შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუღმართი ქორწინება (მეორე ნაწილი {დასასრული})


14-05-2015, 18:27
ავტორი MyLove
ნანახია 5 312

- ტასო, საზღვარგარეთის ბილეთები ვიყიდე. -საწოლზე წამოკოტრიალებულ ცოლს ცხვირწინ ორი ბილეთი აუფრიალა.
- ვა! სად მივდივართ? -თვალები დააკვესა ტაისიამ.
- დუბაი! -წარბები აათამაშა და ცოლს გვერდზე მიუწვა.
- ბავშვები? -სწრაფად მოეღუშა სახე.
- ელენასთან და გეგასთან ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი - დედაჩემთან.
- ყველაზე მაგარი ქმარი მყავს მთელს მსოფლიოში! -მისი იდეით აღფრთოვანებულმა კისერზე ხელები მოხვია და ყელში ხმაურით აკოცა.
- მორჩი მაიმუნნობას. -ჩახლეჩილი ხმით უთხრა ცოლს, მისი საქციელით გონდაკარგულმა.
- ნწ, მიყვარს შენი ყელი. - ეშმაკურად ჩაილაპარაკა და მეორე სველი კოცნა დაუტოვა მფეთქავ არტერიასთან.
- ტაისია. -ჩახლეწილი ხმით, ერთადერთი სიტყვა ძლივს ამოღერღა და ღრმად ამოისუნთქა.
- ლექსო. -წარბები შეკრა გოგონამ და ქმრისგან წამოსული სითბო, უსიტყვოდ შეიწოვა.
- ჯანდაბა. -ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა და ვირივით წაეტანა ბაგეებზე ლოყებ აწითლებულს.

888
ელენასა და გეგასთან ყოფნის დროს რამდენჯერმე შეხვდა დათას... მაგრამ სჯობდა არ შეხვედროდა.. არ ენახა ერჩია... ისეთი ამაღელვებელი იყო მათი დაშორება.. ისეთი სუსტი აღმოჩნდა..
რომ ახსენდება, გული ეწვება.

გულამობჯენილი მივიდა ხეზე მიყრდნობილ დათოსთან. ყურებში ესმოდა საკუთარი გულისცემა. ამის მეტი, არც არაფერი გაუგონია ბოლო ორი წუთია.
-ის ქალი ვინ იყო?-სიგარეტი მოისროლა და მოჭუტული თვალებით ჩააჩერდა გოგონას, ნუკრივით აბრიალებულ, შავ თვალებში.
-ბიცოლაჩემი.-ისე ამოიხრიალა თვითონაც შეეშინდა. დაბნეული აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს და ყველანაირად ცდილობდა დათოსთვის თვალებში არ ჩაეხედა.
-კაი ტო, ნუ ნერვიულობ ასე..-მისი ჭკუით დაამშვიდა გოგონა, არადა თვითონაც ნერვიულობისაგან, უკვე მესამე ღერს ეწეოდა.
-როგორ არ ვინერვიულო, როცა შენც ნერვიულობ?-ჩაიბურტყუნა პატარა, დასჯილი ბავშვივით და წარბები შეკრა.
-შეიძლება ჩაგეხუტო?-ჰკითხა უეცრად გოგონას და მის წინ, ჯიბეებში ხელჩაწყობილი დადგა, თან წამწამებს ქვემოდან ამოხედა.
-რა-ა?-ხმა გაუწყდა დაბნეულობისგან და თვალები გაუფართოვდა. გაუხარდა, როგორ არ გაუხარდა არაბიძემ მისი აზრიც რომ გაითვალისწინა, ველურივით რომ არ ჩაეხუტა და მარტო მის სიამოვნებაზე რომ არ იფიქრა.
-შეიძლება რომ ჩაგეხუტო-თქო?!
-კი, კი შეიძლება.-დაიჩურჩულა ჩუმად და თითებს თამაში დაუწყო. ფრთხილად შეუცურა წელზე ხელები არაბიძემ და მთელ სხეულზე აიკრო სიფრიფანა გოგონა. გული ყელში მოებჯინა. ნესტოები ისე გაუფართოვდა, ლამისაა ერთი მეტრის რადიუსზე მყოფი ჰაერი მარტო მან ჩაისუნთქა, გულმაც ისე სწრაფად დაუწყო ფეთქვა ეგონა გაუსკდებოდა, ან სულაც შეწყვეტდა მისი "საქმის" კეთებას.
-რა ვქნა, თუ ვერ გელევი?-მის ყელში ამოიხრიალა დათომ.
-ვერ ვხვდები შენი საქციელის მიზეზს.-ისე ჩუმად თქვა ერისთავმა თითქოს ირგვლივ გამეფებული სასიამოვნო სიჩუმის დარღვევა არ უნდაო.
-ჩემი მშობლები დაშორდნენ და მამასთან ერთად ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლად.
-ხომ ჩამოხვალ ხოლმე?-კითხა შეწუხებულმა.
-კი, აქ ჩემი მეგობრები, სამსონაძე, თაბაგარი, გეგუჩაძე, ლალოშვილი და დედაჩემი მეგულებიან,-ისე ეწყინა მისი სახელი რომ არ დაასახელა. მაშინ რას ნიშნავდა ეს გამომშვიდობება.
-ჰო..-თავჩაღუნული მოშორდა ბიჭს და ისევ მის წინ დადგა.
-და რაც მთავარია, შენ მეგულები აქ..-მიუხედავად ბაცი განათებისა, კარგად დაინახა თუ როგორ შეუტოკდა ძარღვი ყელთან.
-იცი? მე მომენატრები.-თვითონაც გაუკვირდა მისი ეს სიტყვები, მაგრამ ნათქვამს უკან ხომ ვერ დააბრუნებდა? ამიტომ ისევ გაჩუმება არჩია. ერთი მხრივ გაუხარდა კიდეც მისი გულღიაობა, მეორე მხრივ კი რცხვენოდა. საშინლად რცხვენოდა ამ აღიარების, ვაი თუ უთავმოყვარეო ვეგონო დათოს ამის გამოო, მაგრამ გადარჩა!
-მირთულებ, ყველაფერს მირთულებ! შენი. შენი სიტყვების მერე როგორღა დაგტოვო, ჰა? აქაურობა როგორ მივატოვო?-გოგონას თავი საკუთარ ხელებში მოიქცია და აღელვებული ჩააჩერდა თაფლისფერ თვალებში ელენეს.
-სრულწლოვანი ხომ ხარ და რაღატომ მიდიხარ?-უკანასკნელ იმედს მოეპოტინა ერისთავი.
-მამას ახლა ჩემი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება..
-არ დაგვივიწყო, არც ერთი. აუცილებლად ჩამოდი ხანდახან!-ღრმად ამოისუნთქა და იქნებ ბოლოჯერ, მაგრამ მაინც შემოხვია ხელები წელზე არაბიძეს, თავი გულზე დაადო და მშვიდად დაიწყო ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ჰანგების სმენა.
-განა შემიძლია შენ დაგივიწყო?- კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში გოგონას.-წავედი.
-ნახვამდის..-მიწურული ხმით ამოიზმუვლა და ლამის ბღავილი ატეხა ბოლო ხმაზე, ბაქრაძის ლიბრგადაკრული თვალები რომ დაინახა.
-არასოდეს იტირო!-ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია და უკან გაბრუნდა.

888

მერე იყო ყველაზე რთული მომენტები.. დაკარგვის შიში... აკანკალებული სხეული... ავარიაში მოყვაო რომ უთხრეს, ერჩივნა მომკვდარიყო.. პალატაში რომ შევიდა, ის სიტყვებიც არ უნდოდა მოესმინა, რომელმაც ტკივილი მიაყენა...
არ უნდოდა..
არ შეეძლო...
ყოველი ბგერა გულს უკლავდა.
"მე ინვალიდი დავრჩები, ელე. ჩემთვის ვერ გაგიმეტებ." კარებში გამოსულს მოაძახა ხმაჩამწყდარმა.
გულს უწვრილებდა ტკივილი, მაგრამ ვერაფერს ამბობდა...
888
- დათასგანაა, მთხოვა 7 დღის შემდეგ მომეცა. -უსიტყვოდ დატოვა წერილთან მარტო გოგონა.
დიდ ხანს უყურა თეთრ ფურცელს, არ იცოდა რა ეწერებოდა.. მაგრამ მაინც მზად იყო წაეკითხა..
ოთხად გაკეცილი ხელის კანკალით გახსნა... ცრემლები თვალიდან მოიწმინდა, კითხვის საშუალება რომ ჰქონოდა.
"თუ მოვკვდები ხომ მოხვალ ხოლმე, ჩემს საფლავზე?... გახსოვდეს, მინდვრის ყვავილები არ მომიტანო.... არ მიყვარს და იმიტომ... მარტო შავი ვარდები...
მოდი და მერე დიდხანს იდექი ხოლმე ჩემს საფლავთან და იფიქრე... უსაშველოდ იფიქრე... იფიქრე იმაზე, რა იქნებოდა რომ მეცოცხლა ცოტა ხანი ... მეც ხო შენთან ერთად ვიცოცხლებდი...
მინდა გითხრა, რომ აქეთ სხვა ცხოვრებაა... ამ ცხოვრებისგან განსხვავებული... აქ ყველაფერი ლამაზია... საოცრად მომხიბვლელი და ლამაზი... მე დაგელოდები აქ... რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, დაგელოდები... მე აქაც უშენობა მაწამებს...
უბრალოდ ერთს გთხოვ, არ დამივიწყო... ნუ ჩამიქრობ, უკვე ჩამქრალ ოცნებას... შენი თავი მაჩუქე და გამიხსენე...
ცუდად ნუ მოგაგონდები... თუმცა ცუდად რატომ უნდა მოგაგონდე... ჩვენს ხომ კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის?...
მჯერა, არასოდეს დამივიწყებ... ისევ ისეთი ხალასი და მხიარული გეხსომები, როგორიც ვიყავი...
ჰო, ვარდები გულზე არ დამაწყო, ვეღარ დაგინახავ... რამე მოუტანე, აი ის ლარნაკი, შენ რომ მაჩუქე... ლარნაკში ჩადე ვარდები და ჩემს გვერდით ლამაზად დადე... შენც რომ გიყურო და ვარდებსაც...
მე, ყოველთვის შეგეგებები ხოლმე... მე ყოველთვის შენთან ვიქნები... ჩამომიჯექი და იფიქრე... მარტოდ რომ არ იგრძნო თავი, მეც შენთან ერთად ვიფიქრებ...
მომეფერე... მე რომ ვყოფილიყავი, მეც მოვიდოდი შენს საფლავზე , ვიცი მეც ვივლიდი ,სულ ვივლიდი...
ეხლა ვხვდები, თუ რაოდენ მყვარებიხარ... იცი, როგორ მენატრები??? ლამისაა გავგიჟდე უშენობით... შენ ხომ ჩემი გრძნობა ხარ... შინაგანი გრძნობა... რაღაც ღრმა და დიდი.... შენ ჩემი წარსული და ტკივილი ხარ, რაღაცნაირი... უკვე ნაპატიები, მაგრამ მაინც ტკივილად დარჩენილი...
იცოდე, შენ არ მოკვდე... შენ სიკვდილის უფლება არ გაქვს, შენ უნდა იცოცხლო... რომ მეორედ არ მოვკვდე....
მერე... მერე როცა ფიქრი მოგბეზრდება, მოტრიალდი და წამოდი... მე ისევ შენ დაგელოდები....
ჩემი იმედი ხარ, ელე... მაგრამ მე უნდა წავიდე... სხვა ქვეყანაში... შენ უნდა მოგცე ბედნიერების უფლება.....
არ მომძებნო.. ეს წერილიც დაკუჭე და გადააგდე.. ან დაწვი...
სიყვარულით, დათა."
აბღავლებულმა მოისროლა ცრემლებით დანამული ქაღალდი გვერდზე და ბოლო ხმაზე აღრიალდა.
"ის წავიდა" -დაიყვირა სულმა და მთლიანად დაუკარგა ადამიანობის შეგრძნება....
"ის წავიდა" ამოილაპარაკა ხმადაბლა. მის ხმას ოდნავ პროტესტიც შეჰპარვოდა მაგრამ ვერაფერს გააწყობდა...
შეგუება მოუწევდა!
თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო.. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები.. არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა.. არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება.. კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის.. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მოერის საზომია.. ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს.. ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.. მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი.. არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც. “გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა..” ამიტომ, “ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც მხოლოდ გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის.. არამედ იყავი წანამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის..” იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის.......

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ყველაზე არაორდინალური გამომივიდა. ყველაზე ცუდი ვარ. ერთი ისტორია კარგად, მეორე _ ''ცუდად'' დავასრულე, მაგრამ...
ელენესა და დათას ისტორია ამით არ დამთავრდება.
სრულიად უმუზოდ დაწერილი თავი და მგონი ეტყობა. sad
დიდი ბოდიში.
მიყვარხართ. love



№1  offline წევრი nanako123

არც კი გაბედო , რომ ამით დაამთავრო ელენეს და დათოს ისტორია !

 


№2  offline წევრი kekluca

ანუ ამით თუ არ დასრულდება აგრძელბ ხოო ?! იმედია .. თორე გავაფრენ -_-

 


№3  offline წევრი DaaDaa

ეხლაისევ უნდა მომენატრონ ესენი? <3 :(
რა კარგი ხარ ქალაუუუ რა კარგი<3
როგორ მიყვარს ეს ისტორია არ იცი შენ

 


№4  offline მოდერი MyLove

არ ვასრულებ ხალხნო ასე.. უბრალოდ, შესვენებაზე გავდივარ ცოტა ხნით... sad მეც დავიღალე ძალიან... სულ წერა, წერა, წერა.. ისე ვარ, უძილობისგან, რომ სულ ჩამიშავდა თვალები.
2-3 დღე გამოვიძინებ და დამუხტულ-დამუზებული დაგიბრუნდებით. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი lamazmani

ვაიემ გავგიჟდები დათას სიკვდილი არ დაუშვა თორე გავგიჟდები ველი გაგრძელებას love

 


№6  offline წევრი Unnamed

Xo kargia ase rom ar toveb am ambavs :D torem xo xedav ra dgeshi vart xalxi :*

 


№7  offline წევრი aannoo

გული შემიღონდა :-( გააგრძელე რა უეჭველი ///

 


№8  offline წევრი Annee

მატირე.. კიდევ კარგი ესე არ ასრულებ, თორემ შულ მომიკლავდი გულს... :*:* კარგი რომ ხარ აღარ გაგიმეორებ, ისედაც იცი. :*

 


№9  offline წევრი pepi

გადაირიეეე :D ეს რა ქენიი :D არ დაამთავრო ესე რაა :D ცოდოა ეს გოგო კაცო . რა დააშავა საწყალიი :((((( კაი რაა . არ მაინტერესეებს გააგრძელეე მორჩა :D :D wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent