღარ ხედავ, კი, ღამითაც ლამაზია, მაგრამ დღისით უფრო ნათლად ვხედავთ მის თითოეულ კუთხე-კუნჭულს. ღამით? ღამით მხოლოდ ცას ვხედავთ, ვარსკვლავებით მოჭედის, გავსებულ ცას! შუაში კი მოკაშკაშე მთვარეა. მთელი ღამე დაუზარავად შემიძლია დავჯდე და არაამქვეყნიურად მშვენიერ ცას შევსცქერო. აუცილებლად უნდა იგრძნოთ ის შეგრძნება, ასეთი ცის ყურებისას რომ გეუფლება. გავიწყდება დრო, პრობლემები, გარშემოთ მყოფნი, მხოლოდ შენ და ცა ხართ. და იცით ყველაზე მეტად რა მიყვარს? სავსე მთვარისას მგლის ყმუილი. ზოგადად მგლები მიყვარს, მათი ერთგულება, სიძლიერე, გონება, სულ სხვაა. არ ჰგავნან ლომებს, ვეფხვებს, კი, ძალ-ღონით მგლებს ასჯერ ჯობნიან, მაგრამ მგელი მოუთვინიერებელია, თავისუფალია. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ცხოველია. დიახ, მათი ხმა ღამით მომაჯადოვებლელია, სურვილი გიჩნდება განუწყვეტლივ უსმინო.

ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი(ჯინსი, კეტები და უბრალო მაიკა) და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
- კრასოტკას სალამი. - მომესალმა ლექსო და თავი თავაზიანად დამიკრა.
- ალექსანდრე ბატონს გამარჯობა. - მეც თავაზიანობა გამოვიჩინე და მისი მოქმედება გავიმეორე.
- ქეთაა, დღეს რა გეგმები გვაქვს? - მკითხა თმააბურდულმა ლიზამ.
- მე პირადად შენ "პრიჩოსკას" უნდა მივხედო, რასაც, სავარაუდოდ, მთელი დღე დაჭირდება. - ორივეს გაგვეცინა.
- კაი მართლა.
- მე ტყეში გავდივარ, მარტო და თქვენ თავზე დაიმხეთ მთელი რაჭა. - სიცილით ამოვილაპარაკე.
- მარტო? - მკითხა აქანდე ჩუმად მყოფმა უტამ. ხმაში ბრაზის ნოტები შეჰპარვოდა.
- ხო. - ვუპასუხე.
- მეც წამოვალ. - განაცხადა მტკიცედ.
- არა, მარტომ მინდა წასვლა. - ტრადიციად მაქვს ქცეული წამოსვლის წინა დღეს ტყეში მარტო გასვლა ჩემს გიტარასთან ერთად. ეს ლიზამ და ელენემ მშვენივრად იცოდნენ.
- უტა, მარტო წავა. - ისეთი სიმკაცრით უტხრა ლიზამ, რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა.
- რა უნდა ტყეში მარტო? - გაღიზიანდა.
- უნდა! - ხმამაღლა შეეპასუხა. გაჩუმდნენ. გადასარევად ვგრძნობდი დაძაბულობას.
- კარგი, მე წავედი. აბა თქვებ იცით, გაერთეთ. - ოთახში შევედი. ჟაკეტი და გიტარა ავიღე და "ჩემი" ტყისკენ წავედი. მიწაზე ჩამოვჯექი და გიტარა მოვიმარჯვე. როგორც ყოველთვის დავიწყე ჩარკვიანით! "მენატრება"! შემდეგ ქათამაძე, მერე "ანგელოზი შემიყვარდა", "მე და შენ", "მთვარე", შემდეგ ინგლისურები- "say something" , "breath me", "give me love", "A team", "not about angels"...
"christina perri-a thousand years"-ს ვმღეროდი, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი. მოულოდნელობისგან შევხტი და სილუეტს ავხედე. ო, არა! გიორგი. ჰარმონია ამ არაკაცმა დამირღვია, შესანიშნავია!
- კარგად მღერი. - გამიღიმა. უცნაურია მისი ასეთი მომართვა, სულ უხეში იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე და არაფრის მთქმელი სახით ვკითხე:
- რა გინდა? - ჩემმა უხეშმა ტონმა გააღიზიანა.
- ბოდიში მინდა მოგიხადო. - რაო? გიორგი და ბოდიში?! მგონი ჰალუცინაციები დამეწყო. ფეხზე ავდექი და იგივე სახით შევხედე.
- კარგი, ახლა წადი. - ცივად ვუთხარი. თვალები სიბრაზით აენთო, თავს აშკარად ძლივს იკავებდა.
- შერიგების ნიშნად ერთს ჩაგეხუტები, კაი? - ეშმაკურად გამიღიმა. ყოყმანის შემდეგ ჩავეხუტე. ორი წამი არ იყო გასული, რომ მოვშორდი. არა! საშინლად უსიამოვნო იყო მისი სიახლოვეც კი.
- აჰა, ჩაგეხუტე, ახლა წადი. - უსიტყვოდ გაბრუნდა. მე საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი და გაკვირვებული მივაშტერდი სივრცეს, მერე გიტარას დავწვდი და დაკვრა გავაგრძელე. ვერ მივხვდი, ისე მალე ჩამობნელდა. საათს დავხედე და ჰოპ, რვა დაწყებულა. კი მაგრამ, შიმშილმა მაინც არ შემაწუხა? საკუთარ თავს ვკითხე. სახლისკენ წავედი. ჟაკეტი შემოვიცვი, რადგან აგრილებულიყო. კარი შევაღე და ოთახში შესვლას ვაპირებდი, სასტუმრო ოთახიდან ხმაური რომ მომესმა. შევედი და გიორგის "ლამაზმანები". თავად ვაჟბატონი არ ჩანდა. ესენი როდისღა გადმოვიდნენ? "ააა, ლექსო." გონება გამინათდა და მომღიმარ ლექსოს გავიღიმე.
- სად იყავი აქამდე? - მკითხა აშკარად ანერვიულებულმა უტამ.
- ვუკრავდი და დრო ისე გავიდა, ვერც ვიგრძენი. - კმაყოფილმა ვუპასუხე.
- რაო გიომ? - აწრიპინდა ერთ-ერთი გიორგის სასტავის გოგოჩკა.
- მე მეკითხები? - ვკითხე წამიერი სიჩუმის მერე, რადგან მე შემომცქეროდა.
- ხო აბა უტას. - გაიცინა, თუ ამას სიცილი ქვია. აუუ, ამან "იღადავა" ჰაჰაჰა შუტკამ... სარკასტულად ალაპარაკდა ქვეცნობიერი. "კაი დაწყნარდი" გავუწყრდი მეორე მეს.
- შენ რა გიორგისთან იყავი? - ხმამაღლა მკითხა უტამ. ხელები მოემუშტა და კისერზე ძარღვები დაბერვოდა.
- არა! - ისტერიკულად წამოვიყვირე. - ის მოვიდა. - დავამატე ბოლოს.
- რა უნდოდა? - შედარებით მშვიდად მკითხა, მაგრამ ვეჭვობ, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს მას.
- ბოდიში მომიხადა. - ვუთხარი სიმართლე.
- რაა? აბა აქ რომ გკოცნის. - ახლა მეორე აწრიპინდა და ტელეფონიდან ჩემი და გიოს სურათი დაანახა ყველას. ახლა კი ყველაფერი გასაგებია, რომ ჩამეხუტა მაშინ გადაგვიღეს ამ ძუკნებმა. გიორგისაც თავი ისე აქვს მოხრილი, გეგონება მკოცნისო. მე? გავგიჟდი.
- თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?! რომელი ქუჩის ქალი მე ვარ?! - ავყვირდი გაცეცხლებული.
- უკრავდი არა?! - ირომიულად ამოილაპარაკა. სიკვდილი მერჩივნა ამ ხმის გაგონებას. ზუსტად ისეთი ტონით მითხრა, სულ თავიდან რომ გავიცანი. არა, უსამართლოა, რატომ? რატომ, ღმერთო, რატომ?!
- არა, არ მიკოცნია. მოვიდა და ჩამეხუტა, უტა გეფიცები არაფერი მომხდარა. - ნერვიულად დავიწყე ლაპარაკი. ბურთი გამეჩხირა ყელში.
- ქეთა, დებილს ვგავარ?! - მიღრიალა.
- ეე, უტა, დამშვიდდი. - ფეხზე წამოხტა ტატო, რომელსაც ზედმეტად დასერიოზულებული ლექსო მიჰყვა.
- არადა მეგონა ანუკასგან განსხვავდებოდი. - დანანებით ჩაილაპატაკა. მისმა სიტყვებმა გული მომიკლა. რატომ არ სჯერა?! რა დავაშავე?!
- უტა...
- მოკეტე რა! - ისევ მიყვირა, ტატომ კი მხარზე მუჯლუგუნი გაკრა. თვალები ცრემლით ამევსო. ახსნის საშუალებასაც არ მაძლევდა, მაგრამ რა უნდა ამეხსნა?! რაც არ გამიკეთებია?! რაც არ დამჯშავებია?! არა, მათ თვალწინ არ ვიტირებდი. ცრემლები უკან გადავუშვი. ღრმად ჩავისუნთქ.
- კარგი. - წყნარად ამოვილაპარაკე. მერე კმაყოფილად მომღიმარ ძუკნებს გავხედე. საკუთარ თავზე გავბრაზდი რომ არაფრის გაკეთება შემეძლო, რომ საკადრისი ვერ გავეცი მათ, რომ თავისი გავატანინე. ნელა გავედი ოთახიდან და ჩემსაში შევიკეტე. კარი გადავკეტე თუ არა, ცრემლებმა გზა იკვლიეს. ბალისში ჩავრგე თავი და ხმამაღლა ავქვითინდი. არ მესმის, რატომ ხდება სულ ასე?! რატომ არის ასეთი მწარე რეალობა?! რატომ?! რამე დავაშავე?! ვტიროდი და ცრემლებს ვაყოლებდი ემოციებს. კარზე მიბრახუნებდნენ ტატო, ლექსო, ელენე, ლიზა, მაგრამ არც ერთს გავუღე კარი. არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ დილით ადგომა არ მსურდა. თავი დამძიმებული მქონდა და თვალები ჩაწითლებული, არამხოლოდ, გასიებულიც. შხაპი გადავივლე, რამაც ოდნავ მიშველა. განადგურებული ვიყავი. ბარგი ჩავალაგე, დღეს ხომ მივდიოდით. გამახსენდა აქ გატარებული გადასარევი დღეები უტასთან ერთად

***

- არაა! მეშინია! - ვყვიროდი და უშედეგოდ ვცდილობდი ძლიერი მკლავებიდან თავის დაღწევას.
- კარგი ქეთა! აქ არ ვარ. - სიცილით გამიმეორა.
- არა, მეშინია. - ჯიუტად ვიდექი ერთ ადგილას. უტამ ერთი ამოიხვნეშა, წამებში ჰაერში ამიტაცა და წყალში გადახტა. იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვერც დავიკივლე. ცივი წყალი მესიამოვნა, მაგრამ უტას მკლავები უფრო სასიამოვნო იყო.
- აბა, ცუდი იყო? - ამოყვინთვისას მკითხა და გამიღიმა.
- იდიოტი ხარ. - მუშტი მსუბუქად მივარტყი ძლიერ გულ-მკერდზე და გავიცინე. მასაც გაეცინა.
- წამო კიდე.
- ო, არა! შანსი არაა! - ავფართხალდი, მაგრამ რად გინდა? უფრო ამაკრო თავის სხეულს და ისევ გადმოსახტომად გაეშურა.

***

- ქეთა! სად ხარ?! - სასოწარკვეთილი ღრიალებდა. - ლექსო, ბავშვი თუ დაკარდე, ცოცხალი ვერ გადამირჩები. - მეასედ დაემუქრა საწყალ ლექსოს.
- აუუ, ჩემი გასაჭირი მეყოფა, შენ ნუღარ მიმატებ თუ ძმა ხარ რა! - არანაკლებ ანერვიულებულმა უპასუხა. ჰაჰა, სად ვიყავი მე? ხეზე ამძვრალი ვემალებოდი და გადასარევად ვხალისობდი. წრეებს უშედეგოდ არტყამდნენ.
- ქეთა! - ისევ ყვიროდა უტა. ეჰჰ, ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი, ბოლოს შემეცოდნენ და ჩამოვედი. უტამ დამინახა თუ არა, სიხარულისგან სახე გაუნათდა, გამოექანა და ძლიერად ჩამეხუტა, მერე მომშირდა.
- ასე აღარ მოიქცე! - გაბუტულმა მითხრა. მკაცრი ხმის მიუხედავად, მშვენივრად ვგრძნობდი მის ხმაში დამალულ სიხარულს. მერე მისი შემორიგება. ჩუმად გავიგე თავისთვის რომ ჩაილაპარაკა "ახლა ხინკალი გაასწორებდაო" ხოდა მეც ავდექი, საუკეთესო(რაც იქ ჰქონდათ იქიდან) ხორცი ვიყიდე და დაახლოებით ასი ხინკალი გავაკეთე. მისი სახე არ დამავიწყდება. ისე გაუხარდა, დანარჩენი დარეები ღიმილი არ მოშორებია სახიდან.

***

ბავშვებთან გავედი, მაგრამ მიწას ჩავეყლაპე მერჩივნა, ვიდრე უტას გაყინული მზერა დამენახა.


აბაა... მგონი კარგია და დიდი
ძაააააალიან დიდიი მადლობაა კომენტარებისთვის! მართლა ძალიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი S.likuna

maleee dadeee kaia dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent