მეორადი ბედნიერება [11]
ანნა.. ორი თვე გავიდა გეგას გარდაცვალებიდან.. გარეგნულად თითქოს უკეთესადა იყო, მაგრამ ისევ სტკიოდა.. გამოკვლევევებმა აჩვენეს, რომ პატარის მდგომარეობა უკეთესი იყო, ისევე როგორც დედის. გამოიღო შედეგი მშობლების მზრუნველობამ.. ელენესთანაც უფრო აქტიურად ურთიერთობდა, ყოველ დღე ისმენდა მისი და რატის ამბებს.. ტკივილი გაითავისა, შეეჩვია, თავიდან მიხვდა, რომ მის გარშემო დედამიწა ბრუნვას აგრძელებდა და თვითონაც უნდა აჰყოლოდა ამ ტემპს. აქამდე თუ ყოველ კვირას მიდიოდა გეგას საფლავზე, ბოლო ორი კვირაა აღარ ყოფილა. საკუთარ თავს და პატარასაც პირობა მისცა, რომ თვეში ერთხელ წავა. იქ რომ მიდიოდა, ტირილის გარეშე უკან ვერ ბრუნდებოდა, ტირილი და ნერვიულობა კი არ შეიძლებოდა.. შავები კვლავ არ გაუხდია... ბევრს ეხვეწებოდნენ ყველა რომ სხვა ფერები ჩაეცვა, მაგრამ არავის უსმენდა, სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა, შავებს არ გაიხდიდა. მიუხედავად ცხოვრებისკენ მობრუნებისა, თვალები მაინც საოცარი სევდით ჰქონდა სავსე, თითქმის სულ მოწყენილი დადიოდა. - ანნა, ანნა შოკოლადის ტორტი მოგიტანე, ხომ გინდათ? _ ტორტით ხელში შევიდა ელენე მის ოთახში. - ელე ტკბილეულის გარეშე არ მიგიღებ? _ გაუღიმა _ ყოველ მოსვლაზე რამის მოტანა არაა საჭირო. - ქრთამია ეს, რაღაც უნდა გთხოვო _ გაუცინა. - რა უნდა მთხოვო? - წამომყევი რა.. - სად? - რატის უნდა შენი გაცნობა.. - ელე.. - გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, მხოლოდ რატი და მისი მეგობრები იქნებიან _ გაუღიმა, დღემდე არ უთქვამს პეტრეს შესახებ. - მალე წამოვალთ _ დათანხმდა. - ნახევარ საათში თუ გინდა _ ლოყაზე აკოცა და კარადა გამოაღო. - რას ჩაიცვამ? - სარაფანი დევს მანდ და იმას. - შეგცივდება გოგო.. - დუტს ჩავიცვამ და ჩექმებს, არ შემცივდება.. - კარგი, აი, ჩაიცვი. სწრაფად მოემზადა, თმები შეიკრა და უკვე მზად იყო. - წავედით? - წავედით. - რატი მოგვაკითხავს.. - კარგი.. პეტრე. რატიმ რომ დაურეკა და უთხრა ელენეს ანნა მოჰყავს გასაცნობადო, პატარა ბავშვივით აფორიაქდა. ამდენი ხანი ელოდა და როგორც იქნა, ნახავდა.. როოგრ აინტერესებდა მისი რეაქცია. პეტრემ არც მისი ორსულობის შესახებ იცოდა რამე. ფიქრებშიც არ გაუვლია ეს.. გონებაში უკვე გზებს ეძებდა როგორ დაახლოვებოდა ანნას, როგორ ეპოვა მისი გულისკენ მიმავალი გზები. დათქმულ დროზე ადრე მივიდა კაფეში. თინეიჯერივით ეიფორიაში იყო. _______________ - რატი გაიცანი ანნა _ ღიმილით წარუდგინა ელენემ. - სასიამოვნოა _ გაუღიმა რატიმ. - ჩემთვისაც. მანქანაში ჩასხდნენ. მთელი გზა ჩუმად იყო ანნა, ფანჯრიდან იყურებოდა. რომ გაჩერდა, გადმოვიდა, წყვილს გაუღიმა და უკან მიჰყვა. კარები გაუღო რატიმ და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წაიყვანა. შორიდანვე დალანდა ნაცნობი სილუეტი და გული რაღაც უცნაურად აუძგერდა. თან გაუკვირდა, არ ელოდა ბიჭის აქ ნახვას. გახშირებული გულისცემა ვერაფრით დაირეგულირა. იმდენად დაიბნა, ცოტა ხნით შეჩერდა კიდეც, ელენემ მიკრა ხელი და გამოაფხიზლა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და წინ წავიდა. თავისთავად გაეღიმა ანნას დანახვისას, მერე დასერიოზულდა. აღარ იყო ის მხიარული გოგო ბრაიტონში რომ გაიცნო, ტლიკინა სადღაც გამქრალიყო. ახლა შავებში გამოწყობილი, სევდიანი თვალების მქონე გოგოს უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ასე შეიცვალა. როგორ მოუნდა მისი თვალები ძველებურად ანთებული ენახა, ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ ისევ დაებრუნებინა მისთვის ის ბავშვური ხალისი და ბედნიერება. - ანნა _ თითქოს ვერ გაბედა ისევ ტლიკინა დაეძახა. გოგონამ ოდნავ გაუღიმა. - გამარჯობა პეტრე.. - ეს თორნიკეა _ წარუდგინა რატიმ ფილფანიც. - სასიამოვნოა მშვენიერო ქალბატონო _ გაუღიმა თორნიკემ. - ჩემთვისაც. _ მაგიდასთან მოთავსდნენ. - ანნა, ვიზიარებ _ ნაღვლიანი ხმით უთხრა პეტრე, გოგონამ ოდნავ დაუქნია თავი და ფანჯრისკენ გაიხედა, არ უნდოდა თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლი დაენახა ვინმეს. _ შეიძლება გავიდეთ? _ დაბალ ხმაზე ჰკითხა. გაოცებულმა შეხედა ანნამ, მაგრამ დათანხმდა. ელენეს რაღაც უჩურჩულა და ადგა. ნელი ნაბიჯით მიჰყვა პეტრე. გარეთ გავიდნენ, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა ანნამ და პეტრეს შეხედა. ბიჭი დუმდა, თვითონაც არ არღვევდა დუმილს და მისეირნობდნენ ასე სიჩუმეში. _ როგორ ხარ? _ იმ დროისთვის, ყველაზე სულელური კითხვა დასვა პეტრემ. - როგორ უნდა ვიყო? - ჰოო _ აშკარად დააბნია მისმა პასუხმა. - შენ როგორ ხარ? - არამიშავს. შეცვლილი ხარ. - ისევ იმ ანნას ელოდი? - მე ტლიკინას ველოდი. - ტლიკინა ორი თვის წინ გაქრა.. - დაბრუნების პერსპექტივა? - ფაქტობრივად არ არსებობს. - არ მეგონა ასეთ დათრგუნულს თუ გნახავდი. - არც მე მეგონა. - მე მინდა რომ დაგეხმარო, ისევე როგორც შენ დამეხმარე, მაშინ.. - ვერ დამეხმარები პეტრე.. - ცდა ბედნის მონახევრეა. - გეგას ვერ გააცოცხლებ. - მართალი ხარ.. - არ გვინდა ამაზე საუბარი, მგონი ჯობს დავბრუნდეთ.. - ჰო, დავბრუნდეთ.. _ რამდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ უთხრა.. რატომღაც მაინც უკან იხევდა, თითქოს ერიდებოდა მის დაფრთხობას. ზედმეტის თქმის ეშინოდა, სულ რომ დაეკარგა ასე? ისევ ჯობდა გაჩუმებულიყო, მაგრამ როდემდე? ანნა.. მთელი საღამო ფიქრობდა და მაინც ვერ მიხვდა რა ემოცია გამოიწვია პეტრეს ნახვამ. ვერ იტყვის რომ დავიწყებული ჰყავდა. ახსოვდა, ძალიან კარგად, ის რამდენიმე დღე განსაკუთრებით. უსიამოვნო ფიქრებიც ამოუტივტივდა, ის დრო, ზედმეტად ბევრს რომ ფიქრობდა მასზე. ისევ არ მოეწონა ფიქრები, მუცელზე ხელები მოიხვია და შვილს ელაპარაკა. დღეები შვილზე ფიქრში გაჰყავდა, როგორი იქნებოდა, გეგას ცხვირი ექნებოდა, გეგას თვალები, გეგას ტუჩები. ენატრებოდა რაღაც საოცრად, ყოველ საღამოს ჩვევად ექცა სურათების თვალიერება. თითქოს შეეჩვია მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს, ცდილობდა გაძლიერებას, თუნდაც მხოლოდ ბავშვის გამო. „გარეთ“ გაიხედა და მიხვდა, რომ ბავშის გარდა კიდევ ბევრს სჭირდებოდა, ჯერ კიდევ ჰქონდა დანიშნულება, ფუნქცია, მიზნები... ტელეფონმა დაიწრიპინა, ეკრანს ხელი გადაუსვა და უცხო ნომერს დააკვირდა. „დარეკვისთვის გვიანია მგონი, როგორ ხარ?“ „ვინ ხარ?“ „პეტრე ვარ.“ „ზუსტად ისე ვარ, როგორც შეხვედრისას.“ „რატომ არ ცდილობ უკეთესად იყო?“ „უკეთესად რომ ვიყო, ყველაფერი უნდა დავივიწყო, მე კი ეს არ მინდა.“ „რატომ არ გინდა უფლება მისცე ვინმეს ისევ გაგაბედნიეროს?“ „მე უკვე მივეცი ამის უფლება ვიღაცას და ის მე მაბედნიერებს.“ „ვინ არის?“ „კონკრეტიზაცია მერე იყოს.“ პეტრე. ეგონა რაღაც ჩაარტყეს ტვინში, ანნას შეტყობინება რომ წაიკითხა. „ის მე მაბედნიერებს“ - სულ თავში უტრიალებდა. როგორ აინტერესებდა ვინ იყო, ვის მისცა გაბედნიერების უფლება, ვინ წაართვა ტლიკინასთან ყოფნის შანსი. როგორმე უნდა გაეგო, ელენეს ვერ ჰკითხავდა, ბიჭებთან კი ჯერ სულ არ ულაპარაკია ანნასთან დამოკიდებულებაზე, მაგრამ აუცილებლად დაელაპარაკება. მათ უნდა იცოდნენ, დაეხმარებიან, გადაწყვეტილებას მიაღებინებენ…. ნახევარი საათის შემდეგ ყველა ერთად ისხდნენ და ელოდნენ, როდის დაიწყება პეტრე ლაპარაკს. - მოკლედ, ცუდ დღეში ვარ. - აღარ იტყვი რა ხდება? - მგონი ანნა მიყვარს. - ტლიკინა? _ გაოცებულმა იკითხა თორნიკემ. თავის ქნევით დაეთანხმა პეტრე. - შენ არ ხარ კარგად ხომ? _ გაბრაზდა რატი. _ სამ თვეში მესამე სიყვარული ზედმეტია, თან ვისი. ანნას ახლახანს რომ დაეღუპა ქმარი არ გესმის? - მესმის, ყველაფერი მესმის, არ ვაპირებ სახლში მივადგე და ჩემი გრძნობები საჯაროდ გამოვუცხადო, მაგრამ მინდა როგორმე გამოვიყვანო ამ მდგომარეობიდან, მინდა დავანახო რომ მეორედაც შეიძლება შეყვარება. - კარგი, გასაგებია, შეგიყვარდა, ძნელია ასეთი გოგო არ შეგიყვარდეს, მაგრამ.. ახლა ის ვერ შეგიყვარებს პეტრე, შანსიც კი არ გაქვს ახლა, სრული სისულელეა მასთან დაახლოება სცადო და მერე გამოუცხადო, რომ გიყვარს _ შედარებით მშვიდად უხსნიდა თორნიკე. - ვიცი! მაგრამ მართლა მიყვარს, სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, მითუმეტეს რაც ვნახე, სულ მინდა მასთან ვიყო. მინდა ეს ტკივილი გადავალახინო, დავანახო რომ ცხოვრება გრძელდება, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც მისი ბედნიერება გააბედნიერებს. - იცი რა? ჩვენთან წუწუნით არაფერი მოგვარდება, მაშინ ეცადე დაუახლოვდე, ეცადე დაეხმარო, ისე როგორც ის დაგეხმარა, დროთა გამავლობაშ ტკივილიც გაუნელდება, შეეჩვევა იმ აზრსაც რომ ქმარი აღარ ჰყავს და გაგიჩნდება შანსი, ახალგზარდა გოგოა, მთელ ცხოვრებას ქვრივად ხომ არ გაატარებს არა? _ რჩევებს არ იშურებდა ფილფანი. - აღარაფერი აღარ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხო რამე. ვეცდები ცოტა მაინც აღვადგინო კონტაქტი და დანარჩენი მე ვიცი. - მორიგი სისულელე არ ჩაიდინო რა _ თხოვნა ისმოდა რატის ხმაში. - სისულელის ჩადენის უფლება არ მაქვს ამ შემთხვევეაში _ გაუღიმა მეგობარს. _ ელენეს დახმარება შეიძლება დამჭირდეს. - კარგი, ვეტყვი, მაგრამ რამდენად დაგეხმარება არ ვიცი. - შენ უთხარი და დანარჩენს მე მოვაგვარებ ყველაფერს. - კარგი, მაგრამ წინდახედული იყავი, გაფრთხილებ! იმ გოგოს თავისი გასაჭირიც ეყოფა. - ყველაფერი გასაგებია, ამ რამდენიმე თვეში იმდენჯერ მოვიქეცი არასწორად, რომ კიდევ ერთი შეცდომის უფლება არ მაქვს, ყველაფერს მშვიდ, საღ გონებაზე დალაგებულად გავაკეთებ, ყოველგვარი ზედმეტი ქმედებების გარეშე. - აი ეს უკვე ძველი პეტრეა _ გაიცინა თორნიკემ. - ძველი პეტრე, რომელიც ანნამ დააბრუნა. - იმედია პეტრეც დააბრუნებს ძველ ანნას. - იმედია.. მეორე დღეს ელენეს შეხვდა. სიტუაცია დაწვრილებით აუხსნა. ჯერ გაკვირვებული უყუებდა გოგონა, შემდეგ გაეღიმა, მზერა დაუთბა, მეგობრულად მოუთათუნა პეტრეს ზურგზე ხელი, მესმის შენიო დაამშვიდა. ისიც აუხსნა მარტივი რომ არ იქნებოდა ანნასთან დაახლოება, მაგრამ უნდოდა დახმარებოდა. ელენე ხვდებოდა მის მეგობარს აუცილებლად დაეხმარებოდა კინგ-კონგი. ეს ხომ ის ადამიანი იყო, ვისზეც აღფრთოვანებით საუბრობდა გეგას სიცოცხლეშიც კი, იმდენად აღფრთოვანებით, რომ ელენეს რაღაც ეჭვები გაუჩინა. არაფერი უთქვამს ანნას ორსულობაზე, უკეთესი იქნებოდა თვითონ ეთქვა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა. შეთანხმდნენ, რამდენჯერმე „შემთხვევით“ უნდა შეხვედროდნენ, რამდენჯერმე დაგეგმილად და მერე რამეს მოახერხებდნენ. თინეიჯერივით აჟიტირებული იყო, ელენეც რომ ეხმარებოდა, მითუმეტეს. მთელი დღე აწყობდა გეგმებს სად და როგორ მოეწყო შეხვედრა. საუკეთესო ვარიანტი მაინც პარკში შეხვედრა იყო. ელენესგან გაიგო, რომ ხშირად სეირნობდნენ იქ, ჰოდა ნახავს, ვითომ შემთხვევით, გამოელაპარაკება, ერთხელ, ორჯერ, იქნებ ისევ გამონახონ საერთო ენა, როგორც მაშინ.. ----------------- ელენეს ალბათ, იმ დროისთვის ყველაზე მეტად უხაროდა ეს ამბავი. საოცრად ბედნიერი იყო იმით, რომ პეტრეს ანნა უყვარდა. თვითონაც კარგად ხვდებოდა რამდენი წვალება მოუწევდა ანნასაც რომ იგივე ეთქვა, მაგრამ დარწმუნებული იყო, კინგ-კონგი ფარ-ხმალს არ დაყრიდა. არ იცოდა რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ ანნასაც აუცილებლად გაუჩნდებოდა გრძნობები. თუმცა თავის შესაკავებელი მიზეზებიც ბევრი ჰქონდა, გეგა ახლახანს გარდაიცვალა და სხვასთან ურთიერთობას ნამდვილად არ წამოიწყებდა, ამას ემატებოდა პატარის არსებობა, რაც ართულებდა ყველაფერს. იმედი ჰქონდა პეტრე არ წავიდოდა, როცა ბავშვის შესახებ გაიგებდა. შეხვედრა რამდენიმე დღეში დათქვეს. მეორე დილითვე რომ შეხვედროდნენ, ცოტა საეჭვო იქნებოდა, ამიტომ კვლავ მოცდა მოუწიათ. რატის დიდად არ მოწონდა მათი გეგმები, მაგრამ ჩუმად იყო, აი თორნიკე კი, აქტიურად მონაწილეობდა „შეთქმულებაში.“ ანნა... მესამე თვეც დაიწყო გეგას გარეშე, დრო სვლას განაგრძობდა, ანნა ცხოვრებას.. უკვე ყველაფერი რიგზე იყო, აღარც პატარას სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე.. ისევ აგრძელებდა თავის მოვლას, პარკში სეირნობას.. იმ დღეს, დილით ელენესთან ერთად წავიდა სასეირნოდ. მერე მისმა ტელეფონმა დარეკა, რატი ყოფილა, სულ ძალით გააგდო შესახვედრად, მე არაფერი მომივაო და მარტომ გააგრძელა გზა. დაიღალა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავის წინ მოთამაშე პატარებს გახედა. სულ მალე თავისი პატარაც ასე ითამაშებს, რა ბედნიერებაა.. ალბათ ქალისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გრძნობ, რომ შენში კიდევ ერთი სიცოცხლე იზრდება, მისი გული შენს სხეულში ფეთქავს, შენ ხარ მისი სიცოცხლის გარანტია, შენით სუნთქავს, შენით იკვებება, შენ და მხოლოდ შენ სჭირდები არსებობისთვის.. უბრალო ბედნიერებაზე ბევრად მეტია ეს ყველაფერი. ფიქრებით იყო გატაცებული, სუნამოს მძაფრმა სუნმა რომ შეაწუხა, კინაღამ იქვე გახდა ცუდად. არადა სუნამოები თვითონაც უყვარდა, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ სიამოვნებდა, სახლშიც ყველას აუკრძალა. ცხვირი შეჭმუხნა და თვალები გააპარა გვერდით მჯდომისკენ. - საღამო მშვიდობის _ უღიმოდა პეტრე. - გამარჯობა _ სუნთქვაშეკრულმა ჩაილაპარაკა, ეცადა პირით ესუნთქა, ასე ნაკლებად აღიქმებოდა სუნამოს სურნელი. სიმართლე რომ ეთქვა, არ ელოდა, ვერ წარმოიდგენდა თუ ნახავდა. - მარტო სეირნობ? - ელენეც აქ იყო, ცოტა ხნის წინ წავიდა. - მე რომ გაგიწიო მეწყვილეობა რას იტყვი? - ვერაფერს, იმიტომ რომ ჩემი წასვლის დროა. - ცოტა ხანიც რომ მოიცადო? - ცივა.. _ პეტრემ ქურთუკის შეხსნა დაიწყო. _ ამიტომ არ მითქვამს, უნდა წავიდე. - თუ დარჩები ცხელ შოკოლადზე დაგპატიჟებ _ გაუღიმა.. დარჩენა არ უნდოდა, ან იქნებ უნდოდა კიდეც? თუმცა ცხელი შოკოლადი რომ საოცრად მოუნდა, მიხვდა. ცოტა ხნით კიდევ იყოყმანა და ბოლოს დათანხმდა. ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას, ჩუმად იყვნენ. პეტრე პირველ გამარჯვებას ზეიმობდა, ანნა კი გაურკვეველი ემოციით სავსე მიაბიჯებდა. შეკვეთა მიუტანეს, ფინჯანს ხელები მოჰხვია გოგომ და სურნელი შეისუნთქა, ესიამოვნა, ოდნავ გაეღიმა. მისმა ღიმილმა პეტრესაც ღიმილი მოჰგვარა. - ბრაიტონში შენ არ ჩუმდებოდი, ახლა კი ხმას არ იღებ _ თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა. - ბრაიტონში ლაღი, ბედნიერი ანნა ვიყავი, ახლა აღარ ვარ. - მაშინ ტლიკინა იყავი, ახლა ანნა ხარ. - მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.. - მეგონა, ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდენდა შენზე გავლენას. - როგორ ჩანს, შეცდი, ზედმეტად დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ეს უბრალოდ ცვლილება არაა. - მართალი ხარ.. და მაინც, ისეთი პოზიტივი ცხოვრობდა შენში, ვფიქრობდი რომ ნებისმიერ დაბრკოლებას დაგაძლევინებდა. - ჯერ ისევ ცოცხალი ვარ, ეს უკვე წარმატებაა. სახლიდან გამოვედი, ესეც მეორე წარმატება, აღარ ვტირი, ესეც მესამე, ჩემი პოზიტივი ისევ ჩემში ცოცხლობს. - მიხარია, შენ მასწავლე რომ არ უნდა დავნებდე, არ უნდა გავექცე პრობლემებს, პირიქით, უნდა შევეწინააღმდეგო და გადავლახო, მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვიყო, ახლა მე მინდა რომ გაგიმეორო იგივე. _ ოდნავ გაუღიმა ანნამ. _ იცი, როგორც კი ჩამოვედი მაშინვე სვანეთში წავედი, რჩევა გავითვალისწინე, მართლა მიშველა, საოცრად. - ჰო, გიშველა, ისე გიშველა ოჯახის შექმნაც კი გარისკე. რატომ ზიხარ ახლა ჩემთან ერთად, მაშინ როცა შენს მეუღლესთან უნდა იყო? _ მაინც ვერ გააჩერა ენა, იმდენად აინტერესებდა. - მეუღლე აღარ მყავს, მორიგი შეცდომა იყო ჩემი საქციელი. - დაუფიქრებლად მოქმედებას კარგი არაფერი მოაქვს. - ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი, მეტჯერ აღარ გავრისკავ. - უმჯობესი იქნება. - შენც უნდა სცადო თავიდან. - ჩემთვის არ უღალატიათ პეტრე, მე უბრალოდ დავკარგე, ამ შემთხვევაში თავიდან დაწყება ძალიან რთულია, დავიწყება კი შეუძლებელი. - ალბათ მართალი ხარ.. - ახლა მართლა უნდა წავიდე. - გაგაცილებ. - ნუ შეწუხდები. - არ შევწუხდები. - კარგი _ სახლამდეც ჩუმად იყვნენ. სადარბაზომდე მიაცილა, ლოყაზე მსუბუქი კოცნით დაემშვიდობა. _ მადლობა შოკოლადისთვის _ სულ ოდნავ გაუღიმა ანნამ. - მადლობა რომ დამთანხმდი _ ფართოდ გაუღიმა პეტრემ და ანიშნა ადიო. ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს. ჯერ კიდევ იმას აანალიზებდა რაც მოხდა. მაინც ვერ გაეგო რა ემართებოდა მისი დანახვისას. ღრმად ამოისუნთქა და სახლის კარები შეაღო. დავბრუნდიო, ოდნავ მაღალი ტონით გამოაცხადა და ოთახში შევიდა. __________________ მეთერთმეტე თავი შოკოლადებო.. პირველ რიგში მადლობა სითბოსთვის და იმისთვის, რომ მიუხედავად დაგვიანებისა, მაინც კითხულობთ.. იმედი მაქვს ძალიანაც არ დაგიკარგეთ კითხვის ხალისი.. ვიცი რომ ცუდი გოგო ვარ, დამტუქსეთ, მორჩილად მივიღებ, მაგრამ მაინც ვიმართლებ თავს.. ამ დღეებში ბოლო ზარი მაქვს და სკოლაში ვათენებთ და ვაღამებთ, იქიდან პირდაპირ რეპეტიტორებთან და ღამის თორმეტ საათზე, ხშირად უფრო გვიანაც, უბრალოდ ვეღარ ვწერ.. ცოტა ხანიც ამიტანეთ რა და მერე ვეცდები ხშირად ავტვირთო, თუ არ დავამთავრე მანამდე (სიცილი).. იმეედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ველი შეფასებას და კრიტიკას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. პ.ს. ძალიან უყვარხართ თქვენს მარრიამს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.